You are on page 1of 6

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნინო დეისაძე,მაია ლომიძე


მეცნიერ ხელმძღვანელი-თამთა ჭეიშვილი,ისტორიის დოქტორი
Akaki Tsereteli State University
Nino Deisade,Maia lomidze
Supervizor-Tamta Tcheishvili,Doctor of History

ნიკო ნიკოლაძე კაპიტალიზმის განვითარების შესახებ


საქართველოში
Niko Nikoladze about development of capitalism in Georgia

The theme of our conference is about Niko Nikoladze and his ideas about development
of capitalism in Georgia. Niko Nikoladze was famous Georgian publicist, economist,
public and political man in the 19 th century. We will discuss his thoughts and ideas
about economical development of country. He thougt that trade was the best way to
improve economics. He said:”Nothing is shameful in the world besides idleness. Trade
is as respectable as other labour”.
In adittion to this, Niko Nikoladze thought that export was very important. If you want
your country to be indipendent and free, it is necessary it would be economically
resurgent. So it is important to export more,than import.
Niko Nikoladze considered that mineral getting,railway and hydro-electric power
stations building was very useful and important for country’s currency. He did his bit
for establishment Banks with Ilia Chavchavadze
So, Niko Nikoladze was very important and respactable person of our country.He did
his bit for development of Georgia as deputy,as diplomat, as economist,as author and
maker of many important and big projects.
საკვანძო სიტყვები:

ეკონომიკა

მრეწველობა

ვაჭრობა

ბანკები

ეკონომიკური კეთილდღეობა

ვალუტა

ბუნებრივი რესურსები

ბურჯუაზია

კაპიტალი

ექსპორტი და იმპორტი
ნიკო ნიკოლაძე დიდი მასშტაბის პუბლიცისტი, პროგრესულად მოაზროვნე, საზოგადო
და ეროვნული მოღვაწე იყო, რომელიც გასცდა ეროვნულ ჩარჩოებს და საყოველთაო
აღიარება ჰპოვა. ნ.ნიკოლაძემ თავისი მოღვაწეობის ასპარეზად მსოფლიო პოლიტიკური
აზროვნების არენა აირჩია და წარმატებითაც გაართვა თავი. თავისი ერუდიციის გამო,
იგი ერთბაშად რუსეთისა და მთელი ევროპის საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრში
მოექცა. “დროს გასწრებული მოაზროვნე“ - ნიკო ნიკოლაძე დიდი ენთუზიაზმით
ეხმიანებოდა მსოფლიოში მიმდინარე ყველა პროცესს და მყის ებმებოდა მასში,
სწავლობდა და სწორად, ხშირად კრიტიკულად აშუქებდა ყველა პოლიტიკურ
მოვლენას.
ეპოქამ ნიკო ნიკოლაძეს დიდი ტვირთი დააკისრა , ამიტომ მისი მოღვაწეობაც ,
ეპოქასთან კავშირში, კონკრეტულ-ისტორიულ მოვლენებთან ურთიერთობაში უნდა
განვიხილოთ. იმ სოციალურ-ეკონომიკურ ამოცანებთან მჭიდრო კავშირში, რომელიც
საზოგადოებრივი განვითარების ობიექტურმა მსვლელობამ წამოაყენა.
1861 წლის რეფორმამ ბატონყმობის გაუქმების შესახებ ბიძგი მისცა მეურნეობის
კაპიტალისტურ განვითარებას. ცხოვრება სწრაფი ტემპით მიემართებოდა
კაპიტალისტური განვითარების გზით - იბადება მრეწველობა, ქალაქები, აღებ-
მიცემობა, ახალი კლასები და ა.შ. ბუნებრივია, სოციალურ-ეკონომიკურ ცვლილებებს,
რომელიც ცხოვრებაში მოხდა, მოჰყვა ცვლილებები აზროვნებაში, იდეოლოგიაში.
სწორედ ამ ცვლილებების შედეგი იყო ის გონებრივი მოძრაობა, რომელსაც ადგილი
ჰქონდა 1860-იანი წლების საქართველოში. სწორედ ასეთ ვითარებაში გამოდის
პოლიტიკური მოღვაწეობის ასპარეზზე ახალი თაობის ინტელიგენცია, რომელიც
თავისი აზროვნებით, პოლიტიკური მრწამსით, პროგრამული მოთხოვნებით და
პრაქტიკული საქმიანობით ახლადშობილ, ახალგაზრდა ბურჟუაზიას ამოუდგა
გვერდით. სწორედ ამ თაობას მიეკუთვნებოდა „თერგდალეულები“, მათ შორის ნიკო
ნიკოლაძე.
ნიკო ნიკოლაძისა და საერთოდ თერგდალეულთა პროგრამულ შეხედულებებში,
მჭიდროდ არიან დაკავშირებული და ერთმანეთზე გადაჯაჭვული ხალხის
ეკონომიკური კეთილდღეობის, პოლიტიკური თავისუფლებისა და ეროვნული
დამოუკიდებლობის საკითხები. ისინი მხარს უჭერდნენ განვითარების კაპიტალისტურ
გზას. ნიკო ნიკოლაძე სამოციანელთა იმ მცირერიცხოვანთა ჯგუფს ეკუთვნოდა,
რომლებმაც ნათლად დაინახეს თავადაზნაურულ-ბატონყმური საქართველოს
აღსასრული. მან მთელი არსებით იგრძნო ახალი საქართველოს დაბადების ეს პროცესი
და ყველაზე ნათლად დაინახა ახალი ბურჯუაზიული ურთიერთობის კანონზომიერება
და მისი დამკვიდრების ისტორიული აუცილებლობა - სწორედ ეს გარემოება დაედო
საფუძვლად მის სამოღვაწეო პროგრამას.
ნიკო ნიკოლაძემ სამრეწველო განვითარების აუცილებლობა და საჭიროება ეროვნული
კუთხითაც განიხილა და 80-იან წლებში მკვეთრად დააყენა საკითხი ეროვნული
კაპიტალის შექმნის შესახებ. მან კარგად დაინახა, რომ ეკონომიკურად ჩამორჩენილი
ქვეყანა ტექნიკურ-ეკონომიკურად უფრო ძლიერი ქვეყნის მონობისთვისაა განწირული
და მისი ექსპლუატაციის მსხვერპლი ხდება. ამიტომ, მას მიაჩნდა, რომ ვისაც ერის
თავისუფლება და დამოუკიდებლობა სურდა, ყურადღება უნდა მიექცია ერის
ეკონომიკური აღორძინებისთვისაც. ნ. ნიკოლაძის აზრით , ბუნებრივი სიმდიდრით
ბარაქიანი ქვეყანა, ტექნიკის უქონლობის გამო ხელუხლებელი იყო, ყველაფერს
უცხოეთიდან ელოდნენ და კაპიტალის გადაქაჩვაც იქით ხდებოდა, თავისი
შემოსავლით უცხოეთს ამდიდრებდენ - ვყიდდით იაფად და ვყიდულობდით ძვირად
ჩვენივე ნედლეულით დამზადებულ საქონელს. გამოსავალი კი მისი აზრით,
მრეწველობისა და აღმშენებლობის განვითარებაში იყო.
ქართული პოლიტიკური აზროვნების ისტორიაში ნიკო ნიკოლაძე ქართული
ბურჟუაზიული ინტელიგენციის მეთაურად და წინამძღოლად არის მიჩნეული.
ქართულ ჟურნალისტიკაში ის ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც ვაჭრობის, აღებ-
მიცემობის განვითარების პროპაგანდას ეწეოდა. იგი ქართველ ახალგაზრდებს
მოუწოდებდა ევაჭრათ, ოღონდ კეთილსინდისიერად. მაგრამ იმ დროში ვაჭრობას
ქართველების უმეტესობა არ კადრულობდა. ნიკო ნიკოლაძე ფიქრობდა, რომ ვაჭრობისა
და მრეწველობის განვითარებით შესაძლებელი იყო კაპიტალიზმის დანერგვა. ვაჭრობა
მას იმ ბერკეტად მიაჩნდა, რომელსაც უნდა შემოებრუნებინა მრეწველობა,
განევითარებინა ადგილობრივი სოფლის მეურნეობა და გაეძლიერებინა ეკონომიკა. იგი
ამბობდა: “სამარცხვინო და სათაკილო ქვეყანაზე მარტო უსაქმურობა და მუქთა პურის
ჭამაა. ვაჭრობა შრომაა და ისევე პატივსაცემია,როგორც ყოველნაირი შრომა. სანამ ჩვენ
არ მოვახერხებთ ისე მოვაწყოთ საქმე, რომ მეტი ღირებულების საქონელი გავიტანოთ,
ვიდრე შემოვიტანოთ მანამდე ჩვენი ვალუტა იქნება სუსტი და დაცემული“.
ქართველ მოაზროვნეთაგან იგი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც წინა პლანზე
წამოსწია პრაქტიკული საკითხები, ერის განვითარებაში საკუთარი წარმოების
აღორძინების აუცილებლობა, ეროვნული ვაჭრობისა და ეროვნული მრეწველობის
განვითარება, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის აუცილებლობა, მეზობელ ქვეყნებთან
კავშირის გაუმჯობესება. საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების
ჩამოყალიბებისათვის გადამწყვეტ ფაქტორად ნ. ნიკოლაძე სამამულო
მაღალგანვითარებული ეკონომიკის ჩამოყალიბებას ასახელებს: “იმ გასაჭირში, როცა არ
გვაბადია წარმოება და არც შემოსავალი,ვერ გვიხსნის ვერავითარი გადასახადი,
წარმოების გაჩაღება არის ერთადერთი ჩვენი ხსნა, უნდა მოვახერხოთ გარეთ მეტი
გავიტანოთ გასაყიდი, ვიდრე უცხოეთს ვთხოვდეთ საყიდ საქონელს. ფინანსური
სამრეწველო კაპიტალი უნდა შეიცვალოს, გაიხსნას უამრავი ფაბრიკა-ქარხანა“.
ნიკო ნიკოლაძე რეალისტი კაცი იყო, ამიტომ სხვებისგან განსხვავებით მან უკეთ
დაინახა მომავალი კაპიტალიზმი, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია, რასაც უნდა
მოჰყოლოდა ადამიანთა ქონებრივი განთავისუფლება და ზნეობრივი ამაღლება, სწამდა,
რომ მთელ საზოგადოებას თანაბრად გაუნაწილდებოდა მეცნიერულ-ტექნიკური
რევოლუციის მთელი სიკეთე, განურჩევლად ეროვნულ-კლასობრივი კუთვნილებისა.
იგი აგრარულ საკითხებშიც უფრო რადიკალური იყო, ვიდრე ილია ჭავჭავაძე.
განსაკუთრებულია ნიკო ნიკოლაძის ღვაწლი ბანკის დაარსებისთვის ბრძოლაში.
ვაჭრობის განვითარების მეხოტბე ბანკს ანიჭებს პრიორიტეტს და სხვადასხვა ტიპის
ბანკების პროგრამებს აცნობს თანამედროვეთ. „1871-1873 წლებში რამდენიმე ყმაწვილს,
რამდენი მეცადინეობა დაგვჭირდა, რომ ილია ჭავჭავაძისთვის სახელმწიფო
სამსახურისთვის ხელი აგვეღებინებინა, ბანკის დაარსება იერიშით აგვეღო, ბანკი
განახლების ბანკად გვექცია და შიგ ჭავჭავაძე ძალდატანებით ქართული საქმის
სათავეში ჩაგვეყენებინაო“ - იგონებდა ნიკო მოგვიანებით.
ნიკო ნიკოლაძე გამუდმებით ფიქრობდა ქვეყანაში სასარგებლო წიაღისეულის
მოპოვებისა და საზღვარგარეთ გატანის საქმეზე, რკინიგზებისა და
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე. მას მიაჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი
ჰიდრორესურსების წყალობით და მათი გეგმაზომიერი ათვისებით შესაძლებელი
იქნებოდა: “აუცილებელი რევოლუცია ეკონომიკურ წეს-წყობაში, რევოლუცია
ფინანსებში, მრეწველობაში. “იგი ჯერ კიდევ XIX საუკუნის 80-იან წლებში წერდა:
“დღესასწაული მოელის ჩვენს მთიან ქვეყანას! აი, მაშინ გაუთენდება აღდგომა ჩვენს
მთებს! რამდენი მთის მდინარე, რამდენი ჩანჩქერი, რამდენი მოძრავი ძალა გვაბადია!ეს
ყველაფერი გამოიყენება. ეს აუარებელ ჩარხებს, მანქანებს აამოძრავებს. მილიონ ოჯახში,
რომელნიც შინაურხელობას, შინაურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან...“
მაშასადამე, ილია ჭავჭავაძისა და მისი მცირე, მაგრამ ძლიერი რაზმის
„თერგდალეულთა“ მიერ დაწყებული საქმე ნიკო ნიკოლაძემ თავისი პოლიტიკური
საქმიანობით განამტკიცა. სწორედ მან „თერგდალეულთა“ „უკანასკნელმა მოჰიკანმა“
მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს გათავისუფლებისა და რესპუბლიკის
დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში , როგორც დეპუტატმა, დიპლომატმა,
მებრძოლმა ჟურნალისტმა და მასშტაბური პროექტების ავტორმა და შემოქმედმა. იგი იყო
ერთ-ერთი პირველი მოაზროვნე, რომელმაც საქართველოს მომავალი ქვეყანაში
კაპიტალიზმის დამკვიდრებასა და განვითარებას დაუკავშირა.

გამოყენებული ლიტერატურა:

ევგენი ბურჯანაძე- „ნიკო ნიკოლაძე“


ზაზა აბზიანიძე - „ნიკო ნიკოლაძე“
მაია დარსაველიძე-„ნიკო ნიკოლაძე დემოკრატიული საქართველოს
მშენებლობის სათავეებთან“.

You might also like