You are on page 1of 7

თემა 6.

შემოსავლის განაწილება და სოციალური პოლიტიკა

ეროვნული შემოსავალი - ანუ შემოსავალი, რომელიც ერთობლივად, ჯამურად


მიიღო საზოგადოებამ რაღაც პერიოდის განმავლობაში (ვთქვათ, წლის
განმავლობაში), მის მიერ ამავე პერიოდში ჯამურად შექმნილი და
რეალიზებული პროდუქტიდან.

ეროვნული შემოსავალი შედგება ე.წ. ფაქტორული შემოსავლებისაგან.


წარმოების ფაქტორები ინაწილებენ ეროვნულ შემოსავალს-ამ განაწილებას
ასევე ფუნქციურ განაწილებად მოიხსენიებენ

წარმოების ფაქტორების მესაკუთრეები ეუფლებიან ეროვნული შემოსავლის


(პროდუქციის) ნაწილს იმის შესაბამისად, რაც ღირს მათი კუთვნილი
წარმოების ფაქტორები ბაზარზე, სხვა სიტყვებით, იმის მიხედვით, რამდენად
მწარმოებლურია (და, აქედან გამომდინარე, ფასეული) მათი ეკონომიკური
რესურსები

საბაზრო ეკონომიკის განაწილების პრინციპი, რომლის მიხედვით წარმოების


ფაქტორები (შრომა, კაპიტალი..) იღებენ (მიაქვთ) იმდენს (იმდენ შემოსავალს),
რასაც ქმნიან (აწარმოებენ)?
ეკონომიკური თვალსაზრისით, თითქოს სამართლიანია - წარმოებაში
ჩართულმა ყველა ეკონომიკურმა რესურსმა (წარმოების ფაქტორმა) უნდა
წაიღოს ის, რასაც შექმნის - ანუ წარმოების ფაქტორების მესაკუთრე-
მფლობელებმა უნდა დაისაკუთრონ ერთობლივი შემოსავლის ის ნაწილი,
რასაც თავად, თავისდაწილად შექმნიან (მათ შორის მოგება უნდა წაიღოს
წარმეობის ფაქტორ „მეწარმეობრივი უნარ-ჩვევების“ მფლობელმა, წარმოების
მაორგანიზებელმა სუბიექტებმა).

ზნეობრივი სამართლიანობა - რა ქნან იმ ადამიანებმა, რომლებიც არ ფლობენ


წარმოების ფაქტორებს, ან რომელთა რესურსები მეტად
დაბალმწარმეობლურია, ძალიან შეზღუდულია? საერთოდ არ მიიღონ
შემოსავალი, ანუ დარჩნენ ყოველგვარი შემოსავლის გარეშე, თუ უკიდურესად
დაბალი შემოსავალი იკმარონ?

1. შემოსავლის საბაზრო პრინციპებით განაწილება საზოგადოების მდიდარ და


ღარიბ ფენებს შორის არსებულ სხვაობას სულ უფრო და უფრო ზრდის -ასეთი
ნეგატივი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ბუნებრივად თანმდევი
მოცემულობაა.
სოციალურ ფენებს შორის ასეთი მზარდი დიფერენცირება კი წარმოების
განვითარებას, ანუ ეკონომიკის ზრდას სულაც არ უწყობს ხელს, რადგან

1
მდიდრები თავიანთი შემოსავლის სულ უფრო მეტ ნაწილს ფუფუნებაზე,
ახირებაზე ხარჯავენ, მაშსადამე, ეს ნაწილი აკლდება საინვესტიციო
პროექტებს, რომლებიც შეიძლება განხორციელებულიყო სხვა ვითარებაში და
მოეტანა ეკონომიკისთვის უფრო მეტი სიკეთე
2. ღარიბები სულ უფრო და უფრო ნაკლებ თანხას დებენ საკუთარი
განათლების ასამაღლებლად, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად - ეს კი მათ
მწარმოებლურობას, შესაბამისად მთლიანობაში (ჯამურად) შრომის
მწარმოებლურობას აქვეითებს და ამცირებს ეკონომიკის განვითარების
ტემპებს
ეს და ბევრი სხვა მიზეზი იწვევს იმის აუცილებლობას, რომ ეროვნული
შემოსავლის საბაზრო პრინციპებზე, საბაზრო ფასების მიხედვით განაწილების
საქმე გარკვეულ კორექტირებებს, ანუ ხელახალ (ხელმეორედ) განაწილებას,
ანუ გადანაწილებას საჭიროებს

რა მექანიზმებით წყვეტს სახელმწიფოს ხელისუფლება, მთავრობა


გადანაწილების საკითხს:
1. ანაწილებს ეროვნული შემოსავლის გარკვეულ ნაწილს, გარკვეულ სახსრებს
ბიუჯეტის მეშვეობით - ანუ სახელმწიფო ბიუჯეტში აკუმულირებული და
ეროვნული შემოსავლიდან ამოღებული გადასახადების მეშვეობით
სახელმწიფო აფინანსებს სხვადასხვა მიმართულებებს: მაგალითად,
სოციალურ მიმართულებებს (ანუ იხდის სოციალურ ტრანსფერტებს -
აფინანსებს უმუშევრებს, დაბალშემოსავლიანებს და მისთ); სამოქალაქო
ინფრასტრუქტურულ პროექტებს; მეცნიერების დარგს; პირველადი
ჯანდაცვის სფეროს; დაწყებით განათლებას; მოქალაქეების უსაფრთხოებისა
და ქვეყნის უშიშროების სფეროს და ა.შ.
2. გადაანაწილებს ეროვნულ შემოსავალს ირიბი გადასახადების მექანიზმის
გამოყენებით (ანუ ფასწარმოქმნის - ფასის გაძვირების ან შემცირების
მექანიზმით - გადაანაწილებს ეროვნულ შემოსავალს
3. საკრედიტო ურთიერთობების მექანიზმით - მაგალითად, სახელმწიფო
გასცემს საბაზრო ფასთან შედარებით იაფ კრედიტებს მცირე მეწარმეებზე -
ესეც ეროვნული შემოსავლის გადანაწილებაა სახელმწიფოს მიერ
4.არამატერიალური (არამოგებიანი) წარმოების სფეროში დასაქმებულთა
ანაზღაურების მექანიზმით - მაგალითად, სახელმწიფო უხდის ხელფასებს
ბიბლიოთეკაში და მისთ. ნაკლერენტაბელურ დაწესებულებებში დასაქმებულ
პირებს - ეს ეროვნული შემოსავლის გადამისამართება, მისი მეორადი
გადანაწილებაა სახელმწიფოს მიერ, და არა საბაზრო ეკონომიკის მიერ
თვდაპირველად განაწილებული ეროვნული შემოსავლის შედეგი
5. ადმინისტრაციულ (არასაბაზრო) მექანიზმებსაც: მაგალითად, ის აწესებს
მინიმალური ხელფასის ზღვარს (ანუ არ უშვებს პრეცედენტს, რომ რომელიმე
დასაქმებული მოქალაქე აღმოჩნდეს სიღარიბის ზღვარს მიღმა ისეთი ხერხით,

2
რომ ყველა დამსაქმებელს კანონის ძალით აიძულებს არ შეიძინოს შრომა
დადგენილზე ნაკლებ ფასად);
6. სამუშაო საათების მაქსიმალურ ზღვარსაც

რაზეა დამოკიდებული ეროვნული შემოსავლის იმ ნაწილის მოცულობა,


შემოსავლის იმ ნაწილის სიდიდე, რომელიც სახელმწიფოს მიერ
ექვემდებარება გადანაწილებას (ხელმეორედ განაწილებას)
1. დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, მის
პოტენციალზე - ანუ იმაზე, რამდენად მდიდარია ქვეყნის ეკონომიკა
2. დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ტიპის პოლიტიკურ - ეკონომიკური
სისტემაა დამყარებული ქვეყანაში - ვთქვათ, რაც უფრო სოციალურად
ორიენტირებულია მთავრობის გეზი ქვეყანაში, მით უფრო მაღალია
გადასანაწილებელი შემოსავლის წილიც ეროვნულ შემოსავალში
3. დამოკიდებულია ქვეყნის საგადასახადო სისტემაზეც, უფრო მეტად იმაზე,
თუ როგორია მასში შეფარდება პროგრესიულ და პროპორციულ გადასახადებს
შორის
გადასანაწილებელი შემოსავლების წილი მთლიან ეროვნულ შემოსავალში
ყველა ქვეყანაში საკმაოდ სოლიდურია, საკმაოდ საგრძნობია - არიან ისეთი
ქვეყნებიც კი, სადაც ეროვნული შემოსავლის მეორადი განაწილება მეტია,
ვიდრე ერთხელ განაწილებული შემოსავალი
ეროვნული შემოსავლის გადანაწილების საბოლოო მიზანი, ვფიქრობ გასაგებია
- ესაა შეძლებისდაგვარად, რაღაც ფორმით მაინც მოხდეს მოქალაქეების
კეთილდღეობის, მათი შემოსავლების, მათი მოხმარების გამოთანაბრება.
 მაგრამ: გამოთანაბრება ხომ წარმოების განვითარებას ვნებს (ეცემა იმ
წარმოების ფაქტორების მესაკუთრეთა წარმოების სტიმული-მოტივაცია,
რომელთა ხარჯზეც ხდება სხვებისთვის სიკეთის გადანაწილება)
 იმავდროულად, გამოთანაბრებაზე ზრუნვის გარეშეც შეუძლებელია
სახელმწიფოს არსებობა და ეკონომიკის განვითარება
იმის ილუსტრაციას, თუ რამდენად თანასწორად ნაწილდება შემოსავალი
ქვეყანაში, საუკეთესოდ ახდენს ე.წ. „ლორენცის მრუდი“

მაინც როგორი უნდა იყოს შემოსავლის განაწილების გამოთანაბრების დონე?


ანუ რამდენად ახლო უნდა იყოს ბისექტრისასთან მიახლოებული შეღუნული
მრუდი; ანუ რა პროპორცია უნდა იყოს დაცული ფუნქციურ, საბაზრო
განაწილებასა და ხელმეორედ განაწილებას შორის, რომ ეს სასარგებლო იყოს
ეკონომიკის განვითარებისათვის?
 სახელმწიფო უნდა შეეცადოს იმგვარად გადაანაწილოს ეროვნული
შემოსავალი, რომ მაქსიმალურად დაიცვას კომპრომისი ეფექტიანობას
(მწარმოებლურობასა) და თანასწორობას შორის.

3
 ან კიდევ, იმგვარად ეცადოს ამ ზღვარის გავლება, რომ სოციალურ
სიმშვიდესთან ერთად გარანტირებული იყოს მდგრადი ეკონომიკური ზრდა
 სახელმწიფოს მიერ გადასანაწილებელი ეროვნული შემოსავლის უმთავრესი
ადრესატია - სოციალური მიმართულება,
 ხოლო სახელმწიფო ღონისძიებათა ერთობლიობას, მიმართულს სხვადასხვა
სოციალური ჯგუფების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, მათი სოციალური
პირობების უზრუნველსაყოფად, მათი სოციალური განვითარებისათვის -
სახელმწიფოს სოციალურ პოლიტიკას უწოდებენ

სოცილაური პოლიტიკის მთავარი მიზნები:


ა) მოქალაქეების სოციალური დაცვა - მათი სოციალურ-ეკონომიკური
უფლებების დაცვა-რეალიზაცია; მოსახლეობის ღარიბი ფენების,
უსახლკაროების, შეზღუდული შესაძლებლობის პირების მხარდაჭერა
ბ) დასაქმების ხელშეწყობა
გ) კრიმინალიზაციის დონის შემცირება
დ) სოციალური სფეროების - ჯანდაცვის, განათლების, მეცნიერების,
კულტურის, კომუნალური სფეროების - განვითარება
ე) ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა

დღესდღეობით პრაქტიკულად ყველა განვითარებული ქვეყნის ეკონომიკური


პოლიტიკა სოციალურადაა ორიენტირებული - რას ნიშნავს ეს: ეს ნიშნავს, რომ
ამ ქვეყნებში ხელისუფლება ატარებს ისეთ პოლიტიკას, რომლის მიხედვით
არც საბაზრო ეკონომიკას და არც სახელმწიფოს არ აქვთ აბსოლუტური
ძალაუფლება ეკონომიკაზე - ანუ ამ ქვეყნებში ფუნქციონირებს ეკონომიკის
შერეული მოდელი.

გასაგებია, რომ სახელმწიფო ჩარევის ინტენსივობა (ანუ სახელმწიფოს ჩარევის


დონე) ეკონომიკაში სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია - მაგალითად
შვედეთში, რომლის ეკონომიკური პოლიტიკისათვის, მართალია,
უპირობოდაა პრიორიტეტული საბაზრო ეკონომიკის პრინციპები,
სახელმწიფო ჩარევის დონე იმდენად მაღალია, რომ მწარმოებელთა და
მომხმარებელთა მთელი რიგი უფლებები აბსოლუტურად აცდენილია
დემოკრატიულ ეკონომიკურ თავისუფლებებს - სოციალური პოლიტიკის (ან
ეკონომიკური სისტემის) ამ მოდელს „შვედურ მოდელს“, ან „შვედურ
სოციალიზმს“ უწოდებენ

4
 ამ მოდელის საპირისპირო მოდელს მოიხსენიებენ როგორც „საბაზრო
სოციალურ მოდელს“, სადაც სოციალური სფეროების რეგულირება
სახელმწიფოზე მეტად მინდობილი აქვს თავად ბაზარს.
 განასხვავებენ ასევე „სოციალურად ორიენტირებულ საბაზრო ეკონომიკურ
მოდელს“; „სახელმწიფო კეთილდღეობის მოდელს“ და ა.შ
 ანუ ყველა მოდელი გულისხმობს ეკონომიკის საბაზრო პრინციპებზე
ფუნქციონირებას და იმავდროულად მასში სახელმწიფოს ჩარევას ამა თუ იმ
დოზით
სახელმწიფოს შენახვის წყარო ხომ ძირითადად გადასახადებია. გადასახადები
კი, რომელიც აუცილებელია სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის,
ყოველთვის ზღუდავს მეწარმის შესაძლებლობებს.
მაშასადამე, რაც მეტი გადასახადი ამოიღება ქვეყანაში, მით მეტად ხეირობს
ამით ხელისუფლება, სახელმწიფო აპარატი, და მით უარესდება მეწარმის
მდგომარეობა.
ე.ი. გადასახადის ზრდასთან ერთად იზრდება ეკონომიკაში სახელმწიფოს
ჩარევის, მასში მონაწილეობის დონე, გადასახადის ზრდის კვალობაზე
იზრდება ეკონომიკის სახელმწიფო მართვის რისკები და იზღუდება ბაზრის
თავისუფლება, რასაც, როგორც ვიცით, მოჰყვება მთელი რიგი პრობლემებისა,
რაც საბოლოოდ ეკონომიკის დასუსტებით მთავრდება - თუკი, ცხადია,
ხელისუფლების ამბიციები გონივრულ საზღვრებს გასცდება
 უნდა ითქვას, რომ მშპ-ში გადასახადების მაღალი კუთრი წილი ყოველთვის
არ მიუთითებს იმაზე, რომ ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევაც მაღალია

ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის ინტენსივობას განსაზღვრავს მრავალი
ფაქტორი
 ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ასეთ ფაქტორად, მაგალითისთვის, შეიძლება
დასახელდეს ქვეყნის ხელისუფლების იდეოლოგია

რა მეთოდებით ახორციელებს სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის გატარებას


ქვეყანაში:

1) სამართლებრივი რეგულირება - სამართლებრივი აქტების გამოცემა


ხელისუფლების ყველა დონეზე
2) საფინანსო - საკრედიტო რეგულირება - სოციალური მუხლების
ბიუჯეტური დაფინანსება; ასევე არასაბიუჯეტო ფონდების ფორმირების
მეშვეობით (საპენსიო ფონდი; სოციალური დაზღვევის ფონდი და მისთ),
რომელთა მეშვეობით ფინანსდება შესაბამისი სოციალური დარგები

5
3) სახელმწიფოს მიზნობრივი პროგრამები - სოციალური მიმართულების
მქონე მსხვილი პროგრამების მეშვეობით სოც.ამოცანების გადაწყვეტა (მაგ. „C
ჰეპატიტის პროგრამა“, რომელიც ჩვენთან წარმატებით განხორციელდა)
4) სხვა მეთოდები

ძირითად მიმართულებებს მოიცავს სოციალური პოლიტიკა:


ა) მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება - განასხვავებენ ცხოვრების 4
დონეს - სიღატაკე (როდესაც შემოსავალი ადამიანს აძლევს მხოლოდ
სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების საშუალებას); სიღარიბე (მხოლოდ
შრომისუნარიანობის შენარჩუნების საშუალება); ნორმალური (ფიზიკური და
გონებრივი ძალების აღდგენის საშუალება); შეძლებული (ყოველმხრივი
განვითარების საშუალება)
ცხოვრების დონის ამაღლებას ხელს უწყობს, მაგალითისათვის, სახელმწიფოს
ღონისძიებები, მიმართული საპენსიო, სადაზღვევო ან სხვა არასაბიუჯეტო
ფონდების სრულყოფისა და მდგრადობისათვის; სახელმწიფო ღონისძიებები ,
მიმართული მუშაკების დავალიანების დასაფარავად (კრედიტები, შეღავათები
კრედიტორ ორგანიზაციებს და მისთ)
b) სოციალური დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნა - ესაა სახელმწიფოს
სოციალური პოლიტიკის მიმართულება ღატაკი და ღარიბი ფენებისათვის
ცხოვრების შესამსუბუქებლად: მუნიციპალური საცხოვრისით; უფასო
სასწავლებლებით; შეღავათებით და მისთ. მოსახლეობის შეჭირვებული ფენის
უზრუნველყოფა
გ) „შრომითი ურთიერთობებისა და მოსახლეობის დასაქმების“
მიმართულებასაც - ამაში იგულისხმება სახელმწიფოს მიერ შრომისათვის
თანასწორი პირობების დაცვის უზრუნველყოფა; უმაღლესი და ტექნიკური
სასწავლებლებისადმი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა; მუშაკების
სამსახურში აყვანისა და გათავისუფლების საკითხების რეგულირება; სამუშაო
ადგილების შექმნის ხელშეწყობა და ა.შ
დ) მიგრაციული პროცესების რეგულირება - ესაა დევნილების,
ლტოლვილების, სხვა კატეგორიის მიგრანტების ნაკადის რეგულირება,
მათთვის პირობების შექმნა ან დეპორტაცია და მისთ.
ე) საპენსიო სისტემის სრულყოფა - ანუ სახელმწიფო ღონისძიებები,
მიმართული საპენსიო სისტემის მდგრადობისაკენ და ეფექტიანობისაკენ
(საპენსიო ფონდის საიმედობის, მასში აკუმულირებული სახსრების

6
უკუგებიანობის ამაღლება, საბაზისო პენსიის ინდექსირება ეკონომიკის ზრდის
კვალდაკვალ და ა.შ.)
ვ) ჯანდაცვისა და სოციალური დაზღვევის მიმართულება - სამედიცინო
დახმარების ხელმისაწვდომობის გამარტივება; მკურნალობის ხარისხის
ამაღლება და მისთ.

You might also like