You are on page 1of 4

იტალია 1918-21 წლებში

იტალია 1919-1922 წლებში. პირველი მსოფლიო ომიდან იტალია გამოვიდა ე.წ.


„დამარცხებულ გამარჯვებულად“. იტალიელთა დანაკარგები - დაღუპულებით
600ათ. კაცს შეადგენდა. ქვეყანამ მიიღო ტრენიტინო, ტრიესტი, სამხრეთ ტიროლი
და ისტრია, მაგრამ ხელისუფლებაცა და ხალხიც მეტად უკმაყოფილო იყო ომის
შედეგებით, რადგანაც იტალიამ ვერ მიიღო დალმაცია და ფიუმე (დღ. რიეკა),
რომელიც ძირითადად იტალიელებით იყო დასახლებული (გარეუბან შუშაკის
გამოკლებით). გარდა ამისა, არ იქნა დაკმაყოფილებული იტალიელთა მოთხოვნები
კოლონიებზე აფრიკასა თუ აზიაში, აგრეთვე პრეტენზიები ალბანეთზე.
შესაბამისად, იტალიელებმა თავი დამცირებულად ჩათვალეს. პარიზის საზავო
კონფერენციაზე იტალიას ფიუმეს სანაცვლოდ საქართველო - შესთავაზეს, რასაც
ორლანდო დაეთანხმა კიდეც, მაგრამ შემდეგ ახალმა პრემიერ მინისტრმა
ფრანჩესკო სავერიო ნიტიმ უარი განაცხადა მანდატზე დენიკინის შიშით.
იტალიელ ნაციონალისტებს მიაჩნდათ, რომ იტალია უბრალოდ დააყაჩაღეს
ანტანტის სხვა წევრებმა. ტერიტორიულ დაუკმაყოფილებლობას თან ერთვოდა
ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება. ლირამ დაიწყო გაუფასურება და
ომამდელი მაჩვენებლის მხოლოდ მეექვსედამდე დავიდა, რასაც ანაბრების
ფაქტობრივი გაუფასურებაც მოჰყვა. ომის შედეგად იტალიას დაედო
მოკავშირეების დიდი ვალი – 19,2 მილიარდი ლირა შეიარაღებისა და ხომალდების
მწარმოებელი ფირმები ზედიზედ კოტრდებოდნენ, რადგანაც ომის შემდეგ
სამხედრო შეკვეთები პრაქტიკულად არ იყო. გლეხებმა, რომლებსაც ორგანიზებას
ყოფილი ჯარისკაცები ან კათოლიკური ლიგები უწევდნენ, დაიწყეს მიწების
თვითნებურად დაკავება. უმუშევართა რიცხვმა 2 მილიონს მიაღწია. გაფიცვები იქცა
ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულებრივ მოვლენად. ინდუსტრიულად
განვითარებულ ჩრდილოეთში განსაკუთრებით გავრცელდა ე.წ. „მჯდომარე
გაფიცვები“(ფაბრიკა-ქარხნების მუშები მოდიოდნენ სამსახურში და მთელი დღე
იჯდნენ მუშაობის ნაცვლად).
ყოველივე ამის შედეგად, ქვეყანაში საკმაოდ მომძლავრდნენ რადიკალური
დაჯგუფებები. სოციალისტური პარტია მოუწოდებდა ხალხს დაუყოვნებლივი
რევოლუციისაკენ რუსული მოდელის გამოყენებით. ყოველივე ამის შედეგად, - არ
არის გასაკვირი, რომ 1919-1920 წლებს იტალიაში „წითელი ორწლედი“ უწოდეს.
ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა 1920წ. სექტემბერში, როდესაც ლითონის
გადამამუშავებელმა საწარმოებმა გამოაცხადეს ლოკაუტი. ამ საწარმოების მუშებმა
დაიწყეს თავიანთი ქარხნების დაკავება და მცირე ხანში მათ მიბაძეს სხვა დარგებში
დასაქმებულმა პირებმაც. შედეგად, 3 კვირის განმავლობაში მუშებს დაკავებული
ჰქონდათ სხვადასხვა საწარმოები, თვითონ ამუშავებდნენ და მათ და ხანდახან
იარაღით ხელშიც კი იცავდნენ პოლიციისაგან სიტუაცია განიმუხტა მხოლოდ მას
შემდეგ, რაც ჯოლიტის მთავრობამ პირობა მისცა მუშებს, რომ მიიღებდა კანონს
სამუშაო კონტროლის შესახებ. ამავე პერიოდში შემოღებული იქნა 8- საათიანი
სამუშაო დღე.
სოციალისტური - მოძრაობის გაძლიერების ფონზე, თავის მხრივ,
გააქტიურდნენ ნაციონალისტებიც. საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა
გაბრიელე დ’ანუნციო, რომელმაც მოხალისეთა 300-კაციანი რაზმით 1919წ. 12
სექტემბერს დაიკავა ფიუმე და თავი დიქტატორად გამოაცხადა. მიუხედავად იმისა,
რომ იტალიის მთავრობა ოფიციალურად არ უჭერდა მხარს დ’ანუნციოს, ერთ
წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის დიქტატორობდა ფიუმეში. მხოლოდ 1920წ. 12
ნოემბრის რაპალოს ხელშეკრულების შემდეგ იტალიასა და იუგოსლავიას შორის
შედარებით მოწესრიგდა საკითხი და იტალიის მთავრობამ აიღო ვალდებულება,
გამოეძევებინა დ’ანუნციო ფიუმედან 1920წ. დეკემბერში ფიუმეში გაგზავნილი იქნა
საუკეთესო იტალიური ხომალდი „ვიტორიო ვენეტო“, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა
დ’ანუნციოს რეზიდენციას ფიუმეში (მხოლოდ ეს შენობა იქნა დაბომბილი).
იტალიის _ მთავრობის მოლოდინი ამ აქციასთან დაკავშირებით გამართლდა.
დ'ანუნციომ დაუყოვნებლივ დატოვა ფიუმე, რომელმაც დროებით
დამოუკიდებლობა მოიპოვა. მიუხედავად ამისა, დ’ანუნციო საკმაოდ პოპულარული
იყო საკუთრივ იტალიაში, სადაც ის დაბრუნდა ფიუმედან და აქტიური ფაშისტი
გახდა. მან მხარი დაუჭირა ბენიტო მუსოლინის, ყოფილ სოციალისტს, რომელმაც
1919წ. მარტში მილანში ჩამოაყალიბა თავისი „ფაში დი კომბატიმენტო“
(„მებრძოლთა კავშირები“). ფაშისტები თავის მთავარ მოწინააღმდეგედ
სოციალისტებს თვლიდნენ. სწორედ სოციალისტური პარტიის შტაბ-ბინები გახდა
ფაშისტების პირველი სამიზნე. ისინი არბევდნენ სოციალისტური პარტიის
ორგანიზაციებს. მთავრობა, რომელიც ძალიან სუსტი იყო, ვერაფერს ვერ აკეთებდა
წესრიგის დასამყარებლად. ჯოვანი ჯოლიტი, ივანო ბონომი და ლუიჯი ფაქტა
პრაქტიკულად ვერაფერს აკეთებდნენ მდგომარეობის გამოსასწორებლად. 1919წ.
ნოემბრის არჩევნებში, რომლებიც პროპორციული წესით ჩატარდა, გამარჯვება
წილად ხვდათ სოციალისტებს (156 ადგილი),თუმცა საკმაოდ დიდ
მოულოდნელობად იქცა ახლად ჩამოყალიბებული იტალიის სახალხო პარტიის (ეს
იყო კათოლიკური მიმართულების პარტია, მომავალი ქრისტიანულ-
დემოკრატიული პარტია) მეორე ადგილი 100 დეპუტატით. მიუხედავად
გამარჯვებისა, სოციალისტურმა პარტია მთავრობა ვერ ჩამოაყალიბა, რადგანაც
სხვადასხვა ტიპის ლიბერალურ გაერთიანებებმა დააგროვეს 181 ადგილი და
ჩამოაყალიბეს სამთავრობო კოალიცია სახალხო პარტიასთან, რომელსაც სათავეში
ედგა სიცილიელი - მღვდელი ლ. სტურცო. ამასთან, სოციალისტურ პარტიას მალე
კრიზისი დაეწყო და 1921წ. 21 იანვარს მას გამოეყო მემარცხენე ფრთა ამედეო
ბორდიგასა და ანტონიო გრამშის ხელმძღვანელობით რომელიც ჩამოყალიბდა
იტალიის კომუნისტურ პარტიად.
1920წ. შემოდგომისათვის მუსოლინიმ გააფართოვა თავისი მოქმედებების
არეალი და ჩამოაყალიბა ორგანიზაციები ემილიასა და ტოსკანაში. ამჯერად
ფაშისტები უკვე არა მარტო პარტიული ოფისების - დარბევებით იყვნენ
დაკავებული, არამედ ხშირად ამხობდნენ ახლად არჩეულ ადგილობრივ
მმართველობის ორგანოებსაც. ამით ძირითადად დაკავებული იყვნენ მუსოლინის
მიერ შექმნილი სპეციალური გასამხედროებული დაჯგუფებები, რომლებსაც
„შავპერანგიანები“ (ან „შავხალათიანები“,შავი პერანგი მოძრაობის წევრთა
პრაქტიკულად განუყოფელ ატრიბუტად იქცა.) ეწოდათ მათი ჩაცმულობის გამო.
საინტერესო ის იყო. რომ მათ ხშირად მხარს უჭერდა თავად პოლიციაც, რომელსაც
კანონით ევალებოდა ამ ორგანოების დაცვა. ამ აქციებმა მუსოლინის საქმის
მკეთებელი კაცის იმიჯი შეუქმნა და მისი პოპულარობაც გაიზარდა. ძალადობრივი
აქციების გარდა, ფაშისტები ეწეოდნენ საკმაოდ კარგად გააზრებულ პროპაგანდასაც,
რომელშიც ძირითადი აქცენტი ეკავა ერს ისინი ბრალს სდებდნენ. ანტანტის
წევრებს უარყოფით დამოკიდებულებაში იტალიის მიმართ და აცხადებდნენ, რომ
ქვეყნის ხელისუფლებას არ შეეძლო ერის სიდიადის დაცვა და მისი ეროვნული
ინტერესების დაკმაყოფილება. ამავე დროს, ისინი მხარს უჭერდნენ მუშათა კლასის
ეკონომიკურ მოთხოვნებს და თავს აცხადებდნენ მის დამცველად. ფაშისტებს არ
ავიწყდებოდათ არც გლეხები, რასაც მოწმობდა მათი ლოზუნგი: „მივცეთ მიწა მის
დამამუშავებელს“. მუშების და გლეხების უფლებათა დასაცავად ფაშისტებმა
საკუთარი პროფკავშირებიც კი შექმნეს. განსაკუთრებული ადგილი ეკავა მათ
პროპაგანდაში - ახალგაზრდა ომის ვეტერანების თემას, რომლებიც უკმაყოფილო
იყვნენ თავის ომის შემდგომი ხვედრით შემდგომი ხვედრით.
ამავდროულად, ისინი ცდილობდნენ ახალგაზრდების გულის მოგებას და
აცხადებდნენ, რომ სწორედ მათ უნდა ეგდოთ ხელთ ძალაუფლება. ყოველივე ამის
წყალობით ფაშისტების პოპულარობა ქვეყანაში იზრდებოდა, რამაც განაპირობა
სამთავრობო ბლოკის დაინტერესება ფაშისტებთან ალიანსით 1921წ. მაისის
ვადამდელ არჩევნებში. მსგავსი დაინტერესება მუსოლინისაც აღმოაჩნდა და
ფაშისტები სამთავრობო ბლოკში გაერთიანდნენ.
1921წ. არჩევნები სამთავრობო ბლოკის ტრიუმფით დასრულდა (275 ადგილი
პარლამენტში). ამავე დროს, ეს, გარკვეულწილად, იყო ფაშისტების ტრიუმფი,
რადგანაც მათ 35 კაცი გაიყვანეს პარლამენტში, რაც ნამდვილად დიდი მიღწევა იყო
ორგანიზაციისთვის, რომელიც ოფიციალურად პოლიტიკურ პარტიად არც კი იყო
ჩამოყალიბებული. არჩევნების შემდეგ, 1921 წ. ოქტომბერში მუსოლინიმ
საბოლოოდ იცვალა შეხედულებები და უარი თქვა რესპუბლიკურ თეორიებზე,
ნოემბერში კი თავისი ორგანიზაცია პარტიად ჩამოაყალიბა და უწოდა მას
"ეროვნული ფაშისტური პარტია"(პარტიის სიმბოლოდ იქცა ძველი რომაელი
ლიქტორების განუყრელი ატრიბუტი: წითელი ბაფთით კონად შეკრული თელის
ტოტები – „ფაშიო“ საიდანაც წამოვიდა კიდეც პარტიის სახელწოდება.) მუსოლინი
გახდა პარტიის ბელადი – „დუჩე“. უკვე ჩამოყალიბების მომენტში პარტია 350ათ.
წევრს ითვლიდა, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელი იყო იტალიისთვის. რამდენიმე
თვეში კი მუსოლინის პარტია კიდეც უფრო გაძლიერდა, რამაც სხვა პარტიების,
პირველ რიგში, სოციალისტების სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. 1922წ.
თებერვალში, ხუთი პროფკავშირული ორგანიზაცის ბაზაზე ჩამოყალიბდა ერთიანი
ცენტრი შრომის კავშირი, რომელსაც უნდა დაეცვა მუშების მონაპოვარი და
წინააღმდეგობა გაეწია ფაშისტებისათვის.
1922 წლის შუახანებისათვის ფაშისტურმა პარტიამ ღიად დაიწყო დიქტატურის
პროპაგანდა. ყოველივე ამან სერიოზულად ჩააფიქრა სოციალისტები და ისინი
დაფიქრდნენ ლიბერალებთან და კათოლიკეებთან ალიანსის გაფორმებაზე. გარდა
ამისა, მათ გადაწყვიტეს ფაშიტების თარეშის ალაგმვა და 1922წ. 1 აგვისტოს
შრომის კავშირმა დაიწყო საყოველთაო გაფიცვა ფაშისტებმა გაფიცვას თავისი
ძალების მობილიზაციით უპასუხეს. მოხდა რამდენიმე შეტაკება. ერთ-ერთი
მათგანის დროს, ქ. პარმაში გაფიცულებმა დაამარცხეს ფაშისტები და გაყარეს
ისინი ქალაქიდან. ქვეყანაში სამოქალაქო ომის სუნი დატრიალდა, თუმცა მალე
გაფიცვა ჩაფლავდა და შრომის კავშირიც დაიშალა. ამის შედეგად, მუსოლინის
პოზიციები კიდევ უფრო გამყარდა უფრო მეტიც, 1922წ. ოქტომბერში იტალიის
სოციალისტური პარტია კიდევ ერთხელ დაიშალა და მისი შემადგენლობიდან
გარიცხულმა რეფორმისტებმა ჩამოაყალიბეს უნიტარული სოციალისტური
პარტია.
1922წ. ოქტომბერში მუსოლინიმ ჩათვალა, რომ დადგა ხელსაყრელი მომენტი
ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ამ მიზნით მან გადაწყვიტა მარშის მოწყობა
რომის მიმართულებით. 1922წ. 24 ოქტომბერს მილანში გაისმა მოწოდება, რომ
ყველა ფაშისტი შეკრებილიყო რომში. 28 ოქტომბრისათვის დაახლოებით 40ათ.
კაცი რომის მახლობლად აღმოჩნდა. მუსოლინი თავად მილანში დარჩა და მარშს
მისი ხელქვეითები ხელმძღვანელობდნენ. ლუიჯი ფაქტამ, რომელიც უკვე
გადამდგარი იყო პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, თუმცა მაინც პრაქტიკულად
მართავდა ქვეყანას , სანამ ახალი პრემიერ-მინისტრი დაინიშნებოდა , რომში
საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მაგრამ მეფე ვიქტორ ემანუილ III-მ (1900-
1947წწ.) ხელი არ მოაწერა ამ ბრძანებას, რაც იმას ნიშნავდა, რომ არმია არ
იქნებოდა ფაშისტების წინააღმდეგ გამოყენებული (არმიას ნამდვილად შეეძლო
ფაშისტების გარეკვა). ისტორიკოსები დღემდე დაობენ, თუ რით იყო გამოწვეული
მეფის ამგვარი მოქმედება: ტახტის დაკარგვის შიშით, სამოქალაქო ომის თავიდან
აცილების სურვილით, თუ იმედით, რომ ფაშისტების ნეიტრალიზება უფრო
ადვილი იქნებოდა მათი მთავრობაში ჩართვით. 29 ოქტომბერს მეფემ გადაწყვიტა
პრემიერ-მინისტრის პოსტის მუსოლინისთვის შეთავაზება, რასაც ეს უკანასკნელი
დიდი სიხარულით დაეთანხმა და მეორე დღეს, 30 ოქტომბერს მილანიდან
მატარებლით ჩავიდა რომში. ამავე დღეს ფაშისტების მარში დასრულდა და ისინი
ტრიუმფით შევიდნენ მარადიულ ქალაქში. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ
არანაირ გადატრიალებას ადგილი არ ჰქონია, რადგანაც ყველაფერი
კონსტიტუციის ფარგლებში მოხდა, მაგრამ სულ მცირე ხანში მუსოლინიმ ამ
კონსტიტუციიდან არაფერი დატოვა.
ბ) მუსოლინის ერის დასაწყისი. 1923-1925 წლები. თავისი პრემიერ -
მინისტრობის პირველ ხანაში მუსოლინი გარეგნულად ინარჩუნებდა
კონსტიტუციისადმი ერთგულებას და ხელმძღვანელობდა კოალიციურ
მთავრობას, რომელშიც, ფაშისტების გარდა, შედიოდნენ ნაციონალისტები,
ლიბერალები და სახალხო პარტიის წარმომადგენლებიც კი (2 მინისტრი).
მიუხედავად ამისა, მუსოლინიმ ხელთ იგდო სრული ძალაუფლება, რადგანაც
პრემიერ-მინისტრის თანამდებობასთან ერთად მან შეითავსა საგარეო და შინაგან
საქმეთა მინისტრის პოსტები.

You might also like