You are on page 1of 6

მსოფლიო 1920-1930-იან წლებში

იტალია

ტერმინი ფაშიზმი წარმოშობილია ლათინური სიტყვისგან „ფასცეს“, რაც წნელის კონას


ნიშნავს. ძველ რომში წნელის კონა ძალაუფლების სიმბოლო იყო, ძველ რომში მას
ატარებდნენ დიქტატორის დაცვის წევრები − 12 ლიქტორი. ფაშიზმის განვითარება და
მასშტაბურ იდეოლოგიად ქცევა იტალიაში ბენიტო მუსოლინის სახელს უკავშირდება.
მუსოლინის უყვარდა ანტიკური წარსულის გახსენება და სიმბოლოები, რის გამოც თავის
მებრძოლთა ჯგუფს ფაშისტები დაარქვა.
ფაშისტური მოძრაობა „ფაშიო დი კომბატიმენტო“ („ბრძოლის კავშირი“) შეიქმნა 1919
წლის მარტში. მის წევრებს აერთიანებდათ უკიდურესი ნაციონალიზმი, შოვინიზმი,
ანტისოციალიზმი, ლტოლვა ძლიერი ხელისუფლებისაკენ. მოძრაობას მეთაურობდა
ბენიტო მუსოლინი (1883-1945), რომელსაც იმ დროისთვის დიდი პოლიტიკური
გამოცდილება ჰქონდა. ბენიტო მუსოლინი (იგივე დუჩე) თავდაპირველად
სოციალისტური პარტიის წევრი იყო. 1919 წელს დუჩემ I მსოფლიო ომის ვეტერანებისგან
200-კაციანი „შავხალათიანთა“ ფაშისტური სამხედრო დაჯგუფება შექმნა. „შავხალათიანები“
თავს ესხმოდნენ სოციალისტებს, კომუნისტებსა და ანარქისტებს.
1921 წლის შემოდგომაზე მოძრაობა გაფორმდა ფაშისტურ პარტიად და დაიწყო აშკარა
ბრძოლა ხელისუფლებისთვის. 1922 წლის 28 ოქტომბერს შავ ხალათებში გამოწყობილი
ფაშისტური კოლონები დაიძრა რომისკენ. („მარში რომზე“). ხელისუფლებამ ვერაფერი
გააწყო, მეფე ვიტორიო ემანუელმა მუსოლინი დანიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრად.
შემდგომ წლებში დაიწყო ტოტალიტარული სახელმწიფოს შექმნა, კერძოდ 1926 წლიდან,
მუსოლინიზე თავდასხმის ინსცენირების შემდეგ ფაშისტურმა მთავრობამ გამოსცა
საგანგებო კანონები, რომლითაც საბოლოოდ დაასამარა დემოკრატიული თავისუფლებები
იტალიაში და დაამყარა შეუზღუდავი დიქტატურა. აიკრძალა ყველა პოლიტიკური პარტია,
გარდა ფაშისტურისა. ასობით ათასი ანტიფაშისტი ციხეებში ჩაყარეს; შეიქმნა „საგანგებო
ტრიბუნალი“. სახელმწიფო აპარატში ყველა თანამდებობაზე დაინიშნა პარტიის წევრები.
მუსოლინი გამოსცემდა დეკრეტებს, რომელთაც კანონის ძალა გააჩნდა. მან სრულად
მიითვისა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. ფორმალურად იტალია
რჩებოდა საპარლამენტო მონარქიად, მაგრამ სინამდვილეში მეფის და პარლამენტის როლი
ნულამდე იყო დაყვანილი.
მუსოლინის დროს დიდი ყურადღება ექცეოდა ახალი თაობის აღზრდას ფაშისტური
სულისკვეთებით, რათა ჩამოყალიბებულიყო მუსოლინის ეპოქის ადამიანი. ამ მიზნით
მოზარდი თაობა ასაკის მიხედვით გაერთიანდა ფაშისტურ ორგანიზაციებში. მუსოლინიმ
დაივიწყა ადრე თავისი ურწმუნოება და 1929 წელს ვატიკანთან გააფორმა ლატერანის
კონკორდატი (შეთანხმება), რითაც ფაშისტური რეჟიმისთვის კათოლიკური ეკლესიის
მხარდაჭერა უზრუნველყო. ტოტალიტარული რეჟიმის დამყარების შემდეგ მუსოლინიმ
საგარეო საქმეებისთვის მოიცალა, ის ჩაეწერა ახალი მსოფლიო ომის გამჩაღებელთა
რიცხვში.
მუსოლინი დაუპირისპირდა როგორც სოციალიზმს ისე კაპიტალიზმს. მან აირჩია ე.წ.
ახალი, „მესამე გზა“. ახალი იდეოლოგიის თანახმად, ბიზნესის 75 % და ბიზნესმენების
ქონების ნაწილი სახელმწიფოს გადაეცა.
ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისის დასაძლევად მუსოლინიმ ახალი ეკონომიკური
პროგრამები წამოიწყო:

1
ა) პროგრამა „ბრძოლა მარცვლეულისთვის“ გულისხმობდა ხორბლისა და სხვა
მარცვლეულის მოყვანის ეკონომიკურ პრიორიტეტად გამოცხადებას. სახელმწიფომ დიდი
სუბსიდიები ჩადო ამ პროექტში, რამაც იტალია ვალებში ჩააგდო.
ბ) პროგრამა „ბრძოლა მიწისთვის“ გულისხმობდა მსხვილ მიწათმფლობელთა
სუბსიდირებას და დაქირავებული მუშახელის გაჩენას. ქვეყნის სიღარიბე ვერც ამ
პროექტით ვერ დაიძლია.
გ) პროგრამა „ოქრო სამშობლოს“ გულისხმობდა ქვეყნის ოქროს მარაგის შექმნას ხალხის
ხარჯზე. დუჩემ მოუწოდა მოსახლეობას,სახელმწიფოსთვის ჩაებარებინათ ოქროს ნივთები.
საშინაო საკითხების მოგვარების შემდეგ მუსოლინი საგარეო პოლიტიკის პრობლემებით
დაინტერესდა და გადაწყვიტა, რესურსების ნაკლებობა ახალი ტერიტორიების დაპყრობით
შეევსო.
1935 წელს იტალიური დივიზიები ეთიოპიას მიადგნენ. ეთიოპია ღარიბი, ჩამორჩენილი
ქვეყანა იყო. მუსოლინი იოლ გამარჯვებას მოელოდა, მაგრამ ფეხშიშველმა აფრიკელმა
ჯარისკაცებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. მუსოლინიმ საიდუმლო ბრძანება გასცა
ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. შემდგომში ის ამ ფაქტს სასტიკად უარყოფდა და
აფრიკელთა მასობრივი დახოცვა კეთრს დააბრალა.
ერთა ლიგამ ეკონომიკური სანქციები დაუწესა იტალიას, მაგრამ მისი აგრესიის შეჩერება
ვერ შეძლო. ეთიოპიის კამპანიით მუსოლინიმ საბოლოოდ დაკარგა ევროპის ქვეყნების
მხარდაჭერა, თუმცა იტალიაში მისი პოპულარობა გაიზარდა.
მუსოლინის ამბიციებმა ქვეყანა კიდევ ერთ ავანტიურაში გახვია. დუჩემ 50 000
იტალიელი ჯარისკაცი ესპანეთის სამოქალაქო ომში გაგზავნა. ესპანეთის კამპანიამ
ფაშისტური იტალია და ნაცისტური გერმანია საბოლოოდ დააახლოვა ერთმანეთს, შეიქმნა
ე.წ. ბერლინი-რომის ღერძი.
ჰიტლერის საამებლად მუსოლინიმ ანტისემიტური კანონებიც შემოიღო. თუმცა
იტალიაში ანტისემიტიზმსსაფუძველიარ ჰქონდა. იტალიაში ებრაელების მასობრივი დევნა
არ დაწყებულა.

გერმანია

პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ქარიშხლიან პერიოდში გერმანიაში გააქტიურდნენ


არა მხოლოდ მემარცხენე ძალები, რომლებმაც ბავარიაში საბჭოთა რესპუბლიკა
გამოაცხადეს, გაჩნდა ასევე მემარჯვენე რადიკალური ორგანიზაციები, მათ შორის
გერმანიის მუშათა პარტია, რომელიც 1919 წელს შეიქმნა და თავიდან რამდენიმე ადამიანს
აერთიანებდა. მალე პარტიის ლიდერი გახდა ადოლფ ჰიტლერი. პარტიას გადაერქვა
სახელი, ამიერიდან იწოდებოდა ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მუშათა პარტიად.
1921 წელს შეიქმნა ნაცისტური პარტიის გასამხედროებული დანაყოფები ‒ მოიერიშეთა
რაზმები. სვასტიკიანი ნიშნით ყავისფერ ფორმაში გამოწყობილი მოიერიშეები თავს
ესხმოდნენ მემარცხენე ორგანიზაციებს, გაზეთების რედაქციებს და ა.შ.
ზოგადად პირველმა მსოფლიო ომმა და პარიზის საზავო კონფერენციამ დიდწილად
განსაზღვრა მსოფლიოს მომდევნო წლების ბედ-იღბალი. გერმანიაში უკიდურესმა
სიდუხჭირემ დაისადგურა, გარდა ამისა, პირველ მსოფლიო ომში ერთადერთ დამნაშავედ
გერმანიის გამოყვანამ გერმანელი ერის თავმოყვარეობაც შელახა. სწორედ ამიტომ დაინახა
ხალხის დიდმა ნაწილმა ჰიტლერში „ქვეყნის გადამრჩენელი“.

2
ჰიტლერის პარტია საარჩევნო მარათონში ჩაება. ჰიტლერის საარჩევნო ლოზუნგები
ამომრჩეველს პირდებოდა ვერსალის საზავო პირობების გაუქმებას და კომუნიზმის
(რომელსაც „ებრაულ შეთქმულებას“ უწოდებდა) შეჩერებას. ხალხს მოსწონდა ჰიტლერის
მჭევრმეტყველური გამოსვლები და სჯეროდა ნაცისტთა წინასაარჩევნო დაპირებების.
1923 წლის შემოდგომაზე ჰიტლერმა და მისმა თანამოაზრეებმა სცადეს სახელმწიფო
გადატრიალების მოწყობა. ე.წ. „ლუდის პუტჩი“ (ეს სახელი ეწოდა იმიტომ, რომ
გადაწყვეტილება გადატრიალების შესახებ ლუდხანაში მიიღეს) ჩაახშვეს, მისი
ორგანიზატორები კი დააპატიმრეს. ჰიტლერი ერთი წელი იჯდა ლანდსბერგის ციხეში და
აქ დაწერა შემდგომში ნაცისტების ბიბლიად წოდებული წიგნის „ჩემი ბრძოლა“ პირველი
ნაწილი.
1932 წლის არჩევნებით ნაცისტურმა პარტიამ ვერ მოახერხა საპარლამენტო
უმრავლესობის მოპოვება, თუმცა რაიხსტაგში თავი დაიმკვიდრა, როგორც ყველაზე
მრავალრიცხოვანმა დამოუკიდებელმა ძალამ. ნაცისტებს დიდად არც კომუნისტები
ჩამოუვარდებოდნენ. ცენტრისტული პარტიები რაიხსტაგში ხმათა მესამედს ძლივსღა
ფლობდნენ. ნაცისტების გაძლიერებაზე მეტად მთავრობას მემარცხენეების ეშინოდა. ასეთ
ვითარებაში შეხვდა ჰიტლერი პრეზიდენტ ჰინდენბურგს და კანცლერობა სთხოვა.
ჰინდენბურგმა თავი შეიკავა. მან კარგად იცოდა, რომ ჰიტლერი ერთპარტიული,
არატოლერანტული პოლიტიკის მომხრე იყო.
ჰიტლერის კანცლერობის იდეას მხარი ბევრმა პოლიტიკოსმა დაუჭირა. განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ყოფილი კანცლერის ფონ პაპენის რჩევა, ეთანამშრომლათ
კომუნისტების მოძულე ნაცისტებთან და ისინი კომუნისტების წინააღმდეგ
გამოეყენებინათ. პრეზიდენტი ჰინდენბურგი დათანხმდა ფონ პაპენს. 1933 წლის იანვარში
ჰიტლერი კანცლერად დაინიშნა,ფონ პაპენი ვიცე-კანცლერი გახდა. ჰიტლერს თავისი
პარტიის წევრებისთვის მთავრობაში ადგილების 25 პროცენტი შესთავაზეს.
აღმასრულებელი ხელისუფლების მიღებისთანავე გერმანიაში ნაცისტებმა დაიწყეს
დემოკრატიის ლიკვიდაცია. პირველად დაწვეს რაიხსტაგის (პარლამენტი) შენობა და
დააბრალეს კომუნისტებს. ეს გახდა კომუნისტების საპარლამენტო მანდატების გაუქმებისა
და პარტიის აკრძალვის საბაბი. შემდგომში ნაცისტებმა აშკარა ტერორი გააჩაღეს ყველა
პოლიტიკური ძალის მიმართ და, საერთო ჯამში, აიკრძალა ყველა სხვა პარტია გარდა
ნაცისტურისა.
ჰიტლერმა პრეზიდენტს ხელი მოაწერინა სპეციალურ ბრძანებაზე „ხალხის და
სახელმწიფოს დაცვის შესახებ“, რომლითაც გააუქმა მოქალაქეთა ძირითადი უფლებები და
თავისუფლებები. ამიერიდან განუსაზღვრელი უფლება ეძლეოდა სადამსჯელო
ორგანოებს. შემდგომი კანონით უარყვეს კონსტიტუციის საფუძველში ჩადებული
ხელისუფლების დანაწილების პრინციპები.
საკანონმდებლო ფუნქცია მთავრობამ და უშუალოდ ჰიტლერმა მიითვისა. 1933 წლის
ოქტომბერში ჰიტლერმა ჩაატარა პლებისციტი გერმანიის გამოსვლის შესახებ ერთა
ლიგიდან, რომელიც ეწინააღმდეგებოდა გერმანიის მილიტარიზაციის პროცესს.
ამომრჩეველთა 96%-მა მხარი დაუჭირა ამ იდეას. 1934 წელს პრეზიდენტ ჰინდენბურგის
გარდაცვალების შემდეგ ჰიტლერმა ხელში აიღო პრეზიდენტის ფუნქციაც. ამგვარად,
მთელი ძალაუფლება მის ხელში გაერთიანდა. კიდევ ერთი პლებისციტის საფუძველზე
ამიერიდან ის გახდა „ფიურერი“ (ბელადი). გერმანიაში აღდგა რაიხი (იმპერია).
ძირითადი როლი სისტემაში ენიჭებოდა სამართალდამცველ და სადამსჯელო
ორგანოებს. 1933 წელს შექმნილი პოლიტიკური პოლიცია „გესტაპო“ ახორციელებდა

3
ტოტალურ თვალთვალს მოსახლეობაზე. რეჟიმისთვის მიუღებელი ხალხი,
პირველყოვლისა კომუნისტები, სოციალ-დემოკრატები, ებრაელები საკონცენტრაციო
ბანაკებში იგზავნებოდნენ, სადაც ან ანადგურებდნენ, ან იძულებით ამუშავებდნენ.
ჰიტლერის შემდეგი ნაბიჯი საკუთარი პარტიის „რეორგანიზაცია“ იყო. მან გაანადგურა
ნაცისტური პარტიის მემარცხენე ფრთა. 1934 წლის 30 ივნისს მოეწყო „გრძელი დანების
ღამე“. „შავხალათიანებმა“, ანუ SS-ის ნაწილებმა, რომლებიც ნაცისტური პარტიის ახალ
გვარდიას და ჰიტლერის დასაყრდენს წარმოადგენდა, მოაწყო `ყავისფერხალათიანების~
(პარტიის ძველი მებრძოლი რაზმების) ჟლეტა.
ამის შემდეგ ნაცისტური სახელმწიფო ცდილობდა კონტროლქვეშ მოექცია ეკონომიკური
სფერო. უმუშევრებს ანაწილებდნენ შრომით ბანაკებში, სადაც ისინი მუშაობდნენ გზების,
სამხედრო ობიექტების მშენებლობაზე. ქვეყანაში შემოიღეს საყოველთაო შრომითი ბეგარა.
ნაცისტური რეჟიმი ითვალისწინებდა ახალი წესრიგის დამყარებას არა მხოლოდ
პოლიტიკასა და ეკონომიკაში, არამედ სულიერ ცხოვრებაშიც; ყველა გერმანელი უნდა
დამორჩილეობდა ფაშიზმის იდეოლოგიას. ყველაზე ზოგადი სახით ის გამოიხატებოდა
დევიზით: „ერთი ხალხი, ერთი რაიხი, ერთი ფიურერი“. ნაცისტებმა გერმანელი ხალხი
გამოაცხადეს უმაღლეს „არიულ“ რასად. სხვა, არასრულფასოვან ხალხებს მართებდა მათი
მორჩილება. რასობრივი სიწმინდის განსაკუთრებით საშიშ მტრებად ნაცისტებს მიაჩნდათ
ებრაელები, ამიტომ დევნიდნენ და ანადგურებდნენ მათ. უმაღლეს რასასთნ იყო
დაკავშირებული ნაციზმის სხვა მნიშვნელოვანი იდეა ‒ „სასიცოცხლო სივრცის“
გაფართოების აუცილებლობა სხვათა ხარჯზე. ასე ყალიბდებოდა ჰიტლერული რეჟიმის
დამპყრობლური გეგმები.
ნაცისტური იდეოლოგიის გავრცელება-განმტკიცებაზე პასუხს აგებდა პროპაგანდის და
განათლების სამინისტრო იოზიფ გებელსის ხელმძღვანელობით. ბეჭდური გამოცემები,
რადიოგადაცემები, კინოფილმები, თეატრალური დადგმები ცენზურას დაექვემდებარა.
არასასურველი ნაწარმოებები აიკრძალა. ნაცისტებმა ცენტრალურ მოედნებზე ათასობით
წიგნი დაწვეს. სამეცნიერო დაწესებულებებიდან, უნივერსიტეტებიდან გააგდეს
დაახლოებით 2000 ცნობილი მეცნიერი, მათ შორის 8 ნობელის პრემიის ლაურეატი.
უამრავმა მეცნიერმა და ხელოვანმა დატოვა გერმანია (ალბერტ აინშტაინი, თომას მანი,
ჰენრიხ მანი, ლიონ ფოიხტვანგერი, ბერტჰოლდ ბრეჰტი, ჰანს ეისნერი, მარლენ დიტრიხი
და სხვები). განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ახალგაზრდობის აღზრდას
ნაცისტური სულისკვეთებით და მათ მომზადებას „სასიცოცხლო სივრცისთვის“
საბრძოლველად. ამის შესაბამისად ადგენდნენ სასწავლო პროგრამებსა და
სახელმძღვანელოებს. მოზარდები გაწევრიანებული იყვნენ ახალგაზრდულ ორგანიზაცია
„ჰიტლერიუგენდში“.
1939 წლის დასაწყისში მასში დაახლოებით 7 მლნ 300 ათასი მოზარდი ირიცხებოდა. 1936
წელს გერმანიაში მიიღეს 4-წლიანი გეგმა, რომლის ამოცანა იყო არმიის მომზადება
აქტიური მოქმედებისთვის, ეკონომიკის კი ომისთვის. სამხედრო მრეწველობის სწრაფი
ზრდა, ეკონომიკის მილიტარიზაცია ახდენდა სამოქალაქო პროდუქციის წარმოების
შემცირებას. ოფიციალური პროპაგანდა მოუწოდებდა გერმანელებს მოეჭირათ ქამრები და
ძალისხმევა მომავალი გამარჯვებისკენ მიემართათ. გერმანია აქტიურად ემზადებოდა
ომისთვის.

4
ჰოლოკოსტი

ჰიტლერმა ნაცისტური იდეოლოგია პრაქტიკად აქცია და ებრაელების მასობრივად


გასანადგურებლად მთელი სისტემა − სიკვდილის ბანაკების ქსელი − შექმნა. ნაცისტების
მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ებრაელი ხალხის ხოცვა-ჟლეტამ გრანდიოზული
მასშტაბები მიიღო, რის შედეგადაც ევროპის ებრაელი მოსახლეობის 60% (დაახლოებით 6
მლნ. ადამიანი) განადგურდა...
ნაცისტებმა ოკუპირებული ტერიტორიების დიდ ქალაქებში გეტოები შექმნეს. უდიდესი
გეტო იყო შექმნილი ვარშავაში. ასეთი გეტოები საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე იყო
ლვოვში, მინსკში, ვილნიუსში... გეტოებში ხშირი იყო აჯანყება. განსაკუთრებითგახმაურდა
ვარშავის გეტოს აჯანყება 1943 წელს. ვარშავის გეტოს არსებობის სამი წლის განმავლობაში
შიმშილით, ავადმყოფობითა და საკონცენტრაციო თუ გასანადგურებელ ბანაკებში
დეპორტაციით გეტოს მოსახლეობა სავარაუდო 450 000-იდან 37 000-მდე შემცირდა.
გერმანელებმა საკონცენტრაციო ბანაკები შექმნეს. ისინი სამ კატეგორიად ჰქონდათ
დაყოფილი: 1. მცირე დანაშაულის მქონე პატიმრებისა და ხანდაზმული ადამიანებისთვის,
რომელთა შრომის გამოყენების ფარგლები შეზღუდული იყო; 2. საშიში
დამნაშავეებისთვის, რომელთა „ხელახლა აღზრდა“ შესაძლებლად მიაჩნდათ; 3.
განსაკუთრებით საშიში დამნაშავეებისთვის, რომელთა „გამოსწორების“ იმედი ნაცისტებს
აღარ ჰქონდათ. მალე თითქმის ყველა ბანაკს მესამე კატეგორია მიენიჭა. 1934 წლიდან
ბანაკები შშ-ის დაქვემდებარებაში გადავიდა. 1942 წლისთვის არსებობდა 15 ძირითადი
ბანაკი 100 ფილიალით. „სიკვდილის ფაბრიკებში“ სულ 18 მილიონმა ადამიანმა გაიარა, 11
მილიონმა კი სიცოცხლე იქ დაასრულა.
1941 წლის ივლისში ჰერმან გერინგმა უბრძანა რაიხის უშიშროების სამსახურებს,
ფიურერის ბრძანების შესაბამისად მოემზადებინათ ებრაელთა და სხვა ტყვეების
განადგურების გეგმა.
გერმანიის ოფიცრები ჩიოდნენ, რომ ჯარისკაცების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე
ქალებისა და ბავშვების დახვრეტა ცუდად მოქმედებდა, ამიტომ სიკვდილით დასჯის
ახალი მეთოდი - გაზით მოწამვლა დანერგეს. გერმანიასა და დაპყრობილ ტერიტორიებზე
დაიწყეს ტყვეთა ვაგონებში შეყრა და საკონცენტრაციო ბანაკებში გადაყვანა. მათ
ეუბნებოდნენ, რომ შრომით ბანაკში მიჰყავდათ. „სიკვდილის ბანაკები“ ისე იყო
მოწყობილი, რომ ერთი შეხედვით ეჭვს არაფერი იწვევდა. ტყვეებით სავსე მატარებელი
ჩერდებოდა სადგურში, სადც ქალებს და კაცებს აცალკევებდნენ და ბარაკებში მიჰყავდათ.
ბარაკებიდან ტყვეები ჰიგიენის საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრები პუნქტებში
გადაჰყავდათ, სადაც მათ აშიშვლებდნენ და ვითომდა საბანაოდ და დეზინფექციისთვის
დიდ ფარდულებში შედიოდნენ. იქ ნაცისტები რეზინის მილებით ჯერ წყლის ჭავლს
უშვებდნენ ტყვეებისკენ, მერე კი − გაზს. სველი ადამიანები მალე იგუდებოდნენ მხუთავი
აირით. მათი ტანსაცმელი და ნივთები გადაირჩეოდა და ვარგისად ჩათვლილი ნივთები
(მთელი ტანსაცმელი, ოქროს ნივთები, სათამაშოები, საათები...) გერმანიაში იგზავნებოდა.
უსარგებლოდ მიჩნეული ნივთები, საბუთები და საოჯახო ფოტოსურათები იწვებოდა.
ყველაზე მეტი ადამიანი ოსვენციმის ბანაკში დაიღუპა.
1939 წლის ოქტომბერში ჰიტლერმა ხელი მოაწერა ბრძანებას ე. წ. ევთანაზიის შესახებ. ამ
ბრძანებით მან დააკანონა სულიერად და ფიზიკურად დაავადებული და
უნარშეზღუდული ადამიანების განადგურება, რადგანაც ნაცისტები მათ
„სიცოცხლისათვის უსარგებლო“ ელემენტებად მიიჩნევდნენ.

5
ესპანეთი

ესპანეთში ტოტალიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება განსხვავებულ პირობებში მოხდა.


აქ მას წინ უსწრებდა ხანგრძლივი სამოქალაქო ომი, რომელმაც 1 მილიონი ადამიანი
შეიწირა. 1936 წელს ხელისუფლებაში მოვიდა მემარცხენე პარტიების ბლოკი „სახალხო
ფრონტი“, რომლის პოლიტიკა ზრდიდა უკმაყოფილებას მსხვილ მიწათმფლობელებში,
ეკლესიასა და განსაკუთრებით სამხედრო წრეებში. 1936 წელსვე დაიწყო ამბოხება,
რომელიც სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ამბოხებულმა ძალებმა (ისინი თავიანთ თავს
ნაციონალისტებს უწოდებდნენ) ფრანსისკო ფრანკოს მეთაურობით, ფაშისტური იტალიის
და ნაცისტური გერმანიის აქტიური მხარდაჭერით გამარჯვება მოიპოვეს. ომის
დასრულების შემდეგ ფრანსისკო ფრანკომ დაამყარა ერთპიროვნული რეჟიმი. ერთადერთი
პარტია გახდა „ესპანური ფალანგა“. დაიწყო რეპრესიები. უამრავი რესპუბლიკელი მოკლეს,
ბევრი მოხვდა ციხეში, ბევრმაც ემიგრაციაში მოასწრო გაქცევა. იდევნებოდა
განსხვავებული აზრი, შემოიღეს მკაცრი ცენზურა. უკვე 40-იანი წლების მეორე ნახევარში
ფრანკომ რეპრესიული და ავტორიტარული მეთოდების გამოყენებით დაამყარა
კონტროლი ესპანეთზე. ფრანკისტული რეჟიმის იდეოლოგია ესპანურ ნაციონალიზმზე,
კათოლიციზმზე, ანტიკომუნიზმისა და ტრადიციულ ფასეულობებზე იგებოდა. მან 1975
წლამდე იარსება.

ნაციონალიზმი და მილიტარიზმი იაპონიაში

მებრძოლმა ნაციონალიზმმა იაპონიაში განსაკუთრებული ფორმა მიიღო. მისი ფესვებიც


ეკონომიკური სიძნელეებიდან მოდიოდა. მებრძოლი ნაციონალიზმის იდეების ძირითადი
მატარებელი გახდა სამხედრო არისტოკრატია, რომელმაც შექმნა პოლიტიკური კლუბის
მსგავსი ნახევრად საიდუმლო საზოგადოება. ისინი დაკავშირებული იყვნენ ფინანსურ
სამრეწველო ჯგუფებთან.
1927 წელს მთავრობის მეთაური გახდა გენერალი ტანაკა, რომელიც იყო ქვეყნის შიგნით
მტკიცე კურსის, ხოლო საერთაშორისო არენაზე აგრესიული პოლიტიკის გატარების
მომხრე. ტანაკას მთავრობამ დააპატიმრა ოპოზიციური, დემოკრატიული ორგანიზაციების
ლიდერები. მანვე მიიღო კანონი „საშიში აზრების“ შესახებ, რომელიც არსებული წესრიგის
წინააღმდეგ მოწოდებისთვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა.
იაპონიამ დაჩქარებული ტემპებით დაიწყო ომისთვის მზადება.

You might also like