You are on page 1of 28

…….1.

სახალხო რეფერენდუმმა 1802 წელს თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი ნაპოლეონის „სამუდამო
პირველ კონსულად“ დანიშვნას, ორი წლის შემდეგ კი – „ფრანგების იმპერატორად“ კურთხევას.

2. ნაპოლეონის მმართველობის დროს დაარსდა „საფრანგეთის ბანკი“.

3. 1801 წელს ვატიკანთან გაფორმებული კონკორდატით (შეთანხმებით) მოხდა კათოლიკურ


ეკლესიასთან შერიგება. კათოლიციზმი „ფრანგების უმრავლესობის რელიგიად“ გამოცხადდა.

4. 1804 წელს ნაპოლეონმა შემოიღო „სამოქალაქო კოდექსი“, რომელიც კანონის წინაშე თანასწორობასა
და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას განსაზღვრავდა.

5. 1800 წელს მარენგოსთან ავსტრიისა და 1805 წელს აუსტერლიცთან ავსტრია-რუსეთის


გაერთიანებული ჯარის ნაპოლეონთან დამარცხებით ავსტრია საფრანგეთზე დამოკიდებული გახდა.
1806 წელს იენასთან და აურშტედტთან პრუსიაზე, 1807 წელს ფრიდლანდთან მის მოკავშირე რუსეთზე
„დიდი არმიის“ მიერ მოპოვებული გამარჯვებების შედეგად, ანტიფრანგულ კოალიციას კიდევ ორი
წევრი გამოეთიშა. 1807 წლის 24 ივნისს ტილზიტში დადებული ზავით პრუსიამ დაკარგა
ტერიტორიები, მას დაეკისრა სხვადასხვა ვალდებულებები, ხოლო რუსეთი საფრანგეთის მოკავშირედ
იქცა.

6. 1805 წელს ტრაფალგარის საზღვაო ბრძოლაში ინგლისის ფლოტმა ადმირალ ნელსონის მეთაურობით
საფრანგეთისა და იმ დროს მისი მოკავშრე ესპანეთის გაერთიანებული ფლოტი გაანადგურა.

7. პორტების ინგლისური საქონლისათვის ჩაკეტვის მიზნით 1807 წელს ფრანგულმა ჯარმა


პორტუგალია, 1808 წელს კი ესპანეთი დაიკავა. იმავე მიზნით 1810 წელს ანექსირებულ იქნა ჰოლანდია
და ჩრდილო-დასავლეთი გერმანია.

8. 1809 წელს ნაპოლეონმა ვაგრამთან დაამარცხა ავსტრიელები. ეს გამარჯვება კი დაასრულა ე.წ.


„ავსტრიული ქორწინებით“. ნაპოლეონი დაქორწინდა ავსტრიის იმპერატორის ქალიშვილზე.

9. 1812 წელს 600 ათასიანი „დიდი არმიით“ ნაპოლეონი რუსეთში შეიჭრა. სექტემბრის დასაწყისში სოფ.
ბოროდინოსთან გამართული ბრძოლის შემდეგ ფრანგები ცარიელ მოსკოვში შევიდა. რუსეთის კამპანია
მარცხით დასრულდა.

10. რუსეთმა და პრუსიამ 1813 წლის ოქტომბერში გადამწყვეტი დარტყმა მიაყენეს ნაპოლეონს
ლაიფციგთან გამართულ „ხალხთა ბრძოლაში“. 1814 წლის მარტში, მოკავშირეთა ჯარები პარიზში
შევიდნენ. ნაპოლეონი აიძულეს გადამდგარიყო და გადაასახლეს კუნძულ ელბაზე. ტახტზე კი ბურბონი
ლუი XVI-ის უმცროსი ძმა ლუი XVIII ავიდა. მაგრამ ნაპოლეონმა შეძლო ელბადან გამოქცევა და
ხელისუფლების დაბრუნება და მისი ასი დღით შენარჩუნება.

11. 1815 წლის ივნისში ვატერლოოსთან ნაპოლეონი დამარცხდა თავის უკანასკნელ ბრძოლაში
ინგლისისა და პრუსიის გაერთიანებული ჯარების წინააღმდეგ. 22 ივნისს ნაპოლეონმა უარი თქვა
ტახტზე და ინგლისელებს ჩაბარდა. ამჯერად ის წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს.

12. პარიზის 1814 წლის 30 მაისის ხელშეკრულებით გადაწყდა კონგრესის მოწვევა ვენაში ნაპოლეონის
იმპერიის ტერიტორიების გადასანაწილებლად. კონგრესი ნოემბერში დაიწყო და 1815 წლის 9 ივნისს
დასრულდა. კონგრესს თავმჯდომარეობდა ავსტრიის კანცლერი გრაფი ფონ მეტერნიხი. საფრანგეთს კი
ლუი XVIII-ის მინისტრი ტალეირანი წარმოადგენდა.

13. ვენის კონგრესზე მიღწეული შეთანხმების შედეგად, შეიქმნა გერმანული კონფედერაცია(იარსება


1866 წლამდე), რომელიც დაყოფილი იყო 39 „სახელმწიფოდ“. ამავე დროს, შეიქმნა ე.წ.ევროპის
კონცერტის სისტემა. ამდენად ვენის კონგრესმა 1848 წლის ლებერალური რევოლუციებისთვის
მოამზადა ნიადაგი.

14. XIX საუკუნის 30-40-იან წლებში, ინგლისში, მიიღეს პირველი შრომითი საკანონმდებლო აქტები –
„საფაბრიკო აქტები“.

15. საფრანგეთის მეფე შარლ X – 1824-30 წწ.

16. შარლ X-ის რევოლუციური გზით ტახტიდან გადაგდების შემდეგ, მეფე გახდა ლუი-ფილიპი(1830-
48). ამდენად, ამ მონარქიას „ბურჟუაზიულ მონარქიას“, ხოლო ლუი-ფილიპს „მეფე ბურჟუას“
უწოდებენ.

17. 1840 წელს იმპერატორმა ლუი-ფილიპმა, ნაპოლეონის კუბო წმ. ელენეს კუნძულიდან პარიზში
გადმოატანინა.

18. ფრანგი სოციალისტი ლუი ბლანი – 1811-82 წწ.

19. 1848 წლის 24 თებერვალს საფრანგეთი რესპუბლიკად გამოცხადდა (მეორე რესპუბლიკა 1848-52 წწ).

20. 1848 წლის დეკემბერში ჩატარდა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები ახალი
კონსტიტუციის საფუძველზე. ხმათა 75%-ით პრეზიდენტი ლუი-ნაპოლეონი გახდა.

21. ვენაში რევოლუცია 1848 წლის 13 მარტს, ძველი რეჟიმის სახედ ქცეული მეტერნიხის გადადგომით
დაიწყო.

22. გერმანულ სახელმწიფოებსა და ავსტრიაში ჩატარებული არჩევნები შემდეგ 1848 წლის მაისში
მუშაობას შეუდგა კონსტიტუციური ნაციონალური კრება მაინის ფრანკფურტში.

23. 1848 წლის დეკემბერში ფრანკფურტის ნაციონალურმა კრებამ ჩამოაყალიბა „გერმანელი ხალხის
ძირითადი უფლებები“, 1849 წლის მარტში კი დაასრულა კონსტიტუციის ტექსტზე მუშაობა.

24. ფრანკფურტის კრებამ გაერთიანებული გერმანუი სახელმწიფოს მეთაურად პრუსიის მეფე ფრიდრიხ
ვილჰელმ IV აირჩია. მაგრამ ამ უკანასკნელმა სამხედრო ძალა გამოიყენა და ძალით დაშალა
ნაციონალური კრება, გააუქმა კრების კანონები და აღადგინა ძველი ბუნდესტაგი.

25. ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII 1800 წლის მიწურულს გარდაიცვალა. ამ პერიოდში კი რეალური
ძალაუფლება რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის კოვალენსკისა და რუსული ჯარების
მხედართმთავრის, ლაზარევის ხელში იყო.

26. 1811 წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. 1917 წლამდე
ქართული ეკლესია საეგზარქოსოს სახით რუსეთის ეკლესიას ექვემდებარებოდა.

27. მძიმე სოციალური პირობებისა და ეროვნული ჩაგვრის გამო, 1804 წელს აჯანყდნენ აღმოსავლეთ
საქართველოს მთიელები, ხოლო 1812 წელს დიდი აჯანყება მოხდა კახეთში. აჯანყებები სასტიკად
ჩაახშეს.

28. 1810 წელს იმერეთის სამეფო გაუქმდა. ოსმალეთში გადახვეწილი სოლომონ II კი მალე გარდაიცვალა
ტრაპიზონში. უკანასკნელი ბაგრატიონი მეფის ნეშტი 1990 წელს გადმოასვენეს თურქეთიდან და
დაკრძალეს გელათში.
29. 1804 წლის ოქტომბერში რუსულმა ჯარებმა დაიკავეს ყულევი და იქ ააგეს პატარა ციხე-სიმაგრე
რედუტ-კალეს სახელით.

30. 1825 წელს რუსეთში წარუმატებლად დასრულდა ე.წ. „დეკაბრისტთა“ ამბოხი.

31. 1832 წლის შეთქმულება გასცეს და 38 შეთქმული დააპატიმრეს. სოლომონ დოდაშვილი კი ვიატკაში
გადაასახლეს.

32. 1840 წელს სამხრეთ კავკასიაში მოხდა ახალი ადმინისტრაციული დაყოფა, რის შედეგად
ჩამოყალიბდა რუსული პროვინციების მსგავსი ადმინისტრაციული მოწყობა.

33. 1845 წელს რუსეთის მეფის მთავრობამ მეფისნაცვლის თანამდებობა შემოიღო კავკასიაში.

34. „აღმოსავლეთის საკითხი“ ეწოდა ევროპულ სახელმწიფოებს შორის ქიშპს დასუსტებული


ოსმალეთის იმპერიაზე ზეგავლენის მოსაპოვებლად.

35. 1787-92 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომი, რომელიც იასის ზავით დასრულდა.

36. 1812 წლის ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების შესაბამისად, რუსებმა დაიპყრეს ბესარაბია, ანუ
დღევანდელი მოლდოვა.

37. 1830 წელს ფრანგებმა დაიპყრეს, ოსმალეთის კუთვნილი სამფლობელო ალჟირი.

38. 1839 წელს ბრიტანეთმა მოახდინა ანექსირება ოსმალეთის კუთვნილი იემენის.

39. ოსმალეთის იმპერიასთან დაკავშირებით ევროპული სახელმწიფოებისა და რუსეთის ქიშპი


გადაიზარდა 1853-56 წლების ყირიმის ომში.

40. რუსეთ-ოსმალეთის უკანასკნელი ომი მიმდინარეობდა 1877-78 წლებში. 1878 წლის სან-სტეფანოს
საზავო ხელშეკრულებით გადაწყდა, ხოლო 1879 წლის ბერლინის კონგრესზე დადასტურდა, რომ აჭარა
ამიერიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო.

41. 1807 წელს, ე.წ. ფინკენშტაინის ხელშეკრულებით ნაპოლეონი დაპირდა ირანს აღმოსავლეთ
საქართველოს „დაბრუნებას“.

42. 1804-13 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-სპარსეთის ომი.

43. რუსეთ-თურქეთის ერთ-ერთი ომი მიმდინარეობდა 1806-12 წლებში.

44. 1826-28 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-ირანის ომი, რომელიც თურქმენჩაის ზავით დასრულდა.

45. 1828-29 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-თურქეთის ომი. ის დამთავრდა ადრიანოპოლის ზავით,


რითაც თურქეთმა უარი თქვა სამცხის ტერიტორიის ერთ ნაწილზე.

46. 1829-30 წლებში სომეხთა და ბერძენთა 6 ათას ოჯახზე მეტი დაასახლეს ახალციხის, ახალქალაქისა
და წალკის რეგიონებში.

47. 1828 წელს რუსეთმა გააუქმა გურიის სამთავრო, 1857 წელს – სამეგრელოს, 1858 წელს- სვანეთის,
1864 წელს – აფხაზეთის.
48. პირველები ოსმალეთის ბატონობის წინააღმდეგ სერბები აჯანყდნენ. სერბეთის რევოლუციამ(1804-
15) საფუძველი ჩაუყარა ბალკანეთის ხალხების გამოღვიძებას. 1829 წელს სერბეთი სუვერენულ
სამეფოდ იქცა.

49. 1829 წელს ბერძენთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა წარმატებით დასრულდა და


საბერძნეთი დამოუკიდებელი სამეფო გახდა. ამ ბრძოლაში მონაწილეობდა ჯორჯ გორდონ ბაირონი.

50. სამხრეთ ამერიკელი სომონ ბოლივარი მოღვაწეობდა 1783-1830 წლებში.

51. საქართველოში 1852 წელს დაარსდა ჟურნალი „ცისკარი“, 1863 წელს – „საქართველოს მოამბე“,
ხოლო 1877 წელს – „ივერია“.

52. 1879 წელს შეიქმნა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“.

53. 1848 წელს სარდინიის სამეფო კონსტიტუციურ მონარქიად გამოცხადდა.

54. „რისორჯიმენტო“ ნიშნავს იტალიის გაერთიანების მცდელობას, რომელსაც ჯუზეპე გარიბალდი და


ჯუზეპე მაძინი მეთაურობდნენ. 1849 წელს მაძინიმ ხანმოკლე დროით შეძლო „რომის რესპუბლიკის“
შექმნა.

55. 1859 წელს ავსტრიის არმიას მაჯენტასა და სოლფერინოს ბრძოლაში დიდი დარტყმა მიაყენა
ფრანგულმა ჯარებმა.

56. 1859-60 წლებში ჩრდილოეთ იტალიის ყველა სახელმწიფო (ვენეციის გარდა) შეუერთდა სარდინიის
სამეფოს. იტალიის სამეფოს შექმნა ოფიციალურად გამოცხადდა ქ. ტურინში 1861 წელს. ვენეცია
შეუერთდა იტალიას 1866 წელს.

57. 1929 წელს იტალიის სამეფოსა და რომის პაპს შორის დაიდო ლატერანის შეთანხმება და
ოფიციალურად შეიქმნა ვატიკანის სახელმწიფო.

58. 1806 წელს პრაქტიკულად უმოქმედო „საღვთო რომის იმპერია“ გაუქმნა.

59. გერმანიის გამაერთიანებლად ითვლება პრუსიის პრემიერ-მინისტრი ოტო ფონ ბისმარკი (1815-1898
წწ.).

60. 1866 წელს სადოვასთან, ჩეხეთში(გერმანიაში ამას კიონიგგრაცის ბრძოლას უწოდებენ), პრუსიის
არმიამ გენერალ ჰელმეტ ფონ მოლტკეს მეთაურობით დაამარცხა ავსტრიელები.

61. 1867 წელს ავსტრიის იმპერიას „ავსტრია-უნგრეთი“ დაერქვა.

62. 1870 წლის 1-2 სექტემბერს ფრანგულმა არმიამ მძიმე მარცხი განიცადა სედანთან ბრძოლაში. 2
სექტემბერს იმპერატორი ნაპოლეონ III ტყვედ ჩაბარდა პრუსიელებს. 4 სექტემბერს საფრანგეთი
რესპუბლიკად გამოცხადდა. 19 სექტემბერს პრუსიის არმიამ უკვე პარიზის ალყა დაიწყო. 1871 წლის 18
იანვარს ვერსალში გამოცხადდა გერმანიის იმპერიის შექმნა. პრუსიის მეფე ვილჰელმ I გერმანიის
იმპერატორი გახდა.

63. 187 წელს საფრანგეთში მიიღეს მესამე რესპუბლიკის კონსტიტუცია.

64. 1905 წელს საფრანგეთში ეკლესია გამოეყო სახელმწიფოს, რომელსაც სეკულარიზაცია ეწოდება.
65. მესამე რესპუბლიკამ 1946 წლამდე იარსება, ხოლო 1946 წელს მიღებულმა კონსტიტუციამ
საფუძველი ჩაუყარა საფრანგეთის მეოთხე რესპუბლიკას.

66. 1861-65 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, რომელსაც
შეეწირა სულ ცოტა 620 ათასი ჯარისკაცი და დაუდგენელი რაოდენობის სამოქალაქო პირი.

67. 1804 წლამდე ჩდრილო-აღმოსავლეთ შტატებში მონობა აიკრძალა, ხოლო 1807 წელს აშშ კონგრესმა
აკრძალა საერთაშორისო მონათვაჭრობა.

68. 1862 წელს მოხერხდა „ჰოუმსტედების აქტის“ მიღება, რაც მიზნად ისახავდა თავისუფალი
მეურნეობის დაარსებასა და დიდი ნაკვეთების უფასოდ ან შეღავათიან ფასად დარიგებას.

69. აბოლიციონისტები იყვნენ აშშ-ში მონობის გაუქმების მომხრეები.

70. 1834 წელს დიდმა ბრიტანეთმა მონობა აკრძალა, როგორც ქვეყანაში ასევე კოლონიებშიც.

71. 1854 წელს აშშ-ში დაარსდა რესპუბლიკური პარტია, რომლის ერთ-ერთი გამოჩენილი ლიდერი
აბრაჰამ ლინკოლნი იყო.

72. 1861 წლის 4 მარტს „ღრმა სამხრეთის“ შვიდმა შტატმა (სამხ. კაროლინა, მისისიპი, ფლორიდა,
ალაბამა, ჯორჯია, ლუიზიანა და ტეხასი) შექმნა ამერიკის კონფედერაციული შტატები და გამოაცხადა
აშშ-სგან გამოყოფა. მათ მალე შეუერთდნენ: ჩრდ. კაროლინა, ვირჯინია, არკანზასი და ტენესი.
პრეზიდენტად კი ჯეფერსონ დევისი აირჩიეს.

73. ჩრდილოეთით და დასავლეთით მდებარე 23 შტატი აშშ-ს ერთგული დარჩა და მათ კავშირს
უწოდებდნენ.

74. 1861 წლის 12 აპრილს კონფედერანტებმა დაიწყეს პირველი სამხედრო ოპერაცია და თავს დაესხნენ
ფორტ სამტერის სამხედრო ბაზას. დაიწყო სამოქალაქო ომი.

75. 1863 წლის 1 იანვარს აბრაჰამ ლინკოლნმა გამოაცხადა, რომ მონობა ოფიციალურად უქმდებოდა.

76. 1863 წლის 1-3 ივნისის გეთისბერგის ბრძოლა სამოქალაქო ომის დროს ყველაზე სისხლიანი
გამოდგა – ორივე მხარემ 50 ათასზე მეტი მოკლული ჯარისკაცი დაკარგა. იქამდე უძლეველი
კონფედერანტების გენერალი რობერტ ლი დაამარცხა ჩრდილოელთა გენერალმა ჯორჯ გორდონ
მიიდმა. გეთისბერგი ომის შემობრუნების მომენტად იქცა.

77. 1865 წლის 1 აპრილს კონფედერანტთა დედაქალაქი რიჩმონდი დაეცა.

78. 1865 წლის 9 აპრილს გენერალი რობერტ ლი დანებდა კავშირის ჯარების გენერალს ულისეს გრანტს.
სამოქალაქო ომი დამთავრდა.

79. 1865 წლის 14 აპრილს, კონფედერანტების მომხრე ტერორისტმა მოკლა პრეზიდენტი ლინკოლნი.
მის ნაცვლად მეორე დღესვე პრეზიდენტი გახდა ენდრიუ ჯონსონი.

80. სამოქალაქო ომის დროსვე დაიწყო ამერიკის კონსტიტუციის მე-13 დამატების მიღების პროცედურა:
ის ითვალისწინებდა მთელ ქვეყანაში მონობის გაუქმებას. სენატმა ის მიიღო 1864 წლის 8 აპრილს,
წარმომადგენელთა პალატამ – 1865 წლის 31 იანვარს. შტატების მიერ მისი დამტკიცების შემდეგ მე-13
დამატება ძალაში შევიდა 1865 წლის 6 დეკემბერს. 4 მილიონამდე მონა თავისუფალი გახდა.
81. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ 1861 წლის 19 თებერვალს გამოსცა ბრძანება ბატონყმობის
გაუქმებისა და გლეხთა გათავისუფლების შესახებ.

82. 1864 წელს რუსეთში გატარდა სასამართლო რეფორმა.

83. 1881 წელს პეტერბურგში „ნაროდნიკების“ ერთ-ერთმა რადიკალურმა ფრთამ „ნაროდნაია ვოლია“-მ
ტერორისტული აქტით მოკლა ალექსანდრე II.

84. 1864 წელს ბატონყმობა საქართველოშიც გაუქმდა.

85. საქართველოში მარქსიზმის გავრცელება დაკავშირებულია ეგნატე ნინოშვილისა და მისი


თანამოაზრეების მოღვაწეობასთან. მათ „მესამე დასი“ ეწოდათ.

86. 1904 წელს ჟენევის კონფერენციაზე დაფუძნდა „ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა


სარევოლუციო პარტია“. მათი ლიდერი არჩილ ჯორჯაძე იყო.

87. I მსოფლიო ომის წინ მენშევიკები დომინირებდნენ საქართველოში, ბოლშევიკები კი, რომლებმაც
1912 წლის პრაღის კონფერენციაზე ცალკე პარტია ჩამოაყალიბეს, არ სარგებლობდნენ მოსახლეობაში
დიდი პოპულარობით.

88. იმპერიალიზმის ეპოქა ქრონოლოგიურად მოიცავს პერიოდს დაახლოებით XIX ს-ის 70-იანი
წლებიდან I მსოფლიო ომამდე.

89. „პანსლავიზმი“ ეწოდება რუსულ იდეოლოგიას, რომლიც ეყრდნობოდა მოწოდებას- ეხსნა


„სრულიად სლავები და დაეცვა მართმადიდებლობა.

90. „ჯინგოიზმი“ ეწოდება ბრიტანულ რადიკალურ ნაციონალიზმს, რომელიც იმპერიის სიმდიდრიდან


კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას ესწრაფვოდნენ.

91. ევროპული სახელმწიფოების იმპერიალისტურ კონკურენციას აფრიკის კოლონიზაციის პროცესში


„აფრიკისათვის რბოლას“ უწოდებენ.

92. 1904-05 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-იაპონიის ომი.


კონსპექტები ისტორიაში მომზადებულია ისტორიის მე-12 კლასის სახელმძღვანელოს მიხედვით.
წიგნის ავტორები: ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე,  რევაზ გაჩეჩილაძე.
…….1. I მსოფლიო ომის რეალური მიზეზი კოლონიების ფლობისათვის ძლიერი სახელმწიფოების
მეტოქეობა და მსოფლიო ჰეგემონობისათვის ბრძოლაში სხვისი „წინგაშვების“ შიში იყო.

2. გერმანიამ 1898 წელს დაიწყო სამხედრო-საზღვაო ფლოტის მშენებლობა.

3. 1904 წელს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გააფორმეს სამხედრო ხელშეკრულება, რომელსაც


„ანტანტა“ ეწოდა( ქართულად გულითად შეთანხმებას ნიშნავს). საფრანგეთი უკვე 1893 წლიდან იყო
ანტიგერმანულ სამხედრო კავშირში რუსეთთან.

4. 1907 წელს რუსეთმა და ბრიტანეთმა „ანგლო-რუსულ ანტანტის“ ხელშეკრულებით, გავლენის


ზონებად გაიყვეს სპარსეთი და შუაში „ნეიტრალური ზონა“ დატოვეს, ავღანეთი ბუფერულ ზონად
გამოაცხადეს, ხოლო ტიბეტზე უფლება ჩინეთს გადასცეს.

5. ავსტრია-უნგრეთის, ოსმალეთის, ბულგარეთის, იტალიის ალიანსს გერმანიასთან „ცენტრალური


სახელმწიფოები“ ეწოდა.

6. 1914 წლის 28 ივნისს ტერორისტული ორგანიზაცია „შავი ხელის“ წევრმა, ბოსნიელმა გავრილო
პრინციპმა სარაევოში ვიზიტად მყოფი ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი და
მისი მეუღლე დახოცა. პრინცის მკვლელობა პირველი მსოფლიო ომის დაწყების საბაბი გახდა.

7. რეკომენდაცია: გაეცანით მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს 99-ე გვერდზე მოცემული


ცხრილს – „I მსოფლიო ომის გამოცხადების ქრონიკა“.

ავტორები: ნინო კიღურაძე, რევაზ გაჩეჩილაძე, გიორგი სანიკიძე.

საომარი მოქმედებები I მსოფლიო ომის პერიოდში

8. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში გერმანიის ჯარებმა შეძლეს ბელგიის გავლით საფრანგეთის
ტერიტორიაზე შეჭრა. გერმანიის არმიის ეს წინსვლა ფრანგულ-ბრიტანულმა ძალებმა მდინარე
მარნასთან, პარიზის მახლობლად, 1914 წლის შემოდგომაზე შეაჩერეს. იმავე წლის აგვისტოში რუსეთის
ორი არმია შეიჭრა გერმანიაში, მაგრამ უკვე აგვისტოს ბოლოს მისი ერთი არმია გერმანელებმა
მთილიანად გაანადგურეს, მეორე კი განდევნეს.

9. 1914 წლის 2 ნოემბერს რუსეთმა ოსმალეთს გამოუცხადა ომი, მას შემდეგ რაც ოსმალეთის ფლოტმა
სამხედრო პროვოკაცია მოაწყო და დაბომბა შავი ზღვის რუსული ნავსადგურები.

10. 1915-16 წლებში რუსულმა ჯარებმა დაიპყრო ოსმალეთის მრავალი მნიშვნელოვანი ქალაქი. 1917
წელს რუსეთის გენშტაბი ამზადებდა შეტევას სტამბოლზე, მაგრამ ეს გეგმა ჩაშალა პეტროგრადში
მომხდარმა რევოლუციებმა.

11. 1915 წლის თებერვალში ინგლისურმა საზღვაო ესკადრამ წარუმატებლად სცადა დარდანელის
სრუტეში სამხრეთიდან შეჭრა. ამის შემდეგ დარდანელის სრუტის დასავლეთით მდებარე გალიპოლის
ნახევარკუნძულზე ანტანტის ჯარების დიდი დესანტი გადასხდა დარდანელის სრუტის გახსნის
იმედით. მაგრამ ოსმალთა ჯარებმა გერმანელი გენერალის ლიმან ფონ სანდერსის მეთაურობით
ანტანტის ჯარები დაამარცხეს.
12. ახლო აღმოსავლეთის ფრონტებზე დიდი ბრიტანეთი ისევ გააქტიურდა 1916 წელს. იმ წელს მან
აუჯანყა არაბები ოსმალეთს, 1917 წელს აიღო ბაღდადი და იერუსალიმი, 1918 წელს კი – დამასკო და
ბეირუთი.

13. I მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს ტანკები, ავიაცია, წყალქვეშა ნავები და ქიმიური იარაღი(ქიმიურ
იარაღს იპრიტი ეწოდა, რადგან ის ბელგიის ქალაქ იპრთან ბრძოლის დროს გამოიყენეს პირველად.).

14. 1915 წლის 7 მაისს გერმანულმა გემებმა ჩაძირეს ამერიკიდან ინგლისში მიმავალი ბრიტანული
სამგზავრო გემი „ლუზიტანია“. დაიღუპა 1200-მდე სამოქალაქო პირი.

15. „ციმერმანის დეპეშა“ ისტორიაში შევიდა იმის გამო, რომ ამ დეპეშით გერმანია ცდილობდა მექსიკის
ჩართვას აშშ-ს წინააღმდეგ ომში. ეს ამერიკულმა დაზვერვამ გამოაშკარავა.

16. დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ფლოტების უდიდესი საზღვაო ბრძოლა გაიმართა სკაგერაკის
სრუტეში იუტლანდის ნახევარკუნძულთან 1916 წლის 31 მაისს-1 ივნისს. სადაც გერმანული ფლოტი
დამარცხდა მცირე დანაკარგით ბრიტანულ დანაკარგთან შედარებით.

17. 1916 წელს ვერდენის ბრძოლაში ორივე მხრიდან დაიღუპა ნახევარი მილიონიდან ერთ მილიონამდე
ადამიანი. ამბრძოლას „ვერდენის ხორცსაკეპი“ ეწოდა.
18. 1917 წლის 15 დეკემბრის დაზავებით , რუსეთი მსოფლიო ომს საბოლოოდ გამოეთიშა. 1918 წლის 3
მარტს ბრესტ-ლიტოვსკში დაიდო სეპარატული საზავო ხელშეკრულება გერმანიასა და საბჭოთა რუსეთს
შორის.

19. 1917 წლის 5 აპრილიდან ცენტრალური სახელმწიფოების წინააღმდეგ ომში ამერიკის შეერთებული
შტატები ჩაება.

20. 1918 წლის 11 ნოემბერს 11 საათზე ცეცხლი შეწყდა. ომი დამთავრდა. ზავი დაიდო პარიზის ახლოს,
კოპიენის ტყეში საფრანგეთის მარშალ ფოშის საშტაბო მატარებლის ვაგონში.

რეოვოლუციები რუსეთში

21. 1917 წლის 3 მარტს(ახ. სტილით 16 მარტს) რუსეთის მეფე ნიკოლოზ II გადადგა.

22. 1917 წლის 1 სექტემბერს რუსეთი რესპუბლიკად გამოცხადდა.

23. 1917 წლის 6-7 ნოემბერს ღამით(ძველი სტილით 24-25 ოქტომბერს – ამიტომაც ეწოდა შემდგომ ამ
მოვლენებს ოქტომბრის რევოლუცია) დაიწყო ბოლშევიკთა ამბოხი. იმავე თვეში ჩატარდა
დამფუძნებელი კრების არჩევნები, სადაც ბოლშევიკები დამარცხდნენ და ყველაზე მეტი ადგილი
სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიამ მიიღო.

24. 1917 წლის ნოემბერში პეტრდოგრადის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭომ აიღო საკანონმდებლო
ორგანოს ფუნქცია და შექმნა სახალხო კომისართა საბჭო. საბჭოს თავმჯდომარე გახდა ვლადიმერ
ლენინი.

25. 1918 წლის 6 იანვარს(ახ. სტილით 19 იანვარს) ბოლშევიკებმა სამხედრო ძალით დაშალეს
დამფუძნებელი კრება. მალე ბოლშევიკთა პარტიამ სახელი შეიცვალა და მას რუსეთის კომუნისტური
პარტია ეწოდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

26. რუსეთში მომხდარი რევოლუციების შემდეგ სამხრეთ კავკასიიდან გავიდნენ რუსული სამხედრო
ნაწილები. 1917 წლის 19-24 ნოემბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული ყრილობა და 22 ნოემბერს
მან აირჩია საკანონმდებლო ორგანო – ეროვნული საბჭო.

27. 1918 წლის 10 თებერვლიდან 22 აპრილამდე სამხრეთ კავკასიას ნომინალურად მართავდა


ამიერკავკასიის სეიმი (პარლამენტი), რომელშიც შევიდნენ1 1917 წლის ბოლოს რუსეთის დამფუძნებელ
კრებაში სამხრეთ კავკასიიდან არჩეული დეპუტატები.

28. 1918 წლის 22 აპრილს თბილისში გამოცხადდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს – ამიერკავკასიის


ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა. ფედერაციიდან პირველი გამოვიდა საქართველო, რომელმაც
დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1918 წლის 26 მაისს, ასევე თბილისში 28 მაისს დამოუკიდებლობა
გამოაცხადა აზერბაიჯანმა და სომხეთმა.

29. თბილისში 1918 წლის დასაწყისში გაიხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი.

30. 1919 წლის იანვარში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ყოფილ თავად-
აზნაურობას ჩამოერთვა მიწის ნაწილი და დაურიგდა გლეხობას.

31. 1919 წლის თებერვალში ქვეყანაში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, სადაც მენშევიკებმა
მოიპოვეს უმრავლესობა. მთავრობის თავმჯდომარედ კი ნოე ჟორდანია აირჩიეს.

32. 1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა საქართველოს რესპუბლიკის


კონსტიტუცია.

33. 1918 წლის 10 ივნისს თბილისში გერმანული ჯარი შემოვიდა, რაც საქართველო-გერმანიის
შეთანხმებას პროტექტორატზე ადასტურებდა.

34. ბრიტანულმა სამხედრო ნაწილებმა 1920 წლის 9 ივნისს დატოვეს სამხრეთ კავკასია.

35. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმატებად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ 1920 წლის 7
მაისს მან რუსეთის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკასთან ხელშეკრულება გააფორმა.
ხელშეკრულებას საქართველოს მხრიდან გრიგოლ ურატაძემ მოაწერა. რუსეთმა საქართველოს
დამოუკიდებლობა სცნო.
36. 1920 წლის მიწურულს საქართველომ ვერ მოაგროვა აუცილებელი ხმები ერთა ლიგის
წევრობისათვის. მან მხოლოდ ათი ხმა მოაგროვა, ხოლო ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უარი თქვა.

37. 1918 წლის დეკემბერში სომხეთის რესპუბლიკამ სცადა ძალით დაეკავებინა ლორე. ამას მოჰყვა
სამხედრო კონფლიქტი, რომელშიც საქართველოს სამხედრო ნაწილებმა მძიმედ დაამარცხა სომეხი
სამხედროები. მაგრამ ბრძოლები ანტანტის ზეწოლით მირებულმა დაზავებამ შეაჩერა.

38. 1920 წელს საბჭოთა რუსეთმა წარმატებას მიაღწია სამოქალაქო ომში. 28 აპრილს აღებულ იქნა ბაქო,
2 დეკემბერს კი ერევანი.

39. 1920 წლის შემოდგომაზე ქემალისტებმა(თურქებმა) დაამარცხეს სომხეთის არმია და 2 დეკემბერს


ალექსანდროპოლში (დღევ. გიუმრი) მოაწერინეს ხელი კაბალურ ხელშეკრულებაზე სომხეთის
მთავრობას.

40. „მეგობრობისა და ძმობის შესახებ“ მოსკოვის ხელშეკრულების თანახმად, საბჭოთა რუსეთი


თანხმდებოდა, ეცნო თურქეთის საკუთრებად ყარსის ოლქი და ბათუმის ოლქის ართვინის ოკრუგი,
მაგრამ ბათუმისა და მის რაიონს რუსეთი ითხოვდა.

41. 1921 წლის 13 ნოემბერს ყარსში საბჭოთა საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა
ხელშეკრულებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან საზღვრის შესახებ. ეს ხელშეკრულება არ
გაბათილებულა და ჯერ კიდევ მოქმედებს.

42. 1921 წლის 16 თებერვალს დაბა შულავერში შეიქმნა საქართველოს „რევოლუციური


კომიტეტი“(რევკომი), რომელმაც „საქართველოს აჯანყებული პროლეტარიატისათვის დასახმარებლად
მოიწვია“ საბჭოთა რუსეთი, რომლის მე-11 არმია უკვე 15 თებერვალს სომხეთის მხრიდან შემოსული
იყო საქართველოში.

43. 1921 წლის თებერვალში თბილისის მისადგომებთან, კოჯორ-ტაბახმელასთან, წითელ არმიას


მედგარი სამხედრო წინააღმდეგობის დაძლევა მოუხდა, სანამ დედაქალაქს აიღებდა. 24 თებერვალს
მთავრობამ თბილისი დატოვა, 17 მარტს კი ბათუმიდან საფრანგეთში გაიქცა.

44. 25 თებერვალს ბოლშევიკური არმია უბრძოლველად შევიდა თბილისში და იქ საბჭოთა


ხელისუფლების დამყარება გამოაცხადა.

45. საქართველოს დამპყრობელ მე-11 არმიას სახელი გამოეცვალა და მას „კავკასიის განსაკუთრებული
არმია“ ეწოდა.

46. 1922 წელს თბილისში ჩატარდა საქართველოს საბჭოების პირველი ყრილობა, რომელმაც მიიღო
„საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუცია“. უმაღლესი საკანონმდებლო
ორგანო გახდა საქართველოს საბჭოების ყრილობა.
I მსოფლიო ომის დასასრული. ომის შედეგები.

47. I მსოფლიო ომში გამარჯვებული სახელმწიფოები 1919 წლის 18 იანვარს შეიკრიბნენ პარიზში
საზავო კონფერენციაზე და დაიწყეს მოლაპარაკება მსოფლიო სამომავლო მშვიდობიანი მოწყობის
თაობაზე.”

48. საფრანგეთის პრემიერ-მინისტირს, ჟორჟ კლემენსოს მთავარი დევიზი იყო – „გადმოვუბრუნოთ


ჯიბეები ბოშებს“. საფრანგეთი თავისი მთავარი მეტოქის, გერმანიის მაქსიმალურად დასუსტებას
ესწრაფვოდა.

49. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ ლოიდ ჯორჯი ევროპის კონტინენტზე „ძალთა


წონასწორობის“ შენარჩუნების ტრადიციული ბრიტანული პოლიტიკით ხელმძღვანელობდა პარიზის
კონფერენციაზე.

50. მსოფლიო წესრიგის დამყარების სრულიად ახლებური გეგმა ჰქონდა აშშ-ს პრეზიდენტ ვუდრო
უილსონს. ეს გეგმა ისტორიაში შევიდა უილსონის „14 პუნქტის“ სახელწოდებით. გეგმა „ერთა ლიგის“
შექმნას ითვალისწინებდა.

51. 1919 წლის 24 აპრილს პარიზის საზავო კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს ერთა ლიგის წესდება.

52. მსოფლიო ომში გამარჯვებულმა ქვეყნებმა გერმანიასთან ზავს ხელი მოაწერეს 1919 წლის 28 ივნისს,
„სარაევოს გასროლის“ ხუთი წლის თავზე, ვერსალის სარკეებიანა დარბაზში. გერმანიისთვის
მორალური თვალსაზრისით, განსაკუთრებით მძიმე იყო ვერსალის ხელშეკრულების 231-ე პარაგრაფი,
რომელიც ომის გაჩაღებაში მხოლოდ გერმანიასა და მის მოკავშირე სახელმწიფოებს ცნობდა.

53. 1924 წლის ლოკარნოს (იტალია) ხელშეკრულებით(„რაინის საგარანტიო პაქტით“), გერმანია ცნობდა
თავის ახალ დასავლეთის საზღვრებს და მათ ურღვეობას აღიარებდა.

54. ლიკარნოს ხელშეკრულების გაფორმებამ ხელი შეუწყო გერმანიის მიღებას ერთ ლიგაში 1926 წელს.

55. 1928 წელს აშშ-სა და საფრანგეთს შორის დადებული ბრიან-კეოლოგის პაქტით იგმებოდა ომი,
როგორც პოლიტიკის წარმართვის საშუალება.

56. საბჭოთა რუსეთმა 1918-19 წლებში დაიპყრო უკრაინა და ბელარუი, 1920-21 წლებში კავკასიის
რესპუბლიკები, 1940 წელს – ლიტვა, ლატვია და ესტონეთი.

57. 1922 წელს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის შეერთებული სამეფოს ნაწილში, კუნძულ
ირლანდიაზე, შეიქმნა ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფო – ეირე.
58. 1932 წელს საუდიანთა დინასტიის დამაარსებელმა აბდალაზიზ ას-საუდმა დაიპყრო მუსლიმთა
წმინდა ქალები და გამოაცხადა საუდის არაბეთის შექმნა.

კონსპექტები ისტორიაში მომზადებულია ისტორიის მე-12 კლასის სახელმძღვანელოს მიხედვით.


წიგნის ავტორები: ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე,  რევაზ გაჩეჩილაძე.
………..დიქტატორული რეჟიმები XX საუკუნეში

1. 1917 წლის 7 ნოემბერს(ძველი სტილით 25 ოქტომბერს) პეტროგრადში შეიცვალა რუსეთის


რესპუბლიკის მთავრობა: რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მემარცხენე,
ბოლშევიკური, ფრთა ვლადიმერ ლენინის(ულიანოვის) ხელმძღვანელობით,
ძალადობრივად დაეუფლა ხელისუფლებას. ამას ოქტომბრის რევოლუცია დაერქვა.

2. 1917 წლის ბოლოს ლენინის მითითებით მისმა თანამებრძოლმა ფელიქს ძერჟინსკიმ


შექმნა “ჩეკა“ ანუ „საგანგებო კომისია“. 1918 წლის სექტემბრიდან ყველანაირი
წინააღმდეგობის დასათრგუნავად ლენინის მთავრობამ „წითელი ტერორი“ წამოიწყო.

3. 1922 წლის ბოლოს შეიქმნა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი(სსრკ).

4. 1922 წლიდან, როდესაც ლენინი ავადმყოფობის გამო ხელმძღვანელობას


ჩამოშორდა(ის1924 წლის დასაწყისში გარდაიცვალა) იგი შეცვალა იოსებ სტალინმა. ის
რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი იყო
1922-1952 წ-მდე, ხოლო 1941-1953 წლებში საბჭოთა მთავრობის მეთაურიც.

5. 1928 წელს საბჭოთა კავშირში მოხდა წარმოების ყველა საშუალების, აგრეთვე ქალაქის საბინაო
ფონდის დიდი ნაწილის ნაციონალიზაცია.
6. გოლოდომორი ეწოდება უკრაინაში ხელოვნურად გამეფებულ შიმშილს, საბჭოთა რუსეთის მხრიდან.

7. 1933 წელს თეთრი ზღვიდან ონეგის ტბამდე გაიყვანეს „სტალინის სახელობის თეთრი ზღვა-ბალტიის
არხი“(ბელომორკანალი), რომელიც 150 ათასი პოლიტიკური პატიმრის ხელითაა გათხრილი.

8. სტალინი 1953 წელს გარდაიცვალა. 1956 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XX
ყრილობაზე დაიგმო სტალინის კულტი.

9. 1933 წლის იანვარში გერმანიის სათავეში მოვიდნენ ნაციონალ-სოციალისტები, რომლებმაც


პროპაგანდის მინისტრის იოზეფ გებელსის განცხადებით ამოშალეს ისტორიიდან 1789 წელი და შექმნეს
ფიურერის -ადოლფ ჰიტლერის კერპი.

10. ნაციონალ-სოციალისტების კანონი „უფლებამოსილებით აღჭურვის შესახებ“ ითვალისწინებდა


მათთვის განუსაზღვრელი უფლებების მინიჭებას.

11. 1933 წლის ოქტომბერში ნაცისტებმა რაიხსტაგი საერთოდ დაშალეს და ერთი თვის შემდეგ არჩეული
პარლამენტი სულ ნაცისტურმა პარტიამ შეადგინა. ქვეყანაში დამყარდა ერთპარტიული დიქტატურა. ეს
მონაპოვარი განმტკიცდა კანონით „პარტიისა და სახელმწიფოს ერთობის უზრუნველყოფის შესახებ“.

12. 1933 წლის 10 მაისს ნაცისტმა სტუდენტებმა „აუტოდაფე“ მოუწყვეს(კოცონზე დაწვეს)


„არაგერმანული სულით“ გაჟღენთილ წიგნებს.

13. ჰოლოკოსტი ეწოდება ნაცისტების მიერ 6 მილიონი ებრაელის განადგურებას გერმანიაში.

14. ე.წ. ნიურბერგის კანონები „გერმანული სისხლისა და ღირსების დაცვის შესახებ“ ითვალისწინებდა
ებრაელების გამოდევნას საზოგადოებრივი ცხოვრებიდან.

15. 1938 წელს პარიზში მომხდარი მკვლელობის (ებრაელმა ახალგაზრდამ მოკლა გერმანიის საელჩოს
წარმომადგენელი) საბაბით, ნაცისტებმა 9-10 ნოემბერს ებრაელთა სასტიკი დარბევა მიაწყვეს, რომელიც
„ბროლის ღამის“ სახელითაა ცნობილი.

16. 1919 წლის 23 მარტს მილანში ყოფილმა სოციალისტმა და ჟურნალისტმა ბენიტო მუსოლინიმ(1883-
1945) დააფუძნა ორგანიზაცია სახელწოდებით „ფაში და კომბატიმენტო“ – ბრძოლის კავშირი.
იტალიაში იწყება ფაშისტური მოძრაობა.

17. ბენიტო მუსოლინიმ შექმნა სპეციალური რაზმები („სკუადრე“), რომლებსაც „შავპერანგიანებსაც“


უწოდებდნენ და წარმოადგენდნე გასამხედროებულ ჯგუფებს.

18. 1922 წლის 24 ოქტომბერს ნეაპოლში გაიმართა ფაშისტთა ყრილობა, ხოლო 30 ოქტომბერს –
მოაწყვეს ცნობილი „მსვლელობა რომისკენ“. იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელე III-მ, სამოქალაქო ომის
თავიდან ასაცილებლად მუსოლინს დააკისრა მთავრობის ხელმძღვანელობა.
19. 1925 წელს ბენიტო მუსოლინის მთავრობამ აკრძალა პარტიები გარდა ფაშისტურისა.

20. 1925 წლიდან მუსოლინი დუჩედ(წინამძღოლად) იწოდებოდა. 1934 წლიდან კი საბოლოოდ


ყალიბდება დუჩეს კულტი.

21. ფაშისტური პარტიის 1936 წლის საგანგებო დადგენილებამ იტალიელი ერის მიერ „ფაშისტური
სტილის“ დაცვა მოითხოვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მთელ ერს ფაშისტების მიერ დადგენილი
ცხოვრების წესით უნდა ეცხოვრა.

22. მასობრივი მხარდაჭერის მოპოვების მიზნით მუსოლინის მთავრობამ 1929 წელს ე.წ. ლატერანის
ხელშეკრულება გააფორმა რომის წმინდა საყდართან, რომლის საფუძველზე შეიქმნა ვატიკანის ქალაქ-
სახელმწიფო.

23. 1935 წელს მუსოლინის ჯარები შეიჭრნენ ეთიოპიაში და დაიპყრეს ის. 1939 წელს კი მან ალბანეთის
ოკუპაცია მოახდინა.

24. 1943 წლის ივლისში იტალიაში მოკავშირეთა ჯარები შევიდნენ და ფაშისტური რეჟიმი დაემხო.

25. 1946 წლის რეფერენდუმით იტალიაში მონარქია გაუქმდა და დამყარდა რესპუბლიკური წყობა.

26. ესპანეთში პირველად 1923 წელს პრიმო დე რივერამ დაამყარა დიქტატურა. 1930 წელს კი მან
ქვეყანა დატოვა.

27. 1939 წლიდან 1975 წლამდე გენერალი ფრანკო მართავდა ესპანეთს. 1936 წლიდან ფრანკო
გენერალსიმუსის წოდებას ატარებდა. მას ასევე მოიხსენიებდნენ კაუდილიოს – წინამძღოლის –
სახელითაც.

28. 1936-39 წლებში ესპანეთში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ნაციონალისტები და რესპუბლიკელები. ნაციონალისტებმა გაიმარჯვეს.

29. 1939 წელს, ნაციონალისტების გამარჯვების შემდეგ, ქვეყანაში დამყარდა გენერალ ფრნაკოს
სამხედრო დიქტატურა. აიკრძალა ყველა პარტიის მოღვაწეობა, გარდა ფრანკოს მხარდამჭერი
„ფალანგისა“. პარტიის იდეოლოგია ეყრდნობოდა ანტიკომუნიზმს, კათოლიციზმს და ნაციონალიზმს.
1949 წელს ფალანგისტთა პარტიის საფუძველზე ჩამოყალიბდა „ნაციონალური მოძრაობა“.

30. 1947 წელს ესპანეთი სამეფოდ გამოცხადდა, მაგრამ ტახტი თავისუფალი იყო 1975 წლამდე, როცა
ფრანკოს სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა ხუან კარლოს I ბურბონი(ის ტახტის მემკვიდრედ ფრანკომ
1969 წელს დაასახელა).

31. 1953 წელს ესპანეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს მადრიდის პაქტს, რითაც ესპანეთი საერთაშორისო
იზოლაციიდან გამოვიდა.
32. 1869 წლის ე.წ. მეიძის რესტავრაციის შემდეგ, იაპონია გაიღო გარე სამყაროსათვის და ეს
უკანასკნელიც გაიხსნა მისთვის.

33. 1915 წელს იაპონიამ ჩინეთზე ზეწოლის მიზნით მას ე.წ. „23 მოთხოვნა“ წამოუყენა, რომელიც
ეკონომიკურ დაქვემდებარებას ისახავდა მიზნად. საბოლოოდ იაპონიამ უარი თქვა ამ მოთხოვნებზე.

34. ჩინეთზე მომავალში სრული კონტროლის დამყარების მიზნით, სამხედრო ინტერვენცია წამოიწყეს
იაპონელებმა. ინტერვენციის უშუალო საბაბი გახდა 1931 წელს მუკდენის ინციდენტი. იაპონელებმა
დაიკავეს მანჯურია და იქ მარიონეტული სახელმწიფო მანჯოუ-კუო შექმნეს. ის 1945 წლამდე
არსებობდა.

35. 1937 წლის ივლისში ჩინეთის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის გამო, იაპონიის არმია შეიჭრა
ჩინეთში და ქვეყნის იმდროინდელ დედაქალაქ ნანკინში სასტიკი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო.

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და მისი დაძლევის ამერიკული გზა

36. 1929 წლის 25 ოქტომბერს უოლ სტრიტის ბირჟაზე, ნიუ იორკში კატასტროფულად დაეცა აქციათა
კურსი. საბირჟაო კატასტროფას აშშ-ში ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა, რომელიც ქვეყნის ისტორიაში
„დიდი დეპრესიის“ სახელითაა ცნობილი.

37. აშშ-ს პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა(1933-45 წწ) შეძლო ქვეყნის „დიდი
დეპრესიიდან“ გამოყვანა ისე, რომ მისი თქმით, „შიმშილისთვის დემოკრატია არ გადაუყოლებია“.

38. გამონათქვამი – „ქარხნის მშენებელი ადამიანი ტაძრის მშენებელია, მასში მომუშავე ადამიანი კი
ღვთისმსახური“ – ეკუთვნის აშშ-ს პრეზიდენტ კულიჯს.
გამონათქვამი – „ნაკლები მთავრობა ბიზნესში და მეტი ბიზნესი მთავრობაში“ – ეკუთვნის აშშ-ს
პრეზიდენტ ჰარდინგს.

39. ინტერვენციული და სოციალური სახელმწიფოს ჩამოყალიბება აშშ-ში უკავშირდება პრეზიდენტ


ფრანკლინ დელანო რუზველტის სახელს და მის ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას. რუზველტის „ახალი
კურსი“ ინგლისელი ეკონომისტის ჯ.მ. კეინსის მოძღვრებას ეფუძნებოდა, რომლის თანახმადაც ბაზრის
მიერ თვითრეგულირების უნარის დაკარგვის შემთხვევაში აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა და
პროცესების რეგულირება. „ახალ კურსს“ ბევრი აფასსებს, როგორც „მესამე ამერიკულ რევოლუციას“.

საერთაშორისო ვითარება II მსოფლიო ომის წინ

40. 1933 წლის ოქტომბერში გერმანიამ დატოვა ერთა ლიგა.

41. 1935 წლის იანვარში საფრანგეთის მმართველობაში მყოფ ზაარის ოლქში ჩატარდა გამოკითხვა თუ
სად სურდა ყოფნა მოსახლეობას. მათ გერმანია აირჩიეს.

42. 1935 წლის მარტში ჰიტლერმა ქვეყანაში აღადგინა ვერსალის ზავით გაუქმებული საყოველთაო
სავალდებულო სამსახური.
43. 1936 წლის ნოემბერში გერმანიამ დადო ხელშეკრულება იაპონიასთან საერთაშორისო კომუნისტურ
ორგანიზაცია – კომინტერის“ წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესახებ. 1937 წელს ამ
ხელშეკრულებას შეუერთდა იტალიაც. ამრიგად გამოიკვეთა სახელმწიფოთა ალიანსი – ე.წ. ღერძი
ბერლინი-რომი-ტოკიო. ალიანსში შემავალ სახელმწიფოებს „ღერძის ქვეყნებსაც“ უწოდებდნენ.

44. 1937 წლის აპრილში გერმანულმა ავიაციამ გაანადგურა ესპანური ქალაქი გერნიკა.

45. 1935 წლის ინგლის-გერმანიის შეთანხმება ფლოტის შესახებ განსაზღვრავდა ხომალდების


რაოდენობას, ხოლო თვით ინგლისის ნევილ ჩემბერლენის „დაყვავების პოლიტიკას“ აგრძელებდა. 1939
წლის აპრილში ჰიტლერმა გააუქმა ინგლის-გერმანიის შეთანხმება ფლოტის შესახებ.

46. 1936 წელს ბერლინში ჩატარდა ოლიმპიური თამაშები.

47. 1938 წელს გერმანიამ შემოიერთა ჰიტლერის მშობლიური ავსტრია („ანშლუსი“)

48. 1938 წელს, მიუნხენში, ინგლისმა და საფრანგეთმა გააფორმეს შეთანხმება გერმანიასთან და მის
მოკავშირე იტალიასთან გერმანიისათვის ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქის გადაცემის შესახებ.

49. 1939 წლის მარტში ჩეხოსლოვაკიას გამოეყო სლოვაკია და გადავიდა გერმანიის მფარველობის ქვეშ.
დანარჩენი ჩეხოსლოვაკია კი დაიყო „რაიხის პროტექტორატებად“, რომლებიც ბერლინიდან
დანიშნული მოხელეების მიერ იმართებოდა.

50. 1939 წელს საგანგებო განცხადებით ინგლისმა და საფრანგეთმა პოლონეთს მასზე თავდასხმის
შემთხვევაში დაცვა აღუთქვეს. საპასუხოდ, ჰიტლერმა 1939 წლის აპრილში გააუქმა ინგლის-გერმანიის
შეთანხმება ფლოტის შესახებ, 1934 წლის შეთანხმება პოლონეთთან თავდაუსხმელობის შესახებ და
შეკრა სამხედრო კავშირი იტალიასთან(„ფოლადის პაქტი“).

51. 1939 წლის აგვისტოში, სრულიად მოულოდნელად გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა დადეს
თავდაუსხმელობის ხელშეკრულება – „რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი“. ეს ხელშეკრულება გახდა
სწორედ ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის მოპოვების სამართლებრივი საფუძველი,
საბჭოთა კავშირის ნგრევის დროს.

II მსოფლიო ომი

52. 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს. საპასუხოდ გერმანიას ომი გამოუცხადა
საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა. პოლონეთზე გერმანიის თავდასხმიდან 17 დღის შემდეგ იმავე
პოლონეთს აღმოსავლეთიდან საბჭოთა კავშირი დაესხა თავს.

53. 1939 წლის 1 დეკემბერს საბჭოთა კავშირი თავს დაესხა ფინეთს, ხოლო 14 დეკემბერს ერთა ლიგამ
თავისი რიგებიდან გარიცხა საბჭოთა კავშირი.
54. 1940 წლის ივნისში საბჭოთა კავშირმა უბრძოლველად მოახდინა ბალტიის რესპუბლიკების –
ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ანექსირება, ხოლო რუმინეთს ჩამოაჭრა ბესარაბია(მოლდოვა) და
ჩრდილოეთ ბუკოვინა.

55. 1940 წლის 9 აპრილს გერმანიამა რამდენიმე საათში დაიკავა დანია.

56. 1940 წლის 10 მაისს გერმანაიამ დაარღვია ბელგიის, ნიდრელანდებისა და ლუქსემბურგის


ნეიტრალიტეტი. 21 მაისს ვერმახტი ლა-მანშის სრუტეზე გავიდა და ქ. დრიუკერკთან მოიმწყვდია
ბრიტანული საექსპედიციო კორპუსი.

57. 1940 წლის 14 ივნისს გერმანელები პარიზში შევიდნენ, 22 ივნისს კი საფრანგეთის


ახლადდანიშნული მარშალი ანრი პეტენი დაუზავდა ნაცისტებს და საფრანგეთმა კომპიენის ტყეში ხელი
მოაწერა ხელშეკრულებას კაპიტულაციის შესახებ, მარშალ ფოშის ვაგონში.

58. 1941 წლის 22 ივნისს ჰიტლერული გერმანია დაესხა თავს საბჭოთა კავშირს. ჰიტლერმა გადაწყვიტა
ოპერაცია „ბარბაროსას“ განხორციელება. ის ითვალისწინებდა ბლიც-კრიგს(ელვისებურ ომს).

59. 1941 წლის ბოლოს აშშ-ს თავს დაესხა იაპონია, ამიტომ საბჭოთა კავშირს „ლენდ-ლიზის“ პროგრამის
ფარგლებში უზარმაზარი მატერიალური დახმარება აღმოუჩინა ამერიკამ.

60. 1940 წლის ივნისადან 1941 წლის მაისამზე გრძელდებოდა „ბრიტანეთის ბრძოლა“.

61. 1941 წლის 16 ოქტომბერს გერმანული სატანკო კოლონები მიადგნენ დედაქალაქ მოსკოვს.

62. 1942 წლის შემოდგომაზე ქ. ალექსანდრიის დასავლეთით ელ-ალამეინთან ბრიტანელმა გენერალმა


ბერნარდ მონტგომერიმ ოქტომბერ-ნოემბერში დაამარცხა ფელდმარშალ ერვინ რომელის გერმანულ-
იტალიური არმია.

63. 1942 წლის 23 აგვისტოდან 1943 წლის 2 თებერვლამდე გრძელდებოდა სტალინგრადის ბრძოლა.
გერმანელები დამარცხდნენ.

64. ე.წ. „მეორე ფრონტი“ ნაცისტურ გერმანიას გაუხსნენ 1944 წლის 6 ივნისს ოპერაცია
„ოვერლორდით“, როდესაც ჩრდ. საფრანგეთის პროვინცია ნორმანდიაში დესანტირება მოახდინა
ამერიკულ-ბრიტანულ-კანადურმა უზარმაზარმა არმიამ.

65. 1945 წლის თებერვალში იალტის კონფერენციაზე მოკავშირეები შეთანხმდნენ თუ რა ზონების


ოკუპაციას მოახდენდნენ დამარცხებულ გერმანიაში.
66. 1945 წლის 8 მაისს, ბერლინის დაცემის შემდეგ, გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობამ სრული
კაპიტულაციის აქტს მოაწერა ხელი.

67. 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის ავიაციამ მოულოდნელი შეტევა მიიტანა ჰავაის კუნძულებზე
მდებარე ამერიკის სამხედრო-საზღვაო ბაზა პერლ-ჰარბორზე. ამ დღეს აშშ გამოვიდა ტრადიციული
იზოლაციონიზმიდან და მსოფლიო პოლიტიკაში ჩაერთო.

68. 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს აშშ-მ ქალაქები ჰიროსიმა და ნაგასაკი თითო ატომური ბომბითა
გაანადგურა. 14 აგვისტოს იაპონიის არმიამ წინააღმდეგობა შეწყვიტა.

69. 1945 წლის 2 სექტემბერს ოფიციალურად დამთავრდა II მსოფლიო ომი.

70. იალტისა და პოსტდამში მიღწეული შეთანხმებათა საფუძველზე გერმანია დაიყო ოთხ საოკუპაციო
ზონად: საბჭოთა, ბრიტანულ, ამერიკულ და ფრანგულ ზონად. რომელთაც მაკოორდინებელი ორგანო –
„მოკავშირეთა საკონტროლო საბჭო“ ხელმძღვანელობდა.

კონსკონსპექტები ისტორიაში მომზადებულია ისტორიის მე-12 კლასის სახელმძღვანელოს მიხედვით.


წიგნის ავტორები: ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე, რევაზ გაჩეჩილაძე.

………1.1864 წელს შვეიცარიის მთავრობამ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დამფუძნებელ


ანრი დიუნანის თავმჯდომარეობით, მოიწვია დიპლომატიური კონფერენცია. მონაწილეებმა მიიღეს
ჟენევის კონვენცია „ბრძოლის ველზე მოქმედი სამხედრო ნაწილების დაჭრილ მებრძოლთა პირობების
გაუმჯობესების შესახებ“. დღესდღეისობით ჟენევის კონვენციას 194 ქვეყანა არის მიერთებული.
საქართველო ჟენევის 4 კონვენციასა და 1977 წლის ორ დამატებით ოქმს 1993 წელს მიუერთდა, ხოლო
2005 წლის ოქმს – 2006 წელს.

2. 1941 წლის აგვისტოში რუზველტმა და ჩერჩილმა ხელი მოაწერეს „ატლანტიკის ქარტიას“, რომელსაც
მოგვიანებით საბჭოთა კავშირიც შეუერთდა. ის ითვალისწინებდა ერების თვითგამორკვევის უფლებას.

3. აშშ-ს „ერთიანი მსოფლიოს“ კონცეფცია ითვალისწინებდა „ერთიანი თავისუფალი ბაზრის“


ჩამოყალიბებასა და დემოკრატიულ-ლიბერალური პროცესების წარმართვას.

4. 1946 წელს ჩერჩილმა ქ. ფულტონში(აშშ) გამოსვლისას, მოუწოდა თავისუფალ ერებს ჯვაროსნული


ლაშქრობისკენ კომუნიზმის წინააღმდეგ,

5. „შეკავების პოლიტიკა“ – ამ დოქტრინის ავტორი ამერიკელი დიპლომატი ჯორჯ ფ. ჯენანი იყო. ის


მიზნად ისახავდა საბჭოთა კავშირის შეჩერაბს ძალისმიერი პოლიტიკით.

6. „ტრუმენის დოქტრინა“ – 1947 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა თავის მიმართვაში
კონგრესისადმი გამოაცხადა მზადყოფნა დახმარებოდა საბერძნეთს დაემარცხებინა კომუნისტები.
„ტრუმენის დოქტრინით“ გათვალისწინებულმა სამხედრო და ეკონომიკურმა დახმარებამ სასურველი
შედეგი გამოიღო.

7. მარშალის გეგმა – „შეკავების პოლიტიკის“ კიდევ ერთი ხერხი დასავლეთ ევროპის ომისშემდგომი
დანგრეული მეურნეობის აღდგენა იყო. ეკონომიკურად ძლიერი ევროპა კომუნიზმისთვის გადაულახავ
სიმაგრედ უნდა ქცეულიყო.  1947 წელს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჯორჯ მარშალმა, ევროპას
ეკონომიკის აღდგენი პროგრამა შესთავაზა. ევროპის სახელმწიფოებმა კი 1948 წელს შექმნეს „ევროპის
ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია“. 16 ევროპულმა სახელმწიფომ აშშ-სგან მიიღეს 14
მლრდ. დახმარება.

8. „ჟდანოვის დოქტრინა“ იყო „მარშალის გეგმისადმი“ საბჭოთა კავშირის რეაქცია. მასში გამოიკვეთა
რომ მსოფლიო გაყოფილია ორ ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკად.

9. 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში ორმა ამერიკულმა და ათმა ევროპულმა სახელმწიფომ შეკრა
„ჩრდილო ატლანტიკური კავშირი – ნატო“,

10. 1955 წლის 14 მაისს საბჭოთა კავშირმა შექმნა საკუთარი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია –
„ვარშავის პაქტი“, რომელშიც შევიდნენ : პოლონეთი, ბულგარეთი, ჩეხოსლოვაკია, რუმინეთი,
უნგრეთი, გდრ, ალბანეთი(დატოვა კავშირი 1968 წ.)

11. 1949 წლის 1 ოქტომბერს გამოცხადდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნა.

12. კორეა საოკუპაციო ზონებად იყო დაყოფილი: 38-ე პარალელის ჩრდილოეთით მდებარეობდა
საბჭოთა, სამხრეთთ კი – ამერიკული ზონა. 1948 წელს ჩრდილოეთ კორეა „სახალხო დემოკრატიულ
რესპუბლიკად“ გამოცხადდა. 1950 წლის ივნისში კი ჩრდ. კორეა თავს დაესხა სამხრ. კორეას.   გაერომ-მ
ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ საერთაშორისო ჯარები გაგზავნა ამერიკელი გენერლის დაგალს
მაკარტურის ხელმძღვანელობით. ომი მსოფლიო ომამდე მივიდოდა, მაგრამ შეწყვიტეს ბრძოლები და
1953 წელს ზავი დადეს.

13. „უკუგდების დოქტრინა“ – 1954 წელს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ ფ. დალესმა გამოაცხადა
კომუნიზმის „უკუგდების“ ახალი დოქტრინა. ის მიზნად ისახავდა კომუნიზმის გავლენის სფეროების
შესუსტებას დაპყრობილ ტერიტორიებზე.
14. 1957 წელს საბჭოთა კავშირმა კოსმოსში პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა.

15. 1959 წელს კუბაში დაემხო ბატისტას სიქტატორული რეჟიმი. ძალაუფლება ხელში აჯანყებულთა
ლიდერმა ფიდელ კასტრომ აიღო. 1961 წლის დასაწყისში კასტრომ თავის აჯანყებას „მუშათა და
გლეხთა რევოლუცია“ უწოდა.

16. 1962 წლის ოქტომბერში მსოფლიო რამდენიმე დღის განამვლობაში ატომური ომის ზღურბლზე
იდგა. კარბის კრიზისი მოლაპარაკებებით დასრულდა.

17. 1968 წელს მიღწეული შეთანხმებით აიკრძალა ატომური იარაღის გავრცელება.

18. „მოქნილი რეაგირება“ – 1967 წელს ნატო-მ მიიღო ახალი სტრატეგიული დოქტრინა სახელწოდებით
„მოქნილი რეაგირება“, რომელიც მოითხოვდა თავდასხმელისათვის მისი აგრესიის ფორმის შესაბამისი
პასუხის გაცემას.

19. 1954 წელს ფრანგები დამარცხდნენ ვიეტნამელებთან ბრძოლაში.

20. 1954 წელს ჟენევის კონფერენციის გადაწყვეტილებით, ვიეტნამი ორ ნაწილად გაიყო (საზღვარი მე-
17 პარალელის გასწვრივ გაიდო). ჩრდილოეთ კომუნისტური, ხოლო სამხრეთს ავტორიტარული 
რეჟიმი მართავდა.

21. 1960 წელს სამხრეთ ვიეტნამში შეიქმნა „ეროვნულ განმათავისუფლებელი ფრონტი“ რომელიც
მსოფლიოსთვის „ვიეტკონგის“ სახელწოდებით გახდა ცნობილი. შეიქმნა კომუნიზმის ვიეტნამის მთელ
ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე. აშშ-მ მიიღო გადაწყვეტილება ჩაბმულიყო ვიეტნამის ომში.

22. 1964 წლიდან აშშ-ს ავიაციამ დაიწყო ვიეტნამის დაბობვა. საერთო ჯამში ომის სისასტიკემ მხარეები
1973 წლის პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებამდე მიიყვანა.

23. 1970 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ნიქსონმა კონგრესის წინაშე გამოსვლისას ჩამოაყალიბა ახალი
საგარეო-პოლიტიკური კონცეფცია („ნიქსონის დოქტრინა“): აშშ-მ უარი უნდა თქვას „გლობალურ
პასუხისმგებლობაზე“.

24. 1972 წელს ზესახელმწიფოებს შორის დაიდო ხელშეკრულება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი


სისტემების რაოდენობის შეზღუდვის შესახებ. 1974 წელს შეიზღუდა ბირთვული იარაღის გამოცდის
შესაძლებლობა.

25. „ევროპაში უშიშროებისა და თამაშრომლობის კონფერენციაზე“ მონაწილე ქვეყნების საგარეო


საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს საკუთარი პოზიცია და საბოლოოდ ჩამოყალიბეს მისაღები ძირითადი
დოკუმენტების ტექსტი.

26. 1975 წლის 1 აგვისტოს „ჰელსინკის აქტს“ ხელი მოაწერა 35-მა სახელმწიფომ. მასში 
გამოცხადებული იყო 10 ძირითადი პრინციპი, რომლებიც ევროპაში მშვიდობის საფუძველი უნდა
გამხდარიყო.

27. 1992 წელს ჰელსინკის პროცესს შეუერთდა საქართველო. 1994 წლის ბუდაპეშტის შეხვედრის
გადაწყვეტილებით, 1995 წლიდან „ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირი“
საერთაშორისო ორგანიზაციად გარდაიქმნა – ეუთო.

28. „სამკუთხა დიპლომატიის“ ავტორი იყო აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში,
1973 წლიდან სახელმწიფო მდივანი – ჰენრი კისინჯერი. მისი აზრით, ზესახელმწიფოებს შორის ძალთა
თანაფარდობის შესანარჩუნებლად საჭირო იყო ჩინეთის, როგორც დიდი სახელმწიფოს მსოფლიო
პოლიტიკაში ჩაბმა. 1971 წელს აშშ-მ გააუქმა „წითელი ჩინეთის“ მიმართ 21 წლის განამავლობაში
მოქმედი სავაჭრო ემბარგო. იმავე წელს ჩინეთი მიიღეს გაეროში.

29. 1978 წელს გაფორმდა ჩინეთ-იაპონიის ხელშეკრულება მეგობრობის შესახებ. 1979 წელს ჩინეთის
სახალხო რესპუბლიკამ გააუქმა ხელშეკრულება საბჭოთა კავშირთან მეგობრობის შესახებ (1950 წლის).

30. დევიზი „ძალისმიერი მშვიდობა“ ეკუთვნის რონალდ რეიგანს, რომელმაც დასავლეთს საბჭოთა
კავშირის წინააღმდეგ „ჯვაროსნული ლაშქრობისკენ“ მოუწოდა.

31. „კოკომის სია“ წარმოადგენდა 1982 წელს ნატო-ს ქვეყნების მიერ საბჭოთა კავშირისთვის ასაკრძალ
საექსპორტო საქონლის სიას.

32. „შულცის დოქტრინა“ ითვალისწინებდა აშშ-ს წინააღმდეგობას საბჭოთა კავშირისადმი მსოფლიოს


ყველა კუთხეში.

33. 1979 წელს საბჭოთა ხელმძღვანელობამ ავღანეთში ჯარები შეიყვანა.

34. 1985 წელს ჟენევაში მოეწყო გორბაჩოვ-რეიგანის შეხვედრა, ხოლო მეორე შეხვედრა 1086 წელს
რეიკავიკში. შეხვედრაზე გამოიკვეთა ორი საკითხი: 1. ევროპის გათავისუფლება რაკეტებისგან და 2.
სტრატეგიული იარაღის რაოდენობის განახევრება.

35. 1990 წლის ნოემბერში პარიზში ეუთოს წევრმა 34-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა ჩვეულებრივი
შეიარაღების  შემცირების შესახებ ხელშეკრულებას. პარიზის შეხვედრის მონაწილეებმა საზეიმოდ
გამოაცხადეს მსოფლიოში „ცივი ომის“ დასრულება.

36. 1945 წლის 26 ივნისს, სან-ფრანცისკოში 50-მა სახელმწიფომ ხელი მოაწერა  „გაერთიანებული
ერების ქარტიას“. დოკუმენტი ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს. ამიტომ ეს თარიღი
მსოფლიოში აღინიშნება, როგორც გაერთიანებული ერების დღე. 1992 წელს ამ ორგანიზაციის რიგით
179-ე წევრი გახდა საქართველო.

37. 1926 წელს შეიკრიბა პირველი  „პანევროპული“(სრულიად ევროპული) კონგრესი.

38. 1946 წელს ციურიხში გამოსვლისას, უინსტონ ჩერჩილმა შესთავაზა ევრპელებს შეექმნათ „ევრპის
შეერთებული შტატები“. 1949 წ. ლონდონში დაარსდა კიდეც პირველი ინტეგრაციული ორგანო –
ევროპის საბჭო. საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 1999 წელს გახდა.

39. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რობერ შუმანს ეკუთვნის ფრანგულ-გერმანული


ქვანახშირისა და ფოლადის მრეწველობის მართვის ერთობლივი ორგანოს შექმნის საკითხის იდეა 1950
წელს.

40. 1952 წელს ძალაში შევიდა ხელშეკრულება „ქვანახშირისა და ფოლადის მრეწველობის დარგში
ევროპული თანამეგობრობის“ („სამთამადნო კავშირის“) შექმნის შესახებ.

41. 1957 წელს რომში შეიქმნა „ევროპის ატომური თანამეგობრობა“ (ევრატომი), რომელიც
ითვალისწინებდა თანამშრომლობას ატომური ენერგეტიკის დარგში. „რომის ხელშეკრულენა“ ძალაში
შევიდა 1958 წლის 1 იანვარს.

42. 1967 წელს შეიქმნა სამი ევროპული ორგანიზაციის(„სამთამადნო კავშირი“, „ეკონომიკური


თანამეგობრობა“ და „ევრატომი“) ერთიანი ხელმძღვანელობა. ასე ჩამოყალიბდა „ევროპის
თანამეგობრობა“. მას 1973 წელს შეუერთდა  დიდი ბრიტანეთი, ირლანდია და დანია, 1981 წელს –
საბერძნეთი, 1986 წელს – ესპანეთი და პორტუგალია.

43. 1991 წლის დეკემბერში მაასტრიხტში (ნიდერლანდი) გაფორმდა ახალი ხელშეკრულება „ევროპის
თანამეგობრობის“ წევრ ქვეყნებს შორის. „მაასტრიხტის ხელშეკრულებამ“ განავრცო და შეასწორა 
„რომის ხელშეკრულება“. ამ დოკუმენტში (ძალაში შევიდა 1993 წლის 1 ნოემბერს) ლაპარაკია უკვე
„ევროპის კავშირზე“ და მის სამომავლო გეგმებზე.

44. I მსოფლიო ომამდე დიდმა ბრიტანეთმა დომინიონის სტატუსი მიანიჭა ყოფილ საახალშენო
კოლონიებს: 1901 წელს -ავსტრალიის კავშირს, 1906 წელს – ახალ ზელანდიას, 1910 წელს – სამხრეთ
აფრიკის კავშირს. 1867 წლიდან დომინიონის სტატუსს უკვე ფლობდა კანადა.

45. 1945 წლის 17 აგვისტოს გამოცხადდა ინდონეზიის რესპუბლიკის შექმნა, რომელიც ჰოლანდიამ
სცნო მხოლოდ 1949 წელს, საკმაოდ ხანგრძლივი ომის შემდეგ.

46. 1946 წელს დამოუკიდებელი გახდა ფილიპინები.

47. 1948 წელს კორეის ნახევარკუნძულზე იაპონიის ყოფილი კოლონიის ადგილზე შეიქმნა ორი
სახელმწიფო, სამხრეთით – კორეის რესპუბლიკა და ჩრდილოეთით – კორეის სახალხო-დემოკრატიული
რესპუბლიკა. 1950 წელს ჩრდლ. კორეამ ძალით სცადა გაერთიანება, მაგრამ სისხლიანი ომი1953 წელს,
ფაქტობრივად, უშედეგოდ დასრულდა.

48. 1946 წელს დიდმა ბრიტანეთმა დამოუკიდებლობა მიანიჭა სამანდატო რრანსიორდანიას


(1948წლიდან მან სახელად დაირქვა იორდანიის ჰაშიმიანთა სამეფო), ხოლო 1948 წელს დატოვა
პალესტინა, რომლის დიდ ნაწილში ისრაელის სახელმწიფო აღმოცენდა.

49. 1947  დიდმა ბრიტანეთმა ხელი შეუწყო ინდოეთისა და პაკისტანის გაყოფას. ინდოეთმა 1950 წელს
რესპუბლიკის სტატუსი მიიღო.

50. 1965 წელს სინგაპური გამოეყო მალაიზიის ფედერაციას.

51. 1997 წელს ბრიტანეთმა ჩინეთს ჰონკონგი დაუბრუნა.

52. 1945 წელს ვიეტნამმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა. მხოლოდ მძიმე სამხედრო მარცხის შემდეგ,
1954 წელს, სცნო საფრანგეთმა მისი დამოუკიდებლობა. საფრანგეთის ბატონობისგან
განთავისუფლდნენ 1949 წელს ლაოსი, ხოლო 1953 წელს – კამბოჯა.

53. 1975 წელს ხანგრძლივი ომის შემდეგ პორტუგალიამ  დატოვა ანგოლა და მოზამბიკი. მან ასევე
დათმო ეკვატორული გვინეა, გვინეა-ბისაუ.

54. 1951 წელს ყოფილი იტალიური კოლონია ჩრდილოეთ აფრიკაში, ლიბია, დამოუკიდებელ სამეფოდ
გამოცხადდა.

55. 1956 წელს დამოუკიდებლობა მიენიჭა აფრიკაში მდებარე სუდანს, იმავე წელს საფრანგეთმა
დამოუკიდებლობა მიანიჭა თავის ჩრდილოაფრიკულ პროტექტორატებს – ტუნისსა და მაროკოს.

56. „შავი აფრიკის“ დეკოლონიზაციის დასაწყისად ითვლება 1957 წელი, როდესაც ბრიტანულმა
კოლონია, ოქროს ნაპირმა, მიიღო დამოუკიდებლობა და განა დაირქვა სახელად.
57. 1962 წელს გაერომ დეკოლონიზაციის სპეციალური კომიტეტი შექმნა. პროცესი გაგრძელდა და
აფრიკაში 55 სახელმწიფო გაჩნდა.

58. ტერმინის „მესამე სამყარო“ შექმნა ფრანგმა დემოგრაფმა ალფრედ სოვიმ 1952 წელს, როდესაც უკვე
ნათელი გახდა, რომ კოლონიური სისტემა ადრე თუ გვიან დაიშლებოდა.

59. ცივი ომის პირობებში „მესამე სამყაროს“ ქვეყნებმა შეძლეს შეექმნათ „მიუმხრელობის მოძრაობა“,
რომელიც ეყრდნობოდა  იმ დროს მოქმედი რამდენიმე პოლიტიკური  ფიგურის ავტორიტეტს: ესენი
იყვნენ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი  ჯავაჰარლალ ნერუ, იუგოსლავიის კომუნისტი პრეზიდენტი
იოსიპ ბროზ ტიტო,ინდონეზიისა და ეგვიპტის პრეზიდენტები აჰმედ სუკარნო და გამალ აბდელ ნასერი.
1954 წელს მათ შეუერთდა (ჩრდილოეთ) ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი ჰო ში
მინი, ხოლო 1955 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერი ჯოუ ენლაი.

60. 1961 წელს „მიუმხრელობის მოძრაობა“ ოფიციალურად გაფორმდა ბელგრადში, როგორც


საერთაშორისო ორგანიზაცია.

61. 1976 წელს ეგვიპტის პრეზიდენტის გამალ აბდელ ნასერის  მომდევნო პრეზიდენტმა ანვარ სადათმა
საბოლოოდ თქვა უარი თანამშრომლობაზე საბჭოთა კავშირთან და ქვეყნის გეოპოლიტიკური ვექტორი
პრო-ამერიკული გახადა.

კონსპექტები ისტორიაში მომზადებულია ისტორიის მე-12 კლასის სახელმძღვანელოს მიხედვით.


წიგნის ავტორები: ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე, რევაზ გაჩეჩილაძე.

…….კონსპექტები ისტორიაში მომზადებულია ისტორიის მე-12 კლასის სახელმძღვანელოს მიხედვით.


წიგნის ავტორები: ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე, რევაზ გაჩეჩილაძე.

1. 1921 წლის მაისში საქართველოს რევკომმა ცნო აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური


რესპუბლიკა. მაგრამ უკვე 16 დეკემბერს რკპ ცკ-ის რეკომენდაციით თბილისსა და სოხუმს შორის
დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც აფხაზეთის სსრ შევიდა საქართველოს სსრ-ის
შემადგენლობაში, როგორც  ე.წ. „სახელშეკრულებლო რესპუბლიკა“, ფაქტობრივად, ავტონომიის
უფლებებით.

2. 1921 წლის ივნისში აჭარას მიეკუთვნა ასსრ-ის სტატუსი, რაც, არსებითად, გამომდინარეობდა
იმავე წლის 16 მარტს მოსკოვის რუსულ-თურქული ხელშეკრულებიდან.
3. 1922 წლის აპრილში საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური
ოლქი.

4. 1988 წელს გაიხსნა როკის გვირაბი და საქართველოში დაუყოვნებლივ წამოყო თავი ოსურმა
სეპარატიზმმა.

5. 1922 წლის სექტემბერში სტალინმა წამოაყენა კავკასიის ახალშექმნილი საბჭოთა რესპუბლიკების


რუსეთის ფედერაციაში ავტონომიების სახით გაერთიანების გეგმა. სომხეთისა და აზერბაიჯანის
კომუნისტების უმრავლესობა დაეტანხმა, ხოლო ქართველებისა კი არა.  1922 წლის ბოლოს სტალინის
დაჟინებული მოთხოვნით შეიქმნა ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტური
რესპუბლიკა.

6. საბჭოთა კავშირში „ნაციონალ-უკლონიზმი“ ეწოდა პარტიის გენერალური ხაზიდან ეროვნულ


ნიადაგზე გადახრას.

7. კავშირის საბჭო  წარმოადგენდა, ევროპაში, ემიგრაციაში მყოფი ამირკავკასიის ქვეყნების დევნილი


მთავრობების საკოორდინაციო მუდმივი ორგანო.

8. 1922 წლის დამდეგიდან პარტიზანული ბრძოლები დაიწყო ქაქუცა ჩოლოყაშვილმა თავის


რაზმთან ერთად, რომელიც 1024 წლის აგვისტოში ჩაახშეს. 1922 წლის აგვისტოში კახეთსა და ფშავ-
ხევშურეთში აჯანყებას სასტიკი რეპრესიები მოჰყვა. მალე დააპატიმრეს მთელი „სამხედრო ცენტრი“.

9. 1920-იან წლებში საბჭოთა კავშირში მოქმედებდა ე.წ. ნეპ-ი – „ახალი ეკონომიკური პოლიტიკა“.

10. საბჭოთა კავშირის 1936 წლის კონსტიტუციით გაუქმდა ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული
სოციალისტური რესპუბლიკა.

11. საბჭოთა კონსტიტუციის ბაზაზე 1937 წელს შეიქმნა საქართველოს სსრ კონსტიტუცია.

12. 1931 წელს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა
ლავრენტი ბერია. 1938 წლის ბოლოს სტალინმა ბერია მოსკოვში წაიყვანა და ის საკავშირო შინაგან
საქმეთა სახალხო კომისარიატს ჩაუყენა სათავეში, მის ნაცვლად კი 1938-1952 წლებში საქართველოს
პირველ მდივნად კანდიდ ჩარკვიანი დანიშნა.

13. 1953-72 წლებში საქართველოს პირველი მდივანი იყო ვასილ მჟავანაძე, რომლის დროსაც
საქართველოში გაჩნდა „ჩრდილოვანი ეკონომიკა“, ფართოდ გაიფურჩქნა კორუფცია.

14. 1972-85 წლებში საქართველოში კომპარტიის პირველ მდივნად დაინიშნა რესპუბლიკის


ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე.
15. 1985-1089 წლებში პირველი მდივანი იყო ჯუმბერ პატიაშვილი.

16. 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიულ არჩევნებში კომუნისტური პარტია დამარცხდა და


საბჭოთა ხელისუფლება საქართველოში დამთავრდა, თუმცა რესპუბლიკა რჩებოდა საბჭოთა
კავშირის შემადგენლობაშ მის საბოლოო დაშლამდე -1991 წლის 21 დეკემბრამდე.

17. 1921 წლის 6 აპრილს ახლაგასაბჭოებულმა საქართველოს რევკომმა კომუნისტური იდეოლოგიის


შესაბამისად მოახდინა მიწის სრული ნაციონალიზაცია და აიკრძალა მისი ყიდვა-გაყიდვა ან იჯარი
გაცემა.

18. 1944 წელს დაიწყო რუსთავის მეტალურგიული კომბინატის მშენებლობა, ომის შემდეგ ქუთაისში
ააწყვეს გერმანიიდან ჩამოტანილი საავტომობილო ქარხანა.

19. დავით კარაჭიშვილმა შეადგინა „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წიგნთსაცავის


სრული აღწერილობა, დაარსა ბიბლიოთეკა და მუზეუმი.

20. 1918 წლის 26 იანვარს საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა – გაიხსნა
თბილისის უნივერსიტეტი. ამ საქმის მთავარი სულისჩამდგმელი ივანე ჯავახიშვილი იყო.
უნივერსიტეტის პირველი რექტორი გახდა პეტრე მელიქიშვილი, შემდეგ კი მას ივანე ჯავახიშვილი
ჩაენაცვლა.

21. 1922 წელს თბილისში გაიხსნა სამხატვრო აკადემია, 1924 წელს – კონსერვატორიას მიენიჭა
სახელმწიფო სტატუსი(შეიქმნა 1917 წელს). მალე უნივერისტეტის შესაბამისი ფაკულტეტების ბაზაზე
ცალკე უმაღლეს სასწავლებლებად ჩამოყალიბდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი,
საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი.

22. 1928 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის დადგენილებით აიკრძალა ცალკეული


ლიტერატურული ჯგუფებისა თუ ასოციაციების შექმნა.

23. 1953 წელს გარდაიცვალა  იოსებ სტალინი

24. 1956 წელს კომუნისტური პარტიის XX ყრილობაზე სტალინის კულტის დაგმობას მოჰყვა
საპროტეტსტო აქციები თბილისში. მომიტინგეების წინააღმდეგ ხელისუფლებამ სამხედრო ძალა
გამოიყენა, რამაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვრეპლა.

25. 1956 წლის 9 მარტის მოვლენების შემდეგ შეიქმნა პირველი არალეგალური ეროვნული
ორგანიზაციები: „გორგასლიანი(შექმნა ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ), „სიღნაღის
ახლგაზრდა გვარდია“, „სამშობლოსათვის მებრძოლთა კავშირი“.

26. 1961 წელს პარტიის XXII ყრილობაზე ნიკიტა ხრუშჩოვმა ეროვნულ საკითხთან დაკავშირებით
პარტიის ახალი ხედვა წარმოადგინა „ახალი საბჭოთა ერის“ შექმნის თაობაზე.
27. 1976 წელს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თაოსნობით შეიქმნა „ადამიანის უფლებათა
დაცვის საინიციატივო ჯგუფი“. ამ ჯგუფის თაოსნობით დაარსდა იმავე წელს „ჰელსინკის ჯგუფი“.

28. 1977 წელს  სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქად ილია II (შიოლაშვილი) აირჩიეს.

29. 1978 წლის 14 აპრილს, რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ კონსტიტუციის საბოლოო
დამტკიცების დროს რუსთაველის გამზირზე ზღვა ხალხი შეიკრიბა.  ისინი  აპროტესტებდნენ
კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღებას, რომელიც ქართულ ენას რესპუბლიკის სახელმწიფო ენად
აცხადებდა.

30. 1989 წლის 4 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე დაიწყო ფართომასშტაბიანი პერმანენტული


მიტინგი, რომლის უშუალო მიზეზი იყო აფხაზეთში დაწყებული სეპარატისტული გამოსვლები.
თანდათანობით მომიტინგეთა უპირველეს მოთხოვნად იქცა საქართველოს დამოუკიდებლობის
აღდგენა. 9 აპრილს საბჭოთა შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების რაზმებმა მომიტინგეების
დაშლით სისხლში ჩაახშეს სახალხო გამოსვლა.

31. 1985 წელს კომუნისტური პარტიის პოლიტბიურომ გენერალურ მდივნად აირჩია თავისი
ყველაზე ახალგაზრდა წევრი 54 წლის მიხეილ გორბაჩოვი, რომელმაც მალე წამოიწყო
„პერესტროიკა“ – რეფორმების სერია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გარდაქმნის მიზნით.
1988 წელს გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის პირველ და უკანასკნელ პრეზიდენტად აირჩიეს.

32. საბჭოთა კავშირი 1979 წელს ჩაება  ავღანეთის ომში, რომლის შეწყვეტა მხოლოდ 1989 წელს
მოხერხდა.

33. 1986 წელს, უკრაინაში, ჩერნობილში აფეთქდა ატომური ელექტროსადგურის ერთი ბლოკი, რამაც
რადიაციული დაბინძურება და დიდი ფართობის გამოუსადეგრობა გამოიწვია.
34. 1990 წელს ბორის ელცინი რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს,
1991 წლის 12 ივნისს კი საყოველთაო არჩევნების შედეგად – რუსეთის ფედერაციის  პირველ
პრეზიდენტად.

35. 1961 წლიდან აღმოსავლეთ  ბერლინსა და დასავლეთ ბერლინს ბეტონის მაღალი კედელი
აშორებდა.

36. 1949 წელს დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი ნატო-ს გასაწონასწორებლად კრემლმა
ჩამოაყალიბა სამხედრო ბლოკი, ცნობილი არაოფიციალური სახელით – „ვარშავის პაქტი“. 1955 წლის
1 მაისს საბჭოთა კავშირმა პოლონეთთან, ჩეხოსლოვაკიასთან, უნგრეთთან, რუმინეთთან,
ბულგარეთთან, გდრ-სთან და ალბანეთთან ერთად ხელი მოაწერა „ ხელშეკრულებას მეგობრობის,
თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“.

37. 1956 წელს უნგრეთმა სცადა ვარშავის პაქტიდან გასვლა, რაც მისი სუვერენული უფლება იყო,
ბუდაპეშტში საბჭოთა ტანკები შევიდნენ და დიდი სისხლისღვრის ფასად უნგრეთში „კომუნისტური
წესრიგი“ აღადგინეს.  სისხლის ღვრის გარეშე ჩაიარა ჩეხოსლოვაკიის მცდელობამ ვარშავის
პაქტიდან გასვლის შესახებ.
38. რუმინეთის კომუნისტი დიქტატორის ნიკოლაე ჩაუშესკუს ხელმძღვანელობით სანახევროდ
დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ახორციელებდა, თუმცა „ვარშავის პაქტიდან“ ის არ გასულა და
არც სოციალიზმზე ამბობდა უარს.

39. 1968 წელს „ვარშავის პაქტიდან“ გავიდა ალბანეთი.

40. 1980 წელს პოლონეთში შეიქმნა მასობრივი არალეგალური მოძრაობა „სოლიდარნოსტი“,


რომელიც საბოლოოდ კომუნისტური რუსეთის უღლისგან პოლონეთის გათავისუფლების
ხელშემწყობ ძალად იქცა.

41. 1989 წლის 27 ივნისს დაიწყო „სოციალისტური“ ბანაკის“ საზღვრების მოშლა. ეს რეჟიმის
დაცემის პრელუდია გახდა. იმ დღეს კომუნისტურ უნგრეთსა და კაპიტალისტურ ავსტრიას შორის
უნგრეთის მოსახლეობამ მოშალა საზღვარი. უნგრეთის სასაზღვრო დაცვას წინააღმდეგობა არ
გაუწევია. ამას იმავე 1989 წელს მოჰყვა გდრ-ის მოსახლეობის მიერ „ბერლინის კედლის“ დანგრევა,
1990 წელს – გერმანიის გაერთიანება, უსისხლო რევოლუციები ჩეხოსლოვაკიაში, პოლონეთში,
ბულგარეთში, უნგრეთში, ალბანეთში, სისხლიანი რევოლუცია – რუმინეთში, „ვარშავის პაქტის“
დაშლა, მრავალპარტიული არჩევნები ყველა ამ ქვეყანაში და არაკომუნისტური პარტიების
ხელისუფლებაში მოსვლა.

42. 1990 წლის 12 სექტემბერს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულმა ქვეყნებმა გერმანიას დართეს
ნება გაერთიენებულიყო. 3 ოქტომბერს გერმანიის ერთიანობა დას რული სუვერენიტეტი აღდგა.

43. 1990 წელს გორბაჩოვს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა იმისათვის, რომ მან აღმოსავლეთ
ევროპის ხალხებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა.

44. 1990 წელს „ვარშავის პაქტიდან“ გამოვიდა ცენტრალური ევროპის ყველა ქვეყანა. ორგანიზაციის
საბოლოო დაშლა ოფიციალურად 1991 წელს გამოცხადდა.  ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირის „გარე
იმპერის“ ნგრევა იყო.

45. 1990 წლის 11 მარტს ლიტვის უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა დამოუკიდებლობის აღდგენა. იმავე
წლის 4 მაისს იგივე გააკეთა ლატვიამ, ხოლო 8 მაისს – ესტონეთმა

46. 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულმა საქართველოს ახალი უმაღლესი საბჭოს (მალე მას
„უზენაესი საბჭო“ ეწოდა) არჩევნებმა გამარჯვება მოუტანა ბლოკს „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი
საქართველო“ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით.

47. 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელშიც მონაწილეთა 97 პროცენტმა მხარი
დაუჭირა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან საქართველოს გასვლას და დამოუკიდებლობის
აღდგენას. იმავე წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის აღდგენა. 26 მაისს ჩატარებული არჩევნებით კი პრეზიდენტად აირჩიეს ზვიად
გამსახურდია.
48. 1991 წლის 18-20 აგვისტოს მოსკოვში იყო მცდელობა სრულად აღედგინათ საბჭოთა
ხელისუფლება (აგვისტოს პუტჩი), რაც მარცხით დასრულდა.

49. 1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა დაეტოვებინა თბილისი და ჯერ
სომხეთში გადასულიყო, ხოლო იქედან ჩეჩნეთისათვის შეეფარებინა თავი.

50. 1992 წლის იანვარში ძალაუფლებას დაეუფლა „სამხედრო საბჭო“ ტენგიზ კიტოვანისა და ჯაბა
იოსელიანის შემადგენლობით; პრემიერ-მინისტრად მათ დააბრუნეს ზვიად გამსახურდიას მიერ
დანიშნული და მის დროსვე გადამდგარი თენგიზ სიგუა. იმავე წელს  სამხედრო საბჭომ ქვეყანაში 
მოიწვიეს ედუარდ შევარდნაძე სიტუაციის დასარეგულირებლად.
51. 1992 წლის ოქტომბერში სამი წლის ვადით ირჩიეს საქართველოს ახალი პარლამენტი, რომლის
თავჯდომარედ და სახელმწიფოს მეთაურად ედუარდ შევარდნაძე აირჩიეს.

52. 1990 წლის შემოდგომაზე სამხრეთ ოსეთის ავტონომიურმა ოლქმა საბჭოთა კავშირის
შემადგენლობაში ცალკე მოკავშირე რესპუბლიკად გამოაცხადა თავის. აქ დაიწყო სერიოზული
კონფლიქტი, რომელიც 1992 წლის ზაფხულში რუსეთსა და საქართველოს შორის მიღწეული
შეთანხმებით („დაგომისის შეთანხმება“) დაკონსრევდა, რადგან კონფლიქტის საბოლოო
გადაწყვეტის გზა მხარეებმა ვერ მონახეს.

53. 1992 წლის ივლისში აფხაზეტის უმაღლესმა საბჭომ კანონდარღვევით მიიღო „დეკლარაცია
აფხაზეთის ასსრ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ“. თენგიზ კიტოვანმა ამის გამო 14
აგვისტოს შეიყვანა გვარდია აფხაზეთში, სადაც გაღვივდა შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც
მალე სამოქალაქო ომში გადაიზარდა.

54. 1999 წელს საქართველო მიიღეს ევროპის საბჭოში, რაც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის
კუთხით მნიშვნელოვანის პროგრესის მაჩვენებელი იყო.

55. 2003 წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების გაყალბების გამო საზოგადოება ქუჩაში
გამოვიდა, რათა საკუთარი უკმაყოფილება გამოეთქვა. 23 ნოემბერს ოპოზიციამ აიძულა შევარდნაძე
გადამდგარიყო, რასაც „ვარდების რევოლუცია“ ეწოდა.

56. 2004 წლის იანვარში საქართველოს ახალ პრეზიდენტად არჩეულ იქნა მიხეილ სააკაშვილი.
პრემიერ-მინისტირ გახდა ზურაბ ჟვანია(ის 2005 წლის მარტში ტრაგიკულად დაიღუპა).

57. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის წაქეზებით ოსმა სეპარატისტებმა დაიწყეს პროვოკაციები, რასაც
მოჰყვა რუსეთის არმიის შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. ეს რუსეთ-საქართველოს ომში
გადაიზარდა და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია ნათელი გახდა. 2008 წლის 26 აგვისტოს 
პროვინციები რუსეთმა „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ გამოაცხადა.
 

You might also like