You are on page 1of 34

ნაპოლეონი

1794 წლის 27 ივლისი-იაკობინელთა დამხობა(მათ ცვლის დირექტორია)


1799 წლის 9 ნოემბერი- 18 ბრიუმერის გადატრიალება(ნაპოლეონის ამხობს
დირექტორიას)
1801 წელი-ვატიკანთან გაფორმდა კონკორდატი(კათოლიციზმი გამოცხადდა
„ფრანგების უმრავლესობის რელიგიად“)
1802 წელი-სამუდამოდ პირველ კონსულად დანიშვნა
1804 წელი-ნაპოლეონის ფრანგთა იმპერატორად კურთხევა
1804 წელი- სამოქალაქო კოდექსი („ ჩემთვის ჭეშმარიტი სახელისა და დიდების
მომტანი 40 მოგებული ბრძოლა კი არა... ჩემი სამოქალაქო კოდექსია“)
1805 წელი-ნეაპოლის მეფე გახდა ჟოზეფი(ნაპოლეონის ძმა)

ნაპოლეონის ომები
1800 წელი-მარენგოს ბრძოლა (საფრანგეთი VS ავსტრია... საფრანგეთმა
გაიმარჯვა)
1805 წელი-ტრაფალგარის ბრძოლა (საფრანგეთი VS ინგლისი... ინგლისმა
გაიმარჯვა)
1805 წელი-აუსტერლიცის იგივე „სამი იმპერატორის ბრძოლა“ (საფრანგეთი VS
ავსტრია, რუსეთი.... გაიმარჯვა საფრანგეთმა)
1806 წლის 21 დეკემბერი-კონტინენტური ბლოკადის გამოცხადება
1806 წელი-იენის და აურშტედტის ბრძოლები (საფრანგეთი VS პრუსია.... გაიმარჯვა
საფრანგეთმა)
1807 წელი-ფრიდლანდის ბრძოლა (საფრანგეთი VS რუსეთი... გაიმარჯვა
საფრანგეთმა)
1807 წლის 24 ივნისი- ტილზიტის ზავი (პრუსიამ ზაცით დაკარგა ტერიტორიები,
დაეკისრა კონტრიბუცია და ფრანგული არმიის ცოცხალი ძალით მომარაგების
ვალდებულება, რუსეთს კი მოუწია კონტინენტურ ბლოკადაში ჩაბმულიყო)
1807 წელი-პორტუგალიის ოკუპაცია
1808 წელი-ესპანეთის ანექსირება
1809 წელი-ვაგრამის ბრძოლა (საფრანგეთი VS ავსტრია...გაიმარჯვა საფრანგეთმა)
ამ ბრძოლას მოჰყვა „ავსტრიული ქორწინება“- ნაპოლეონმა იმპერატორის
ქალიშვილზე იქორწინა.
1810 წელი-ჰოლანდიისა და ჩრდილო-დასავლეთ გერმანიის ანექსირება
1812 წელი-ბოროდინოს ბრძოლა (საფრანგეთი VS რუსეთი... გაიმარჯვა რუსეთმა)
26-28 ნოემბერი- მდინარე ბერეზინაზე შეტევები
1813 წლის 16-19 ოქტომბერი- ლაიფციგის იგივე „ხალხთა ბრძოლა“ (საფრანგეთი
VS რუსეთი, პრუსია, ინგლისი, შვედეთი, ავსტრია... გაიმარჯვეს მოკავშირეებმა)

1814 წლის 31 მარტი- მოკავშირეები შევიდნენ პარიზში ( ნაპოლეონი გადაასახლეს


კ.ელბაზე)
1815 წლის 18 ივნისი-ვატერლოოს ბრძოლა (საფრანგეთი VS ინგლის-
პრუსია...გაიმარჯვეს მოკავშირეებმა)

ვენის კონგრესი

1814 სექტემბერი- 1815 წლის 9 ივნისი- ვენის კონგრესი, თავმჯდომარე- ავსტრიის


კანცლერი-გრაფი ფონ მეტერნიხი.

ვენის კონგრესზე ერთმანეთს დაუპირისპირდა, ერთი მხრივ, რუსეთისა და


ინგლისის, ხოლო, მეორე მხრივ, ავსტრიისა და პრუსიის ინტერესები. სწორედ ამით
სარგებლობდა საფრანგეთის წარმომადგენელი ტალეირანი, რომელიც ფარულ
მოლაპარაკებებს აწარმოებდა ინგლისთან და ავსტრიასთან. სწორედ ამ
მოლაპარაკებების საფუძველზე, 1815 წლის 3 იანვარს ხელი მოეწერა
ხელშეკრულებას, რომელიც პრუსიისა და რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ვენის კონგრესის შედეგები:

 საფრანგეთის საზღვრები აღდგა 1792 წლისთვის არსებულ ფარგლებში


 შეიქმნა გერმანული კონფედერაცია, რომელიც 39 „სახელმწიფოდ“ იყო
დაყოფილი
 ავსტრიამ მიიღო გერმანული მიწები და იტალიის ნაწილი, კერძოდ,
ლომბარდია და ვენეცია
 შვედეთმა შეიერთა ნორვეგია
 პოლონეთი მეოთხეჯერ გაიყო და ამჯერად რუსეთს შეუერთდა
 შეიქმნა ნიდერლანდის სამეფო, რომლის შემადგენლობაშიც შევიდა ბელგია და
ლუქსემბურგი
 ინგლისმა მიიღო ახალი კოლონიები და განიმტკიცა ზღვაზე ბატონობა
 პრუსიამ მიიღო ვარშავის საჰერცოგოს ნაწილი, ასევე მიწები რაინის მარცხენა
სანაპიროზე.

საბოლოოდ, ვენის კონგრესის „გამარჯვებულებად“ შეიძლება დიდი


ბრიტანეთი და ავსტრია ჩაითვალოს.

რევოლუციების ხანა ევროპაში

1814-1824 წწ-ლუი XVIII( ლუი XVI-ის ძმა)

1814 წლის 4 ივნისი-ლუი XVIII-ის მიერ ქარტიის გამოცემა

1824-1830 წწ-შარლ X( ლუი XVIII-ის ძმა)

1825 წელი- ე.წ „მილიარდი ემიგრანტის კანონი“ (შარლ X-მ ერთი მილიარდი
ფრანკი გაიღო ემიგრაციიდან დაბრუნებული არისტოკრატიის რევოლუციის დროს
ჩამორთმეული ქონების ასანაზღაურებლად)
1830 წლის 26 ივლისი-შარლ X-მ გამოსცა 4 ბრძანებულება:
 გაუქმდა პრესის თავისუფლება
 დაიშალა ქვედა პალატა
 განისაზღვრა ახალი არჩევნების დრო
 ამომრჩეველთა რაოდენობა შემცირდა
1830 წლის 2 აგვისტო-შარლ X გადადგა, შემდეგ კი გაიქცა შოტლანდიაში
1830-1848 წწ- ლუი-ფილიპი (მეფე ბურჟუა)
1840 წ- ნაპოლეონის ცხედრის წმინდა ელენას კუნძულიდან პარიზში
გადასვენება
1830 წ- ლონდონის კონფერენცია( ბელგია გამოცხადდა დამოუკიდებელ
სახელმწიფოდ)
1831 წლის 25 იანვარი- პოლონეთის სეიმმა არ სცნო ნიკოლოზ I თავის
იმპერატორად
1821-1831 წწ- საბერძნეთის რევოლუცია

1831-34 წწ- ლიონის მუშების გამოსვლები

1848 წლის 22 თებერვალი- მთავრობამ აკრძალა დემონსტრაციის ჩატარება, რასაც


ხალხის მხრიდან პროტესტი მოყვა

1848 წლის 24 თებერვალი- ლუი ფილიპმა ტახტი დატოვა და ინგლისში წავიდა

1848 წლის 25 თებერვალი- საფუძველი ჩაეყარა საფრანგეთის მეორე რესპუბლიკას


1848 წლის 23-26 ივნისი- აჯანყებების ახალი ფაზა საფრანგეთში

1848 წლის 10 დეკემბერი- საპრეზიდენტო არჩევნები ( ერთმანეთს დაუპირისპირდნენ


ლუი ნაპოლეონი (ნაპოლეონ ბონაპარტის ძმისშვილი) და ლუი ეჟენ კავენიაკი. გაიმარჯვა
ლუი ნაპოლეონმა, კერძოდ, 72%-20%-ის წინააღმდეგ)

1851 წლის 2 დეკემბერი- ლუი-ნაპოლეონმა დაითხოვა ეროვნული ასამბლეა (მიზეზი-


ეროვნული ასამბლეა არ დათანხმდა ლუი-ნაპოლეონის მოთხოვნას გადაეხედათ
კონსტიტუციისთვის, რათა ლუი-ნაპოლეონს მეორე ვადითაც შესძლებოდა
პრეზიდენტობა)

1852 წლის 2 დეკემბერი- ლუი-ნაპოლეონმა ახალი კონსტიტუცია მიიღო. საფრანგეთის II


რესპუბლიკა II იმპერიად იქცა. ლუი-ნაპოლეონი კი ნაპოლეონ III-დ იწოდა.

1831 წელი- ჯუზეპე მაძინიმ დააარსა ორგანიზაცია „ახალგაზრდა იტალია“ ( დააარსა


მარსელში ყოფნის პერიოდში)

1848 წელი- აჯანყებების დაწყება იტალიაში (დაიწყო პალერმოში )

1849 წლის თებერვალი- რომი რესპუბლიკად გამოცხადდა

1849 წლის გაზაფხული- რომში შედის ნეაპოლის მეფის (ფერდინანდ II), ესპანეთისა და
საფრანგეთის ჯარები.

1849 წელი- კუსტოზას ბრძოლაში დამარცხების შემდეგ კარლო ალბერტი ტახტიდან


გადადგა

1852 წელი- პიემონს-სარდიინიის პრემიერ მინისტრი ხდება კამილო კავური

1847 წელი- ფრიდრიხ ვილჰელმ IV-მ მოიწვია ეროვნული ასამბლეა( ლანდტაგი)

1848 წლის 13 მარტი- მეტერნიხი გადადგა თანამდებობიდან(ავსტრიის კანცლერი ),


რითაც დაიწყო რევოლუციები ვენაში

1848 წლის მაისში- მუშაობას შეუდგა კონსტიტუციური ნაციონალური კრება მაინის


ფრანკფურტში

1848 წლის დეკემბერი- ფრანკფურტის კრებამ ჩამოაყალიბა „გერმანელი ხალხის


ძირითადი უფლებები“. 1849 წლის მარტში კი დაამთავრა კონსტიტუციაზე მუშაობა.
ფრანკფურტის კონსტიტუციის პრინციპები გამოიყენეს I მსოფლიო ომის შემდეგ შექმნის
„ვაიმარის რესპუბლიკის“ კონსტიტუციაში, ხოლო II მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის
ფედერაციული რესპუბლიკის კონსტიტუციაში.

1849 წლის შემოდგომა- რევოლუციები სამხედრო ძალით ჩაახშეს( როგორც ვენაში,


ასევე ბერლინში)

1848-49 წწ- ავსტრია-უნგრეთის ომი ( გაიმარჯვა ავსტრიამ)


ქართლ-კახეთის სამეფო

1795 წ- აღა-მაჰმად ხანის შემოჭრა საქ-ში, კრწანისის ბრძოლა

1795 წლის 11 სექტემბერი- აღა-მაჰმად ხანმა აიღო თბილისი

1798 წელი- ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთის მეფე ხდება გიორგი
XII ( 1798-1800, იგივე ზაქიჭამია)

1800 წლის 18 დეკემბერი- პავლე I-მა გამოაქვეყნა მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს


გაუქმების შესახებ

1801 წლის 12 მარტი- პავლე I შეთქმულებმა მოკლეს

1801 წლის 12 სექტემბერი- ალექსანდრე I-მა მოაწერა ხელი მანიფესტს ქართლ-კახეთის


სამეფოს გაუქმების შესახებ

1802 წლის აპრილი- მანიფესტი გავრცელდა თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს


სხვა ქალაქებში

1803-05 წლებში- რუსეთმა ბაგრატიონთა სამეფო ოჯახი რუსეთში გადაასახლა

1811 წელი- ავტოკეფალიის გაუქმება

იმერეთის სამეფო

1804 წელი- გრიგოლ დადიანმა( სამეგრელოს მთავარმა) რუსეთს მფარველობაში


შესვლა სთხოვა, რაზეც ალექსანდრე I-მაც არ აწყენინა ))

1804 წლის 25 აპრილი- ელიზნაურის ტრაქტატი (სოლომონ II-სა და პავლე ციციანოვს


შორის) ტრაქტატი ითვალისწინებდა :

 იმერეთის სამეფო რუსეთის ქვეშევრდომი გახდა


 სოლომონ II-ს საშვილიშვილოდ დაუმტკიცდა იმერეთის მეფობა
 ტახტზე ასვა შეიძლებოდა რუსეთის იმპერატორის სიგელით
 ქვეყნის მართვა-გამგეობა და სამართალი იმერეთის მეფის ხელში რჩებოდა ,
თუმცა მეფე ვალდებული იყო სისხლის სამართლის საქმეებში რუსული
კანონებით ეხელმძღვანელა
 იმერეთის სამეფოში რუსთა ჯარი მეფეს უნდა უზრუნველეყო ბინით, სურსათ -
სანოვაგით

1810 წლის 20 თებერვალი- ტორმასოვმა საჯაროდ გამოაცხადა იმერეთის სამეფოს


რუსეთთან შეერთება ( სოლომონ II ოსმალეთში გადაიხვეწა)

ანტირუსული აჯანყებები საქ-ში


1802 წლის ივლისი- თავადების შეკრება ქელმენჩურში, სადაც შეადგინეს პეტიცია
რუსეთის იმპერატორისადმი, რომელშიც მოითხოვდნენ გეორგიევსკის ტრაქტატის
პირობების აღდგენას. (შედეგად, მონაწილეთა ნაწილი დააკავეს, ნაწილი კი
გადაასახლეს ირანში)

1804 წელი- ანტირუსული აჯანყება მთიულეთში ( განსაკუთრებით უკმაყოფილო იყო


სოფელ ჟამურის ოსი მოსახელობა)

1812 წელი- დიდი აჯანყება კახეთში

1804 წელი- რუსეთმა დაიკავა ყულევი, სადაც ააშენეს ციხე-სიმაგრე რედუტ-კალე

1819-20 წწ- ანტირუსული აჯანყება დასავლეთ საქართველოში

1825 წელი- დიმიტრი ბატონიშვილის ხელმძღვანელობით დაარსდა პირველი


საიდუმლო ორგანიზაცია პეტერბურგში

1826 წელი- ოქროპირ ბატონიშვილმა დააარსა მეორე საიდუმლო ორგანიზაცია


მოსკოვში

1827-29 წწ- შეთქმულების ცენტრმა რუსეთიდან საქართველოში გადმოინაცვლა

1830- „აქტი გონიური“, ორგანიზაციის წესდება

1832 წლის ნოემბერი- ორგანიზაციის წევრებმა შეიმუშავეს „პირველი ღამის


განკარგულება“, რომლის მიხედვითაც აჯანყების თარიღად 20 დეკემბერი აირჩიეს ,
თუმცა 9 დეკემბერს შეთქმულება გამჟღავნდა.

რუსული მმართველობა საქართველოში

1844-1854 წწ- მიხეილ ვორონცოვი ( მმთავარმართებლის ინსტიტუტი შეიცვალა


მეფისნაცვლობით)

1850 წ- აღდგა თეატრი (პირველად დაიდგა გიორგი ერისთავის „გაყრა“)

1851 წ- ვახტანგ ორბელიანმა ააგო შენობა საჯარო ბიბლიოთეკისთვის

აღმოსავლეთის საკითხი XIX საუკუნეში

1768-74 წწ - რუსეთ-ოსმალეთის ომი, დასრულდა ქუჩუკ-კაინარჯის ზავით

1787-92 წწ- რუსეთ-ოსმალეთის ომი, დასრულდა იასის ზავით

1806-12 წწ- რუსეთ-ოსმალეთის ომი, დასრულდა ბუქარესტის ზავით

1830 წ- საფრანგეთმა დაიპყრო ალჟირი

1839 წ- ბრიტანეთმა იემენში დაიპყრო ადენის ოლქი

1853-56 წწ- ყირიმის ომი


რუსეთ-სპარსეთის, რუსეთ-ოსმალეთის ომები და საქართველო

1804-13 წწ- რუსეთ-სპარსეთის ომი, დასრულდა გიულისტანის ზავით

1807 წ- „ფინკენშტაინის ხელშეკრულება“, ნაპოლეონი დაჰპირდა ირანს აღ.


საქართველოს დაბრუნებას

1809 წ- რუსეთმა ფოთიდან და ახალქალაქიდან განდევნა თურქები

1826-28 წწ- რუსეთ-ირანის ომი, დასრულდა თურქმენჩაის ზავით

1828-29 წწ- რუსეთ-ოსმალეთის ომი, დასრულდა ადრიანოპოლის ზავით

1877-78 წწ- რუსეთ-თურქეთის ომი, დასრულდა სან-სტეფანოს ზავით

1879 წ- ბერლინის კონგრესი, აჭარა შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ,


ბათუმს კი თავისუფალი სავაჭრო ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობები XIX საუკუნეში

1804-15- სერბეთის რევოლუცია ოსმალეთის წინააღმდეგ

1829 წ- სერბეთი და საბერძნეთი დამოუკიდებელი სამეფოები გახდნენ

1783-1930 წწ- სიმონ ბოლივარი, სამხრეთ ამერიკის განმათავისუფლებელი მოძრაობის


ლიდერი

1852 წ- გამოიცა ჟურნალ „ცისკარის“ პირველი ნომერი

1863 წ- დაარსდა „საქართველოს მოამბე“

1866 წ- დაარსდა გაზეთი „დროება“

1875 წ- დაარსდა პირველი სათავადაზნაურო ბანკი

1876 წ- ი. გოგებაშვილმა გამოსცა „დედა ენა“

1877- გამოიცა გაზეთი „ივერია“

1879 წ- შეიქმნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი


საზოგადოება(პირველი თავმჯდომარე- დიმიტრი ყიფიანი)

1893 წ- დაარსდა გაზეთი „კვალი“

იტალიის გაერთიანება

1859 წ- მაჯენტას და სოლფერინოს ბრძოლები


1859-60 წწ- სარდინიის სამეფოს გარშემო გაერთიანდნენ ჩრდილო იტალიის
სახელმწიფოები, გარდა ვენეციისა

1860 წ- გარიბალდიმ აიღო კ. სიცილია და სამხრეთ იტალია, ამის შემდეგ კი ვიტორიო-


იმანუელე II-სთან ერთად შევიდა ქ. ნეაპოლში

1861 წ- ტურინში გამოცხადდა იტალიის სამეფოს შექმნა

1866 წ- ვენეცია შეუერთდა იტალიას

1870 წ- რომი შეუერთდა იტალიას, მომდევნო წელს კი დედაქალაქად გამოცხადდა

გერმანიის გაერთიანება

1862-90 წწ- ოტო ფონ ბისმარკის მოღვაწეობა პრუსიის პრემიერ-მინისტრად

1864 წ- პრუსიამ ავსტრიასთან ერთად ომი გამოუცხადა დანიას (კოალიციამ შეძლო


დანიის დამარცხება და შედეგად მიიღო შლეზვიგი(პრუსიამ ) და ჰოლშტაინი (ავსტრიამ )

1866 წ- სადოვასთან ბრძოლა, რომელშიც ერთმანეთს ავსტრია და პრუსია


დაუპირისპირდნენ და გამარჯვებული ეს უკანასკნელი გახდა , რომელმაც შეიერთა
ჰანოვერი, ჰოლშტაინი, ჰესენ-კასელი, ნასაუ და ფრანკფურტი, ასევე ავსტრიას
დაეკისრა 300 მილიონი ფრანკის ოდენობის კონტრიბუცია.

1867 წ- ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შექმნა

1870-71 წწ- პრუსია- საფრანგეთის ომი

1870 წლის 1-2 სექტემბერი- სედანის ბრძოლა, რომელშიც 100 ათასიანი ფრანგული
არმია, ნაპოლეონ III-სთან ერთად ტყვედ ჩავარდა

1870 წლის 4 სექტემბერი- საფრანგეთი მესამე რესპუბლიკად გამოცხადდა

1870 წლის 19 სექტემბერი- პრუსიამ პარიზს ალყა შემოარტყა

1871 წლის 10 მაისი- ფრანკფურტში, დაიდო ზავი საფრანგეთსა და პრუსიას შორის,


რომლის მიხედვითაც გამარჯვებულმა პრუსიამ მიიღო ელზასი და ლოტარინგია , ასევე
საფრანგეთს დაეკისრა 5 მილიარდი ფრანკის ოდენობის კონტრიბუცია.

1871 წლის 18 იანვარი- გამოცხადდა გერმანიის იმპერიის შექმნა ( ვერსალის სარკეებიან


დარბაზში ) პრუსიის მეფე ვილჰელმ I გერმანიის იმპერატორი გახდა.

1873 წელი- შეიქმნა „გერმანიის აფრიკული საზოგადოება“

საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა

1852 წ- რეფერენდუმის შედეგად ლუი-ნაპოლეონი საფრანგეთის იმპერატორი გახდა


(„ღვთის კურთხევითა და ერის ნებით ფრანგების იმპერატორი “)

1852 წლის 2 დეკემბერი- გაუქმდა II რესპუბლიკა და შეიქმნა II იმპერია


1870 წლის 4 სექტემბერი- მესამე რესპუბლიკის გამოცხადება

1859-69 წწ- ფერდინანდ ლესეფსის ხელმძღვანელობით გაიჭრა სუეცის არხი


(ერთმანეთთან დააკავშირა ხმელთა შუა და წითელი ზღვები)

1873 წ- საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა მაკმაჰონი

1875 წ- მიიღეს მესამე რესპუბლიკის კონსტიტუცია

1881-82 წწ- სკოლა უფასო, სავალდებულო და საერო გახდა

1881 წ- მიიღეს პრესისა და შეკრების თავისუფლება

1905 წ- მოხდა ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფა ( სეკულარიზაცია)

1881 წ- დაიწყო პანამის არხის გაჭრის პროექტი

მესამე რესპუბლიკაში რესპუბლიკელთა კრიზისისა და მათი მართვის სადავეებიდან


ჩამოშორების გამომწვევი მიზეზები:

 ჟორჟ ბულანჟეს საქმე (საფრანგეთის ომის მინისტრი 1886-89


წლებში, ეს ტრადიციონალისტი და მონარქისტი გენერალი
საფრანგეთის მოსახლეობის კეთილგანწყობით სარგებლობდა
და როდესაც ის 1889 წელს თანამდებობიდან გადააყენეს
პარიზის ქუჩებში დაიწყო მისი მომხრეთა გამოსვლები.
საბოლოოდ ეს პროცესი, ბულანჟეს ბელგიაში გადასვლით
დასრულდა და გამოსვლებიც შესაბამისად მიწყდა.)
 პანამის არხის საქმე ( სუეცის არხის გაჭრის შემდეგ ყველა
ელოდა პანამის არხის გაჭრითაც უდიდეს სარგებელს, ამიტომ
მასში მოხდა დიდი რაოდენობით კერძო ინვესტიციების ჩადება ,
მაგრამ დაუსრულებელმა კორუფციამ და გავრცელებულმა
მალარიამ და ყვითელმა ციებ-ცხელებამ შედეგად არა
ეკონომიკური სარგებელი, არამედ უდიდესი ზარალი მოიტანა)
 დრეიფუსის საქმე (ალფრედ დრეიფუსი საფრანგეთის ჯარის
კაპიტანი იყო, რომელსაც ჯაშუშობაში დასდეს ბრალი,
რეალურად კი დრეიფუსის საქმის გამოძიება სრულყოფილად
არ წარმართულა, ამასთან ვინაიდან დრეიფუსი წარმოშობით
ებრაელი იყო მის მიმართ ანტისემიტიზმმაც იფეთქა. საბოლოოდ
კი დადგინდა რომ ჯაშუში არა დრეიფუსი, არამედ ფერდინანდ
ესტერჰაზი იყო. თუმცა დრეიფუსის მიმართ მისი უდანაშაულობის
დამტკიცების შემდეგაც არ ყოფილა სამართლიანი განაჩენი -
დრეიფუსი ჯერ კიდევ პატიმრობაში რჩებოდა, დაიწყო
დრეიფუსის მომხრეთა პროტესტი, გამოსარჩევია ემილ ზოლას
წერილი საფრანგეთის პრეზიდენტისადმი („მე ბრალს ვდებ“) ამ
წერილის გამო მწერალს საფრანგეთის დატოვებაც კი მოუწია ,
საბოლოოდ კი 1906 წელს დრეიფუსი უდანაშაულოდ სცნეს.
სამოქალაქო ომი აშშ-ში

1861-1865 წწ- ამერიკის სამოქალაქო ომი

1804 წ- ჩრდილო- აღმოსავლეთ შტატებში მონობა აიკრძალა

1807 წ- კონგრესმა აკრძალა საერთაშორისო მონათვაჭრობა

1862 წ- „ჰოუმსტედების აქტის“ მიღება

1854 წ- რესპუბლიკური პარტიის დაარსება

1860 წ- აბრაამ ლინკოლნი აირჩიეს აშშ-ს მე-16 პრეზიდენტად

1861 წლის 8 თებერვალი- აშშ-ს 11-მა შტატმა შექმნა ამერიკის კონფედერაციული შტატები
(დედაქალაქი- რიჩმონდი, პრეზიდენტი-ჯეფერსონ დევისი)

1861 წლის 12 აპრილი- კონფედერატების თავდასხმა შეერთებული შტატების ფორტ


სამტერის სამხედრო ბაზაზე

1863 წლის 1-3 ივნისი - გეთისბერგის ბრძოლა

1865 წლის 1-ლი აპრილი- რიჩმონდის დაცემა

1865 წლის 9 აპრილი- რობერტ ლი დანებდა ულისეს გრანტს

1865 წლის 14 აპრილი- კონფედერატების მომხრე ჯონ უილკს ბუთმა მოკლა აბრაამ
ლინკოლნი (პრეზიდენტის პოსტი დაიკავა ენდრიუ ჯონსონმა)

1865 წლის 6 დეკემბერი- მე-13 დამატების მიხედვით ამერიკის ტერიტორიაზე გაუქმდა


მონობა.

ალექსანდრე II-ის რეფორმები რუსეთის იმპერიაში

1861 წ- ბატონყმობის გაუქმება რუსეთში ( რეფორმა საქართველოში გატარდა 1864 წელს)

1863 წ- უნივერსიტეტებს მიენიჭათ ფართო ავტონომია

1864 წ- გატარდა სასამართლო რეფორმა, ასევე შეიქმნა საკრებულოები ( სასამართლო


რეფორმა კავკასიას შეკვეცილი სახით შეეხო 1868 წელს)

1870 წ- საქალაქო რეფორმა, ჩამოყალიბდა საქალაქო დუმები (საქალაქო რეფორმა


პირველად შეეხო თბილისს 1874 წელს)

1881 წ- „ნაროდნიკების“ თავდასხმას შეეწირა ალექსანდრე II

ახალი პოლიტიკური იდეები და იდეოლოგიური ბრძოლა საქართველოში


1904 წ- ჟენევის კონფერენციაზე დაფუძნდა „ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა
სარევოლუციო პარტია“ (სოციალ-ფედერალისტები)

1912 წ- პრაღის კონფერენციაზე ჩამოყალიბდა ბოლშევიკური პარტია

პირველი მსოფლიო ომი

1898 წ- გერმანიის მიერ სამხედრო-საზღვაო ფლოტის მშენებლობა

1882 წ- „სამთა კავშირი“ (გერმანია, ავსტრია-უნგრეთი, იტალია. იტალია 1915 წელს გავიდა
კავშირიდან და გადავიდა ანტანტის მხარეს)

1893 წ- ანტიგერმანული კავშირი საფრანგეთსა და რუსეთს შორის

1904 წ- გაფორმდა სამხედრო ხელშეკრულება დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის


(ანტანტა- იგივე გულითადი შეთანხმება)

1904-05 წწ- რუსეთ-იაპონიის ომი (გაიმარჯვა იაპონიამ)

1907 წ- „ანგლო-რუსული ანტანტა“

1914 წლის 28 ივნისი- სარაევოს მკვლელობა ( სერბმა სტუდენტმა, გავრილო პრინციპმა


მოკლა ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ფრანც-ფერდინანდი)

1914 წლის 28 ივლისი- ავსტრია-უნგრეთმა ომი გამოუცხადა სერბეთს

1914 წლის 1 აგვისტო- გერმანია ომს უცხადებს რუსეთს

1914 წლის 3 აგვისტო- გერმანია ომს უცხადებს საფრანგეთს

1914 წლის 4 აგვისტო- დიდმა ბრიტანეთმა ომი გამოუცხადა გერმანიას

1914 წლის 6 აგვისტო- ავსტრია- უნგრეთი ომს უცხადებს რუსეთს

1914 წლის სექტემბერი- მარნასთან ბრძოლა (საფრანგეთ-ბრიტანეთი VS გერმანია)

1914 წლის 2 ნოემბერი- რუსეთმა ომი გამოუცხადა ოსმალეთს

1914 წლის დეკემბერი- სარიყამიშის ბრძოლა, რუსეთსა და ოსმალეთს შორის (გაიმარჯვა


რუსეთმა)

1918 წ- რუსეთის არმიამ დატოვა კავკასია

1915 წლის თებერვალი- დაიწყო გალიპოლის ბრძოლა (დარდანელის ოპერაცია) სადაც


ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ანტანტისა და ოსმალეთის ჯარები ( ბრძოლა დასრულდა
1916 წლის იანვარში ოსმალეთის გამარჯვებით)

1916 წელი- ბრიტანეთმა აუჯანყა არაბები ოსმალეთს

1917-18 წწ- ბრიტანეთმა აიღო ბაღდადი, იერუსალიმი, დამასკო და ბეირუთი

1915 წლის აპრილი- იპრის ბრძოლა ( პირველად გამოიყენეს ქიმიური იარაღი,


მომწამლავი გაზი- იპრიტი)
1917 წ- გერმანელებმა ხელთ იგდეს რუმინეთის პლოეშტის ნავთობსარეწები

1915 წლის 7 მაისს- გერმანელებმა ჩაძირეს ბრიტანული სამგზავრო გემი „ლუზიტანია “

1916 წლის 31 მაისი-1 ივნისი- სკაგერაკის იგივე იუტლანდი საზღვაო ბრძოლა (დიდი
ბრიტანეთი VS გერმანია)

1916 წლის ივლის-ნოემბერი- სომას ბრძოლა (ბრიტანეთი VS გერმანია, პირველად


გამოიყენეს ტანკი)

1916 წლის- თებერვალ-დეკემბერი- ვერდენის ბრძოლა („ვერდენის ხორცსაკეპი“)

1917 წლის 6 აპრილი- ანტანტის მხარეს ომში ჩაება აშშ

1918 წლის მარტ-ივლისი - „ცენტრალური სახელმწიფოების“ „საგაზაფხულო იერიში“

1918 წლის 29 სექტემბერი- ბულგარეთის კაპიტულაცია

1918 წლის 30 ოქტომბერი- ოსმალეთის კაპიტულაცია

1918 წლის 3 ნოემბერი- ავსტრია-უნგრეთის კაპიტულაცია

1918 წლის 11 ნოემბერი- 11 საათზე, კომპიენის ტყეში საფრანგეთის მარშალ ფოშის


ვაგონში ხელი მოეწერა გერმანიის კაპიტულაციას.

შედეგები

 პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაიშალა ოთხი იმპერია- ავსტრია-


უნგრეთი, გერმანია, რუსეთი და ოსმალეთი.
 ცენტრალურ ევროპაში აღორძინდა პოლონეთი
 ავსტრია და უნგრეთი რუკაზე დაბრუნდნენ ცალ-ცალკე
 შეიქმნა ჩეხოსლოვაკია
 სერბეთის ჰეგემონობით გაერთიანდნენ ხორვატების, სერბებისა და
სლოვენების სამეფოში გაერთიანდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ყველა
სლავი ხალხი, გარდა ბულგარელებისა.
 რუსეთის იმპერიის ნგრევის შედეგად შეიქმნა საქართველოს, აზერბაიჯანის ,
სომხეთის (კავკასია), ფინეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, უკრაინისა და
ბელორუსის რესპუბლიკები
 კუნძულ ირლანდიაზე შეიქმნა ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფო- იერე,
ჯერ ბრიტანული დომინიონი, შემდეგ კი რესპუბლიკა
 ოსმალეთის იმპერიის ადგილას შეიქმნა თურქეთის რესპუბლიკა

1919 წლის 28 ივნისი- გერმანიამ ხელი მოაწერა პარიზის ზავს( სარაევოს გასროლის ხუთი
წლის თავზე, ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც რომ კონფერენცია გაიხსნა 18 იანვარს, ანუ
იმ დღეს, როდესაც გერმანიის იმპერია შეიქმნა)

პარიზის კონფერენცია- კონფერენციაზე შეიკრიბნენ გამარჯვებული


სახელმწიფოების ლიდერები: აშშ-ს პრეზიდენტი ვუდრო უილსონი , დიდი ბრიტანეთის
პრემიერ-მინისტრი- ლოიდ ჯორჯი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ვიტორიო ორლანდო და
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი- ჟორჟ კლემანსო. უილსონმა კონფერენციაზე
წარმოადგინა თავის „14 პუნქტი“, რომელთაგან ერთ-ერთიც ითვალისწინებდა
მსოფლიოში პირველი საერთაშორისო ორგანიზაციის- ერთა ლიგის შექმნას. ერთა ლიგის
წესდება მიიღეს 1919 წლის 24 აპრილს. ორგანიზაციამ 1946 წლამდე იარსება და შემდეგ
ადგილი დაუთმო გაერთიანებული ერების ორგანიზაციას.

1924 წელი- ლოკარნოს ხელშეკრულება (დაიდო გერმანიას, ბელგიას, დიდ ბრიტანეთს,


საფრანგეთს, იტალიას, პოლონეთსა და ჩეხოსლოვაკიას შორის. ამ ხელშეკრულების
თანახმად გერმანია ცნობდა თავის ახალ დასავლეთის საზღვრებს და მათ ურღვევობას )

1926 წელი- გერმანია მიიღეს ერთა ლიგაში ( 1933 წელს გერმანია გამოვიდა ერთა
ლიგიდან)

1928 წელი- ბრიან-კელოგის პაქტი (ფაქტს ასე ეწოდა შეთანხმების ინიციატორთა , აშშ -ის
სახელმწიფო მდივნის ფრენკ კელოგისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის
არისტიდ ბრიანის გამო. პაქტს 15 სახელმწიფო აწერდა ხელს და ის გმობდა ომს , როგორც
პოლიტიკის წარმართვის საშუალებას)

რევოლუციები რუსეთში. ბრესტის ზავი

1917 წლის 23 თებერვალი- დაიწყო რევოლუციები პეტროგრადში

1917 წლის 3 მარტი- რუსეთში გაუქმდა მონარქია, დასრულდა რომანოვების დინასტიის


მმართველობა ( უკანასკნელი მეფე ნიკოლოზ II)

1917 წლის 1-ლი სექტემბერი- რუსეთი გამოცხადდა რესპუბლიკად

1917 წლის 6-7 ნოემბერი (ძველი სტილით 24-25 ოქტომბერი)- ოქტომბრის დიდი
სოციალური რევოლუცია

1918 წლის იანვარი- ბოლშევიკებმა დაშალეს დამფუძნებელი კრება, რომელშიც


უმრავლესობას სოციალ-რევოლუციონერთა პარტია შეადგენდა

1918 წლის 3 მარტი- ბრესტ-ლიტოვსკის ზავი ( მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ


გერმანია, რუსეთი, ოსმალეთი, ბულგარეთი, ავსტრია-უნგრეთი)

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

რუსეთში თებერვლის რევოლუციას, რომელსაც მონარქიის გაუქმება მოჰყვა, დიდი


გავლენა ჰქონდა საქართველოზეც, კერძოდ, კავკასიაში გაუქმდა სამეფისნაცვლო და
ამიერკავკასიის მართვა დაევალა ე.წ. ოზაკომს, რომელშიც შედიოდნენ
წარმომადგენლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან ,
საქართველოს წარმომადგენლები იყვნენ სოციალ-ფედერალისტი კიტა აბაშიძე და
სოციალ დემოკრატი აკაკი ჩხენკელი. ოზაკომის პარალელურად საქართველოში
ფუნქციონირებდა მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო ( თავმჯდომარე ნოე
ჟორდანია ) და ეროვნული საბჭოები.
1917 წლის აპრილი- ჩამოყალიბდა „საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო“

1917 წლის 15 ნოემბერი- ევგენი გეგეჭკორის თავმჯდომარეობით თბილისში მუშაობა


დაიწყო ამიერკავკასიის დამოუკიდებელმა მთავრობამ- კომისარიატმა

1917 წლის 19-24 ნოემბერი- გაიმართა საქართველოს ეროვნული ყრილობა, რომელმაც 22


ნოემბერს აირჩია საკანონმდებლო ორგანო- ეროვნული საბჭო ( უმრავლესობა-
მენშევიკები)

1918 წლის 10 თებერვალი-22 აპრილი- ამიერკავკასიას მართავს ამიერკავკასიის სეიმი

1918 წლის 22 აპრილი- შეიქმნა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული


რესპუბლიკა (მთავრობის თავმჯომარე- აკაკი ჩხენკელი)

1918 წლის 26 მაისი- გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა (მთავრობის


თავმჯდომარე ნოე რამიშვილი, დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხა ნოე
ჟორდანიამ )
1918 წლის 28 მაისი- დამოუკიდებლობა გამოაცხადეს აზერბაიჯანმა და სომხეთმა

1918 წლის 26 იანვარი- გაიხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი, რომელსაც იმავე წლის
3 სექტემბერს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა

1919 წლის თებერვალი- ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც


გაიმარჯვა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (109/130) ( დამფუძნებელი კრების
თავმჯდომარე გახდა კარლო ჩხეიძე, ხოლო მთავრობის თავმჯდომარე- ნოე ჟორდანია )

1921 წლის 21 თებერვალი- საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღება

1919 წელი- დაარსდა საქართველოს მუზეუმი

1920 წელი- გახსნა ეროვნული სამხატვრო გალერეა და საქართველოს ცენტრალური


სამეცნიერო არქივი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა და გერბი ივანე


ჯავახიშვილის კონსულტაციით შექმნეს იაკობ ნიკოლაძემ და იოსებ შარლემანმა.
სახელმწიფო ჰიმნის კონკურსში გაიმარჯვა კოტე ფოცხვერაშვილის „დიდებამ“.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო პოლიტიკის მთავარი


პრობლემა იყო სეპარატიზმი. აფხაზეთის და შიდა ქართლში მცხოვრები ოსების
სეპარატიზმს აქეზებდა რუსეთი, სამცხესა და აჭარაში კი სეპარატიზმს აღვივებდა
თურქეთი.

1918 წლის 9 თებერვალი- აფხაზეთს მიენიჭა ფართო ავტონომია საქართველოს


შემადგენლობაში

1918 წლის მარტ-აპრილი- აფხაზი ბოლშევიკების მოთხოვნა რუსეთთან შეერთების


შესახებ, რასაც მოჰყვა საქართველოს სახალხო გვარდიის შეტევა, სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა აღდგა.
1919 წლის 20 მარტი- აფხაზეთის სახალხო კრებამ მიიღო აქტი საქართველოს
შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის შესახებ

1920 წელი- სახალხო გვარდიამ ჩაახშო სეპარატისტთა შეიარაღებული აჯანყება შიდა


ქართლში

1918 წლის 1-ლი აპრილი- თურქეთმა ბათუმი დაიკავა

1918 წლის 4 ივნისი- ხელშეკრულება საზღვრებზე თურქეთსა და საქართველოს


დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის (საზღვარი გავიდა მდინარე ჩოლოქზე, აბასთუმნისა
და აწყურის სამხრეთით)

1918 წლის 30 ოქტომბერი- მუდროსის ზავი, თურქეთმა დატოვა ამიერკავკასიის


ოკუპირებული ტერიტორიები

1918 წლის დეკემბერი- სომხეთ-საქართველოს ომი. ( ომი დასრულდა 31 დეკემბერს,


შეიქმნა ლორეს ნეიტრალური ზონა )

დიდი სახელმწიფოების პოლიტიკა კავკასიაში

1920 წლის 12 იანვარი- ანტანტის ქვეყნებმა ცნეს საქართველოს, სომხეთისა და


აზერბაიჯანის მთავრობები

1920 წლის 28 აპრილი- აზერბაიჯანში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება

1920 წლის 2 დეკემბერი- სომხეთის გასაბჭოება

1920 წლის 7 მაისი- რუსეთ-საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის


მიხედვითაც ბოლშევიკურმა რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. ( საიდუმლო
პუნქტი- საქართველო ახდენდა კომუნისტური პარტიის ლეგალიზებას მის ტერიტორიაზე )

1920 წლის სექტემბერი- საქართველომ ერთა ლიგას მიმართა წევრობის თაობაზე, თუმცა
ვერ დააგროვა საკმარისი ხმები.

საქართველოს ანექსია ბოლშევიკური რუსეთის მიერ

1921 წლის 16 თებერვალი- შეიქმნა რევოლუციური კომიტეტი დაბა შულავერში

1921 წლის 21 თებერვალი- ბრძოლა რუსეთის წითელ არმიასა და იუნკერებს შორის


კოჯორ-ტაბახმელასთან

1921 წლის 22 თებერვალი - თურქეთმა ისარგებლა სიტუაციით და საქართველოს


არტაანისა და ართვინის რაიონების დაცლა მოსთხოვა

1921 წლის 24 თებერვალი- მთავრობამ დატოვა თბილისი და გადავიდა ბათუმში

1921 წლის 25 თებერვალი- საქართველო გასაბჭოვდა

1921 წლის 17 მარტი- მთავრობა ბათუმიდან საფრანგეთში გაიქცა


მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებები

1921 წლის 16 მარტი- მოსკოვის ხელშეკრულება ( რუსეთმა თურქეთის საკუთრებად სცნო


ყარსის ოლქი და ბათუმის ოლქის ართვინის ოკრუგი)

1921 წლის 13 ნოემბერი- ყარსის ხელშეკრულება (მოსკოვის ხელშეკრულებიდან ყველა


პუნქტი, რომელიც სამხრეთ კავკასიას ეხებოდა უცვლელად გადმოიტანეს,
ხელშეკრულებას ხელს აწერდნენ საბჭოთა საქართველოს, საბჭოთა სომხეთისა და
საბჭოთა აზერბაიჯანის წარმომადგენლები)

საბჭოთა ტოტალიტარიზმი- სტალინიზმი

ტოტალიტარიზმი იტალიელი ლიბერალი პოლიტიკოსის ჯოვანი ამენდოლას მიერ


დამკვიდრებული ტერმინია, რომელიც პირველად მან გამოიყენა იტალიური
ფაშიზმის დასახასიათებლად.

1918 წელი- „წითელი ტერორი“

1918-1920 წწ- სამოქალაქო ომი რუსეთში (დასრულდა ბოლშევიკების გამარჯვებით)

1922 წლის 30 დეკემბერი- შეიქმნა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი


(ახალი სახელმწიფოს შექმნის ორი მოდელი არსებობდა, პირველის ავტორი იყო იოსებ
სტალინი. ეს პროექტი ითვალისწინებდა ახალი სახელმწიფოს შექმნას რუსეთის საბჭოთა
ფედერაციული რესპუბლიკის სახით, რომელშიც ავტონომიური ერთეულების სახით
შევიდოდნენ სხვა ერებიც, ეს პროექტი ცნობილია „ავტონომიზაციის გეგმის“ სახელით .
მეორე პროექტი ეკუთვნოდა ვლადიმირ ლენინს, ეს გეგმა ითვალისწინებდა სრულიად
ახალი სახელმწიფოს- სსრკ-ს შექმნას, სადაც ცალ-ცალკე თანასწორუფლებიანი
რესპუბლიკების სახით შევიდოდა 4 რესპუბლიკა)

1924 წელი- დამტკიცდა სსრკ-ს კონსტიტუცია

1925-27 წლები- სტალინმა ჩამოაყალიბა სოციალიზმის მშენებლობის გეგმა, რომლის


მთავარი ატრიბუტი ხუთწლედები იყო

1928 წელი- ინდუსტრიალიზაციის დასაწყისი სსრკ-ში

1929 წელი- დაიწყო კოლექტივიზაცია ( ამ გეგმის განხორციელების დროს სსრკ


დაუპირისპირდა კულაკებს, ანუ მდიდარ გლეხობას, რაც საბოლოოს კულაკების
დახვრეტით ან მათი გადასახლებით დასრულდა. სტალინმა მიაღწია თავის გეგმას - შექმნა
სოფლად გათანაბრებული გლეხობა)

1932-33 წწ- „გოლოდომორი“ უკრაინაში ( საბჭოთა კავშირმა უკრაინასა და მის მიმდებარე


კაზაკთა მიწებზე მოაწყო ხელოვნური შიმშილობა, სურსათის მარაგი ძალით წაართვეს
ხალხს, ჩააყენეს სამხედრო კორდონი, რომელიც არავის აძლევდა გარედან პროდუქტის
შემოტანის საშუალებას )
1934 წელი- მოკლეს სერგეი კიროვი, რამაც სტალინს შესაძლებლობა მისცა დაეწყო
მასობრივი რეპრესიები

1936 წელი- სსრკ-მ მიიღო ახალი კონსტიტუცია ( ამიერკავკასიის ფედერაცია დაიშალა და


რესპუბლიკები დამოუკიდებლად შევიდნენ სსრკ-ს შემადგენლობაში )

1940 წ- დასრულდა სსრკ-ს გაერთიანება 16 რესპუბლიკის გაერთიანებით

1956 წელი- ნიკიტა ხრუშჩოვმა კომუნისტური პარტიის XX ყრილობაზე დაგმო სტალინის


კულტი

ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოში

1921 წლის ზაფხული- ანტისაბჭოთა აჯანყება სვანეთში

1922 წლის აპრილი- შეიქმნა „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“

1922 წლის მაისი- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ


მემორანდუმი გაუგზავნა გენუის საერთაშორისო კონფერენციას, რომელშიც მოითხოვდა :

 რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ საქართველოდან გაყვანას


 ქართველი ხალხისთვის თვითგამორკვევის საშუალების მიცემას

საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად ჩამოყალიბდა სხვადასხვა


სამხედრო ორგანიზაცია: ქაქუცა ჩოლოყაშვილის პარტიზანული ორგანიზაცია
(„შეფიცულთა რაზმი“) გიორგი მაზნიაშვილის ოფიცერთა და ჯარისკაცთა სამხედრო
კომიტეტი, ასევე 1922 წლის აჯანყების მოსამზადებლად დაფუძნდა „სამხედრო
ცენტრი“ (გენერალმა კოტე აფხაზმა და დავით ვაჩნაძემ აჯანყების დეტალური გეგმა
შეიმუშავეს)

1922 წლის ივლის-აგვისტო- ქაქუცა ჩოლოყაშვილმა მოაწყო ამბოხება კახეთსა და ფშავ-


ხევსურეთში, აჯანყება დამარცხდა

1924 წლის 28-29 აგვისტო- აჯანყებები მთელი საქართველოს მასშტაბით ( პირველი


დაიწყო ქალაქ ჭიათურაში აჯანყებულებს შორის კოორდინაციის არ ქონის პირობებში )

1937 წელი- რეპრესიები საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში


(რეპრესიებს შეეწირნენ მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე , ევენი მიქელაძე , ვახტანგ
კოტეტიშვილი, სანდრო ახმეტელი..)

დიდი დეპრესია

1929 წლის 24 ოქტომბერი- შავი ხუთშაბათი

1929 წლის 29 ოქტომბერი- საშინელი სამშაბათი

1933 წელი- პრეზიდენტი გახდა ფრანკლინ დელანო რუზველტი, რომლის სახელთანაცაა


დაკავშირებული „ახალი კურსი “
ჰიტლერის მმართველობა გერმანიაში

1919 წელი- გერმანიაში მიიღეს ვაიმარის კონსტიტუცია, დამყარდა ვაიმარის რესპუბლიკა

1921 წელი- ბავარიაში ჩამოყალიბდა ნაციონალ-სოციალისტური პარტია

1923 წელი- ნაცისტებმა მიუნხენში სცადეს სახელმწიფოს გადატრიალების მოწყობა -


„ლუდის პუტჩი“, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს და ჰიტლერი დააპატიმრეს, საკანში მან
დაწერა „ჩემი ბრძოლა“

1926 წელი- გერმანია მიიღეს ერთა ლიგაში

1933 წელი- პრეზიდენტმა ჰინდერბურგმა ჰიტლერი დანიშნა კანცლერად , ხოლო ვიცე -


კანცლერი გახდა ფონ პაპენი

1933 წლის ოქტომბერი- პლებისციტის შედეგად გერმანია გამოვიდა ერთა ლიგიდან

1934 წელი- პრეზიდენტ ჰინდენბურგის გარდაცვალების შემდეგ ჩატარდა პლებისციტი ,


რომლის შედეგადაც ჰიტლერი გახდა ერთპიროვნული მმართველი- ფიურერი

1935 წლის 15 სექტემბერი- ნიურბერგის კანონები

1938 წლის 9 ნოემბერი- „ბროლის ღამე“

1942 წლის იანვარი- ვანზეეს კონფერენცია ( სადაც გადაწყვიტეს დახვრეტის ნაცვლად


გაზით მოწამვლის მეთოდის დარეგვა (ეს უფრო იაფი ჯდებოდა )

27 იანვარი- ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების დღე. ეს დღე


გამოცხადდა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ.

ნაცისტების დროს დაარსებული საიდუმლო ორგანიზაციები: გესტაპო, ეს-


ეს(მცველთა რაზმი) ამ ორგანიზაციებს სათავეში ედგა ჰაინრიხ ჰიმლერი.

იტალიური ფაშიზმი

ტერმინი ფაშიზმი წარმოშობილია ლათინური სიტყვისგან „ფასცეს“, რაც წნელი


კონას ნიშნავს. ძველ რომში წნელი კონა ძალაუფლების სიმბოლო იყო, ძველ რომში
მას ატარებდნენ დიქტატორის დაცვის წევრები- 12 ლიქტორი.

1919 წელი- ბენიტო მუსოლინიმ პირველი მსოფლიო ომის ვეტერანებისგან შექმნა 200
კაციანი „შავხალათიანთა“ ფაშისტური სამხედრო დაჯგუფება

1921 წელი- რომში დაფუძნდა ფაშისტური პარტია

1922 წლის ოქტომბერი- „მარში რომზე“ („შავხალათიანებმა“ ულტიმატუმი წაუყენეს


იტალიის მეფეს, ისინი მოითხოვდნენ მუსოლინის პრემიერ მინისტრად დანიშვნას,
წინააღმდეგ შემთხვევაში სამოქალაქო ომით იმუქრებოდნენ. იტალიის მეფე ვიქტორ
ემანუელ III იძულებული გახდა დაეკმაყოფილებინა მათი მოთხოვნები)
1925 წელი- მუსოლინი ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი- დუჩე გახდა

1929 წელი- მუსოლინიმ გააფორმა კონკორდატი რომის პაპთან, რომლის თანახმადაც


კათოლიკური ეკლესიისგან ლეგიტიმაცია მიიღო, სანაცვლოდ კი ვატიკანი გამოცხადდა
დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად.

მუსოლინის ეკონომიკური პროგრამები:

ა) „ ბრძოლა მარცვლეულისთვის“, ეს პროგრამა


გულისხმობდა ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ეკონომიკურ პრიორიტეტად
გამოცხადებას, იტალიამ დიდი სუბსიდიები ჩადო ამ პროექტში , რამაც ის ვალებში
ჩააგდო.

ბ) „ ბრძოლა მიწისთვის“, მოცემულ პროგრამა


გულისხმობდა მსხვილ მიწათმფლობელთა სუბსიდირებას და დაქირავებული მუშახელის
გაჩენას. სიღარიბე ვერც ამ პროექტმა აღმოფხვრა.

გ) „ ოქრო სამშობლოსთვის“, გულისხმობდა ქვეყნის


ოქროს მარაგის შექმნას ხალხის ხარჯზე. დუჩემ მოსახლეობას მოუწოდა ,
სახელმწიფოსთვის გადაეცათ ოქროს ნივთები.

1935 წელი- იტალიის დივიზიები ეთიოპიაში შეიჭრნენ ( ამ ქმედების გამო იტალია ერთა
ლიგიდან გარიცხეს )

ფრანკოს რეჟიმი

1931 წელი- მონარქიის დამხობა და ესპანეთის რესპუბლიკად გამოცხადება

1936-39 წწ- ესპანეთის სამოქალაქო ომი ( რესპუბლიკელები VS ფრანკისტები,


რესპუბლიკელებს ეხმარებოდა სსრკ, ხოლო ფრანკოს ფაშისტური გერმანია და იტალია ,
ასევე პორტუგალია)

1939 წლის 26 იანვარი - ფრანკისტებმა აიღეს ბარსელონა

1939 წლის 28 მარტი- ფრანკისტებმა აიღეს ვალენსია და მადრიდი

1953 წელი- მადრიდის პაქტი ( ხელი მოაწერეს ესპანეთმა და აშშ-მ) ამ ხელშეკრულებით


დასრულდა ესპანეთის საერთაშორისო იზოლაცია

1959-1973 წწ- ესპანეთის ეკონომიკური სასწაული

1975 წელი- ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ აღდგა მონარქია და ტახტზე ავიდა ხუან
კარლოს I ბურბონი

საერთაშორისო ვითარება II მსოფლიო ომის წინ

1929- 32 წწ- მაჟინოს ხაზის მშენებლობა

1934 წელი- სსრკ ერთა ლიგის მუდმივი წევრი გახდა


1935 წელი- გერმანიამ ზაარის ოლქში ჩატარებული პლებისციტის შედეგად, ეს ოლქი
მესამე რაიხს მიუერთა

1936 წელი- გერმანიამ დაიკავა რაინის დემილიტარიზებული ზონა

1937 წელი- გერმანიის ავიაციამ დაბომბა ესპანეთის ქალაქი გერნიკა (ესპანეთის


სამოქალაქო ომის პერიოდი, სწორედ ამ მოვლენას მიუძღვნა პაბლო პიკასომ თავისი
ნახატი „გერნიკა“)

1938 წელი- ავსტრიის „ანშლუსი“

1938 წლის 29 სექტემბერი- „მიუნხენის შეთანხმება“ (კრებას ესწრებოდნენ ჰიტლერი,


მუსოლინი, ჩემბერლენი და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი დალადიე , სტალინი
კრებაზე არ მიიწვიეს) მიუნხენის შეთანხმების საფუძველზე გერმანიას გადაეცა სუდეტის
ოლქი, რომელიც ჩეხოსლოვაკიის საკუთრება იყო.

დაშოშმინების პოლიტიკა- ამ პოლიტის მთავარი გამტარებელი იყო ბრიტანეთის


პრემიერ-მინისტრი ნევილ ჩემბერლენი. იდეა მდგომარეობდა შემდეგში - აგრესორის
მიმართ უნდა დაეშვათ კომპრომისები და ამით აერიდებინათ ახალი დაპირისპირება ,
რეალურად კი დათმობებს მოყვა ჰიტლერში დაუსჯელობის სინდრომის გაღვივება ,
სწორედ ამ პოლიტიკას შეეწირა ავსტრია, სუდეტის ოლქი, რაინი და ა.შ. საბოლოოდ ,
ნათელი გახდა, რომ ჰიტლერი გაჩერებას არ აპირებდა და შესაბამისად „დაშოშმინების
პოლიტიკამაც“ აზრი დაკარგა. ნევილ ჩემბერლენი უინსტონ ჩერჩილმა ჩაანაცვლა.

1939 წლის 23 აგვისტო- მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი (ასე ეწოდება ხელშეკრულების


მომწერი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების გვარების გამო)

პაქტის პირობები:

 მხარეები თანხმდებოდნენ ერთმანეთის მიმართ


ყოველგვარი ძალადობისა და აგრესიის შეკავებაზე
 მხარეები არ დაეხმარებოდნენ სხვა ქვეყნებს და არ
იბრძოლებდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ
 მხარეებს შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში ის
გადაწყდებოდა მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით

II მსოფლიო ომი

1936 წლის 25 ოქტომბერი- ბერლინ-რომის ღერძი

1940 წლის 27 სექტემბერი- „სამთა პაქტი“ (ბერლინ-რომ-ტოკიოს ღერძი)

1939 წლის 1 სექტემბერი- გერმანია შეიჭრა პოლონეთში

1939 წლის 3 სექტემბერი- საფრანგეთმა და ინგლისმა, როგორც პოლონეთის


დამოუკიდებლობის გარანტმა, ომი გამოუცხადა გერმანიას

1939-40- „უცნაური ომი“


1939 წლის 17 სექტემბერი- სსრკ-მ მოახდინა აღმოსავლეთ პოლონეთის ოკუპაცია

1939 წლის 4 ოქტომბერი- პოლონეთმა კაპიტულაცია გამოაცხადა

1939 წლის ნოემბერი- სსრკ-სა და ფინეთის ომი (სსრკ ამ ქმედებისთვის 1939 წლის 14
დეკემბერს ერთა ლიგიდან გარიცხეს)

1940 წლის ივნისი - სსრკ-მ მოახდინა ბალტიის რესპუბლიკების ანექსირება, ასევე


რუმინეთს ჩამოაჭრა ბესარაბია და ჩრდილოეთ ბუკოვინა

1940 წლის გაზაფხული “ვეზირიუბუნგი“ - გერმანიამ დაიკავა დანია და ნორვეგია ( დანიაში


მონარქია შენარჩუნდა, ნორვეგიაში კი ნაცისტებმა მთავრობის მეთაურად ვიდკუნ
კვისლინგი დასვეს)

1940 წლის 10 მაისი- გერმანიამ დაარღვია ბელგიის ნიდერლანდისა და ლუქსემბურგის


ნეიტრალიტეტი (მაისშივე დაასრულა გერმანიამ ამ სახელმწიფოების დაპყრობა )

1940 წლის 22 ივნისი - საფრანგეთმა გამოაცხადა კაპიტულაცია, ზავი გაფორმდა


კომპიენის ტყეში, მარშალ ფოშის ვაგონში

1940 წელი- გადადგა ნევილ ჩემბერლენი

1940 წლის 18 დეკემბერი- ჰიტლერმა გასცა ბრძანება „ბარბაროსას“ მომზადების შესახებ

1941 წლის აპრილი- გერმანიამ დაიპყრო იუგოსლავია და საბერძნეთი

1941 წლის 21 ივნისი - გერმანია თავს დაესხა სსრკ-ს

1941 წლის სექტემბერი- 1944 წლის 27 იანვარი- ლენინგრადის ბლოკადა

1941 წლის 7 დეკემბერი- იაპონიამ დაბომბა აშშ-ს ბაზა- პერლ-ჰარბორზე (ჰავაი)

1941 წლის 12 ივლისი- ხელი მოეწერა დიდ ბრიტანეთსა და სსრკ-ს შორის


ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას

1941 წლის 14 აგვისტო- აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის გაფორმდა ე.წ „ატლანტიკის
ქარტია“

1942 წლის ოქტომბერ- ნოემბერი- ელ-ალამეინის ბრძოლა (ეგვიპტის ქალაქ


ალექსანდრიის დასავლეთით ბრიტანელმა გენერალმა ბერნარდ მონტგომერიმ
დაამარცხა ფელდმარშალ ერვინ რომელის გერმანულ-იტალიური არმია , 4 ნოემბერს
რომელმა უკანდახევა დაიწყო და ბრიტანელებმა მალე დაიკავეს ლიბია )

1942 წლის 23 აგვისტო- 1943 წლის 2 თებერვალი- სტალინგრადის ბრძოლა

1943 წელი - კურსკის ბრძოლა

1943 წლის ივლისი- მოკავშირეებმა იტალია დაიკავეს და მუსოლინი დააპატიმრეს

1943 წლის 28 ნოემბერი- 1 დეკემბერი- თეირანის კონფერენცია (კონფერენციაზე


განიხილეს მეორე ფრონტის გახსნის პერსპექტივა, ანუ დაიგეგმა ოპერაცია
„ოვერლორდი“, ასევე თურქეთი უნდა ჩაბმულიყო ანტიჰიტლერულ კოალიციაში და
მოკავშირეებს იუგოსლავიელი პარტიზანებისთვის უნდა გაეწიათ სამხედრო დახმარება )
1944 წლის 6 ივნისი - „მეორე ფრონტის“ გახსნა ოპერაცია „ოვერლორდით“ (მოკავშირეთა
ბრძოლა გერმანიის წინააღმდეგ ჩრდილოეთ საფრანგეთის პროვინცია ნორმანდიაში )

1944 წლის 25 აგვისტო- შარლ დე გოლი საზეიმო ვითარებაში შევიდა საფრანგეთში

1945 წლის 4-12 თებერვალი- იალტის კონფერენცია (ყირიმის კონფერენცია)


(მოკავშირეები შეთანხმდნენ იმაზე თუ გერმანიის რომელი ზონების ოკუპაციას
მოახდენდნენ, ასევე პოლონეთში გადაწყდა დროებითი მთავრობის შექმნა და
დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. სტალინმა განაცხადა რომ ევროპაში ომის
დასრულების შემდეგ ის ომში ჩაერთვებოდა იაპონიის წინააღმდეგ , სანაცვლოდ სსრკ -ს
დაუბრუნდა სამხრეთ სახალინი და კურილის კუნძულები. ცივი ომის დროს იალტის
კონფერენციას „მეორე მიუნხენი“ უწოდეს, სადაც დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ
კაპიტულაცია გამოაცხადეს სსრკ-ს წინაშე)

1945 წლის 8 მაისი- გერმანიამ გამოაცხადა კაპიტულაცია ( კაპიტულაციას ხელი მოაწერა


ფელდმარშალმა კაიტელმა)

1945 წლის 17 ივლისი- 2 აგვისტო- პოტსდამის კონფერენცია( ბერლინის სამი


სახელმწიფოს კონფერენცია) კონფერენციაში მონაწილეობდნენ კლიმენტ ეტლი , იოსებ
სტალინი და ჰარი ტრუმენი. კონფერენციაზე გერმანია გაიყო ოთხ საოკუპაციო ზონად
( სსრკ-ს, აშშ-ს, ბრიტანეთისა და საფრანგეთის) კონფერენციამ 26 ივლისს იაპონია
უსიტყვო კაპიტულაცია მოსთხოვა შემდეგი პირობებით: მილიტარისტების ჩამოშორება
ხელისუფლებისგან, სამხედრო დამნაშავეთა დასჯა, სიტყვის, რელიგიისა და აზროვნების
თავისუფლება, ადამიანთა უფლებების პატივისცემა. იაპონია არ დათანხმდა ამ
მოთხოვნებს.

1945 წლის 6-9 აგვისტო- აშშ-ს მიერ ჰიროსიმასა (ატომური ბომბი- „ბიჭუნა) და ნაგასაკის
(ატომური ბომბი- „მსუქანა“) დაბომბვა

1945 წლის 2 სექტემბერი- იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა, ანუ დასრულდა მეორე


მსოფლიო ომი.

1945 წლის 20 ნოემბერი- 1946 წლის 1 ოქტომბერი- ნიურბერგის პროცესი

მოკავშირეთა სამხედრო ადმინისტრაციები შეუდგნენ პოტსდამში მიღებული


„ოთხი დიდი დე“ პრინციპის განხორციელებას. ესენია: დენაციფიკაცია,
დემილიტარიზაცია, დეცენტრალიზაცია და დემოკრატიზაცია.

„ცივი ომი“

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ გერმანიაში, პოლონეთში,


ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთში,ალბანეთსა და ჩეხოსლოვაკიაშია ხელისუფლების
სათავეში სოციალისტური (კომუნისტური) ძალები მოვიდნენ.

1946 წლის 5 მარტი - უინსტონ ჩერჩილმა აშშ-ში ვიზიტისას (ქალაქ ფულტონში)


წარმოთქვა ცნობილი სიტყვა, რომ „შჩეცინიდან, ბალტიის ზღვაში ტრიესტამდე ,
ადტიატიკაში ჩამოეშვა „რკინის ფარდა“. „ფარდის იქით ცენტრალური და აღმოსავლეთ
ევროპის ძველ სახელმწიფოთა ყველა დედაქალაქია: ვარშავა, ბერლინი, პრაღა, ვენა ,
ბუდაპეშტი, ბელგრადი, ბუქარესტი, სოფია. ყველა ეს რეგიონი არა უბრალოდ საბჭოთა
გავლენის ქვეშაა, არამედ მოსკოვის მხრიდან მზარდ კონტროლს განიცდის“ ( ჩერჩილის
ამ განცხადებას სტალინმა უპასუხა 14 მარტს გაზეთ „პრავდასთან“ ინტერვიუში)

„შეკავების პოლიტიკა“- ამ დოქტრინის ავტორი იყო აშშ-ს ელჩი მოსკოვში ჯორჯ კენანი.
მისი აზრით, საბჭოთა კავშირის აშკარა ტერიტორიული ექსპანსია დასავლეთს , კერძოდ ,
ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა შეეკავებინა ძალისმიერი პოლიტიკით .

„ტრუმენის დოქტრინა“- 1947 წლის 12 მარტს გამართულ კონგრესზე ტრუმენმა


საზოგადოების ორ ანტაგონისტურ მოდელზე ისაუბრა: ერთი მათგანი „უმრავლესობის
ნებას გამოხატავდა, ხასიათდებოდა თავისუფალი ინსტიტუტებით, წარმომადგენლობითი
მთავრობით და პიროვნების უფლებების დაცვით“, მეორე მოდელი კი „უმცირესობის
ინგტერესებს ემსახურებოდა, რასაც უმრავლესობას ძალით ახვევდა თავს. ის ეფუძნებოდა
ტერორს, ზეწოლასა და პიროვნების უფლებების შელახვას“. ასევე ტრუმენმა პირობა
დადო, რომ დახმარების ხელს გაუწვდიდა იმ თავისუფალ ერებს , რომელთაც სურდათ ,
შეიარაღებული უმცირესობის მხრიდან მოსალოდნელ შიდა დივერსიებსა და საგარეო
ზეწოლას დაპირისპირებოდნენ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საბერძნეთსა და
თურქეთს 400 მილიონი დოლარის ფულადი დახმარება გამოუყო, ამით კი შეძლო
ბალკანეთზე საბჭოთა გავლენის გაფართოების შეჩერება. ცივი ომი ოფიციალურად
სწორედ „ტრუმენის დოქტრინით“ იწყება.

მარშალის გეგმა - 1947 წლის 5 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ მარშალმა
ჰარვარდის უნივერსიტეტში წარადგინა ევროპის ეკონომიკური აღდგენის გეგმა .
მარშალის გეგმა ასევე ითვალისწინებდა დახმარებას სსრკსა და მისი ევროპელი
„მოკავშირეებისათვის“, თუმცა საბჭოთა კავშირმა უარყო ეს დახმარება. დასავლეთ
ევროპულა სახელმწიფოებმა კი შექმნეს „ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის
ორგანიზაცია“. ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა 1948-52 წლებში მიიღეს 16 მლრდ.
დოლარად შეფასებული დახმარება. მარშალის გეგმა არ ყოფილა მხოლოდ აშშ-ს
კეთილი ნება, არამედ ის ითვალისწინებდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გავლენის
მოპოვებასა და მაშასადამე კომუნიზმისგან მათ განრიდებას.

„ჟდანოვის დოქტრინა“- 1947 წელს კომუნფორმის დამფუძნებელ კონფერენციაზე


საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანლმა ჟდანოვმა განაცხადა: მსოფლიო დაყოფილია ორ
ურთიერთდაპირისპირებულ კაპიტალისტურ და სოციალისტურ ბანაკად . „ევროპის
ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ შექმნის საპასუხოდ საბჭოთა კავშირში
შექმნა „ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭო“ (სსრკ, ბულგარეთი, უნგრეთი,
რუმინეთი, პოლონეთი, ალბანეთი, ჩეხოსლოვაკია, გერმანიის დემოკრატიული
რესპუბლიკა 1950 წლიდან )

„ჩრდილო ატლანტიკური კავშირი- ნატო“- ურთიერთდაპირისპირებულ ბლოკებად


დაყოფის პროცესი სამხედრო-პოლიტიკური კავშირების შექმნით დასრულდა .
დასავლეთის პოლიტიკური ბლოკის შეკვრას ბიძგი მისცა 1948 წელს მომხდარმა ორმა
მოვლენამ:

1) სახელმწიფო გადატრიალება ჩეხოსლოვაკიაში, სადაც საბჭოთა კავშირის


ზეწოლით, მრავალპარტიული, დემოკრატიული მთავრობა მოსკოვის მორჩილმა
კომუნისტურმა რეჟიმმა შეცვალა.
2) საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლების მიერ ბერლინის ბლოკირებამ.

1948 წელს 5 ევროპული სახელმფიფოს- დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და


ბენილუქსის ქვეყნების წარმომადგენლები შეიკრიბნენ ბრიუსელში და დადეს ევროპაზე
შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდაცვისა და ურთიერთდახმარების
პირობა.

1949 წლის 4 აპრილი- ვაშინგტონში ჩამოყალიბდა ნატო ( დამფუძნებელი ქვეყნები-


აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საგრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდი, ლუქსემბრუქი,
იტალია, დანია, ისლანდია, ნორვეგია, პორტუგალია)

„ვარშავის პაქტი“- 1955 წელს, ნატო-ში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის


შესვლის შემდეგ, საბჭოთა კავშირმა სასწრაფოდ შექმნა საკუთარი სამხედრო-
პოლიტიკური ორგანიზაცია- ვარშავის პაქტი (1955 წლის 14 მაისი), რომელშიც შევიდნენ:
პოლონეთი, ბულგარეთი,ჩეხოსლოვაკია, რუმინეთი, უნგრეთი, გერმანიის
დემოკრატიული რესპუბლიკა და ალბანეთი.

„უკუგდების დოქტრინა“- 1954 წელს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ


დალესმა გამოაცხადა კომუნიზმის „უკუგდების“ ახალი დოქტრინა: დასავლეთს არათუ
ხელი უნდა შეეშალა კომუნიზმის გავრცელებისთვის, არამედ უნდა შეესუსტებინა მისი
პოზიციები უკვე დაპყრობილ ტერიტორიაზე. უკუგდების პოლიტუკურ დოქტრინას თან
ერთვოდა „მასირებული შურისგების“ სამხედრო დოქტრინა, რომლის თანახმადახ
შეერთებულ შტატების, ან მის მოკავშირეთა წინააღმდეგ მიმართული აგრესიისთვის , აშშ -ს
თავდამსხმელისთვის ატომური დარტყმით უნდა მიეგო სანაცვლო.

„სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კავშირი“ სეატო- 1954 წელს შეერთებულმა შტატებმა,


ინგლისმა და საფრანგეთმა ავსტრალიასთან, ახალ ზელანდიასთან, პაკისტანთან,
ტაილანდსა და პილიპინებთან დადეს ხელშეკრულება. კავშირი რეგიონში უსაფრთხოების
გარანტი უნდა ყოფილიყო.

„ბაღდადის პაქტი“- 1955 წელს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სახელმწიფოებთან


გაფორმდა კავშირი, რომელსაც ასევე უსაფრთხოება უნდა უზრუნველეყო. კავშირის
შემადგენლობაში შევიდნენ: ერაყი, თურქეთი, ირანი, პაკისტანი და დიდი ბრიტანეთი ( აშშ
დამკვირვებლის როლშია )

კორეის ომი- 1949 წელს საბჭოთა კავშირიც ატომური ქვეყანა გახდა, ამას დაემატა
ჩინეთში კომუნისტური ძალების მოსვლა, დასავლეთი „მსოფლიო კომუნიზმის“ შიშმა
შეიპყრო. 1945 წლის ივლისში პოსტსდამის კონფერენციაზე გაკეთდა განცხადება კორეის
38 პარალელზე გაყოფის შესახებ. გაყოფის მიხედვით, ჩრდილოეთ ნაწილი საბჭოთა
გავლენის სფეროდ გამოცხადდა, ხოლო სამხრეთი ამერიკის. 1948 წელს ჩრდილოეთ
კორეა „სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გამოცხადდა, ხელისუფლების სათავეში
კომუნისტები მოვიდნენ. სამხრეთს კი ავტოკრატიული საპრეზიდენტო რეჟიმი მართავდა .
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა- კიმ ირ სენმა 1950 წლის 25 ივნისს, საბჭოთა არმიის
დახმარებით, წამოიწყო ლაშქრობა სამხრეთის წინააღმდეგ ქვეყნის გაერთიანების
მოტივით. გაერომ ჩრდილოეთ კორეას ბრძოლის შეწყვატა მოსთხოვა, თუმცა ის არ
დაემორჩილა მოთხოვნას, ამის საპასუხოდ გაერომ კორეაში საერთაშორისო ჯარები
გაგზავნა, ოპერაციას ამერიკელი დაგლას მაკარტური ხელმძღვანელობდა. ჯარებმა
მოახერხეს სამხრეთ კორეის გათავისუფლება, გადალახეს საზღვარი და განაგრძეს
ბრძოლა ჩრდილოეთ კორეის წინაღმდეგ. მაშინ კომუნისტური კორეის დასახმარებლად
დაიძრა 300 ათასი „მოხალისე“ ჩინეთიდან. გენერალი მაკარტური კორეის რეჟიმის სრულ
განადგურებას და ჩინეთზე იერიშის მიტანას მოითხოვდა , ის არ გამორიცხავდა ამ ომში
ატომური იარაღის გამოყენებასაც, თუმცა პრეზიდენტმა ტრუმანმა არ დაუშვა
ლოკალური კონფლიქტის მსოფლიო ომად გადაქცევა. 1953 წელს ორ კორეას შორის
დაიდო ზავი, რომლის მიხედვითაც აღდგა სადემარკაციო ხაზი.

„კარიბის კრიზისი“- 1959 წელს კუბაში დაემხო ბატისტას დიქტატორული, თუმცა


პროამერიკული რეჟიმი. ძალაუფლება ხელში აჯანყებულთა ლიდერმა ფიდელ კასტრომ
აიღო. შეერთებულმა შტატებმა არ ცნო კასტროს რეჟიმი, ამიტომ მან სხვაგან დაიწო
მოკავშირის ძებნა და მართლაც 1960 წელს დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობა
საბჭოთა კავშირსა და კუბას შორის. ამას მოჰყვა ამერიკის მხრიდან სპეცოპერაციით
კასტროს რეჟიმის დამხობის მცდელობა, რომელიც აღკვეთეს რევოლუციურმა ჯარებმა
( 1961 წლის 17 აპრილი). ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა ახალი გეგმა-
„მანგუსი“, რომელიც გულისხმობდა კუბაში ეკონომიკური დესტაბილიზაციის გამოწვევას
და კასტროს მოკვლას, თუმცა ამ გეგმის შესახებ ცნობილი გახდა კასტროსთვის ,
რომელმაც აშშ კუბის მთავარ მტრად გამოაცხადა და კუბაში სოციალიზმის მშენებლობა
განიზრახა. 1962 წლის ოქტომბერში აშშ-ს მზვერავმა თვითმფრინავებმა კუბაზე,
ფლორიდიდან სულ რაღაც 90 მილის დაშორებით, საბჭოთა სამხედრო ტექნიკა , მათ
შორის საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტები აღმოაჩინეს. სწორედ ამ ფაქტის
საპასუხოდ პრეზიდენტმა კენედიმ კუბის საზღვაო ბლოკადას მიმართა. კუბის კრიზისი
1962 წლის 16 ოქტომბერს დაიწყო, ეს იყო „ცივი ომის“ პერიოდში დაძაბულობის პიკი,
როდესაც მსოფლიო რეალურად დადგა ატომური ომის წინაშე, თუმცა საბოლოოდ
მოხერხდა რაციონალური გადაწყვეტილების მიღება და ზესახელმწიფოების ლიდერები
შეთანხმდენ სხვადასხვა საკითხზე: ამერიკას იტალიასა და თურქეთში განლაგებული
საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური ბირთვული რაკეტები უნდა გაეტანა
ტერიტორიიდან, საპასუხოდ კი ხრუშჩოვი დათანხმდა კუბიდან რაკეტების გატანას.
„კარიბის კრიზისი“ დასრულდა 28 ოქტომბერს, ხოლო შეერთებულმა შტატებმა 20
ნოემბერს მოხსნა ბლოკადა კუბას. ზესახელმწიფოები მიხვდნენ, რომ გადასახედი იყო
სტრატეგია, რათა მომავალში ასე არ დაძაბულიყო ურთიერთობები. სწორედ ამ კრიზისის
დროს შეიქმნა თეთრი სახლი-კრემლის პირდაპირი სატელეფონო კავშირი- „ცხელი
ხაზი“, რომლის საშუალებითაც ორი ქვეყნის ლიდერებს ამიერიდან უშუალოდ შეეძლოთ
ერთმანეთთან კომუნიკაცია.

დაძაბულობის შენელების პირველი ფაზა - ატომური კატასტროფის საფრთხემ


გაუმძაფრა ზესახელმწიფოებს მსოფლიოს წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა . კარიბის
კრიზისის ზეგავლენით დაიწყო დაძაბულობის შენელების პირველი ფაზა :

 1962 წელს ჟენევაში გაიხსნა განიარაღების მუდმივმოქმედი კონფერენცია


 1963 წელს ამოქმედდა „ცხელი ხაზის“ შეთანხმება
 1963 წელს აიკრძალა ატომური იარაღის გამოცდა სამ სფეროში:
ატმოსფეროში, კოსმოსში, წყალქვეშ.
 1968 წელს მიღწეული შეთანხმებით აიკრძალა ატომური იარაღის გავრცელება.
„მოქნილი რეაგირების“ დოქტრინა- 1967 წელს ნატომ მიიღო ახალი სტრატეგიული
დოქტრინა სახელწოდებით „მოქნილი რეაგირება“, რომელიც გულისხმობდა
თავდამსხმელისათვის აგრესიის ფორმის შესაბამისი პასუხის გაცემას და , მხოლოდ
უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ატომური იარაღის გამოყენებას.

ვიეტნამის ომი- მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ვიეტნამის ეროვნულ-


განმათავისუფლებელ მოძრაობას სათავეში ედგნენ ზომიერი კომუნისტები ხო ში მინის
მეთაურობით. 1945 წელს მათ საფრანგეთისგან ვიენტამის დამოუკიდებლობა
გამოაცხადეს. საფრანგეთმა შეძლო საკუთარი გავლენის ნაწილობრივ აღდგენა . 1946
წლის მარტში ჰანოიში საფრანგეთსა და ვიეტნამს შორის დაიდო შეთანხმება.
საფრანგეთმა ცნო ვიეტნამის დამოუკიდებლობა , საპასუხოდ კი ვიეტნამის მთავრობამ
დროებით შეუშვა საფრანგეთის არმიას ჩრდილოეთ ვიეტნამში . თანდათან საფრანგეთმა
დაიწყო ვიეტნამის საშინაო საქმეებში ჩარევა, რასაც მოჰყვა რვაწლიანი ომი (1946-54)
მეტროპოლიასა და კოლონიას შორის, რომელიც დასრულდა საფრანგეთის მარცხით.
1954 წლის 21 ივლისს ჟენევაში მოწვეული კონფერენციის გადაწყვეტილებით, ვიეტნამი
ორ ნაწილად გაიყო (მე-17 პარალელზე) ჩრდილოეთ ვიეტნამს (დედაქალაქი ჰანოი) ჰო
ში მინის კომუნისტური, ხოლო სამხრეთს (დედაქალაქი საიგონი) ანტიკომუნისტური,
მაგრამ ავტორიტარული რეჟიმი მართავდა ნგო დინ დიემის მეთაურობით. ნგო დინ
დიენმა დესპოტური და კორუფციული რეჟიმი ჩამოაყალიბა , რასაც უპირისპირდებოდა
სამხრეთ ვიეტნამური ეროვნული ფრონტი „ვიეტკონგი“. „ვიეტკონგს“ აფინანსებდა
ჩრდილოეთ ვიეტნამი, რომელიც თავის მხრივ საბჭოთა კავშირისგან იღებდა დახმარებას .
საბოლოოდ 1963 წელს ნგო დინ დიენი მოკლეს, 1964 წლის 4 აგვისტოს კი ჩრდილოეთ
ვიეტნამის ტორპედოიანი კატერები თავს დაესხნენ ტონკინის ყურეში აშშ-ს საპატრულო
ხომალდ „მედოქსს“, რასაც მოჰყვა ამერიკის ჩაბმა ომში. ვიეტნამის ომში ერთ მხარეს
იბრძოდა აშშ, სამხრეთ ვიეტნამი, სამხრეთ კორეა და ავსტრალია, ხოლო მეორე
მხარეს ვიეტნამის დემოკრატიული რესპიბლიკა და „ვიეტკინგი“, ასევე ჩრდილოეთ
ვიეტნამს სამხედრო დახმარებას უწევდნენ სსრკ და ჩინეთი.

ამერიკას ომის მალევე დასრულება, ამიტომ ის ბომბავდა ჩრდილოეთ ვიეტნამს და


იყენებდა ქიმიურ იარაღსაც. ომში ერთიდან ხუთ მილიონამდე ადამიანი დაიღუპა .
„ვიეტკონგის“ ტაქტიკა პარტიზანული ომი იყო, აგებული მოულოდნელ თავდასხმასა და
ჯუნგლებში სწრაფ გაუჩინარებაზე. ბრძოლის ამ ფორმის წინაშე უძლური აღმოჩნდა
ზესახელმწიფოს არმია, აღჭურვილი უმძლავრესი იარაღით. გაჭიანურებულმა ომმა ,
ნანახმა სისასტიკე, გაუმართლებელმა სისხლისღვრამ ამერიკული ჯარის
დემორალიზაცია გამოიწვია. 1968 წელს რიჩარდ ნიქსონმა აშშ-ს საპრეზიდენტო
არჩევნებში ვიეტნამის ომის სწრაფად დამთავრების ლოზუნგით გაიმარჯვა, თუმცა
სამშვიდობო მოლაპარაკებაც ხანგრძლივი გამოდგა. საბოლოოდ კი 1973 წელს პარიზში
გაფორმდა სამშვიდობო ხელშეკრულება.

შეერთებულ შტატებს ომი ძვირად დაუჯდა:

 ომის ხარჯმა 150 მლრდ. დოლარს გადააჭარბა


 დაიღუპა 58 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი
 153 ათასი მძიმედ და თითქმის ამდენივე მსუბუქად დაშავდა.

სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ, 1975 წელს ჩრდილოეთ ვიეტნამის


ჯარებმა საიგონი აიღეს, ხოლო 1976 წელს დასრულდა ვიეტნამის გაერთიანების
პროცესი. მთელი ინდოჩინეთი კომუნისტური მმართველობის ქვეშ მოექცა. ვიეტნამის ომი
იყო „ძალის უძლურება“, ზესახელმწიფოს არმიამ, აღჭურვილმა სრულყოფილი და
თანამედროვე იარაღით, ვერ შეძლო ჯუნგლებს შეფარებული პარტიზანული რაზმების
დამარცხება.

ანტისაბჭოთა გამოსვლები უნგრეთში- 1956 წლის 22 ოქტომბერს ბუდაპეშტში


პარლამენტის წინ შეკრებილი 200 000 დემონსტრანტი მოითხოვდა მრავალპარტიულ
არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საბჭოთა ჯარების გაყვანას და
ბუდაპეშტის მთავარი პარკიდან სტალინის ძეგლის აღებას. პროტესტის ტალღა
პროვინციებზეც გავრცელდა. ხელისუფლება იძულებული გახდა, პრემიერ -მინისტრის
პოსტზე რეფორმატორი იმრე ნადი დაენიშნა. ნადიმ ჩამოაყალიბა მრავალპარტიული
მთავრობა და დაიწყო მოლაპარაკება საბჭოთა კავშირთან. 24 ოქტომბერს ბუდაპეშტში
გამოჩნდა საბჭოთა ტანკები, ამან კიდევ უფრო გააღიზიანა მომიტინგეები . დაიწყო
„თავისუფლებისთვის მებრძოლთა“ შეიარაღებული ჯგუფების ჩამოყალიბება,
რომელსაც სათავეში პალ მალეტერი ჩაუდგა. მოსკოვში გადაწყვიტეს რომ უნგრეთის
წინააღმდეგ ბრძოლა უნდა წარმართულიყო მთელი სოციალისტური ბანაკის სახელით .
უნგრეთში ინტერვენციისთვის სსრკ-მ თანხმობა მიიღო ჩინეთისგან, პოლონეთისგან,
რუმინეთისგან და იუგოსლავიისგან. 1 ნოემბერს იმრე ნადმა რადიოთი მიმართა
მოსახლეობას. მან განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად უნგრეთი ტოვებდა „ვარშავის
პაქტს“, რადგან მისი თანხმობის გარეშე შეიყვანეს ჯარები ქვეყანასი , ეს კი პაქტის
პირობის დარღვევა იყო. იმრე ნადმა დახმარება სთხოვა გაეროს და მსოფლიო
საზოგადოებას. 4 ნოემბერს წითელმა არმიამ დაიპყრო ბუდაპეშტი.

„პრაღის გაზაფხული“- 1968 წლის იანვარში ჩეხოსლოვაკიაში ხელისუფლების სათავეში


მოვიდა რეფორმატორთა ჯგუფი ალექსანდრ დუბჩეკის მეთაურობით. ახალმა
ხელისუფლებამ დაიწყო საუბარი ეკონომიკურ და სისტემურ რეფორმებზე , „ადამიანური
სოციალიზმის“ აღორძინებაზე, შერბილდა ცენზურა, გაჩნდა უპარტიოთა კლუბები.
აპრილის არჩევნებში დუბჩეკის მომხრეებმა უმრავლესობა მოიპოვეს კომუნისტური
პარტიის ხელმძღვანელობაში. 1968 წლის 21 აგვისტოს ჩეხოსლოვაკიაში ვარშავის
ხელშეკრულების 5 სახელმწიფოს ჯარები შევიდნენ (სსრკ, ბულგარეთი, უნგრეთი,
პოლონეთი, გდრ) დაიწყო სამხედრო ოპერაცია „დუნაი“. 36 საათში ტანკებმა მთელ
ჩეხოსლოვაკიაზე დაამყარეს კონტროლი. 27 აგვისტოს კი ჩეხოსლოვაკიის ახალმა
მთავრობამ აღუთქვა სსრკ-ს „ჭეშმარიტი სოციალიზმის“ აღდგენა.

1956 წლის 9 მარტის მოვლენები საქართველოში- კომუნისტური პარტიის XX


ყრილობაზე დაწყებული დესტალინიზაციის კურსს დიდი რეზონანსი მოჰყვა
საქართველოში. წლების მანძილზე სტალინის სიყვარულს უნერგავდნენ ახალგაზრდობას,
მოსკოვის პოლიტიკის ასეთი უეცარი და მკვეთრი შემობრუნება კი მათთვის გაუგებარი
იყო. 1956 წლის 3 მარტიდან თბილისის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა დაიწყეს
მანიფესტაციების გამართვა, რომლებსაც მოსახლეობაც უერთდებოდა . საპროტესტო
ტალღა მოედო მთელს საქართველოს. თბილისში გამართულ მრავალათასიან
მიტინგებზე მოითხოვდნენ სტალინის კრიტიკისა და ქართველი ერის შურაცხყოფის
შეწყვეტას. მომიტინგეები ასევე მოითხოვდნენ ვიაჩესლავ მოლოტოვის დანიშვნას
ხრუშჩოვის ნაცვლად. 1956 წლის 9 მარტს, პარასკევს, ღამით, საბჭოთა არმიის
ნაწილებმა შეუტიეს დემონსტრატებს, დაიღუპა 150-ზე მეტი ადამიანი.
9 მარტის ტრაგედიამ ბიძგი მისცა ეროვნული მოძრაობის გაძლიერებას. გაჩნდა
არალეგალური ორგანიზაციები, მაგანი ერთ-ერთი იყო მერაბ კოსტავასა და ზვიად
გამსახურდიას ინიციატივით ჩამოყალიბებული ორგანიზაცია „გორგასლიანი“,
ორგანიზაციის წევრები ბეჭდავდნენ პროკლამაციებს და მოსახლეობაში ავრცელებდნენ ,
სწორედ ამ პროკლამაციების საფუძველზე დააპატიმრეს ორგანიზაციის წევრები 1956
წლის ბოლოს. 1956 წლის მარტში სიღნაღში შეიქმნა „სიღნაღის ახალგაზრდა გვარდია“.
მალე ორგანიზაციის ცენტრმა თბილისში გადმოინაცვლა , მათ გამოსცეს არალეგალური
ჟურნალი „სიმები“. 1961-1964 წლებში თბილისში მოქმედებდა „სამშობლოს
თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი კავშირი“. ორგანიზაციის
უშუალო ამოცანას საქართველოს განთავისუფლება წარმოადგენდა. დაგეგმილი იყო
საქართველოში ვიზიტისას ნიკიტა ხრუშჩოვზე თავდასხმა.

პერესტროიკა

1964 წლის შემოდგომაზე საბჭოთა პარტიულმა ელიტამ ლეონიდ ბრეჟნევის


მეთაურობით მოაწყო შეთქმულება ნიკიტა ხრუშოვის დასამხობად. ხრუშჩოვი სოჭში ,
საკუთარ აგარაკზე ისვენებდა. შეთქმულებმა იგი მოსკოვში კომუნისტური პარტიის
ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომაზე მოიწვიეს. 1964 წლის 13 ოქტომბერს
სხდომაზე მას ულტიმატუმი წაუყენეს. ხრუშჩოვი მიხვდა, რომ სრულ იზოლაციაში იყო და
„დათანხმდა“, „ავადმყოფობის გამო“ პენსიაზე გასულიყო. ხრუშჩოვის დამხობის
შემდეგ ახალი პარტიული ბელადები გახდნენ ლეონიდ ბრეჟნევი და ალექსეი
კოსიგინი. დაიწყო „უძრაობის ხანა“.

ჰელსინკის შეთანხმება- 1975 წელს ქ.ჰელსინკში დაფუძნდა ევროპის უშიშროებისა და


თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელსაც ევროპის 33 ქვეყანასთან, აშშ-სა და
კანადასთან ერთად საბჭოთა კავშირიც შეუერთდა. ჰელსინკის დასკვნითმა აქტმა
დააფიქსირა ომისშემდგომი პოლიტიკური ვითარება და საზღვრები ევროპაში , მიიღო
საერთაშორისო ურთიერთობების განმსაზღვრელი საერთაშორისო სამართლის 10
ძირითადი პრინციპი.

საბჭოთა კავშირს მიეცა II მსოფლიო ომის დრო მოპოვებული ტერიტორიების


ლეგიტიმაციის საშუალება, სანაცვლოდ კი კომპრომისზე წავიდა და დათანხმდა
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების საქმიანობას სოციალისტურ
ქვეყნებში. ჰელსინკის აქტს ვარშავის ბლოკისთვის „ტროას ცხენის“ მსგავსი შედეგი
მოჰყვა. ერთპარტიული პოლიტიკური სისტემის პირობებში ჩამოყალიბდა ადამიანის
უფლებათა დამცველი ორგანიზაციები: „ქარტია 77“ (ჩეხოსლოვაკიაში), „კორ“ და
„სოლიდარნოსტ“ (პოლონეთში), „ჰელსინკის კავშირები“(საბჭოთა რესპუბლიკებში,
მათ შორის საქართველოშიც). ამ მოძრაობებმა შეარყიეს კომუნისტური რეჟიმის
გავლენა მოსახლეობაში.

ჰელსინკის დასკვნითი აქტი (1975 წლის 1-ლი აგვისტო):

1.სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპი


2.ძალის გამოუყენებლობისა და მუქარაზე უარის პრინციპი

3.საზღვრების ურღვევობის პრინციპი

4.სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპი

5.საერთაშორისო დავების მშვიდობიანი მოწესრიგების პრინციპი

6. სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი

7. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის პრინციპები

8. ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპი

9. ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის


პრინციპი

10. ადამიანებს შორის კონტაქტისა და თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობის


პრინციპი

1981 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა რონალდ რეიგანი


და სწორედ აქედან იწყება ცივი ომის ისტორიაში ახალი ეტაპი . რეიგანმა სსრკ -ს
„ბოროტების იმპერია“ უწოდა და განაცხადა: „დასავლეთი კომუნიზმს კი არ შეაკავებს,
არამედ აჯობებს მას“.

საბჭოთა კავშირის გეგმიურმა ეკონომიკამ ვერ გაუძლო ათწლეულების გამალებულ


შეიარაღებას, ამასთან ვერც მრეწველობა და აგრარული სექტორი ქმნიდა საკმაო
ოდენობის პროდუქციას. ფასებმა მომატება დაიწყო, კომუნისტური პარტიის
არაორგანიზებულობამ და კორუფციამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია .

1985 წელს, ბოლო ოთხ წელიწადში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მესამე
გენერალური მდივანი გახდა მიხეილ გორბაჩოვი. გორბაცოვმა დაინახა საბჭოეთის
მოსალოდნელი რღვევა და რეფორმებით გადაწყვიტა მისი გადარჩენა . მან
„პერესტროიკისა“(გარდაქმნა) და „გლასნოსტის“ (საჯაროობა) კურსი გამოაცხადა.
მისი ლოზუნგების ტრიადა ასეთი იყო: „გარდაქმნა, დაჩქარება, საჯაროობა“. ახალი
კურსი საშინაო პოლიტიკაში კერძო საკუთრების დაშვებას და საბაზრო ეკონომიკაზე
გადასვლას გულისხმობდა. თუმცა გორბაჩოვისთვის საოცნებო „ჩინური
სოციალიზმის“ მოდელი (ეკონომიკური თავისუფლება პოლიტიკური
თავისუფლების გარეშე) საბჭოთა კავშირში ვერ განხორციელდა. ამასთან
გამოვლინდა საშინაო პრობლემები: ადამიანის უფლებების შეზღუდვა , ეროვნული
საკითხი, ეკონომიკური კრიზისი. ლოთობაში ჩაძირული ძირითადად სლავური
წარმოშობის მუშახელის გამოსაფხიზლებლად გორბაჩოვმა ქვეყანაში
ანტიალკოჰოლური კამპანია წამოიწყო; 1987 წელს გლასნოსტის დამკვიდრება
დაიწყო; 1988 წელს გაახმოვანა იდეა არჩევნების დროს რამდენიმე კანდიდატის
წამოყენების შესახებ; 1990 წლის თებერვალში გორბაჩოვის ზეწოლით პარტიის
ცეკას პლენუმმა განაცხადა თანხმობა გაუქმებულიყო საბჭოთა კონსტიტუციის მე-6
მუხლი, რომელიც ასე ჟღერდა: „საბჭოთა საზოგადოებოს ხელმძღვანელი და
წამმართველი ძალა, მისი პოლიტიკური სისტემის, სახელმწიფო და
საზოგადოებრივი ორგანიზაციესბის ბირთვია საბჭოთა კავშირის კომუნისტური
პარტია“. ამ მუხლის დაშვება პრაქტიკულად მრავალპარტიულობის დაშვებას
მოასწავებდა. ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გააუარესა ჩერნობილის
ტრაგედიამ - უკრაინაში მდებარე ატომური ელექტროსადგურის ერთი ბლოკის
აფეთქებამ.

პერესტროიკა ყველას არ მოსწონდა. გორბაჩოვს დაუპირისპირდა ბორის ელცინი.


გორბაჩოვმა ელცინი კომპარტიის პოლიტბიუროს წევრის თანამდებობიდან გადააყენა ,
მაგრამ სწორედ ამიტომ რუსეთის დემოკრატიულმად განწყობილმა ნაწილმა ელცინი
თავის ლიდერად აქცია.1990 წელს ის რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარედ აირჩიეს, 1991 წლის 12 ივნისს კი საყოველთაო არჩევნების
შედეგად- რუსეთის ფედერაციის პირველ პრეზიდენტად. 1990 წლის 12 ივნისს
რუსეთის სახალხო დეპუტატების ყრილობამ მიიღო დეკლარაცია „რსფსრ -ს
სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ“

საგარეო ასპარეზზე გორბაჩოვი პოპულარული გახდა, რადგან ის თავსი


წინამორბედებისაგან განსხვავებით ურთიერთობებში უშუალო იყო . 1987 წელს
პრეზიდენტ რეიგანთან ბირთვული შეირაღების შემცირებაზე დაწყებული
მოლაპარაკებებით საბჭოთა საგარეო პოლიტიკაში ახალი ეტაპი დაიწყო , რომელიც
გაგრძელდა 1989 წლის დეკემბრის მალტის სამიტზე, სადაც აშშ-ს პრეზიდენტმა
ჯორჯ ბუშმა და გორბაჩოვმა ოფიციალურად გამოაცხადეს „ცივი ომის“
დასრულების შესახებ.

რადიკალურ ცვლილებებს მოითხოვდნენ არარუსული ნაციონალური რესპუბლიკები,


უპირველესად ბალტიის ქვეყნები, საქართველო, უკრაინა, მოლდავეთი. იქ ძირითადი
მიზანი პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვება იყო.

 1988 წელს დაიწყო სერიოზული კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის


მთიანი ყარაბაღის ფლობასთან დაკავშირებით, რომლის მოგვარებაც
მოსკოვმა ვერ შეძლო.
 ჩეხოსლოვაკიაში ანტისაბჭოთა მოძრაობა „ქარტია 77“-ის ლიდერმა ვაცლავ
ჰაველმა შეძლო ოპოზიციის გაერთიანება. 1989 წლის დეკემბერში იგი
პრეზიდენტად აირჩიეს.
 პოლონეთში 1988 წელს სოლიდარობამ კვლავ წამოიწყო მასობრივი გაფიცვები,
რასაც მოყვა „სოლიდარობის“ ლეგალიზება და პარტიად ჩამოყალიბება . 1989
წლის 4 ივნისს არჩევნებში კომუნისტები დამარცხდენ. პოლონეთის პრეზიდენტი
გახდა ლეხ ვალენსა.
 1990 წლის უნგრეთის არჩევნებში კომუნისტური პარტია დამარცხდა
 ბულგარეთში, სადაც ანტიკომუნისტური პოზიცია შედარებით სუსტი იყო,
კუმუნისტებმა მოახერხეს 1990 წლის არჩევნებში გამარჯვება
 1992 წელს ალბანეთში დასრულდა ენვერ ხოჯას კომუნისტური დიქტატურა
 1989 წელს რუმინეთში დაიწყო ანტიკომუნისტური გამოსვლები, რომელიც შიდა
დაპირისპირებაში გადაიზარდა- კომუნისტური მმართველი რგოლი არმიას
იყენებდა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, ამან აღაშფოთა ხალხიც და
საერთაშორისო თანამეგობრობაც. არმია მოგვიანებით ოპოზიციის მხარეზე
გადავიდა და საბოლოოდ 1990 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციურმა
ძალებმა გაიმარჯვეს.
 კომუნისტური რეჟიმის დაცემას ყველაზე დიდი მსხვერპლი „მცირე კომუნისტურ
იმპერიაში“- იუგოსლავიაში მოჰყვა.
 1990 წლის არჩევნებით სერბიაში, სლოვენიასა და ხორვატიაში ანტიკომუნისტი
ნაციონალისტები მოვიდნენ
 1992 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა ბოსნია- ჰერცეგოვინამ
 1989 წლის ნოემბერში აღმოსავლეთ ბერლინიდან დასავლეთ ბერლინში
გადასვლაზე აკრძავლა მოიხსნა, ბერლინის კედელი დაინგრა. 1990 წლის 9
ოქტომბერს გერმანია გაერთიანდა.

სსრკ- ს დაშლა

მიხეილ გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირის გადარჩენის საშუალებად საყოველთაო


რეფერენდუმის ჩატარება მიიჩნია. საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის
გადაწყვეტილებით 1991 წლის 17 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი. საბჭოთა
მოქალაქეებს პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე: „ თვლით თუ არა, რომ აუცილებელია
შენარჩუნდეს საბჭოთა კავშირი, როგორც თანასწორუფლებიან სუვერენულ
რესპუბლიკათა განახლებული ფედერაცია, სადაც გარანტირებული იქნება ყველა
ეროვნების ადამიანთა უფლებები და თავისუფლებებო“. რეფერენდუმი არ ჩატარებულა
ბალტიისპირეთსა და საქართველოში. რეფერენდუმის შედეგები დადებითად
გამოცხადდა, შედეგად დაიწყო ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების მომზადება .
საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა გორბაჩოვმა და 9 მოკავშირე რესპუბლიკის ლიდერებმა
განაცხადეს ახალი სამოკავშირეო კონცეფციის შესახებ.

1991 წლის 19 აგვისტოს მოხდა სამხედრო გადატრიალება. ყირიმში, ფოროსზე


საკუთარ სააგარაკო რეზიდენციაში მყოფი საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი გორბაჩოვი
ჩამოაშორეს ხელისუფლებას და დააპატიმრეს. პუტჩის ინიციატორთა განცხადებით , მას
„ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეეძლო ქვეყნის მართვა“. ძალაუფლება ხელში
აიღო საგანგებო ვითარების სახელმწიფო კომიტეტმა , ე.წ. „გკცპ“-მ. მოსკოვში დაიწყო
საპროტესტო აქციები, მომიტინგეებს სათავეში ჩაუდგა მომავალი პრეზიდენტი ბორის
ელცინი. 21 აგვისტოს პუტჩის ორგანიზატორები დააპატიმრეს. პრეზიდენტი გორბაჩოვი
დაბრუნდა და გააგრძელა ახალი სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის გეგმაზე მუშაობა .
8 დეკემბერს ბელორუსიაში, ბელოვეჟეს ტევრში, სამთავრობო რეზიდენციაში
რუსეთის, უკრაინის და ბელორუსიის ლიდერებმა ( ბორის ელცინი, ლეონიდ
კრავჩუკი და სტანისლავ შუშკევიჩი) ხელი მოაწერეს შეთანხმებას დამოუკიდებელ
სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შექმნის შესახებ. ეს შეთანხმება ისტორიაში
შევიდა „ბელოვეჟეს შეთანხმების“ სახელით.

21 დეკემბერს მიღებული დეკლარაციით დსთ კიდევ ექვსი საბოთა რესპუბლიკით


შეივსო. 25 დეკემბერს მიხეილ გორბაჩოვმა ტელევიზიით გამოსვლისას გააკეთა
განცხადება, რომ „პრინციპული მოსაზრებებით ტოვებს თანამდებობას“. 26 დეკემბერს
სსრკ უზენაესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა
თანამეგობრობის შექმნის შესახებ. სეკლარაციაში ხაზგასმული იყო, რომ დსთ-ს
შექმნით სსრკ, როგორც სახელმწიფო და საერთაშორისო სამართლის სუბიეწტი,
წყვეტს არსებობას.

ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

1976 წელს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თაოსნობით საქართველოში შეიქმნა


„ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი“, რომელმაც იმავე წელს
ოფიციალურად დააარსა „ჰელსინკის ჯგუფი“. 1976 წლის დეკემბერში საქართველოს
ჰელსინკის ჯგუფმა ზვიად გამსახურდიას რედაქტორობით გამოსცა ჟურნალ
„საქართველოს მოამბის“ პირველი ნომერი. შემდგომში ჯგუფმა გამოსცა ხელნაწერი
ჟურნალები: „ოქროს საწმინი“, „საღვთისმეტყველო კრებული“ და სხვ. 1978 წელს მერაბ
კოსტავა და ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს და გაასამართლეს.

1970-იანი წლების ბოლოდან თანდათანობით გაიზარდა მართლმადიდებლური ეკლესიის


როლი ქართულ საზოგადოებაში. ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 1977 წელს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქად ილია II-ის (შიოლაშვილის)
არჩევას.

საქართველოში პირველი არაფორმალური გაერთიანება იყო- „ილია ჭავჭავაძის


საზოგადოება“, რომელიც 1987 წლის დეკემბერში დაფუძნდა. მისი მიზანი იყო ბრძოლა
თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებისთვის .

 ქართული საზოგადოების პროტესტი მოჰყვა 1978 წელს კონსტიტუციიდან


ამოღებულ მუხლს, რომელიც ქართულ ენას სახელმწიფო ენად აცხადებდა. 1978
წლის 14 აპრილს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხი აპროტესტებდა
ამ ცვლილებას, რამაც შედეგი გამოიღო და საბჭოთა ხელისუფლება დათმობაზე
წავიდა. ორიოდე წლის შემდეგ 14 აპრილი დედა ენის დღედ გამოაცხადეს.
 1988 წლის ნოემბერ-დეკემბრის დღეებში საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის
ზოგიერთი მუხლის ცვლილებას უკავშირდებოდა, კერძოდ, მოკავშირე
რესპუბლიკებს ერთმეოდათ კავშირიდან თავისუფლად გასვლის უფლება , რასაც
სტალინის დროინდელი კონსტიტუციაც კი უშვებდა. საბჭოთა ხელისუფლება
იძულებული გახდა, მოეთხოვა საბჭოთა კონსტიტუციიდან 118-ე და 119-ე მუხლების
შესწორების ამოღება.
 1989 წლის 4 აპრილს „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ ინიციატივით დაიწყო
ფართომასშტაბიანი პერმანენტული მიტინგი, რომლის უშუალო მიზეზი იყო
აფხაზეთში დაწყებული სეპარატისტული გამოსვლები. თანდათანობით
მომიტინგეთა უპირველეს მოთხოვნად იქცა საქართველოს დამოუკიდებლობის
აღდგენა. 9 აპრილს საბჭოთა შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების რაზმებმა
მომიტინგეების დაშლით სისხლში ჩაახშეს სახალხო გამოსვლა. დაიღუპა 21
ადამიანი. ტრაგედიის შემდეგ თბილისში გამოცხადდა კომენდანტის საათი.

9 აპრილის მოვლენებმა ბიძგი მისცა ეროვნულ მოძრაობას. პოლიტიკურმა პარტიებმა


შექმნეს ეროვნული ხსნის კომიტეტი. მასში გაერთიანდნენ: ჰელსინგის კავშირი
(თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია), ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (გიორგი
ჭანტურია), სახალხო ფრონტი (ნოდარ ნათაძე), ეროვნული დამოუკიდებლობის
პარტია (ირაკლი წერეთელი), „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“ (ზურაბ ჭავჭავაძე) და
სხვ. ოპოზიცია ერთიანი არ იყო. მათ რიგებში გარკვეული დაპირისპირებები
შეინიშნებოდა. 1989 წლის ოქტომბერში მერაბ კოსტავას დაღუპვით ეროვნულ
მოძრაობაში განხეთქილება გარდაუვალი გახდა.

1990 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა საბჭომ სპეციალური დადგენილებით


1921 წლის თებერვალში საქართველოს წინააღმდეგ საბჭოთა რუსეთის სამხედრო
მოქმედება შეაფასა, როგორც ქვეყნის ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია.

1990 წლის 13-15 მარტს რადიკალური ძალების ინიციატივით თბილისში, ფილარმონიის


დიდ დარბაზში, ჩატარდა ეროვნული ფორუმი. ფორუმმა ბოიკოტი გამოუცხადა 1990 წლის
25 მარტის არჩევნებს. არჩევნების ჩაშლის შემდეგ ჰელსინკის კავშირი და მისი
მხარდამჭერი ძალები ეროვნული ფორუმიდან გავიდნენ და ჩამოაყალიბეს ახალი
პოლიტიკური ბლოკი „მრგვალი მაგიდა- თავისუფალი საქართველოს“
სახელწოდებით. მათი აზრით, ქვეყანას სამართლებრივი გზით უნდა ებრძოლა
დამოუკიდებლობისათვის.

1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვა პარტია „მრგვალმა მაგიდამ-


თავისუფალი საქართველო“, საქართველოში ფაქტობრივად „ხავერდოვანი
რევოლუცია“ მოხდა, დასრულდა კომუნისტური მმართველობა. საქართველოს უზენაესი
საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს ზვიად გამსახურდია.

1991 წელს ჩატარდა საკრებულოების დეპუტატთა არჩევნები.

1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის


საკითხზე, ამომრჩეველთა 97%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის დამოიკიდებლობის
აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის
საფუძველზე.

რეფერენდუმის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს


სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა და 1991 წლის
აპრილში ზვიად გამსახურდია რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩია , რაც 26 მაისს
ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებით დაადასტურა. ახალმა მთავრობამ
მნიშვნელოვანი დადგენილებები მიიღო. შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის ახალი
კონსტიტუციის პროექტის მოსამზადებელი კომისია, საქართველოს რესპუბლიკის
ტერიტორიაზე შეჩერდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ საბჭოთა კავშირის
კანონის მოქმედება.

საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული დაპირისპირება 1991


წლის აგვისტოს პუტჩით უკიდურესად გამწვავდა. 1991 წლის 2 სექტემბერს თბილისში,
ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციის ვიზიტის დროს, რუსთაველის გამზირზე , დაარბიეს
ოპოზიციის მიტინგი. გახშირდა ანტისამთავრობო გამოსვლები . რუსთაველის პროსპექტზე
ორივე მხარემ ბარიკადები აღმართა. 1991 წლის 25 სექტემბრიდან დედაქალაქში
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ოპოზიციური ძალები საქართველოში
განლაგებული რუსული ბაზებიდან იღებდნენ ტექნიკასა და ტყვია-წამალს. მათ შეუტიეს
პარლამენტის შენობას, დაპირისპირებას უამრავი ქართველის სიცოცხლე შეეწირა . 1992
წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდიამ თავის მომხრეებთან ერთად თბილისი დატოვა და
ჯერ სომხეთს, შემდეგ კი ჩეჩნეთს შეაფარა თავი. ხელისუფლება ხელში აიღო სამხედრო
საბჭომ (ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი, თენგიზ სიგუა)

სამხედრო გადატრიალებამ დასაბამი მისცა სამოქალაქო ომს ქვეყანაში . ზვიადის


მომხრეები აგრძელებდნენ ბრძოლას. ქართულმა ინტელიგენციამ მოსკოვიდან ედუარდ
შევარდნაძე ჩამოიყვანა, როგორც სიტუაციის განმუხტვის გარანტი. 1992 წლის
ოქტომბერში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. პარლამენტის თავმჯდომარეს ედუარდ
შევარდნაძეს სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციები მიენიჭა.

სამოქალაქო ომმა სეპარატიზმის განახლება გამოიწვია, რასაც საბოლოოდ 1993 წლის 27


სექტემბერს სოხუმის დაცემა მოჰყვა. აფხაზეთიდან 300 000 ქართველი და სხვა ეროვნების
მოქალაქე გამოიდევნა. მდინარე ენგურზე გაივლო საზღვარი.

ქვეყანაში განახლდა სამოქალაქო ომი. „ზვიადისტები“ შევარდნაძის მთავრობას ბრალს


სდებდნენ აფხაზეთის დაკარგვაში. ზვიადისტები დამარცხდნენ. 1993 წლის დეკემბერში ,
დღემდე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა ზვიად გამსახურდია . ქვეყანაში „მხედრიონი “
და სხვა სამხედრო დაჯგუფებები ატერორებდნენ მოსახლეობას. 1995 წლის 29 აგვისტოს
წარუმატებელი ტერორისტული აქტი მოეწყო ედუარდ შევარდნაძის ლიკვიდაციის მიზნით .

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია.


დამყარდა საპრეზიდენტო მმართველობა. საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია
განისაზღვრა 1991 წლის 21 დეკემბრის (სსრკ-ს დაშლის) მდგომარეობით. 1995 წლის
შემოდგომაზე გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა ედუარდ შევარდნაძემ, ხოლო
საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა მისმა პარტიამ „საქართველოს მოქალაქეთა
კავშირმა“.

შევარდნაძის მმართველობა დასრულდა 2003 წელს „ვარდების რევოლუციით“. 2004 წლის


4 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა მიხეილ სააკაშვილმა .

You might also like