You are on page 1of 4

5.

სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის დასაწყისი საქართველოში


კაპიტალიზმის განვითარებამ საქართველოს სრულიად ახალი სოციალური ძალა – მუშათა
კლასი შემატა. მუშათა ხვედრითი წილი ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობაში მცირე
იყო. საგლეხო რეფორმის შემდეგ მუშათა კლასის რიგებს ძირითადად ავსებდნენ სოფლიდან
ქალაქად წამოსული უმიწოდ ან მცირე მიწის ამარა დარჩენილი გლეხები. მუშათა ძირითადმა
რაოდენობამ ტფილისში მოიყარა თავი. მათ უაღრესად მძიმე პირობებში უხდებოდათ მუ-
შაობა. მძიმე იყო მუშათა მდგომარეობა ბათუმშიც.

მათი ხელფასი ძალზე დაბალი იყო. სხვადასხვა სპეციალობისა და კატეგორიის მუშები


სხვადასხვა რაოდენობის ხელფასს იღებდნენ. თვიური ხელფასი მერყეობდა 8-10 მანეთიდან
30 მანეთამდე. ხშირ შემთხვევაში მუშები ამ ხელფასსაც ვერ იღებდნენ სრულად, რადგან
გავრცელებული იყო ათასგვარი ჯარიმები და დაქვითვები. არ არსებობდა შრომის
კანონმდებლობა, რაც უსამართლოდ დასჯილ მუშებს დაიცავდა თავნებობისაგან.
განსაკუთრებით მცირე ხელფასს უხდიდნენ ქალებს და არასრულწლოვანთ, ბავშვებს,
რომელთა შრომაც ფართოდ იყო გავრცელებული ფაბრიკა- ქარხნებში. ტექნიკური
ჩამორჩენილობისა და მოუწყობლობის გამო ფაბრიკა-ქარხნებში, ტრანსპორტზე თუ
სამთამადნო წარმოებაში ხშირი იყო უბედური შემთხვევები. თითქმის არ არსებობდა
დაზღვევა. უაღრესად მძიმე იყო მუშათა საბინაო პირობებიც.

საქართველოს მუშათა კლასის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა განაპირობებდა


იმ საპროტესტო მოძრაობას, რომლის მაშტაბებიც სულ უფრო იზრდებოდა. ბრძოლის
ძირითადი სახე გაფიცვა იყო. ჯერ კიდევ XIX საუკუნის 70-იან წლებში ტფილისის მუშებმა
შვიდი გაფიცვა მოაწყვეს. 1878 წლის თებერვალში წარმატებას მიაღწიეს ტფილისის
ზეიცერის ფაბრიკის გაფიცულმა მუშებმა. XIX საუკუნის 80-იან წლებში განსაკუთრებით
ფართო მასშტაბისა იყო ამიერკავკასიის რკინიგზის ტფილისის მთავარი სახელოსნოების
მუშათა გაფიცვა. იგი რამდენსამე კვირას გრძელდებოდა. გაფიცულებმა ცხრა მუხლისაგან
შემდგარი მოთხოვნები წამოაყენეს. საქმეში ჩაერთო პოლიცია, გუბერნატორი, მაგრამ
გაფიცულებიც შეუპოვრად დადგნენ თავიანთ პოზიციაზე. თუმცა, საბოლოოდ გაფიცვა
მაინც მარცხით დამთავრდა.

XIX საუკუნის 90-იან წლებში მუშათა მოძრაობამ საქართველოში უფრო ორგანიზებული


ხასიათი მიიღო. მოძრაობასთან დაკავშირებას ცდილობდნენ საქართველოში წარმოქმნილი
სოციალურ-დემოკრატიული ორგანიზაციები, თუმცა ამას ნაკლებად ახერხებდნენ. 1894-1896
წლებში მოწყობილი ტფილისის რკინიგზის (კონკის),ბოზარჯიანცის თამბაქოს ფაბრიკის,
რკინიგზის მთავარი სახელოსნოების (1896წ.), და სხვ მუშების გაფიცვებს წმინდა
ეკონომიკური ხასიათი ჰქონდა. მუშებთან ურთიერთობა ჰქონდათ სოციალ- დემოკრატიულ
ორგანიზაციებს, მაგრამ მუშათა მოძრაობაში ხელმძღვანელ როლს ისინი არ ასრულებდნენ.
სტიქიური ხასიათი ჰქონდა 1898 წლის დეკემბერში მომხდარ ამიერკავკასიის რკინიგზის
ტფილისის მთავარი სახელოსნოების მუშათა დიდ გაფიცვას. მუშების აღშფოთება გამოიწვია
მთავრობის განკარგულებამ, რომლითაც უქმდებოდა გარკვეული შეღავათები. 1898 წლის 14
დეკემბერს ასეულობით მუშამ მიატოვა სამუშაო და რკინიგზაზე მოძრაობა შეაჩერა. დეპოსა
და მთავარ სახელოსნოებს ჯარის ნაწილებმა ალყა შემოარტყეს. მოხდა შეტაკება მუშებსა და
ჯარისკაცებს შორის. ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და საქმის ვითარების
გამოკვლევამდე ძველი წესების ძალაში დატოვებას შეჰპირდა მუშებს, რის შემდეგაც გაფიცვა
შეწყდა. გაფიცვა გამოირჩეოდა როგორც ორგანიზებულობით, ისე მასშტაბებით და
წარმატებული შედეგით. 1899 წლის 19 აპრილს ტფილისთან ახლოს 70-მდე მუშა შეიკრიბა
და პირველად აღნიშნა საქართველოში მაისობა – მუშათა საერთაშორისო დღე. სოციალ-
დემოკრატებმა გამოსცეს მაისობისადმი მიძღვნილი პროკლამაცია. პროკლამაცია
მოუწოდებდა ქართველ მუშებს ჩაბმულიყევნენ მთელი ქვეყნის „პროლეტარიატთან“ ერთად
ბრძოლის ფერხულში. XIX საუკუნის უკანასკნელ წლებში გახშირებული საქართველოს
მუშათა კლასის საპროტესტო გამოსვლები მოწმობდა, რომ მუშათა მოძრაობა სულ უახლოეს
მომავალში გახდებოდა სოციალური მოძრაობის მნიშვნელოვანი ფაქტორი.

საქართველოში სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა XIX საუკუნის 90-იანი წლების


დამდეგიდან ჩაისახა. სოციალ-დემოკრატიული იდეების გავრცელებაში დიდი როლი
შეასრულა რუსეთსა და ევროპაში მოსწავლე ქართველმა ახალგაზრდობამ. 1892 წლის 25
დეკემბერს ზესტაფონში (ყვირილაში) შედგა ქართველი სოციალისტი ახალგაზრდების
პირველი კონფერენცია ,რომელსაც ესწრებოდნენ: ეგნატე ნინოშვილი, სილიბისტრო
ჯიბლაძე, ნოე ჟორდანია, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე, ისიდორე რამიშვილი, მიხა ცხაკაია,
იოსებ კაკაბაძე, დიმიტრი კალანდარიშვილი, რაჟდენ კალაძე, არსენ წითლიძე, ევგენი ვაწაძე.
ამ შეკრებაზე დაარსდა პირველი ქართული სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია „მესამე
დასი“, ეს სახელი ქართველი სოციალ- დემოკრატების ორგანიზაციას გიორგი წერეთელმა
უწოდა მოგვიანებით –1894 წელს. ზესტაფონის კონფერენციზაე ორი მიმართულება
დაუპირისპირდა ერთმანეთს. დელეგატების ნაწილი რუსული ხალხოსნური სოციალიზმის,
ხოლო ნაწილი დასავლეთ ევროპული სოციალ-დემოკრატიის პლატფორმაზე იდგა.
კონფერენციაზე ხალხოსნური სოციალიზმის გავლენის ქვეშ მყოფმა სოციალ- დემოკრატიის
ორიენტაციამ გაიმარჯვა. ნოე ჟორადანია და მისი თანამოაზრეები დამარცხებას არ
შეურიგდნენ. მათი ინიციატივით 1893 წლის თებერვალ-მარტის მიჯნაზე ტფილისში „მესამე
დასის“ მეორე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას ესწრებოდნენ: ეგნატე ნინოშვილი, ნოე
ჟორდანია, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნიკოლოზ ჩხეიძე, მიხა ცხაკაია, იოსებ კაკაბაძე... ნოე
ჟორდანიამ კონფერენციას თავისი დაწერილი პროგრამის პროექტი წარუდგინა სათაურით:
„რა ვაკეთოთ“. კონფერენციამ ნოე ჟორდანიას პროექტი მიიღო. 1894 წელს შეცვლილი
სათაურით – „ეკონომიური წარმატება და ეროვნობა“ – ჟურნალმა „მოამბემ“ გამოაქვეყნა.

ნოე ჟორდანიას მიერ შემუშავებული პროგრამა შეიძლება შემდეგი პუნქტების სახით წარმო-
ვიდგინოთ: I. სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის მიზანია: ეკონომიკური კეთილდლეობის
მიღწევა. 2. ბურჟუაზიული წყობილების დამყარება ფეოდალიზმთან შედარებით დიდი
პროგრესული მოვლენა იყო. 3. ბურჟუაზიულ წყობილებას ახასიათებს წინაააღმდეგობანი
სხვადასხვა კლასებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის. 4. სოციალ-დემოკრატიის მიზანია
ერის უმრავლესობის ინტერესების დაცვა ბურჟუაზიულ საზოგადოებაში. 5. ეროვნული
თავისუფლება სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის ერთ-ერთი პირობაა და მისი
მიღწევა სოციალ-დემოკრატიის მიზანია... ნოე ჟორდანიას მიერ შემუშავებული პროგრამის
მიღება ტფილისის კონფერენციის მიერ ნიშნავდა დასავლეთ ევროპული სოციალ-
დემოკრატიის ორიენტაციის გამარჯვებას ქართულ სოციალ-დემოკრატიაში.1894 წლის
მაისში გარდაიცვალა მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ეგნატე ნინოშვილი. მის
დაკრძალვაზე, 1894 წლის 8 მაისს, სოფ. ჩანჩეთში (ოზურგეთის მაზრა) მოხდა ქართველი
სოციალ-დემოკრატების პირველი საჯარო გამოსვლა.

1893-1897 წლებში მიმდინარეობდა სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიის შემდგომი


დამუშავება და დამკვიდრება საქართველოში. ეგნატე ნინოშვილის ნაადრევი
გარდაცვალების შემდეგ ნოე ჟორდანია გახდა ქართველი სოციალ-დემოკრატიის თავკაცი და
მთავარი იდეოლოგი საქართველოში. საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური,
სოციალური და კულტურული განვითარების იდეალად ნოე ჟორდანიამ ევროპული მოდელი
მიიჩნია. ამ მხრივ, იგი XIX-XX საუკუნეების მიჯნის ქართველ „ევროპეისტთა“
წარმომადგენელი იყო. ,,ქართველი ხალხის ცხოვრება ევროპიელდება“ – წერდა ნოე
ჟორდანია. რუსეთის იმპერიაში შემავალი ქართველ სოციალ-დემოკრატთა ლიდერების მიერ
დასავლურ-ევროპული ორიენტაციის აღიარება, რაც თავისთავად ნიშნავდა რუსული
ორიენტაციის უარყოფას, უაღრესად დიდი მნიშვნელობის პროგრესულ მოვლენას
წარმოადგენდა ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიაში. რუსეთის სოციალ-
დემოკრატია ვერ შეურიგდებოდა იმ ფაქტს, რომ ქართულმა სოციალ-დემოკრატიულმა
მოძრაობამ დასავლეთ ევროპული ორიენტაცია აიღო. ამიტომ იწყება „მესამე დასის“
წინააღმდეგ ბრძოლა. რუსეთიდან ჩამოსული სოციალ-დემოკრატები საქართველოს
რუსეთის შემადგენელ ნაწილად თვლიდნენ. მისი მიზანი იყო საქართველოს მუშათა და
გლეხთა სოციალურ- განმათავისუფლებელ მოძრაობაში გაემარჯვა კოსმოპოლიტურ-
ინტერნაციონალისტურ მიმართულებას.

რუსეთის სოციალ-დემოკრატიამ ეს ამოცანა წარმატებით გადაჭრა. XIX საუკუნის 90- იან


წლებში საქართველოში ჩამოსახლებულ- ჩამოსული რუსი და არარუსი სოციალ-
დემოკრატები: გიორგი ფრანჩესკი, იპოლიტე ფრანჩესკი, და მრავალი სხვა, ენერგიულად
ეწეოდნენ კოსმოპოლიტურ- ინტერნაციონალისტური იდეოლოგიის პროპაგანდას და ამ
მიზნით ქმნიდნენ ჯგუფებსა და წრეებს. მოძრაობაში ჩაება ქართველი სოციალ-
დემოკრატების მთელი თაობა: ვასილ ცაბაძე, მიხეილ ბოჭორიძე, ივანე სტურუა, და სხვ.
რომლებიც მათი მიმდევრები გახდნენ საქართველოში. ამ პერიოდიდანვე საქართველოს
სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში, ფაქტობრივად, უკვე არსებობდა ორი მიმდინარეობა:
დასავლური ორიენტაციის მატარებელი, „მესამედასელები“ და რუსული სოციალ-
დემოკრატიის იდეური გავლენის ქვეშ მყოფი ჯგუფები და წრეები,

,,მესამე დასის“ მეორე კონფერენციამ, როგორც აღვნიშნეთ, ჯერ კიდევ 1893 წელს მიიღო
გადაწყვეტილება, რომ იდეოლოგიურ მუშაობასთან ერთად პრაქტიკულად ჩაბმულიყო
მუშათა მოძრაობაში და შეექმნა სოციალ–დემოკრატიული ორგანიზაციები ვერც 1893 წელს
და ვერც მომდევნო წლებში ,,მესამე დასმა ‘’ ეს ამოცანა ვერ გადაწყვიტა. მუშათა
მოძრაობისთვის უფრო ახლომყოფი აღმოჩნდა რუსეთიდან ჩამოსული რუსი ეროვნების სო–
ციალ-დემოკრატების მიერ შექმნილი ორგანიზაციები. ცხადია, 1893-1899 წლებში სოციალ-
დემოკრატები აქტიურად მონაწილეობდნენ ტფილისის ფაბრიკა-ქარხნებში არსებული სო–
ციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში, მაგრამ სოციალ-დემოკრატები ჯერ კიდევ არ
იყვნენ ამ პერიოდში მიმდინარე გაფიცვების მთავარი ორგანიზატორები. ეს გაფიცვები
წმინდა მუშურ ხასიათს ატარებდნენ. სოციალ-დემოკრატები სულ უფრო ენერგიულად
ცდილობდნენ მუშათა მოძრაობასთან დაკავშირებას და მის წარმართვას, 1899 წელს სწორედ
სოციალ-დემოკრატთა მიერ იყო ორგანიზებული საქართველოში გამართული პირველი
მაისობა. XX საუკუნის დამდეგიდან საქართველოში მუშათა მოძრაობას სოციალ-
დემოკრატიული ორგანიზაციები ჩაუდგნენ სათავეში.

You might also like