You are on page 1of 16

1.

ასწლიანი ომი ინგლისსა და საფრანგეთს შორის


მეე-14 ს-ის 30-იან წლებში საფრანგეთსა და ინგლისს შორის დაიწყო ე.წ ასწლიანი ომი
(1337-1453), რომელიც შესვენებებით 116 წელს გაგრძელდა, ის მიმდინარეობდა
საფრანგეთის ტერიტორიაზე, რის გამო საფრანგეთი უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა,
რადგან შემცირდა მოსახლეობა, შეფერხდა ხელოსნობისა და ვაჭრობის განვითარება,
რამაც ქვეყბის გაღატაკება და დაცემა გამოიწვია.

მიზეზები- ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი იყო მდიდარი ფლანდრიის საკითხი,


რომელიც ამ ორ სამეფოს აგრესიის ობიექტად იქცა. მისთვის დიდი ხნის განმავლობაში
მიმდინარეობდა ქიშპობა. ფილიპე მეოთხემ მიიერთა მდ. ლისის სამხ ნაწილი, მაგრამ ეს
საფრანგეთისთვის არ იყო საკმარისი-მას სურდა მთელი ფლანდრია თავისი გავლენის
ქვეშ მოექცია, ეს კი ინგლისს მატერიალურ ზიანს აყენებდა, რადგანაც მატყლს ფლანდრია
ინგლისიდან იღებდა. მეორე მიზეზი იყო აკვიტანიის, კერძოდ გიენის საკითხი, რადგან
მისი დაუფლება სურდა ინგლისის მეფეს. სწორედ აქედან გადიოდა ინგლისში ღვინო,
მარილი, ფოლადი, საღებავი და სხვა, მასზე იყო დამყარებული მსხვილი პორტების
სიმდიდრე. გიენის არისტოკრატიასა და რაინდებს ერჩივნათ ინგლისის მეფის
ნომინალურ ძალაუფლებას დამორჩილებოდნნე, ვიდრე საფრანგეთის მეფის რეალურ
ხელისუფლებას, ამიტომ ისინი ინგლისელების მხარეს იყვნენ. მესამე მიზეზი იყო
შოტლანდიის საკითხი. ინგლისის მეფეები ლამობდმემ შოტლანდიის დაპყრობას, რაშიც
მათ ხელს უშლიდა საფრანგეთი, ამიტომ ჯერ ის უნდა დაემარცხებინა. მიზეზი იყო ასევე
ტახტის მემკვიდრეობის საკითხიც, რადგან ინგლისის მეფე ედურად მესამემ
პრეტენზიები წამოაყენა საფრანგეთის სამეფო ტახტზე. საფრანგეთმა უარის მოტივად
„სალიკური საამართლის“ 59-ე ტიტული მოიყვანა, რომლის მიხედვით ქალს მიწაზე
მემკვიდრეობის უფლება არ ჰქონდა, ამიტომ ტახტზე ავიდა ფილიპ მე-6 ვალუა, რის
შემდეგადაც ედუარდმა გადაწყვიტა დაეწყო ომი საფრანგეთთან.

ომი 1337 წელს დაიწყო ჩრდილოეთში ინგლისელების წარმატებით. 1340 წელს მათ
სასტიკად დაამარცხეს საფრანგეთის ფლოტი სლეისთან, რითიც საფრანგეთი სანაპირო
ზოლის დაცვა მოსპეს. ამის შემდეგ ნორმანდიაში გადმოსხდნენ. 1346 წლის 26 აგვისტოს
კი კრესისთან მოხდა პირველი სახმელეთო ბრძოლა, სადაც ედუარდს ჰყავდა ქვეითი
ჯარი, კარგი კავალერია, დაქირავებული რაინდები, რომლებმაც პირველებმა გამოიყენეს
ბომბარდები. რაც შეეხება ფრანგებს მათ 50 ათასიანი არმია ჰყავდათ, მაგრამ მაინც
დამარცხდნენ. კრესისთან გამარჯვებამ ინგლისელებს მისცა საშუალება 1347 წელს
აეღოთ კალეც, საბოლოოდ ესეც შეძლეს. შემდეგ კი გიენი და გასკონი აიღეს, სადაც
მმართველად ედუარდ მესამემ თავისი ვაჟი ედუარდი დანიშნა, რომელმაც ინგლისელებს
გამარჯვება მოუტანა პუატიეს ბრძოლაში 1356 წლის 19 სექტემბერს. ფრანგების
დამარცხების მიზეზი საომარი ორგანიზაციის ნაკლოვანება და ტაქტიკური
თავისებურება იყო. ინგლისელები კი გამოირჩეოდნენ ორგანიზებულობით და
შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ფრანგებმა განიცადეს დიდი დანაკარგი, მეფე ჟან
კეთილი ორი ათას კაცთან ერტად ტყვედ ჩავარდა. ინგლისელებმა დიდი თანხა
მოითხოვეს გამოსასყიდად. ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა კატასტროფული იყო, მის
მოსაგვარებლად კი სხვადსხვა რეფორმებს მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.

პარიზის აჯანყება- როგორც უკვე აღვნიშნეთ პუატიესთან მარცხის შემდეგ საფრანგეთი


უმძმეს მდომარეობაში აღმოჩნდა, ტერიტორიის დიდი ნაწილი ინგლისელების მიერ იყო
ოკუპირებული. დიდი უკმაკოფილება გამოიწვია ზავის პირობებმა, რომელიც ტყვედ
ჩავარდნილმა მეფემ დადო, სადაც მან ცნო ინგლისელების ყველა დაპყრობა.
საფრანგეთის ტახტის მემკვიდრე შარლმა 1356 წელს მოიწვია გენერალური შტატები,
სადაც ინგლისის ხელშეკრულების დამტკიცებაზე უარი განაცხადეს. მესამე წოდებამ კი
სცაადა ძალაუფლების ხელში ჩაგდება და ამ ორგანოს პოლიტიკური როლის შეცვლა. მათ
მოითხოვეს რეფორმების გატარება და სამეფო საბჭოს ყველა წევრის გადადგომა. 1357
წელს რეფორმების ვრცელი გეგმა შტატებმა შეიმუშავეს „მარტის დიდ ორდონანსში“. ამ
ორდონანსის მიხედვით დეპუტატების რიგებიდან ირჩეოდა მთელი სხელისუფლებო
აპარატი, თვით შტატები რეგულარულად უნდა შეკრებილიყვნენ მნიშვნელოვანი
საკითხების გადასაწყვეტად, შესაბამისად შტატები იქცა იმ ორგანოდ, რომელიც
ძირითადად პარიზის შეძლებული ფენის ინტერესებს გამოხატავდა და სათავეში ედგა
ეტიენ მარსელი. აღსანიშნავია რომ მას თავდაპირველად პარიზის მოსახლეობის თითქმის
ყველა ფენა უჭერდა მხარს, სწორედ ამან განაპირობა მისი გამარჯვება დოფინზე 1358
წლის 22 თებერვალს, რის შედეგადაც დოფინი იძულებული გახდა მიეღო ყველა
წამოყენებული პრეტენზია და დაემტკიცებინა მარტის დიდი ორდონანსი. თუმცა ის
მალევე გაიქცა და დაიწყო მზადება პარიზის ალყისთვის. პარიზის მოსახლეობამ მხარი
არ დაუჭირა ეტიენ მარსელს, რადგან მათთვის კამონიერი მემკვიდრე მხოლოდ დოფინი
შარლი იყო.

ჟაკერია და პარიზის აჯანყების დასასრული- ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობას


დაერთო 1358 წლის მაისში გლეხთა აჯანყება ანუ ჟაკერია. ეს უკანასკნელი არის ყველაზე
ძლიერი გლეხთა აჯანყება ფეოდალური საფრანგეთის ისტორიაში და ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი დასავლეთ ევროპაში. ამ დროს გლეხთა მდგომარეობა მკვეთრად
გაუარესდა: მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო და სენიორალური გადასახადები.
გლეხები ბედის ანაბრად იყვნენ დარჩენილნი. მათ ძარცვავდნენ არა მარტო
ინგლისელები, არამედ დაქირავებული რაზმებიც, გავრცელდა შავი ჭირის ეპიდემიები,
რომელსაც ბევრი მსხვერპლი ჰყავდა, ამან კი გამოიწვია მუშახელის სიმცირე, აიკრძალა
მუშახელისთვის ხელფასის მომატება, რამაც გამოიწვია ჟაკერიის აჯანყება. უშუალო
მიზეზად იქცა დოფინის მიერ მიღებული ზომები, რომელმაც პარიზის ბლოკადისთვის
გლეხებს მოსთხოვა გაემაგრებინათ ციხესიმაგრეები და პროდუქტით მოემარაგებინათ. 28
მაისს ბოვეზიის ოლქში, სოფელ სენ-ლეში, გლეხებსა და რაინდებს შორის მოხდა შეტაკება,
რაც გლეხთა ომში გადაიზარდა. აჯანყებულთა საერთო რიცხვი 20000 აღწევდა, ამ ომს
უწოდებენ ასევე არააზნაურების ომს აზნაურების წინააღმდეგ, რადგანაც აჯანყების
მონაწილეების მიზანი იყო „მოესპოთ ყველა აზნაური და თვით გამხდარიყვნენ
ბატონები“.
აჯანყება სტიქიური ხასიათის იყო, რისი გამოყენებაც ეტიენ მარსელმა თავის
სასარგებლოდ სცადა, რათა პარიზისთვის ალყა მოეხსნა. ამის გამო მან ჟაკებს რამდენიმე
რაზმიც გაუგზავნა. მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ მან უარი განაცხადა
აჯანყებულებთან თანამშრომლობაზე. გამოსარჩევია გლეხების რაზმი გიიომ კალის
მეთაურობით, მან კარგად იცოდა აჯანყებულების სუსტი მხარეები. მან ჯარი
საბრძოლველად დაალაგა, თუმცა ის მტრის ბანაკში გამოცხადების შემდეგ შეიპყრეს,
სასტიკად აწამეს და მოკლეს, ამის შემდეგ კი უმეთაუროდ დარჩენილ ჟაკებს შეუტიეს და
გაანადგურეს. ფეოდალებმა სასტიკად დასაჯეს აჯანყებულები.

ჟაკერიის დამარცხებამ პარიზის აჯანყების დასასრულიც გამოიწვია. ივნისის ბოლოს


დოფინი დიდი ჯარით მიუახლოვდა პარიზს და აჯანყების ბელადებს გაუსწორდა. მან
გააუქმა გენერალური შტატების მიერ მიღებული რეფორმები.

ბრეტინის ზავი. შარლ მე-5 ვალუას რეფორმები- 1360 წელს ბრეტინში საფრანგეთმა
ინგლისთან 9 წლიანი ზავი დადო. ზავის პირობები კომპრომისულ ხასიათს ატარებდა,
თუმცა მძიმე იყო საფრანგეთისთვის. ინგლისის მეფე უარს აცხადებდა საფრანგეთის
ტახტზე, მაგრამ სამაგიეროდ მან მიიღო საფრანგეთის სამხ. რეგიონები ლუარიდან
პირენეებამდე. საფრანგეთმა იკისრა უზარმაზარი კონტრიბუციის გადახდა 3 მლნ ოქროს
ოდენობით. თუმცა უნდა ითქვას რომ ზავის პირობები იყო დროებითი, ამიტომ საჭირო
იყო რეფორმები , რომელიც შეიმუშავა შარლ მეხუთემ. მისი სამხედრო რეფორმა
ითვალისწინებდა მეფის კონტროლის გაძლიერებას ჯარზე. გაძლიერდა
მთავარსარდლის-კონეტაბლის ძალაუფლება. შეიქმნა რაზმები-კომპანიები, რომლებსაც
კაპიტნები ხელმძღვანელობდნენ და მათ გაერთიანებას პოლკი ეწოდებოდა. ამ რეფორმის
უარყოფითი მხარე იყო ის რომ არ იყო რეგულარული ჯარი. შარლმა აკრძალა
ტურნირების ჩატარება. ამ პერიოდშივე დაიწყეს დიდი გემების მშენებლობა, რომელსაც
ადმირალი ჟან რენიერი ედგა სათავეში. წვრილი თავდასხმების შემოღებით დაიწყო
საფრანგეთის სამხედრო წარმატებები. დაწესდა საკომლო გადასახადი-ფუაჟი. 1369 წელს
კი არაპირდაპირი გადასახადი სასმელებით ვაჭრობაზე აიდი. შეიქმნა საბჭო, რომელიც
გადასახადების ამკრეფს ეხმარებოდა. მნიშვნელვანი იყო მარილის გადასახადი გაბელი.
შეიცვალა საგადასახადო ორგანოს აპარატიც. გაჩნდა ახალი თანამდებობები, რომლებზეც
მეფე უშუალოდ ნიშნავდა კანდიდატურებს. ამ ყველაფერმა გამოიწვია კლასობრივი და
სოციალირი ბრძოლის ახალი გამწვავება.

ინგლისი მე-15 საუკუნეში.. ვარდების ომი და ტიუდორები


ასწლიანი ომის დასასრული და შინაარეულობა ინგლისში- საშინელმა აოხრებამ, რომელიც
თავს დაატყდა საფრანგეთს, ინგლისელ დამპყრობთა წინააღმდეგ საყოველთაო აჯანყება
გამოიწვია. ერი და ბერი შარლ მე-7 ის ირგვლის გაერთიანდა. ინგლისელებმა
თანდათანობით დაკარგეს ადრე დაპყრობილი ტერიტორიები საფრანგეთში. ფეოდალთა
მოურიდებელმა პარპაშმა, გადასახადების უზომო ზრდამ, ხაზინის გაძარცვამ და
სამარცხვინო მარცხებმა საფრანგეთში სულ უფრო და უფრო მზარდი უკმაყოფილება
გამოიწვია. რაინდები და მოქალაქენი დარწმუნდნენ, რომ მსხვილ ფეოდალთა
ბატონობის დამხობა არც ჯეკ კედის აჯანყების მსგავს გამოსვლებს შეეძლო, ამიტომ მათ
დაიწყეს ფიქრი დინასტიის გამოცვლაზე და იმედები იორკებს მიაპყრეს, რომელთა
ჰერცოგიც რიჩარდი იყო. 1453 წელს ასწლიანი ომის დასრულების შემდეგ ფეოდალურ~
არისტოკრატიას დააკლდა ტყვეების გამოსასყიდი და მარადიორობით მიღებული
შემოსავალი, ამიტომ იორკების მხარეს ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ჩაება

ვარდების ომი- 1455 წელს ლანკასტერებსა და იორკებს შორის დაიწყო სამოქალაქო ომი,
რომელიც 30 წელს გაგრძელდა და ვარდების ომის სახელით არის ცნობილი.
ლანკასტერების გერბზე წითელი ვარდი იყო გამოსახული, ხოლო იორკებისაზე თეთრი.
ქვეყანა წითელი და თეთრი ვარდების მომხრეეებად დაიყო. 1455 წ სენტ-ელბოსთან
მომხდარ ბრძოლაში რიჩარდმა (იორკი) გაიმარჯვა. მეფე ჰენრი მე-6 კისერში დაიჭრა და
ფსიქიკური აშლილობის ახალი შეტევა დაეწყო. პარლამენტმა პროტექტორად რიჩარდი
გამოაცხადა. მთელი რიგი სისხლიანი შეტაკებების შემდეგ, იორკის ჰერცოგის რიჩარდის
უფროსმა შვილმა ედუარდმა ლონდონი დაიკავა და ის მეფედ გამოაცხადეს. თუმცა
ვარდების ომი მაინც არ შეწყვეტილა. ედუარდ IV ლანკასტერთა მომხრე ბარონებს
სასტიკად გაუსწორდა. ისინი ეშაფოტზე გაგზავნა და მათ მამულები ჩამოართვა.
ედუარდი ფინანსური საკითხების გადაწყვეტას პარლამენტის გვერდის ავლით
ცდილობდა. მალე მან პარლამენტი აიძულა მისთვის ბაჟის აკრეფის მუდმივი უფლება
მიენიჭებინათ. ის ახალისებდა ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებას. მაუდის
წარმოების განვითარების მიზნით, მან ინგლისიდან საუკეთესო ხარისხის მატყლის
გატანა აკრძალა და ინგლისური მაუდის გატანას ჰანზისა და ვენეციელი ვაჭრების
შუამავლობის გარეშე უზრუნველყოფდა. მის მართველობის დროს ინგლისში მომზადდა
საფუძველი აბსოლუტიზმისთვის.

1483 წელს ტახტზე ავიდა ედუარდ V რომლის რეგენტიც იყო ბიძამისი რიჩარდი,
რომელმაც ედუარდი თავის ძმასთან ერთად გამოამწყვდია, მოაკვლევინა და თავი მეფედ,
რიჩარდ მესამედ გამოაცხადა. ბარონებმა ისარგებლეს სასახლის ამ გადატრიალებით და
ტახტზე ახალი პრეტენდენტი, ლანკასტერთა სახლის უმცროსი შტოს წარმომაადგენელი
ჰენრი ტიუდორი წამოაყენეს. 1485 წლის 22 აგვისტოს ბოსვორტან რიჩარდის და ჰენრის
ჯარებს შორის მოხდა გადამწყვეტი ბძოლა, რომელიც რიჩარდის დამარცხებით და მისი
სიკვდილით დასრულდა. ამ ომით დასრულდა ვარდების ომიც. ჰენრი კი ინგლისის
მეფედ გამოცხადდა, ის გვევლინება ორივე დინასტიის გამაერთიანებლად.

3.ადრინდელი აღორძინება და ჰუმანიზმი


ტერმინი „რენესანსი“ პირველად იტალიური მხატვრობის ისტორიკოსმა ჯორჯო
ვაზირიმ იხმარა, როგორც ხელახლად შობა, აღორძნება. თავისი არსით, აღორძინება
წარმოადგენდა ფეოდალიზმიდან კაპიტალიზმზე გარდამავლია ეპოქის კულტურას,
რომლის შემქმნელები იყვნენ სხვადსხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები, მსხვილ
ვაჭართა წარმომადგენლები, ფეოდალები, ქალაქის პატრიციატი, იტალიელი
მმართველები....რენესანსის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლათინურმა
ენამ,რომელიც საშინაო და საგარეო პოლიტიკის ოფიციალურ ენას წარმოადგენდა მე-14-
მე-15 სს-ში. რენესანსი იწყება ჩრდილოეთ იტალიაში გვიან მეთოთხმეტე საუკუნეში და
კულმინაციას აღწევს ინგლისში მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგს. რენესანსი, ძირითადად,
მოიაზრება 1400-1600 წლებით. რენესანსს უწოდებენ გონებრივ და არისტოკრატიულ
მოძრაობას, რომელმაც შუა საუკუნეების იდეები და ფორმები შეცვალა ახალი იდეებითა
და ფორმებით. თანამედროვე კვლევებში ხშირად რენესანსს იწყებენ XII საუკუნის
ბოლოდან, როდესაც ჩნდება ნაციონალური ლიტერატურის პირველი ელემენტები, ასევე
იწყება სახელმწიფო ხელისუფლების მეტ-ნაკლები დესაკრალიზაცია. რენესანსიის
ეპოქის თავისებურება აისახება ზოგადად ისტორიის პერიოდიზაციაში. ისტორიკოსების
ნაწილი XV საუკუნის დასასრულიდან ეპოქას გვიან შუა საუკუნეებს უწოდებს, ხოლო
ნაწილი მას ადრეულ ახალ პერიოდად მიიჩნევს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღორძინება იტალიაში ჩაისახა და ამას თავისი მიზეზები


ჰქონდა. მე-14 საუკუნისთვის აპენინური ქალაქ-სახელმწიფოები, განსაკუთრებით,
ვენეცია გენუა და ფლორენცია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არსებულ სავაჭრო-
ეკონომიკურ ურთიერთობებში უმთავრეს მოთამაშებს წარმოადგენდნენ. ვაჭრობის
განვითარებისა და ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ იტალიაში იმატა ბიზანტიური
კულტურის გავლენამ, სადაც ანტიკური ტრადიციები ძლიერი იყო. ეს კულტურული
გავლენა კონსტანტინოპოლის დაცემის შედმეგ უფრო გაიზარდა, რადგანაც მრავალი
ბიზანტიელი სწავლულო იტალიაში გადასახლდა. იტალიაში რენესანსის განვითრებას
ხელი შეუწყო ჩრდილო და ცენტრალურ იტალიაში ურბანიზაციის მაღალმა დონემ. ის
წარმოადგენდა ძველი რომის იმპერიის ცენტრს, სადაც დამარხული იყო ანტიკური
კულტურის ტრადიციები. ქალაქის ინტენსიურმა ცხოვრებამ ძლიერი იმპულსები მისცა
იმას, რომ განვითარებულიყო საერო კულტურა. ტერმინი რენესანსი პირველად
იტალიური მხატვრობის ისტორიკოსმა ჯორჯო ვაზარიმ იხმარა, როგორც ხელახლად
შობა, აღორძნება.

ჰუმანიზმი და მისი სოციალური ფესვები- რენესანსული კულტურის იდეურ საფუძველს


ჰუმანიზმი წარმოადგენდა. მე-14 მე-15 სს-ის იტალიაში სოციალურ-ეკონომიკური
განვითარების ფონზე განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია ადამიანმა, რომლის
იდეალი უკვე ვეღარ თავსდებოდა ფეოდალურ-წოდებრივი ურთიერთობის, საეკლესიო-
ასკეტური მორალისა და შუა საუკუნეების ტრადიციების ჩარჩოებში. ამან გამოიწვია
ღირებულებების თავისებური გადაფასება. ჰუმანისტებმა დაიწყეს ბრძოლა ადამიანის
მოღვაწეობასა და აზროვნებაზე დაწესებული საეკლესიო კონტროლის წინააღმდეგ, რაც
კონკრეტულად გამოიხატა შუა საუკუნეების მორალის ისეთი საფუძვლების კრიტიკით,
როგორიცაა ავტორიტეტები, ტრადიციები, დოგმები. ჰუმანისტებმა ფეოდალურ,
სქოლასტიკურ მეცნიერებას, ღვთისმეტყველებას დაუპირისპირეს ახალი მეცნიერება,
რომლის ცენტრში იდგა ადამიანი და არა ღმრთი, აქედან წარმოიშვა ცნება ჰუმანიზმი.
ჰუმანიზმის ცენტრებად ითვლებოდა ისეთი ქალაქები როგორიცაა: ფლორენცია, მილანო,
ვენეცია, ნეაპოლი და სხვ. მაგრამ მათგან წამყვანი ადგილი ფლორენციას ეჭირა.
ფლორენციის უგვირგვინო მეფეები-მედიჩები პოპულარობის მოპოვებისთვის ხალხის
მასებში უამრავ თანხებს ხარჯავდნენ ქალაქში ეკლესიებსა და შენობების აგებისთვის,
უნიკალური ხელნაწერების შეძენისთვის, სასახლეში დიდი ბიბლიოთეკის
დაარსებისთვის, ყველა გამოჩენილი ადამიანის ფლორენციაში თავმოყრისთვის და სხ. მე-
16 საუკუნისთვის ზედიზედ ორი პიროვნება აირჩიეს მედიჩთა გვარიდან პაპებად. პაპები
იმხანად არა მხოლოდ კათოლიკური ეკლესიის მეთაურები, არამედ საეკლესიო
სახელმწიფოს ხელისუფალნიც იყვნენ. სიმდიდრითა და ფუფუნებისკენ სწრაფვით ისინი
არ ჩამოუვარდებოდნენ ჩრდილო იტალიის საერო ხელისუფალთ. იტალიური
სახელმწიფოსა საერო და საეკლესიო მმართველნი იყვნენ ხელოვნების, მწერლობისა და
მეცნიერების მეცენატები. სწორედ მათი დაკვეთით შეიქმნა აღორძინების ხანის არაერთი
არქიტექტურული თუ ფერწერული შედევრი. მათივე ხელშეწყობით დაიწყეს
ჰუმანისტებმა ძველი ბერძნული და რომაული ლიტერატურისა და ფილოსოფიის კვლევა.
იტალიური ჰუმანიზმი წარმოადგენს გადატრიალებას, რომელიც გამოწვეული იყო
ადამიანური სულისა და კულტურის სიღრმეების გაგებითა და ანტიკური კლასიკოსების
ბრწყინვალე ნაწარმოებების შესწავლით. ჰუმანიზმმა კათოლიკური ეკლესია
მნიშვნელოვნად შეარყია და აიძულა დათმობებზე წასულიყო, რათა გავლენა არ დაეკარგა
მასებზე. იტალიელი ჰუმანისტების მაღალი, საკაცობრიო იდეალების ჩამოყალიბებას
ხელი შეუწყო იტალიური ჰუმანიზმის შერწყმამ ელინისტურ კულტურასტან. ადამიანის
სულიერი და ხორციელი ჰარმონიული ერთიანობიდა გამომდინარე იტალიელ
ჰუმანისტებს აუცილებლას მიაჩნდათ ადამიანის პიროვნული თავისუფლების
განვითარება, ბრძოლა მიწიერი, ამქვეყნიური ბედნიერებისთვის.

რენესანსის ძირითადი მახასიათებლები- რენესანსისთვის დამახასიათებელი იყო 5


ძირითადი ნიშანი: 1.ანტიკურობის აღორძინება, 2.რაციონალიზმი და კულტურის
საერთო ხასიათი, 3. ინდივიდუალიზმი-პიროვნების კულტი და ბურჟუაზიული
არისტოკრატიზმი, 4. რეალიზმი ლიტარატურასა და ხელოვნებაში, 5. ეროვნული
გრძნობის-პატრიოტიზმის ჩასახვა, მეექვსე ნიშნად კი შეგვიძლია ქრისტიანული
რელიგიის თავისებური ახლებური გააზრება მივიჩნიოტ.

ჰუმნიზმი და მისი ნიშნებ- შუა საუკუნეებში ლათინურმა ენამ საშინელი დაცემა განიცადა,
კლასიკური ლათინური ბარბაროსულით შეიცვალა, ჰუმანისტებმა კი შექმნეს ახალი
ლათინური, რომელიც ახლოს იდგა კლასიკურთან. ჰუმანისტებმა ხელი შეუწყეს
არქეოლოგიისა და ხელოვნებათმცოდნეობის განვითარებას, ისინი ეწეოდნენ
მთარგმნელობით საქმიანობასაც. ლათინური კულტურის აღორძინებას მოჰყვა
ბერძნული კულტურის აღორძინებაც. ახალი კულტურისა და ახალი
მსოფლმხედველობის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რაციონალიზმის
განვითრებას. მე-14 მე-15 სს-ის იტალიაში სავაჭრო, სამრეწველო და საფინანსო
ორგანიზაცია, ფეოდალურისგან განსხვავებით მთლიანად აგებულ იქნა ანგარიშიანობის
პრინციპზე, რამაც განსაკუთრებული მნიშვნელობა მეცნიერებაში მათემატიკას მიანიჭა.
შეიცვალა დამოკიდებულება დროის გამოთვლის მიმართ. უნდა აღინიშნოს ისიც რომ
ჰუმანისტები დემოკრატები არ ყოფილან. ხალხს ისნი ბრბოს უწოდებდნენ და იმიტომაც
წერდნენ ლათინურად რომ არ სურდათ მათი აზზრები ხალხისთვის მისაწვდომი და
გასაგები ყოფილიყო.

იტალიელი ჰუმანისტები- დანტე ალიგიერი უდიდესი იტალიელი მოაზროვნე და პოეტი


სქოლასტიკის უკანასკნელი და რენესანსის პირველიპოეტი. ის სამშობლოს
გადასარჩენად პოლიტიკურ გაერთიანებას მიიჩნევდა, მაგრამ ეს გაერთიანება დანტეს
წარმოდგენილი ჰქონდა ერთიანი მონარქიის სახით. მან შეითვისა „ერთიანი რომის
იმპერიის“ გიბელინიური იდეა და მთელი იმედები გერმანიის იმპერატორზე ჰაინრიხ მე-
7 ლუქსემბურგზე დაამყარა, თუმცა ამაოდ. მისმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა სრული
ასახვა პოვეს ტრაქტატში „მონარქის შესახებ“ სადაც დანტე იტალიის გაერთიანების
ფუძემდებლად გვევლინება. მის შემოქმედებაში დიდი როლი შეასრულა მისმა
სიყვარულმა ბეატრიჩე პორტინარის მიმართ, რომელიც სრულიად ახალგაზრდა
გარდაიცვალა. დანტემ მას ლექსების მთელი ციკლი „ახალი ცხოვრება“ უძღვნა, რომელიც
პლატონური სიყვარულის საგალობელს წარმოადგენს. ბეატრიჩეს გარდაცვალების
შემდეგ დანტემ იტალიურ ენაზე დაწერა სქოლასტიკური ხასიათის თხზულება „ნადიმი“.
ის ავტორია ასევე იტალიურ ენაზე დაწერილ პირველი ლინგვისტური ნაწარმოების
„მჭვერმეტყველების შესახებ“, სადაც ის ერთიანი ენის აუცილებლობას ასაბუთებს,
რომლის საფუძვლად ტოსკანური დიალექტი მიაჩნია. დანტეს შემოქმედების მწვერვალია
„ღვთაებრივი კომედია“ რომელიც 1310 წელს დაიწერა, თუმცა ისეთ შთაბეჭდილებას
ტოვებს თითქოს ბევრად უფრო ადრე დაიწერა. „ღვთაებრივი კომედია“ სიუჟეტურად
არის ხილვა, როდესაც დანტემ იმქვეყნიური სამყარო ინახულა. ის წარმოადგენს
საეკლესიო მსოფლმხედველობის სინთეზს,მაგრამ ამავე დროს საეკლესიო მორალის
თეორიების პროტესტიცაა. დანტე ქრისტიანული სამყაროს გვერდით ანტიკურ სამყაროს
უყენებს, მასთან ხშირად გვხვდება ანალოგები ქრისტიანობასა და ანტიკურობას შორის.
შუა საუკუნეებისთვის სრულიად ახალმა მიმართულებამ ანტიკურობისადმი
თაყვანისცემამ და მოთხოვნილებამ ახალი მორალური ღირებულებისადმი საფუძველი
ჩაუყარა იტალიურ აღორძინებას.

ჰუმანიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ ფრანჩესკო პეტრარკა და ჯოვანი


ბოკაჩო.

ფრანჩესკო პეტრარკა- მიუხედავად იმისა, რომ ის ნაწილობრივ იყო დამოკიდებული


მატერიალურად კათოლიკურ ეკლესიაზე მთელი მისი შემოქმედება საერო მოტივებით
იყო გაჟღენთილი. ჰუმანისტური იდეები განავითარა ლათინურ ენაზე დაწერილ
პროზაულ ნაწარმოებშ „ჩემი საიდუმლო“. პეტრარკა იქცა ახალი კულტურის მაცნეს,
რომლის ცენტრალურ ადგილს ადამიანური ბუნების სულიერი კულტურის გაგება
წარმოადგენდა. ეს იქცა ახალი კულტურის შექმნის საფუძვლად, რამაც მძლავრი ბიძგი
მისცა ჰუმანიტარული მეცნიერებების წარმოშობას. მის შემოქმედებაში წამყვანი იყო
ინდივიდუალიზმი. მისი სწრაფვა დიდებისკენ წარმოადგენს ხანგრძლივი შინაგანი
ბრძოლის შედეგს, რაც განსაკუთრებით ნათლადაა გამოხატული დიალოგში „ ჩემი
საიდუმლო“ სადაც გაერთიანებულია შუა საუკუნეების სქოლასტიკა და რენესანსი.
პეტრარკას შემოქმედება გაჟღენთილია საუკუნო სახელის მოხვეჭისადმი მისწრაფებით.
მისი ერთ-ერთი გამორჩეული თხზულებაა ისტორიული პოემა „აფრიკა“ სადაც
აღწერილია სციპიონ აფრიკელის გმირობა მეორე პუნიკურ ომში, ამ პოემისთვის მას
სენატმა დაფნის გვირგვინი დაადგა. „სახელოვან მამაკაცებში“ის გვაძლევს 21 ცნობილი
რომაელის ბიოგრაფიას რომულუსიდან ცეზარამდე, სადაც უკვე შეიმჩნევა კრიტიკის
ელემენტები, რაც სიახლეა შუა საუკუნეების ისტორიისთის. პეტრარკამ ლუდოვიკო
ტარანტელისთვის შეადგინა წერილი-ტრაქტატი, რომელიც სახელმწიფოს მართვას ეხება,
რამაც მას დიდი პოპულარობა მოუტანა ისევე, როგორ ახალმა წერილმა იმპერატორ კარლ
მე-4 სამდი მოწოდებით ეხსნა იტალია. პეტრარკამ შეადგინა წერილი ტრაქტატი
„სახელმწიფოს საუკეთესო მართვის შესახებ“. ის იყო კლასიკური ლათინურის კარგი
მცოდნე, უდიდესი თაყვანისმცემელი ბერძნული ფილოსოფიური პანთეონისა,
რომელსაც ის ლათინური თარგმანებით გაეცნო. პეტრარრკას დაწყებულმა საქმემ მალე
პოვა გამოძახილი და მას გამოუჩნდნენ მიმდევრები. მათ შორის იყო ჯოვანი ბოკაჩო.

ჯოვანი ბოკაჩო- ის იყო ფლორენციის რესპუბლიკის ერთ-ერთი ცნობილი დიპლომატი.


1350 წელს ელჩად გაგაზავნეს რავენაში, შემდეგ კი პაპის კარზე ავინიონში. მისი
თაოსნობით დაარსდა ბერძნული ენისა და ლიტერატურის კათედრა. მისი
მოღვაწეობიდან განსკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა დანტეს „კომედიის“
კომენტარებს, რითიც საფუძველი ჩაუყარა დანტელოგიას. მას ეკუთვნის ასევე
ისტორიული თვალსაზრისით საყურაღებო ნაშრომი „Vita Dante”, რომელიც იტალიურ
ენაზეა დაწერილი. მან დაწერა ასევე „ფრანჩესკო პეტრარკას ცხოვრებასა და ადათ-
წესებზე. ავტობიოგრაფიული მასალითაა სავსე მის ტრაქტატი „წარმართული ღმერთების
გენეალოგია“. მისი დაინტერესება ისტორიული გეოგრაფიით კარგად ჩანს შემდეგ
ნაშრომებში „კანარის კუნძულებზე“, „მთების ზღვების, მდინარეების, ტბების
სახელწოდებებზე“. ბოკაჩოს განსაკუთრებული დიდება მოუტანა „დეკამერონიამ“,
რომელიც ბერძნულია და „ათდღიურს“ ნიშნავს. ის იწყება სიკვდილის ზეიმის საშინელი
და ამავე დროს დიდებული სურათის აღწერით ფლორენნციაში 1348 წელს. ამ ნაშრომს
შემდგომში ბევრი მიმბაძველი გამოუჩნდა. ბოკაჩო ჰუმანისტებიდან პირველი იყო,
რომელიც სრულყოფილად დაეუფლა ბერძნულ ენას და ორიგინალურად წაიკითხა
ჰომეროსი. მან ლათინურად თარგმნა „ილიადა“ და „ოდისეა“ და ევროპაში პირველი
ელინისტი გახდა.

4. გერმანული ჰუმანიზმი
როგორც ცნობილია, ადრეული პერიოდის მკვლევართა დიდი ნაწილის ნაშრომებში
სიტყვა ჰუმანიზმი წარმოდგენილი ჰქონდათ როგორც ანტირელიგიური ფილოსოფია,
რომელიც ხაზს უსვამდა ადამიანის ღირსებას, ღმერთთან ყოველგვარი მიმართების
გარეშე. ასე, რომ, ჰუმანიზმს ჰქონდა სრულიად სეკულარული, სავარაუდოდ, ათეისტური
მნიშვნელობა. თუმცა XVI საუკუნეში სიტყვა ჰუმანიზმს სრულიად განსხვავებული
მნიშვნელობა ჰქონდა. XIV, XV, XVI საუკუნის ჰუმანისტები იყვნენ გამოკვეთილად
რელიგიურები, რომლებიც უფრო ეკლესიის განახლებისათვის იბრძოდნენ, ვიდრე მისი
გაუქმებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ტერმინი ჰუმანიზმი თვით რენესანსის ეპოქაში
არ გამოიყენებოდა, თუმცა ჩვენ ხშირად ვხვდებით იტალიურ სიტყვას უმანისტა. ეს
ტერმინი აღნიშნავდა უნივერსიტეტის სწავლებას studia humanitatis, ან კიდევ
ლიბერალური ხელოვნების, გრამატიკის, პოეზიის და რიტორიკის მასწავლებელს.
ჰუმანიზმი არ არის მოძღვრება, ის უფრო ცხოვრების წესია, ან ყოფა. ის არ გამორიცხავს
არც ერთ თეორიას, რომელიც აზროვნების ცენტრში აყენებს ადამიანს და არა
აბსტრაქტულ აზრებს. ადამიანი თავისი ყოფითა და არსებით, მისი ადგილი სამყაროში,
მისი დანიშნულება - ეს არის ჰუმანისტური აზროვნების ძირითადი კითხვები.
ჰუმანიზმი არ არის ქრისტიანობას დაპირისპირებული მოძღვრება. გერმანული
ჰუმანიზმის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს იტალიელმა
ჰუმანისტებმა. ერთი მხრივ, თვითონ გერმანელი ჰუმანისტები სწავლობდნენ იტალიაში
და უკან დაბრუნებისას თან მიჰქონდათ იტალიური რენესანსის სული. ამის ბრწყინვალე
მაგალითია ქრისტოფერ შროურლი. სანამ ახლად დაარსებულ ვიტენბერგის
უნივერსიტეტში დაბრუნდებოდა, ის სწავლობდა ბოლონიის უნივერსიტეტში. მეორე
მხრივ, იტალიელი ჰუმანისტები ხელნაწერთა საგროვებლად სახლდებოდნენ
გერმანიაში. ერთ-ერთი 70 იტალიელი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობდა, იყო ენეა
სილვიო პიკოლომინი (მოგვიანებით პაპი პიუს II). გერმანელი ჰუმანიტები, ძირითადად,
ინტელიგენციის წრიდან გამოდიოდნენ. XV საუკუნის მეორე ნახევრიდან ჰუმანიზმმა
გერმანიაში ორიგინალური, იტალიური ჰუმანიზმისაგან განსხვავებული სახე მიიღო.
გერმანულ ჰუმანიზმს აშკარად გამოხატული ანტიკათოლიკური ხასიათი ჰქონდა, წინ
იყო წამოწეული პატრიოტული მოტივები და ქვეყნის გაერთიანების იდეა. ასევე,
განსხვავდებით იტალიელი ჰუმანისტებისაგან, რომლებიც განსაკუთრებულად
ზრუნავდნენ მხატვრული ლიტერატურის განვითარებაზე, გერმანელი ჰუმანისტები
განსაკუთრებულ ყურადღებას ძველი ენების შესწავლას უთმობდნენ. გერმანიაში
ჰუმანიზმმა აშკარად ნაციონალურ-პატრიოტული ელფერი მიიღო. გერმანელი
ჰუმანისტები დიდ ინტერესს იჩენენ გერმანელი ხალხის წარსულის მიმართ, ასევე
მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა სატირამ. გერმანული ჰუმანიზმის განვითარებაში
განსაკუთრებული როლი შეასრულა წიგნის ბეჭდვის გამოგონებამ. XVI საუკუნის
დამდეგისათვის ქვეყანაში არსებულ წიგნის ბეჭდვის ცენტრებში, ძირითადად, სწორედ
ჰუმანისტების ნაშრომები იბეჭდებოდა და ვრცელდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
გერმანული ჰუმანისტური მოძრაობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული
უნივერსიტეტებთან და სხვა სამეცნიერო სკოლებთან. განსაკუთრებული როლი
ევროპული ჰუმანიზმის განვითარებაში შეასრულა სამმა ოპიროვნებამ: ერაზმ
როტერდამელმა, იოჰან როიხლინმა და ულრიხ ფონ ჰუტენმა.
ერაზმ როტერდამელი (1466-1536) ცნობილია ორი ლათინური ფსევდონიმით:
დეზიდერიუსი და ერაზმუსი. დაბადების ადგილის მიხედვით (ჰოლანდიის ქალაქი
როტერდამი), მას როტერდამელს უწოდებენ. ემაუსის მონასტერში აღიკვეცა ბერად,.აქ მან
შეიძინა დიდი ცოდნა და გაითქვა სახელი, როგორც შესანიშნავმა მკვლევარმა,
ფილოლოგმა, ძველი ენების მცოდნემ. ერაზმი თავის თავს არც ერთ ეროვნებას
მიაკუთვნებდა. ამ მხრივ ის კოსმოპოლიტი იყო, წერდა მხოლოდ ლათინურ ენაზე.
თვითონ ერაზმი ამბობდა, რომ მისთვის ბერძნულად და ლათინურად წერა გაცილებით
ადვილი იყო, ვიდრე გერმანულად აზრების გამოთქმა. ერაზმი წერდა გამოკვლევებს
ძველი ლათინური და ბერძნული ენების შესახებ, გამოაქვეყნა ფილოლოგიური ხასიათის
რამდენიმე გამოკვლევა, რომელთაც თავის დროზე ძალიან მნიშვნელოვანი როლი
შეასრულეს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს „Proverbia“ - ოთხასამდე ანდაზა
(კომენტარებით), ამოკრებილი ძველი თხზულებებიდან. ერაზმმა გამოსცა სახარების
ბერძნული ტექსტი ლათინური თარგმანით, რომლის ენაც უახლოვდებოდა კლასიკურ
ავტორთა ენას. ამ გამოცემას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ერაზმმა უჩვენა
განათლებულ საზოგადოებას, როგორი იყო ჭეშმარიტი სახარება და როგორ დაშორდა
ეკლესია ქრისტიანობის პირველწყაროს. რაზმის იდეებმა დიდი ბიძგი მისცა გერმანულ
რეფორმაციას. ერაზმის კალამს ეკუთვნის სატირული თხზულებაც - „სისულელის
ხოტბა“, რომელიც შემთხვევით შემოგვრჩა.

იოჰან როიხლინი (1455-1522) მრავალმხრივ განათლებული მეცნიერი იყო, ის ფლობდა


იურისპრუდენციას, ისტორიას, ბუნებისმეტყველებას და მედიცინას. იოჰან როიხლინს
დაწერილი აქვს ისტორიული ქრონიკა გერმანულ ენაზე, რომელიც წარმოადგენს პირველ
ისტორიულ თხრობას გერმანელ ჰუმანისტებს შორის. ყველა დანარჩენი მისი თხზულება
დაწერილია ლათინურ ენაზე. კლასიკური ავტორების შესწავლის საფუძველზე, მან
შეადგინა მოკლე ლექსიკონი, რომელიც მისსავე სიცოცხლეში 25-ჯერ გამოიცა. იგი
იკვლევდა ბერძნულ ენასაც, თარგმნა ბერძნული თხზულებები. როიხლინი
განსაკუთრებით ცნობილია როგორც ძველი ებრაული ენის სპეციალისტი - ჰებრაისტიკის
ფუძემდებელი. მან დაწერა სახელმძღვანელო ძველი ებრაული ენის შესასწავლად, ამავე
დროს, ყურადღებით შეისწავლა შუა საუკუნეების ებრაული მისტიკური ფილოსოფია -
კაბალა და მიუძღვნა მას ორი თხზულება. როიხლინმა გაილაშქრა ებრაული წიგნების
დაწვის წინააღმდეგ. ამის საპასუხოდ, 1511 წელს პფეფენკორნმა გამოაქვეყნა მკვეთრი
პამფლეტი როიხლინის წინააღმდეგ -„ხელის სარკე“. ის ბრალს სდებდა როიხლინს
უვიცობასა და მიკერძოებაში. ამის საპასუხოდ როიხლინმა დაწერა პამფლეტი „თვალის
სარკე“, რომელშიც გამოხატა თავისი მოსაზრება ებრაული წიგნების შესახებ. დაწყო
ბრძოლა ორ მიმდინარეობას შორის. ორივეს მაშინვე გამოუჩდნენ მიმდევრები:
პფეფენკორნს - სქოლასტიკოსები, დომენიკელი ბერები, როიხლინს - ერაზმ
როტერდამელი, ულრიხ ფონ ჰუტენი და სხვა ცნობილი ჰუმანისტები. ეს პოლემიკა
ისტორიაში შევიდა „როიხლინის დავის“ სახელით. ორივე მხარემ მიმართა იმპერატორს.
1513 წელს იმპერატორმა გამოსცა ბრძანება პოლემიკის შეწყვეტის შესახებ. შემდეგ
მიმართეს პაპს. 1516 წელს პაპმაც იგივე ბრძანება გამოსცა. მიუხედავად ამისა, დავა
როიხლინის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის გაგრძელდა. ამ პროცესში დაიწერა
რამდენიმე საპოლემიკო თხზულება, რომელთა შორის აღსანიშნავია ჰუმანისტთა
ჯგუფის მიერ დაწერილი ბრწყინვალე სატირა ორაზროვანი სათაურით „ბნელი, ანუ
უცნობი ადამიანების წერილები. თხზულება წარმოადგენდა წერილების კრებულს. ამ
წერილებმა სასიკვდილო ლახვარი ჩასცა სქოლასტიკოსებს.

ულრიხ ფონ ჰუტენი- თავისი ნების წინააღმდეგ, ჰუტენი მიებარა მონასტერში, თუმცა ის
არ შემდგარა ბერად. ის მიებარა მონასტერს იმისათვის, რომ შეჩვეოდა ბერულ ცხოვრებას.
აქ მან შეიძინა საკმაოდ დიდი ცოდნა. 1505 წელს ჰუტენი გაიქცა მონასტრიდან, რომელიც
თავიდანვე სძულდა. პირველი თხზულება, რომელიც ჰუტენმა დაწერა ერფურტში, მან
მიუძღვნა ძველ სწავლულებს, რომელთაც უყვარდათ მხოლოდ ტიტულები და ნამდვილ
ცოდნას არაფრად აგდებდნენ. გერმანიაში დაბრუნებული ჰუტენი აქტიურად ჩაება
საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გახდა ერთ-ერთი ავტორი „ბნელი ადამიანების
წერილებისა“, ამას გარდა, გამოსცა თხზულება „როიხლინის ტრიუმფი“, რომელშიც
როიხლინი გამოიყვანა გამარჯვებულად სქოლასტიკოსებთან ბრძოლაში. ჰუტენი წერდა
ლათინურად - სხარტად, ლამაზად. 1517 წელს მან, როგორც პოეტმა, და მწერალმა,
დაიმსახურა უმაღლესი ჯილდო - დაფნის გვირგვინი. ჰუტენი ერთხანს მსახურობდა
მაინცის არქიეპისკოპოსის ალბერტის კარზე. აქ მას შესაძლებლობა ჰქონდა, რამდენიმე
თხზულება დაეწერა. ერთ-ერთი მათგანია თავისი მფარველის ხოტბა. პირველად
სტამბური წესით 78 გამოაქვეყნა ლორენცო ვალას თხზულება „კონსტანტინეს ცრუ
ნაბოძვარის შესახებ“, რომელსაც დაურთო თავის მიერ დაწერილი შესავალი.
ლიტერატურული თხზულების ფორმა, რომელსაც ჰუტენი მიმართავს, არის დიალოგი.
ჰუტენი პირველ ეტაპზე დიდ იმედებს ამყარებდა მარტინ ლუთერზე, მაგრამ როდესაც
დაინახა, რომ ლუთერს არ სურდა გერმანელი ერის რევოლუციური გარდაქმნა, მან
თვითონ მიიღო მონაწილეობა რაინდების აჯანყებაში. აჯანყების დამარცხების შემდეგ
ჰუტენი გაიქცა შვეიცარიაში - ციურიხში, სადაც ის შეიკედლა ცნობილმა რეფორმატორმა
ჰულდრაიხ ცვინგლმა. ჰუტენი გარდაიცვალა 1523 წელს შვეიცარიაში.

გერმანული რეფორმაცია, მარტინ ლუთერი- გერმანური რევოლუციის


სულისჩამდგმელი და ფუძემდებელი იყო მარტინ ლუთერი,რომელიც პირველი
გამოვიდა საეკლესიო რეფორმის მოთხოვნით, სანამ მის რეფორმებზე ვისაუბრებთ,
საჭიროდ ვთვლი ორიოდე სიტყვა ვთქვათ მის ცხოვრებაზე: ის დაიბადა 1483 წლის 10
ნოემბერს საქსონიის ქალაქ აისლებენში. თავდაპირველად სწავლობდა მაგდებურგის,
შემდეგ კი აიზენახის ლათინურ სკოლაში, მოგვიანებით ერფურტის უნივერსიტეტში,
რომლის დამთავრების შემდეგაც ის ბერად შედგა ერფრუტის ავგუსტინელთა
მონასტერში. უპირველესი, რამაც მას ბერად შედგომა გადააწყვეტინა, ეს იყო მისი
დაინტერესება თეოლოგიით და ასევე რამდენიმე შემთხვევა, რომელმაც
განსაკუთრებით დააფიქრა ის ამქვეყნიურ ყოფაზე. ეს იყო მისი მეგობრის ტრაგიკული
სიკვდილი და ამბავი, რომელიც მას გადახდა, როდესაც მანსფელდიდან ერფურტში
ბრუნდებოდა. ლუთერი გზაში ჭექა-ქუხილში მოყვა და ძლივს გადარჩა; როგორც
თვითონვე იგონებს მან იქვე მიიღო გადაწყვეტილება, ბერად შემდგარიყო.
ავგუსტინთა ორდენი გამოირჩეოდა მკაცრი ასკეტიზმით. ეს შეესაბამებოდა ლუთერის
იმდროინდელ სულისკვეთებას. ის იყო ღრმად მორწმუნე და სტანჯავდა აზრები
სულის წარწყმედის შესახებ. ამიტომაც, როგორც იმდროინდელი ასკეტები
ასწავლიდნენ, ის მკაცრად ეკიდებოდა ბერულ ცხოვრებას. ბევრს მარხულობდა,
უძილო ღამეებს ატარებდა ლოცვებში, დროდადრო იგვემავდა სხეულს. ბოლოს,
პავლე მოციქულის ეპისტოლეებისა და ნეტარი ავგუსტინეს თხზულებათა კითხვის
საფუძველზე, 80 ლუთერი მივიდა დასკვნამდე, რომ სულის ხსნა შეიძლება მხოლოდ
და მხოლოდ ჭეშმარიტი რწმენით. მოძღვრება რწმენით დახსნის შესახებ გახდა
ლუთერის მოძღვრების ერთ-ერთი დედააზრი.

ლუთერის პირველი გამოსვლა კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ 1517 წელს


მოხდა. ამ დროს რომში აშენებდნენ წმინდა პეტრეს ტაძარს. პაპმა ლეო X ძალიან
ფართოდ დაიწყო ინდულგენციებით ვაჭრობა სახსრების შესაგროვებლად.
ინდულგენციის მთავარი მომხმარებელი იყო გერმანია. აქ მათ გასასაღებლად
გამოიგზავნა ბერი ტეტცელი, რომელიც ამ ვაჭრობას ცინიკურად აწარმოებდა. ის
აცხადებდა, რომ პაპი წმინდაა, როგორც წმინდა პეტრე, რადგანაც მან უფრო მეტ
ცოდვილს შეუნდო, ვიდრე წმინდა პეტრემ. ის ვაჭრობდა ინდულგენციებით,
რომლითაც შეიძლებოდა მომავალი ცოდვების გამოსყიდვა. ამან ლუთერის
აღშფოთება გამოიწვია. იმავე წლის 31 ოქტომბერს ვიტენბერგის ტაძრის კარებზე
ლუთერმა გააკრა თავისი თხზულება ინდულგენციების წინააღმდეგ - „95 თეზისი“.
თეზისებში ლუთერმა ჩამოაყალიბა თავისი მოძღვრების ძირითადი დებულებები:
სულის დახსნა შეიძლება მხოლოდ ჭეშმარიტი რწმენით და საჭიროა უარყოფა
ყველაფერი იმისა, რაც ეწინააღმდეგება საღვთო წერილს, მათ შორის -
ინდულგენციების ვაჭრობისაც. პაპობა ამტკიცებდა, რომ, გარდა საღვთო წერილისა,
უმაღლესი ხელისუფლებას, ავტორიტეტს წარმოადგენდა საეკლესიო ტრადიციაც.
ლუთერი ამას უარყოფდა. ლუთერის უნებურად, ეს თხზულება სამი კვირის
მანძილზე მთელ გერმანიაში გავრცელდა და ის პოპულარულ ფიგურად აქცია. ამან
ეკლესიის აღშფოთება გამოიწვია. მას მოსპობდნენ, რომ არ ჰყოლოდა ისეთი ძლიერი
მფარველი, როგორიც იყო ფრიდრიხ ბრძენი, რომელსაც საკუთარი მოსაზრებები
ჰქონდა.ლუთერის აზრის გამოსამჟღავნებლად კათოლიკური ეკლესიის მესვეურები
საბაბს ეძებდნენ. 1519 წელს მოეწყო ლაიპციგის დისპუტი. ის მოაწყო ცნობილმა
ღვთისმეტყველმა იოჰან ეკმა, რომელმაც დისპუტზე მოიწვია კარლშტატი, ლუთერის
მიმდევარი. ლუთერი გამოცხადდა დისპუტზე და მიიღო მასში მონაწილეობა.
დისპუტი ორი დღე გრძელდებოდა. დასაწყისში ლუთერმა განაცხადა, რომ ის არის
ეკლესიის და პაპის ერთგული. მაგრამ შემდეგ მოხერხებულად დასმული კითხვებით
ეკმა გამოამჟღავნა მისი დამოუკიდებელი აზრები, რომ საჭირო იყო ეკლესიის
რეფორმა, საჭირო არ არის, ეკლესიას მეთაურობდეს პაპი, რადგანაც მას მეთაურობს
ქრისტე, რომ შეცდომა იყო იან ჰუსის დაწვა, როგორც მწვალებლისა. ამ ნოტზე ეკმა
შეწყვიტა დისპუტი, რადგანაც მიიღო საჭირო პასუხი. ფაქტობრივად, პაპის ბულა 95
თეზისის წინააღმდეგ მიმართულ ოფიციალურ ბრალდებას წარმოადგენდა. ლუთერს
ეკლესიიდან განკვეთა და ერიტიკოსის სახელი ემუქრებოდა. რეფორმატორის
ნაშრომები და წიგნები რომში, კელნში და სხვა ქალაქებში ხმარებიდან ამოიღეს და
დაწვეს. მარტინს პოზიციის შესაცვლელად ეკლესიამ 16 დღე მისცა. პაპის ამ ბრძანებას
ლუთერმა „ანტიქრისტეს საზიზღარი ბულა“ უწოდა. დაპირისპირება მასსა და რომის
პაპს შორის უფრო გაღვივდა. 1521 წელს გერმანიის ქალაქ ვორმსში ლუთერი საერო
სასამართლოზე გამოიძახეს. სასამართლოს სხდომას თავად გერმანიის იმპერატორი
კარლ V ხელმძღვანელობდა, თუმცა მთავარი ბრალმდებელი რომის კათოლიკური
ეკლესია იყო. სასამართლოზე ლუთერს მოსთხოვეს, უარი ეთქვა თავის მოძღვრებაზე
და საჯაროდ ეღიარებინა, რომ მისი ნაშრომები ცილისწამებას წარმოადგენდა. 1521
წლის მაისში ლუთერი ერეტიკოსად გამოაცხადეს. ამიერიდან ნებისმიერ ქრისტიანს
შეეძლო მისი მოკვლა. პაპის ბრძანებაში ნათქვამი იყო, რომ ლუთერის სწავლება
სიბინძურეს წარმოადგენდა და იგი იკრძალებოდა მთელი იმპერიის მასშტაბით.
იკრძალებოდა ლუთერის წიგნების კითხვა, ბეჭდვა და გავრცელება. გარდა ამისა,
იმპერიის მცხოვრებელთ ეკრძალებოდათ ნებისმიერი დახმარების გაწევა
ერეტიკოსისთვის. მაგრამ პაპის ბრძანება უმოქმედო აღმოჩნდა. ლუთერის სწავლებამ
და საზოგადოების მიერ მისი რეფორმატორული იდეებისადმი სიმპათიამ, მარტინს
საქსონიის ტერიტორიაზე მოღვაწეობის შეუზღუდავი საშუალება მისცა. ლუთერის
საქმიანობას ხელს საქსონიის მმართველი ფრიდრიხიც უწყობდა, რომელიც მარტინის
დიდი მხარდამჭერი იყო. დროთა განმავლობაში ლუთერის სწავლება მთელ გერმანიას
მოედო, რამაც გერმანიის ტერიტორიაზე პაპის ძალაუფლება მინიმუმამდე დაიყვანა.

აღსანიშნავია, რომ ლუთერმა ბიბლია თარგმნა გერმანულ ენაზე, რაც მეტად


მნიშვნელოვანი აღმოჩნდა როგორც გერმანული რეფორმაციის შემდგომი
განვითარებისთვის, ასევე მან განსაკუთრებული როლი შეასრულა გერმანული
სალიტერატურო ენის განვითარებაში. ბიბლიის თარგმნა უმნიშვნელოვანესი
მოვლენა იყო. ბიბლიის სრული თუ არასრული თარგმანები მანამდეც არსებობდა,
მაგრამ ისინი უბრალო ხალხისთვის გასაგები გერმანულით არ იყო დაწერილი.
ლუთერის მიერ თარგმნილმა ბიბლიამ, რომელიც ხალხურ, ცოცხალ გერმანულ ენაზე
იყო შესრულებული, ყველას მისცა საშუალება, ზიარებოდა წმინდა წერილის ტექსტს,
რაც უბრალო მორწმუნე გერმანელისთვის მიუწვდომელი იყო, ლათინური ენის
არცოდნის გამო. სიტყვამ, როგორც ქმედითმა სულიერმა ძალამ, თავისი ადგილი
დაიბრუნა ღვთისმსახურებაში. ღვთისმსახურება, რომელიც აქამდე მრევლისათვის
გაუგებარ ლათინურ ენაზე ტარდებოდა, ვერ შთააგონებდა მრევლს. ლუთერმა
უპირატესობა მშობლიურ ენაზე ქადაგებას მიანიჭა. მთავარი გახდა არა ზიარების
რიტუალი, რომელიც უფრო მეტად გარეგნული ქმედება იყო, ვიდრე შინაგანი, არამედ
ქადაგების მოსმენა, რომელიც აღავსებს მორწმუნე ადამიანს ღვთის სიტყვით და
სულიერად აამაღლებს.
ლუთერის მომხრე კარლშტატმა დაიწყო ზიარება ყველა მორწმუნე ადამიანისა
პურითა და ღვინით, რაც კათოლიკური ეკლესიის წესების თანახმად, დასაშვები იყო
მხოლოდ სასულიერო პირთათვის. ეკლესიაში შეიქმნა საერთო სალარო და
შემოწირულობათა გადანაწილება უმწეოთათვის გადავიდა ეკლესიიდან საერო პირთა
- მაგისტრებისა და უხუცესების ხელში. ასევე დაიწყეს ხატების გატანა ეკლესიიდან.
თუმცა ამ პერიოდიდანვე დაპირისპირება წარმოიშვა არა მხოლოდ კათოლიკურ
ეკლესიასა და რეფორმატორებს შორის, არამედ თვით რეფორმატორთა წრეებშიც
გაჩნდა იდეური უთანხმოება და სხვადასხვა მიმდინარეობანი. განსაკუთებით
გამოირჩეოდნენ ანაბაპტისტები. ანაბაპტისტები მათ ეწოდათ იმის გამო, რომ
ითხოვდნენ ხელახლა ნათლობას იმ ადამიანებისა, რომლებიც ჩვილ ასაკში
მოინათლნენ და, მათი აზრით, ვერ ჩასწვდნენ ნათლობის ჭეშმარიტებას.
ანაბაპტისტები, უმთავრესად, ხელოსნებისა და ქარგლებისაგან შედგებოდნენ და
არსებობდნენ გერმანიის სხვადსხვა ოლქში (საქსონიაში, ფრანკონიაში, შვაბიაში ...).
რადიკალური ანაბაპტისტების სექტა არსებობდა ცვიკაუში, საიდანაც მათი ნაწილი
გადასახლდა ვიტენბერგში. ცვიკაუდან ვიტენბერგში გადმოსახლებული სექტანტებს,
რომლებიც თავიანთ თავს „ცვიკაუს მოციქულებს“ უწოდებდნენ, ახასიათებდათ
უკიდურესი რადიკალიზმი. ისინი მოითხოვდნენ სრულ თავისუფლებას რელიგიის
საკითხში. ისინი თვლიდნენ, რომ საღვთო წერილი არის ავტორიტეტი, რომელიც
წარმოადგენს ზეშთაგონებას. მაგრამ უფრო მაღლა აყენებდნენ შინაგან შთაგონებას,
რომელსაც იღებდა მორწმუნე ადამიანი უშუალოდ სული წმინდისაგან. მათ სწამდათ
საყოველთაო მღვდლობა. ამრიგად, ისინი უარყოფდნენ სასულიერო წოდების
უპირატესობას, უარყოფდნენ ბავშვების ნათლობას. მონათვლა უნდა მომხდარიყო
სრული შემეცნებით, ზრდასრულ ასაკში. ხატების თაყვანისცემას ისინი უწოდებდნენ
კერპთაყვანისცემას, მათი მოთხოვნით, ვიტენბერგის ეკლესიიდან გაიტანეს ხატები.
ვიტენბერგში მიმდინარე ამ პროცესების გამო აღშფოთებული ლუთერი 1522 წელს
დაბრუნდა ვიტენბერგში. ის თავის ქადაგებებში მოუწოდებდა ქალაქისა და მთავართა
ხელისუფლებისადმი მორჩილებისაკენ.

ლუთერი აღიარებდა ყველა ქრისტიანის თანასწორობის იდეას და ღმერთის წინაშე


არც ერთი საქმიანობა თუ თანამდებობა არ იყო გამორჩეული.

ლუთერის მოძღვრების თანახმად, ადამიანს შეუძლია სულის დახსნა მხოლოდ


რწმენით (sola fide) და არა კეთილი საქმეებით. ლუთერის აზრით, მიუხედავად იმისა,
რომ ადამიანს შეუძლია სიკეთის კეთება და ზნეობრივი ცხოვრება, მას არ შეუძლია
სულის ხსნა საკუთარი დამსახურებით, ზნეობრივი ცხოვრებით და სიკეთის კეთებით.
ეს შესაძლებელია მხოლოდ იესო ქრისტეს 83 გამომსყიდველი მსხვერპლისადმი
რწმენით. შეუძლებელია საკუთარი ძალისხმევით, თუნდაც ყველაზე კეთილი
საქმეებით, ღვთის მადლი დაიმსახურო; ეს მხოლოდ ღმერთზეა დამოკიდებული.
ქრისტე არის ერთადერთი შუამავალი ღმერთსა და ადამიანებს შორის. ეს თეზისი იყო
მარტინ ლუთერის და სხვა რეფორმატორების ცენტრალური თეოლოგიური საკითხი.
მხოლოდ მადლით (sola gratia) ცხოვნდება ადამიანი და არა საკუთარი ქმედებებით;
სულის ხსნას ვიღებთ როგორც ღმერთის მადლს, როგორც დაუმსახურებელ წყალობას
და არა ისე, თითქოს ცოდვილმა დაიმსახურა ის. ანუ სულის ხსნა არის ღმერთის მიერ
მონიჭებული დაუმსახურებელი საჩუქარი, გადმოცემული ადამიანებისთვის იესო
ქრისტეს დამსახურებით. ამდენად, ინდულგენციები და ნებისმიერი სხვა, უფრო
სულიერი პრაქტიკაც სასუფეველს ვერ მოგვაპოვებინებს. სრულიად ზედმეტია
რთული და მდიდრული ღვთისმსახურება. ეკლესიაში არსებული 7
საიდუმლოებიდან ლუთერმა დატოვა მხოლოდ ორი: ნათლობა და ზიარება. მხოლოდ
წმინდა წერილი (sola scriptura): უმაღლესი ავტორიტეტი რწმენის საკითხში არის
საღვთო წერილი. არ უნდა დავემყაროთ საეკლესიო ტრადიციებს (პაპის
დეკრეტალიები, საეკლესიო კრებების დადგენილებები), თუ პაპი ეწინააღმდეგება
საღვთო წერილს, მას არ უნდა დავემორჩილოთ. ბიბლია წარმოადგენს საეკლესიო
სწავლების ერთადერთ წყაროს, ამიტომ ის ითარგმნა ნაციონალურ ენებზე, მისი
შესწავლა და პრინციპების ცხოვრებაში გატარება ქრისტიანის მთავარი ამოცანაა.

კალვინიზმი- პროტესტანტული რელიგია, რომელიც შექმნა ჟან კალვინმა. კალვინიზმი


წარმოიშვა 1530-იან წლებში ჟენევაში. გავრცელებულია შვეიცარიასა და
ნიდერლანდებში, ასევე ნაწილობრივ ბრიტანეთში, საფრანგეთში, აშშ-ში, კანადაში,
ავსტრალიასა და სამხრეთ კორეაში. კალვინისტების რაოდენობა დაახლოებით 35
მილიონია. კალვინიზმის რამდენიმე მიმართულება არსებობს, რომელთაგან ყველაზე
მეტი მიმდევარი ჰყავს პრესვიტერიანულ და რეფორმისტულ ეკლესიას. კალვინიზმის
თანახმად, რწმენის ერთადერთ წყაროს და უმაღლეს ავტორიტეტს წარმოადგენს ბიბლია.
ჟან კალვინმა ეკლესიაში გააუქმა ყველაფერი, რასაც პირდაპირ არ ითხოვდა ბიბლია.
კალვინიზმს ახასიათებს რაციონალიზმისკენ მიდრეკილება და მისტიციზმის უარყოფა.
ჟან კალვინი მარტინ ლუთერისაგან განსხვავებით მხოლოდ სიმბოლურ შინაარს დებდა
საეკლესიო საიდუმლოებებში ნათლობასა და ზიარებაში. კალვინიზმი გამოდიოდა
კათოლიციზმის წინააღმდეგ, მაგრამ თავად იყენებდა კათოლიციზმის შუასაუკუნეობრივ
კპრინციპებს, შეუწყნარებლობას, უსიტყვო მორჩილების მოთხოვნას. მოგვიანებით
კალვინიზმმა გამოიმუშავა პოლიტიკური პრინციპები და დაუკავშირდა პოლიტიკურ
მოძრაობას, მან მიიღო სახალო, ანტიმონარქიული ხასიათი, დაუახლოვდა რესპუბლიკურ
და კონსტიტუციურ პარტიებს. ქადაგებდა ტირანული ხელისუფლების წინააღმდეგ
ბრძოლას.

კალვინიზმი შვეიცარიიდან გავრცელდა გერმანიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში,


შოტლანდიასა და პოლონეთში. 1650-იანი წლებიდან კალვინიზმი დამკვიდრდა
ბელგიასა და ჰოლანდიაში, სადაც ის ტოტალურად გავრცელდა დიდი ქალაქების დაბალ
ფენებში. კალვინიზმის ცენტრად რჩებოდა ჟენევა. კალვინისტების და ლუთერანების
დაპირისპირებად პიკს მიაღწია გერმანიაში. ლუთერანების აზრით პაპისტები უკეთესები
იყვნენ, ვიდრე კალვინისტები. 1817 წელს პრუსია შეეცადა კალვინისტების და
ლუთერანების შერიგებას. კალვინიზმის საფუძველია ღმერთის უზენაესი ძალაუფლება
ყველაფერში. ლუთერისგან განსხვავებით კალვინი ამტკიცებდა რომ სახელმწიფო
ვალდებულია არამხოლოდ ითანამშრომლოს ეკლესიასთან საზოგადოების მართვის
პროცესში,არამედ დაემორჩილოს მას.

კალვინიზმში მოქმედებს აბსოლუტურის წინასწარგანსაზღვრის ანუ ბედისწერის


დოქტრინა, რომლის თანახმად, ღმერთმა ჯერ კიდევ სამყაროს შექმნამდე განსაზღვრა
ადამიანთა ბედი: ერთ ნაწილს, ე.წ. „რჩეულთ“, ელით იმქვეყნიური ცხოვრება, სამოთხე,
მეორე ნაწილს კი ე.წ. „მისჯილთ“, წაწყმედა, ჯოჯოხეთი. მაგრამ მოძღვრება ბედისწერაზე
არ გულისხმობს ადამიანის პასიურ, ფატალისტურ მორჩილებას ბედისადმი. ჟენევაში
სადაც პირველად გაიმარჯვა კალვინიზმმა, გაუქმდა საეკლესიო იერარქია, უარი თქვეს
ხატებზე, წმ. ნაწილებზე და ყველა საეკლესიო მორთულობაზე; შემცირდა უქმე დღეთა
რიცხვი, აიკრძალა საეკლესიო მუსიკა. კალვინიზმის მიხედვით, ღვთისმსახურება
მდგომარეობს ბიბლიის კითხვაში, ფსალმუნების საერთო გალობაში და ქადაგებაში.
ეკლესიაში საკურთხეველი შეიცვალა უბრალო მაგიდით.

კალვინისტური საეკლესიო ორგანიზაცია ძირითადად განსხვავდება კათოლიკური


ეკლესიის ორგანიზაციისაგან. ის შედგება ავტონომიური
კონგრეგაციებისგან,რრომლებიც იმართება საბჭოების მიერ. საბჭოს წევრები არიან
მორწმუნეთა მიერ არჩეული პასტორი, დიაკონი და უხუცესი.

You might also like