You are on page 1of 4

იაკობინელების) დიქტატურის დასრულების

შემდეგ,ძალაუფლება გადავიდა კონვენტის


“ცენტრის” ზომიერი პოლიტიკური ძალების
ხელში.1795 წელს ზომიერმა “ცენტრმა” შეიმუშავა
ახალი კონსტიტუცია. ამ კონსტიტუციით საარჩევნო
უფლება კვლავ შეიზღუდა ასაკობრივი და
ქონებრივი ცენზით, მაგრამ ამავე დროს დაშვებული
იქნა ხალხის პოლიტიკური ნების გამოხატვის
უფლება პლებისციტის ანუ სახალხო გამოკითხვის
ფორმით. აღმასრულებელ ხელისუფლებას
ახორციელებდა ხუთკაციანი “დირექტორია”,
იაკობინელთა დიქტატურის დამხობის მუხედავად, კი
საფრანგეთში მაინც დიდი ეკონომიკური და
პოლიტიკური კრიზისი იყო. იზრდებოდა პურის ფასი,
დირექტორის მუდმივად უტევდნენ
მონარქისტები.სწორედ ამ არეულობის აუტანლობის
მხრივ დირექტორიამ ხალხის იმედები ვერ
გაამართლა. მთავრობამ ხელისუფლების
შესანარჩუნებლად არმია გამოიყენა.დირექტორია,
მისი მერყევი პოლიტიკით ვერ უმკლავდებოდა
შექმნილ ვითარებას. დირექტორიის გადარჩევის
საშუალებას კი კონსტიტუცია არ იძლეოდა.
საზოგადოება რევოლუციისათვის წერტილის
დასმასა და ძლიერი ხელისუფლების
ჩამოყალიბებას მოითხოვდა. ამისათვის შესაბამისი
კანდიდატურა გამოიკვეთა. ეს იყო ახალგაზრდა, 30
წლის გენერალი ნაპოლეონ ბონაპარტი (1769-1821
წწ). სწორედ მისი წყალობით შეძლო თავის დროზე
დირექტორიამ მონარქისტული სახელმწიფო
გადატრიალების მცდელობის ალაგმვა. ამის შემდეგ
ნაპოლეონი გაწეული სამსახურისათვის იტალიაში
მოქმედი ფრანგული არმიის მთავარსარდალი
გახდა.
1799 წლის ოქტომბერში ომში მყოფ ნაპოლეონ
ბონაპარტმა კარგად შეაფასა დირექტორიის
არამყარი მდგომარეობა. მან არმია თავის
გენერლებს ჩააბარა, თვითონ კი საფრანგეთში
დაბრუნდა. პარიზში ის ჩაერთო დაგეგმილ
სახელმწიფო გადატრიალების პროცესში. 1799
წლის 9 ნოემბერს, რევოლუციური კალენდრით 18
ბრიუმერს, ნაპოლეონი შეიჭრა დირექტორიის
სხდომათა დარბაზში, სადაც მან სახელმწიფო
გადატრიალება და დირექტორიის დამხობა
მოახერხა. ამ მოვლენას ეწოდება 18 ბრიუმერის
გადატრიალება.
კონსულობის პერიოდი
18 ბრიუმერის გადატრიალების შემდეგ ძალაუფლება
ფორმალურად სამი კონსულის ხელში გადავიდა,
ფაქტიურად კი ძალაუფლებას “პირველი კონსული” _
ნაპოლეონ ბონაპარტი ახორცილებდა.ბონაპარტისათვის
მნიშვნელოვანი იყო ხალხის უშუალო მხარდაჭერა, ამიტომ
შენარჩუნდა პლებისციტის ინსტიტუტი. სწორედ ამ სახალხო
პლებისციტმა 1802 წელს, თითქმის ერხმად დაუჭირა მხარი
ნაპოლეონის “სამუდამო პირველ კონსულად” დანიშვნას.
ორი წლის შემდეგ, 1804 წელს საფრანგეთი იმპერიად
(პირველ იმპერიად), ხოლო ნაპოლეონი _“ფრანგების
იმპერატორად” გამოცხადდა. ასევე 1804 წელს,
ნაპოლეონი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში საზეიმოდ
იკურთხა იმპერატორად. საფრანგეთში გაბატონდა
ბონაპარტთა მემკვიდრეობითი დინასტია. სიტყვა
რესპუბლიკა ხმარებიდან ამოვარდა. რევოლუციური
კალენდარი გაუქმდა.

პირველი იმპერია. საშინაო პოლიტიკა


1804 წელს საფრანგეთში დამყარდა ბონაპარტთა
იმპერია, მაგრამ შენარჩუნებული იქნა რევოლუციის
ძირითადი მონაპოვარი. კერძოდ: ძველი წოდებრივი
პრივილეგიები, ფეოდალური
მიწათმფლობელობა.ნაპოლეონმა გააუქმა მმართველობის
ყველა ორგანო, რომელსაც ოდნავ მაინც შეეძლო მისი
ძალაუფლების შეზღუდვა.მისი აქტიური მონაწილეობით
1804 წელს შემუშავებული იქნა “სამოქალაქო კოდექსი”,
რომელიც კანონის წინაშე თანასწორობას და კერძო
საკუთრების ხელშეუხებლობას განამტკიცებდა. კოდექსი
რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა.პირველი ნაწილი
აღნიშნავდა იმას რომ ყველა ფრანგი თანაბრად უნდა
ესარგებლა სამოქალაქო სამართლით.მეორე ნაწილში იგი
კერძო საკუთრების რევოლუციამდელი პრინციპით
დაყოფას აუქმებდა(საგვარეული და შეძენილი
ქონება),მესამე ნაჭილში კერძო საკუთრების გაცემა
გაჩუქების,ანდერძით გადაცემას მოიცავდა. ნაპოლეონმა
არ გააუქმა რევოლუციის დროს შემოღებული საფრანგეთის
ადმინისტრაციული დაყოფა დეპარტამენტებად, მაგრამ
მოსპო ყოველგვარი თვითმმართველობა.
ნაპოლეონმა მოაწესრიგა საეკლესიო საკითხი. მან ჯერ
კიდევ კონსულობის დროს, 1801 წელს, რომის პაპთან პიუს
VII-სთან მიაღწია შეთანხმებას, ე.წ. კონკორდატს:
ამიერიდან არქიეპისკოპოსებსა და ეპისკოპოსებს
საფრანგეთის მთავრობა ნიშნავდა, პაპი კი ამტკიცებდა.
ნაპოლეონისათვის დამახასიათებელი დაიყო
დაუშრეტელი ენერგია, უზარმაზარი ორგანიზატორული
ნიჭი. ნაპოლეონის ძირითადი დასაყრდენი ძალა არმია
იყო. იგი გულუხვად ასაჩუქრებდა მარშლებს, გენერლებს,
ოფიცრებსა და ჯარისკაცებს. ჯარისკაცები მას
აღმერთებდნენ. მისი არმია შეიარაღებითა და საბრძოლო
მომზადებით, ორგანიზაციითა და დისციპლინით საუკეთესო
იყო ევროპაში.

You might also like