You are on page 1of 2

მეორე მსოფლიო ომი ( 1939-45 )

- 1939 წლის 1 სექტემბერი- გერმანია თავს დაესხა პოლონეთს. საფრანგეთმა და დიდმა


ბრიტანეთმა ომი გამოუცხადეს გერმანიას.
- 1939 წლის 18 სექტემბერი- პოლონეთს აღმოსავლეთიდან თავს დაესხა ს.ს.რ.კ. და
გერმანიასთან ერთად გაიყო მისი ტერიტორია.
- 1939 – 40 წლები- მიმდინარეობს ომი ფინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის. ს.ს.რ.კ.
გამოირიცხა ერთა ლიგიდან. ფინელმა მებრძოლებმა დიდი ზარალი მიაყენეს წითელ
არმიას და საბჭოთა კავშირი იძულებული გახდა დაკმაყოფილებულიყო მცირე
ტერიტორიის მიტაცებით.
- 1940 წელი- საბჭოთა კავშირმა უბრძოლველად დაიკავა ლიტვა, ლატვია და
ესტონეთი. რუმინეთს ჩამოაჭრა ბესარაბია და ჩრდილოეთ ბუკოვინა. ნახევარ
წელიწადზე მეტხანს მიმდინარეობდა ე.წ ‘ უცნაური ომი ‘. ამ დროს მოწინააღმდეგები
იშვიათად ბომბავდნენ ერთმანეთს და არ გადადიოდნენ შეტევაზე .
- 1940 წლის 9 აპრილი- გერმანიამ დაიკავა დანია. ამის შემდეგ დესანტი გადასხა
ნორვეგიაში და ქალაქი ოსლო დაიკავა. ნეიტრალური რჩებოდა შვედეთი , რომელიც
გერმანიას რკინის მადანს აწვდიდა.
- 1940 წლის 10 მაისი- ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი გახდა უისტონ ჩერჩილი.
- 1940 წლის 10 მაისი- გერმანიამ დაარღვია ბელგიის, ნიდერლანდიისა და
ლუქსებურგის ნეიტრალიტეტი.
- 1940 წლის 21 მაისი- ვერმარხი ( გერმანული ჯარი ) ლამანშის სრუტეზე გადავიდა.
- 1940 წლის 23 – 25 მაისი- ჰიტლერმა ჯარებს შეჩერება უბრძანა, რამაც ბრიტანელებს
არმიის ევაკუაციის საშუალება მისცა. გერმანული სატანკო დივიზია სამხრეთისკენ
შემობრუნდა.
- 1940 წლის 14 ივნისი- გერმანელები შევიდნენ პარიზში.
- 1940 წლის 22 ივნისი- საფრანგეთის პრემიერ მინისტრი ანრი პეტენი დაუზავდა
ნაცისტებს. სამხრეთ საფრანგეთი ავტონომიურ სახელმწიფოდ იქცა. დედაქალაქი
გახდა ვიში. ამის გამო მთავრობას ვიშის რეჟიმი ეწოდა. გენერალი შარლ დეგოლი
გადავიდა ბრიტანეთში და შექმნა თავისუფალი საფრანგეთის მოძრაობა .
ბრიტანეთში შეჭრის მოსამზადებლად ჰიტლერმა დაავალა ქალაქების დაბომბვა
ლიუტფაპეთი ( საჰაერო ძალები ).
- 1941 წლის 22 ივნისი- ჰიტლერი თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. ამ მოვლენას ეწოდა ‘
ოპერაცია ბარბაროსა ‘. გეგმა ითვალისწინებდა ბლიც კრიგს ( ელვისებური გეგმა ).
ამის განხორციელება ვერ მოხერხდა. სამმა ფაქტორმა- გეოგრაფიამ ( სივრცე და
კლიმატი ), დემოგრაფიამ ( მოსახლეობის რაოდენობა ) და პოლიტიკურმა სისტემამ
შეუშალა ხელი.
- 1941 წლის 16 ოქტომბერი- გერმანია მიადგა ქალაქ მოსკოვს. ადრე დაიწყო ყინვები,
რისთვისაც გერმანელები არ იყვნენ მზად.
- 1941 წლის 7 დეკემბერი- იაპონია ჰავაის კუნძულზე თავს დაესხა ამერიკულ ბაზას
პერლ ჰარბორს. ამან გამოიწვია ამერიკის ჩაბმა მეორე მსოფლიო ომში . ამერიკამ
ლენდლიზის პროგრამით მატერიალური დახმარება აღმოუჩინა ბრიტანეთსაც და
საბჭოთა კავშირსაც.
- 1942 წელი- ქალაქ ალექსანდრიასთან, ელ ალამეინთან, ბრიტანელმა გენერალმა
მონტგომერიმ დაამარცხა ფერდმარშალ რომელის გერმანულ - იტალიური არმია .
ბრიტანეთმა დაიკავა ლიბია.
- 1942 წლის 23 აგვისტოდან - 1943 წლის 2 თებერვლამდე- სტალინგრადის ბრძოლა.
გერმანელები დამარცხდნენ. ამის შემდეგ გერმანია ძირითადად თავდაცვით
ბრძოლებს აწარმოებდა.
- 1943 წელი- ბრიტანულ - ამერიკულმა ძალებმა სიცილიიდან დაიწყეს იტალიაში შეჭრა.
იმავე წელს იტალია ომს გამოეთიშა.
- 1943 წელი- თეირანის კონფერენციაზე მოხდა დიდი სამეულის შეხვედრა- სტალინი,
რუზველტი და ჩერჩილი. მათ გერმანიისთვის ევროპაში მეორე ფრონტის გახსნა
გადაწყვიტეს.
- 1944 წლის 6 ივნისი- ოპერაცია ოვერლორდით ჩრდილოეთ საფრანგეთის პროვინცია
ნორმანდიაში გადასხეს ჯარები ამერიკამ, ბრიტანეთმა და კანადამ . გერმანიისთვის
გაიხსნა მეორე ფრონტი.
- 1945 წლის თებერვალი- იალტის კონფერენციაზე მოკავშირეები შეთანხმდნენ თუ რა
ზონების ოკუპირებას მოახდენდნენ დამარცხებულ გერმანიაში . ბერლინი აიღო
ჟუკოვმა. გერმანიამ ომი წააგო.
- 1945 წლის 30 აპრილი- ჰიტლერმა თავი მოიკლა.
- 1945 წლის 2 მაისი- ბერლინი დანებდა.
- 1945 წლის 8 მაისი- გერმანიამ ხელი მოაწერა კაპიტულაციას. ომი ევროპაში
დამთავრდა.
- 1945 წლის 6 – 9 აგვისტო- იაპონიის ქალაქებში ჰიროსიმასა და ნაგასაკში ამერიკამ
ჩამოაგდო ატომური ბომბი.
- 1945 წლის 2 სექტემბერი- მეორე მსოფლიო ომი ოფიციალურად დასრულდა.
- 1945 წლის 17 ივლისი - 2 აგვისტო- პოცდამში შეხვდნენ მოკავშირეები. მათი
შეთანხმებით გერმანია დაიყო 4 საოკუპაციო ზონად.
- ნიუნბერგის პროცესი- მოხდა ნაცისტების გასამართლება.

You might also like