You are on page 1of 11

1.

პალესტინის არქეოლოგიური ძეგლები

ძველი პალესტინა

პალესტინის ისტორიული ოლქი წინა აზიისა მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის


აღმოსავლეთ სანაპიროზე ეგვიპტესა და სირიას შორის. ძველი პალესტინა მოიცავდა 5
გეოგრაფიულ ზონას, ოთხი მათგანი ერთმანეთის პარარელურადაა გაწოლილი
ჩრდილოეთიდან სამხრეთით. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გადის ვიწრო დაბლობი.
მის აღმოსავლეთით მდებარეობს მთიანი ოლქი, რომელშიც შედის გალილეა, სამარია და
იუდეა. უფრო აღმოსავლეთით მდინარე იორდანეს დაბლობი და მკვდარი ზღვაა. მის
შემდეგ კი იორდანისიქეთა მთიანეთია. იუდეის გორაკ-ბორცვიანი რაიონიდან
სამხრეთით აქაბის ყურისაკენ ნაგევის უდაბნოა.

ჩვენამდე მოღწეული უძველესი წყაროები პალესტინის მოსახლეობის ენობრივი


და ეთნიკური კუთვნილებისა ძვ. წ. II ათასწლეულით თარიღდება. ამ დროისათვის ეს
რეგიონი დასახლებული იყო სემიტური ჯგუფის ენებზე მოსაუბრე მრავალრიცხოვანი
ტომებით. შემდეგში აქ მოსული ებრაელები ამ მიწებს „ქანაანს“ ეძახდნენ.
ეგვიპტელებისათვის აქაურობა ცნობილი იყო როოგორც „რეცენუ“ (რეტენუ), „პუაენეტ“
(პუნტ) და „ტონეტერ“ (ღმერთის მიწა). ბერძნები ამ ქვეყანას „კელესირია“ (სამხრეთ
სირიას უწოდებდნენ. დასახელება პალესტინა წარმოდგება ბერძნული ტერმინიდან
„ფილისტია“ (ხმელთაშუა ზღვის სამხრეთი სანაპირო) და შემოღებული იქნა ბარ-კოხბა-
ს აჯანყების შემდეგ (132-135 წწ.) რომაელების მიერ.

ქვის ხანა - პალეოლითის ეპოქაში (ძვ. წ. 20 000 წლამდე) პალესტინის მოსახლეობა


ცხოვრობდა სეზონურ სადგომებზე და გამოქვაბულებში. ისინი თავს ირჩენდნენ
ნადირობით და შემგროვებლობით. მეზოლითის ეპოქაში (ძვ. წ. 20 000 – 8000 წწ.) ამ
რეგიონში გაჩნდა უფრო დიდი და მუდმივი დასახლებები. ნეოლითის ეპოქა (ძვ. წ. 5800-
4500 წწ.) აღინიშნა პირველი მცენარეების კულტურულ ჯიშებად მოშენებით და
ცხოველთა მოშინაურებით. ამავე დროს წარმოიქმნა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი
საქალაქო ტიპის დასახლება იერიქონი (ძვ. წ. 6850 წ.) ძვ. წ. 6000 წლისათვის
პალესტინაში გაჩნდა პირველი კერამიკა. ხალკოლითის ეპოქა(ძვ. წ. 4500-3000 წწ.)
ხასიათდება მეურნეობის შემდგომი განვითარებით. ამ დროს მოჰყავთ მარცვლეული
კულტურები სავარაუდოდ პრიმიტიული მორწყვის მეთოდების გამოყენებით.
მიწათმოქმედების პროდუქტები - ზეთისხილი და ყურძენი ქვემო იორდანეს დაბლობში
მოჰქონდათ მთიანი რაიონებიდან. ამ დროს ასევე განვითარდა ქვის, თიხის, სპილენძის,
დაწნული ნივთების და საფეიქრო წარმოება.
ადრე ბრინჯაოს ხანა -ადრე ბრინჯაოს ხანა პალესტინაში (ძვ. წ. 3300-2000 წწ.) აღინიშნა
პირველი ნამდვილი საქალაქო ცივილიზაციის განვითარებით, აყვავებით და დაცემით.
ადრებრინჯაოს I პერიოდი (ძვ. წ. 3300-3200 წწ.) წარმოადგენდა მცირეხნიან გარდამავალ
ეტაპს, რომელიც ძირითადად ცნობილია ერთმანეთისგან დაცილებული
დასახლებებიდან და რამდენიმე სამაროვნიდან მოპოვებული მასალების მიხედვით.
ხალკოლითთან შედარებით ეს იყო დაცემის ხანა. მიუხედავად ამისა, ამ დროისათვის
არსებობდა გვიანდინასტიამდელი პერიოდის ეგვიპტესთან სავაჭრო ურთიერთობები.
ადრებრინჯაოს II პერიოდის დასაწყისისათვის (ძვ. წ. 3200-2600 წწ.) გაიზარდა
დასახლებათა რაოდენობა. მათი ნაწილი ქალაქის მასშტაბამდე ამაღლდა და ზოგიერთ
მათგანს მასიური კედლებიც კი შემოავლეს. პალესტინელები ეწეოდნენ ეგვიპტესთან
ვაჭრობას და სინაის სამხრეთში კოლონიაც კი დააარსეს, სავარაუდოდ სპილენძის და
სხვა წიაღისეულის მოპოვების მიზნით. თუმცა ამ პერიოდის დასასრულისათვის
ეგვიპტესთან ვაჭრობაც შეწყდა. ადრებრინჯაოსIII პერიოდი (ძვ. წ. 2600-2400 წწ.)
წარმოადგენდა პალესტინის ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებში საქალაქო კულტურის
აღორძინების და შემდგომი განვითარების ხანას. ამ დროს აიგო ქალაქების გიგანტური
თავდაცვითი კედლები, ტაძრები და სასახლეები. ეგვიტესთან კონტაქტები უმნიშვნელო
იყო, მაგრამ სანაცვლოდ გაიზარდა ურთიერთობები მესოპოტამიასთან ჩდრილოეთ
სირიასა და ანატოლიასთან. ამას ადასტურებს ჰირბეთ-კერაკის ტერიტორიაზე
აღმოჩენილი შესანიშნავი გაპრიალებული კერამიკის ნიმუშები. ამ პერიოდის
დასასრულისათვის ქალაქთა დიდი ნაწილი დაქვეითების გზას ადგას. ძვ. წ. 2400
წლისათვის II და III ადრებრინჯაოს ყველა დასახლება მიტოვებული იქნა.
ადრებრინჯაოსIV პერიოდი (დაახლოებით ძვ. წ. 2400-2000 წწ.) ხასიათდება ახალი
დასახლებების და სადგომების წარმოქმნით ძირითათად რეგიონის განაპირას -
იორდანეს დაბლობში, ჰეგევსა და სინაიზე. დიდი ბორცვების (თელ) უმრავლესობა,
რომლებიც წარმოიქმნენ ურბანიზაციის წინაპერიოდში მიტოვებული იქნა მცხოვრებთა
მიერ ან გამოიყენებოდა გარკვეულ სეზონზე. ზოგიერთი დასახლება კი გადაიქცა
მომთაბარე მეცხოველეთა სამაროვნებად.

შუაბრინჯაოს ხანა - შუაბრინჯაოს ხანა (ძვ. წ. 2000-1500 წწ.) „ქანაანური ცივილიზაციის“


განსაკუთრებული აყვავების ეპოქაა. შუაბრინჯაოს I პერიოდის (ძვ. წ. 2000–1800 წწ.)
მანძილზე მოხდა ქალაქთა თანდათანობითი აღორძინება, რასაც ხელს უწყობდა
ეგვიპტესთან კავშირების გაღრმავება და რეგიონში ამორეველთა სემიტური ტომების
გამოჩენა. წინა ეპოქების ქალაქური დასახლებები მიტოვებული იქნა და შიდა რაიონებში
წარმოიქმნა ახალი ქალაქები. ხელახლა აღორძინდა ცხოვრება ძველ საცხოვრის
ბორცვებზე, რომელთაც გაუჩნდათ თავდაცვითი კედლები. შუაბრინჯაოს II პერიოდში
(ძვ. წ. 1800-1650 წწ.) ეს პროცესები გადაიზარდა ქალაქ-სახელმწიფოთა სრულფასოვანი
სისტემის ფორმირებაში.შუაბრინჯაოს III დამამთავრებელი პერიოდი (ძვ. წ. 1650-1500
წწ.) პალესტინის მეორე ურბანისტული ეპოქის განსაკუთრებული აყვავების ხანაა. ასე
მაგალითად სიქემი წარმოადგენდა კარგად დაგეგმილ საქალაქო დასახლებას
საცხოვრებელი კვარტლებით, სასახლის ტიპის ადმინისტრაციული ცენტრით,
საზოგადოებრივი მოედნით და 2 ტაძრით. გეზერის ციტადელს ჰქონდა თავის
ტერიტორიაზე სიმაგრე, რომელიც სიგანე 17 მეტრი იყო.ამ დროის ყველა დასახლებას
გააჩნდა ურთულესი საფორტიფიკაციო სისტემა. დაახლოებით ძვ. წ. 1550 წლისათვის
ეგვიპტის XVIII დინასტიის დამფუძნებელთა მიერ ეგვიპტიდან განდევნილი იქნენ
ჰიქსოსები პალესტინის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ თითქმის საუკუნის სამი
მეოთხედის მანძილზე პალესტინაში ურთულესი პერიოდია, რასაც შედეგად მოჰყვა
ყველა დასახლების დანგრევა.

შუაბრინჯაოს ხანის პალესტინის მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვან


კულტურულ მიღწევას წარმოადგენდა პროტოსინაური დამწერლობის - უძველესი
ალფავიტური სისტემის მქონე დამწერლობის შექმნა. ამ მარტივი და ეფექტური
დამწერლობის წარწერები ნაპოვნია სინაიზე და პალესტინაში. შემდეგში ალფავიტური
დამწერლობა გავრცელდა სხვაგანაც. შუაბრინჯაოს ხანის ტექნოლოგიური სიახლე იყო
სწრაფი ბრუნვის სამეთუნეო ჩარხზე გაკეთებული კერამიკის გამოჩენა და პირველად
ისტორიაში ნამდვილი ბრინჯაოს ნაწარმის ფართო გავრცელება, რამაც შესაძლებელი
გახადა სამეურნეო და საბრძოლო იარაღების ახალი სახეობების დამზადება. კარგი
ხარისხის ბრინჯაოს დასამზადებლად საჭირო კალა მოჰქონდათ ზემო მესოპოტამიიდან
800 კილომეტრის სიშორიდან.

გვიანბრინჯაოს ხანა -გვიანბრინჯაოს ხანა (ძვ. წ. 1500-1200 წწ.) ასევე წარმოადგენდა


აღორძინების ეპოქას, მაგრამ ამ დროს პალესტინა პოლიტიკურად იმყოფებოდა
ეგვიპტის ახალი სამეფოს ხელისუფლების ქვეშ. გვიანბრინჯაოს I პერიოდში (ძვ. წ. 1500-
1400 წწ.) მომხდარი საქალაქო ცხოვრების დროებითი დაქვეითების შემდეგ მათი დიდი
ნაწილი ისევ იქნა დასახლებული გვიანბრინჯაოს II პერიოდში (ძვ. წ. 1400-1200 წწ.).
ქალაქთა ნაწილი გახდა პალესტინაში ეგვიტური ადმინისტრაციის ცენტრები, რასაც
ადასტურებს პალესტინის სხვადასხვა მმართველთა წერილები ეგვიპტის ფარაონ
ეხნატონისადმი (XIV ს.). თელ-ამარნის არქივებში აღმოჩენილ ამ წერილებში
დასახელებულია მეგიდო, ტანაახი, სიქემი, გეზერი, იერუსალიმი, ხევრონი, ლახიში,
ასკალონი და გაზა. მმართველები ცდილობენ ფარაონს დაუმტკიცონ ერთგულება და
მოწინააღმდეგები ღალატსა და სიცრუეში დაადანაშაულონ. ზოგიერთი მათგანი
ითხოვს სამხედრო დახმარებას, ზოგიერთი კი ჩივის მაღალი გადასახადებისა და
ეგვიპტელი ჩინოვნიკების გამყიდველობის გამო. ძვ. წ. XIII საუკუნე პალესტინის ქალაქ-
სახელმწიფოების მორიგი დაქვეითების ხანა. თუმცა სამარხებში აღმოჩენილი
ფუფუნების საგნები ადასტურებენ დიდებულთა შედარებით სიმდიდრესა დახვეწილ
გემოვნებას იმ დროს, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მძიმე მდგომარეობაში
იმყოფებოდა. გვიანბრინჯაოხ ხანა პალესტინაში აგრეთვე აღინიშნა რელიგიურ
სფეროში აქტიურობით. მრავალ ადგილზეა ნაპოვნი ტაძრები და საკულტო ნივთები,
ხოლო უგარითში სირიის სანაპიროზე ლატაკიის მახლობლად არმოჩნდა ფირფიტები,
რომლებიც შეიცავენ მითოლოგიური ტექსტებს და მოგვითხრობენ ქანაანელი
ღვთაებების სამხედრო და სასიყვარულო გმირობებზე. უზენაესი ღვთაება იყო ბალლ ელ
(ბალუ), ხოლო მთავარი დედა-ღვთაება მისი მუეღლე აშერა. ქარბუქის ღვთაება იყო
ბაალი (ვაალი) და მისი სატრფო კი ანატი. სიკვდილის ღვთაებას ერქვა მოტ. ხოლო
მარცვლეულის ღვთაებას კი დაგონი.

რკინის ხანა-დაახლოებით ძვ. წ. 1200 წლისათვის პალესტინაში ბრინჯაოს ხანა


დასრულდა მთელი რიგი სოციალური ძვრებით. ამ პროცესების მამოძრავებელ
ფაქტორად იქცა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ეგეოსის ზღვის
კუნძულებიდან ე. წ. „ზღვის ხალხების“ შემოსევები, რომელთა შორისაც იყვნენ
ფილისტიმელები. ისინი დაფუძდნენ პალესტინის სანაპირო რეგიონებში მას შემდეგ,
რაც რამზეს III დაახლოებით ძვ. წ. 1180 წელს მოიგერია მათი შემოსევა ეგვიპტეზე.
ფილისტემილებმა სავარაუდოდ ანატოლიაში შეითვისეს რკინის წარმოების ტექნიკა და
თან მოიტანეს ახალი დაკრძალვის წესები და ქვით მშენებლობის განვითარებული
ტექნოლოგია. ძვ. წ. XI საუკუნისათვის, ანუ რკინის ხანის I ადრეულ პერიოდში (ძვ. წ.
1200-900 წწ.) ფილისტიმელები ბატონობენ პალესტინის მთელ სანაპიროზე. პალესტინის
მეორე ახალ ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენდნენ ებრაელები. ისინი პირველად
მოიხსენებიან ფარაონ მერნეპტახის სტელის წარწერაში, რომელიც მოგვითხრობს ამ
ფარაონის გამარჯვებებზე დაახლოებით ძვ. წ. 1210 წელს. ებრაელები თავდაპირველად
ცხოვრობდნენ ცენტრალურ მთიან რეგიონებში. აქ აღმოჩენილია მათი 250 დასახლების
ნაშთები, რომლებიც ძვ. წ. XII-XI საუკუნეებს მიეკუთვნებიან. მათი უმრავლესობა
დაარსებულია ადრე დაუსახლებელ ამაღლებულ ადგილებში და არა ქანაანის
დანგრეულ ქალაქებში, როგორც ამას ისუ ნავეს წიგნი აღწერს. სავარააუდოდ
ებრაელები იყვნენ მომთაბარეები, რომლებიც ეწეოდნენ მიწათმოქმედებას. მოგვიანებით
მათ მიატოვეს გვიანბრინჯაოს დასახლებები და აითვისეს უფრო მოცილებული
მთიანეთი.

რკინის ხანის დასარულისათვის ებრაელებმა და ფილისტიმელებმა დაიწყეს


მეტოქეობა პალესტინაზე გაბატონების მიზნით. ამ ბრძოლის შედეგად შეიქმნა
ისრაელის ერთიანი სამეფო, რომელსაც მართავდნენ თანმიმდევრობით საული (ძვ. წ.
1020-1000 წწ.), დავითი (ძვ. წ. 1000-960 წწ.) და სოლომონი (ძვ. წ. 960-920 წწ.).
განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა სოლომონის მეფობის პერიოდი. მან თავის
სატახტო ქალაქ იერუსალიმში ააგო ცნობილი ტაძარი. სოლომონის სიკვდილის შემდეგ
სამეფო ორ სახელმწიფოდ გაიყო, მაგრამ ამ დროისათვის ფილისტიმელები
შევიწროებულნი იყვნენ სანაპირო დაბლობისაკენ. ებრაელთა მიღწევებს ამ ეპოქაში
ადასტურებენ ისეთი არქეოლოგიური არქეოლოგიური მასალები, როგორიცაა
სიმაგრეები, კერამიკის დამზადების და რკინის დამუშავების მაღალი ტექნოლოგია,
სპილოს ძვლის სხვადასხვა ნივთები, საბეჭდავები და ლიტერატურული ძეგლები,
რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ებრაული წმინდა წიგნი - ბიბლია.

რკინის ხანის II პერიოდი (ძვ. წ. 900–538 წწ.) აღინიშნაბრძოლით ორ ებრაულ


სამეფოს, ისრაელსა (ჩრდილოეთით) და იუდეას (სამხრეთით) შორის. ისრაელი გარდა
მუდმივი შიდა კონფლიქტებისა ასევე განიცდიდა ჩრდილოელი მეზობლების
არამეელებისა და ფინიკიელების შემოსევათა საშიშროებას. ეროვნული ღვთაება იაჰვეს
კულტი ჩაანაცვლა ისეთმა უცხო კულტებმა, როგორიცაა ვაალი და აშერი. ებრაელი
წინასწარმეტყველები ილიას მსგავსად ბრალს დებდნენ ისრაელის ხელისუფლებას
რელიგიურ სინკრეტიზმსა და ერის კულტურული ერთიანობის ხელყოფაში. საბოლოოდ
ჩრდილოეთი სამეფო ასურელებმა დაიპყრეს. ძვ. წ. 722-721 წლებში დაეცა მისი
დედაქალაქი სამარია და ისრაელის მცხოვრებთა დიდი ნაწილი ტყვედ წაიყვანეს
ასურელებმა. ეს მოვლენები კარგადაა აღწერილი ბიბლიაში (მეოთხე მეფეთა, 17) და
ასურულ წარწერებში. ამასვე ადასტურებს ჩრდილოეთ პალესტინის თითოეულ
არქეოლოგიურ ძეგლზე აღმოჩენილი კულტურული ფენები ფართომასშტაბიანი
ნგრევის კვალით.

ასურელთა აგრესიას გადაურჩა ებრაელთა სამხრეთი სამეფო იუდეა. მომდევნო


საუკუნენახევარი მის ისტორიაში წარმოადგენდა „ოქროს საუკუნეს“ ებრაული
წინასწარმეტყველური ლიტერატურისა. სწორედ ამ დროს მოღვაწეობენ იერემია, ისაია
და სხვა წინასწარმეტყველები. იუდეის რეფორმატორ მეფეთა რიცხვს მიეკუთვნება ამავე
ეპოქაში მცხოვრების მეფე იეზეკია (ძვ. წ. 716-687 წწ.). და იოსია (ძვ. წ. 640-609 წწ.).
იოსია მოექცა ე. წ. მეორე კანონის სკოლის წიგნიერთა გავლენის ქვეშ, რომლებიც
მოითხოვდნენ მოსეს კანონების დაცვას. მაგრამ იუდეამ ვერ შეძლო ბაბილონის
მძლავრი სამხედრო ძალისათვის წინააღმდეგობის გაწევა და ძვ. წ. 586 წელს დაეცა
იერუსალიმი. იუდეის დიდი ნაწილი დაცარიელდა და ებრაელები წაიყვანეს ბაბილონის
ტყვეობაში. თუმცა ძვ. წ. 539 წელს ბაბილონი დაიპყრო კიროს დიდის სპარსულმა არმიამ
და ებრაელებსაც გარკვეული შეღავათი მისცა.

სპარსული პერიოდი - მომდევნო ორი საუკუნის მანძილზე პალესტინა სპარსეთის


იმპერიის ნაწილად იქცა, რომლის სხვადასხვა პროვინციებს შორის გაიბა მჭიდრო
სავაჭრო კავშირები. სპარსეტის პოლიტიკა დაპყრობილ ხალხთა მიმართ საკმაოდ
რბილი იყო. ძვ. წ. 538 წელს კიროსმა თავისი ედიქტით ნება დართო ებრაელთა ნაწილს
დაბუნებულიყვნენ პალესტინაში და აღედგინათ იერუსალიმის ტაძარი. ძვ. წ.
Vსაუკუნეში ეზრასა და ნეემიას დროს პალესტინელი ებრაელები რელიგიური და
სოციალური აღორძინების ეპოქაში ცხოვრობდნენ. მაგრამ ამ დროს ისინის ასევე
წააწყდნენ პალესტინის სხვა ხალხთა, განსაკუთრებით კი სამარიელების (ჩრდილოეთ
ებრაული სახელმწიფოს, ისრაელის მცხოვრებთა მემკვიდრეები) წინააღმდეგობასაც.
პალესტინაში სპარსელთა ბატონობა დაასრულა ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობამ
ძვ. წ. 332 წელს.

ელინისტური ეპოქა - ალექსანდრე დიდის გარდაცვალების შემდეგ პალესტინა მოექცა


ეგვიპტის მმართველი პტოლემაიოსეის დინასტიის ბატონობის ქვეშ, ხოლო
მოგვიანებით კი გადავიდა სელევკიდური სირიის მფლობელობაში. სირიულ პერიოდში
პალესტინაში სწრაფად გავრცელდა ბერძნული კულტურა. სასაუბრო ენად ებრაულის
ნაცვლად გამოიყენებოდა ბერძნული და არამეული. ებრაული საზოგადოების მთავარ
სოციალურ ინსტიტუტად კი გადაიქცა სინაგოგა, რომელიც ადრე მხოლოდ ლოცვისა და
სწავლების ადგილს წარმოადგენდა. სელევკიდები ცდილობდნენ ამოეძირკვათ
ებრაული ტრადიციები და დაენერგათ ბერძნული ღვთაებების თაყვანისცემა, რასაც ძვ.
წ. 167 წელს მოჰყვა აჯანყება მაკაბელთა ხელმძღვანელობით. იუდა მაკაბელმა აღადგინა
ბერძნების მიერ გადაკეთებული ტაძარი. შედეგად პალესტინაში შეიქმნა სახელმწიფო,
რომელსაც ძვ. წ. 142-63 წლებში მართავდნენ მაკაბელთა მემკვიდრე ჰასმონეები. მათი
მმართველები აერთიანებდნენ მეფისა და უმაღლესი ქურუმის ფუნქციიებს. მათ
თანდათანობით დაიკავეს პალესტინის დიდი ნაწილი და მოსახლეობის უმრავლესობა
იუდაიზმზე მოაქციეს. მაგრამ ამ დროს თავად იუდაიზმში წარმოიქმან კონფლიქტი მის
სხვადასხვა მიმართულებათა, განსაკუთრებით სადუკეელთა და ფარისეველთა შორის.
ამ ეპოქის უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ მონაპოვარს წარმოადგენს მკვდარი ზღვის
დასავლეთ სანაპიროზე, კუმრანში კლდის მწვერვალზე ნაპოვნი დასახლება, რომელიც
დაახლოებით ძვ. წ. 150 წელს დაფუძნდა ებრაული ნეოორთოდოქსული სექტის
წარმომადგენელთა მიერ.

რომაული და ბიზანტიური ეპოქა -ძვ. წ. 63 წელს პალესტინა რომის მფლობელობის ქვეშ


მოექცა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში იერუსალიმის ტახტი დაიკავეს რომის
ქვეშევრდომის მეფეების სტატუსით ჰეროდიადთა დინასტიის წამმრომადგენლებმა.
ჰეროდე დიდის (ძვ. წ. 37-4 წწ.) დროს იერუსალიმში აიგო მონუმენტური ნაგებობები და
აღადგინეს ტაძარი. ნაპოვნია ჰეროდეს სასახლის ნანგრევები აბანოებით, აუზებით და
მდიდრული დარბაზებით. ეს იყო იესო ქრისტეს და პავლე მოციქულის იერუსალიმი.
ახ. წ. 6 წლის შემდეგ რომაელი მმართველების რეზიდენციად გადაიქცა
ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე მდებარე კესარია. იუდეველთა დიდ ნაწილს
აღიზიანებდა რომაული წესრიგი და შეიქმნა ანტირომაული მოძრაობა ზილოტებისა. ახ.
წ. 66 წელს იუდეველები აჯანყდნენ რომის წინააღმდეგ. არსებობს არქეოლოგიური
დადასტურება რომაელთა მიერ ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის დანგრევისა. ამ დროს ისევ
ნადგურდება ტაძარი და ქალაქის კედლები. რომაელთა ხელით დაიღუპა 600 000
ებრაელი. რბევის კვალი ჩანს ასევე კუმრანში, სადაც ამ დროს გამოქვაბულეებში
გადამალეს სექტის ბიბლიოთეკა, რომელსაც მკვდარი ზღვის ტექსტებს უწოდებენ. ამ
ამბების არსანიშნავად რომში აღმართეს ტრიუმფალური თაღი. 132-135 წლებში მოეწყო
ებრაელთა მეორე აჯანყება ბარ-კოხბას მეთაურობით, რომელიც სასტიკად ჩაახშვეს
რომალეებმა, რომელბმაც იერუსალიმიდან იუდეელები განდევნეს და მის ნანგრევებზე
რომაული ქალაქი ელია კაპიტოლინა აღმართეს. მისგან გადარჩენილიამთავარი გზების -
კარდო და დეკუმანუს მონაკვეთი. ქალაქი მიეძღვნა იუპიტერ კაპიტოლიუმელს და მისი
ტაძარი აღიმართა სატაძრო მთაზე. ბარ-კოხბას აჯანყებას 580 000 ებრაელი შეეწირა და
დაინგრა 50 ქალაქი და 985 სოფელი. რომაული პერიოდის დასასრული აღინიშნა
იუდეველთა თემის შენარჩუნებით და ახ. წ. I საუკუნეში წარმოიქმნა ქრისტიანული
ჯგუფების გაძლიერებით. დაახლოებით 200 წელს იუდა გა-ნასის და სხვა
ღვთისმეტყველთა მიერ შედგენილი იქნა „მიშნა“-იუდაიზმის წესების და
დადგენილებების კრებული. კესარიაში მესამე საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა
ბერძნული ქრისტიანული სწავლების უდიდესი წარმომადგენელი ორიგენე. IV-V
საუკუნეთა მიჯნაზე ბეთლემში ცხოვრობდა იერონიმე, ლათინური ქრისტიანობის
უდიდესი ავტორი. მას შემდეგ, რაც ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ 313 წელს
ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად აღიარა, ყველგან დაიწყო ქრისტიანული
მონასტრებისა და ტაძრების მშენებლობა. პალესტინა გადაიქცა მომლოცველთა
თავშეყრის ცენტრად. ცნობილია 450 ტაძარი, რომლებიც IV საუკუნიდან VII საუკუნის
დასაწყისამდე აიგო. კონსტანტინეს დედა ელენემ ქრისტეს დაკრძალვის ადგილზე
ააშენა უფლის საფლავის ტაძარი. შედარებით კარგად შემოინახა ბიზანტიური ეპოქის
ისეთი ძეგლები, როგორიცაა ავდათი, კურნუბი, ნისსანა, შივთა და რეჰოვოთ. ასევე
ცნობილია ათეულობით სინაგოგა, რომელთა ნაწილს შესანიშნავი მოზაიკა ამკობს. 361
წელს ფლავიუს იულიანემ ებრაელებს მისაც უფლება იერუსალიმში სოლომონის
ტაძრის მესამედ აშენებისა, მაგრამ 363 წლის ხანძრის შემდეგ მშენებლობა შეწყდა. 614
წელს სასანიდური ირანის მმართველი ხოსრო II დაიპყრო იერუსალიმი და მხოლოდ
ხანგრძლივი ომიანობის შედეგად აღგდა მასზე ბიზანტიელთა მფლობელობა. 683 წელს
სამხრეთიდან მოსულმა არაბებმა დაიკავეს იერუსალიმი და ამით დაასრულეს
პალესტინის ძველი ისტორია.

იერიქონი- (არაბ.‫أريحا‬, არიქა; ბერძ.. Ίεριχώ; ივრით..‫י ְִריחֹו‬, იერიქო) -ქალაქი პალესტინაში,


მდ, იორდანის დასავლეთი სანაპირო. იუდეას უდაბნო, მდ. იორდანედან დასავლეთით
7 კმ. ბიბლიაში არაერთხელ მოხსენებული უძველესი ქალაქი. პავლე მოციქულის
ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს მე-11 თავში, რომელშიც მოცემულია რწმენის
გამოვლინების მაგალითები სხვადასხვა ეპოქში, მოთხრობილია თუ რა ძალა ჰქონდა
რწმენას ებრაელთა მიერ იერიქონის აღების დროს. აქ მომხდარი ამბავი წარმოადგენს
ღვთის რწმენით საოცარი და დაუჯერებელი გამარჯვების მოპოვების ფაქტს, რომლის
გარშემო ხშირად ატყდებოდა ხოლმე დავა ბიბლიური ისტორიების ჭეშმარიტების
მომხრეტა და კრიტიკოსთა შორის. მეცნიერთა ნაწილი ამ მოვლენას დაუჯერებლად
მიიჩნევდა და მხოლოდ ლეგენდად თვლიდა. ამ დავას ნათელი იერიქონის
არქეოლოგიურმა შესწავლამ მოჰფინა და დაადასტურა ბიბლიური გადმოცემის
სინამდვილე.

ამ ლეგენდარული ქალაქის პირველი მოხსენიება ძვ. წ. XV საუკუნეს მიეკუთვნება.


ზუსტი თარგმანი და მნიშვნელობა სახელისა „იერიქონი“ უცნობია. ერთნი მას
თარგმნიან როგორც „კეთილსურნელოვანი“, მეორენი როგორც „მთვარე“, ხოლო
მესამენი როგორც „პალმების ქალაქი“. ისუ ნავეს წიგნის მეორე და მეექვსე თავებში
დაწვრილებითაა აღწერილი ისრაელიტების მიერ იერიქონის აღების ამბავი. ამის შემდეგ
რამდენიმე ასწლეული ქალაქის ადგილზე მხოლოდ ნანგრევებიღა იყო, მაგრამ ძვ. წ. 870
წელს ისრაელის მეფე აჰავეს დროს აქიილ ბეთლემელმა აღადგინა ის. ქალაქის აღდგენის
დროს ებრაელთა ძველი წარმართული ტრადიციის მიხედვით აქიილმა ქალაქის
საძირკველს მსხვერპლად შესწირა თავისი ვაჟი ავირამი და აგრეთვე ქალაქის მთავარი
კარიბჭეში ჩაატანა უმცროსი ვაჟი სეგუბე (მესამე მეფეთა, 16-34). ილია
წინასწარმეტყველის დროს ქალაქში იყო წინასწარმეტყველთა სკოლა. აქვე ელისე
წინასწარმეტყველმა მოახდინა სასწაული და მოწამლული წყარო სუფთა და ანკარა
სასმელ წყაროდ აქცია. იერიქონთან დაატყვევეს იუდეის ბოლო მეფე სედეკია ძვ. წ. 586
წელს (მეოთხე მეფეთა, 25-5). იერიქონში გარდაიცვალა ჰეროდე დიდი ძვ. წ. 4 წელს.
ამავე ქალაქში რამოდენიმეჯერ იმყოფებოდა იესო ქრისტე და აქვე იუწყა პირველად მის
მიერვე აღდგომის ცნობა (მარკოზი, 10-46; ლუკა, 18-35; მათე, 20-29). ახ. წ. IV საუკუნეში
იერიქონში არსებობდა ქრისტიანული ტაძარი და საეპისკოპოსო ცენტრი. დღეს
არსებობს სამი იერიქონი: უძველესი ქალაქი; მისგან 2 კილომეტრში ახალი აღქმის
ქალაქი და სოფელი იერიქონი.

არქეოლოგია - XIX საუკუნის შუა ხანებში იერიქონის მიდამოებში არქეოლოგიურ


სამუშაოებს აწარმოებდნენ ტობლერი და რობინსონი, მაგრამ მათ ვერაფერი ვერ იპოვეს.
1894 წელს მკვლევარმა ბლაიზმა ივარაუდა, რომ სწორედ აქ შეიძლება იყოს ძველი
იერიქონი. 1899 წელს გერმანელი არქეოლოგის ერნსტ ზელინის მიერ ბორცვის
ზედაპირზე ნაპოვნი იყო ქანაანური ჭურჭლის ნიმუშები და დაასკვნა, რომ ბორცვის
ქვეშ იმალებოდა ძველი ქალაქი. 1904 წელს გერმანელმა მკვლევარებმა ტირშმა და
გელშერმა აქ შეაგროვეს ახალი მონაცემები ქალაქის არსებობისა. 1907 წელს ზელინმა
აღმოაჩინა სახლები და ქალაქის კედლები კოშკით (ქვის წყობის 5 რიგი და ალიზის
აგურის 3 მეტრი სიმაღლის კედელი). 1908 წელს იერიქონში გერმანიის აღმოსავლურმა
საზოგადოებამ დაიწყო სერიოზული არქეოლოგიური კვლევები ზელინის, ლანგენ-
ეგგერის და ვატცინგერის ხელმძღვანელობით. 1909 წელს მათ შეურთდნენ არნოლდ
ნელდეკე და შულცე. 1930-1936 წლებში აქ მუშაობდა არქეოლოგიური ექსპედიცია ჯ.
გარსტანგის ხელმძღვანელობით, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია მოიპოვა.
1952-1958 წლებში იერიქონში მუშაობდა ქ. კენიონის არქეოლოგიური ექსპედიცია,
რომელმაც გამოავლინა შთამბეჭდავი საფორტიფიკაციო სისტემა კერამიკამდელი
ნეოლითის - А პერიოდისა.

ელიფსის ფორმის ბორცვი წაგრძელებულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-


დასავლეთით. ქალაქს ეკავა 235 ათასი კვ. მეტრის ფართობი. ზელინის მიერ მთლიანად
გაითხარა 3 მეტრის სიგანის ჩრდილოეთი კედელი და მეორე კედელი 1.5 მეტრი
სიგანისა. ასევე გაიხსნა კედლის ფრაგმენტი ჩრდილო ფერდობზე ქვის ციკოლითა და 7
მეტრი სიმაღლის ალიზის აგურის წყობით. 1350 კვ. მეტრი ფართობზე გაკეთებულმა
საცდელმა ჭრილებმა ბორცვის ქვემო ფენებში დაადასტურა საქალაქო ნაგებობების
ნაშთების არსებობა. ბორცვის დასავლეთ ნაწილში აღმოჩნდა ქალაქის კედლების
დანგრევის შემდეგ აგებული ქვის კიბეები, ხოლო მათ ქვემოთ კიდევ ადრინდელი
სახლების ნაშთები. ქალაქის შიდა კედლის მახლობლად გაიხსნა კვარტალები
სახლებით, ხოლო კედლის ქვეშ ქუჩა. 200 კვ. მეტრ ფართობის მოედანზე დასავლეთით
კიდევ გამოჩნდა კედლის ნაწილი და სახლების ნარჩენები. თავდაპირველად
არქეოლოგიურმა კვლევამ გამოავლინა 8 ფენა, მათ შორის ძველუიდეური, ებრაული,
გვიანქანაანური და ადრექანაანური. მთვარის ქალაქის (მთვარის კულტის გამო)
ქანაანური პერიოდი აღინიშნა მასიური აგურის კედლების ნგრევით ჩრდილო-
დასავლეთით და ქალაქის ორი კედლის (შიდა და გარე) აგებით. განსაკუთრებით
მიუვალი იყო გალავანი აღმოსავლეთიდან. ადრეულ და ქანაანურ პერიოდებში ქალაქის
მოსახლეობა ერთი და იგივე იყო. უძველეს ფენაში იპოვეს ქვის, მათ შორის კაჟის
იარაღები. საწყისი პერიოდის იერიქონის დანგრევის შემდეგ ქალაქი ბორცვის
სამხრეთით ინაცვლებს. ქანაანური კედლები აგებულია უკვე ძვ. წ. III-II
ათასწლეულებში. ქანაანური იერიქონი ლამაზი ქალაქი იყო. მასში იგრძნობოდა
ეგეოსური და ბაბილონური მოტივები, თუმცა აქაური არქიტექტურა მაინც
დამოუკიდებელია. ერთ-ერთ სახლში ნაპოვნია ქვის მცირე ღვთაება. ქანაანური ეპოქის
სამარხები აქ არ გამოვლენილა. ადრეული ქანაანური ეპოქის ქალაქის კედლები
დანგრეულია აღმოსავლეთით და შემდეგ დამწვარია. გარკვეული პაუზის შემდეგ
ქალაქი გვიანქანაანურ პერიოდში კვლავ აღდგა და მას ორმაგი კედლები იცავდა.
საერთოდ ორმაგი კედელი პალესტინისათვის გამონაკლისს წარმოადგენს, ის
დამახასიათებელია ხეთური კულტურისათვის. ჯონ გარსტანგის ექსპედიციამ
აღმოაჩინა ისუ ნავეს წიგნში მოთხრობილი ამბების დამადასტურებელი არტეფაქტები.
იერიქონი ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარში წარმოადგენდა დიდი ზომის
ტიპიურ ქანაანურ სიმაგრეს. მას მართლაც ორმაგი კედლები იცავდა. ამ ეპოქის ქალაქის
გარეთა კედლის სიგანე 2, ხოლო შიდა კედლისა კი 4 მეტრი იყო. მათი სიმაღლე 10
მეტრს აღწევდა, ხოლო მათ შორის მანძილი 5 მეტრი იყო. კედლებს შუა სივრცეში
სახლები იდგა. ჯერ კიდევ ზელინის გათხრებით მოპოვებული მასალებით
განსაკუთრებით განსაცვიფრებელი იყო ის ფაქტი, რომ ქალაქის კედლები გარეთ იყო
წაქცეული და არა შიგნით, როგორც ეს ხდება მათი ნგრევის დროს გარედან შეტევის
შედეგად. ეს შემდეგ გარსტანგის მიერ წარმოებულმა სამუშაოებმაც დაადასტურა.
კედელი საძირკვლამდე იყო დანგრეული. ასევე აღმოჩნდა საშინელი ხანძრის კვალი,
რომელმაც გაანადგურა ქალაქის. ნაცრის და ნახშირის დიდი გორები ქალაქის დაღუპვის
მართლაც შემზარავ სურათს ხატავდა. როგორც წესი მტრის მიერ აღებული ქალაქი მის
განადგურებამდე ძირფესვიანად იძარცვებოდა და მხოლოდ მერე ინგრეოდა. აქ. კი
არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნი იქნა ხელუხლებელი ბეღლები და საწყობები,
რომლებიც სავსე იყო ხორბლით, ფინიკით, სხვა პროდუქტებით და ნივთებით. მათი
დათარიღების შემდეგ გაირკვა, რომ ქალაქი დაინგრა დაახლოებით ძვ. წ. 1400
წლისათვის. დოქტორი ვუდის შემდგომმა გამოკვლევებმა დაადასტურეს ეს თარიღი.
ასევე დადგინდა, რომ ქალაქის ალყა და შტურმი განხორციელდა გაზაფხულზე. ამის
ერთ-ერთი დასტურია ხორბლით სავსე ჭურჭლები.

დასკვნები:

1. იერიქონი დაეცა ძვ. წ. დაახლოებით1400 წლიათვის, რაც ეთანხმება ბიბლიურ


ქრონოლოგიას.
1. ქალაქის კედლები წაიქცა გარეთ.
2. ქალაქი არ გაიძარცვა და ის პირდაპირ გადაწვეს.
3. ქალაქი გაანადგურა ხანძარმა.
4. გალავნის ორმაგ კედლებს შორის აღმოჩნდა სახლები.
5. ქალაქი ებრაელებმა აიღეს გაზაფხულზე.
6. 1952-1958 წლებში ქეთლინ კენიონის მიერ ჩატარებულმა არქეოლოგიურმა
გათხრებმა დაადასტურა ქალაქი ძვ. წ. XV—XIV საუკუნეებში არსებობა-
განადგურების ფაქტი.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს სხვა მოსაზრებაც იერიქონის აღებისა და


განადგურების თარიღთან დაკავშირებით.მაგალითადისრაელის პერიოდს ერნსტ
ზელინი ძვ. წ. XI—IX სს. ათარიღებს.

You might also like