You are on page 1of 2

ფრანკთა სახელმწიფო (ფრანგ. Empire carolingien, გერმ. Fränkisches Reich, იტალ.

Impero
carolingio) — პირველი გერმანული დიდი პოლიტიკური გაერთიანება ადრინდელი შუა
საუკუნეების დასავლეთ ევროპაში. ფრანკთა სახელმწიფო არსებობდა V - IX საუკუნეებში,
ფრანკების სახელმწიფო ჩამოყალიბდა დასავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე .
ფრანკთა დაშლილი ტომები გააერთიანა ხლოდვიგ I-მა, სწორედ ის იყო ფრანკთა პირველი
მეფე და მეროვინგთა დინასტიის დამაარსებელი. 511 წელს ხლოდვიგის გარდაცვალების
შემდეგ სამეფო მისმა ვაჟებმა დაიყვეს ოთხ ნაწილად (პარიზის სამეფო, მეცის სამეფო,
სუასონის სამეფო, ორლეანის სამეფო). ამის შემდეგ ფრანკთა სახელმწიფოს დაშლა კვლავ
გაგრძელდა, 673-675 სამეფოს გაერთიანდა ხილდერიკ II-ის მიერ.
VIII საუკუნის დასაწყისში, არაბთა სახალიფოში შიდაომები დასრულდა, არაბებმა განაახლეს
დაპყრობითი ომები. ჩრდილოეთი აფრიკის დაპყრობის შემდეგ, ისინი გადავიდნენ
გიბრალტარის სრუტეზე და სამ წელიწადში დაიპყრეს მთელი პირენეის ნახევარკუნძული.
ევროპაში მათი შეჩერება მხოლოდ 732 წელს შეძლეს ფრანკებმა, როდესაც პუატიესთან
დაამარცხეს არაბები.

ფრანკების იმპერია კარლოს დიდის მეფობის სხვადასხვა


ეტაპებზე

768 წლიდან ახალი პერიოდი იწყება ფრანკთა სამეფოს ისტორიაში, ფრანკთა და საერთოდ
ევროპის პირველი ბარბაროსი იმპერატორი გახდა კარლოს დიდი. კარლოსი აგრეთვე იყო
ლომბარდთა მეფეც. კარლი უფროსი ვაჟი იყო პიპინ მოკლესი. პიპინის გარდაცვალების
შემდეგ სამეფო გაიყვეს კარლოსმა და მისმა ძმამ, კარლომანმა. კარლოს დიდმა მიიღო
სამეფოს გარე ნაწილები, ზღვის გასწვრივ, ნოისტრია, აკვიტანია და ავსტრაზიის ჩრდილო
ნაწილი, ხოლო კალრომანმა მიიღო ქვეყნის შიდა ნაწილები, იტალიის მოსაზღვრედ .
კარლომანი გარდაიცვალა 771 წლის 5 დეკემბერს. კარლოს დიდი გახდა გაერთიანებული
ფრანკთა სამეფოს ახალ ლიდერად. კარლოსმა შექმნა ერთ-ერთი უდიდესი იმპერია რომის
იმპერიის დაცემის შემდეგ. იმპერიის შემადგენლობაში სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში
შედიოდა დასავლეთ ევროპის ტერიტორიები: საქსონია, ბავარია, ლომბარდია. იმპერიის
ვასალურ მდგომარეობაში იყო: ბოჰემია, მორავია, ბენევიტის საჰერცოგო, ბრეტანი.
814 წელს გარდაიცვალა კარლოს დიდი, ის საკუთარ კათედრალში, აახენში დაკრძალეს. მას
შემდეგ მეფობს მისი ვაჟი, ლუი I „ღვთისმოშიში“ აგრძელებს. კარლოს დიდის იმპერია
გაიყვეს მისმა ვაჟებმა ფრანკთა ტრადიციისამებრ. ეს სამი სამეფო პროტოტიპი გახდა
შემდგომი საფრანგეთისა და საღვთო რომის იმპერიისა.
კარლოს დიდმა დიდი კულტურული და ეკონომიკური წინსვლა მოუტანა ჩამორჩენილ
ფრანკთა სამეფოს. მან შემოიღო კონტინენტური სამონეტო სისტემა, ხოლო მის
გარდაცვალების შემდგომ, მის მიერ შემოღებული კონტინენტური სამონეტო სისტემა ნელ -
ნელა დავიწყებას მიეცა.
კარლოს დიდის შემდგომ, ფრანკთა იმპერიამ დასუსტება დაიწყო. სახელმწიფოს დაშლამ
შეუქცევადი სახე მიიღო. ერთიანი ფრანკული სახელმწიფო გაიყო დასავლეთ ფრანკთა
სამეფოდ და აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოდ.

You might also like