You are on page 1of 3

1832 წლის შეთქმულება

XIX საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო ეროვნული


მოძრაობის გამოცოცხლება. რომელიც
მიმდინარეობდა პეტერბურგსა და მოსკოვში, სადაც
ბაგრატიონთა სამეფო სახლის წევრები იყვნენ
გადასახლებულნი. 1825 წელს, დიმიტრი
ბატონიშვილის ხელმძღვანელობით, პეტერბურგში
ჩამოყალიბდა პირველი საიდუმლო ორგანიზაცია. ამ
ორგანიზაციის წევრები მსჯელობდნენ
საქართველოს განთავისუფლების გზებზე და
პრაქტიკული მოქმედების დაწყებაზეც ოცნებობდნენ.
1826 წელს მოსკოვში, ოქროპირ ბატონიშვილის
ხელმძღვანელობით, ჩამოყალიბდა მეორე
საიდუმლო ორგანიზაცია. 1827-1829 წლებში
შეთქმულების ცენტრმა რუსეთიდან თბილისში
გადმოინაცვლა. აქ შეთქმულებს შეუერთდნენ:
ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი,
ალექსანდრე ორბელიანი, დიმიტრი ყიფიანი,
ფილადელფოს კიკნაძე და სხვები. შეთქმულები
მიზნად ისახავდნენ, რუსეთის წინააღმდეგ
ბრძოლაში ჩაებათ მთელი კავკასია.შეთქმულები
ცდილობდნენ დაეცვათ კონსპირაცია.1830 წელს
ფილადელფოს კიკნაძემ შეადგინა ფარული
ორგანიზაციის წესდება, სახელწოდებით “აქტი
გონიური”. ეს აქტი განსაზღვრავდა ფარულ
ორგანიზაციაში წევრად მიღების პირობებს, ასევე
წევრთა უფლებებსა და მოვალეობებს.ამ წესდებას
ერთ-ერთი უმთავრესი ნაკლი ის იყო, რომ
შეთქმულების შესახებ ძალიან ბევრმა ადამიანმა
იცოდა, რაც ზრდიდა ჩავარდნის საშიშროებას.
რუსეთის ბატონობისაგან საქართველოს
გათავისუფლების გზების შესახებ ქართველთა
შორის აზრთა სხვადასხვაობა
არსებობდა.შეთქმულთა ერთი ნაწილი ეგუებოდა
რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობას, მეორე
ნაწილი რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების მომხრე იყო
და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა და
შენარჩუნება რეალურად ესახებოდა. მესამე ნაწილი
კი ფიქრობდა, რომ შესაძლებელი იყო მშვიდობიანი
გზით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში
საქართველოს ავტონომიური სამეფოს შექმნა.
შეთქმულები ცდილობდნენ იმ დროისათვის
შექმნილი ვითარების გამოყენებასაც _ კერძოდ,
1830-1831 წლებში დიდი აჯანყება მიმდინარეობდა
პოლონეთში, რომელიც ავტონომიის სტატუსით
შედიოდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში.
1832 წლის ნოემბერში შეიმუშავეს აჯანყების გეგმა. ამ
გეგმას უწოდეს “პირველი ღამის
განკარგულება”.ცხადია, “პირველი ღამის
განკარგულებას” ჰქონდა ნაკლი. ამ ნაკლთაგან
უმთავრესი ის იყო, რომ რუსეთის ჯარის განიარაღება
და დამარცხება ადვილი არ იქნებოდა. შეთქმულებს
ამის ძალები აშკარად არ გააჩნდათ, არც ხალხის
ქუჩაში გამოყვანა იყო ადვილი.შეთქმულებმა
საბოლოოდ აჯანყების თარიღად გამოცხადდა 20
დეკემბერი, მაგრამ 9 დეკემბერს შეთქმულება
გამჟღავნდა. ერთ-ერთ შეთქმულს, იესე
ფალავანდიშვილს.ხელისუფლებამ 4 თვეში 145 კაცი
დააპატიმრა. 38 შეთქმული გაასამართლეს.
სასამართლომ შეთქმულების აქტიურ მონაწილეებს
სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა, მაგრამ
რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ I_მა განაჩენი
შეამსუბუქა _ სიკვდილით არავინ დაუსჯიათ.
შეთქმულების აქტიური მონაწილეები სხვადასხვა
ვადით რუსეთის იმპერიის გუბერნიებსა და
მხარეებში გადაასახლეს. გადასახლებულთა შორის
იყვნენ: ელიზბარ ერისთავი, ალექსანდრე ჭავჭავაძე,
დიმიტრი ყიფიანი, გიორგი ერისთავი და
სხვები.როგორც დავინახეთ, 1832 წლის
შეთქმულებამ დანახა ცარიზმს, რომ ქართველებსი
არ ჩამკვდარა თავისუფლების წყურვილი,
ქართველი ერის ასიმილაციის, საქართველოს
რუსეთის განუყოფელ ნაწილად გადაქცევის ცდას
განხორციელება არ ეწერა. ამავე დროს 1832 წლის
შეთქმულება გახდა ერთგვარი სტიმულის მიმცემი
შემდგომი ეპოქის დიდი ეროვნული-
გამათავისუფლებელი მოძრაობისათვის.

You might also like