You are on page 1of 3

Მარნის ბრძოლა ( 1914წ) Δ გერმანია- საფრანგეთი; დიდი ბრიტანეთი;

გერმანიის გენშტაბში გადაწყდა – საფრანგეთისთვის რაც შეიძლება მალე მიეყენებინათ ძლიერი


დარტყმა, რომ რუსეთთან უფრო თავისუფლად ეომათ. გერმანიის უფროსმა გრაფმა ალფრედ
ფონ შლიფენის გეგმის თანახმად გერმანელებს ჯარები ბელგიაში უნდა შეეყვანათ და
საფრანგეთისთვის ჩრდილოეთიდან შეეტიათ. გერმანიას კარგად გაწვრთნილი მილიონ-
ნახევრიანი ჯარი და მსოფლიოში საუკეთესო არტილერია ჰყავდა. საფრანგეთის ჯარის
უპირატესობად ითვლებოდა მათი პატრიოტული სულისკვეთება და საბრძოლო ჟინი.
საფრანგეთის სარდლობამ გადაწყვიტა ინიციატივის ხელში აღება და ელზას-ლოთარინგიაზე
შეტევა. ნეიტრალურმა ბელგიამ უარი განაცხადა გერმანიის ჯარების გატარებაზე, რაც
აუცილებელი იყო „შლიფენის გეგმის“ განსახორციელებლად. ამიტომ 4 აგვისტოს გერმანია
შეიჭრა ბელგიაში. გერმანელებმა ბელგიის დედაქალაქი ბრიუსელი დაიკავეს. იმავე დღეს
ფრანგები შევიდნენ ელზასსა და ლოტარინგიაში. გერმანულმა არტილერიამ ფრანგები აიძულა ,
უკან დაეხიათ დიდი დანაკარგებით. ამას მოჰყვა დიდი ბრიტანეთის ჩაბმა ომში . ევროპის სხვა
ქვეყნებისგან განსხვავებით, ბრიტანული არმია მხოლოდ მოხალისეებით იყო
დაკომპლექტებული, ამიტომ იგი შედარებით მცირერიცხოვანი, მაგრამ საკმაოდ კარგად
მომზადებული იყო. ომის დაწყებისთანავე ბრიტანელებმა საფრანგეთში გადასხეს ოთხი
დივიზია. ბრიტანეთის სამხედრო მინისტრმა ლორდმა კიჩენერმა გამოაცხადა მოხალისეთა
ახალი მიღება. მიუხედავად მსურველთა დიდი ოდენობისა, მათ გაწვრთნას დრო დასჭირდა. ამ
ჯარს კიტჩენერის „ახალი ჯარი“ უწოდეს. მარნის ბრძოლაში დამარცხების შედეგად
გერმანელებს ჩაეფუშათ ომის წარმოების საერთო გეგმა, რომელიც ეფუძნებოდა სწრაფ
გამარჯვებას.

სარიყამიშის ბრძოლა (1914-1915წწ)


1914 წლის ნოემბერში გერმანიის მხარეს ომში ჩაერთო ოსმალეთის იმპერია. საქართველო
ფრონტისპირა ქვეყნად იქცა. რუსეთის ჯარების შეტევა წარმატებით დაიწყო სამი
მიმართულებით: არზრუმის, ოლთისისა და ერევნისა. თუმცა მალე თავი იჩინა მოუმზადებლობამ.
ზურგის ნაწილები მოსწყდნენ შეტევაზე გადასულ ჯარებს, რითაც ისარგებლა თურქეთის
სარდლობამ და შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ ძლიერი შეტევა განავითარა. თურქთა მოწინავე
რაზმები ბათუმის სანაპირო რაიონებშიც კი შეიჭრნენ. რუსეთის კავკასიის არმიის სარდლობამ
ბათუმის მიმართულებით შეტევაზე გადმოსული თურქეთის ჯარების შეჩერება შეძლო. თურქეთის
სარდლობამ ერზურუმში დიდ ძალებს მოუყარა თავი. აქ დისლოცირებული თურქეთის მესამე
არმიის სარდლობა თვით სამხედრო მინისტრმა ენვერ-ფაშამ იკისრა. ენვერ-ფაშა ვარაუდობდა
ძლიერი შეტევის დაწყებას სარიყამიშის რაიონში, ხოლო შემდეგ ბათუმის დაკავებას.
სარიყამიშის ბრძოლები 1914 წლის დეკემბერში მიმდინარეობდა. თურქეთის ჯარებმა
წარმატებას ვერ მიაღწიეს. უფრო მეტიც, თავდაცვითი ბრძოლების შემდეგ რუსეთის ჯარები
შეტევაზე გადავიდნენ და თურქეთის მესამე არმია მთლიანად გაანადგურეს. სარიყამიშის
ბრძოლებში თავი ისახელა კორპუსის სარდალმა, გენერალმა ვასილ გაბაშვილმა.
გალიპოლის ბრძოლა (1915წ) Δ გერმანია, ოსმალეთი - ბრიტანეთის იმპერია;
ავსტრალია; ინდოეთი; ნიუფაუნდლენდი; ახალი ზელანდია; საფრანგეთი;

1915 წლის თებერვალში ინგლისურმა საზღვაო ესკადრამ წარუმატებლად სცადა დარდანელის


სრუტეში სამხრეთიდან შეჭრა. ამის შემდეგ დარდანელის სრუტის დასავლეთით მდებარე
გალიპოლის ნახევარკუნძულზე ანტანტის ჯარების (ბრიტანელები, ფრანგები, ავსტრალიელები ,
ახალზელანდიელები) დიდი დესანტი გადასხდა იმის იმედით, რომ წარმატებული სახმელეთო
ოპერაცია გახსნიდა დარდანელის სრუტეს. მაგრამ ოსმალებმა, რომელთაც გერმანელი
გენერალი ლიმან ფონ სანდერსი სარდლობდა, თავგანწირული წინააღმდეგობა გასწიეს. ორივე
მხარეს 130 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა (მათ შორის 80 ათასზე მეტი ოსმალო), დაიჭრა 260
ათასზე მეტი. თითქმის ერთ წელს გაჭიანურებული „გალიპოლის ოპერაცია“ ანტანტისათვის
უსახელოდ დასრულდა: მან ბრძოლის ველიდან გაიყვანა თავისი ძალები. ამდენად , ეს
ოსმალეთის გამარჯვებად იქნა აღქმული. ამ ბრძოლის დროს გმირული მეთაურობით გამოიჩინა
თავი ახალგაზრდა თურქმა ოფიცერმა მუსტაფა ქემალმა, რომელიც მოგვიანებით, 1923 წელს,
თურქეთის პრეზიდენტი გახდა და „ათათურქი“ დაირქვა.

Იპრის ბრძოლა (1915წ) Δ გერმანია- საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია

გერმანელებმა მაინც სცადეს, გაერღვიათ ფრანგების რიგები და 1915 წლის აპრილში ქალაქ
იპრთან შეუტიეს, სადაც პირველად გამოიყენეს მასობრივი განადგურების ქიმიური იარაღი —
ქლორის გაზი. ბრიტანულმა სარდლობამ ბრძოლაში ახალგაზრდა, ცუდად მომზადებული
მოხალისეები გაუშვა, რომლებიც გერმანულმა ტყვიამფრქვევებმა გაანადგურა. გერმანელებმა
ამ ფაქტს „ყრმათა ჟლეტა“ უწოდეს. ბრიტანულმა ჯარმა გაძლო, მაგრამ უდიდესი დანაკარგებით.
იპრის ბრძოლა იყო გერმანელების უკანასკნელი მცდელობა, მოეპოვებინათ სწრაფი
გამარჯვება. ამის შემდეგ გერმანიის არმია თავდაცვაზე გადავიდა და ძალების ნაწილი
აღმოსავლეთის ფრონტზე გადაისროლა. დაიწყო პოზიციური ომი სანგრებში.
ვერდენის ბრძოლა (ვერდენის ხორცსაკეპი) (1916წ)
გერმანიის უმაღლესმა სარდლობამ გადაწყვიტა 1916 წელს მთავარი დარტყმა მიეყენებინა
დასავლეთის ფრონტზე ვერდენის სვერილისათის, რომელიც მთელი საფრანგეთის ფრონტის
დასაყრდენი იყო. ვერდენის გამაგრებული რაიონის 112 კმ. ფრონტს საფრანგეთის რვა დივიზია
იცავდა. გარღვევის უბნის მე-15 კმ-ზე ფრანგული 2 დივიზიის წინააღმდეგ გერმანიამ თავი
მოუყარა6,5 დივიზიას. 21-25 თებერვალს მდინარე მეზის მარჯვენა ნაპირზე გერმანელთა შეტევას
ფრანგებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და გარღვევა არ მოხერხდა. მაშინ გერმანელებმა
მთავარი დარტყმა მდ. მეზის მარცხენა ნაპირზე გადაიტანეს, მაგრამ არც ამას მოჰყოლია
წარმატებები. მათ მხოლოდ 6-7 კმ-ით წაწიეს წინ. ივნისში გერმანელთა ჯარებმა კიდევ ერთხელ
სცადეს ფრონტის გარღვევა, მაგრამ რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის წარმატებებმა და
მოკავშირეთა შეტევამ მდინარე სომაზე აიძულა ისინი 2 სექტემბერს ვერდენთან თავდაცვაზე
გადასულიყვნენ. 24 ოქტომბერს საფრანგეთის ჯარები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და 1917 წ. 20-
26 აგვისტოსათვის ვერდენთან მთლიანად აღადგინეს მდგომარეობა. ვერდენის ოპერაციაში
გერმანელებმა (50 დივიზია) დაკარგეს 600 ათ., ხოლო ფრანგებმა (65 დივიზია) 358 ათასი კაცი.
Იუტლანდიის საზღვაო ბრძოლა (1916წ) გერმანია- დიდი ბრიტანეთი;

გერმანული ფლოტი ინგლისურზე გაცილებით სუსტი იყო, ამიტომ ისინი ერიდებოდნენ ღია
მასშტაბურ ბრძოლებს. საზღვაო ომში გერმანია ძირითადად ინგლისის ტერიტორიული წყლების
დანაღმვით შემოიფარგლა. გერმანული წყალქვეშა ნავები აფერხებდნენ ბრიტანეთის ფლოტს
ინდოეთისა და ატლანტის ოკეანეში.
1916 წელს გერმანულ ფლოტს სათავეში ჩაუდგა ადმირალი რიჰარდ ფონ შპეერი. მან
ბრიტანული ფლოტისთვის ალყის შემორტყმა და განადგურება განიზრახა. ბრიტანელებმა
შეიტყვეს გერმანელთა გეგმის შესახებ და გაცილებით მეტი გემი გაგზავნეს ნორვეგიის
ნაპირებთან, სადაც უნდა შემდგარიყო ეს ოპერაცია. გერმანელებმა ორი ინგლისური კრეისერი
ჩაძირეს, და უკვე გამარჯვებულად მიაჩნდათ თავი. დღის მეორე ნახევარში ინგლისელთა
ფლოტის მეორე ნაწილი გამოჩნდა. გერმანელები დამარცხდნენ. იუტლანდიის საზღვაო
ბრძოლის შემდეგ გერმანულ ფლოტს ჩრდილოეთ ზღვაში საომარი ოპერაციები აღარ
განუხორციელებია. ბრიტანელები ჩრდილოეთის ზღვის ბატონ-პატრონებად დარჩნენ .
Სომის ბრძოლა (1916 წ)
სომის ბრძოლა — ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლა პირველ მსოფლიო ომში, 1916 წლის ზაფხულ-
შემოდგომაზე. ერთ მილიონზე მეტი მოკლულით ეს ასევე ყველაზე სისხლიანი ბრძოლა იყო
ადამიანთა ისტორიაში. მოკავშირეთა ძალებმა გერმანელების ხაზის გარღვევა სცადეს 40 კმ-იან
ფრონტზე მდინარე სომას ჩრდილოეთითა და სამხრეთით ჩრდილოეთ საფრანგეთში. ბრძოლის
მიზანი იყო გერმანული ძალების ვერდენის ბრძოლიდან განდევნა, თუმცა, მისი დასრულებისას
დანაკარგებმა სომთან მნიშვნელოვნად გადააჭარბა ვერდენისას. პირველად ტანკები
ბრიტანელებმა სწორედ სომის ბრძოლაში გამოიყენეს .

You might also like