You are on page 1of 7

ევროპის ახალი ისტორია

მაქსიმალური ქულა 40
სამუშაო დრო: 1 საათი და 30 წუთი

I.არჩევით ბოლოიანი კითხვები (10 ქულა)

1.რომელია მართებული მსჯელობა კოლუმბის ექსპედიციების შესახებ:


1. 1492 წელს კოლუმბმა მიაღწია კეთილი იმედის კონცხს და აღმოაჩინა
საზღვაო გზა ინდოეთისაკენ
2. 1488 წელს კოლუმბის ექსპედიციამ აღმოაჩინა ჩრდილოეთ ამერიკის
სანაპირო
3. 1492 წელს კოლუმბი მიადგა კუნძულ სან სალვადორს
4. 1495 წელს კოლუმბი ჩავიდა ქალაქ კალკუტაში და დაიწყო ვაჭრობა
ადგილობრივ მოსახლეობასთან

2.ჩამოთვლილთაგან რომელი არ მოღვაწეობდა აღორძინების ეპოქაში?


1. ნიკოლო მაკიაველი
2. ალბრეხტ დიურერი
3. პეტრარკა
4. ვოლტერი

3.კალვინიზმი წარმოიშვა:
1. შვეიცარიაში
2. გერმანიაში
3. იტალიაში
4. საფრანგეთში

4.ჩამოთვლილთაგან რომელი ომი დაასრულა ვესტფალიის ზავმა?


1. რელიგიური ომები საფრანგეთში
2. ოცდაათ წლიანი ომი
3. შვიდ წლიანი ომი
4. ჩრდილოეთის ომი

5.რომელია მართებული მსჯელობა ნეიზბის ბრძოლის შესახებ?


1. 1807 წელს ნაპოლეონმა გატეხა პრუსიელთა წინააღმდეგობა და აიღო
ბერლინი
2. 1645 წელს კრომველმა დაამარცხა კავალერისტები და საგრძნობლად
გააუმჯობესა მრგვალთავიანთა სიტუაცია
3. 1781 წელს პატრიოტებმა დაამარცხეს ბრიტანული არმია და აიღეს
იორკთაუნი
4. 1759 წელს რუსებმა და ავსტრიელებმა დაამარცხეს პრუსია და შევიდნენ
სილეზიაში
6.საფრანგეთის რომელი მეფის დროს მოღვაწეობდა კარდინალი რიშელიე?
1. ანრი მე-4
2. ლუი მე-14
3. ლუი მე-13
4. ლუი მე-15

7.რა იყო მოჰაჩის ბრძოლის შედეგი?


1. ოსმალებმა დაამარცხეს მეფე ლაიოში და დაიკავეს უნგრეთის დიდი
ნაწილი
2. ოსმლებმა დაამარცხეს სერბები და აიღეს ქალაქი ბელგრადი
3. საღვთო ლიგამ დაამარხცა ოსმალები და ბოლო მოუღო მათ ექსპანსიას
დასავლეთით
4. პოლონელებმა და უკრაინელმა კაზაკებმა დაამარცხეს ოსმალები და
აიძულეს შეეწყვიტათ ვენის ალყა

8.რა ეწოდებოდა პოლონეთის წოდებრივ-წარმომადგენლობით ორგანოს,


რომელიც ირჩევდა მეფეს?
1. სეიმი
2. სენატი
3. რადა
4. დუმა

9.რომელი დამფუძნებელი მამის სახელს უკავშირდება აშშ-ს კონსტიტუციის


შემუშავება?
1. თომას ჯეფერსონი
2. ბენჯამინ ფრანკლინი
3. ჯორჯ ვაშინგტონი
4. ჯეიმს მედისონი

10.ჩამოთვლილთაგან რომელი არ წარმოადგენს რევოლუციურ კონვენტში


შემავალ პარტიას?
1. ჭაობი
2. სანკიულოტები
3. იაკობინელები
4. ჟირონდისტები

II.ქრონოლოგია (2 ქულა)

11.საზავო ხელშეკრულებები
1. მიუნსტერის ზავი
2. აუგსბურგის ზავი
3. ნიშტადტის ზავი
12.ინგლისური კანონმდებლობა მე-17 საუკუნეში
1. პეტიცია უფლებათა შესახებ
2. უფლებათა ბილი
3. ჰაბეას კორპუს აქტი

III.ისტორიული რუკა (8 ქულა)

13. დაასახელეთ ერთი ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, რომელმაც დიდი როლი


ითამაშა რუკაზე ასახულ ისტორიულ პროცესში. (1 ქულა)

14. რუკის მიხედვით, რომელ ქალაქთან გაიმართა ბოლო ბრძოლა მეომარ


მხარეებს შორის? (1 ქულა)

15. რა მიუთითებს რუკაზე ასახულ სახელმწიფოში სატრანსპორტო კავშირების


განვითარებაზე? (1 ქულა)
16. რუკის მიხედვით, რომელი მებრძოლი მხარე იყენებდა საომარი მოქმედებისას
საზღვაო ძალებს და რუკაზე არსებულ რა ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთეთ
საკუთარი დასკვნა? (2 ქულა)

17. რომელ სახელმწიფოში მიმდინარე რა ისტორიული პროცესია ასახული


რუკაზე? (1 ქულა)

18. თქვენი აზრით, რომელი მეომარი მხარის უპირატესობით მიმდინარეობდა


საომარი მოქმედებები და რუკაზე არსებულ რა ინფორმაციაზე დაყრდნობით
გააკეთეთ საკუთარი დასკვნა? (2 ქულა)

IV. ილუსტრაცია (4 ქულა)


19. რომელი ციხის აღების ეპიზოდია ასახული ილუსტრაციებზე?

20. რა მოვლენის შემადგენელ ნაწილად ითვლება ილუსტრაციებზე ასახული


ისტორიული ეპიზოდი?

21. რის სიმბოლოს წარმოადგენდა ილუსტრაციებზე ასახული ციხე?

22. განმარტეთ, რატომ მიენიჭა ილუსტრაციებზე ასახულ ციხეს თქვენს მიერ


დასახელებული სიმბოლური მნიშვნელობა?

V. ბრძოლის სქემა (4 ქულა)

ხანგრძლივი მზადების შემდეგ ოსმალთა ლაშქარი ყარა-მუსტაფა ფაშას


მეთაურობით ჩრდილოეთისაკენ დაიძრა, ივლისში ქალაქს მიადგა და დაიწყო
ალყა. ყარა-მუსტაფამ ქალაქზე შეტევა იმ მხრიდან წამოიწყო, რომელიც ყველაზე
იოლად ასაღებად მიიჩნია. ოსმალები გარნიზონის მიერ აღმართული თავდაცვითი
ნაგებობების დაკავებას და ქალაქის კედლების ჩამონგრევას ცდილობდნენ. ქალაქის
დამცველთა წინააღმდეგობის მიუხედავად, ოსმალები წინ მიიწევდნენ.
სექტემბრისათვის გარნიზონის მდგომარეობა დამძიმდა. ოსმალთა გამარჯვება
გარდაუვალი ჩანდა. ამ დროს ქალაქს პოლონეთის მეფე იან სობესკის მეთაურობით
დამხმარე ლაშქარი მიუახლოვდა. ფაშამ ლაშქრის ერთ ნაწილს ალყის გაგრძელება
უბრძანა, ხოლო მეორესთან ერთად მოწინააღმდეგეს შეუტია. ორ ლაშქარს შორის
ბრძოლა გაჩაღდა. შუადღისათვის გორაკებზე განლაგებული პოლონურ-
გერმანული კავალერია შეტევაზე გადავიდა და სხვა შენაერთებთან შედარებით
ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია.

23. რომელი ქალაქის აღებას ცდილობდნენ ოსმალები?

24. ქალაქის რომელი მხარე (ჩრდილოეთი, სამხრეთი, დასავლეთი, აღმოსავლეთი)


მიიჩნია ყარა-მუსტაფამ ყველაზე სუსტად?

25. სრულად აღწერეთ, რა მოიმოქმედა ყარა-მუსტაფა ფაშამ ქალაქის


დასახმარებლად წამოსული ლაშქრის გამოჩენის შემდეგ.

26. დაასახელეთ კონკრეტულად რაში გამოიხატა პოლონურ-გერმანული


კავალერიის წარმატება.

VI. მოვლენის ანალიზი (6 ქულა)

XVIII საუკუნეში ევროპაში დაიწყო ახალი იდეური მოძრაობა, რომალმაც,


ფაქტობრივად, ჩამოაყალიბა თანამედროვე ევროპული აზრი.

27. რა ეწოდებოდა ამ იდეურ მოძრაობას?

28. რომელ ქვეყანაზე იქონია განსაკუთრებული გავლენა ამ მოძრაობამ? პასუხი


დაასაბუთეთ (2 ქულა)

29. დაასახელეთ ერთი ქართველი მოღვაწე, რომელიც ამ იდეების გამტარებელი იყო

30. დაასახელეთ მსგავსი მოძრაობა ევროპის ისტორიიდან. თქვენი აზრით, იყო თუ


არა ამ მოძრაობებს შორის კავშირი? პასუხი დაასაბუთეთ. (2 ქულა)
VII. არგუმენტირებული მსჯელობა (6 ქულა)

მეფე ჰენრი VIII-ის გადაწყვეტილებამ ინგლისის ეკლესიის რომის პაპის


დაქვემდებარებიდან გამოსვლის შესახებ ლორდებში აზრთა სხვადასხვაობა
გამოიწვია. ერთნი ემხრობოდნენ მეფის აზრს, სხვანი კი წინააღმდეგი იყვნენ.

31. მოიყვანეთ ერთი კონკრეტული არგუმენტი, რომლითაც ინგლისის ეკლესიის


გამოყოფის მომხრე თავის პოზიციას დაიცავდა.

32. მოიყვანეთ ერთი კონკრეტული არგუმენტი, რომლითაც ინგლისის ეკლესიის


გამოყოფის მოწინააღმდეგე თავის პოზიციას დაიცავდა.

XIX საუკუნის შუა ხანებში აშშ-ში სულ უფრო მწვავდებოდა დისკუსია


სახელმწიფოში მონობის არსებობის თაობაზე. საზოგადოების ნაწილი მონობის
გაუქმების მომხრე იყო, ხოლო ნაწილი - წინააღმდეგი.

33. მოიყვანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც მონობის გაუქმების მომხრე საკუთარ


მოსაზრებას დაიცავდა.

34. მოიყვანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც მონობის გაუქმების მოწინააღმდეგე


საკუთარ მოსაზრებას დაიცავდა.

XVIII საუკუნეში ამერიკის კოლონიები დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით


ომს აწარმოებდნენ ინგლისის წინააღმდეგ. საფრანგეთის მეფე ლუი XVI თვლიდა,
რომ ამერიკელ ხალხს უნდა დახმარებოდა. მეფის მრჩეველთა ნაწილი მის
პოზიციას მხარს უჭერდა, ხოლო მეორე ნაწილი ამ გადაწყვეტილებას არ
ეთანხმებოდა.

35. მოიყვანეთ არგუმენტი, რომლითაც მეფის გადაწყვეტილების მომხრე საკუთარ


მოსაზრებას განამტკიცებდა.

36.ვმოიყვანეთ არგუმენტი, რომლითაც მეფის გადაწყვეტილების მოწინააღმდეგე


საკუთარ მოსაზრებას განამტკიცებდა.

You might also like