You are on page 1of 4

Რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II ტახტზე ავიდა 1855 წლის მაისში,

ყირიმის ომის მიწურულს, როდესაც რუსეთის მარცხი უკვე ეჭვს აღარ


იწვევდა. Ახალმა იმპერატორმა გადაწყვიტა მიეღო ომში გამარჯვებული
სახელმწიფოების, საფრანგეთისა და ბრიტანეთის, 1856 წელს პარიზის
კონგრესზე წამოყენებული მოთხოვნები და ამის შემდეგ შეუდგა
ქვეყანაში ფართომაშტაბიანი რეფორმების განხორციელებას.
Ალექსანდრე II მიიჩნევდა, რომ ქვეყანაში სიმშვიდის
დასამყარებლად, სტაბილურობის მისაღწევად და რუსეთის
გასაძლიერებლად აუცილებელი იყო ბატონყმობის გაუქმება - გლეხების
გათავისუფლება თავადაზნაურობაზე სრული დამოკიდებულებისაგან.
Მეფის გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია ამ საკითხზე და
დავა მთელი 6 წლის მანძილზე გაგრძელდა. 1861 წლის 19 თებერვალს
ალექსანდრე II-მ გამოსცა ბრძანება ბატონყმობის გაუქმებისა და
გლეხთა გათავისუფლების შესახებ.

Ბრძანებით, განისაზღვრა გლეხთა იურიდიული მდგომარეობა. Ისინი


იქცნენ ,,სოფლის თავისუფალ მკვიდრებად”. Აღარ
შეიძლებოდა მათი ყიდვა-გაყიდვა. Მათი მიენიჭათ პროფესიის
დაუფლების, სურვილით ქორწინების და ა.შ უფლება. Გლეხი არ ხდებოდა
იმ მიწის მფლობელი, რომელსაც ის ამუშავებდა. Თითოეული გლეხი
იღებდა (4ჰა) მიწას, მაგრამ არა უფასოდ. Მას 49 წლის განმავლობაში
უნდა ეხადა მიწის საფასური სახელმწიფოსთვის. Მიწა არ გადაეცემოდა
გლეხს, არამედ საგლეხო თემს,რომელიც შემდგომ ანაწილებდა მას
გლეხებს შორის.
1864 წელს პროვინციებსა და გუბერნიებში შეიქმნა საკრებულოები,
რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ადგილობრივ ბიუჯეტზე, საჯარო
განათლებაზე, გზებისა და ხიდების კეთილმოწყობაზე. 1870 წელს იგივე
პრინციპით ჩამოყალიბდა საქალაქო დუმები, სადაც მოსახლეობის
ნაწილს ეძლეოდა ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში მიეღო
მონაწილეობა.
1864 წელს გატარდა სასამართლო რეფორმა - ბევრად უფრო
დაგვიანებით, ვიდრე ევროპულ ქვეყნებში. Ამიერიდან სასამართლო
ხელისუფლება განცაკლევდა მმართველობისგან. Სასამართლოებში
უკვე ადვოკატები იცავდნენ ბრალდებულებს.
Განათლების სფეროში გატარებული რეფორმების შედეგად,
დაწყებითი განათლება გადმოვიდა ეკლესიის დაქვემდებარებიდან და
მასზე პასუხისმგებლობა საკრებულოს დაეკისრა. Შეიქმნა ათი ათასზე
მეტი ახალი სკოლა. Გიმნაზიები ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი.
ოთხწლიანი დაწყებითი კოლეჯები ემსახურებოდა ღარიბი ფენებიდან
გამოსულ ბავშვებს.
1863 წელს უნივერსიტეტებს მიენიჭა შედარებით ფართო ავტონომია.
Უნივერსიტეტში ჩაბარება ნებისმიერი სოციალური ფენის
წარმომადგენელს შეეძლო, თუმცა არ დაიშვებოდნენ ქალები.
Უმნიშვნელოვანესი იყო რუსეთისთვის სამხედრო რეფორმის
ჩატარება. Საფრანგეთი-პრუსიის ომში ამ უკანასკნელის გამარჯვების
შემდეგ, სამხედრო რეფორმის მოდელად სწორედ პრუსიის არმიის
ორგანიზაცია შეირჩა ყველაზე დიდი ცვლილება განხორციელდა
სამხედრო სამსახურის სფეროში. Სამხედრო სამსახურის ვადა 25
წლიდან 6 წლამდე შემცირდა. Უმაღლესი განათლების მქონე
ახალგაზრდები თავისუფლდებოდნენ სამხედრო სამსახურისგან.
Გაიხსნა ახალი სამხედრო სასწავლებლები.
Ამ რეფორმების მიუხედავად, ალექსანდრე II უძლური აღმოჩნდა
მთლიანად გარდაექმნა ქვეყანა.

Ის რუსული იმპერიალიზმის სტრუქტურის ერთგული რჩებოდა. Მას არ


გადაუდგას მცირე ნაბიჯი კონსტიტუციონალიზმისა და
პარლამენტარიზმის მიმართულებით. Ალექსანდრე II-ს სწამდა, რომ
მეფის თვითმპყრობელობა ყველაზე მეტად შეეფერებოდა რუსეთის
მმართველობას. Ალექსანდრე II ტერორისტთა სამიზნედ იქცა (მოხდა 6
თავდასხმა). Ამ ვითარებაში ხელისუფლება ახშობდა თავისუფალი
აზრის ნებისმიერ გამოვლინებას და აძლიერებდა პოლიციურ აპარატს.
Მიუხედავად ამისა, ალექსანდრე II-ის მმართველობის ხანაში
საფუძველი ჩაეყარა ახალ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ
მოძრაობებს. Ბევრი მათგანი რადიკალიზმით გამოირჩეოდა და მიზნად
ისახავდა ხელისუფლების შეცვლას რევოლუციური გზით. Მათ შორის
გამოირჩეოდნენ ,,ნაროდნიკები”. Მათი მოძრაობა გლეხთა
მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მათი განათლების დონის
ამაღლებას ისახავდა მიზნად. Რუსეთის მოსახლეობის უმეტესობას
გლეხები შეადგენდნენ. Ნაროდნიკების ერთმა ნაწილმა 1876
ჩამოაყალიბა ორგანიზაცია ,,მიწა და თავისუფლება”, რომლის მიზანიც
მეფის ხელისუფლების დამხობა გახდა. 1879 წელს ამ ჯგუფის წევრებმა
ჩამოაყალიბეს ორგანიზაცია ,,ხალხის ნება”, რომლის მიზანიც გახდა
რეჟიმის წარმომადგენელთა განადგურება. Საბოლოოდ, სწორედ მათ
მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად დაიღუპა ალექსანდრე II
პეტერბურგში 1881 წელს.
1864 წელს ბატონყმობა საქართველოშიც გაუქმდა. Რეფორმა
ითვალისწინებდა გლეხობისათვის მიწის მცირე ნაკვეთის გადაცემას.
Გლეხი ითვლებოდა ე.წ დროებითვალდებულად. XIX საუკუნის 60-იან
წლებში, რუსული რევოლუციურ-ნაროდნიკული მოძრაობის მსგავსად,
საქართველოშიც იქმნება რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობა
რომლის მიზანიც რევოლუციით ცარიზმის დამხობას შეადგენდა
ე.წ ,,გლეხური სოციალიზმით”. Ამ ჯგუფებს მთავრობა დაუნდობლად
უსწორდებოდა. Საქართველოში დააპატიმრეს 83 კაცი, მათ შორის
ლიდერები ეგნატე იოსელიანი და მიხეილ ყიფიანი.
90-იანი წლებიდან ნაროდნიკული მოძრაობა ლიბერალურ
მიმდინარეობად გარდაიქმნა, თუმცა ცალკეული იატაკქვეშა
რევოლუციური უჯრედები ისევ აგრძელებდნენ არსებობას.

Მნიშვნელოვანი თარიღები :

 Პარიზის კონგრესი (1856)


 Ალექსანდრე II-ის ბრძანებულება ბატონყმობის გაუქმებაზე - (1861)
 Ფართო ავტონომიის მინიჭება უნივერსიტეტებზე - (1863)
 Ბატონყმობის გაუქმება საქართველოში - (1864)
 Საკრებულოების შექმნა - (1864)
 Სასამართლო რეფორმა - (1864
 Საქალაქო დუმების ჩამოყალიბება - (1870)
 Სამხედრო რეფორმა - (1871)
 Ორგანიზაცია ,,მიწა და თავისუფლების” ჩამოყალიბება - (1876)
 Ორგანიზაცია ,,ხალხის ნების” ჩამოყალიბება - (1879)
 Ალექსანდრე II - (1855-1881)

You might also like