You are on page 1of 2

1795 წელს კონვენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელიც 1793 წლის

კონსტიტუციასთან შედარებით ანტიდემოკრატიული იყო. საყოველთაო საარჩევნო ხმის


უფლება უარყოფილი იქნა. დაწესდა მაღალი საარჩევნო ცენზი. საკანონმდებლო
ხელისუფლება მიეკუთვნა ორ პალატას: უხუცესთა საბჭოს და ხუთასთა საბჭოს .
აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნოდა დირექტორიას, რომელიც ხუთი წევრისაგან
შედგებოდა: ლარეველიერი ხელმძღვანელობდა სახალხო განატლებას , მეცნიერებას ,
ხელოვნებასა და მრეწველობას, ბარასი - პოლიტიკასა და საგარეო საქმეებს , რებელი -
იუსტიციას, ფინანსებსა და დიპლომატიურ ურთიერთობებს, ლეტურნელი - ფლოტსა და
კოლონიებს, კარნო - სამხედრო საქმეებს.თავისი არსებობის ხუთი წლის განმავლობაში
დირექტორიამ ქვეყანა მიიყვანა ღრმა კრიზისამდე. ქვეყანაში მიმდინარეობდა
ეკონომიკის, ფინანსების, ადმინისტრაციული ორგანოების, კონსტიტუციური საფუძვლების
სისტემატური მოშლილობა, უკანონობა, სუფევდა სახალხო უკმაყოფილება. დაბრუნდა
ბევრი ემიგრანტი. გააქტიურდნენ როიალისტები და ფიცმიუღებელი მღვდლები . მსხვილი
ბურჟუაზია უარყოფით დამოკიდებულებას იჩენდა იაკობელთა რესპუბლიკის მიმართ .

კონვენტის დახურვიდან მეორე დღეს ცნობილი გახდა ,,თანასწორთა შეთქმულების “


შესახებ, რომელსაც გრაკხ ბაბეფი ხელმძღვანელობდა. ,,თანასწორებს “ სურდათ
იაკობელთა მმართველობის აღდგენა, ღარიბებს შორის ქონებისა და მიწის
გადანაწილება. ბაბეფი და დარტიე დააპატიმრეს, გაასამართლეს და სიკვდილით
დასაჯეს. შეიცვალა რელიგიისადმი დამოკიდებულება. გაიზარდა კათოლიკური
სარწმუნოების პოპულარობა. დირექტორიის მმარტველობის პერიოდში საფრანგეთში
პოლიტიკური თავისუფლება და კონსტიტუციით დაკანონებული პრესის თავისუფლება არ
არსებობდა. პარიზში გამომავალი 70 გაზეთიდან მთავრობამ დახურა 54. პრესას პოლიცია
მეთვალყურეობდა. თერმიდორის წარმატებებს მიაღწია. დაიკავა ბელგიის , პრუსიის ,
რაინისპირა სამფლობელოები და მდინარე რაინს მიაღწია. საფრანგეთის დაპყრობები
ცნო პრუსიამ, რომელმაც გაწყვიტა კავშირი ავსტრიასთან და 1795 წელს ბაზელში ზავი
დადო საფრანგეთთან. ჰოლანდიასთან დადებუოი ზავით საფრანგეთმა მიიღო
ფლანდრიის ნაწილი, ხოლო ესპანეთთან 2 დადებული ზავით მიიღო კუნძულ ჰაიტის (სან
დომინგო) ნაწილი. ინგლისი და ავსტრია კი აგრძელებდნენ ომს საფრანგეთის
წინააღმდეგ.1795-96 წლებში ფრანგები კიდევ უფრო მეტ წარმატებას აღწევდნენ
გენერალმა პიშეგრიუმ ჰოლანდია დაიპყრო,ნაპოლეონმა ჩრდილოეთ
იტალია,სარდინისს მეფეს წაართვა სავოია,ნიცა და პიემონტი,ლომბარდიიდან
გამოდევნა ავსტრიელები და რომს მიაღწია ჩ.დ იტალიის სახელმწიფოებს მათ შორის
გენუას ვენეციასა და პაპის ოლქს ნაპოლეონმა დიდძალი კონტრიბუცია
დაადო,რესპუბლიკური მთავრობის ჯარები შევიდნენ რომში და დაიკავეს პაპის სასახლე
ვატიკანში,პაპი პიუს მეშვიდე ძალიტ წაიყვანეს სასახლეში სადაც იგი გარდაიცვალა
კიდეც,დირექტორიამ მხარი დაუჭირა ინგლისელთა წინააღმდეგ ამბოხებულ
ირლანდიელებს და იქ გაგზავნა ღავისი ჯარები გენერალ გოშის
სარდლობით,დააკმაყოფილეს ნაპოლეონის თხოვნა და მისი ხელმძღვანელობით
მოეწყო დიდი ლაშქრობა ეგვიპტეში 1798 წ აქედან იგი უნდა გადასულიყო ინდოეთში და
მისი დაპყრობით ინგლისისათვის შემოსავლის მთავარი წყარო მოესპო .

1798 წელს საფრანგეთი ფლოტი 40 ათასი ჯარისკაცით გავიდა ტულონიდან. ხმელთაშუა


ზღვაში ფრანგებმა დაიკავეს კუნძული მალტა და გადასხდნენ ეგვიპტეში . 21 ივლისს
პირამიდებთან მამლუქების წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ ფრანგები შევიდნენ ქაიროში .
ინგლისელთა ესკადრამ, რომელიც იმყოფებოდა ხმელთაშუა ზღვაში ცნობილ ადმირალ
ნელსონის მეთაურობით, მთელი რიგი შემთხვევითობების წყალობით გაატარა
საფრანგეთის ფლოტი. როცა ნელსონმა შეიტყო საფრანგეთი ეგვიპტეში გადასხდომის
შესახებ, გაეშურა ეგვიპტის სანაპიროებისაკენ. 1798 წლის 1 აგვისტოს აბუკირთან
ბროლაში საფრანგეთის ესკადრა განადგურებული იქნა. გადარჩა მხოლოდ ორი
ხომალდი. ეგვიპტეში, ფაქტობრივად, ბატონობდნენ მამლუქები, მაგრამ თურქეთი ამ
ქვეყანას თავის სამფლობელოდ თვლიდა. 1798 წლის 9 სექტემბერს თურქეთმა ომი
გამოუცხადა საფრანგეთს. პირამიდებთან ბრძოლის შემდეგ ნაპოლეონი გაემართა
სირიისაკენ, მაგრამ სირიაში ლაშქრობა წარუმატებლად დასრულდა და ფრანგები
დაბრუნდნენ ეგვიპტეში. საფრანგეთის ექსპანსიამ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში
გამოიწვია 1798 წელს ახალი კოალიციის შექმნა საფრანგეთის წინააღმდეგ. მეორე
კოლიციაში შევიდნენ ინგლისი, რუსეთი, ავსტრია, შვედეთი, თურქეთი, ნეაპოლელი
ბურბონები. მთავარი 3 ბრძოლის ასპარეზი გახდა იტალია სუვოროვის
ხელმძღვანელობით. რუსეთისა და ავსტრიის ჯარებმა დაამარცხეს ფრანგები მდ .
ტრებიასა და ნოვისთან (1799 წ.). რუსეთის ესკადრამ ადმირალ უშაკოვის
ხელმძღვანელობით ფრანგებისაგან გაათავისუფლა იონიის კუნძულები. საფრანგეთის
არმიამ განიცადა დამარცხება რეინზეც. 1799 წლის საომარმა მოვლენებმა დიდი გავლენა
მოახდინა საფრანგეთის შიდაპოლიტიკურ მდგომარეობაზე. საომარი მოქმედებების
წარუმატებლობამ დააჩქარა დირექტორიის კრიზისი. მეორე კოალიციის ჯარების
შემოჭრის საფრთხემ გამოაცოცხლა დემოკრატიული ოპოზიცია. ასეთ პირობებში
ბურჟუაზიულ მოღვაწეებში წარმოიშვა სახელმწიფო გადატრიალების გეგმა . პოლიტიკური
კრიზისის დროს ნაპოლეონმა მოულოდნელად დატოვა ეგვიპტე და საფრანგეთში
დაბრუნდა. მას მხარს უჭერდა ორი დირექტორი, მათ შორის მსხვილი ბურჟუაზიის წრეებში
პოპულარული სიეისი. ბონაპარტე დანიშნეს პარიზის კომენდანტად იმ მოტივით , რომ
თითქოსდა მზადდებოდა იაკობელთა შეთქმულება. უხუცესთა საბჭოსა და ხუთასთა
საბჭოს სხდომები გადაიტანეს პარიზთან ახლოს მდებარე სენ-კლუს სასახლეში .
სინამდვილეში ამით სურდათ მოსალოდნელი გართულებების შემთხვევაში პარიზის
მოსახლეობა განცალკევებული ყოფილიყო. ამ პროცესის მონაწილეობდნენ ბონაპარტეს
ერთგული პოლკები. 1799 წლის 9 ნოემბერს (18 ბრიუმერს) ნაპოლეონის მომხრე ორი
დირექტორი ნებაყოფლობით გადადგა თანამდებობიდან. მესამე - ბარასი - აიძულეს
მიებაძა მათთვის, დანარჩენი ორი კი დააპატიმრეს. მეორე დღეს ხუთასთა საბჭოს
დეპუტატებმა ნაპოლეონის კანონგარეშედ გამოაცხადეს. ეს დეპუტატები გარეკეს .
საფრანგეთის დიდი რევოლუციის ისტორია მთავრდება 1799 წლის 18 ბრიუმერის
გადატრიალებით. მთელი რიგი ნაკლოვანებების მიუხედავად საფრანგეთის რევოლუციამ
დიდი კვალი დატოვა არა მარტო საფრანგეთის, არამედ მსოფლიო ისტორიაშიც . მან
დაანგრია ფეოდალურ-აბსოლუტისტური წყობა და გზა გაუხსნა უფრო პროგრესულ
კაპიტალისტურ ურთიერთობებს. მოსპო მემკვიდრეობითი პრივილეგიები და გამოაცხადა
კანონის წინაშე თანასწორობა. მოახდინა რესპუბლიკური იდეების ცხოვრებაში გატარება .

You might also like