You are on page 1of 11

აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

კენჭაძე თორნიკე

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის


ფორმირების ძირითადი პრინციპები.

ქუთაისი

2022 წელი
სარჩევი

1
1.შესავალი-----------------------------------------------------------------------------3

2.ბიუჯეტი-----------------------------------------------------------------------------4

3,მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი-----------------------------------------------------5

4.საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ძირითადი პრინციპები----------------7

5. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის


მომზადება, წარდგენა და დამტკიცება---------------------------------------------8

6.პრიორიტეტის დოკუმენტი--------------------------------------------------------8

7. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის


განხილვა და დამტკიცება------------------------------------------------------------9

8.მიზნობრივი ტრანსფერი-----------------------------------------------------------9

9. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულება---------------------10

10. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების


წლიური ანგარიშის დამტკიცება------------------------------------------------10

11.დასკვნა--------------------------------------------------------------------------11

12.გამოყენებული ლიტერატურა------------------------------------------------12

შესავალი

2
აღნიშნული ნაშრომი ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ბიუჯეტის ფორმირების
ძირითად პრინციპებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის
მიხედვით:,, ადგილობრივი თვითმმართველობა ნიშნავს ხელისუფლების ადგილობრივი
ორგანოების არა მარტო უფლებას, არამედ რეალურ შესაძლებლობასაც, კანონის ფარგლებში,
საკუთარი პასუხისმგებლობითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად
მოაწესრიგონ და მართონ საზოგადოებრივი საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილი”
თვითმმართველობა ნიშნავს საზოგადოების წევრების მიერ, დამოუკიდებლად და საკუთარი
პასუხისმგებლობით, საზოგადოებრივი საქმეების მოწესრიგებას.
მოქალაქეთა მიერ თვითმმართველობის უფლების გამოყენება იწყება ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით და გრძელდება მათ მიერ არჩეული ორგანოების
მიერ ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტაში ჩართულობით.ადგილობრივი
თვითმმართველობის მთავარი მიზანი და არსი მდგომარეობს იმაში რომ მოსახლეობას ჰქონდეთ,
თანასაზოგადოების ბედზე პასუხისმგებლობა. საერთო კეთილდღეობაზე ზრუნვის
შესაძლებლობა და ადგილობრივი საზოგადოების წინაშე არსებულ პრობლემათა
დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლება.
საქართველოშითვითმმველ ერთეულს ეწოდება მუნიციპალიტეტი.იგი დამოუკიდებელი
საჯარო სამართლის იურიიული პირია.ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით
არსებობს ორი ტიპის მუნიციპალიტეტი:თვითმმართველი ქალაქი ანუ ერთი ადმინისტრაციული
საზღვრის მქონე დასახლება და თვითმმართველი თემი რომელიც არის დასახლებათა
ერთობლიობა რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის
მიხედვით:,, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი არის
დასახლება (თვითმმართველი ქალაქი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები,
ან დასახლებათა ერთობლიობა (თვითმმართველი თემი), რომელსაც აქვს
ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს
გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები (შემდგომ −
მუნიციპალიტეტის ორგანოები), რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი
ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული
პირია.”
ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციებიდან გამომდინარეობს მუნიციპალიტეტის
უფლებამოსილებები.მუნიციპალიტეტს საკუთარი უფლებამოსილებები განესაზღვრება მხოლოდ
საკანონმდებლო აქტით გარდა იმ შემთხვევისა როცა კოდექსი პირდაპირ არ მიუთითებს სხვა
კანონს,

ბიუჯეტი

3
ქვეყნის საფინანსო სისტემის უმნიშვნელოვანეს სფეროს წარმოადგენს სახელმწიფოს საჯარო
ფინანსები.ამ სფეროში სუბიექტებად გამოდიან სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი
ორგანოები, ორგანიზაციები და მოქალაქეები.საჯარო ფინანსები მოიცავს სახელმწიფო
მმართველობის ყველა დონის ბიუჯეტებს. ბიუჯეტი ყალიბდება სახელმწიფო შემოსავლებისგან
უმეტესად გადასახადებით.ბიუჯეტი არის განსაზღვრული პირის შემოსავლებისა და გასავლების
ჩამონათვალი,რომელიც განისაზღვრება კონკრეტული დროის პერიოდით ჩვეულებრივ ერთი
წლით.ბიუჯეტი წარმოადგენს სახელმწიფო პოლიტიკის ცენტრალურ ელემენტს და ძირეულ
გავლენას ახდენს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.ხოლო საბიუჯეტო
გადაწყვეტილების მიღების პროცესის საჯაროობა და გამჭირვალობა ის აუცილებელი
ატრიბუტებია რომლებიც სახელმწიფოს ეხმარება ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაში,ასევე
დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ყველა
შემოსულობა და გადასახდელი სრულდება სახელმწიფო ხაზინის სისტემის მეშვეობით.
Მთავრობა და პარლამენტი განსაზღვრავენ მთავრობის მოსალოდნელ შემოსავლებს შემოსავლის
წყაროებს და მოსალოდნელ ხარჯებს პროგრამების მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტი არის
სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ფინანსური დოკუმენტი იგი არის ყველა უწყების მიერ
განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების ერთობლიობა საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. ბიუჯეტი წარმოადგენს
ცენტრალური მთავრობების მიერ შემუშავებულ გეგმას, თუ როგორ მოიძიოს მთავრობამ სახსრები
აღებული ვალდებულებების შესასრულებლად. ბიუჯეტი წარმოადგენს გეგმას, თუ როგორ უნდა
დახარჯოს მთავრობამ მის მიერ მობილიზებული თანხები. რა ღონისძიებები უნდა იქნეს
დაფინანსებული და როგორ უნდა განაწილდეს შემოსავლები სხვადასხვა სფეროებზე. ბიუჯეტი
განსაზღვრავს მთავრობის მიერ ასაღები სახელმწიფო ვალისა და სესხების ლიმიტებს. თუ
ხარჯები აჭარბებს შემოსავლებს, მთავრობამ უნდა აიღოს გარკვეული ვალი, რათა დაფაროს მისი
მოსახლეობისათვის გაწეული მომსახურების ხარჯები და გადაიხადოს გასული წლების ვალები.
ბიუჯეტი წარმოადგენს სტრატეგიულ დოკუმენტს. ამასთან, ბიუჯეტი მოიცავს ინფორმაციას
გასულ წლებში მთავრობის მიერ მოზიდულ და დახარჯულ თანხებზე, ასევე მოიცავს
საპროგნოზო ინფორმაციას თანხების მომავალში დახარჯვასთან დაკავშირებით.
არსებობს სხვადასხვა დონის ბიუჯეტი რომელთა ერთიანობა საბიუჯეტო სისტემას ქმნის
საქართველოს საბიუჯეტო სისტემა მოიცავს: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს, ავტონომიური
ერთეულების ბიუჯეტებს, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 89-ე მუხლის თანახმად:


„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ
დამტკიცებული, მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების
მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების
ერთობლიობა"მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ადგილობრივი თვითმმართველობის
შემოსულობების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების საფინანსო გეგმაა
რომელსაც ამტკიცებს საკრებულო ანუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ასახავს ადგილობრივი ეკონომიკური და სოციალური

4
პოლიტიკის პრიორიტეტებს.იგი ახდენს გავლენას ყველა მოქალაქის კეთილდღეობაზე
ადგილობრივი ბიუჯეტი საზოგადოებრივი ინტერესიდან უნდა გამომდინარეობდეს.
ადგილობრივი ფინანსები წარმოადგენენ ეკონომიკურ ურთიერთობათა
სისტემას,რომლის მეშვეობითაც ადგილობრივი ორგანოები განკარგავენ ეროვნულ
შემოსავალს მათ მიმართ დაკისრებული ფუნქციების შესაბამისად.ადგილობრივი
ფინანსები უდიდეს როლს ასრულებენ ქვეყნის რეგიონების ეკონომიკური და
სოციალური განვითარების და ეკონომიკური ზრდის სტიმულირების,პროგრამების
განხორციელების და სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ამოცანების შესრულების
საქმეში ადგილობრივი ფინანსები იყოფა და მოიცავს შემდეგ ელემენტებს: ადგილობრივი
ბიუჯეტები,ადგილობრივი დანიშნულების სპეციალური ფონდები,მართვის
ადგილობრივი ორგანოების საკუთრებაში არსებული საწარმოების ფინანსები.ყველა
ქვეყანაში ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების მთავარი წყარო არის გადასახადები.
არასაგადასახადო შემოსავლებს მოკრძალებული ადგილი უკავიათ ადგილობრივი
ბიუჯეტების შემოსავლების სტრუქტურაში.
ზოგადად რაც უფრო დახვეწილია საბიუჯეტო კანონმდებლობა მით უფრო
გამართულად მიმდინარეობს ქვეყანაში საბიუჯეტო პროცესი.თემის ბიუჯეტით
დაწყებული,სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებით დამთავრებული.მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტი წარმოადგენს მისაღები შემოსულობების სხვადასხვა წყაროდან მიღებული
ფულადი სახსრების ერთობლიობა,გასაწევი გადასახდელებისა გასაცემი ფულადი
სახსრების ერთობლიობა და ნაშთის ცვლილების (წინა წლის დარჩენილი თანხა რომელიც
ვერ დაიხარჯა და მისი გამოყენება ან დაგროვება მოხდება) ერთობლიობას.
თვითმმართველობის ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის ყველაზე მნიშვნელოვან
დოკუმენტს წარმოადგენს. საბაზისო დონეზე ბიუჯეტი არის სამართლებრივი
დოკუმენტი,რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებს ანიჭებს
ხარჯებისა და ვალდებულებების გაწევის უფლებამოსილებას. ბიუჯეტის მიხედვით
ხორციელდება რესურსების გადანაწილება, ასევე აკონტროლებს თუ რამდენის
დახარჯვა შეუძლია თითოეულ დეპარტამენტს.ადგილობრივი თვითმმართველობის
ბიუჯეტი ასევე შეიძლება იყოს შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც ადარებს წინა წლის
ბიუჯეტში აღებულ ვალდებულებებს რეალურ მიღწევებთან.მერი საკრებულოს
წლიური ბიუჯეტის პროექტთან ერთად წარუდგენს:ბიუჯეტის პროექტის
განმარტებითი ბარათი, მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტის დანართი,სადაც
მოცემულია თითოეული პროგრამისა და ქვეპროგრამის აღწერა მათი შედეგების
შეფასების ინდიკატორები,კაპიტალური ბიუჯეტის დანართი ა(ა)იპ-ების დანართი.
მუნიციპალურ ბიუჯეტში ფულად სახსრების ერთობლიობას ბიუჯეტის
შემოსულობები ეწოდება,ის შედგება 4 ძირითადი
წყაროსგან:შემოსავლები,არაფინანსური აქტივების კლება (ქონების
პრივატიზაცია),ფინანსური აქტივების კლება(სესხის დაბრუნება და სხვა ფინანსური
ოპერაციები)ვალდებულებების ზრდა(სესხის აღება)ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესს კოორდინაციას
უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის საფინანსო ორგანო. თვითმმართველი

5
ერთეულის ბიუჯეტის მომზადება რეგულირდება სპეციალური
კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ” კანონით
რომლის პირველი მუხლის პირველ ნაწილში განსაზღვრულია კანონის მოქმედების
სფერო ხოლო პირველი მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულია კანონის მიზანი:,,
1.ეს კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის
ფორმირების პრინციპებს და არეგულირებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის
ბიუჯეტის პროექტის მომზადების, წარდგენის, განხილვის, დამტკიცების, შესრულების,
აუდიტის, ზედამხედველობის, ანგარიშგების, შეფასებისა და კონტროლის წესს, აგრეთვე
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების
საბიუჯეტო უფლებამოსილებებს.
2. ამ კანონის მიზანია საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების
საბიუჯეტო ურთიერთობების მოწესრიგება და ამ მიმართებით საქართველოს მთელი
ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და მაღალმთიანი
რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის უზრუნველყოფა.”
ამ კანონის მიზანია განსაზღვროს და დაარეგულიროს თვითმმართველი ერთეულის
ბიუჯეტის პროექტის მომზადება,განხილვა,წარდგენა, დამტკიცება და ასევე საბიუჯეტო
ურთიერთობების მოწესრიგება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებანი
ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”
საქართველოს ორგანული კანონის, ,,მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და
კულტურული განვითარების შესახებ” საქართველოს კანონების, გადასახადებისა და
მოსაკრებლების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების,
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე ადგილობრივი
თვითმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელი ორგანოების ნორმატიული
აქტების საფუძველზე
საქართველოში ყველა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი
დამოუკიდებელი ბიუჯეტი. მათი დამოუკიდებლობა საბიუჯეტო საქმიანობაში
გარანტირებულია: ექსკლუზიური, დელეგირებული და ნებაყოფლობითი
უფლებამოსილებით. ექსკლუზიური უფლებამოსილება _ არის თვითმმართველი ერთეულის
უფლებამოსილება, რომელსაც იგი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. დელეგირებული
უფლებამოსილება _ არის სახელმწიფო მმართველობის ორგანოს უფლებამოსილება კანონის
თანახმად ადგილობრივ თვითმმართველობას გადასცეს უფლებამოსილება ხელშეკრულების
საფუძველზე განსახორციელებლად. ნებაყოფლობითი უფლებამოსილება _ არის
ადგილობრივი თვითმართველობის უფლებამოსილება საკუთარი ინიციატივით მიიღოს
გადაწყვეტილება, ყველა იმ საკითხზე, რომელიც არ განეკუთვნება თვითმმართველი
ერთეულის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ან სახელმწიფო მმართველობის
უფლებამოსილებას და არ არის აკრძალული თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის.

საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ძირითადი პრინციპები


6
სახელმწიფოს ბიუჯეტი ემყარება და საქართველოს საბიუჯეტო სისტემის თითოეულმა
მონაწილემ საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე უნდა დაიცვას შემდეგი პრინციპები:
ა) ყოვლისმომცველობა – ბიუჯეტის ყველა შემოსულობის, გადასახდელისა და ნაშთის
ცვლილების სრულყოფილად ასახვა შესაბამის ბიუჯეტებში;
ბ) გამჭვირვალობა – ბიუჯეტების პროექტების წარმომადგენლობით ორგანოებში განხილვის
პროცედურების საჯაროობა საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის;
დამტკიცებული ბიუჯეტებისა და მათი შესრულების შესახებ ანგარიშების გამოქვეყნება;
ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის (გარდა საიდუმლო ინფორმაციისა) ხელმისაწვდომობა
ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის;
გ) ანგარიშვალდებულება – საბიუჯეტო პროცესის ყველა მონაწილის პასუხისმგებლობა მის
მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და ბიუჯეტის შესახებ წარდგენილ ინფორმაციაზე;
დ) დამოუკიდებლობა – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური
რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულების ბიუჯეტების დამოუკიდებლობა, რომელსაც უზრუნველყოფს საკუთარი
შემოსულობები და ნაშთი, აგრეთვე საკუთარი გადასახდელების დამოუკიდებლად
განსაზღვრის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) ერთიანობა – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და
ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ საერთო საფუძვლით, ერთიანი საბიუჯეტო
კლასიფიკაციით, აღრიცხვის ერთიანი სისტემით, სახელმწიფო ფინანსური კონტროლის
ერთიანი პრინციპებით ხელმძღვანელობა;
ვ) უნივერსალობა – ბიუჯეტის ყველა შემოსულობის მიმართვა საერთო გადასახდელების
დასაფინანსებლად, გარდა ამ კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამასთანავე, არც ერთი
შემოსულობა, გარდა დონორების მიერ დაფინანსებული შემოსულობებისა, არ უნდა იქნეს
მიმართული მიზნობრივად, კონკრეტული გადასახდელის დასაფინანსებლად. საბიუჯეტო
ორგანიზაციის მიერ მიღებული შემოსულობების შენარჩუნება თავისი მიზნებისათვის
დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საბიუჯეტო ორგანიზაცია არის საჯარო
სამართლის იურიდიული პირი;
ზ) კონსოლიდირება – ყველა დონის ბიუჯეტების შემოსულობების სახელმწიფო ხაზინის
ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოქცევა და გადასახდელების გადახდა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის
ანგარიშების მართვა სახელმწიფო ხაზინის მიერ და მათი განთავსება საქართველოს ეროვნულ
ბანკში ან/და სხვა საბანკო დაწესებულებებში.

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის


პროექტის მომზადება, წარდგენა და დამტკიცება
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და
წარდგენის პროცესს კოორდინაციას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის საფინანსო
ორგანო. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების,
წარდგენისა და დამტკიცების მიზნებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ადგილობრივ ხელისუფლებას უზრუნველყოფს შესაბამისი მეთოდური მითითებებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლება

7
ვალდებულია დროულად და სრულად წარუდგინოს მას ინფორმაცია ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ

პრიორიტეტის დოკუმენტი
ბიუჯეტის შედგენას საფუძვლად უდევს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი არის
ადმინისტრაციული ერთეულების განვითარების ძირითადი გეგმა.ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტს ადგენს ადგილობრივი
თვითმმართველობის აღმსარულებელი ორგანო სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის
ადმინისტრაციასთან კონსულტაციით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის
პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადება იწყება ყოველი წლის 1 მარტიდან, რისთვისაც
გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.რომელშიც განსაზღვრულია
პრიორიტეტების შედგენისათვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა და წარდგენის ვადები.
მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი გამგეობამ/მერიამ საკრებულოს და ფინანსთა
სამინისტროს ან ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანოს უნდა წარუდგინოს 15
ნოემბრამდე.

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის


პროექტის განხილვა და დამტკიცება
ბიუჯეტის პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში
წარდგენიდან 5დღის ვადაში გამოქვეყნდეს საჯარო განხილვისათვის.წარმომადგენლობითი
ორგანო საჯაროდ იხილავს ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება
ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ მიიღება წარმომადგენლობითი ორგანოს სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით.შენიშვნების არსებობის შემთხვევაში საკრებულოს
თავმჯდომარე არა უგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს
გამგებელს/მერს ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს არა უგვიანეს 10
დეკემბრისა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გამგებელი /მერი წარუდგენს
საკრებულოს თავმჯდომარეს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი
ორგანოს მიერ ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტის დაუმტკიცებლობის
შემთხვევაში წარმომადგენლობითი ორგანოს სიითი შემადგენლობის 1/2-ით, ხოლო ქ.
თბილისში - წარმომადგენლობითი ორგანოს 2/3-ით შესაძლებელია დამტკიცდეს
წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციის ან/და სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის
მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს
მხოლოდ წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მიერ გამგებლისათვის (მერისათვის)
გაგზავნილი შენიშვნები.
ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 20 დღისა ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის დამტკიცებული
ბიუჯეტის შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების
დოკუმენტს. წლიური ბიუჯეტი უნდა გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს
საზოგადოებისათვის.

8
მიზნობრივი ტრანსფერი

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს


ყოველი წლის 5 ოქტომბრამდე აცნობებს მიზნობრივი ტრანსფერის საპროგნოზო პარამეტრებს
საქართველოს საკანონმდებლო აქტების ან/და ხელშეკრულების საფუძველზე ადგილობრივი
თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ
წარმოდგენილი პარამეტრების საფუძველზე ამზადებს ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულის ბიუჯეტში დელეგირებული უფლებამოსილებების პროგრამებისა და
ღონისძიებების დაფინანსების გაანგარიშებებს, მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობას და
ბიუჯეტის პროექტთან ერთად წარუდგენს ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობით ორგანოს, რომელიც იხილავს. მათ და განხილვის შედეგების
გათვალისწინებით მზადდება სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებს შორის ხელშეკრულების პროექტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული
უფლებამოსილებების შესახებ. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის
ვადაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოსა და შესაბამის
სახელმწიფო ორგანოს შორის ფორმდება დელეგირების ხელშეკრულებები. ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა
წარმომადგენლობით ორგანოს შეუძლია მხოლოდ გამგებლის (მერის) წარდგინებით.

თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულება

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულებას თავისი კომპეტენციის


ფარგლებში უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო.
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის განწერა ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 15 დღისა საფინანსო
ორგანო ამზადებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის კვარტალურ ან/და
ყოველთვიურ განწერას.

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის


შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცება

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო საჯაროდ იხილავს


ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და არა უგვიანეს 1 მაისისა იღებს გადაწყვეტილებას
წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ. ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის აუდიტორული დასკვნა და შესრულების წლიური
ანგარიში საჯარო ინფორმაციაა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის.

9
დასკვნა
ბიუჯეტი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი უმთავრესი დოკუმენტია. მისი
სწორად დაგეგმვა და გეგმაზომიერი აღსრულება მნიშვნელოვანია ეკონომიკური წინსვლისა და
განვითარებისათვის .მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ადგილობრივი თვითმმართველობის
შემოსულობების , მათი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი
გადასახდელების ძირითადი საფინანსო გეგმაა, რომელსაც ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო - ამტკიცებს.მუნიციპალური ბიუჯეტი
ნაკლებად არის შედეგებზე ორიენტირებული რაციონალური და ეფექტიანი მუნიციპალური
პოლიტიკის უნსტრუმენტი.მუნიციპალური პროგრამები ძირითადად ორიენტირებულია არა
განვითარების მიზნებზე არამედ მუნიციპალური მომსახურებების
შენარჩუნებაზე.მუნიციპალური ბიუჯეტი უფრო მომხმარებელთა ბიუჯეტია და ნაკლებადაა
ორიენტირებული ეკონომიკურ ზრდაზე. Ასევევ შედარებით ბუნდოვანია პრიორიტეტების
დოკუმენტის როგორც მუნიციპალური დოკუმენტის არსებითი მნიშვნელობა. ხოლო ის
სოციალური პროგრამები რომლებსაც ახორციელებენ მუნიციპალიტეტები ორიენტირებულია
ერთჯერად ნაკლებეფექტურ დახმარებაზე. თვითმმართველობების კომპეტენციაა. როგორც
ზემოდ აღვნიშნე, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის
ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას, ადგილობრივი საკუთარი
შემოსავლების ქრონიკული დეფიციტია. ადგილობრივი საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის
უზრუნველსაყოფად საჭიროა გაზიარებულ იქნას უცხოური გამოცდილება და ადგილებზე
შემოღებულ იქნას ადგილობრივი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მნიშვნელოვნად
უზრუნველყოფს ადგილობრივი ბიუჯეტების ეფექტურობის ზრდას. მიუხედავად იმისა , რომ
მუნიციპალიტეტები საჯაროდ აქვეყნებს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს, მოქალაქეები
მაინც არ მონაწილეობენ ბიუჯეტის ფორმირებაში და თავის წინადადებებს და მოსაზრებებს
არ თავაზობენ მუნიციპალიტეტის მერიებს. გამომდინარე აქედან ხშირ შემთხვევაში
საკრებულოს მიერ დამტკიცებული ადგილობრივი ბიუჯეტი მოქალაქეებსა და მერიას შორის
დაპირისპირების საგანი ხდება, რადგანაც როგორც მოქალაქეები ამბობენ , ადგილობრივი
ბიუჯეტით არ ხდება მნიშვნელოვანი საჭირბოროტო საკითხების გადაჭრა .კარგი იქნება
კარგი იქნება თუ ამ მიმართულებით საქართველოს მუნიციპალიტეტებში დაინერგება
ევროპული და ამერიკული გამოცდილება და შემოღებული იქნება ადგილობრივი
საშემოსავლო გადასახადი, ასევე დღეს მოქმედი საერთო-სახელმწიფოებრივი
გადასახადებიდან (დღგ, მოგება) გარკვეული ნაწილი დარჩება ადგილობრივ ბიუჯეტებში .

10
გამოყენებული ლიტერატურა

1.ადგილობრივი თვითმმართველობა.
https://droa.ge/wp-content/uploads/2018/02/%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%98%E1%
83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-
%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%9B
%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D
%E1%83%91%E1%83%90.pdf

2.საქართველოს თვითმართველობის კოდექსი. https://matsne.gov.ge/ka/document/view/2244429

3.საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი https://matsne.gov.ge/ka/document/view/14638

4. http://geoeconomics.ge/?p=12002

5. http://nala.ge/uploaded/nala/2019-02/201902161405332068113510.pdf

6. http://nala.ge/uploaded/nala/2019-02/201902161405332068113510.pdf

7. https://mof.ge/images/File/biujetis-kanoni2018/saboloo/Citizens_Guide-2018_MOF-kanoni.pdf

8.https://www.sjuni.edu.ge/ebiblioteka/images/books/
%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A7%E1%83%95%20saqartvelos%20sabiujeto%20sistema.pdf

11

You might also like