You are on page 1of 4

ესპანეთი პირველი მსოფლიო ომის პერიოდში

პირველ მსოფლიო ომში ესპანეთი ნეიტრალური იყო, რამაც მისი ეკონომიკური წინსვლა
გამოიწვია. ომში მონაწილე ქვეყნები აქტიურად ვაჭრობდნენ ეპანეთთან. ექსპორტმა
ორჯერ გადააჭარბა იმპორტს. ეკონომიკურ განვითარებას პოლიტიკური დღის წესრიგის
ცვლილებაც მოჰყვა. გამოიკვეთა ორი ბანაკი, ლიბერალები და კონსერვატორები. ეს
ორი პარტია ერთმანეთს ცვლიდა ხელისუფლების სათავეში. პარალელურად
ძლიერდებოდნენ რესპუბლიკელები და ეროვნული მოძრაობები, მაგალითად
კატალონიაში. კატალონიელები ითხოვდნენ რეგიონისთვის ავტონომიის მინიჭებას.
მსგავსი იდეები გავრცელებული იყო ბასკებთანაც. პოლიტიკურ ასპარეზზე დიდ როლს
თამაშობდა არმია და ეკლესია. არმიაში შექმნილი იყო სამხედრო ხუნტები , რომელთაც
ევალებოდათ არეულობის დროს მონარქიის დაცვა.
პირველი მსოფლიო ომის დასრულებას მოჰყვა ეკონომიკური კრიზისიც.

ესპანეთი 1919-1923 წლებში


ომის დასრულების შემდეგ, მონაწილე ქვეყნებს აღარ სჭირდებოდათ ესპანეთთან
ვაჭრობა, რამაც ქვეყნის ეკონომიკა სერიოზულად დააზიანა. ამან გამოიწვია
სოციალისტური იდეების გავრცელება, დაიწყო გაფიცვები, დაპატიმრებები , გამოსვლები
კატალონიაში. სამხედროები მოითხოვდნენ რადიკალურ ნაბიჯებს და მეფე იძულებული
გახდა მთავრობა დაეთხოვა. ახალი პრემიერ მინისტრის ა.მაყურას მთავრობას მხოლოდ
სამი თვე გაძლო. შემდეგი მთავრობა უკვე კონსერვატორებისა და ლიბერალების
კოალიციას წარმოადგენდა. ქვეყანაში შედარებით სიმშვიდე დამყარდა , გამოცხადდა
ამნისტია. სამთავრობო კრიზისი მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა და პრემიერ მინისტრი
გახდა ალიენდესალასარი. მანაც მხოლოდ რამდენიმე თვე გაძლო. ალიენდესალასარმა
კრიზისიდან ყურადღების გადასატანად გადაწყვიტა მაროკოში შექმნილი რიფების
სახელმწიფოს განადგურება. ესპანური სამხედრო კამპანია წარუმატებელი გამოდგა ,
რასაც შეეწირა კიდევაც იმჟამინდელი მთავრობა. შემდეგი მთავრობა სანჩეს გერას
მეთაურობით შეეცადა სამხედროების გავლენების შემცირებას და საკონსტიტუციო
უფლებების აღდგენას. გამოცხადდა ამნისტია. სამხედროების წინააღმდეგობა და
ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი დღითიდღე იზრდებოდა რაც საბოლოოდ 1923
წლის სამხედრო გადატრიალებით დასრულდა. ხელისუფლებაში მოვიდა გენერალი
მიგელ პრიმო დე რივერა.

მიგელ პრიმო დე რივერას მმართველობა ესპანეთში 1923-1930წწ


პრიმო დე რივერას მადრიდში ჩასვლის შემდეგ მან მეფის მოთხოვნით ჩამოაყალიბა
ახალი მთავრობა, დირექტორია, რომელიც მხოლოდ სამხედროებისგან შედგებოდა . მან
გამოაცხადა რომ ის ქვეყანას მართავდა დროებით, სანამ არ აღდეგბოდა
კონსტიტუციური სისტემა. რივერას პირველი რეფორმები ძირითადად აკრძალვებს
შეეხებოდა. მან აკრძალა ყოფილი სახელმწიფო მოხელეების სახელმწიფო სამსახურში
დაბრუნება, გააუქმა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, სასამართლო დირექტორიას
დაუქვემდებარა, ჯარში კი გაზარა ხელფასები მათი მხარდაჭერის მოსაპოვებლად .
ესპანურ პარტიებს თავდაპირველად ეგონათ რომ რივერა მართლა მალე დათმობდა
ხელისუფლებას თუმცა ეს ასე არ მოხდა და დაიწყო მის წინააღმდეგ გამოსვლები.
კატალონიაში განახლდა ეროვნული მოძრაობები, საფრანგეთიდან დაიძრა მოძრაობის
ლიდერი ფ.მასია, თუმცა ის ნავარაში შეიპყრეს. ეს იყო პირველი გამოსვლა რამაც ბიძგი
მისცა ხალხს ბრძოლისაკენ. აქციებს შეუერთდნენ სტუდენტებიც.
რივერა ორჯერ ჩავიდა მაროკოში და უხელმძღვანელა სამხედრო ოპერაციებს მაროკოს
წინააღმდეგ და მისი დედაქალაქიც კი აიღო. მიუხედავად ამისა ესპანელებს გამარჯვება
არ მოუპოვებიათ და ის მხოლოდ საფრანგეთთან ხელშეკრულების დადების შემდეგ
მიიღეს, რომელიც ითვალისწინებდა მაროკოს ორ ქვეყანას შორის გაყოფას.
ხელშეკრულებით გაურკვეველი იყო ტანჟერის რეგიონის საკითხი, რის გამოც ეპანეთმა
დატოვა ერთა ლიგა. მაროკოში მოგებული ომის მიუხედავად რივერას მდგომარეობა
მაინც უარესდებოდა. ხელისუფლების შესანარჩუნებლად ის რიგ დათმობებზე წავიდა .
1927 წელს მეფის დეკრეტით გამოცხადდა ეროვნული ასამბლეის დაფუძნება.
უკმაყოფილება იმატებდა სამხედროებშიც. 1929 წლეს ეწყობოდა აჯანყება სამხედროების
მონაწილეობით, რომელიც არაორგანიზებულობის გამო ჩაიშალა. გამოსვლებს ისევ
სტუდენტები ჩაუდგნენ სათავეში. რივერა ხვდებოდა რომ ის სრულ იზოლაციაში ექცეოდა .
მას ზურგი აქციეს არისტოკრატებმა და ეკლესიამ. მან სცადა ხელისუფლების შენარჩუნება
საკონსტიტუციო განატიების აღდგენით, თუმცა ამაზე მეფემ უარი განუცხადა . 1930 წლის 28
იანვარს რივერა გადადგა და მისი ადგილი დაიკავა დამასი ბერენგერმა . დამასმა
პირობა გასცა რომ ის აღადგენდა 1876 წლის კონსტიტუციას, თუმცა ოპოზიციას ეს არ
აკმაყოფილებდა და მათ ბრძოლა დაიწყეს მონარქიის წინააღმდეგ. 1930 წელს
ოპოზიციამ სცადა აჯანყების მოწყობა, თუმცა ის ჩაიშალა, ლიდერები კი დააპატიმრეს .
იმავე წელს გამართულ არჩევნებში რეპუბლიკელებმა გაიმარჯვეს და მეფე იძულებული
იყო დაეტოვებინა ესპანეთი.

ესპანეთი 1931-1935 წლებში

მონარქიის დამხობის შემდეგ ჯერ დროებითი მთავრობა შეიქმნა, ხოლო მოგვიანებით


ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა მანუელ ასანია. 1931 წლის 9 დეკმებერს დამტკიცდა
ახალი კონსტიტუცია და ესპანეთი ოფიციალურად გამოცხადდა დემოკრატიულ
რესპუბლიკად. კონსტიტუციით უზენას საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენდა
ერთპალატიანი კორტესი. ახალი კონსტიტუციით არჩევნები ტარდებოდა 4 წელიწადში
ერთხელ და გაუქმდა თავად-აზნაურთა პრივილეგიები. მთავრობის წინაშე მრავალი
გამოწვევბი იდგა. აგრარული რეფორმა, განათლების რეფორმა, საეკლესიო, არმიის
რეფორმები და სხვა. კატალონიაში სიტუაციის დარეგულირებისთვის რეგიონს მიენიჭა
ავტონომია. არმიაში ისევ ძლიერი იყო მონარქისტული განწყობები და მთავრობა
ცდილობდა მათი გულის მოგება. შეიძინეს ახალი შეიარაღება, ოფიცრებს შეეძლოთ
არმიის დატოვება ხელფასის გარეშე. თუმცა ეს ყველაფეირ უშედეგო გამოდგა . გატარდა
მიწების ნაწილობრივი ნაციონალიზაცია და მოხდა დაახლოებით 12 000 გლეხის მიწებით
დაკმაყოფილება. მთავრობის მთავარი მიღწევად მაინც განათლების რეფორმა
ითვლება. მათ სრულიად გაანთავისუფლეს განთლება ეკლესიის გავლენისგან და საერო
რელსებზე გადაიყვანეს. კონსტიტუციით მოხდა ეკლესიის და სახელმწიფოს გამიჯვნა .
ეკლესიებს აეკრძალათ ვაჭრობა. დაიხურა ბევრი ეკლესია და იეზუიტთა ორდენი .
რელიგიური რეფორმების შემდეგ არმიამ სცადა აჯანყების მოწყობა თუმცა მათი
მცდელობა მარცხით დასრულდა. კათოლიკეებთან დაპირისპირებამ საბოლოოდ მაინც
შეიწირა მემარცხენეების მთავრობა და 1933 წლის არჩევნებში გაიმარჯვეს
მემარჯვენეებმა. 1934 წელს დაიწყო აჯანყება ასტურიაში, რომელსაც სათავეში
ანარქისტები და სოციალისტები ედგნენ. სამთავრობო ძალებმა ფრანკოს მეთაურობით
აჯანყება ჩაახშვეს. პარალელურად მოეწყო აჯანყება კატალონიაში რომელიც ასევე
ჩაახშვეს. მემრაცხენეები, რომლებმაც მრავალი რეფორმა გაატარეს პოპულარობას
დღითიდღე იძენდნენ და ქვეყანაში სერიოზული კრიზისი შეიქმნა. მემრაჯვენე მთავრობა
იძულებული იყო 1936 წელს ახალი არჩევნები ჩაენიშნა

სამოქალაქო ომი ესპანეთში


1936 წლის თებერვალში ჩატარდა არჩევნები, სადაც მემარცხენეებმა მოიპოვეს
უპირატესობა და მათ დააკომპლექტეს კიდეც მთავრობა. მემარჯვენეები სამხედრო
ელიტის სახით არ აპირებდა მემარცხე მთავრობასთან შეგუებას და დაიწყო მზადება
სახელმწიფო გადატრიალებისათვის. აჯანყების მეთაური იყო ხოსე სანხურხო . 1936 წელს
ასანიამ დატოვა პრემიერ მინისტრის პოსტი, რადგან ის პრეზიდენტი გახდა . მისი პოსტი
დაიკავა კასარეს კიროგამ. ნელ-ნელა ვითარება იძაბებოდა. 12 ივლისს ფალანგისტებმა
მოკლეს ანტიფაშისტი ხოსე დელ კასტილიო. მეორე დღეს მემარცხენეებმა შური იძიეს და
პოლიციის მანქანაში მოკლეს ხოსე კალვო სოტელო. 17 ივლისს დაიწყო აჯანყება.
ესპანეთის არმიის 80% მემარჯვენეების მხარეს იყო, თუმცა ფლოტი და ავიაცია
მთავრობის ერთგული დარჩა. სამოქალაქო ომის პირველივე დღეებში მთავრობამ
წარმატებებს მიაღწია. მემარჯვენეების მდგომარეობა ასევე დაამძიმა მათი ლიდერის
ავიაკატასტროფაში დაღუპვამ. გენ. სანხუაროს გარდაცვალების შემდეგ მეთაურობა
დაევალა ფრანცისკო ფრანკოს, რომელსაც მანამდე მაროკოში ხელმძღვანელობდა
აჯანყებას. მან გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. სხვა ქვეყნებს უპასუხოდ არ
დაუტოვებიათ ესპანეთში მიმდინარე სამოქალაქო ომი. შეიქმნა ლონდონის კომიტეტი ,
რომელიც 27 სახელმწიფო შედიოდა. კომიტეტმა გადაწყვიტა რომ ორივე მხარისთვის
დაედოთ შეიარაღებაზე ემბარგო. არც საფრანგეთს და არც ინგლისს არ აწყობდათ
რომელიმე მხარის გამარჯვება. პარალელურად ფრანკოს მხარდაჭერა აღმოუჩინა
იტალიამ. დახმარებაში შედიოდა ათასობით სამხედრო ტექნიკა , ასიათასობით
ჯარისკაცი. რესპუბლიკელების საგარეო დახმარებები იყო ინტერბრიგადები , რომელიც
მრავალ ეროვნული იყო. დაახლოები 35 ათასი ადამიანი. სამხედრო ტექნიკით
ამარაგებდა სსრკ. აგვისტოს მიწურულს ნაციონალისტურმა ძალებმა დაიწყეს ძლიერი
შეტევები რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის მადრიდზე. ისინი წარმატებულად
მიიწევდნენ წინ და უკვე 22 სექტემბერს მათ 50 კმ-იღა აშორებდათ მადრიდამდე .
ნაციონალისტებმა ჩათვალეს რომ გამარჯვებას თითქმის მიაღწიეს, ფრანკო
გენერალსიმუსად გამოაცხადეს. ომის პარალელურად, ორივე მხარე ძლიერ რეპრესიებს
აწყობდა, რასაც ათიათასობით ადამიანი შეეწირა. 22 ოქტომბერს ნაციონალისტები უკვე
10კმით იყვნენ მადრიდამდე დაშორებულები. რესპუბლიკელთა მდგომარეობა მადრიდში
რთული იყო. ისინი ვერ ახერხებდნენ დამატებითი ძალების ქალაქში გადმოსროლას,
რადგან სხვა რეგიონებში აქტიურად უტევდნენ ნაციონალისტები. საბოლოო შეტევა
დაინიშნა 7 ნოემბერს. ნაციონალისტებს იმედი ჰქონდათ რომ მათ ქალაქში მეხუთე
კოლონა დაეხმარებოდათ, თუმცა ქალაქში საბჭოთა ტანკებმა მოახერხეს ფრანკოს
არმიის შეჩერება. რეპუბლიკელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა და ნაციონალისტებმა ხელი
აიღეს მადრიდის დაპყრობაზე. 1937 წლიდან აქტიურად ჩაერთვნენ იტალიური და
გერმანული სამხედრო ნაწილები, რომელთაც გარკვეული წარმატებები მიაღწიეს.
გერმანელებმა დაიწყეს საჰაერო დაბომბვები და მიწასთან გაასწორეს ბასკეთის
დედაქალაქი გერნიკა. ფრანკო 26 აპრილს აირჩიეს კაუდილიოდ. მაისში
რესპუბლიკელებს აჯანყება მოუწყვეს კატალონიაში. აჯანყებას სათავეში ედგნენ
ანარქისტები და კომუნისტები. მათი ჩახშობა მოახერხეს, მაგრამ პრემიერ მინისტრი ხუან
ნეგრინი იძულებული იყო გადამდგარიყო. იტალიურმა წყალქვეშა ნავებმა დაიწყეს იმ
გემებზე თავდასხმები, რომლებიც რესპუბლიკელთა პორტებისკენ მიერმართებოდნენ .
ივნისის თვეში ფრანკისტებმა წამოიწყეს ახალი ოპერაციები ჩრდილოეთის რეგიონში ,
რამაც სერიოზული წარმატებები მოუტანა მათ და აიღეს ქალაქი ხიხონი. ქალაქის აღების
შემდეგ ინგლისის მთავრობამ სცნო ფრანკო და გაცვალეს წარმომადგენლობები . 1937
წლის დეკემბერში რესპუბლიკელებმა დაგეგმეს მასიური შეტევა ესტრემადურასა და
ანდალუსიაში, მაგრამ მათ შეტევა ქ.ტერუელზე წამოიწყეს. რამდენიმე დღეში მათ აიღეს
ქალაქი, თუმცა წინსვლა ვეღარ შეძლეს და მათი კამპანია ჩაფლავდა. 1938 წლის 22
თებერვალს დატოვეს ქალაქი ტერუელი. ამ მარცხმა თავდაცვის მინისტრი პრიეტო
იძულებული გახადა ფრანკოსთან მოლაპარაკებებზე წასულიყო. 1938 წლის მარტში
ფრანკოს არმიამ წამოიწყო შეტევა რესპუბლიკელთა არმიის ორად გახლეჩვის მიზნით .
ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მემარცხენეთა არმიის ერთი ნაწილი კატალონიაში
იყო, ხოლო მეორე მადრიდი, ვალენსია და სხვა. 16 აპრილს ბენიტო მუსოლინი და ნევილ
ჩემბერლენი შეთანხმდნენ რომ ესპანეთიდან გავიდოდნენ იტალიური ნაწილები , თუმცა
როდის უცნობი იყო. ოქტომბერში ორივე მხრიდან გავიდა 10-10 ათასი ჯარისკაცი. ეს
ფრანკისტებისთვის მხოლოდ 10% იყო, ხოლო რესპუბილკელებისთვი 90%. ივნისში
ნაციონალისტებმა ახალი შეტევითი ოპერაციები დაიწყეს ვალენსიის მიმართულებით .
გაარღვიეს ფრონტის ხაზი მდინარე ებროზე. ებროზე მიმდინარეობდა ყველაზე
სისხლისმღვრელი ბრძოლები, რომელშიც ფრანკისტებმა საკმაოდ დიდი დანაკარგები
ნახეს. თუმცა მაინც გაიმარჯვეს. კატალონიაში დარჩენილი რესპუბილკელთა ძალები
ამოწურული იყო. 1939 წლის 26 იანვარს ფრანკომ აიღო ბარსელონა. რესპუბლიკელთა
მთავობა შეეცადა მდგომარეობის გამოსწორებას. 1 თებერვალს ქალაქ ფიგერასში
ჩატარა უკანასკნელი სხდომა კორტესებისა. მთავრობა და პრეზიდენტი საფრანგეთში
გაიქცა. ნეგრინის მთავრობა დაბრუნდა ესპანეთში და აპირებდა ბრძოლის გაგრძელებას .
27 თებერვალს ინგლისმა და საფრანგეთმა სცნეს ფრანკოს ესპანეთის მმართველად.
ნეგრინი კიდევ აკონტროლებდა ქვეყნის ¼-ს და 700 000 ჯარისკაცს, შეიარაღების გარეშე.
ნეგრინმა ცვლილებები მოახდინა სამხედრო სარდლობაში. რესპუბლიკელთა რიგებში
იყო ხალხი, რომელსაც ფრანკოსთან მორიგება უნდოდათ და ამ მიზეზით 3 მარტს დაიწყო
ამბოხი, რომელმაც შეიწია კიდევაც ნეგრინის მთავრობა. 12 მარტს ამბოხებულებმა
ფრანკოს შესთავაზეს საპატიო ზავი, რომელზეც ფრანკომ უარი განაცხადა. ის მხოლოდ
უპირობო კაპიტულაციაზე იყო თანახმა. 19 მარტს ხუნტის წევრები გაიქცნენ, 28 მარტს
ფრანკოს რაზმები მადრიდში შევიდნენ, ხოლო 1 აპრილს ფრანკომ ომის დასრულება
გამოაცხადა.

You might also like