You are on page 1of 8

საომარი მოქმედებები I მსოფლიო ომის პერიოდში

მსოფლიო ომის მსვლელობაში გამოყოფენ ორ ძირითად ეტ აპს .


Პირველ, ხანმოკლე ეტაპზე გერმანიის ჯარებმა შეძლეს ბელგიის
გავლით , რაც ამ ქვეყნის ნეიტ რალიტ ეტ ის უხეში დარღვევა იყო ,
საფრანგეთის ტ ერიტ ორიაზ ე შეჭრა . Გერმანიის არმიის ეს წინსვლა
ფრანგულ -ბრიტ ანულმა ძალებმა მდინარე მარნასთან , პარიზ ის
მახლობლად 1914 წლის შემოდგომაზ ე შეაჩერეს . Იმავე წლის აგვისტ ოში
რუსეთის ორი არმია შეიჭრა გერმანიაში (აღმ .პრუსიაში ) მაგრამ უკვე
აგვისტ ოს ბოლოს მისი ერთი არმია გერმანელებმა მთლიანად
გაანადგურეს , მეორე კი განდევნეს .
მის შემდეგ ომის ,,მობილური ” სტ ადია შეიცვალა ხანგრძლივი ,
გაჭიანურებული ,,პოზიციური ომით, განსაკუთრებით დასავლეთის
ფრონტზე. Მოწინააღდმეგეები სანგრებში მაგრდებოდნენ და
არტილერიის საშუალებით ერთმანეთს უტევნდნენ. Ამას სანგრების ომს
უწოდებენ. Სანგრების სიგრძემ ათასობით კილომეტრს მიაღწია ლა-
მანშის სრუტიდან შვეიცარიამდე, მთელ სიგრძეზე გათხარეს სანგრები.

Გერმანიას ევროპაში ერთდროულად ორი ფრონტი ჰქონდა -


დასავლეთით, საფრანგეთის ტერიტორიაზე და აღმოსავლეთით,
რუსეთთან, ძირითადად პოლონეთის ტერიტორიაზე. Გერმანია
წარმატებით იბრძოდა, მაგრამ მისი მოკავშირე ავსტრია-უნგრეთი
რუსეთთან ბრძოლებში მუდმივად მარცხდებოდა.
Გერმანიას სურდა რომ რუსეთისთვის დამატებითი ფრონტი გაეხსნა
ოსმალეთის იმპერიის სახით , რუსეთ -ოსმალეთის ფრონტ ი დააბანდებდა
იმ ძალებს, რომლებიც ევროპის ფორნტებზე შეეძლო გამოეყენებინა
ოსმალეთის ხელში მყოფი შავი ზღვის სრუტეების - ბოსფორისა და
დარდანელის - ჩაკეტვა რუსეთისთვის ეკონომიკური ბლოკადის
ტ ოლფასი იქნებოდა . Როგორც ცნობილია რუსეთის საგარეო ვაჭრობის 60
პროცენტი და მთელი ხორბლის ექსპორტი 1914 წლამდე შავი ზღვის
სრუტეების გავლით ხორციელდებოდა. Შავ ზღვაში ოსმალეთის
ფრონტის გამომწვევ სამხედრო პროვოკაციას - ოდესისა და სხვა
რუსული ნავსადგურების მოულოდნელ დაბომბვას - მოჰყვა რუსეთის
მიერ 1914 წლის 2 ნოემბერს ოსმალეთისთვის ომის გამოცხადება .
აპასუხოდ ოსმალეთმა ჩაუკეტ ა რუსეთს ბოსფორისა და
დარდანელის სრუტეები, მაგრამ რუსებმა ოსმალეთის წინააღმდეგ
სახმელეთო ფრონტზე წარმატებებს მიაღწიეს. 1914 წლის დეკემბერში
მათ სარიყამიშთან დაამარცხეს სამხ.კავკასიისკენ შეტევაზე
გადმოსული ოსმალეთის იმპერია, ხოლო 1915-1916 წლებში დაიკავეს
ანატ ოლიის საკმაო ნაწილი , ქალაქები ერზ ურუმი , ვანი და ტ რაპიზ ონი .
1917 წელს რუსეთის გენშტაბი ამზადებდა შეტევას სტამბოლზე თუმცა ეს
გეგმა ჩაშალა პეტროგრადში მომხდარმა რევოლუციებმა. 1917 წლის
ბოლოდან რუსეთის არმიამ გამოსვლა დაიწყო ოსმალეთის
ოკუპირებული ტ ერიტ ორიებიდან , 1918 წლის განმავლობაში კი კავკასიაც
დატოვა.
1915 წლის თებერვალში ინგლისურმა საზღვაო ესკადრამ
წარუმატებლად სცადა დარდანელის სრუტეში სამხრეთიდან შეჭრა.

Გალიპოლის ბრძოლა (ოპერაცია) იგივე დარდანელის ოპერაცია -


მასშტაბური სამხედრო ოპერაცია გაიმართა უინსტონ ჩერჩილის
ინიციატივით. Ბრძოლაში მონაწილეობდა ანტანტის ქვეყნები,
ძირითადად დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, ოპერაციის მიზანი
იყო კონსტანტინოპოლის ხელში ჩაგდება და რუსეთისთვის საზღვაო
გზების გახსნა. Ოსმალებს გერმანელი გენერალი ლიმან ფონ
სანდერსი სარდლობდა. Ოსმალებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს
ანტანტის ქვეყნებს. Ამ ბრძოლის დროს გმირული მეთაურობით
გამოირჩია თავი ახალგაზრდა თურქმა ოფიცერმა მუსტაფა ქემალმა
(ათათუქრმა) რომელიც მოგვიანებით, 1923 წელს თურქეთის
პრეზიდენტი გახდა.
Ახლო აღმოსავლეთის ფრონტებზე დიდი ბრიტანეთი ისევ
გააქტიურდა 1916 წელს მან აუჯანყა არაბები ოსმალეთს, 1917 წელს
აიღო ბაღდადი და იერუსალიმი, 1918 წელს კი - დამასკო და ბეირუთი.
I მსოფლიო ომის დროს გამოყენებულ იქნა იქამდე არნახული
საბრძოლო საშუალებები. Ქიმიური იარაღი პირველად ბელგიის
ქალაქ იპრთან (1915) ბრძოლის დროს იქნა გამოყენებული, სწორედ
ამიტომ, ამ სახეობას იპრიტი უწოდეს. Გარდა ამისა წყალქვეშა ნავები,
ავიაცია, ტანკები და ა.შ.
Გერმანული ფლოტი ინგლისურზე გაცილებით სუსტი იყო, ამიტომ
ისინი ერიდებოდნენ ღია მასშტაბურ ბრძოლებს. Საზღვაო ომში
გერმანია ძირითადად ინგლისის ტერიტორიული წყლების დანაღმვით
შემოიფარგა. Გერმანული წყალქვეშა ნავები აფერხებდნენ
ბრიტანეთის ფლოტს ინდოეთისა და ატლანტის ოკეანეში. 1915 წლის 7
მაისს მათ ჩაძირეს ამერიკიდან ინგლისში მომავალი ბრიტანული
სამგზავრო გემი ,, ლუზიტანია” რის შედეგადაც დაიღუპა უამრავი
მოქალაქე.
1916 წლის დეკემბერში გერმანელებმა დაიწყეს ტოტალური
წყალქვეშა ომი, ისინი ნეიტრალურ გემებსაც აღარ ინდობდნენ.
1916 წელს განსაკუთრებით დიდი მსხვერპლი მოჰყვა ვარდენის და
სომის ბრძოლებს, ამიტომ ამ ბრძოლას ,,ვერდენის ხორცსაკეპი”
ეწოდა. Გამთანგველმა პოზიციურმა ბრძოლებმა მეომარ
სახელმწიფოებში ,,ომით დაღლილობა” გამოიწვია. Გაჭიანურებული
ომი იწვევდა არმიების დემორალიზაციას. Გახხშირდა
მოწინააღმდეგე არმიების ,,დაძმობილების” შეხვედრები. Ამ წელს
ბრიტანელებმა გამოიგონეს ახალი იარაღი - ტანკი, რომელსაც
შეეძლო ბარიერების მარტივად გარღვევა. Პირველი გამოცდა
ტანკებმა სომაზე ბრძოლისას გაიარეს. Გერმანელებმაც მალევე
გამოუშვეს ტანკების საკუთარი მოდელები.
1916 წლის 31 მაისს - 1 ივნისს დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის
ფლოტების უდიდესო საზღვაო ბრძოლა გაიმართა სკაგერაკის
სრუტეში იუტლანდის ნახევარკუნძულთან. Ერთმანეთს
დაუპირისპირდა ორი ქვეყნის სამხედრო ხომალდები. Ამ ომში
ბრიტანელებს გაცილებით მეტი დანაკარგი ჰქონდა გერმანელებთან
შედარებით, მაგრამ ბრძოლის შემდეგ ბრიტანელები ჩრდ. Ზღვის
ბატონ-პატრონებეად დარჩნენ, მაშინ, როცა გერმანული წყალზედა
ფლოტი ჩაიკეტა თავის ნავსადგურში და ღია ზღვაში ვეღარ უწევდა
მეტოქეობას ბრიტანულ ფლოტს. Წყალქვეშა ომების დროს, გერმანია
შეეცადა შეეჩერებინა ამერიკელთა მიერ ყოველი დახმარების
მცდელობა. Გერმანიის მთავრობა შეეცადა მექსიკის წაქეზებას
ამერიკის წინააღმდეგ, თუმცა გაგზავნილი ,,ციმერმანის დეპეშა”
მოკავშირეებმა ხელში ჩაიგდეს და ამან უფრო გაამძაფრა
ურთიერთობა აშშ-სა და ცენტრალურ სახელმწიფოებს შორის.
Ომმა მოითხოვა უზარმაზარი მატერიალური სახსრები, დიდძალი
ბუნებრივი რესურსები, განსაკუთრებით ნავთობპროდუქტები, რადგან
მექანიზებული სამხედრო ტექნიკა ბენზინზე მუშაობდა, რომელიც
ცენტრალურ სახელმწიფოებს არ ჰყოფნიდათ. Ამიტომაც 1917 წლის
ბოლოს გერმანელებმა ხელში ჩაიგდეს რუმინეთის პლოეშტის
ნავთობსარეწები.
1917 წელს ძალიან ცივი ზამთარი დადგა, სანგრებში გაჩნდა
სხვადასხვა სნეულებები. Საბრძოლო მოქმედებები დროებით
შეჩერდა, რამაც ამოსუნთქვის საშუალება მისცა ორივე მხარეს ამ
გამომფიტველ ომში. Ბრიტანეთში საყოველთაო სამხედრო სამსახური
შემოიღეს. Საფრანგეთში შეიცვალა ომის სარდლობა. Გერმანიის
სარდლობაშიც მოხდა ცვლილება, მხედართმთავრებად დაინიშნენ
რუსებთან ომში წარმატებული გენერლები ჰინდენბურგი და
ლუდენდორფი. Გერმანიამ ფრონტის ხაზი შეკვეცა და განაახლა. Ახალ
ხაზზე აიგო მძლავრი ბეტონის სანგრები და გამაგრებები. Ამ ხაზს
გერმანელებმა ,,ზიგფრიდის ხაზი”, ხოლო მოკავშირეებმა
- ,,ჰინდენბურგის ხაზი” უწოდეს.
Ომში გერმანიისა და მისი მოკავშირეების მარცხი განაპირობა არა
იმდენად ორ ფრონტზე ბრძოლების სიმძიმემ, რამდენადაც დიდი
ბრიტანეთის მხრიდან გერმანიის ეკონომიკურმა ბლოკადამ.
Აუცილებელ რესურსებს მოკლებული გერმანიის სამხედრო
ინდუსტრია თანდათან ჩერდებოდა. Ანტანტის ქვეყნები კი დიდ
მატერიალურ დახმარებას იღებდნენ ამერიკიდან და ბრიტანული
კოლონიებიდან (უპირველესად კანადიდან).
1917 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა
საკუთარი სავაჭრო ხომალდები ქვემეხებითა და წყალქვეშა
ჭურვებით აღჭურვა, გერმანიამ შეუზღუდავი წყალქვეშა ომი
გამოაცხადა. Გერმანული წყალქვეშა ნავები უკვე მოწინააღმდეგის
ნებისმიერი ტიპის ხომალდის განადგურებას ახდენდნენ.
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ უკიდურესად
დაქვეითდა რუსეთის არმიის ბრძოლისუნარიანობა. 1917 წლის
ოქტომბერში მომხდარი რევოლუციის შემდეგ კი, 1917 წლის 15
დეკემბრის დაზავებით, რუსეთი მსოფლიო ომს საბოლოოდ
გამოეთიშა. 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში დაიდო
სეპარატიული საზავო ხელშეკრულება გერმანიასა და საბჭოთა
რუსეთს შორის.

Აღმოსავლეთის ფრონტზე მოწინააღმდეგეების დასუსტება ხელს


აძლევდა გერმანიასა და მის მოკავშირეებს. Მაგრამ მათი
მდგომარეობა სულ მალე ისევ დამძიმდა. 1917 წლის 6 აპრილიდან
ცენტრალური სახელმწიფოების წინააღმდეგ ომში ამერიკის
შეერთებული შტატები ჩაება. 1918 წლის ოქტომბრისთვის აშშ-მ
ევროპის კონტინენტზე უამრავი ჯარისკაცი გადმოიყვანა. Ანტანტის
მხარეზე ახალი ძალის გამოჩენამ გაზარდა მისი გამარჯვების შანსი.
Ანტანტის გამარჯვებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა
ის, რომ ეკონომიკური ბლოკადით დასუსტებულ გერმანიას საშინაო
პრობლემები შეექმნა. 1918 წლის დასაწყისიდან გაძლიერდა
გერმანული საზოგადოების დიდი ჯგუფების უკმაყოფილება ქვეყანაში
შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო. Პროტესტი მალე მიიმართა
არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ. Გაღვივდა ომის
საწინააღმდეგო განწყობილება.
Მიუხედავად ასეთი სირთულეებისა, გერმანიამ, მოკავშირეებთან
ერთად კიდევ ერთხელ სცადა გადამწყვეტი იერიში მიეტანა
დასავლეთის ფრონტზე: მას აღმოსავლეთის ფრონტზე
გამოთავისუფლებული ძალების იმედიც ჰქონდა. Მაგრამ
უკანასკნელი ,,საგაზაფხულო იერიში” (1918 წლის მარტი-
ივლისი) ,,ცენტრალური სახელმწიფოების” სრული მარცხით
დასრულდა.
1918 წლის ოქტომბერში გერმანიის მოკავშირეები ბულგარეთი,
ოსმალეთი და ავსტრია-უნგრეთი ზედიზედ დანებდნენ ,,ანტანტას”.
Მოლაპარაკების შემდეგ გერმანიამაც მოაწერა ხელი დაზავებას
ანტანტის სახელმწიფოებთან : სინამდვილეში ეს მისი კაპიტულაცია
იყო. Ზავი დაიდო პარიზის ახლოს, კომპიენის ტყეში საფრანგეთის
მარშალ ფოშის საშტაბო მატარებლის ვაგონში. 1918 წლის 11
ნოემბერს 11 საათზე ცეცხლი შეწყდა. Ომი დამთავრდა.

Ომის ფაქტები :
Ჰააგის კონვენცია - ერთ -ერთი პირველი ფორმალური გარიგება
საერთაშორისო სამართალში ომის კანონებსა და სამხედრო დანაშაულზ ე .
სოფლიო ომის დროს აიკრძალა ქიმიური იარაღის გამოყენებაც .
 უდრო ვილსონი - აშშ-ს პრეზიდენტი.
 Ვილჰელმ II - გერმანიის იმპერატორი.
 იკოლოზ II - რუსეთის იმპერატორი
 ორჯ V - ბრიტანეთის მეფე.
 ეჰმედ V - ოსმალეთის სულთანი.

ომპიენის ზავი - ზავი, რომელიც დაიდო კომპიენის ტყეში 1918 წლის 11


ნოემბერს ანტ ანტ ის წევრებსა და გერმანიას შორის , რამაც საბოლოოდ
მოუღო ბოლო პირველ მსოფლიო ომს .

Ვერსალის საზავო ხელშეკრულება - სამშვიდობო


შეთანხმება , რომელმაც ოფიციალურად დაასრულა პირველი მსოფლიო
ომი 1919 წლის , 28 ივნისს . ხელშეკრულების პირობები შემუშავდა
პარიზ ის სამშვიდობო კონფერენციაზ ე 1919-20 წლებში .

არიზის სამშვიდობო კონფერენცია - 1919-1920 წლებში


გამართული კონფერენცია , რომელიც I მსოფლიო ომში
გამარჯ ვებულებმა მოიწვიეს სამშვიდობო პირობების დასადგენად .
ონფერენციაზ ე მიიღეს ერთა ლიგის წესდება .

Მნიშვნელოვანი თარიღები :
არნის ბრძოლა - (1914წ . ექტ ემბერი )
უსეთი ომს უცხადებს ოსმალეთს - (1914წ . ოემბერი )
Სარიყამიშის ბრძოლა - (1915)
Გალიპოლის ბრძოლა - (1915)
Იპრის ბრძოლა - (1915)
უზ იტ ანიის ჩაძირვა - (1915. მაისი )
ერდენის ბრძოლა - (1916)
Სომის ბრძოლა - (1916)
Იუტლანდის ბრძოლა - (1916)
რიტ ანეთი აქეზ ებს არაბებს ოსმალეთის წინააღმდეგ - (1916)
Რუსეთი ეთიშება მსოფლიო ომს - (1917. 15 დეკემბერი)
Აშშ-ს ომში ჩაბმა - (1917. 6 აპრილი)
Ბრიტანეთის მიერ Ბაღდადისა და იერუსალმის აღება - (1917)
Ბრიტანეთის მიერ Დამასკოსა და ბეირუთის აღება - (1918)
Რუსეთი გადის კავკასიიდან და თურქეთის ტერიტორიებიდან - (1918)
,,საგაზ აფხულო იერიში " - (1918. მარტ ი -ივლისი )
გერმანიის მოკავშირეები ნებდებიან ანტ ანტ ას - (1918. ოქტ ომბერი )
Კომპიენის ზავი, ომის დასასრული - (1918. 11 ნოემბერი. 11 საათი)
Ვერსალის საზავო ხელშეკრულება - (1919. 28 ივნისი)
Პარიზის სამშვიდობო კონფერენცია - (1919-1920)
Პირველი მსოფლიო ომი - (1914-1918)

You might also like