You are on page 1of 10

საქართველოსა და მსოფლიოს

ისტორია
კომპლექსური დავალება

თემა: კოლონიალიზმი

თამარ შარაშენიძე,

IXდ კლასი

1
კოლონიალიზმი

კოლონიალიზმი - ესაა ძლიერი სახელმწიფოების მიერ სუსტი ქვეყნების დამორჩილება.


დამორჩილება შეიძლება იყოს სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული
მექანიზმების გამოყენებით. მნიშვნელოვანი მასშტაბის კოლონიური დაპყრობები დაიწყო
ჯერ კიდევ დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დროს. პირველი კოლონიური იმპერიები —
ესპანეთისა და პორტუგალიისა შეიქმნა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების კვალდაკვალ. XVI
საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის დასაწყისში, როგორც მსხვილი კოლონიური
სახელმწიფო - დაწინაურდა ნიდერლანდები, რომელმაც XVII საუკუნის შუა წლებში
დაიპყრო პორტუგალიური კოლონიების უმრავლესობა აღმოსავლეთში. ნიდერლანდის
კოლონიური ჰეგემონია დაამხო ინგლისმა ინგლის-ნიდერლანდების ომების შედეგად.

XVI საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისში კოლონიური დაპყრობების გზას


დაადგა საფრანგეთი. კაპიტალის პირველადი დაგროვების ეპოქაში კოლონიურ პოლიტიკას
ახორციელებდნენ სპეციალურად შექმნილი მსხვილი სავაჭრო კომპანიები. კოლონიური
პოლიტიკა იყო უზარმაზარი მოგების წყარო, ამავე დროს ის ახდენდა სხვადასხვა სახის
ზემოქმედებას მეტროპოლიებზე.

პორტუგალია და ესპანეთი
[პირველი კოლონიური იმპერიები]
ჰოლანდია, საფრანგეთი, ინგლისი

როგორც უკვე ვიცით, პირველი კოლონიურ იმპერიებად ჩამოყალიბდნენ ესპანეთი და


პორტუგალია. რომის პაპის ნებართვით ე.წ. „პაპის ხელშეკრულებით“, ერთმანეთში
განაწილებული ჰქონდათ ახლადაღმოჩენილი და მომავალში აღმოსაჩენი მიწები. ცოტა ხანში
მათთან კონკურენციაში დაწინაურდნენ ჰოლანდია, საფრანგეთი, ინგლისი, თუმცა ისინი
“პაპის ხელშეკრულებას” არ სცნობდნენ.

2
როგორ შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატები
ინგლისის კოლონიები ჩრდილოეთ ამერიკაში

ინგლისელებმა ამერიკის კონტინენტის კოლონიზაცია შედარებით გვიან დაიწყეს. პირველი


ინგლისური კოლონიები ამერიკის კონტინენტზე ჯეიმზ I-ის დროიდან გაჩნდა. კოლონიების
დაარსების უფლება თავდაპირველად სავაჭრო კომპანიებს მიეცა, მათ კოლონისტები
ამერიკის კონტინენტზე უნდა გადაეყვანათ და ახალ ადგილებზე დამკვიდრებაში ხელი
შეეწყოთ.

1607 წელს ჯეიმზ I-მა ჩრდილო ამერიკაში ინდიელებით დასახლებული ატლანტის ოკეანის
სანაპიროზე, კოლონიის დაარსების ნებართვა მისცა ლონდონის სააქციო კომპანიას. ამ
კოლონიას ვირჯინია ეწოდა.მეფემ თავი აარიდა ყოველგვარ პასუხისმგებლობას, აღმოეჩინა
მფარველობა და დაეცვა ეს კოლონია. ვირჯინიამ მოგების თვალსაზრისით აქციონერების
იმედები ვერ გაამართლა. მოგვიანებით უკვე ჩრდილოეთ ამერიკის ატლანტის ოკეანის
სანაპიროებზე უფრო მომგებიანი კოლონიების დაარსება დაიწყეს. ინდიელთა ტომები ამ
პერიოდში გვაროვნულ თემებად ცხოვრობდნენ ისინი კეთილი გულით შეხვდნენ ინგლისელ
კოლონიზატორებს . ინდიელები თავიდან ინგლისელებს ეხმარებოდნენ სურსათ-სანოვაგით,
ასწავლიდნენ სიმინდის, თამბაქოს მოყვანას. მალე ინდიელების და ინგლისელების
ურთიერთობები დაიძაბა რადგან ინგლისელები ჩალის ფასად ყიდულობდნენ ინდიელების
სამოსახლოებს, ხშირად კი ძალადობასაც მიმართავდნენ. ინგლისელებმა მიზანს მიაღწიეს
ინდიელები თავიანთი სამოსახლოებიდან განდევნეს. ინგლისელ კოლონიზატორებს დიდ
სიძნელეებს უქმნიდა ესპანეთი და ნიდერლანდები. ესპანეთი ეწინააღმდეგებოდა ინგლისის
კოლონიების შექმნას ამიტომ ინგლისური კოლონიები მუდმივი საფრთხის ქვეშ იყვნენ.
ნიდერლანდს კი სურდა მას შეექმნა ახალი კოლონიები ჩრ ამერიკაში. XVII-XVIII
საუკუნეებში ინგლისს ომები ჰქონდა ესპანეთთან და ნიდერლანდთან სადაც ეს ქვეყნები
დამარცხდნენ ინგლისმა ესპანეთი აიძულა, რომ ფლორიდის ნახევარკუნძული დაეტოვებინა.

XVII-XVIII საუკუნეებში ჩრდილოეთ ამერიკის ატლანტის ოკეანის სანაპიროებზე 13


ინგლისური კოლონია იყო. კოლონიები მეურნეობის ხასიათის მიხედვით სამ ჯგუფად
იყოფოდა. ჩრდილოეთის ოთხ კოლონიას ახალ ინგლისს უწოდებდნენ, აქ კოლონისტები
პატარა სოფლებად ცხოვრობდნენ, თითოეულ ოჯახს დასამუშავებლად თავისი საკუთარი
მიწები ჰქონდათ. იქაური მოსახლეობა მეთევზეობას, მონადირეობას, ზღვაოსნობას,
გემთმშენებლობას მისდევდნენ. ოთხი ცენტრალური კოლონიაში ხორბალი, ბოსტნეული
კულტურები, სიმინდი მოჰყავდათ და მეცხოველეობას მისდევდნენ. სამხრეთის ხუთ
კოლონიაში გაშენებული იყო მსხვილი მეურნეობები-პლანტაციები სადაც მოჰყავდათ:
თამბაქო, ბრინჯი, მცენარეული საღებავი ინდიგი, მოგვიანებით დაიწყეს ბამბის მოყვანა.
ახალშენები სამუშაო ძალის ნაკლებობას განიცდიდა ამიტომ კოლონიებში ინგლისიდან
გზავნიდნენ მსჯავრდებულებს ან ღატაკებს. მსჯავრდებულები პატიმრობის ვადის
ამოწურვის შემდგომ კოლონიებში რჩებოდნენ. სამხრეთის შტატებში იყენებდნენ მონების
შრომას, პლანტატორებმა ვერ შეძლეს ადგილობრივი ინდიელების დამონება ამიტომ
მონებად ამუშავებდნენ აფრიკიდან ნაყიდ მონა ზანგებს, მონებით ვაჭრობამ უზარმაზარ
მასშტაბებს მიაღწია. მონობა მთელი სიცოცხლე გრძელდებოდა და ის გადადიოდა

3
შთამომავლობაზეც. XVII საუკუნის შუა ხანებისთვის კოლონიებში მოსახლეობის
რაოდენობამ 2 მილიონს გახდა მოსახლეობის უმრავლესობა ინგლისელები იყვნენ.
მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა შოტლანდიელები, ირლანდიელები და
გერმანელები. ამერიკის სამეურვეო წარმატებები არ მოსწონდა ინგლისს. ინგლისური
საქონლის ამერიკული მეტროპოლიებისგან დაცვის მიზნით ინგლისის პარლამენტმა
კოლონიებში ვაჭრობა-წარმოების განვითარების შეზღუდვას ცდილობდა. ამის გამო
მეტროპოლიასა და ინგლისს შორის მდგომარეობა ძალზედ დაიძაბა 1756-1763 წლების
ომების შემდეგ ინგლისი დაეპატრონა საფრანგეთის კოლონია კვებეკს (კანადა). ამერიკულ
კოლონიებში გადასახადები და ბეგარის შემოღებისას ინგლისი კოლონიებისგან აქტიურ
წინააღმდეგობას წააწყდა. ინგლისის მეფემ და პარლამენტმა გადაწყვიტა ძალის გამოყენებით
გაეტეხათ კოლონიების წინააღმდეგობა. მათ უარი თქვეს ამერიკის კოლონიების პირველ
კონტინენტურ კონგრესთან მოლაპარაკებაზე. კონგრესი შეიქმნა ქალაქ ფილადელფიაში 1774
წელს. 1775 წელს მასაჩუსეტში ბოსტონთან ახლოს ინგლისურ არმიასა და კოლონისტებს
შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა. ეს იყო ჩრ.ამერიკის კოლონიების
დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დასაწყისი. ბოსტონთან შეტაკების შემდეგ ჩრდილო
ამერიკულ კოლონიებში საბოლოოდ გამოჩნდა ინგლისის მომხრეები და მოწინააღმდეგეები
ტორები და ვიგები (ლოიალები და პატრიოტები). ტორების ბანაკში იყვნენ მეფის
ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი პირები. კოლონიებში მყოფმა არმიამ,
ანგლიკანური ეკლესიის მსახურებმა, გლეხებმა, არისტოკრატებმა, პლანტატორებმა ვიგების
ბანაკს დაუჭირეს მხარი. 1775 წელს ფილადელფიაში შეიკრიბა მეორე კონტინენტური
კონგრესი რომელზეც 13 კოლონიის წარმომადგენელი იყო კონგრესის გადაწყვეტილებით
ინგლისთან ურთიერთობები შეწყდა. მოხალისეებისგან შეიქმნა არმია, არმიის სარდლად
დაინიშნა განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილი წევრი სამხედრო საქმეების
მცოდნე ჯორჯ ვაშინგტონი. ამგვარად კონგრესის 13 კოლონიის წარმომადგენლების
სათათბიროდან საკანონმდებლო ორგანოდ პარლამენტად გადაიქცა.

“ბოსტონის ჩაის სმა”

XVII საუკუნის 70-იან წლებში ევროპული სახელმწიფოების ურთიერთშორისმა


წინააღმდეგობამ მათი ორ, მტრულ ბანაკად დაჯგუფება გამოიწვია. ავსტრია, რუსეთი,
საფრანგეთი და საქსონია დაუპირისპირდა ინგლისსა და პრუსიას. 1756 წელს მათ შორის ე.წ.
შვიდწლიანი ომი (1756 - 1763) დაიწყო. საბრძოლო მოქმედებები სამ კონტინენტზე -
ევროპაში, აზიასა და ამერიკაში გაიშალა. ინგლისსა და საფრანგეთს შორის საომარი
მოქმედებები ძირითადად კოლონიებში - ამერიკასა და ინდოეთში იმართებოდა. ამერიკაში
ინგლისმა დიდ წარმატებებს მიაღწია. საფრანგეთზე გამარჯვება, აქ მნიშვნელოვანწილად
განაპირობა ჩრდილოეთ ამერიკის ინგლისური კოლონიების მხარდაჭერამ. შვიდწლიანი
ომის შემდეგ ინგლისის მეფის ბრძანებით კოლონისტებს ალაგანების მთაგრეხილების
დასავლეთით, დასახლება აეკრძალათ, ხოლო ინგლისის პარლამენტმა კოლონიებზე
პირადად დააწესა გადასახადები. ამ გადასახადს საგერბო გამოსაღები ერქვა. კანონმა საგერბო

4
გამოსაღების შესახებ ამერიკის მცხოვრები ყველა ადამიანის უფლებები შელახა, რადგან
საგერბო გამოსაღებით იბეგრებოდა ყოველივე ის, რაც დაკავშირებული იყო ქაღალდთან:
დაბადების და ქორწინების დოკუმენტები, სავაჭრო გარიგებები, მემკვიდრეობის
დამადასტურებელი საბუთები, წიგნები, გაზეთის თითოეული ნომერიც კი. კოლონიის
მცხოვრებლებმა წამოაყენეს პრიციპი „არავითარი გადასახადი წარმომადგენლების გარეშე“.
კოლონისტები გადასახადის ამკრეფ მოხელეებს კუპრით თხუპნიდნენ, ბუმბულს აყრიდნენ
და გამაყრუებელი ბრახუნით დაატარებდნენ ქუჩებში, სანამ ისინი გადასახადების აკრეფაზე
უარს არ იტყოდნენ. წინააღმდეგობა იმდენად ერთსულავანი იყო, რომ ინგლისის მთავრობამ
გააუქმა საგერბო გადასახადები. ამ საქმეში დიდი როლი შეასრულა ინგლისის კოლონიების
წარმომადგენლად ლონდონში გაგზავნილმა, სახელგანთქმულმა ამერიკელმა ბენჯამინ
ფრანკლინმა. უშუალო გადასახადების შეწერა რომ ვერ მოახერხეს, ინგლისის პარლამენტმა
სხვა გზას მიმართა - ბაჟები დააწესა. კოლონიებში შეტანილ საქონელზე მაღალი ბაჟები
შემოიღეს. მაგრამ ბაჟის დაწესების ყველა ცდას კოლონისტები ბოიკოტით პასუხობდნენ,
ინგლისურ საქონელს არ ყიდულობდნენ. მათ წამოაყენეს ლოზუნგი.ბოსტონში საბაჟო
შენობის აგებასაც კი დიდი გართულება, ე.წ. „ბოსტონის ხოცვა-ჟლეტა“ მოჰყვა. ყველაფერი კი
იმით დაიწყო რომ, საბაჟოს შენობასთან მოთამაშე ბიჭებმა ინგლისელ გუშაგებს თოვლის
გუნდები ესროლეს. შეკრებილნი ბავშვებს აქეზებდნენ. ინგლისელმა ჯარისკაცებმა
შეკრებილებს ტყვია დაუშინეს და რამდენიმე ადამიანი მოკლეს. საყოველთაო აჯანყების
თავიდან ასაცილებლად, ინგლისის მთავრობამ ბოსტონში მომხადარ ამბავში თავისი
ჯარისკაცები დაადანაშაულა და ჯარი ქალაქიდან გაიყვანა. ინგლისელები იძულებულები
გახდნენ ამერიკაში შეტანილ საქონელზე, ბაჟის აკრეფიდან ხელი აეღოთ, მხოლოდ ჩაიზე
დატოვეს უმნიშვნელო ბაჟი, რათა კოლონისტებითვის ნათელი გაეხადათ, რომ ინგლისის
მთავრობა ახალშენებში ბაჟის დაწესების უფლებას ინარჩუნებდა. ამერიკელებმა ჩაის
შეძენაზე ბოიკოტი გამოაცხადეს. მაშინ დიდმა ბრიტანეთმა მხოლოდ ინგლისური „ვესტ-
ინდოეთის“ კომპანია გაათავისუფლა ბაჟისგან. ამის საპასუხოდ 1773 წელს ინდიელებად
გადაცმულმა ბოსტონელებმა, ვესტ-ინდოეთის კომპანიის ხომალდზე შეაღწიეს და ჩაის
ყუთები ზღვაში გადაყარეს. ამ შემთხვევას ბოსტონის ჩაის სმა ეწოდა. ბოსტონის ჩაის სმის
შემდეგ ინგლისის ხელისუფლებამ გადაწყვიტა კოლონიები სამაგალითოდ დაესაჯა
კოლონიებმა ინგლისის ამ პოლიტიკას დამოუკიდებლობისთვის ომის დაწყებით უპასუხეს.

აშშ-ის შექმნა
მეორე კონტინენტურმა კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება რომლის ძალითაც 13 კოლონია
შტატად გამოცხადდა. კონგრესმა 1776 წლის 4 ივლისს დაამტკიცა დამოუკიდებლობის
დეკლარაცია, რომელიც ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წევრმა თომას ჯეფერსონმა
შეადგინა. დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ნათქვამი იყო, რომ ადამიანები თანასწორნი
შექმნილან მათი ხელშეუხებელი უფლებებია სიცოცხლე. თავისუფლება და ბედნიერებისკენ
სწრაფვა. დეკლარაციის შემქმნელებმა დაგმეს კოლონიური ჩაგვრა და ადამიანის წოდებად
დაყოფა. კაცობრიობის ისტორიაში პირველად საკანონმდებლო წესით მოისპო ფეოდალური
წოდებები, დამყარდა პოლიტიკური თანამდებობები. ეს ყველაფერი მხოლოდ თეთრკანიან

5
მოსახლეობას შეეხო. პლანტატორების კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ დეკლარაციიდან
ამოღებული იქნა ზანგების მონობისგან განთავისუფლება. კონგრესს არავითარი
გადაწყვეტილება არ მიუღია ინდიელთა შესახებ.

ამრიგად მეორე კონტინენტურმა კონგრესმა ინგლისისაგან თავი დამოუკიდებლად


გამოაცხადა. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე შეიქმნა ახალი სახელმწიფო ამერიკის
შეერთებული შტატები შემოკლებით აშშ. 4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების
ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. აშშ-ის სახელმწიფო დროშაზე 13 თეთრ წითელი
ზოლი და ვარსკვლავი გამოსახეს. შემდგომში შტატების მატებასთან ერთად სახელმწიფო
დროშაზე ვარსკვლავების რაოდენობა გაიზარდა, ამჟამად ვარსკვლავების რაოდენობა 50-ს
შეადგენს, ხოლო ზოლების რაოდენობა უცვლელი დარჩა.

ომი დამოუკიდებლობისთვის
დამოუკიდებლობისთვის ომის დაწყების შემდეგ ინგლისელებმა საზღვაო დესანტი აშშ-ის
ტერიტორიაზე გადასხეს, აიღეს მდინარე ჰუდსონის შესართავთან მდებარე ქალაქი ნიუ-
იორკი და ჩრდილოეთისკენ დაიძრნენ, ხოლო კანადიდან შემოიჭრა ინგლისის არმია და
სამხრეთისაკენ მდინარე ჰუდსონის შესართავამდე მოძრაობდა. მდინარე ჰუდსონის აუზში ამ
ორი არმიის შეერთების შემთხვევაში აშშ ორად გაიყოფოდა, ინგლისელები კი ორად
გაყოფილ ქვეყანას უფრო ადვილად დაიპყრობდნენ. 1777 წელს სარათოგასთან ამერიკელებმა
კანადიდან შემოსული არმია დაამარცხეს და დაატყვევეს. ამ ყველაფერმა ინგლისის გეგმები
ჩაშალა. ინგლისელებმა ჩრდილოეთის შტატების წინააღმდეგობა ვერ გატეხეს, ამიტომ
საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ შტატებზე, ძირითადად კი კაროლინაზე გადაიტანეს.
ინგლისელები იმედოვნებდნენ, რომ თუ სამხრეთ შტატებში მოიპოვებდნენ წარმატებებს,
კონსერვატორულად განწყობილ პლანტატორ მონათმფლობელებთან საერთო ენას
გამონახავდნენ. აშშ-ის მიერ პარიზში გაგზავნეს ბენჯამინ ფრანკლინი. მისმა საერთაშორისო
ავტორიტეტმა და დიპლომატიურმა უნარმა ძირფესვიანად შეცვალა აშშ-ის საერთაშორისო
მდგომარეობა. თავდაპირველად საფრანგეთი ამ ომში არ ერეოდა, ის მხოლოდ იარაღით,
ფულით და სურათით ეხმარებოდა ამერიკელებს. სარათოგასთან ამერიკელების გამარჯვების
შემდეგ საფრანგეთმა ცნო აშშ-ის დამოუკიდებლობა და ინგლისს ომი გამოუცხადა.
საფრანგეთს მიჰბაძა ბევრმა ქვეყანამ და მათაც აშშ-ს დამოუკიდებლობა აღიარეს. ამერიკის
შეერთებული შტატების და საფრანგეთის გაერთიანებულმა ჯარმა გამარჯვება 1781 წელს
მოიპოვა ვირჯინიაში იორკთაუნთან. იორკთაუნის ბრძოლაში ინგლისური ჯარი დანებდა
ჯორჯ ვაშინგტონს და მის ფრანგ მოკავშირეს როშამბორსა ლაფაიეტს. სამხედრო
მოქმედებები შეწყდა დაიწყო საზავო მოლაპარაკებები. დამოუკიდებლობისათვის ომში
გამარჯვების შემდეგ 1783 წელს აშშ-მა მოიშორა ინგლისელთა კოლონიური უღელი. ოთხი
წლის შემდეგ 1787 წელს ფილადელფიაში ჯორჯ ვაშინგტონის თავმჯდომარეობით შეიკრიბა
პარლამენტი-კონვენტი. კონვენტმა ჯეიმზ მედისონის პროექტის საფუძველზე, შეიმუშავა
კონსტიტუცია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს რესპუბლიკად აცხადებდა. 1787
წლის კონსტიტუცია დღესაც მოქმედებს, მაგრამ მასზე სამ ათეულამდე შესწორება

6
განხორციელდა. პირველი ათი შესწორება „უფლებათა ბილის (კანონის)“ სახელწოდებით
1791 წელს შეიტანეს. აშშ-ს პირველ პრეზიდენტად 1789 წელს აირჩიეს ჯორჯ ვაშინგტონი.
1787 წელს მიღებული კონსტიტუციით ინდიელთა მიწები სახელმწიფო საკუთრებად
გამოცხადდა. 1800 წლიდან აშშ-ს დედაქალაქი გახდა ვაშინგტონი. 1787 წელს მიღებული
კონსტიტუციით თითოეულ შტატს დიდი უფლებები მიენიჭა, მათ თვითონ უნდა
გადაეწყვიტათ ზანგების მონობის საკითხი. არჩევნებში მონაწილეობისთვის თავიდან
დააწესეს ქონებრივი ცენზი, ანუ ამომრჩეველი უნდა ყოფილიყო საკუთრების მფლობელი.
XIX საუკუნის პირველ ნახევარში შემოიღეს საყოველთაო საარჩევნო უფლება თეთრკანიანი
მამაკაცებისთვის.

დამოუკიდებლობის დეკლარაცია
ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია — ისტორიული
დოკუმენტი, რომელშიც ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანული კოლონიები დიდი
ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებენ, ერთხმად მიღებული მეორე კონტინენტური
კონგრესის მიერ 1776 წლის 4 ივლისს ფილადელფიაში, პენსილვანია. დეკლარაციის მიღების
(მაგრამ არა ხელმოწერის) დღე, 4 ივლისი, აშშ-ში დამოუკიდებლობის დღედ ითვლება.
დეკლარაცია გახდა პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც კოლონიები „ამერიკის
შეერთებულ შტატებად“ მოიხსენიება.

მეორე კონტინენტურმა კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება რომლის ძალითაც 13 კოლონია


შტატად გამოცხადდა. კონგრესმა 1776 წლის 4 ივლისს დაამტკიცა დამოუკიდებლობის
დეკლარაცია, რომელიც ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წევრმა თომას ჯეფერსონმა
შეადგინა. დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ნათქვამი იყო, რომ ადამიანები თანასწორნი
შექმნილან მათი ხელშეუხებელი უფლებებია სიცოცხლე. თავისუფლება და ბედნიერებისკენ
სწრაფვა. დეკლარაციის შემქმნელებმა დაგმეს კოლონიური ჩაგვრა და ადამიანის წოდებად
დაყოფა. კაცობრიობის ისტორიაში პირველად საკანონმდებლო წესით მოისპო ფეოდალური
წოდებები დამყარდა პოლიტიკური თანამდებობები. ეს ყველაფერი მხოლოდ თეთრკანიან
მოსახლეობას შეეხო. პლანტატორების კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ დეკლარაციიდან
ამოღებული იქნა ზანგების მონობისგან განთავისუფლება. კონგრესს არავითარი
გადაწყვეტილება არ მიუღია ინდიელთა შესახებ. დეკლარაციას ხელი 56-მა კონგრესმენმა
მოაწერა. ამრიგად მეორე კონტინენტურმა კონგრესმა ინგლისისაგან თავი დამოუკიდებლად
გამაცხადა. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე შეიქმნა ახალი სახელმწიფო ამერიკის
შეერთებული შტატები შემოკლებით აშშ. 4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების
ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. აშშ-ის სახელმწიფო დროშაზე 13 თეთრ წითელი
ზოლი და ვარსკვლავი გამოსახეს. შემდგომში შტატების მატებასძთან ერთად სახელმწიფო
დროშაზე ვარსკვლავების რაოდენობა გაიზარდა, ამჟამად ვარსკვლავების რაოდენობა 50-ს
შეადგენს ხოლო ზოლების რაოდენობა უცვლელი დარჩა.

7
„ამერიკის მამები“

შვიდი ადამიანი არის ძირითადი დამფუძნებელი მამები: ჯორჯ ვაშინგტონი, თომას


ჯეფერსონი, ჯონ ადამსი, ბენჯამინ ფრანკლინი, ალექსანდრე ჰამილტონი, ჯონ ჯეი და ჯეიმს
მედისონი. იუხედავად იმისა, რომ იყო მრავალი სხვა, ვინც წვლილი შეიტანა შეერთებული
შტატების დაარსებაში, ეს შვიდი უმეტესად ითვლება დამფუძნებელ მამებად. მათ ყველამ
მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დიდი ბრიტანეთისგან ამერიკის დამოუკიდებლობის
უზრუნველყოფაში და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შექმნაში.

თითოეულმა დამფუძნებელმა „მამამ“ უნიკალური წვლილი


შეიტანა რესპუბლიკის შექმნაში.

მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯ ვაშინგტონისა და თომას ჯეფერსონის მსგავსი ადამიანების


წვლილი უფრო ცნობილია, მრავალი სხვა ადამიანის ნაწერებმა, აზრებმა და ქმედებებმა
გავლენა მოახდინა ჩვენი ერის საბოლოო ფორმაზე. ზოგი ფიქრობდა, ზოგი წერდა, ზოგი
იბრძოდა და ზოგი საჯარო თანამდებობაზე მსახურობდა, მაგრამ ყველა მათგანმა შეუწყო
ხელი. ფრაზა „დამფუძნებელი მამები“ პოპულარობით სარგებლობდა უორენ ჰარდინგმა.
ახლა ხშირად გამოყენებული ფრაზა, ტერმინი ფართოდ არ გამოჩნდა მას შემდეგ, რაც
შეერთებული შტატების 29-ე პრეზიდენტმა, უორენ გ. ჰარდინგმა არ დაიწყო მისი გამოყენება
1910-იანი წლების ბოლოს და 1920-იანი წლების დასაწყისში თავის ბევრ გამოსვლებში.

დამფუძნებელი მამები არიან ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები, რომლებიც უნდა


ისწავლონ თავისუფლებისა და თავისუფლების ამერიკული იდეალების გასაგებად.

8
როგორ მოექცა საქართველო რუსეთის იმპერიის
კოლონიად?
საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლას მოიცავს XIX საუკუნეს
მთლიანად და XX საუკუნის დასაწყისს. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველო
იყო 1801-დან 1917 წლამდე. 1798 წელს ტახტზე ავიდა გიორგი მეთორმეტე. 1799 წელს მძიმე
სენით დაავადდა. სამეფო ოჯახში ტახტის მემკვიდრეობის საკითხზე დაწყებული
უთანხმოების გამო, მიიღო გადაწყვეტილება, თხოვნით მიემართა რუსეთის
იმპერატორისთვის, ქვეშევრდომობაში მიეღო ქართლ-კახეთის სამეფო. საქართველო
რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა ეტაპობრივად, ჯერ იმპერიამ მიიერთა ქართლ-
კახეთის სამეფო ალექსანდრე I-ის მანიფესტით, ხოლო პროცესი დაასრულა 1877-1878
წლების ომში ოსმალეთისთვის სამხრეთ საქართველოს ისტორიული მხარეების წართმევით.
რუსეთის იმპერიაში ყოფნის დროს ფეოდალიზმი საქართველოში კაპიტალიზმით შეიცვალა,
გაიზარდა მოსახლეობა, ვითარდებოდა საქალაქო ცხოვრება, ვითარდებოდა სკოლების
ქსელი, შენდებოდა რკინიგზა.1783 წელს დაიწყო საქართველოს სამხედრო გზის მშენებლობა,
რომლის გასწვრივ აშენდა რამდენიმე სიმაგრე, მათ შორის ვლადიკავკაზის. 1817 წელს
გაიხსნა თბილისის სასულიერო სემინარია. რუსეთის ხელისუფლების წინაშე იდგა
სახელმწიფოს გაერთიანების ამოცანა, რასთან დაკავშირებითაც 1811 წელს გაუქმდა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, რის შემდეგაც საქართველო
გახდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საქართველოს საეგზარქოსო. 1861 წელს
ბატონყმობის გაუქმების შემდეგ ალექსანდრე II აპირებდა მის საქართველოშიც გაუქმებას,
მაგრამ ეს შეუძლებელი იყო ქართველი თავადაზნაურობის ახლად შეძენილი ლოიალობის
დაკარგვის გარეშე, რომელთა კეთილდღეობა ყმების შრომაზე იყო დამოკიდებული.
ბატონყმობა საქართველოში სრულიად მხოლოდ 1870-იან წლებში გაქრა. საქართველო და
მთლიანად, ამიერკავკასია რუსეთის მმართველობას ჩამოსცილდა 1917 წლის ოქტომბრის
ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ.

ქართლ-კახეთის ანექსია რუსეთის მიერ


ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII

1800 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი XII. ჯერ
კიდევ მის სიცოცხლეში, 18 დეკემბერს რუსეთის იმპერატორ პავლე I-ს მიღებული ჰქონდა
მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ. გიორგი XII-ის გარდაცვალების
შემდეგ კავკასიის სამხედრო ხაზის უფროსმა გენერალმა კნორინგმა ტახტზე ასვლის უფლება
არავის მისცა. 1801 წლის იანვარში ქართლ-კახეთში ათი ათასი რუსი სამხედრო იყო
მობილიზებული. 1801 წლის 6 მარტს რუსეთის იმპერიის სენატის გადაწყვეტილებით
შეიქმნა საქართველოს გუბერნია, დამტკიცდა საგუბერნიო მმართველობის დებულება.
გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა კარლ კნორინგი. 1801 წლის 12 სექტემბერს გამოიცა

9
ალექსანდრე I-ის მანიფესტი. მანიფესტი ქართლ-კახეთის თავადაზნაურობას და
ბაგრატიონთა სახლს გააცნეს 1802 წლის 12 აპრილს სიონის ტაძარში და რუსეთის
იმპერატორის ერთგულებაზე ფიცი დაადებინეს.

ნაცია
ერი ანუ ნაცია არის ადამიანთა სოციალურ-ისტორიული ერთობის ფორმა, რომელიც
ისტორიის პროცესში იცვლებოდა და ვითარდებოდა. ამასთან ერთად, თვით ამ სიტყვების
მნიშვნელობაც იცვლებოდა დროსთან ერთად. ერის კონცეფცია უკავშირდება ეთნიკური
თანასაზოგადოების ან ეთნიკური ჯგუფის ცნებას. ეთნიკურ ერთობას ძირითადად გააჩნია
წარმოშობის მითი ან მითები, საერთო ისტორია, თვითმყოფადი კულტურის ელემენტები,
საერთო ტერიტორიული კავშირურთიერთობები და ჯგუფური სოლიდარობის გრძნობა. ერი,
თუ ამ ორ ტერმინს შევადარებთ, გაცილებით უფრო განზოგადოებული, აბსტრაქტული და
ღიად პოლიტიკური ცნებაა, ვიდრე ეთნიკური ჯგუფი. ეს არის კულტურულ-პოლიტიკური
ერთობა, რომლის წევრებსაც შეგნებული აქვთ თავიანთი ერთიანობა და საერთო ინტერესები.
ბენედიქტ ანდერსონის მიერ ერი აღწერილი იქნა, როგორც „წარმოსახვითი
თანასაზოგადოება“, ხოლო პოლ ჯეიმზის მიერ, როგორც „აბსტრაქტული თანასაზოგადოება“.
იგი წარმოადგენს ადამიანთა წარმოსახვით გაერთიანებას იმ აზრით, რომ მატერიალური
პირობები არსებობს წარმოსახვით გავრცობილ და გაზიარებულ კავშირებთან მიმართებაში.
იგი არის აბსტრაქტული გაერთიანება იმ მხრივ, რომ იგი ობიექტურად არაპერსონალურია,
მიუხედავად იმისა, რომ მოცემული ერის თითოეული ინდივიდი თავის თავს სუბიექტურად
მიიჩნევს ერთი დიდი წარმონაქმნის ნაწილად ან წევრად მრავალ სხვა ინდივიდთან ერთად.
უმეტეს შემთხვევაში ერის „წევრები“ ანუ წარმომადგენლები ერთმანეთს არ იცნობენ და
შეიძლება არც არასოდეს შეხვდნენ ერთმანეთს.

10

You might also like