You are on page 1of 2

ინგლისის პარლამენტის წარმოშობა

ჯონ უმიწაწყლოს ვაჟი მეფე ჰენრი III მამამისის მსგავსად შეეცადა გაეძარცვა
მოსახლეობა გაზრდილი გადასახადებითა და იძულებითი სესხებით, რასაც 1263
წელს სამოქალაქო ომი მოჰყვა.

მეფის მოწინაღმდეგეთა ბანაკს სათავეში ჩაუდგა გრაფი სიმონ დე მონფორი. მის


მხარეზე იბრძოდნენ წვრილი მიწათმფლობელი რაინდები და მოქალაქეები, აგრეთვე
ბარონების ნაწილი. ამ დახმარების გამო მონფორმა(რომელიც 1264 წლიდან, კერძოდ
მეფის ჯარების დამარცხების შემდეგ, ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი გახდა) მეფის
ტყვედ ჩაგდების შემდეგ, 1265 წელს, მოიწვია ბარონთა “საერთო საბჭო”, რომლის
მოწვევის წესი განისაზღვრული იყო 1215 წლის “თავისუფლების დიდი ქარტიით” და
მას “დიდი პარლამენტი” ეწოდა. სწორედ 1265 წელი ითვლება ინგლისის
პარლამენტის მუშაობის დაწყების თარიღად.

პარლამენტში მოსახლეობის თითქმის ყველა ფენის წარმომადგენელი იყო


გლეხობისა და ხელმოკლე ქალაქელების გარდა. ახალი პარლამენტი შედგებოდა ორი
პალატისაგან _ ლორდთა პალატისაგან, სადაც შედიოდნენ პერები (დიდებულები) და
ეპისკოპოსები და თემთა პალატისაგან, სადაც შედიოდნენ ორ-ორი რაინდი
თითოეული საგრაფოდან და ორ-ორი მოქალაქე ყველა თვითმმართველი ქალაქიდან.

1265 წელს ტახტის მემკვიდრემ ედვარდმა ბრძოლაში მოკლა სიმონ დე მონფორი,


მაგრამ 30 წლის შემდეგ, 1295 წელს, იგივე ედვარდმა, ახლა უკვე ედვარდ I-მა,
აღადგინა პარლამენტი იგივე სახით, როგორიც მონფორმა შექმნა. ეს პარლამენტი
ისტორიაში შევიდა „სანიმუშო პარლამენტის“ სახელით, თუმცა, მიუხედავად ამ
რეფორმებისა, ძირითადი ძალაუფლება მაინც მეფის ხელში რჩებოდა. პარლამენტის
შექმნით ინგლისის გადაიქცა ფეოდალურ, წოდებრივ-წარმომადგენლობით
მონარქიად.

1679 წელს ინგლისის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელსაც უნდა თავიდან


აეცილებინა მეფის მხრიდან მართლმსაჯულების საქმეში უხეში ჩარევა ან მისი
უფლებამოსილების გადაჭარბების შემთხვევები. ამ კანონს ეწოდა “ჰაბეას კორპუს
აქტი”.

1689 წელს ინგლისის პარლამენტმა მიიღო “ბილი უფლებათა შესახებ”. ამ კანონის


თანახმად ინგლისის მეფეს თემთა პალატასთან შეთანხმებით უნდა ემოქმედა.
გენერალური შტატები საფრანგეთში

ინგლისის მსგავსად წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოები ოდნავ


მოგვიანებით ევროპის სხვა სახელმწიფოებშიც შეიქმნა.

საფრანგეთში რეფორმების ახალი ეტაპი უკავშირდება ფილიპე IV ლამაზს. მის


დროს სამეფო ხელისუფლება მეტად გაძლიერდა. ფილიპე სამეფო ხაზინის
შესავსებად ბეგარას ადებდა ფეოდალებს, ქალაქებს და ეკლესიასაც კი, რამაც
გამოიწვია პაპ ბონიფაციუსი VIII-ის უკმაყოფილება. ამ დროს რომის პაპმა საგანგებო
ბულით აკრძალა სასულიერო წოდებისათვის გადასახადების დაკისრება. საპასუხოდ,
ფილიპ IVემ პაპის გვერდის ავლით, საფრანგეთიდან ფინანსების გატნა აკრძალა.
დავა დასრულდა მეფის გამარჯვებით.

წორედ ამ დროს, მეფესა და პაპს შორის არსებული კონფლიქტის გამო 1302 წელს
ფილიპემ პირველად მოიწვია ე.წ. გენერალური შტატები, რომელიც წარმოადგენდა
მანამდე არსებული სამეფო საბჭოს გაფართოებულ ვარიანტს. შტატებში შედიოდნენ
მხოლოდ დიდგვაროვნები. მათ არ ჰქონდათ გადაწყვეტილების მიღების უფლება,
ისინი მხოლოდ რჩევას აძლევდნენ მეფეს. მეფე შტატებს მაშინ იწვევდა, როცა მას
ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებოდა.

გენერალური შტატების როლი გაიზარდა ინგლის-საფრანგეთის ასწლიანი ომის


დროს (1337-1453 წწ), მაშინ როდესაც სამეფო კარს ფეოდალების ფინანსური
მხარდაჭერა დასჭირდა.

XIV საუკუნის ბოლოდან გენერალური შტატები უფრო და უფრო იშვიათად


იკრიბებოდა. მისი პოზიციები მკვეთრად შესუსტდა. გენერალური შტატები
უკანასკნელად 1614 წელს მოიწვია მარია მედიჩიმ თავისი ვაჟის, ახალგაზრდა ლუი
XIII-ის სახელით და რადგან მაშინ დიდებულებმა სცადეს ძალაუფლების შეზღუდვა,
შემდგომში, საფრანგეთის რევოლუციამდე, ფრანგ მონარქებს მისი მოწვევის
სურვილი აღარ გასჩენიათ. 1614 წლიდან 1789 წლამდე გენერალური შტატები
ერთხელაც არ მოუწვევიათ. 1789 წლის მაისში, საფრანგეთის რევოლუციის წინ მეფე
იძულებული გახდა, მოეწვია გენერალური შტატები. შტატების წევრებმა დაარსეს
ნაციონალური (ეროვნული) ანსამბლეა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის
უმაღლეს წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანო გახდა.

You might also like