You are on page 1of 23

სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

საჯარო მმართველობის პროგრამის

III კურსის სტუდენტების

ნინო დეისაძის და მაია ლომიძის

მიზნობრივი წერითი ნაშრომი

თემაზე:

ადგილობრივი (თვითმმართველი ერთეულების) ფინანსები

ხელმძღვანელი: პროფ. გ. ღავთაძე

ქუთაისი 2019

0
შინაარსი

შესავალი ................................................................................................................................................................2

თავი I. ადგილობრივი (ტერიტორიული) ერთეულების ფინანსების ადგილი და როლი ფინანსურ


სისტემაში ...............................................................................................................................................................4

თავი II. თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტის შედგენის პროცესი .................................................7

თავი III. ადგილობრივი ერთეულების შემოსავლები .................................................................................11

თავი IV. ადგილობრივი ერთეულების ხარჯები .........................................................................................16

დასკვნა .................................................................................................................................................................20

გამოყენებული ლიტერატურა ..........................................................................................................................22

1
შესავალი

პოსტსოციალისტური ქვეყნების განვითარების თანამედროვე ეტაპის ერთ-ერთი


თავისებურებაა დემოკრატიული დეცენტრალიზაციის პროცესი, ე.ი მართვის ცენტრალური
ორგანოებიდან ხელისუფლებისა და ფუნქციების ავტონომიური და დემოკრატიული პრინციპებით
არჩეული მართვის ადგილობრივი ორგანოების ხელში გადასვლის პროცესის განვითარება.
მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულში სახელმწიფოთა დიდ ნაწილში შეიმჩნეოდა
ეკონომიკური და სოციალური პროცესების რაციონალიზაცია. ხელისუფლებისა და მმართველობის
ცენტრალური ორგანოები სახელმწიფოს ფუნქციების მნიშვნელოვან ნაწილს მმართველობის
ადგილობრივ (რეგიონულ) ორგანოებს გადასცემდნენ მათზე დაფინანსების შესაბამისი წყაროების
მიმაგრებით. სწორედ ეს განაპირობებს ადგილობრივი ფინანსების როლის გაძლიერებას და
სამოქმედო ზონის გაფართოებას.
დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიულ საწყისებზე განვითარება რთული,
მრავალწახნაგოვანი პროცესია, რომელთა შორის ერთ-ერთი აქტუალური საკითითხია ეკონომიკის
სახელმწიფოებრივი მართვის რეგიონულ მართვასთან შეთანაწყობის პრობლემები. ქვეყნის
ეროვნული ეკონომიკის აღმავლობა და ნაკლები დანახარჯებით მეტი უკუგების მიღება, ე.ი
წარმოების ეფექტიანობის ამაღლება შესაძლებელია მხოლოდ მეურნეობრიობის მართვის
დარგობრივი და ტერიტორიული პრინციპების შეთანაწყობითა და მთელი ქვეყნის და მისი
რეგიონების ოპტიმალური ეკონომიკური და სოციალური განვითარების უზრუნველყოფით.
ქვეყნის რეგიონების, ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება
შეუძლებელია საფინანსო ურთიერთობათა სრულყოფის გარეშე, რომლითაც უზრუნველყოფილი
უნდა იქნეს ქვეყნის ცალკეული ტერიტორიებისა და რეგიონების ეკონომიკური გამოთანაბრება.
სახელმწიფო ხელისუფლება ადგილობრივი (რეგიონული) ფინანსების დახმარებით აღწევს
ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკური და სოციალური განვითარების დონეთა
გამოთანაბრებას, რომლებიც გარკვეული ისტორიული და ბუნებრივი პირობების გამო
ჩამორჩენილთა რიგებში აღმოჩნდნენ ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით.
ამრიგად, დემოკრატიული ურთიერთობების სრულყოფის პროცესში ქვეყნის საფინანსო
სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია ადგილობრივი (მუნიციპალური)
ფინანსები, რომელიც მოიცავს რეგიონულ ბიუჯეტებს, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
ერთეულების ბიუჯეტებს, მეურნეობრიობის სუბიექტების და საოჯახო მეურნეობრიობების
ფინანსებს. მათ წილად მოდის სახელმწიფოთა ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი.
მაგალითად, აშშ-ში, იაპონიაში ადგილობრივი ფინანსების ხვედრითი წილი 50-60% აღწევს, დიდ
ბრიტანეთსა და საფრანგეთში კი 30%-ს შეადგენს.
საქართველო პოსტსოციალისტური ქვეყანაა, ამიტომ აქაც მწვავედ დგას პრობლემები
დემოკრატიული დეცენტრალიზაციის პროცესში. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად
მივიჩნიეთ გვესაუბრა ადგილობრივი ფინანსების როლზე და ადგილზე დღევანდელობაში.
წინამდებარე ნაშრომში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
1.ადგილობრივი (ტერიტორიული ერთეულების) ფინანსების ადგილი და როლი ფინანსურ
სისტემაში - კერძოდ, რა მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი ერთეულების განვითარებასა და

2
დამოუკიდებლობის ხარისხში ფინანსური რესურსებს, რა როლი აკისრია ადგილობრივ ფინანსებს
ტერიტორიული ერთეულების რეგიონული პოლიტიკის განხორციელებაში და რა ეკონომიკურ
ფუნქციებს ასრულებენ ადგილობრივი ბიუჯეტები.
2.თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტის შედგენის პროცესი - განვიხილავთ ბიუჯეტის
შედგენის რთულ პროცესს, ეტაპებს და მასში ჩართულ ორგანოებს.
3.ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლები და ხარჯები (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის
მაგალითზე) - მიმოვიხილავთ თუ რა საშუალებებით ხდება ადგილობრივი ბიუჯეტების შევსება,
თუ რამდენი სახის შემოსავალი და ხარჯი არსებობს, როგორია სახელმწიფოს როლი
ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის შევსებაში. მოვახდენთ შემოსავლებისა და ხარჯების
კლასიფიკაციას და განმარტებას წყალტუბოს მუციპალიტეტის ბოლო ხუთი წლის ბიუჯეტის
მაგალითზე.

3
1.ადგილობრივი ფინანსების ადგილი და როლი ფინანსების სისტემაში
ადგილობრივი ფინანსები, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
მთავარი ეკონომიკური ბერკეტი, სახელმწიფოების ფინანსური სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან
ნაწილს შეადგენს. მათი როლი და მნიშვნელობა მსოფლიო ეკონომიკის განვითარებისა და
ინტეგრაციის კვალდაკვალ თანდათანობით იზრდება.
ადგილობრივი ფინანსები ქვეყნის ერთიანი ფინანსების ორგანულ შემადგენელ ნაწილს
წარმოადგენს. მათ უაღრესად დიდი როლი ენიჭება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ
რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, სოციალური ინფრასტრუქტურის მართვისა და
რეგიონული პოლიტიკის განხორციელების საქმეში. ადგილობრივ ფინანსებზე მოდის
განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნების რესურსების 30-დან 60 პროცენტამდე.
ადგილობრივი (თვითმმართველი ერთეულების) ფინანსები ეკონომიკურ ურთიერთობათა
ისეთი სიტემაა, რომლის მეშვეობითაც ხელისუფლებისა და მართვის ადგილობრივი ორგანოები
აწარმოებენ ეროვნული შემოსავლის (ზოგჯერ ეროვნული სიმდიდრის ნაწილის) განაწილება-
გადანაწილებას და იყენებენ მას თავიანთი ფუნქციების შესასრულებლად ტერიტორიის
ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიზნით. ადგილობრივი ფინანსები უდიდეს როლს
ასრულებენ ქვეყნის რეგიონების ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის განვითარების,
ეკონომიკის რეგულირების, ეკონომიკური ზრდის სტიმულირების, რეგიონული პროგრამების
განხორციელების, სრული დასაქმებისა და სამუშაო ძალის კვლავწარმოების და სხვა ადგილობრივი
მნიშვნელობის ამოცანების შესრულებაში.
რეგიონული ფინანსების მეშვეობით სახელმწიფო ხელისუფლება წარმატებით ახორციელებს
ქვეყნის სოციალურ პოლიტიკას, ადგილობრივი ბიუჯეტების ასიგნებებით წარმოებს
ტერიტორიული ერთეულების, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, სპორტის,
მოსახლეობის კომუნალური მომსახურეობის ხარჯების დაფინანსება. მუნიციპალურ დონეზე
მიმდინარეობს სამართალდამცავი ორგანოების, ბუნების დაცვის და ეკოლოგიური ღონისძიებების
დაფინანსება.
ადგილობრივ ფინანსებს განსაკუთრებული როლი აკისრია ტერიტორიული ერთეულების
რეგიონული პოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ ფინანსური
რესურსებით დახმარება ეწევა იმ ტერიტორიულ ერთეულებს, რომლებიც თავიანთი ბუნებრივი
პირობებითა და მდებარეობით ან სხვა ობიექტურ მიზეზთა გამო ჩამორჩებიან ქვეყნის
განვითარების მიღწეულ საშუალო დონეს. რეგიონების განვითარების დონე არათანაბარია, ზოგ
მათგანში სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურა მაღალგანვითარებულია, ნაწილში
შედარებით ჩამორჩენილია, რის გამოც შესაბამისად დაბალია მოსახლეობის ცხოვრების დონე. ასეთ
პირობებში დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ეკონომიკური ფუნქციაა ქვეყნის
ტერიტორიების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეთა გამოთანაბრება. ამ უკანასკნელ
პერიოდში ამ მიზნით გართოდ გამოიყენებენ რეგიონალურ-მიზნობრივ პროგრამებს, რომელთა
დასაფინანსებლად სახსრები უნდა იქნეს მობილიზებული შესაბამისი ადმინისტრაციულ-
ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტიდან. ცხადია, დეპრესიული, დაბალგანვითარებული
რეგიონების საბიუჯეტო შემოსავლები ყოვეთვის ვერ უზრუნველყოფს ზემოხსენებული
მიზნობრივი პროგრამების დაფინანსებას. ამიტომ ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს

4
მოზიდული სახსრები ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან კიდევ პროგრამული რეგიონის
ბიუჯეტის ზემდგომი ბიუჯეტიდან.
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს ქვეყანათა უმრავლესობაში
ღრმავდება ეკონომიკური და სოციალური პროცესების რეგიონალიზაციის ტენდენცია,
მიმდინარეობს ეკონომიკის დეცენტრალიზაციის პროცესი, მისი მართვისა და რეგულირების
ბერკეტები სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალური დონიდან გადადის ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებში. ადგილობრივი ფინანსები სულ უფრო მეტად ერთვება
ეკონომიკის რეგულირებაში, იზრდება და ფართოვდება მათი გამოყენების არეალი სოციალურ-
ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული მიზნობრივი პროგრამების რეალიზაციაში, სამუშაო
ძალის კვლავწარმოებაში და ა.შ.
სახელმწიფოები ადგილობრივი ფინანსების მეშვეობით აქტიურად ატარებენ ეროვნულ
პოლიტიკას. თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოებისთვის ფინანსური მხარდაჭერის
მიზნით სახსრების გადაცემა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტების ფარგლებში განათლების,
ჯანდაცვის, კომუნალური მომსახურების, სოციალური ინფრასტრუქტურის და სხვა სფეროების
განვითარებას. დღევანდელ ეტაპზე მთელ მსოფლიოში სულ უფრო იზრდება ადგილობრივ
ფინანსებზე დამოკიდებული ობიექტებისა და ღონისძიებების წრე. ადგილობრივი ფინანსებიდან
უკვე ხდება უმაღლესი სასწავლებლების, მსხვილი ჯანდაცვის ობიექტების, შიდა უსაფრთხოებისა
და წესრიგის დაცვის და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაფინანსება.
ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებში, თვითმმართველობის ორგანოებს უნდა
ჰქონდეთ საკმარისი საკუთარი ფინანსური სახსრების ფლობისა და თავიანთი კომპეტენციის
ფარგლებში, მათი თავისუფალი განკარგვის უფლება. ეს ფინანსური რესურსები სრულად უნდა
შეესაბამებოდეს მათზე კონსტიტუციითა და კანონით დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გააჩნიათ
საკუთარი ფინანსური სახსრები, რომელთა განკარგვაშიც ისინი თავისუფალნი არიან და საკუთარი
უფლებამოსილების ფარგლებში განკარგავენ მას.
ადგილობრივი ფინანსები თავისი შინაარსით მრავალწახნაგოვანი კატეგორიაა და აქვს
შემდეგი ძირითადი ელემენტები: ადგილობრივი ბიუჯეტები, ადგილობრივი დანიშნულების
სპეციალური ფონდები (საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო), ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების საკუთრებაში ან განკარგვაში არსებული საწარმოების ფინანსები.
ადგილობრივი ბიუჯეტი არის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსულობების და
ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი ხარჯების ძირითადი საფინანსო, ბალანსური
გეგმა, რომელიც დამტკიცებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი
ორგანოს (საკრებულოს) მიერ. თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები ქვეყნის საბიუჯეტო
სისტემის ნაწილია. მათზე, ისევე როგორც სახელმწიფო ბიუჯეტზე ვრცელდება საბიუჯეტო
სისტემის ერთიანობის, ბიუჯეტის ყოვლისმომცველობის, უნივერსალურობისა და სხვა
პრინციპები. საქართველოში ყველა მუნიციპალიტეტს აქვს საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი.
ის დამოუკიდებელია როგორც სხვა თვითმმართველი ერთეულების, ისე სახელმწიფო და
ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისგან. საქართველოს ცენტრალურ და ავტონომიური

5
რესპუბლიკების ხელისუფლებებს უფლება არ აქვთ, ჩაერიონ ადგილობრივი
1
თვითმმართველობების საბიუჯეტო უფლებამოსილებებში.
ადგილობრივი ბიუჯეტები წარმოადგენენ ძირითად ეკონომიკურ არხს, წარმოებისა და
მომსახურების საბოლოო შედეგების მოსახლეობამდე დასაყვანად. ისინი უზრუნველყოფენ
ფულადი და მატერიალური ფასულობების გადანაწილებას მოსახლეობის ცალკეულ ჯგუფებს
შორის. როგორც განვითარებული ქვეყნების ადგილობრივი ბიუჯეტების პრაქტიკა ადასტურებს,
დიდია მათი როლი არა მხოლოდ მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებაში, არამედ
საწარმოო სფეროს ისეთი დარგების განვითარებისთვის, როგორიცაა ადგილობრივი მრეწველობა,
კომუნალური მეურნეობა და სხვა, რომელთა მიერ წარმოებულ პროდუქციას და მომსახურეობას
თავის მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ადგილობრივი, ისე მთლიანად ქვეყნის
მოსახლეობის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისთვის.
ხელისუფლების ტერიტორიული ერთეულების სრულყოფა მნიშვნელოვან გარანტიას
წარმოადგენს მოსახლეობის ცხოვრების დონის ასამაღლებლად. სწორედ ამიტომ დასავლეთის ბევრ
ქვეყანაში ხელისუფლების ადგილობრივ და ცენტრალურ ორგანოებს შორის ეს ყველაზე მეტად
ვლინდება საგადასახადო შემოსავლების განაწილებაში. ისეთ ფედერაციული ქვეყნებში,
როგორიცაა: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და ავსტრია, არსებობს შეთანხმება
ადგილობრივ და ეროვნულ ხელისუფლებას შორის მასზე, რომ ხელისუფლების ადგილობრივმა
ორგანოებმა წინასწარ იციან თავიანთი წილი ქვეყნის საგადასახადო შემოსავლებში, რითაც ისინი
გარანტირებული არიან ბიუჯეტის სტაბილური შემოსავლებით.
ჩვენი ქვეყნის გარდამავალი ეკონომიკის პირობებში ადგილობრივი ბიუჯეტების
ეკონომიკური ფუნქციები უფრო ფართო და მრავალწახნაგოვანია. მათ უნდა გადაწყვიტონ ისეთი
ამოცანები, როგორიცაა: ფულადი ფონდების იმ მოცულობათა ფორმირება, რომლებიც
უზრუნველყოფენ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების სოციალურ-ეკონომიკურ
ამოცანათა რეალიზაციას: ადგილობრივი ფულადი ფონდების განაწილება სახალხო მეურნეობის
ცალკეულ დარგებს შორის, სამოქალაქო ომის დროს დაზარალებულთა საწარმოო და სოციალური
ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენა, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დროებით
გადაადგილებული პირებისთვის სოციალური დახმარების გაწევა, იმ წარმოებათა
დაწესებულებების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაზე კონტროლი, რომლებიც ექვემდებარებიან
ადგილობრივ ხელისუფლებას. ამავე დროს ადგილობრივმა ბიუჯეტებმა აქტიური მონაწილეობა
უნდა მიიღონ ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის დასაქმების დონის ზრდაში.

1
https://matsne.gov.ge/ka/document/view/91006?publication=42საქართველოს საბიუჯეტო
კოდექსი

6
2.თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტის შედგენის პროცესი

ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესი კანონით განსაზღვრული


ხელისუფლების ორგანოების საქმიანობაა, რომელიც მოიცავს ადგილობრივი ბიუჯეტების
მომზადებას, წარდგენას, განხილვას, დამტკიცებას, ბიუჯეტის შესრულებასა და კონტროლს. იგი
მოიცავს საბიუჯეტო საქმიანობის ერთმანეთით განპირობებულ და მჭიდროდ
2
ურთიერთდაკავშირებულ ოთხ სტადიას:

 ბიუჯეტის პროექტის შედგენა


 ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება
 ბიუჯეტის შესრულება
 ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის შედგენა და მისი დამტკიცება

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი ყოველწლიურად უნდა შედგეს და


დამტკიცდეს. ყოველი საბიუჯეტო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს, ამიტომ იგი 1 იანვარს
იწყება და ამავე წლის 31 დეკემბერს მთავრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი წლის 1 იანვარს
ადგილობრივი თვითმმართველობა ახალი დამტკიცებული ბიუჯეტით უნდა შეხვდეს. რაც
შეეხება, საბიუჯეტო პროცესს, ის 2 წლის განმავლობაში გრძელდება. იგი იწყება საბიუჯეტო წლის
დაწყებამდე 10 თვით ადრე (ანუ 1 მარტს) ბიუჯეტის პროექტის მომზადებით და მთავრდება
საბიუჯეტო წლის მომდევნო წლის (არაუგვიანეს) 1 მაისს, ბიუჯეტის შესრულების შესახებ
ანგარიშის დამტკიცებით.
საბიუჯეტო პროცესი იწყება 1 მარტს, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის
პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადებით. ეს დოკუმენტი არის ადმინისტრაციული
ერთეულების განვითარების ძირითადი გეგმა და მასში ასახულია ინფორმაცია საშუალოვადიანი
განვითარების გეგმების შესახებ. ამ დოკუმენტს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის
აღმასრულებელი ორგანო, შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან
კონსულტანციით. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტს წარუდგენს ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს და ფინანსთა სამინისტროს, დასაგეგმი
საბიუჯეტო წლის, არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.
წარმოგიდგენთ საბიუჯეტო პროცესის მიმდინარეობის ეტაპებს ადგილობრივი
თვითმმართველობის აღმასრულებებლი და წარმომადგენლობითი ორგანოების კომპეტენციის
მიხედვით:
 ბიუჯეტის პროექტის დაგეგმვა-მომზადება - აღმასრულებელი ორგანო;

2
https://matsne.gov.ge/ka/document/view/91006?publication=42საქართველოს საბიუჯეტო
კოდექსი

7
 ბიუჯეტის პროექტის წარდგენა - მუნიციპალიტეტის მერი/გამგებელი;
 ბიუჯეტის პროექტის განხილვა - წარმომადგენლობითი ორგანო;
 ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება - წარმომადგენლობითი ორგანო;
 დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების პროექტების მომზადება-
აღმასრულებელი ორგანო;
 დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების წარდგენა - მუნიციპალიტეტის
მერი/გამგებელი;
 წარმოდგენილი ცვლილებებისა და დამატებების პროექტების დამტკიცება -
წარმომადგენლობითი ორგანო;
 დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულება და მისი ანგარიშგების პროექტების მომზადება -
აღმასრულებელი ორგანო;
 ბიუჯეტის შესრულების კონტროლი - წარმომადგენლობითი ორგანო;
 შესრულებული ბიუჯეტის ანგარიშის დამტკიცება - წარმომადგენლობითი ორგანო.

ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო. საქართველოს ფინანსთა


სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, ფორმით და ვადებში, ადგილობრივი თვითმმართველობის
ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს ფინანსთა სამინისტროს. ფინანსთა სამინისტრო,
თავის მხრივ, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს საბიუჯეტო წლის დაწყებამდე აცნობებს
საგადასახადო შემოსავლების ყოველკვარტალურ გეგმებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და წარდგენა -


ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა, განხილვა და დამტკიცება ეფუძნება
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონით, „საქართველოს საბიუჯეტო
კოდექსით“ და სხვა საკანონმდებლო-ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ წესს.
ბიუჯეტის პროექტთან ერთად თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს
წარედგინება ადგილობრივი თვითმმართველობების პრიორიტეტების დოკუმენტი. აღნიშნული
დოკუმენტი წარმოადგენს თვითმმართველობის განვითარების ძირითად საშუალოვადიან გეგმას.
თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტს ადგენს აღმასრულებელი ორგანო
შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციასთან კონსულტაციით.
ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტების დოკუმენტი მოიცავს ინფორმაცია:
 ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შესახებ;
 აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილობრივი თვითმმართველობის
პრიორიტეტებს;
 პრიორიტეტების მისაღწევად განსახორციელებელ ძირითად პროგრამებს და ღონისძიებებს
დაფინანსების ოდენობით, მათ მიზნებსა და შედეგებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება -


ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის საჯაროობისა და გამჭირვალობის პრინციპის
უზრუნველსაყოფად, წარმომადგენლობით ორგანოში ბიუჯეტის პროექტის წარდგენიდან

8
არაუგვიანეს 5 დღისა, ის უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვისთვის საზოგადოებისთვის
ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით.
წარმომადგენლობითი ორგანო საჯაროდ იხილავს ბიუჯეტის პროექტს და ახალი საბიუჯეტო
წლის დაწყებამდე, სიითი უმრავლესობით ღებულობს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის დამტკიცების
შესახებ. იმ შემთხვევაში თუ წარმომადგენლობით ორგანოს აქვს შენიშვნები წარმოდგენილ
ბიუჯეტის პროეტთან დაკავშირებით, არაუგვიანეს 25 ნოემბრისა, ბიუჯეტის პროექტს უბრუნებს
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გამგებელს/მერს, ბიუჯეტის პროექტში შესაბამისი
შესწორების შეტანისთვის. გამგებელი/მერი, არაუგვიანეს 10 დეკემბრისა ბიუჯეტის პროექტის
იმავე ან შესწორებულ ვარიანტს უბრუნებს წარმომადგენლობით ორგანოს - საკრებულოს.
საკრებულოს მიერ განხილვისას ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს
მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მერთან შეთანხმებით. თუ საკრებულომ არ
დაამტკიცა თვითმმართველი ერთეულის გამგებლის/მერის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის
შესწორებული ვარიანტი ან გამგებლის/მერის მირ საკრებულოს შენიშვნების გაუზიარებლობის
შემთხვევაში - ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი რედაქცია, საკრებულო უფლებამოსილია სიითი
შემადგენლობის 3/5_ით დაამტკიცოს საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს სიითი
შემადგენლობის არანაკლებ 1/3 - ის მიერ ინიცირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც
გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ საკრებულოს მიერ გამგებლისთვის/მერისთვის
გაგზავნილი შენიშვნები ან მათი ნაწილი.
ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს
ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს შესაბამისად საკრებულოს
და მერს ვადამდე უწყვეტს უფლებამოსილებას და შემოიღებს პირდაპირ სახელმწიფო
მმართველობას. ასეთ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტს
პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის/ორგანოს
წარდგინებით ამმტკიცებს საქართველოს მთავრობა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ბიუჯეტის
პროექტის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე ბიუჯეტი უნდა გამოქვეყნდეს
საინფორმაციო საშუალებებით, რათა ის ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოების ყველა ფენის
წარმომადგენლებისთვის.

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულება - ბიუჯეტის


შესრულება ნიშნავს დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯვას წესებისა და პროცედურების დაცვით,
ასევე ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებას. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის
ბიუჯეტის შესრულებას უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი
ორგანო.
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 15
დღისა, ადგილობრივი თვითმმართველობის საფინანსო ორგანო ამზადებს ბიუჯეტის კვარტალურ
ან ყოველთვიურ გაწერას, საჯარო ფინანსების მართვის ელექტორნული სისტემის მეშვეობით.
თითოეულ მხარჯავ დაწესებულებას აწვდის ინფორმაციას მისთვის გამოყოფილი ასიგნების
შესახებ. საბიუჯეტო ორგანიზაციები აწარმოებენ ბიუჯეტის ასიგნებით გათვალისწინებულ
9
გადახდებს და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელნი არიან შემოსავლების
აკრეფაზე.
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საკასო შესრულება ხდება სახაზინო
მომსახურების პრინციპით, საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის აღრიცხვა, ანგარიშგება, აუდიტი და


შესრულების ანგარიშის დამტკიცება - ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ანგარიშის
ოპერირებასა და კონტროლს, ამ ანგარიშიდან თანხების მოძრაობას, ახორციელებს მხოლოდ
თვითმმართველობის საფინანსო ორგანო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საფინანსო ორგანო ახორციელებს, ყველა საბიუჯეტო
საწესებულების დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გაწეული ხარჯების
აღრიცხვას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით გადახდების ყველა ეტაპზე, ასევე აღრიცხავს
საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით ბიუჯეტში აკუმულირებულ ყველა შემოსავალს.
ადგილობრივი თვითმმართველობის საფინანსო ორგანო ყოველი თვის დასრულებიდან
არაუგვიანეს 10 დღის ვადაში ამზადებს ყოველთვიურ ანგარიშს, სადაც ასახულია
თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის, გადასახდელებისა და შემოსულობების, ნაშთის
ცვლილების და მთლიანი სალდოს შესახებ ინფორმაცია.
ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის შესრულების კონტროლი არის
წარმომადგენლობითი ორგანოს განსაკუთრებული უფლებამოსილება. საკრებულო მინიმუმ
კვარტალში ერთხელ აფასებს დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და
ღონისძიებების განხორციელებას. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო
წარმომადგენლობით ორგანოს წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას
ნაზარდი ჯამით. ის მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილების და მთლიანი
სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმიურ მაჩვენებლებთან.
ეს პროცედურა სრულდება ყოველი კვარტლის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, აღმასრულებელი ორგანოს მიერ, საბიუჯეტო წლის
დამთავრებიდან არაუგვიანეს 2 თვისა, განსახილველად უნდა წარედგინოს წარმომადგენლობით
ორგანოს. ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დამტკიცებამდე უნდა გამოქვეყნდეს საჯარო
განხილვისთვის. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო,
ადგილობრივი თვითმმართველი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან გამომდინარე, საჯაროდ
იხილავს და აფასებს ბიუჯეტის შესრულებას და აუგვიანეს 1 მაისისა ღებულობს გადაწყვეტილებას
მისი დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის თაობაზე.
ამ პროცედურების გათვალისწინებით წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული
ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და აუდიტორიული დასკვნა არის საჯარო ინფორმაცია და
ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის.

10
3.ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლის წყაროები

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში მობილიზებული ფინანსური


რესურსების ერთობლიობა წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის
შემოსულობებს. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ ბიუჯეტის შემოსულობებს განმარტავს,
როგორც საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში მიღებული ფულადი სახსრების ერთობლიობას, რაც
უზრუნველყოფს ბიუჯეტის გადასახდელების (ხარჯების) დაფინანსებას. ადგილობრივი
თვითმმართველობის საბიუჯეტო შემოსულობები შედგება, საქართველოს შესაბამისი
კანონმდებლობით გათვალისწინებული, სხვადასხვა წყაროდან მიღებული შემოსავლებიდან.
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 66-ე მუხლის თანახმად, ადგილობრივი საბიუჯეტო
შემოსულობები შედგება საკუთარი და არასაკუთარი შემოსულობებისგან.
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებია:3
 ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები;
 გათანაბრებითი ტრანსფერი;
 საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა არასაგადასახადო
შემოსულობები;

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არასაკუთარი შემოსავლებია:


 სპეციალური ტრანსფერი;
 მიზნობრივი ტრანსფერი;
 კაპიტალური ტრანსფერი;
 საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა არასაგადასახადო
შემოსულობები;
ბიუჯეტის შემოსულობების სწორი და სრული აღრიცხვისთვის საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანებით შედგენილია საბიუჯეტო კლასიფიკაცია. მასში კანონით დადგენილი
გადასახადები და ბიუჯეტის სხვა შემოსულობები იყოფა ცალკეულ ჯგუფებად გარკვეული
კრიტერიუმების, ნიშნებისა და სპეციფიკის მიხედვით. ამდენად, შემოსულობების კლასიფიკაცია
შედგება ოთხი ძირითადი ნაწილისგან, რომლებიც თავის მხრივ იყოფა სხვადასხვა ჯგუფებისა და
ფუნქციების მიხედვით.
ბიუჯეტის შემოსულობები კლასიფიკაციის შესაბამისად მოიცავს: შემოსავლებს,
არაფინანსური და ფინანსური აქტივების კლებიდან მიღებულ შემოსავლებს და ვალდებულებების
ზრდის შედეგად მიღებულ შემოსავლებს.
ადგილობრივი გადასახადიდან მიღებული შემოსავლები - „საქართველოს საგადასახადო
კოდექსის“ თანახმად, მხოლოდ ქონების გადასახადი განეკუთვნება ადგილობრივ გადასახადს და
შესაბამისად ქონების გადასახადის სახით მობილიზებული სახსრები მთლიანად ჩაირიცხება
ადგილობრივ ბიუჯეტში. აღსანიშნავია, რომ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ქონების

3
https://matsne.gov.ge/ka/document/view/91006?publication=42საქართველოს საბიუჯეტო
კოდექსი

11
გადასახადის შემოღების უფლებამოსილებაც აქვს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის
წარმომადგენლობით ორგანოს - საკრებულოს.
გრანტები - გრანტები თავის მხრივ იყოფა შემდეგ ჯგუფებად: საერთაშორისო
ორგანიზაციიდან მიღებული გრანტები, უცხო ქვეყნის მთავრობებიდან მიღებული გრანტები და
სხვა დონის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებიდან მიღებული გრანტები. ცენტრალური
ბიუჯეტიდან თვითმმართველობებზე გასაცემი ტრანსფერები თავის მხრივ დიფერენცირებულია
მათი მიზნობრიობის მიხედვით: გათანაბრებითი, მიზნობრივი, კაპიტალური და სპეციალური.
გათანაბრებითი ტრანსფერი - საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელების
უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისთვის სახელმწიფო
ბიუჯეტიდან „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“ დადგენილი ფორმულის შესაბამისად
გამოყოფილი თანხები, რომელთა გამოყენების მიმართულებებს დამოუკიდებლად განსაზღვრავს
თვითმმართველი ერთეული. თუმცა, 2019 წლის პირველი იანვრიდან მუნიციპალიტეტები აღარ
ღებულობენ გათანაბრებით ტრანსფერს და მის ნაცვლად ღებულობენ დღგ-ს ნაწილს, რომელიც
შემდეგნაირად ინგარიშება: კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ საქართველოს
მუნიციპალიტეტებს გადაეცემათ მთლიანად აკრებილი დღგ-ს 19%.
მიზნობრივი ტრანსფერი - დელეგირებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მიერ საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან ან/და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებიდან ფინანსური
დახმარების სახით მიღებული სახსრები.
კაპიტალური ტრანსფერი - კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების
ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია ტრანსფერის
მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან.
სპეციალური ტრანსფერი - სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის
კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების
(ზიანის) სალიკვიდაციოდ. აგრეთვე სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ბიუჯეტებს
შორის გაწეული ფინანსური დახმარება.
სხვა შემოსავლები - მოიცავს: თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების
გამოყენებიდან მიღებულ შემოსავლებს; ადგილობრივ მოსაკრებლებს, ჯარიმებიდან, სანქციებიდან
და საურავებიდან მიღებულ შემოსავლებს და სხვა არაკლასიფიცირებულ შემოსავლებს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები
აღიქმება როგორც წლის განმავლობაში ყველა წყაროდან „შემოსასვლელი“ ფული. შემოსულობა
შეიძლება მიღებული იქნას არაფინანსური აქტივების (აქ ძირითადად იგულისხმება ქონება,
რომელიც გააჩნია ადგილობრივ თვითმმართველობას) რეალიზაციით. მაგალითად:
ადგილობრივმა თვითმმართველობამ ჩამოწერა ან გაყიდა მის საკუთრებაში არსებული
სატრანსპორტო საშუალება 20 000 ლარის ოდენობით. ამ ოპერაციით მართალია ხდება თანხის
მიღება, მაგრამ სხვა აქტივის ( სატრანსპორტო საშუალების) რეალიზაციის ხარჯზე. სწორედ აქედან
მიღებული შემოსავალი აღირიცხება არაფინანსური აქტივების კლების მუხლში.

12
თუ ადგილობრივი თვითმმართველობას ადრე გაცემული ქონდა სესხი 10 000 ლარის
ოდენობით და მიმდინარე წელს უბრუნებენ მის მიერ გაცემულ სესხს, მაშინ მისი ფინანსური
აქტივები მცირდება. შესაბამისად აქაც აღნიშნული შემოსულობა (ფული) აღირიცხება ფინანსური
აქტივების კლების მუხლში.
შემოსულობა (ფული) აგრეთვე შეიძლება მიღებულ იქნეს ვალდებულების აღებით.
მაგალითად, სესხის აღება. ამ შემთხვევაში, იმატებს ვალდებულება და მის ხარჯზე შემოდის
ბიუჯეტში თანხა. ვალდებულების ზრდით მიღებული შემოსულობა ვერ ჩაითვლება შემოსავლად,
რადგან მსგავსი შემოსულობები დროთა განმავლობაში გასასტუმრებელია. შესაბამისად, ბიუჯეტში
სესხის არებით მიღებული სახსრები აღირიცხება ვალდებულებების ზრდის მუხლში.
ადგილობრივი მოსაკრებლების ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებში ასახვას,
მოსაკრებლის სახეობას, ოდენობას, შემოღების წესს და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-
მოვალეობებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“,
რომელიც თავის მხრივ ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და „მოსაკრებლის სისტემის
საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონს.
აღნიშნული კანონის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებელი სრულად აკუმულირდება
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული
პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ დაწესებული ვადის მიხედვით
ან მის გარეშე. კანონით განსაზღვრული ძირითადი მოსაკრებლის სახეობებია:

 მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის;


 დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი;
 სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი;
 მოსაკრებელი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის
ნებართვისთვის;
 მოსაკრებელი სპეციალური შეთანხმების გაცემისთვის;
 კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის
მოსაკრებელი;
 საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი;

ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღებაზე პასუხისმგებელნი არიან, ადგილობრივი


თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურები. ბიუჯეტის შემოსულობების ზუსტი აღრიცხვა
უზრუნველყოფს ბიუჯეტის გადასახდელების რაციონალურ დაგეგმვას და მის ეფექტიან
გამოყენებას ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის.

განვიხილოთ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბოლო 5 წლის შემოსავლები (2015, 2016, 2017,


2018, 2019 წლებში),რომლებიც ასახული ცხრილში და გავაანალიზოთ თუ რის ხარჯზე
ახორციელებს იგი საკუთარ უფლება-მოსილებებს. კერძოდ, დავადგინოთ თუ რა თანხას იღებს ის
სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვადასხვა ტრანსფერების სახით,ასევე დავაკვირდეთ საკუთარი
შემოსავლების რაოდენობას და გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები.

13
2015 2016 2017

მათ შორის მათ შორის მათ შორის

მიღებული ტრანსფერებისახელმწიფო ბიუჯეტიდან


სახელმწიფო ბიუჯეტიდან

სახელმწიფო ბიუჯეტიდან
მიღებული ტრანსფერები

მიღებული ტრანსფერები
საკუთარი შემოსავლები

საკუთარი შემოსავლები

საკუთარი შემოსავლები
დასახელება
სულ
სულ სულ

შემოსავლები 16 357,2 7 048,5 9 308,7 14 353,4 4254,3 10 099.1 16 176,2 2 789,0 13 387,2
გადასახადები 1 192,0 0,0 1 192,0 2 625,0 0,0 2 625,0 3 309,2 0,0 3 309,2

გრანტები 13 398,7 7 048,5 6 350,2 10 050,3 4 254,2 5 796,0 8 441,4 2 789.0 5 652,4

სხვა შემოსავლები 1 766,5 0,0 1 766,5 1 678,1 0,0 1 678,1 4 425,6 0,0 4 425,6

ცხრილი1 4

ცხრილი 1.1

2018 2019

მათ შორის მათ შორის


ბიუჯეტიდან მიღებული

ბიუჯეტიდან მიღებული
საკუთარი შემოსავლები

საკუთარი შემოსავლები
ტრანსფერები

ტრანსფერები
სახელმწიფო

სახელმწიფო

დასახელება
სულ სულ

შემოსავლები 16 360,7 4 459,5 11 901,2 12 130,0 170,0 11 960,0

გადასახადები 2 829,0 0,0 2 829,0 9 981,3 0,0 9 981,3

გრანტები 9 965,7 4 459,5 5 506,2 170,0 170,0 0,0

სხვა შემოსავლები 3 566,1 0,0 3 566,1 1 978,7 0,0 1 978,7

თუ ცხრილის მიხედვით ვიმსჯელებთ, შევნიშნავთ, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის


შემოსავლებში სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერების წილი საკმაოდ მაღალია.
ეს განსაკუთრებით შეინიშნება 2015 წელს, როცა მთლიანი შემოსავლების თითქმის ნახევარი

4
www.matsne.gov.ge - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური ვებ-გვერდი
14
შეივსო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯზე. ეს მიუთითებს
მუნიციპალიტეტის ფინანსური დამოუკიდებლობის დაბალ ხარისხზე, რაც თავისთავად
მიუთითებს იმას, რომ საქართველოში მუნიციპალიტეტების მიერ უფლება-მოსილებების
შესრულება მეტწილად დამოკიდებულია ცენტრალური ხელისუფლების კეთილ ნებაზე.
თუმცა, ბოლო წლის მიხედვით, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერების
რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა საკუთარი შემოსავლების გაზრდის ხარჯზე. ეს
დეცენტრალიზაციისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ
რამდენად მოახერხებენ მუნიციპალიტეტები ამ პირობებში სათანადოდ განახორციელონ
უფლებები და გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, სხვა საკითხია.

4.ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ხარჯები

15
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის პროგნოზირების შემდეგ, უნდა მოხდეს ხარჯვითი
ნაწილის ( გადასახდელების დაანგარიშება) შედგენა. გადასახდელების დადგენა მნიშვნელოვანი
ამოცანაა ადგილობრივი თვითმმართველობისათვის, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული, თუ
როგორ მოხდება საბიუჯეტო რესურსების გამოყენება მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული
სფეროების დასაფინანსებლად. ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა განახორციელონ
კომპეტენციების შესაბამისი ხარჯვა, ანუ საბიუჯეტო სახსრები უნდა გამოიყენონ საკუთარი და
დელეგირებული უფლებამოსილებების დასაფინანსებლად.
ადილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით
გათვალისწინებული საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისთვის დასაფინანსებელი
პროგრამების და ხარჯების მიმართულებებს, აგრეთვე მათ ოდენობებს. მაშინ, როდესაც
დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებისას განსხვავებულია ხარჯების
მიზნობრიობის წესი. დელეგირებული უფლებამოსილებებისთვის ადგილობრივ
თვითმმართველობებს გადაეცემათ მიზნობრივი ტრანსფერი, რომელიც მხოლოდ ამ
უფლებამოსილებებისთვის უნდა იქნეს გამოყენებული. ანალოგიური მდგომარეობაა კაპიტალური
და სპეციალური ტრანსფერის შემთხვევაშიც. მათაც მიზნობრიობა გაჩნიათ და მისი გამოყენებაც
მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული ღონისძიებებისა თუ პროგრამების დასაფინანსებლად
შეიძლება იქნას გამოყენებული.
ბიუჯეტის გადასახდელები არის ბიუჯეტის ანგარიშიდან გასაცემი ყველა სახის ფულადი
სახსრების ერთობლიობა. იგი წარმოადგენს ადგილობრივი ამოცანებისა და ფუნქციების
გნახორციელების მიზნით გამოყენებულ ყველა ფულად სახსრებს. ბიუჯეტის გადასახდელების
აღრიცხვისა და ანალიზისთვის შემუშავებულია კლასიფიკაციის სისტემა. ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისათვის საბიუჯეტო კლასიფიკაცია მოიცავს: ხარჯების
ეკონომიკურ, ფუნქციონალურ და ორგანიზაციულ კლასიფიკაციას.
ეკონომიკურ კლასიფიკაციაში ბიუჯეტის გადასახდელები დაჯგუფებულია ხარჯების
სახეების მიხედვით. აღნიშნული კლასიფიკაციით შესაძლებელია შეფასდეს დასახული მიზნების
განსახორციელებლად დაგეგმილი ხარჯების სისწორე და მიზნობრიობა. გადასახდელების
ეკონომიკური კლასიფიკაცია მოიცავს შემდეგ ჯგუფებს: გადასახდელები = ხარჯებს +
არაფინანსური აქტივების მატება + ფინანსური აქტივების მატება + ვალდებულებების კლება

ხარჯების ჯგუფი თავის მხრივ მოიცავს შემდეგ ქვეჯგუფებს:

 შრომის ანაზღაურება - სადაც ერთიანდება ხელფასი, თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი


სარგო, კომპენსაცია, დანამატი, ჰონორარი, პრემია, ხელფასი სასაქონლო ფორმით და
სოციალური შენატანები.
 საქონელი და მომსახურება - ერთიანდება შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება, ოფისის
ხარჯები, მივლინებები, წარმომადგენლობითი ხარჯები, კვების, სამედიცინო ხარჯები,
რბილი ინვენტარის, უნიფორმისა და პირადი ჰიგიენის შეძენის ხარჯები, ტრანსპორტისა და
ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები.

16
 სუბსიდიები - წარმოადგენს საწარმოებსა და ორგანიზაციებზე ბიუჯეტიდან მიმდინარე
მიზნებისთვის გაცემულ ტრანსფერს
 პროცენტი - წარმოადგენს გადასახდელს, რომლის გადახდაც უწევს თვითმმართველობას
აღებული კრედიტისთვის.
 გრანტები - ამ ქვემუხლში აღირიცხება ადგილობრივი ბიუჯეტიდან სხვა ქვეყნის
სახელმწიფოთა მთავრობაზე, საერთაშორისო ორგანიზაციებზე ან სხვა დონის სახელწიფო
ერთეულზე, არასავალდებულლო მიმდინარე ან კაპიტალური ტრანსფერის გაცემა.
სოციალური უზრუნველყოფა - აღირიცხება ის ფულადი ან სასაქონლო ტრანსფერი,
რომელიც ხორციელდება მთელი მოსახლეობის ან მისი გარკვეული ნაწილის სოციალური
რისკებისგან დაცვის მიზნით.
 სხვა ხარჯები - აქ აღირიცხება ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე
სხვადასხვა მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები.

რაც შეეხება ფუნქციონალურ კლასიფიკაციას, ხარჯების ამგვარი დაჯგუფება


გათვალისწინებულია სახელმწიფო ხარჯების საჩვენებლად, რომლებიც მიიმართება ფართო
ეროვნული მიზნების დასაფინანსებლად. ფუნქციონალური კლასიფიკაციის სისტემა მთავრობას
საშუალებას აძლევს დაგეგმოს, გაანაწილოს და გაანალიზოს ხარჯები ძირითადი ფუნქციონალური
კატეგორიების მიხედვით. (მაგ, განათლება, ჯანდაცვა, კულტურა და ა.შ). ორგანიზაციული
კლასიფიკაცია მოიცავს კი გადასახდელებს ორგანიზაციების მიხედვით, რომელიც განისაზღვრება
ბიუჯეტით (მაგ, დასუფთავების სამსახური, ბაგა-ბაღი და ა.შ)
ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ფორმირებისას იქმნება ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯები, აგრეთვე
სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დასაფინანსებლად სარეზერვო ფონდი,
რომლის განკარგვის წესს განსაზღვრავს საკრებულო და რომლის მოცულობა არ უნდა
აღემატებოდეს ბიუჯეტის ხარჯების 2%-ს.
განვიხილოთ წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ხარჯები ბოლო 5 წლის განმავლობაში,
რომელიც ასახულია ცხრილში და გავაანალიზოთ იგი. (მონაცემები აღებულია საქართველოს
საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდიდან)5

დასახელება 2015 2016 2017

5
www.matsne.gov.ge - საქართველოს საკანონმდელბო მაცნეს ოფიციალური ვებ-გვერდი
17
მათ შორის მათ შორის სულ მათ შორის

ფონდებიდან გამოყოფილისახელმწიფო ბიუჯეტის

ფონდებიდან გამოყოფილისახელმწიფო ბიუჯეტის

ფონდებიდან გამოყოფილისახელმწიფო ბიუჯეტის

შემოსავლებისაკუთარი
შემოსავლებისაკუთარი

შემოსავლებისაკუთარი
სულ სულ

12 053, 9 551, 10 600,


ხარჯები 2 502,2 1 236,4 9 364,0 8 602,8 244,6 8 358,2
6 4 4
შრომის 2 092, 2
2 164,5 72,1 80,2 2 156,3 1 960,0 71,6 1 888,4
ანაზღაურება 5 236,4

საქონელი და 1 352,
1 368,0 15,4 1 034,4 14,5 1 019,9 1 015,2 19,8 995,4
მომსახურება 6

ძირითადი
კაპიტალის 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 00
მომსახურება

პროცენტი 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 0,0

4 400,
სუბსიდიები 4 460,5 59,9 4 324,8 67,0 4 257,8 4 143,7 68,0 4 075,7
6

გრანტები 215,0 0,0 215,0 270,3 0,0 270,3 1,1 0,0 1,1

სოციალური
998,8 2,0 996,8 1 183,8 2,5 1 181,3 899,4 5,1 894,3
უზრუნველყოფა

სხვა ხარჯები 2 846,8 2 352,9 493,9 1 550,5 1 072,3 478,3 583,4 80,2 503,2

ცხრილი 26

2018 2019
დასახელება
სულ მათ შორის სულ მათ შორის

6
www.matsne.gov.ge - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური ვებ-გვერდი
18
სახელმწიფო ბიუჯეტის

ფონდებიდან გამოყოფილი
სახელმწიფო ბიუჯეტის
შემოსავლებისაკუთარი

შემოსავლებისაკუთარი
ფონდებიდან გამოყოფილი

ტრანსფერები
ხარჯები 10 078,6 329,8 9 748,8 10 577,1 170,0 10 407,1

ტანსფერები
შრომის
2 182,3 72, 2 109,9 2 222,4 78,6 2 143,8
ანაზღაურება
საქონელი და
1 204,7 25,8 1 178,8 1 215,8 19,0 1 196,8
მომსახურება

ძირითადი
კაპიტალის 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 0,0
მომსახურება

პროცენტი 52,5 0,0 52,5 49,0 0,0 49,0

სუბსიდიები 5 202,2 68,0 5 134,2 5 830,9 69,5 5 761,4


გრანტები 11,7 0,0 11,7 1,2 0,0 1,2
სოციალური
უზრუნველყოფ 981,2 3,8 977,4 942,0 2,9 939,1

სხვა ხარჯები 444,2 159,9 284,3 315,9 0,0 315,9
ცხრილი 2.1

თუ ცხრილის მიხედვით ვიმსჯელებთ, შევამჩნევთ, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტები


თავიანთ სახსრების უმეტესობას ახმარენ სუბსიდიებსა და შრომის ანაზღაურებას. სოციალური
უზრუნველყოფისთვის კი იგი თითქმის ყოველ წელს დაახლოებით მილიონ ლარს ხარჯავს, თუ არ
ჩავთვლით 2016 წელს. იმ სოციალურ ფონზე, რაც მოსახლეობაში არსებობს, მნიშვნელოვნად
მიგვაჩნია, რომ სოციალურ უზრუნველყოფას დაეთმოს მეტი ფინანსები. ასევე როგორც ირკვევა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტს 2019 წლის გარდა არ აუღია კრედიტი, შესაბამისად არ იხდის
პროცენტს.

დასკვნა

დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტერიტორიულ ჭრილში, ადგილობრივი


ფინანსების ბიუჯეტის მნიშვნელობა საერთო სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას იძენს, ქვეყანაში
19
სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების და სახელმწიფო სახსრების გადანაწილების
თვალსაზრისით, ასევე ქვეყნის წინაშე არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების
დაძლევის მიზნით. რეგიონები სულ უფრო მეტად ემსგავსებიან რეალურ ეკონომიკურ სუბიექტებს,
თავიანთი ფინანსური პოტენციალით, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ფუნქციის შესრულების
მიზნით. როგორც მსოფლიო პრაქტიკამ ცხადყო, სახელმწიფოს განვითარება ფაქტობრივად
წარმოუდგენელია ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების გარეშე, რადგანაც ქვეყნის
ეკონომიკის გაჯანსაღების საქმეში მნიშვნელოვან როლს სწორედ ისინი ასრულებენ. ადგილობრივი
თვითმმართველობების კონკურენტუნარიანობის ამაღლება საწინდარია მუნიციპალიტეტების
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და დასავლეთის განვითარებული
ქვეყნების ადგილობრივ თვითმმართველობებთან მიახლოებისა. მაშასადამე, ადგილობრივი
ფინანსებს უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავს მთლიან საფინანსო სიტემაში. იგი უზრუნველყოფს
რეგიონის პროგრესულ განვითარებასა და ხელშეწყობას, რაც თავისთავად მთლიანი ეკონომიკური
ზრდის საწინდარია.
ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტის შედგენის პროცესი კი მეტად
მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო და ამასთანავე რთული და მრავალეტაპიანი პროცესია. მასში
ჩართულია როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და საკანონმდებლო
ორგანოები (მერია, საკრებულო), ასევე სხვა სახელმწიფო დაწესებულებები (ფინანსთა
სამინისტრო). ბიუჯეტში სწორად უნდა იყოს გაწერილი ის საჭიროებები, რაც რეალურად არსებობს
და შესაბამისად უნდა გადანაწილდეს სახსრები სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად თუ
ამოცანების გადასაჭრელად. სწორად გაწერილი ბიუჯეტი განაპირობებს საქმის სწორად
წარმართვასა და შესრულებას.
საქართველოში მდგომარეობა რთულია. ადგილობრივ თვითმმართველობებს არ გააჩნიათ
დამოუკიდებლობა. ეს პირველ რიგში ეხება ბიუჯეტს. მუნიციპალიტეტები განიცდიან საბიუჯეტო
შემოსავლის სიმწირეს, ანუ შემოსავლების მხრივ არსებობს დეფიციტი. ბიუჯეტები ძირითადად
ივსება სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი ტრანსფერების მეშვეობით. საქართველოში მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად, ცენტრიდან მისაღები ტრანსფერების რაოდენობა გამოხატული
ფულად ერთეულში საკმაოდ მაღალია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს არ ჰყოფნით საკუთარი შემოსავლები ადგილობრივი
პრობლემების გადასაწყვეტად. ისინი არ არიან დამოუკიდებელნი და მნიშვნელოვანწილად
ცენტრალური ბიუჯეტის კეთილგანწყობაზე არიან დამოკიდებულნი. ევროპული გამოცდილება
გვეუბნება, რომ ყოველწლიურად უნდა შემცირდეს ცენტრიდან მისაღები ტრანსფერების
რაოდენობა ადგილობრივი შემოსავლების გაზრდის კვალობაზე. თუ მუნიციპალიტეტებს არ
ექნებათ საჭირო ქონება და ფინანსები, მაშინ კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების
შესრულებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. საქართველოს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების
მთლიან შემოსავლებში საკუთარი შემოსავლის წილი შეადგენს 20-25%-ს, ხოლო დანარჩენი 75-80%
ცენტრალური ხელისუფლებიდან მიღებული დახმარებებია. შედარებისთვის, ევროპაში
ანალოგიური მონაცემები შეადგენს შემდეგს: ადგილობრივი შემოსავლის წილი - 50-55%, ხოლო
ცენტრალური ხელისფლებიდან მიღებული ტრანსფერები 45-50%.
იმ შემთხვევაში, თუ გავიზიარებთ ევროპულ გამოცდილებას და მივუსადაგებთ ევროპაში
აპრობირებულ მოდელს საქართველოს მუნიციპალიტეტებს, მაშინ ჩვენი ადათ-წესების, სხვადასხვა
20
სახის რესურსების, შესაძლებლობების და თავისებურებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად
გაიზრდება საქართველოს მუნციპალიტეტების როლი ქვეყნის საერთო ეკონომიკაში, რაც
მომავალში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტების კონკურენტუნარიანობის ზრდას და
საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ლოსაბერიძე დ., კანდელაკი კ., აბულაძე მ., ადგილობრივი ფინანსები თბ., 2016

21
2. ჯიბუტი ა., კაკულია რ., ბახტაძე ლ., საჯარო ფინანსები, თსუ, თბ., 2009
3. კაკულია რ., ფინანსების თეორია, თბ., 2004
4.https://matsne.gov.ge/ka/document/view/91006?publication=42საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
5. www.matsne.gov.ge - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური ვებ-გვერდი
6. www.mof.ge - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი

22

You might also like