You are on page 1of 33

შუალედური გამოცდის საკითხები

1. საჯარო ფინანსების არსი და მოქმედების სფერო;

საჯარო ფინანსები სწავლობს მთავრობების მიერ მობილიზებული ფულადი სახსრების


წყაროებს და ხარჯების დანიშნულების საკითხებს. აგრეთვე ამ სახსრების მობილიზებისა
და ხარჯვის პროცესს და პროცესში მონაწილე და გადაწყვეტილებების მიმღები
ინსტიტიტების როლსა და ფუნქციებს. ფინანსური რესურსების გარეშე ვერცერთი
მთავრობა ვერ შეძლებს მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას,
საზოგადოების და მისი ცალკეული სოციალური ჯგუფების ინტერესების დაცვას და
რეალიზაციას.

სახელმწიფოს, როგორც სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის,


არსებობისათვის აუცილებელია შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტის - სახელმწიფო
(ქვეყნის) ბიუჯეტის არსებობა, რომელიც სახელმწიფოს საგადასახადო და ხარჯვით
პოლიტიკასთანაა დაკავშირებული. სახელმწიფო მოსახლეობას უზრუნველყოფს მათი
უსაფრთხო ცხოვრების, საქმიანობის, განვითარების საშუალებებით (თავდაცვა,
საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება,
ეკოლოგია და ა.შ.). შესაბამისი სახსრების გამოყოფა ხდება სახელმწიფოს ძირითადი
ფინანსური გეეგმის - სახელმწიფო ბიუჯეტის საფუძველზე. ბუნებრივია, სახსრების
გამოყოფა, ამა თუ იმ მიმართულებით საზოგადოებრივი საჭიროების დაფინანსება,
სუბსიდირება .

შესაძლებელია მხოლოდ ბიუჯეტში შესაბამისი რესურსების მობილიზაციის შემდეგ.


ბიუჯეტისადმი განსაზღვრული ვალდებულება, მოქმედი კანონდებლობით, აკისრია
როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. ისინი კუთვნილ გადასახადს იხდიან
ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. თავისუფალი, ლიბერალური
საბაზრო ეკონომიკა გულისხმობს ეკონომიკაში სახელმწიფო და კერძო სექტორების
თანაარსებობას, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ძირითადი წყარო
საბაზრო ეკონომიკის პირობებში საბოლოოდ მაინც კერძო სექტორია.

თავისი საშუალო და გრძელვადიანი მიზნებიდან გამომდინარე, ზოგადად,


სახელმწიფო, საგადასახადო და ხარჯვითი პოლიტიკის განხორციელებით
ასტიმულირებს ამა თუ სახის წარმოებას, რეგიონის განვითარებას, საქმიანობის,
პროფესიის სოციალურ და ეკონომიკურ პრესტიჟულობას, საწარმოს ზომას ან
მიღებული სარგებლის (მოგების) სიდიდეს.
სახელმწიფოს საგადასახადო და ხარჯვით პოლიტიკას სახელმწიფო, ფინანსურ
პოლიტიკასაც უწოდებენ.

საჯარო ფინანსები შეისწავლის სახელმწიფოს საგადასახადო და ხარჯვითი პოლიტიკას,


ასევე, აანალიზებს, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ეს პოლიტიკა. როგორი არის და
შეიძლება იყოს საგადასახადო ტვირთი - როგორც მთლიანად ეკონომიკაში, ისე მის
ცალკეულ სეგმენტებში, აგრეთვე მოსახლეობაზე

საჯარო ფინანსებს ორი უმნიშვნელოვანესი ამოცანის გადაჭრა აკისრია:

ა) სახსრების მაქსიმალური მობილიზაცია ეკონომიკის სუბიექტების მაქსიმალური


მოტივაციის უზრუნველყოფისა და შენარჩუნების პირობებში და

ბ) ლიმიტირებული საბიუჯეტო ხარჯების წარმართვა მაქსიმალურად ეფექტიანად და


სამართლიანად განსხვავებული საზოგადოებრივი მიზნებისა და ამოცანების
დაფინანსებისათვის, დროის მოცემულ მომენტში ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების,
გამოწვევებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით.

2. საჯარო ფინანსები და სახელმწიფო; (შეიძლება პირველი საკითხით


განვრცობა)

ორგანული თეორია სახელმწიფოს შესახებ

სახელმწიფო ბუნებრივი ორგანიზმია. თითოეული ინდივიდი არის აღნიშნული ორგანიზმის


ნაწილი, თავად სახელმწიფო კი _ ორგანიზმის გული. იანგ ჩანგ-ჩი, მაო ძე დუნის ეთიკის
მასწავლებელი პეკინში, ამტკიცებდა, რომ `ქვეყანა მთლიანი ორგანიზმია. იგი ადამიანის
სხეულს ჰგავს. ქვეყანა არ არის მანქანა, რომელიც შესაძლოა დაიშალოს და კვლავ
აიწყოს~ .ინდივიდი მნიშვნელოვანია, როგორც მხოლოდ საზოგადოების წევრი, და მისი
სიკეთე საზოგადოების მთლიანი სიკეთის ჭრილში განისაზღვრება. ამდენად, საზოგადოება
ზემოქმედებს ინდივიდზე. ასე, მაგალითად, პლატონის `რესპუბლიკაში~ მოქალაქის
ქმედება გამართლებულია, თუ იგი საზოგადოების კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.
სახელმწიფოს შესახებ ორგანული თეორიის ყველაზე სამარცხვინო მაგალითს
ნაცისტები გვთავაზობენ: `ნაციონალისტური სოციალიზმი არ აღიარებს ცალკე
ინდივიდს, რომელიც არსებობს საზოგადოებისაგან დამოუკიდებლად და
საიმედოდაა დაცული სახელმწიფო ჩარევისაგან... ინდივიდის ყოველდღიური
მოქმედება მთლიანობას უნდა ემსახურებოდეს. მხოლოდ ამ გზით იქნება იგი
ღირებული~.

საზოგადოების მიზნების ავტორი სახელმწიფოა; იგი საზოგადოებას მათი შესრულების


უნარს ანიჭებს. ცხადია, მიზნების არჩევანი მნიშვნელოვნად განსხვავებულია. პლატონი
თვლიდა, რომ სახელმწიფოს მიზანი არის ოქროს შუალედის მიღწევა, რომლის
ფარგლებშიც ადამიანის ქმედება განპირობებული იქნება სრულყოფილი
კეთილგონიერებით. მეორე მხრივ, ადოლფ ჰიტლერი (1971/1925, გვ. 393) მიიჩნევდა,
რომ სახელმწიფოს მიზანია რასობრივი სიწმინდის მიღწევა: `სახელმწიფო
სრულყოფილების მიღწევის საშუალებაა. სრულყოფილება კი ფიზიკურად და ფსიქიკურად
ჰომოგენურ ქმნილებათაგან შემდგარი საზოგადოების დაცვა და განვითარებაა~. ლენინის
სიტყვების თანახმად (1968/1917, გვ. 198), პროლეტარული სახელმწიფოს მიზანი `მუშა
და ექსპლუატირებულ ხალხთა მასწავლებლობა, წინამძღოლობა და ლიდერობა და ამ
გზით მათი სოციალიზმში შეყვანაა~.

მექანიკური თეორია სახელმწიფოს შესახებ

მექანიკური თეორიის თანახმად, სახელმწიფო არ არის საზოგადოების ორგანული ნაწილი.


იგი თითქოს ადამიანებმა თავისი მიზნების მისაღწევად გამოიგონეს. ამერიკელი
პოლიტიკური მოღვაწის, ჰენრი კლეის, აზრით (1829 წელი), `სახელმწიფოს ენდობიან.
სახელმწიფო მოხელეები კი რწმუნებულები არიან. როგორც ნდობის საგანი, ისე
რწმუნებულები ადამიანთათვის სარგებლობის უზრუნველსაყოფად არიან შექმნილნი~.
ცენტრალურ რგოლში უპირატესად დგას ინდივიდი (და არა ჯგუფი).

დავუშვათ, სახელმწიფოს მიზანი მართლაც ხალხისათვის კეთილდღეობის მოტანაა. ჩვენ


ჯერ არ განგვისაზღვრია კეთილდღეობის არსი, არც ის, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს
სახელმწიფომ ,,კეთილდღეობა~. ყველა ადამიანი ეთანხმება იმ აზრს, რომ სახელმწიფო
მოსახლეობას ძალადობისაგან იცავს. ამისათვის კი სახელმწიფოს იძულების უფლების
მონოპოლია ესაჭიროება. სხვა შემთხვევაში ანარქია გაძლიერდება და სიტუაცია
დაემსგავსება XVII საუკუნის ფილოსოფოსის, თომას ჰობესის (1963/1651, გვ. 143),
სიტყვებში აღწერილს: `ადამიანის ცხოვრება (გახდა) მარტოსული, საბრალო, საზიზღარი,
სასტიკი და ხანმოკლე~. ბოლო პერიოდში სომალიში მომხდარი მოვლენები, სადაც არც
ეფექტიანი ეროვნული მთავრობა ფუნქციონირებს და დანაშაულიც ჩვეულებრივი
მოვლენაა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჰობესის დაკვირვების ჭეშმარიტებას.
ანალოგიურად, `ხალხთა სიმდიდრეში~ ("თჰე ჭეალტჰ ოფ Nატიონს") ადამ სმითი
ამტკიცებს, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას `თავისი საზოგადოება დანაშაულისა და სხვა,
დამოუკიდებელი საზოგადოების აგრესიისაგან~, `ხოლო საზოგადოების თითოეული წევრი
_ სხვათა ჩაგვრისა და უსამართლობისაგან~ .

ყველაზე შეზღუდული ძალაუფლების მქონე სახელმწიფოსაც კი ფიზიკური იძულებისაგან


მოქალაქეების დაცვა ევალება. გარდა ამისა, სმითი ამტკიცებდა, რომ სახელმწიფომ უნდა
იკისროს `განსაზღვრული სახელმწიფო საქმისა და სახელმწიფო ინსტიტუტების
ჩამოყალიბება-შენარჩუნების პასუხისმგებლობა, რომლებიც არასოდეს არ მოემსახურება
ინდივიდის ან ინდივიდთა მცირე ჯგუფის ინტერესების სტიმულირებასა და შესრულებას~
(1977/1976, წიგნი V, გვ. 210-211). აქ შესაძლოა გაგვახსენდეს გზები, ხიდები,
საკანალიზაციო სისტემა _ ინფრასტრუქტურა საზოგადოების საკეთილდღეოდ უნდა
ფუნქციონირებდეს.

3. სახელმწიფოს ფაქტობრივი ფუნქციონურება: სამართლებრივი ჩარჩოები,


მთავრობის ზომა, ხარჯები, შემოსავლები;

სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა მხოლოდ ეკონომიკურ ანალიზს არ ეფუძნება.


სახელმწიფოს სურვილი, განახორციელოს ან არ განახორციელოს მოქმედება,
ნაწილობრივ ეთიკურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.

იდეოლოგიას სერიოზული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია სახელმწიფოს სამოქმედო


არეალზე. თუმცა იმისათვის, რომ სახელმწიფო პოლიტიკის თაობაზე ჯანსაღი და
გააზრებული შეხედულება ჩამოყალიბდეს, მხოლოდ იდეოლოგია არ კმარა. ადამიანს
შესაძლოა სახელმწიფოს ფაქტობრივი ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია
ესაჭიროებოდეს.

რა სამართლებრივი შეზღუდვებია დაწესებული სახელმწიფო სექტორზე? რაზე


ხარჯავს სახელმწიფო ფულს და საიდან ფინანსდება ეს დანახარჯები? – ამაზე
შესაბამისი ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობა და კონსტიტუცია იძლევა პასუხს.

სახელმწიფო შემოსავლების განაწილება

„მთავრობის მთელი ხელოვნება იმაში მდგომარეობს, რომ მოსახლეობის ერთი ფენიდან


მაქსიმალური ოდენობის თანხა ამოიღოს და მეორე ფენას გადასცეს“. ვოლტერის ეს
ნათქვამი ადასტურებს, რომ ყველა ჭეშმარიტად პოლიტიკური საკითხი შემოსავლის
განაწილებას უკავშირდება. უნდა მონაწილეობდეს თუ არა სახელმწიფო შემოსავლის
განაწილების სტრუქტურის შეცვლაში? ზოგიერთი მეცნიერის აზრით არ უნდა
მონაწილეობდეს, რადგან სახელმწიფოს ყველაზე მინიმალური ინტერვენციაც კი ახდენს
ზეგავლენას შემოსავლის განაწილებაზე. მაგალითად, სახელმწიფოს მიერ
საზოგადოებრივი საქონლისათვის მასალის შეძენის შემთხვევაში ზოგიერთ ფირმასთან
იდება კონტრაქტი, ხოლო ზოგიერთი _ კონტრაქტის გარეშე რჩება. იმ ფირმის მფლობელი,
რომელიც კონტრაქტს დადებს, დამატებით შემოსავალს მიიღებს. უფრო ზოგადად,
სახელმწიფოს საგადასახადო და ხარჯვითი პოლიტიკა რეალური შემოსავლის
განაწილების ცვლილებას უკავშირდება.შემოსავლის განაწილების შესაფასებლად
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა გამოიყენება.
აშშ-ს ფედერალური ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნააწილი მიემართება შედარებით
დაბალშემოსავლიანი და ღარიბი მოსახლეობის დასახმარებლად. 2018 წლის
ფედერალური ბიუჯეტის 3/5-ზე მეტი მიმართული იყო სოციალური დანიშნულებით. რატომ
ნაწილდება შემოსავალი ასე არათანაბრად და მიუხედავად ეკონომიკის ზრდისა,
რატომ აქვს ადგილი სიღარიბის კვლავწარმოებას? ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი არ
არსებობს. თუმცა, ზოგიერთი ეკონომისტის აზრით, ბოლო პერიოდში არათანაბარი
განაწილების ზრდის ძირითადი მიზეზი განათლების შედეგად მიღებული ფინანსური
უკუგების ზრდაა. ისეთი ტექნოლოგიური ცვლილებების შედეგად, როგორიცაა
კომპიუტერული ტექნიკის საყოველთაო დანერგვა, კოლეჯდამთავრებულები ბევრად
მაღალ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე მათი თანატოლები, რომელთაც დაბალი განათლება
აქვთ.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შემოსავლების განაწილებისა და სიღარიბის ზღვარს


ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობის გაანგარიშებები ხშირად არაზუსტია და
არ ასახავს რეალურ მდგომარეობას. მაგალითად:

- შემოსავლის მაჩვენებლები მხოლოდ ოჯახთა ფულად შემოსავალს მოიცავს და არ


არის გათვალისწინებული ნატურით მიღებული შემოსავლები;
- ოფიციალური ციფრები არ ითვალისწინებს გადასახადებს. შემოსავლის შესახებ
არსებული მონაცემები გადასახადის გადახდამდე პერიოდს ასახავს;
- მართალია შემოსავალი წლიურად იზომება და არა დღეების, კვირების და თვეების
მიხედვით, თუმცა წლიურმა შეფასებამაც კი შეიძლება ინდივიდის ჭეშმარიტი
ეკონომიკური მდგომარეობა ვერ ასახოს. წლიდან წლამდე შემოსავალი
შესაძლებელია მნიშვნელოვნად მერყეობდეს. თეორიული თვალსაზრისით, მთელი
სიცოცხლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი იდეალური ვარიანტი იქნებოდა,
თუმცა პრაქტიკულად ამ მონაცემის გამოთვლა წარმოუდგენელია.
- რთულია დაკვირვების ობიექტის განსაზღვრა. ინდივიდთა უდიდესი ნაწილი
სხვასთან ერთად ცხოვრობს და, ამდენად, გარკვეული მასშტაბით, ერთობლივი
ეკონომიკური გადაწყვეტილება მიიღება. რის მიხედვით უნდა შეფასდეს
შემოსავლის განაწილება – ინდივიდის თუ ოჯახის?

საქართველოში სიღარიბის დაძლევა ხელისუფლების ერთერთ პრიორიტეტულ


მიმართულებას წარმოადგენს. ამ პრობლემის დაძლევის მთავარ საშუალებად კი
ეკონომიკის დაჩქარებული ზრდა და საზოგადოების წევრთა ფართო ჩართულობაა
(ინკლუზიური ეკონომიკა) მიჩნეული. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სოციალური
დანიშნულების ფუნქციონალური ხარჯების წილი 2012 წელთან შედარებით 2019
წლისთვის თითქმის 1.5-ჯერ გაიზარდა და 48 პროცენტს მიაღწია. ცალკეული
კატეგორიის სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის გამოიყოფა დახმარებები, იზრდება
სოციალური სუბსიდიების მოცულობა, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტის შედარებით
მოკრძალებული მასშტაბები -აშშ-სთან შედარებით ჯერჯერობით არ იძლევიან პრობლემის
უფრო მასშტაბური, კომპლექსური და სწრაფი გადაწყვეტის შესაძლებლობას.

როგორ უნდა განისაზღვროს მთავრობის სიდიდე?

პოლიტიკოსები და ჟურნალისტები სწორედ საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების


რაოდენობის მიხედვით განსაზღვრავენ მთავრობის სიდიდეს _ ზომას. თუმცა მთავრობის
ზომის კოეფიციენტმა, რომელიც მასში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვითაა
გამოანგარიშებული, შესაძლოა შეცდომაში შეგვიყვანოს. წარმოიდგინეთ ქვეყანა, სადაც
რამდენიმე საჯარო მოხელე ამუშავებს მძლავრ კომპიუტერს, რომელიც იღებს ყველა
ეკონომიკურ გადაწყვეტილებას. ასეთ ქვეყანაში, მთავრობის მოხელეთა რაოდენობის
საფუძველზე, მთავრობის მნიშვნელობა სათანადოდ ვერ ფასდება.

არსებობს უფრო კეთილგონივრული და მიღებული მიდგომა, მთავრობის ზომა


განისაზღვროს მის მიერ წლის განმავლობაში გაწეული დანახარჯების მოცულობის
მიხედვით, რომლებიც ძირითადად სამი სახისაა:

- საქონლისა და მომსახურების შესყიდვა. სახელმწიფო შეიძენს აღნიშნული


კატეგორიის დიდ ოდენობას, რაკეტიდან მეტყევის მომსახურებამდე.
- შემოსავლის ხალხისათვის, ბიზნეს-ერთეულებისა და სხვა მთავრობებისათვის
გადაცემა. სახელმწიფო ზოგიერთი პირისა და ორგანიზაციისაგან იღებს
შემოსავალს და მას სხვებს გადასცემს. ამის მაგალითად გამოდგება
კეთილდღეობის ამაღლების ისეთი პროგრამები, როგორიცაა სასურსათო
ტალონები და ფერმერთათვის გარკვეული საქონლის წარმოებისათვის (ან
წარმოების შეჩერებისათვის) გადახდილი სუბსიდიები.
- პროცენტების გადახდა. მთავრობა ხშირად სესხულობს ფულს საკუთარი
საქმიანობის დასაფინანსებლად და, როგორც მსესხებელი, ვალდებულია ამგვარი
პრივილეგიით სარგებლობისათვის პროცენტი გადაიხადოს.
ზოგადად, სახელმწიფო ხარჯების მოცულობა იზარდება როგორც ნომინალური, ისე
რეალური თვალსაზრისით, მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით, აგრეთვე მთლიანი
შიდა პროდუქტის მიმართ, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ
გასატარებელი ღონისძიებების ასპექტში.

თავდაცვაზე გაწეული დანახარჯების წილი სახელმწიფო ბიუჯეტში საკმაოდ სოლიდურადაა


წარმოდგენილი, თუმცა მათ წილს ზოგადად დანახარჯებში შემცირების ტენდენცია
ახასიათებთ. ამისგან განსხვავებით, სოციალურ უზრუნველყოფაზე, საზოგადოებრივი
კეთილდღეობის ამაღლებაზე ხარჯები იზრდება. მაგალითად, 2018 წელს ევროკავშირის
წევრ ქვეყნებში ხარჯები თავდაცვაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და
უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ამ ქვეყნების მშპ-ის 3.0 პროცენტს შეადგენდა, ხოლო
ხარჯების წილი განათლებაზე, ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვაზე 30.4 პროცენტი იყო.
აშშ-ში ანალოგიური ხარჯები სეადგენენ, სესაბამისად, 4.3% და 29.4%.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების დიდი ნაწილი აშშ-ში პირად შემოსავალსა და


ხელფასზე დარიცხულ გადასახადებზე მოდის. ევროკავშირის ქვეყნებში საბიუჯეტო
სემოსავლები თიტქმის ტანაბარი პროპორციებით ნაწილდება პირდაპირ, არაპირდაპირ და
სოციალურ გადასახადებს შორის. საქართველოში გადასახადების წილად საბიუჯეტო
სემოსავლების 9/10 გადასახადების წილად მოდის, ამასტან არაპირდაპირი
გადასახადების წილი პირდაპირი გადასახადების წილს თითქმის 1.4-ჯერ აღემატება.

4. ფისკალური პოლიტიკის არსი და საჯარო ფინანსების რეფორმა;

ფისკალური პოლიტიკის არსი

ფისკალური პოლიტიკის არსის გასაგებად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თავად


რეგულირდება ეკონომიკა თუ გარედან სჭირდება ჩარევა. კეინსიანური სკოლის
მიმდევრები იზიარებენ მოსაზრებას, რომ ეკონომიკას სჭირდება გარკვეული სახის
ინტერვენცია. ეს ჩარევა კი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფისკალური პოლიტიკის სახით.
ფისკალური პოლიტიკა არის ეკონომიკური ინტერვენციის ფორმა, რომელსაც მთავრობა
იყენებს იმისთვის, რომ გააფართოოს ან შეანელოს ეკონომიკური ზრდა. იგი
განისაზღვრება, როგორც მთავრობის ქმედებები, გავლენა მოახდინოს ეკონომიკაზე
გადასახადებისა და ხარჯების მეშვეობით. მთავრობები, როგორც წესი, ფისკალურ
პოლიტიკას იყენებენ, მდგრადი ზრდისა და სიღარიბის შემცირების მიზნით,
სტაბილური ფასების დონისა და უმუშევრობის სასურველი დონის მიღწევის
პირობებში.

ფისკალური პოლიტიკა საშუალებას იძლევა, ვაკონტროლოთ ეკონომიკის განვითარების


მიმართულებები. ფისკალური პოლიტიკა ხორციელდება აღმასრულებელი და
საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ, რომელიც აწარმოებს პოლიტიკას სახელმწიფო
ხარჯების პროგრამებისა და გადასახადების განსაზღრვის მიმართულებით.

მონეტარული პოლიტიკისაგან განსხვავებით, რომელიც ემყარება ცენტრალური ბანკის


მიერ საპროცენტო განაკვეთებზე ზემოქმედებას, ფისკალური პოლიტიკა გულისხმობს
სახელმწიფო ხარჯებისა და გადასახადების ცვლილებას, ერთობლივი მოთხოვნის დონეზე
გავლენის მოსახდენად და მოიცავს ბიუჯეტის და შესაბამისი კანონმდებლობის შედგენას.
მსგავსება მათ შორის ის არის, რომ ორივე მიზნად ისახავს, შექმნას უფრო სტაბილური
ეკონომიკა, რომელიც ხასიათდება დაბალი ინფლაციით და პოზიტიური ეკონომიკური
ზრდით, ცდილობს, შეამციროს ეკონომიკური რყევები და ხელი შეუწყოს ეკონომიკური
ციკლის შეუფერხებელ მიმდინარეობას.

ფისკალური პოლიტიკის სახეები

მთავრობის ქმედებები, გადასახადებისა და ხარჯების სიდიდისა და სტრუქტურის


ცვლილების მიმართულებით, შეიძლება გამოყენებული იყოს ეკონომიკის ზრდის
წასახალისებლად ან სწრაფად მზარდი, ინფლაციური ეკონომიკის შესანელებლად.
სტაბილური ფასების, დასაქმების მაღალი დონის და მზარდი ეკონომიკის
შესანარჩუნებლად, ფისკალური პოლიტიკა გავლენას ახდენს ერთობლივი მოთხოვნის
ყველა კომპონენტზე. არსებობს ორი სახის ფისკალური პოლიტიკა: ექსპანსიური და
რესტრიქციული.

რეცესიის დროს, ეკონომიკის გასაჯანსაღებლად, მთავრობა ხშირად იყენებს


ექსპანსიურ ფისკალურ პოლიტიკას. როგორც წესი, ამ ტიპის ფისკალური პოლიტიკა
ითვალისწინებს სახელმწიფო ხარჯების ზრდას ან დაბალ გადასახადებს. რეცესიის დროს
მშპ-ს სიდიდე უფრო დაბალ დონეზეა, ვიდრე ეს იქნებოდა სრული დასაქმების პირობებში.
იმისათვის, რომ დასაქმება მიუახლოვდეს თავის ბუნებრივ დონეს, მთავრობამ, როგორც
წესი, უნდა გაზარდოს ხარჯები, რაც პარალელურად გამოიწვევს ერთობლივი მოთხოვნის
ზრდას. ამავე დროს, ხელისუფლებას შეუძლია აირჩიოს გადასახადების შემცირების გზა,
რომელიც ირიბად ახდენს გავლენას ერთობლივ მოთხოვნაზე, აძლევს რა საშუალებას
მომხმარებლებს, ჰქონდეთ მეტი ფული თავიანთ განკარგულებაში, მოხმარებისა და
ინვესტირებისათვის. შედეგად, ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკა იწვევს რეცესიული
რღვევის შემცირებას და ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას.

რესტრიქციული ფისკალური პოლიტიკა გულისხმობს ექსპანსიური პოლიტიკის


საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას. როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური ბუმია
ანუ ეკონომიკა არის ისეთ მდგომარეობაში, რომ ზრდის ტემპი კონტროლს აღარ
ექვემდებარება და სახეზეა ინფლაცია, მის შესაჩერებლად მთავრობა იყენებს
რესტრიქციულ პოლიტიკას, ამცირებს სამთავრობო ხარჯებს და ზრდის
გადასახადებს. ზემოაღნიშნული ამცირებს საქონელსა და მომსახურებაზე ერთობლივ
მოთხოვნას. გადასახადების ზრდას აქვს იგივე ეფექტი, მომხმარებელს რჩება ნაკლები
ფული მოხმარებისა და ინვესტირებისათვის, რაც ირიბად მოქმედებს ერთობლივი
მოთხოვნის შემცირებაზე. ფისკალური პოლიტიკის ცვლილება გულისხმობს კომპრომისს
გრძელვადიან და მოკლევადიან პერიოდში მშპ-ზე გავლენასთან დაკავშირებით. კერძოდ,
ფისკალურ პოლიტიკაში უმეტეს ცვლილებას, რომელსაც ხელსაყრელი ეკონომიკური
გავლენა აქვს მოკლევადიან პერიოდში, გრძელვადიან პერიოდში გამოშვებაზე
უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია. აღნიშნული ფენომენის მიზეზად მოიაზრება ის
ფაქტი, რომ ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკა, მოკლევადიან პერიოდში განაპირობებს
მოთხოვნაზე ზრდას, რაც თავის მხრივ, გამოშვებას, შემოსავალს და შესაბამისად,
საგადასახადო შემოსავლებს ზრდის, მაგრამ როგორც წესი, არა იმ მასშტაბით, რომ
დეფიციტის ზრდა გაანეიტრალოს. შესაბამისად, აღნიშნული პოლიტიკა იწვევს
სახელმწიფო ვალის ზრდას, რაც, თავის მხრივ, ამცირებს დანაზოგებსა და კაპიტალის
მარაგს და შესაბამისად გამოშვებას.

ფისკალური პოლიტიკა საქართველოში

საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ამოცანა არის ეკონომიკის


სტაბილურობის მიღწევა, რომლის საფუძველსაც სწორი ფისკალური პოლიტიკა
წარმოადგენს. ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა დონეზე მყოფი
სახელმწიფოებისათვის ფისკალურ გადაწყვეტილებებს აქვთ განსხვავებული მიზანი,
მაგალითად, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, როგორიც საქართველოა,
ფისკალური პოლიტიკა მოწოდებულია პასუხობდეს საბაზრო ეკონომიკაზე
გადასვლისათვის და ეკონომიკური სტაბილურობისათვის წინაპირობის მომზადებას.

ფისკალური პოლიტიკა გადამწყეტ როლს თამაშობს გარდამავალი ეკონომიკის მქონე


ქვეყნების ეკონომიკური განვითარების რეგულირებაში. იგი არა მხოლოდ ტაქტიკური
მიზნების შესასრულებლად გამოიყენება, არამედ მისი მეშვეობით სტრატეგიული მიზნების
მიღწევაცაა შესაძლებელი, მაგალითად საგადასახადო ინსტრუმენტების საშუალებით
კაპიტალის დაგროვების ზრდის ხელშეწყობა და სტრუქტურული ზეგავლენის მოხდენა
კერძო სექტორის საინვესტიციო აქტივობაზე. ამასთან, ფისკალური პოლიტიკის გამოყენება
შესაძლებელია უფრო მეტად პროდუქტიულ დარგებში ფინანსური რესურსების მიმართვის
ხელშეწყობისათვის.

საქართველოში მოქმედი ფისკალური ინსტიტუტები

- საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი დამოუკიდებელი ფისკალურ


ინსტიტუციაა და მისი უმთავრესი მიზანია აღმასრულებელი ხელისუფლების
ფისკალური პოლიტიკის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ანალიზით, კვლევით,
შეფასებითა და რეკომენდაციებით, ხელი შეუწყოს საჯარო ფინანსების მართვაზე
საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას და შესაბამისად, საჯარო
ფინანსების ჯანსაღ, გამჭვირვალე მართვასა და ფისკალურ მდგრადობას საშუალო
და გრძელვადიანი პერიოდისათვის სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე, რომელსაც
ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე.
- საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პასუხისმგებელია ქვეყნის ეკონომიკური
განვითარების ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და გაანგარიშების
განხორციელებისთვის, ბიუჯეტის შემოსავლების პროგნოზირებისა და
დაგეგმვისთვის, ასევე, ანალიტიკური მასალებისა და საპროგნოზო გაანგარიშებების
მომზადებისთვის.
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ახორციელებს საფინანსო-საბიუჯეტო, ფულად-
საკრედიტო, საგადასახადო-საბაჟო და სავალუტო სისტემაში გასატარებელ
ღონისძიებათა მოსალოდნელი შედეგების შეფასებას და შესაბამისი დასკვნების,
ცნობების, რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების მომზადებას; ასევე,
განიხილავს ბიუჯეტის პროექტს, შეიმუშავებს დასკვნას, ორგანიზებას უწევს მის
განხილვასა და შეთანხმებას სხვა კომიტეტებსა და ფრაქციებში.
- სახელმწიფო აუდიტის სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო საფინანსო-
ეკონომიკური კონტროლის უმაღლეს ორგანოა, რომელიც ახორციელებს აუდიტს,
შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს გასატარებელ ღონისძიებათა
შესახებ, მათ შორის, ნაკლოვანებათა აღმოფხვრის, პრევენციის, აგრეთვე
შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულყოფის თაობაზე.
- ეკონომიკური საბჭო შექმნილია ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და
ეკონომიკური სტრატეგიის დაგეგმარებისა და მათი შემუშავების კოორდინაციის
მიზნით. იგი ახორციელებს ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზს,
ქვეყნის ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელი კანონების და სხვა ნორმატიული
აქტების პროექტების განხილვას, ასევე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
პროექტის მომზადების ზედამხედველობასა და კოორდინაციას, ეკონომიკური
რისკებისა და საინვესტიციო გარემოს ანალიზს.
- სსიპ-საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური წარმოადგენს
დამოუკიდებელ ორგანოს, რომელიც შექმნილია ოფიციალური სტატისტიკის
წარმოებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით. სამსახურის
მიზანია სტატისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული ძირითადი პრინციპების
საფუძველზე ქვეყნის სოციალური, დემოგრაფიული, ეკონომიკური და ბუნებრივი
გარემოს მდგომარეობის ამსახველი ოფიციალური სტატისტიკის წარმოება.

ქვეყნის სტაბილური განვითარებისათვის და სწორი ფისკალური პოლიტიკისათვის ასევე


მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის არსებობა, რასაც ემსახურება
საქართველოს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი წარმართავს ქვეყნის მონეტარულ
პოლიტიკას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ხელს უწყობს ფინანსური
სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას და გამჭვირვალობას, უზრუნველყოფს ქვეყანაში
მდგრად ეკონომიკურ ზრდას, შეიმუშავებს და ახორციელებს ფულად-საკრედიტო და
სავალუტო პოლიტიკას საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული ძირითადი
მიმართულებების შესაბამისად; ახორციელებს საფინანსო სექტორის ზედამხედველობას;
ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში.

ცალკეული მაკროეკონომიკური ცვლადები დიდ გავლენას ახდენენ საბიუჯეტო


აგრეგატებზე: შემოსავლებზე, ხარჯებსა და საბიუჯეტო დეფიციტზე. საშუალოვადიან
პერიოდში ქვეყნის ფისკალური სექტორის მდგრადობაზე ყველაზე მეტად მოქმედებს
ეკონომიკური ზრდის ანუ მშპ-ს ზრდის ტემპი. თავის მხრივ, საბიუჯეტო დეფიციტის ზრდა
შესაძლოა ინფლაციის ზრდის გამომწვევი მიზეზი გახდეს. საბიუჯეტო სისტემა და პოლიტიკა
კი მუდმივად უნდა უწყობდეს ხელს მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებასა და
სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შექმნას, რისი ერთ-ერთი წინაპირობაა
ინფლაციის დაბალი და სტაბილური ტემპი.
საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმების ფარგლებში დღემდე
გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები შეჯამებულია შემდეგნაირად:

-  მნიშნელოვანი პროგრესი აღინიშნება შემოსავლების ადმინისტრირებისა და


ბუღალტრული აღრიცხვის თვალსაზრისით.
-  მნიშვნელოვანი პროგრესია საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის
თვალსაზრისით,

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

-  დამკვიდრდა ფისკალური დისციპლინა და ფისკალური წესები;


-  განხორციელდა საგადასახადო პოლიტიკის შთამბეჭდავი რეფორმა;
-  განვითარდა საწარმოების აგრეგირებული ფისკალური რისკის შეფასების
შესაძლებლობები
- და გაუმჯობესდა საჯარო სექტორის ფინანსური ზედამხედველობა.
-  შექმნილია მაკროეკონომიკური და ფისკალური ანალიზის კარგი
შესაძლებლობები;
-  მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა როგორც სახელმწიფო, ისე
ადგილობრივი
- ხელისუფლების დონეზე,
კერძოდ: პროგრამული ბიუჯეტირება შედეგების მისაღწევად;

ხაზინის ერთიანი ანგარიში გაფართოვდა და იგი მოიცავს ადგილობრივ

- მთავრობებს და ყველა სახელმწიფო საწარმოს;


- შიდა კონტროლისა და საბუღალტრო აღრიცხვის სისტემების გაძლიერება საჯარო

ფინანსების მართვის საინფორმაციო სისტემის (PFMIS) დახმარებით.

 ბიუჯეტირების, ხაზინის და სხვა დაკავშირებული სფეროებისათვის


ჩამოყალიბებულია და სრულყოფილად ფუნქციონირებს ელექტრონული სისტემები
(ePFMS);
 სახელმწიფო აუდიტის სამსახური გარდაიქმნა ტრადიციული
მაკონტროლებელი- ინსპექტირების ფუნქციის განმახორციელებელი
ორგანიზაციიდან ახალ, თანამედროვე ინსტიტუტად, რომელიც ფინანსურ და
შესაბამისობის აუდიტებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად
ატარებს;
 შეიქმნა შიდა აუდიტის სამართლებრივი და მეთოდოლოგიური საფუძველი და
ინერგება მთელი მთავრობის, მათ შორის მუნიციპალიტეტების მასშტაბით;
 ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით უზრუნველყოფილია საჯარო
ფინანსების მართვის რეფორმებსა და ინიციატივებთან დაკავშირებით საჭიროებებზე
დაფუძნებული ტრეინინგების ჩატარება;
  2011 წლიდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონული
შესყიდვების სისტემაზე გადავიდა. ყველა სახელმწიფო და მუნიციპალური
შესყიდვა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების
ელექტრონული სისტემის მეშვეობით. სისტემაში ინახება შესყიდვების
ჩანაწერები და ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომია;

მიმდინარე რეფორმები PFM-ის საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესებას

უწყობს ხელს, კერძოდ:

 პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ


ფისკალურ ინსტიტუტს და განიხილავს ბიუჯეტს.
 პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტი, რომელმაც, მისი სამუშაო
ჯგუფის მხარდაჭერით, პროგრესს მიაღწია აუდიტის ანგარიშების შემოწმების
პროცესში.

გატარებული რეფორმების შედეგად, „ბიუჯეტის „გამჭვირვალობის კვლევა 2017“-ის


(Open Budget

Survey 2017) შედეგებით, საქართველომ 82 ქულით2 მე-5 ადგილი დაიკავა


მსოფლიოს 115 ქვეყანას

შორის3.აღნიშნული პოზიციით, საქართველო მოექცა სრულიად გამჭვირვალე


ქვეყნების რიგში

(2015 წელს განხორციელებული იმავე კვლევის თანახმად, საქართველომ 66 ქულით


მე-16 ადგილი

დაიკავა და მოექცა მნიშვნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში). საქართველო


რეგიონიდან

ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც გადავიდა მნიშვნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნების


ჯგუფში და

რომლის სტანდარტსაც ბოლო კვლევით მხოლოდ 5 ქვეყანა აკმაყოფილებს


მსოფლიოში.

შესაბამისად, საქართველო იკავებს ადგილს საჯარო ფინანსების მართვის სფეროში


განსაკუთრებული წარმატების მქონე ისეთ ქვეყნებთან ერთად როგორიცაა: ახალი
ზელანდია,

სამხრეთ აფრიკა, შვედეთი და ნორვეგია.

გამოიკვეთა მიმართულებები, რომლებიც საჭიროებენ შემდგომ გაუმჯობესებას (D-დან C-


მდე

შეფასება):

 სახელმწიფო აქტივების მართვა (PI-12): არაფინანსური აქტივების მართვის

მონიტორინგი და აქტივების განკარგვის გამჭვირვალეობა ცენტრალური მთავრობის

დონეზე.

 სახელმწიფო ინვესტიციების მართვა (PI-11): ეკონომიკური ანალიზი საინვესტიციო

პროექტების შესაფასებლად., საინვესტიციო პროექტების შერჩევა, საინვესტიციო

პროექტების ღირებულება და საინვესტიციო პროექტების მონიტორინგი.

 წლიური ფინანსური ანგარიშები (PI-29): საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის

საერთაშორისო სტანდარტები (IPSAS) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ

ფინანსური ანგარიშგების დროული წარდგენა აუდიტისთვის.

 ხარჯების ბიუჯეტირება საშუალოვადიან პერსპექტივაში (PI-16): ბიუჯეტების

შესაბამისობა გასულ წელს გაკეთებულ პროგნოზთან როგორც ცენტრალური, ისე

ადგილობრივი მთავრობის დონეზე და საშუალოვადიანი საბიუჯეტო ჭერები

ადგილობრივი მთავრობის დონეზე.

 ანგარიშგება ფისკალური რისკების შესახებ (PI-10): ცენტრალური მთავრობის მიერ

ადგილობრივი მთავრობების მონიტორინგი (მუნიციპალიტეტების ფინანსური

ანგარიშების ყოველწლიური აუდიტის უზრუნველყოფა) და მუნიციპალური

საწარმოები ყოვლისმომცველი კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებებით.

 ფისკალური სტრატეგია (PI-15): პოლიტიკის ცვლილების ფისკალური გავლენა

ბიუჯეტზე და ანგარიშგება ფისკალური შედეგების შესახებ, რომლებიც მოიცავს

ინფორმაციას ფისკალურ სტრატეგიასთან მიმართებაში მიღწეული პროგრესის შესახებ.


საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ახალი სტრატეგია ეფუძნება სახელმწიფო
ხარჯებისა და

ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) და სხვა შეფასებების შედეგებს. საჯარო


ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგიის (PFMRS) უმთავრეს მიზანს წარმოადგენს
ფინანსური რესურსების რაციონალური გამოყენება. აღნიშნული მიზნის მიღწევა
შესაძლებელია საჯარო ფინანსების მართვის სისტემების გაუმჯობესებით, რაც
უზრუნველყოფს (1) 'ფისკალურ დისციპლინას'; (2) 'მუშაობის ეფექტურობას'; და (3)
საქართველოს საჯარო რესურსების 'ეფექტურ განაწილებას'. საჯარო სერვისების
მიწოდებისთვის საბიუჯეტო რესურსების მნიშვნელობის გათვალისწინებით, საჯარო
ფინანსების მართვის სისტემის გაუმჯობესება დადებითად აისახება მომსახურების ყველა
სფეროზე და ამ მომსახურებებით მოსარგებლე მოქალაქეებზე.

ფინანსთა სამინისტროს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგია


მოიცავს რვა თემატურ
მიმართულებას:
1. ბიუჯეტირება
2. მთავრობის ვალის მართვა
3. ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება
4. საგადასახადო და საბაჟო საკითხები
5. მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა
6. ფისკალური რისკები
7. სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლი
8. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობა

5. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების


დოკუმენტი (განიხილეთ საჯარო ფინანსების კუთხით);

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის საქმიანობა დაფუძნებულია


იმ ძირითად პრინციპებზე, რაც ემსახურება დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას,
ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის
დეოკუპაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, საქართველოს ევროპულ და
ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვან ინტეგრაციას.

აღნიშნული დოკუმენტი განმარტავს ეკონომიკური განვითარების ცნებას, კერძოდ-


მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ამოსავალი არის ბიზნესის თავისუფლება,
ბიზნესთან აქტიური დიალოგი და მისთვის პროგნოზირებადი გარემოს
უზრუნველყოფა. აუცილებელია, სახელმწიფომ შექმნას „თამაშის“ სამართლიანი წესები,
შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მისცეს შესაძლებლობა კერძო სექტორს, მოიპოვოს
კონკურენტული წვდომა მსოფლიო ბაზრებზე;
ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, სადაც
კერძო სექტორი არის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. მთავრობის
ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკის სტრუქტურულ
გაჯანსაღებაზე, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომ განვითარებაზე, მცირე
და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე და ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებაზე.
გრძელვადიანი და მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, მთავრობის
ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია ეკონომიკის ფაქტორების, ასევე სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული რესურსების მაქსიმალური ჩართვა ეკონომიკურ აქტივობაში.

1.1 მაკროეკონომიკური სტაბილურობა


მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის,
როგორც ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტის, პრინციპებისადმი
ერთგულებას.
ფისკალური დისციპლინა, უმუშევრობის დაბალი დონე, ვალის მდგრად დონეზე
შენარჩუნება, ფასების სტაბილურობა, მონეტარული პოლიტიკის დამოუკიდებლობა,
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ეტაპობრივი შემცირება და ფინანსური სექტორის
სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის საყრდენია.
ფისკალური ჩარჩო დაეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:

▪ გაგრძელდება ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი. გამოთავისუფლებული სახსრები


მოხმარდება სახელმწიფო ინვესტიციების ზრდას;

▪ სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებასთან ერთად, შენარჩუნდება საბიუჯეტო


დეფიციტის დაბალი მაჩვენებელი;

▪ მთავრობის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან შენარჩუნდება სტაბილურ


დონეზე. ამასთან, ვალის აღება განხორციელდება გრძელვადიანი
ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი საინვესტიციო პროექტების
დაფინანსებისათვის.
მთავრობის მიზანია შეინარჩუნოს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების
ტენდენცია, რაც სამომავლოდ შესაძლებელს გახდის საკრედიტო რეიტინგის საინვესტიციო
დონის (BBB-/Baa3) მიღწევას.

1.2 საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობა


ეფექტიანი ფისკალური პოლიტიკისათვის აუცილებელი წინაპირობაა საჯარო ფინანსების
მართვის ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის არსებობა. ბოლო წლებში გადადგმული
ნაბიჯების წარმატება დასტურდება ქვეყნის მე-5 ადგილით ბოლო ღია ბიუჯეტის კვლევაში
(Open Budget Index), საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური გამჭვირვალობის
შეფასების და PEFA მეთოდოლოგიის თვითშეფასების ანგარიშის თანახმად.
მიმდინარეობს მუშაობა შიდა ფინანსური კონტროლის და მართვის დანერგვის
მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს საბიუჯეტო ორგანიზაციებში სწორი და ეფექტიანი
მართვის სისტემების ჩამოყალიბებას და ბიუჯეტის გამჭვირვალობას.
დაინერგება საინვესტიციო პროექტების მართვის ერთიანი სისტემა, რაც უზრუნველყოფს
საინვესტიციო პროექტების და მათზე მიმართული სახსრების მაქსიმალურ ეფექტურობასა
და ეფექტიანობას.
გაგრძელდება აქტიური მუშაობა ფისკალური რისკების შეფასების, მათი გამოვლენისა და
მართვის მიმართულებით. გაძლიერდება არსებული პირობითი ვალდებულებების ანალიზი.

1.3 დასაქმება
მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ორიენტირია მოსახლეობის
დასაქმების ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება. ამასთან, სახელმწიფოს
როლი დასაქმების ხელშეწყობაში ძირითადად მდგომარეობს კერძო სექტორის, როგორც
სამუშაო ადგილების გენერატორის, მხარდაჭერაში. სახელმწიფო დასაქმებას ხელს უწყობს
ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებით, პროფესიული განათლების სისტემის
განვითარებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერით.

1.4 ბიზნესგარემო
მთავრობა განაგრძობს აქტიურ რეფორმებს ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესებისა და
მეწარმეობის ხელშეწყობისათვის. კერძოდ:

▪ დაცული იქნება საკუთრების უფლების ხელშეუვალობის პრინციპი;

▪ გაძლიერდება დიალოგი ბიზნესთან, კერძო სექტორში არსებული პრობლემების


იდენტიფიცირებისა და მოგვარებისთვის. გაძლიერდება ბიზნეს ომბუდსმენის
ინსტიტუტი;

▪ შენარჩუნებული იქნება და დაიხვეწება მარტივი და სამართლიანი საგადასახადო


ადმინისტრირების წესები. ამასთან, საგადასახადო და მაკონტროლებელი
ორგანოების მუშაობა ორიენტირებული იქნება გადასახადებისგან თავის არიდების
პრევენციაზე;
 გაგრძელდება ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაც, ერთი
მხრივ, საშუალებას მისცემს ბიზნესსექტორს, ისარგებლოს თანამედროვე და
ეფექტიანი მომსახურებით, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს
გადასახადებისგან თავის არიდების რისკების შემცირება და სამართლიანი
საგადასახადო ადმინისტრირება;
 საგადასახადო ადმინისტრირებაში დაიწყება ავტომატური დეკლარირების სისტემის
დანერგვა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საგადასახადო ორგანოებთან ბიზნეს
სუბიექტების მუშაობის დროს და საჭირო რესურსს;
 მოხდება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის ჰარმონიზება
ევროკავშირის კანონმდებლობასთან;
 გაანალიზდება სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები, მათი ეფექტიანობის და
მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდება მათი მოდიფიცირება;

▪ გაგრძელდება მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა,


არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოტენციალის ათვისება, რომლის
ფარგლებშიც მეწარმეებს ხელი შეეწყობათ საერთაშორისო სტანდარტების
შესაბამისი წარმოების და სისტემების განვითარებაში; ახალი ბაზრების მოძიების
მიზნით, განხორციელდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების არეალის
შემდგომი გაფართოება (ისრაელი, ინდოეთი, აშშ, ყურის არაბული ქვეყნები);

▪ აქტიური და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული


ქონების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვისთვის. ასევე, განხორციელდება
ბუნებრივი რესურსების მართვის თანამედროვე პრინციპების დანერგვა, რომლის
ფარგლებშიც უზრუნველყოფილი იქნება ეკონომიკისთვის მაქსიმალური სარგებლის
მიღება, მარაგების მართვის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით;

▪ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად გატარდება „ერთი


ფანჯრის პრინციპზე“ აგებული პოლიტიკა. გაძლიერდება საკოორდინაციო
მექანიზმები როგორც ცენტრალური ხელისუფლების უწყებებთან, ასევე
ადგილობრივ თვითმმართველობებთან. შედეგად, გაიზრდება კომუნიკაციის
ეფექტიანობა საერთაშორისო და ადგილობრივ ინვესტორებთან;

▪ გაგრძელდება ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საინვესტიციო პროექტების


მხარდაჭერა;

▪ გადახდისუუნარობის საქმისწარმოებასთან დაკავშირებული პროცედურების


დასახვეწად გატარდება გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმა. გაჩნდება მეტი
სტიმული საწარმოების რეაბილიტაციისათვის, მეტი გარანტიები კრედიტორთა
უფლებებისა და კანონიერი ინტერესების უზრუნველსაყოფად;

▪ ფართოდ დაინერგება რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ინსტრუმენტი, რაც


მოგვცემს საშუალებას, თითოეული გადაწყვეტილების გავლენა ეკონომიკაზე იყოს
წინასწარ გაანალიზებული შესაძლო ნეგატიური გავლენებისაგან თავიდან არიდების
მიზნით;

▪ თითოეული რეფორმის თუ ინიციატივის განხორციელებამდე, შეფასდება მათი


შესაძლო გავლენა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციებზე;
o მიღებულ იქნება „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი, რომელშიც ასახული
იქნება ასოცირების შეთანხმებითა და მისი დანართებით გათვალისწინებული
ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციების მოთხოვნები, რითაც საქართველოს
კორპორაციული სამართალი დაუახლოვდება ევროკავშირის კანონმდებლობას;
o კონკურენტული ბიზნესგარემოს ხელშეწყობისთვის მოხდება სახელმწიფოს
ეტაპობრივად გამოსვლა ეკონომიკის იმ დარგებიდან, რომლებსაც აქვთ
დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი.

1.5 მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა


მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტების განვითარება,
რომელთა მიზანიც ბიზნესისთვის არასაკმარისი უზრუნველყოფით გამოწვეული
შეზღუდვების შემცირებაა, რაც ხელს უშლის სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის
აღებაში. აღნიშნული მიზნით, საქართველოს მთავრობა შემდგომ განავითარებს
საკრედიტო-საგარანტიო სქემას. საკრედიტო-საგარანტიო სქემა მნიშვნელოვნად
გაუმარტივებს ფინანსებზე წვდომას მცირე და საშუალო ბიზნესს, ხელს შეუწყობს
ეკონომიკის დამატებით დაკრედიტებას, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში
ლიკვიდობის გაუმჯობესებას.
მნიშვნელოვანია, „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების
სტრატეგიის (2016-2020 წლებისთვის)“ ეფექტიანი იმპლემენტაცია, მცირე და საშუალო
საწარმოების განვითარების კუთხით ქვეყანაში არსებული გამოწვევების დასაძლევად.
„აწარმოე საქართველოში“ სააგენტო კვლავ აქტიურად გააგრძელებს ადგილობრივი
წარმოებისა და სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების, ექსპორტის ხელშეწყობისა და
ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებებით მუშაობას.

1.6 საქართველო - რეგიონალური ჰაბი


ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს,
როგორც საერთაშორისო საინვესტიციო, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური,
ენერგეტიკული, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და საფინანსო ჰაბის ჩამოყალიბება,
რაც მოგვცემს როგორც ქვეყნის შიდა, ისე რეგიონალური პოტენციალის მაქსიმალურად
გამოყენების საშუალებას. ამით ხელი შეეწყობა ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური
სექტორის, ეროვნული წარმოების კონკურენტუნარიანობისა და წარმადობის განვითარებას
და ასევე ექსპორტის ზრდას, მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას,
ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვასა და
საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში ქვეყნის სრულფასოვან მონაწილეობას.

1.7 ინფრასტრუქტურული განვითარება


საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის და ლოგისტიკური პოტენციალის სრულად
ასათვისებლად გაგრძელდება ახალი მაგისტრალური გზების მშენებლობა. ქვეყნის
მასშტაბით აშენდება საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანზიტო და რეგიონების
დამაკავშირებელი საავტომობილო გზები. გაგრძელდება რეგიონული და ადგილობრივი
მნიშვნელობის გზების მშენებლობა.
რეგიონების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების მიზნით,
უზრუნველყოფილი იქნება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია.

1.8 დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკა


1.8.1 ენერგეტიკა
საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებაა ქვეყნის
ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება,
იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება
ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისების, მიწოდების წყაროებისა და
მარშრუტების დივერსიფიკაციის გზით.
1.8.2 გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა
გარემოს დაცვა, მისი მდგრადობის შენარჩუნება და ბუნებრივი რესურსების რაციონალური
გამოყენება, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პარალელურად,
მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია
კლიმატის ცვლილების მიმდინარე პროცესში. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის
განვითარების ხელშეწყობა ერთდროულად პასუხობს სამ ურთიერთგადამკვეთ
გამოწვევას, კერძოდ ესენია: სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კლიმატის
ცვლილებასთან ადაპტაცია და კლიმატის ცვლილების შერბილების ხელშეწყობა.

1.8.3 ტურიზმი
ტურიზმის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ყოველწლიურად მზარდია ვიზიტორების ნაკადი და ტურიზმის სფეროდან მიღებული
შემოსავლები. ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი
ძალაა და მისი, როგორც პრიორიტეტული დარგის, შემდგომი განვითარებისათვის
საქართველოს მთავრობა განახორციელებს მნიშვნელოვან ღონისძიებებს:

1.8.4 ტრანსპორტი
სატრანსპორტო სისტემების შემდგომი განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობა
გაატარებს აქტიურ პოლიტიკას, კერძოდ:
 საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის განვითარების პარალელურად
უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია სატრანსპორტო სისტემის უსაფრთხოების დონის
შენარჩუნება და გაუმჯობესება;
 ხელი შეეწყობა სატრანსპორტო სისტემაში ეკოლოგიურად სუფთა, ინოვაციური
ტექნოლოგიების შემუშავების დანერგვის და ინტეგრაციის ინიციატივებს;
 ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების და ერთიანი საჰაერო სივრცის
შესახებ შეთანხმების შესაბამისად, მოხდება საქართველოს კანონმდებლობის
დაახლოება ტრანსპორტის სფეროში ევროკავშირის დირექტივებსა და
რეგულაციებთან, რაც ხელს შეუწყობს სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხოების
ზრდას და ევროკავშირთან სექტორულ ინტეგრაციას;
 ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს საქართველოს
მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს. ამ მიმართულებით
მულტისექტორული თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, გაგრძელდება საგზაო
უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმების
იმპლემენტაცია;
1.9 რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქვეყნის
რეგიონების განვითარება, მათ შორის, უთანასწორობის აღმოფხვრა, ადგილობრივ
დონეზე ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ეფექტიანი და ინოვაციური სისტემების
დანერგვა, რეგიონების როლის ზრდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
საქართველოს მთავრობას აქვს რეგიონული განვითარების სტრატეგიული ხედვა,
რომელიც ეფუძნება ევროკავშირის რეგიონების ეკონომიკური და სოციალური
განვითარების გათანაბრების პოლიტიკის მიდგომებს. ეს გულისხმობს ინტეგრირებულ,
დარგთაშორის და ტერიტორიაზე მორგებულ დაგეგმვას და შესაბამისი პოლიტიკის
განხორციელებას.
თვითმმართველობის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის
ხარისხის გაზრდის მიზნით, რეფორმის მთავარი მიზანია სუბსიდიარობის
პრინციპებზე დაყრდნობით თვითმმართველობის უფლებამოსილებათა გაზრდა,
ადგილობრივ დონეზე ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ეფექტიანი და
ინოვაციური სისტემების დანერგვა, თვითმმართველობის როლის გაზრდა
ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში და თვითმმართველობის უზრუნველყოფა
შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსებით.
უზრუნველყოფილი იქნება რეგიონული განვითარების დაგეგმვის პროცესში ახალი
მიდგომების გამოყენება.

1.10 ბუნებრივი რესურსების მართვა


მთავრობის ხედვაა, რომ ყველა ბუნებრივი რესურსი მაქსიმალური ეფექტიანობით იყოს
გამოყენებული და იმავდროულად მოხდეს გარემოს დაცვით პრინციპებზე დაყრდნობით
რესურსების მდგრადი მართვა.

2. განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება


თანამედროვე სახელმწიფოში, ადამიანური კაპიტალი წარმოადგენს ქვეყნის განვითარების
უმთავრესს რესურსს, რომელიც ჩართული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობაში.
ადამიანური რესურსების განვითარებისთვის აუცილებელია კარგი განათლება და უნარების
განვითარება, განათლების ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფით, ასევე მნიშვნელოვანია
ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, ღირსეული სოციალური უზრუნველყოფა,
ჯანსაღი ცხოვრების წესი, შესაძლებლობის არსებობა ადამიანების კულტურულ და
სპორტულ ცხოვრებაში ჩასართავად. შესაბამისად, მთავრობის პოლიტიკა მიმართულია
არა ცალკეული სექტორის, არამედ ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საჭირო
ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაზე.

2.1 განათლება და მეცნიერება


საქართველოს მთავრობა თავისი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტის - განათლების
მიმართულებით განახორციელებს რეფორმის ახალ, კომპლექსურ და მრავალმხრივ
ეტაპს. დაგეგმილია ისეთი საგანმანათლებლო სისტემის შექმნა, რომელიც მდგრადი
განვითარების მიზნების შესაბამისად, ბავშვების, სტუდენტების, ახალგაზრდებისა და
ზრდასრულების სათანადო თეორიული ცოდნით აღჭურვისა და პრაქტიკული უნარების
გამომუშავებასთან ერთად, უზრუნველყოფს მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას,
კონკურენტუნარიანობის გაზრდას, განათლებისა და მეცნიერების კავშირის გაძლიერებას.

2.1.1 მეცნიერება
ქვეყნის ეკონომიკის, სტრატეგიული განვითარების მოთხოვნებისა და საზოგადოების
საჭიროებების გათვალისწინებით მოხდება პრიორიტეტული სამეცნიერო
მიმართულებების იდენტიფიკაცია და დაიგეგმება მათი გაძლიერებისკენ მიმართული
დამატებითი ღონისძიებები.
2.2 ახალგაზრდობის პოლიტიკა
მთავრობის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა ეკონომიკურ,
საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განავითაროს ახალგაზრდების
მხრიდან ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში თვითრეალიზების შესაძლებლობები, რაც
ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას,
საკუთარი პოტენციალის სრულფასოვნად რეალიზებისა და დასაქმების შესაძლებლობების
გაუმჯობესების მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ახალგაზრდული
საქმიანობის ინტერნაციონალიზაციას, ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებს შორის
პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ერთობლივი საერთაშორისო
პროექტების განხორციელებას. ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და
რესურსებთან წვდომის გაუმჯობესების მიზნით, უზრუნველყოფილი იქნება საინფორმაციო
მხარდაჭერა.
გაგრძელდება სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდული საქმიანობის ხელშეწყობა,
გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობისა და სამოქალაქო აქტივობების
მხარდაჭერის მიმართულებით. გაძლიერდება არაფორმალური განათლების,
პროფესიული ორიენტაციის, დასაქმებისა და მობილობის ხელშემწყობი პროგრამები და
პროექტები. მთავრობა დაიწყებს მუშაობას ახალგაზრდული სფეროს სრულყოფილი
ეკოსისტემის შესაქმნელად.

2.3 კულტურა და სპორტი


სპორტისა და კულტურის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ქვეყნის
სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგს
და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში, ხელს უწყობს ტურიზმს,
მეწარმეობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დანაშაულის პრევენციას,
კულტურული დიპლომატიის განვითარებას, ქვეყნის პოპულარიზაციასა და მის
პოზიციონირებას საერთაშორისო ასპარეზზე, ე.წ. საიმიჯო ხასიათის პროექტების
შინაარსის გაფართოებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ხალხებს
შორის დაახლოვებასა და კულტურათაშორის დიალოგს.

3.3.1.კულტურა
კულტურული მიმართულებით სახელმწიფო პროგრამები ძირითადად დაეფუძნება
„კულტურის სტრატეგია 2025-ს“, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას, მიზნებსა
და ამოცანებს კულტურის სექტორში.
კულტურის მართვის ეფექტიან მოდელზე გადასვლის მიზნით, მიმდინარეობს
კულტურის მართვის და დაფინანსების დეცენტრალიზაციის პროცესი. კერძოდ,
მიმდინარეობს სსიპ ქართული კულტურის ეროვნული ფონდის ფორმირება, რის
შედეგადაც, კულტურის სფეროში შეიქმნება მართვის უფრო მოქნილი და ევროპულ
სტანდარტებთან დაახლოვებული მექანიზმები, „კარგი მმართველობის“
პრინციპების გათვალისწინებით. გაიზრდება ექსპერტთა და პროფესიონალთა
მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებისა და კულტურის სხვადასხვა დარგობრივი
პოლიტიკის შემუშავების პროცესში. გაგრძელდება მუშაობა კულტურის დაფინანსების
დივერსიფიკაციისთვის.

3.3.2.სპორტი
სახელმწიფო განახორციელებს ქმედით პოლიტიკას, პროფესიულ და მასობრივ სპორტში
ჩაბმულ პირთა რაოდენობის გასაზრდელად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა
სპორტის სხვადასხვა სახეობაში ბავშვებისა და მოზარდების ჩართვას. უზრუნველყოფილი
იქნება სასპორტო განათლების ხელმისაწვდომობა და მწვრთნელთა პროფესიული
გადამზადება; გაგრძელდება მაღალმთიან დასახლებებში მომუშავე მწვრთნელთა
მხარდაჭერა.
2.4 ჯანმრთელობის დაცვა
ხელისუფლებამ საფუძველი ჩაუყარა სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპზე
დაფუძნებულ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკას. ადამიანზე
ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის მთავარი მიღწევაა საყოველთაო ჯანდაცვის
პროგრამის ამოქმედება, რომელმაც სათავე დაუდო საქართველოს ყველა
მოქალაქისათვის სამედიცინო მომსახურებით უნივერსალურ მოცვას.
მთავრობა მომავალშიც შეინარჩუნებს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას, რომელიც
გახდება პაციენტზე მეტად ორიენტირებული და კიდევ უფრო შეამცირებს მოსახლეობის
ჯანდაცვაზე ჯიბიდან დანახარჯებს.
2.5 სოციალური დაცვა
მთავრობის სოციალური დაცვის პოლიტიკის ძირითად პრინციპებს წარმოადგენს:
სოციალური დახმარების სისტემის ეფექტიანობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა,
დასაქმების მოტივაციის გაზრდა და ხელშეწყობა.
მთავრობა გააგრძელებს მიზნობრივ სოციალურ პროგრამებს მოწყვლადი ჯგუფების
მატერიალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ადგილობრივი ხელისუფლების
ჩართულობით განხორციელდება აღნიშნული პროგრამების მიზნობრიობის გაუმჯობესება
და არსებული რესურსების უფრო სამართლიანი გადანაწილება. ამ პროცესში შემოღებულ
იქნება სოციალურად დაუცველი ოჯახების შრომისუნარიანი წევრების დასაქმების
წახალისებისა და ხელშეწყობის მექანიზმები.
2020 წელს განხორციელდება პენსიების ზრდა და დაინერგება საკანონმდებლო
მექანიზმები, რომლებიც მომავალში ყოველწლიურად უზრუნველყოფს საპენსიო
გასაცემლების ზრდას.
ხელისუფლება გაააქტიურებს დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის
ეფექტიან პოლიტიკას. გაგრძელდება დევნილი ოჯახებისათვის მრავალბინიანი
საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ასევე „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში
მოხდება დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების შეძენა. გაგრძელდება კერძო
მესაკუთრეებისგან იმ საცხოვრებელი ფართების გამოსყიდვა, რომლებიც დევნილებს აქვთ
დაკავებული. დაიხურება ყველა ნგრევადი, სიცოცხლისათვის საშიში ობიექტი, რომელზეც
არსებობს შესაბამისი საექსპერტო დასკვნა. 2019-2020 წლებში, დევნილთა ბინებით
უზრუნველყოფაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება 200 მლნ. ლარზე მეტი.
გაძლიერდება სახელმწიფოს მხრიდან დევნილებისთვის საარსებო წყაროებზე წვდომის,
მცირე სამეწარმეო საქმიანობისა და დევნილთა კოოპერაციის ხელშეწყობა.
გაგრძელდება ეკომიგრანტი ოჯახებისთვის სახლების შეძენა ქვეყნის მასშტაბით, ასევე
გასულ წლებში გადაცემული საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების ეკომიგრანტი
ოჯახებისთვის საკუთრებაში რეგისტრაციის პროცესი.

6. საქართველოში მოქმედი საერთო- სახელმწიფოებრივი და


ადგილობრივი გადასახადები;

საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია ის გადასახადები, რომელთა გადახდა


სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ადგილობრივი გადასახადებია
საგადასახადო კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოების ნორმატიული აქტებით შემოღებული გადასახადები
(ზღვრული განაკვეთების ფარგლებში), რომელთა გადახდა სავალდებულოა შესაბამისი
სუბიექტების ტერიტორიაზე.

საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს განეკუთვნება:


 საშემოსავლო გადასახადი;
 მოგების გადასახადი;
 დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ);
 აქციზი;
o საბაჟო გადასახადი
o იმპორტის გადასახადი
ადგილობრივ გადასახადებს განეკუთვნება:
 ქონების გადასახადი.
1. საშემოსავლო გადასახადი

საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი

 რეზიდენტი ფიზიკური პირი;


 არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს საქართველოში
არსებული წყაროდან.

არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს ქონების რეალიზაციით,


წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადის გადამხდელს კალენდარული წლის
განმავლობაში საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი
შემოსავლიდან, რომელიც მცირდება ამ პერიოდისათვის ასეთი შემოსავლის მიღებასთან
დაკავშირებული გამოქვითვების თანხებით.

ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციით მიღებულ


შემოსავლებს განეკუთვნება:

149

ა) რეზიდენტი იურიდიული პირის ჩვეულებრივი აქციების ან პარტნიორის წილის


რეალიზაციით მიღებული ნამეტი;

ბ) ამ კოდექსის მე-12 მუხლის მე-13 ნაწილში აღნიშნული აქტივებით მიღებული


შემოსავლები; (25.05.2006. N3138)

გ) ამ კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ან ,,ლ“ ქვეპუნქტით


გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონების
რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
დ) სხვა ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი.

გადასახადის განაკვეთი

ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 15%-ით

გადასახადისაგან განთავისუფლება

საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა


შემოსავლების შემდეგი სახეები:

ა) არარეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან


გათანაბრებულ დაწესებულებებში დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავლები;

ბ) ფიზიკური პირის მიერ მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო


კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, მაგროვებადი და დაბრუნებადი
ხასიათის არასახელმწიფო საპენსიო სქემიდან მიღებული პენსია განხორციელებული
შენატანების ოდენობით, სახელმწიფო სტიპენდია, სახელმწიფო ბიუჯეტში ან ავტონომიური
რესპუბლიკების ან ადგილობრივ ბიუჯეტებში გათვალისწინებული ასიგნებებით
გამოყოფილი დახმარება ან ერთჯერადი განაცემი (მათ შორის, ოლიმპიურ თამაშებში,
მსოფლიოს ან/და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებისათვის ან/და საპრიზო ადგილების
დაკავებისათვის სპორტსმენების და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი და სხვა
სახის ჯილდოები)

გ) ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოს ან/და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებისათვის


ან/და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენების და მათი მწვრთნელების მიერ
მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები;

დ) ალიმენტი;

ე) განქორწინების საფუძველზე ფიზიკური პირის მიერ მიღებული ქონების ღირებულება


(შემოსავალი);

ვ) ფიზიკური პირის მიერ: 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი


ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი.

ვ.ბ) საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული


ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;

ზ) საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან


მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება;
თ) საგადასახადო წლის განმავლობაში ფიზიკური პირისაგან 1000 ლარამდე
ღირებულების, ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება;

ი) საგადასახადო წლის განმავლობაში III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000


ლარამდე ღირებულების, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება;
(25.05. 2006. N3138)

კ) ფიზიკური პირისათვის (დონორისათვის) გაღებული სისხლის საკომპენსაციო


კვებისათვის გაცემული თანხა;

მოგების გადასახადი

მოგების გადასახადის გადამხდელი

- საქართველოს საწარმო;
- უცხოური საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას
ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან/და შემოსავალს
იღებს საქართველოში არსებული წყაროდან;
- უცხოური პირი, რომელიც არ არის ფიზიკური პირი, ეწევა ეკონომიკურ
საქმიანობას საქართველოში და არ დაასაბუთებს თავის
თანამფლობელობას საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის
მიხედვით;
- არარეზიდენტი იურიდიული პირები, რომელთა შემოსავლები
საქართველოში არ მიეკუთვნება მათ მუდმივ დაწესებულებას;

საგადასახადო განაკვეთი

 განაკვეთი დასაბეგრი მოგების მიმართ: 2008 წლის პირველი იანვრის


შემდგომ პერიოდებზე 15%
 არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოს წყაროდან მიღებულ
შემოსავლებზე, მ.შ: -რისკის დაზღვევის და გადაზღვევის საფუძველზე,
საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო და საეთაშორისო
გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის მიღებული თანხებზე,
ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებულ შემოსავლებზე და საქართველოს
კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების
განხორციელებისას არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორების შემოსავლებზე
4%.
 დივიდენდებზე, პროცენტებზე და სხვა შემოსავლებზე 10%.
დამატებითი ღირებულების გადასახადი გადასახადის გადამხდელია

 პირი, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია გატარდეს


რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად;
 არარეზიდენტი, რომელიც ეწევა მომსახურებას საქართველოში დღგ-ის
გადამხდელად რეგისტრაციისა და მუდმივი დაწესებულების გარეშე, დღგ-ის
გადამხდელად ითვლება ამ მომსახურებაზე და ექვემდებარება უკუდაბეგვრას
სსკ-ს 241-ე მუხლის შესაბამისად;
 პირი, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი, მაგრამ ახორციელებს
საქონლის დასაბეგრ იმპორტს ან დროებით შემოტანას საქართველოში, დღგ-
ის გადამხდელად ითვლება მხოლოდ ამ იმპორტზე ან დროებით შემოტანაზე.

სავალდებულო რეგისტრაცია ეკუთვნის პირს, რომელიც:

- ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის


განმავლობაში მის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო
თანხა აღემატება 100 000 ლარს;

- ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს აქციზური საქონლის


წარმოებას ან/და იმპორტს (გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო
ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილების იმპორტისა ან/და
მიწოდებისა),

- ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოსალოდნელი ერთჯერადი


ოპერაციის შედეგად ან/და ერთ დღეში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა
აღემატება 100 000 ლარს

დღგ-ს განაკვეთები დღგ-ის განაკვეთი შეადგენს დასაბეგრი ბრუნვის ან


დასაბეგრი იმპორტის თანხის 18 პროცენტს.

დეკლარაციის წარდგენის ვადა - ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს


ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა

გადასახადის გადახდის ბოლო თარიღი ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა


უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15რიცხვისა.

აქციზის გადასახადი აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც:

 აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში – თავის მიერ წარმოებულ


საქონელზე (მათ შორის დამკვეთის ნედლეულით წარმოებულზე);
 ახორციელებს ბუნებრივი აიროვანი კონდენსატის ან/და ბუნებრივი აირის
მიწოდებას ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის – ასეთ მიწოდებაზე
 ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს საქართველოში – თავის მიერ
განხორციელებულ იმპორტზე;
 ახორციელებს აქციზური საქონლის ექსპორტს – თავის მიერ
განხორციელებულ ექსპორტზე;*

დაბეგვრის ობიექტი

დასაბეგრი ოპერაცია:

 ა) მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის


მიწოდება ან/და საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანა;
 ბ) მწარმოებლის მიერ დამკვეთის ნედლეულით საქართველოში წარმოებული
აქციზური საქონლის გადაცემა დამკვეთისათვის;
 გ) საკუთარი წარმოების აქციზური საქონლის გამოყენება არააქციზური
საქონლის წარმოებისათვის;
 ბუნებრივი აიროვანი კონდენსატის ან/და ბუნებრივი აირის მიწოდება
ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის;
 საქართველოში აქციზური საქონლის იმპორტი;
 დროებით შემოტანილი საქონელი;
 აქციზური საქონლის ექსპორტი.

აქციზური საქონლის სახეობები

1) სპირტი და ალკოჰოლური სასმელები, ლუდი;

2) თამბაქოს ნაწარმი (თამბაქოს ნედლეულის გარდა) - ექვემდებარება აქციზური


მარკებით ნიშანდებას;

3) მსუბუქი ავტომობილების იმპორტი;

4) ბუნებრივი აიროვანი კონდენსატი და ბუნებრივი აირი გარდა მილსადენისა;

5) ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მიღებული ბიტუმოვანი ქანებისაგან, ნედლის


გარდა;

6) ზეთები და ქვანახშირის ფისებისაგან მაღალ ტემპერატურაზე გამოხდილი


პროდუქტები;

7) ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები;


8) პიროლიზის თხევადი პროდუქტი;

9) მისართი, გამხსნელი, ანტიდეტონატორი;

10) საპოხი მასალები და საშუალებები;

შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართი

ანგარიშგება

დეკლარაციის წარდგენა ხდება საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისთვის

გადახდის ვადა

აქციზი გადახდას ექვემდებარება დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვის


მომდევნო თვის 15 რიცხვისთვის;

შენიშვნა

თამბაქოს ნაწარმი, აგრეთვე 50 გრამიდან 10 ლიტრამდე მოცულობის ჭურჭელში


ჩამოსხმული ალკოჰოლური სასმელები, მ.შ ლუდი, ექვემდებარება აქციზური მარკებით
ნიშანდებას

*შენიშვნა: აქციზის გადამხდელის მიერ აქციზური საქონლის ექსპორტი, შავი ან


ფერადი ლითონების ჯართის გარდა, იბეგრება აქციზის ნულოვანი განაკვეთით

ფიზიკური პირის მიერ საკუთრი მოხმარებისათვის წარმოებული ალკოჰოლური


სასმელები, აგრეთვე 2 ლიტრი ალკოჰოლური სასმელისა და 200 სიგარეტის იმპორტი
თავისუფლდება აქციზისაგან.

იმპორტის გადასახადი

გადასახადის გადამხდელი

 იმპორტის გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელიც საქართველოს


საბაჟო საზღვარზე გადააადგილებს საქონელს.

დაბეგვრის ობიექტი

იმპორტის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია იმ საქონლის საბაჟო ღირებულება,


რომელიც გადაკვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის
დადგენილი

დაბეგვრის განაკვეთი
იმპორტის გადასახადის 12%-იანი განაკვეთით იბეგრება შემდეგი საქონლის საბაჟო
ღირებულება.:

ა) საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე


ჰუმანიტარული დახმარების მიზნით;
ბ) იმ საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტის შესახებ
ხელშეკრულებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული
წესით;
გ) იმ საქონლის იმპორტი, რომელიც ფინანსდება გრანტებით ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო
ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით,
რომელიც არანაკლებ 25 პროცენტის ოდენობით შეიცავს გრანტის ელემენტს. საქართველოს
ფინანსთა სამინისტრო გრანტის ელემენტს გაიანგარიშებს საქართველოს პარლამენტის
დადგენილების შესაბამისად;
დ) ფიზიკური პირის მიერ:
დ.ა) კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული
სასაქონლო ნომენკლატურის 02, 04, 06−12, 15−21 ჯგუფებისა და 0302−0307,
2201−2202 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 500 ლარამდე
ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის კვების პროდუქტების იმპორტი (მათ შორის,
საფოსტო გზავნილის შემთხვევაში), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური
საქმიანობისათვის;
დ.ბ) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული
სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით გათვალისწინებული 500 ლარამდე
ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური
საქმიანობისთვის განკუთვნილი არ არის;
დ.გ) მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-
ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდით
გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის
პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა)
იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი,
თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ
მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით)
ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო
ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებით გათვალისწინებული
ჯამურად 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და
ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი არ
არის;

გადასახადის დარიცხვისა და გადახდის წესი

იმპორტის გადასახადის დარიცხვა ხდება საქონლის საბაჟო ღირებულების


მიხედვით (გარდა ამ კოდექსის 273 მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული
შემთხვევებისა), ხოლო გადახდა – საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას საბაჟო
ორგანოების მიერ საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებამდე სხვა
საბაჟო გადასახდელებთან ერთად.

2. საბაჟო გადასახადის გადახდის საფუძველია საბაჟო დეკლარაცია.

ქონების გადასახადი

მუხლი 201. ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი


+
1. ქონების გადასახადის გადამხდელია:
ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია:
ა.ა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ
აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის
მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
ა.ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების
ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე),
შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;
ა.გ) ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით
დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან
სხვა წესით შეძენილ უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე,
თვითმფრინავზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;
ბ) არარეზიდენტი საწარმო – საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ამ მუხლის პირველი
ნაწილით განსაზღვრულ ქონებაზე (მათ შორის, იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი
სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ
ქონებაზე);
გ) ფიზიკური პირი:
გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ
მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე),
შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული
სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;
გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;
გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად
საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ
ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის პირი ქონების გადასახადის გადამხდელია
მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე
რეგისტრირებულ ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტზე, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ქონებით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი
სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

მუხლი 202. ქონებაზე გადასახადის განაკვეთი


31

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი


განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ
ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო
ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის
აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში
მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.

მუხლი 203. მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი


1+

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის


მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც
ფლობს იგი;
გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე
რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით
სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის
ხელშეკრულების საფუძველზე.

მუხლი 206. გადასახადისგან გათავისუფლება


1+

1. შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან


გათავისუფლებულია:
ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ
მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ
აღემატება 40 000 ლარს;
ბ) (ამოღებულია – 24.06.2011, №4963);
გ) (ამოღებულია – 24.06.2011, №4963);
დ) მიმოსვლის გზები, ელექტროგადამცემი ხაზები, აგრეთვე ელექტრონული
საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო ხაზები;
ე) ორგანიზაციის ქონება, აგრეთვე ორგანიზაციაზე ლიზინგით გაცემული ქონება, გარდა
მიწისა და ორგანიზაციის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონებისა;
ვ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და
გაზის ოპერაციების (საქმიანობის) საწარმოებლად გამოყენებული ქონება;
ზ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელიც
გადაცემული აქვს საბიუჯეტო ორგანიზაციას, გარდა ეკონომიკური საქმიანობისათვის
გამოყენებული მიწისა;
თ) ბუნებისა და ისტორიული ძეგლების დაცვის ორგანიზაციების მიწის ფართობები,
რომლებზედაც განლაგებულია სახელმწიფოს მიერ ისტორიულ, კულტურულ ან/და
არქიტექტურულ ძეგლებად მიჩნეული ნაგებობები, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური
საქმიანობისათვის, რომელშიც არ იგულისხმება შესასვლელი ბილეთების რეალიზაცია;
ი) ბუნებრივი პარკებით, ბოტანიკური და დენდროლოგიური ბაღებით, კულტურისა და
დასვენების მუნიციპალური პარკებით, სასაფლაოებით, ზოოლოგიური ბაღებით ან/და
პარკებით, ოკეანარიუმებით, სკვერებით, ხეივნებით, დაცული ტერიტორიებით, სატყეო
ორგანიზაციებით, აგრეთვე ღია საუწყებო პარკებით, ბაღებითა და ტყე-ბაღებით დაკავებული
მიწები, გარდა ამ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ნაკვეთებისა;
ი1) ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი;

You might also like