You are on page 1of 3

კომპიენის ზავი

1918 წლისთვის დასავლეთ ფრონტზე გერმანელებიც, ფრანგებიც


და ინგლისელებიც დასუსტებულები იყვნენ სანგრებში სამწლიანი
ჯდომის შემდეგ. რუსეთის ომიდან გასვლის შემდეგ გერმანელებმა
აღმოსავლეთიდან ძალები დასავლეთ ფრონტზე გადაისროლეს,
რამაც ცოტა ხნის მანძილზე შეამსუბუქა მათი მდგომარეობა, მაგრამ
მოკავშირეებს ხელთ უკეთესი კოზირი ჰქონდათ, ამერიკის ომში
ჩართვა გამოფიტული ინგლისელებისთვის და ფრანგებისთვის
გადამრჩენელი იყო. გერმანულ არმიაში სხვა ყველაფერთან ერთად
საკვები პროდუქტის ნაკლებობაც იყო.მიუხედავად იმისა რომ ამერიკა
ომში 1917 წლის გაზაფხულზე ჩაერთო,ამერიკელებმა აქტიურად
მონაწილეობა ბრძოლებში მხოლოდ 1918 წლის გაზაფხულზე მიიღეს,
რადგან ამერიკული ჯარი სრულიად არ იყო მზად ისეთი ომისთვის
როგორიც დასავლეთ ფრონტზე განვითარდა.სხვა ფრონტებზეც
ინიციატივა ანტანტის ქვეყნებისკენ გადავიდა. ოქტომბერში
მოკავშირეებმა გადალახეს მდინარე პიავა და შეუტიეს ავსტრიელებს,
რის შედეგადაც ეს უკანასკნელნი იძულებულები იყვნენ სწრაფად
დაეხიათ. 3 ნოემბერს ავსტრია-უნგრეთმა კაპიტულაცია
გამოაცხადა.ამის გარდა ახლო აღმოსავლეთშიც ინგლისელებმა
მოიპოვეს მთელი რიგი გამარჯვებები. მათ აიღეს ბაღდადი, შემდეგ
დაიკავეს ბაქო, 1917 წლის ბოლოს იერუსალიმი.გადამწყვეტი
ბრძოლები კი დასავლეთ ფრონტზე ვითარდებოდა. ფრანგებმა
შეუტიეს გერმანელებს შამპანში, შემდეგ ბრიტანელებმა, 8 აგვისტოს,
ამენში. გერმანიის გენერალური შტაბის უფროსმა ლუდენდორფმა ამ
დღეს გერმანიის არმიის შავი დღე უწოდა. სექტემბერში სენ-მიშელთან
ამერიკელებმა შეუტიეს გერმანელებს. რის შემდეგაც ბრიტანელებმა
და ბელგიელებმა შეუტიეს იპრთან, ამერიკელებმა და ფრანგებმა კი
არგონზე. ბრძოლები ძალიან სასტიკი იყო. გერმანელები ყველაფერს
აკეთებდნენ, რათა მოკავშირეებს ყოველი მეტრი მიწისთვის რაც
შეიძლება მეტი სისხლი დაეღვარათ.

ოქტომბრის დასაწყისში ბრიტანელებმა მოახერხეს


ჰინდენბურგის ხაზის გარღვევა. სანგრებში ომი დასრულდა და ისევ
მობილური ომი დაიწყო. გერმანული არმია კარგად იბრძოდა, მაგრამ
გერმანიაში სიტუაცია უფრო და უფრო იძაბებოდა.ამის გარდა
გერმანიაში ჯარისკაცთა კატასტროფული დეფიციტიც დაიწყო. ჯარში
უკვე 16-17 წლის ბიჭებს იწევედნენ. ოქტომბრის ბოლოსთვის ცხადი
იყო რომ გერმანია დამარცხების ზღვარზეა. ლუდენდორფმა
გადაწყვიტა ჯარების გერმანიის დასავლეთ საზღვართან გადაყვანა და
სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება.
სამშვიდობო მოლაპარაკებებს საფუძვლად ვილსონის 14 პუნქტი
ედო, რომელიც ჯერ კიდევ 1918 წლის იანვარში იყო შემუშავებული. ამ
დოკუმენტის თავახმად გერმანიას და ავსტრია-უნგრეთს ომის
მსვლელობისას დაპყრობილი ტერიტორიები უნდა დაეთმოთ,
ავსტრია-უნგრეთის და ოტომანთა იმპერიის ტერიტორიაზე მცხოვრებ
ერებს ეძლეოდათ საკუთარი ეთნიკური სახელმწიფოების
ჩამოყალიბების საშუალება, ხოლო გერმანიას უნდა დაებრუნებინა
საფრანგეთისთვის ელზასი და ლოტარინგია. პოლონეთმა
დამოუკიდებლობა მიიღო.

მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ოქტომბერში დაიწყო, თუმცა


დასავლეთ ფრონტზე ამის შესახებ არაფერი არ იცოდნენ. ვილსონის
14 პუნქტი გერმანიისთვის მისაღები იყო, მაგრამ მოკავშირეთა
სამხედრო მეთაურები არ თანხმდებოდნენ ამაზე, მათ სურდათ
გერმანიისგან სრული კაპიტულაცია. არეულობები დაიწყო გერმანულ
ფლოტზეც და რეზერვულ ჯარებში, რომლებიც ჯარისკაცთა
დებუტატებს ირჩევდნენ, ბოლშევიკური მოდელით.

ავსტრიის კაპიტულაციის შემდეგ გერმანია იზოლაციაში


აღმოჩნდა. ქვეყანაში არეულობა სუფევდა და მძლავრობდა
რევოლუციური მოძრაობა. მემარცხენებმა მოითხოვეს ომის
სასწრაფოდ შეწყვეტა და ბერლინში საყოველთაო გაფიცვა მოაწყვეს.

7 ნოემბერს გერმანელებმა ფოშთან გაგზავნეს


მოსალაპარაკებლად ხალხი. ფოშმა დაუყენა პირობა, რომ
გერმანელებს უნდა სასწრაფოდ დაეტოვებინათ ოკუპირებული
ტერიტორიები და გადფაეცათ მთელი ტექნიკა მოკავშირეებისთვის,
რომლებიც დაიკავებდნენ რეინის დასავლეთ ნაპირს. გერმანელები
იძულებულები იყვნენ დათანხმებოდნენ.

9 ნოემბერს გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობამ მოაწყო


გადატრიაალება კაიზერის ვილჰელმ II-ს წინააღმდეგ, რომელსაც
აიძულეს ტახტზე უარის თქმა და გერმანიის დატოვება.

ნიუ-იორკ თაიმსის 1918 წლის 11 ნოემბრის გამოშვება ომის


დამთავრების ცნობით
11 ნოემბერს დილის 5 საათზე, როდესაც დასავლეთ ფრონტზე
არტილერია ბობოქრობდა, კომპიენის ტყეში რკინიგზის ვაგონში ხელი
მოეწერა ზავს. მიუხედავად ამისა კიდევ 6 საათის მანძილზე ფრონტზე
იღუპებოდნენ ჯარისკაცები. ცეცხლი მხოლოს დილის 11 საათზე
შეწყდა. უკანასკნელ დაღუპულ ჯარისკაცად მიიჩნევა ჯორჯ ლოურენს
პრაისი, კანადელი ჯარისკაცი, რომელიც დაიღუპა 10:58-ზე სნაიპერის
ტყვიისგან. 11 საათზე კი საფრანგეთში და ფლანდრიაში ისეთი სიჩუმე
ჩამოვარდა, როგორიც აქ არ იყო ოთხ წელიწადზე მეტი.

You might also like