You are on page 1of 7

ტესტი ისტორიაში (გვ415-458.

XI კლასი) 60 ქულა

I -არჩევითბოლოიანი კითხვა (1ქ)

1. „პილიგრიმმა მამებმა“ დაარსეს საკუთარი დასახლება და მას უწოდეს : ა)პლიმუტი;


ბ)ჯეიმზთაუნი; გ)მერილენდი; დ)დელავერი.

2. ვინ გამოაცხადა თავი საფრანგეთში დამფუძნებელ კრებად 1789 წლის ზაფხულში?


ა)გენერალური შტატების წევრთა უმრავლესობამ ბ) ჟირონდისტების რადიკალურმა ფრთამ
გ) იაკობინელთა კლუბის წევრებმა დ) დირექტორთა კოლეგიამ

3.სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა სამი კონსულის მმართველობის


დაწესება საფრანგეთში XVIII საუკუნის ბოლოს? ა) განმანათლებლების
მოღვაწეობამბ)მეფის გადადგომამ გ) დირექტორიის პოლიტიკამ დ)სანკიულოტების
აჯანყებამ

4. რომელმა პოლიტიკურმა ორგანომ მიიღო აშშ-ის „დამოუკიდებლობის დეკლარაცია“?


ა) ამერიკის სენატმა ბ) დაუმორჩილებლობის საბჭომ გ) წარმომადგენლობითმა პალატამ
დ) კონტინენტურმა კონგრესმა
5. ვინ არ შედიოდა მესამე წოდების შემადგენლობაში? ა)ვაჭრები; ბ)ადვოკატები;
გ)სენიორები; დ)გლეხები;
6.ჩამოთვლილთაგან რომელ მიზეზს არ გამოუწვევია საფრანგეთის რევოლუცია? ა)
გაზრდილ სამხედრო ხარჯებს; ბ)არაეფექტურ საგადასახადო პოლიტიკას; გ)რელიგიურ
კონფლიქტებს; დ)წოდებათა შორის გათიშულობას;

7.რატომ ერქვათ რობესპიერის მომხრეებს იაკობინელები? ა) ისინი იყვნენ წმინდა იაკობის


ორდენის წევრები; ბ)მათ ლიდერს ერქვა იაკობი; გ) ისინი თავს ბიბლიური იაკობის
მიმდევრებად თვლიდნენ; დ) ისინი იკრიბებოდნენ წმინდა იაკობის მონასტერში;

8.რა მოვლენას ასახავს ტერმინი „თერმიდორული გადატრიალება?“ ა)იაკობინელების


ხელისუფლებაში მოსვლა; ბ)მონარქის დაპატიმრებას; გ)იაკობინელთა დიქტატურის
დამხობას; დ)მონარქისტების მიერ გადატრიალების მცდელობას;

9.რა არის კონვენტი? ა)რევოლუციური არმია; ბ)რევოლუციური საკანონმდებლო ორგანო;


გ)ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული; დ)რევოლუციის ბელადის ტიტული;

10.საარჩევნო უფლებაზე ქონებრივი ცენზის დაწესება ნიშნავდა: ა)ხმის მიცემას ქონების


მიხედვით; ბ) ხმის მიცემის უფლებას ყველასთვის; გ)სანკიულოტებისათვის ხმის
უფლების მიცემას; დ)პირველი და მეორე წოდებისათვის ხმის უფლების ჩამორთმევას;

11.საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ეკლესია: ა)დარჩა რომის პაპის დაქვემდებარებაში;


ბ)გადავიდა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში; გ)მოიპოვა სრული დამოუკიდებლობა;
დ)დაექვემდებარა საკანონმდებლო ორგანოს;

1
12.რას ითვალისწინებდა ვანტოზის დეკრეტები? ა)საყოველთაო გაწვევას არმიაში;
ბ)ქონების ჩამორთმევას და ღარიბებისთვის გადანაწილებას; გ) სკოლების სახელმწიფო
მმართველობაში გადასვლას; დ)გადასახადების შემცირება მესამე წოდებისათვის;

13.„ ჭაობის“ სახელით ცნობილი იყო: ა) მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფები; ბ)მემარცხენე


პოლიტიკური ჯგუფები; გ)ცენტრისტი და მერყევი პოლიტიკური ჯგუფები; დ) მონარქიის
მომხრე პოლიტიკური ჯგუფები;

14.რას გულისხმობდა რობესპიერის მიერ რევოლუციური ტრიბუნალის რეორგანიზაცია?


ა)ბრალდებულის წინასწარი დაკითხვის და დამცველის ინსტიტუტის გაუქმებას;
ბ)დამცველის ინსტიტუტის შექმნას; გ)მსაჯულ- მოსამართლის ინსტიტუტის შექმნას; დ)
ბრალდების წარდგენის გარეშე დაპატიმრების შეუძლებლობას;

15.ვინ იყო პირველი ენციკლოპედიის შექმნისა და გამოცემის ინიციატორი?


ა)ერაზმუს როტერდამელი ბ) ჟორჟ დანტონი გ)დენი დიდრო დ) ადამ სმიტი
16.სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა დირექტორიის მოსვლა საფრანგეთის
ხელისუფლებაში XVIII საუკუნის ბოლოს? ა) მეფის გადადგომამ ბ) ჟირონდისტების
აჯანყებამ გ) იაკობინელების პოლიტიკამ დ) განმანათლებლების მოღვაწეობამ
17.რა ეწოდებოდა ორგანოს, რომელმაც 1791 წელს მიიღო საფრანგეთის პირველი
კონსტიტუცია? ა) დამფუძნებელი კრება; ბ) კონსულთა საბჭო; გ) დირექტორია;
დ) ეროვნული ხსნის კომიტეტი.

18. 1648 წელს რომელ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეწოდა „ფრონდა“?


ა) ესპანეთში ბ) საფრანგეთში გ) იტალიაში დ)ნიდერლანდებში
19. ჩამოთვლილთაგან რომელ მოვლენას არ შეხებია 1648 წ. ვესტფალიაში დადებული
ხელშეკრულება: ა) საფრანგეთმა გერმანიისგან მიიღო ელზასის მხარე. ბ)ჰოლანდია,
საბოლოოდ გათავისუფლდა ესპანეთისგან. გ)სუვერენიტეტი ებოძა გერმანულ სამეფო-
სამთავროებს დ)პროტესტანტული დანია ბალტიის ზღვის გერმანულ სახელმწიფოებზე
გაბატონდა.

II-ქრონოლოგიური განსაზღვრა (1ქ)

20. მსოფლიო ისტორიის მოვლენები: ა)დამფუძნებელმა კრებამ მიიღო უმნიშვნელვანესი


დოკუმენტი -„ადამიანისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაცია “ ბ)იაკობინელთა მიერ
ძალაუფლების ხელში აღება გ) პილნიცის დეკლარაცია; დ) ვარტოზის დეკრეტები;

21. აშშ-შექმნა: ა)იორკთაუნის ბრძოლა; ბ) „შვიდწლიანი ომის“ დასასრული; გ)პირველი


ინგლისური კოლონიის -ჯეიმსთაუნის დაარსება; დ)„ბოსტონის ჩაის სმა“;

22. ოცდაათწლიანი ომი ევროპაში: ა) „მაგდებურგის ძარცვა“ ბ) ბრძოლა თეთრ


მთასთან და პრაღის განადგურება. გ)პროტესტანტების მხარეს კათოლიკური
საფრანგეთის ჩაბმა დ) ლიუცენთან ბრძოლა

2
III-ინსტრუქცია დავალებისთვის
მოცემულია ერთი ბრძოლის აღმწერი ორი სხვადასხვა ტიპის წყარო: 1. ბრძოლის
ერთ-ერთი ეპიზოდის სქემა და 2. არასრული წერილობითი წყარო. ორივე წყაროს
გაცნობის შემდეგ უპასუხეთ დასმულ კითხვებს.( დავალების მაქსიმალური ქულაა 6)

ძვ.წ. 334 წელს ალექსანდრემ ჰელესპონტი გადაკვეთა და მცირე აზიაში შეიჭრა.


სპარსელებმა მტრის შესახვედრად გაგზავნეს დიდი არმია, რომელშიც ბერძენი
დაქირავებული მეომრები მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდნენ. ბრძოლა
თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ მდინარესთან გაიმართა .
თავიდან ბრძოლაში მაკედონიელთა კავალერია ჩაერთო მარჯვენა ფლანგზე
სოკრატესა და ამინტასის მეთაურობით, თუმცა, დიდი დანაკარგის შემდეგ მათ უკან
დაიხიეს. მაშინ ალექსანდრემ გადალახა მდინარე თავის ჰეტაირებთან ერთად ,
რის შემდეგაც ბრძოლაში ქვეითი არმიაც ჩაება. ალექსანდრე ცდილობდა, შეეღწია
სპარსელთა მარცხენა ფლანგსა და ცენტრს შორის. სპარსელებმა მაკედონელთა
მეფის წინააღმდეგ დიდი ძალები მიმართეს, რაც ტაქტიკური შეცდომა იყო: მათ
დაკარგეს მანევრირების საშუალება, თანაც, ვერ გაითვალისწინეს ალექსანდრეს
ჯარისკაცების უპირატესობა ახლო ბრძოლაში - სპარსელთა მოღუნული ხმლები
ვერაფერს აკლებდნენ ბერძენი ქვეითების ჯავშანს. ამ დროს ცენტრში ფალანგამ

3
დაიწყო მდინარის ფორსირება და რადგან სპარსელებს წინა რიგებში ქვეითები არ
ჰყავდათ, მათი მოგერიება ცხენოსნებს უწევდათ შუბების ტყორცნით, რასაც დიდი
შედეგი ვერ ექნებოდა. სპარსელთა ქვეითი ჯარი, რომელიც ძირითადად ბერძენი
დაქირავებული მეომრებით იყო დაკომპლექტებული, გორაკზე იდგა და არ
იღებდა მონაწილეობას კავალერიის ბრძოლაში. ამ დროს სპარსელების მარჯვენა
ფლანგმა იერიში მიიტანა კავალერიაზე, რომელიც მაკედონელების მარცხენა
ფლანგზე იყო განლაგებული, თუმცა ბერძენმა და თესალიელმა მხედრებმა შეტევა
უკუაგდეს და საპასუხოდ თვითონ დაიწყეს მდინარის გადალახვა. ამასობაში
ალექსანდრეს მხედრებმა და ჰიპასპისტებმა უპირატესობა მოიპოვეს
სპარსელებზე. სპარსელი მეთაურების უმეტესობა დაიღუპა. ამან მათ რიგებში
არეულობა გამოიწვია და ერთსაათიანი ბრძოლის შემდეგ მათ გაქცევა დაიწყეს.
ბერძენი დაქირავებულების ქვეითთა შენაერთი ალყაში აღმოჩნდა და ერთიანად
იქნა განადგურებული.

კითხვები
(1) 1. სად გაიმართა წყაროებში აღწერილი ბრძოლა?
(1)2. კონკრეტულად რომელი ტიპის საჯარისო შენაერთების შეტევით დაიწყო
ბრძოლა?
(2) 3. ბრძოლის რომელ ეტაპზე ჩაერთო ალექსანდრე მაკედონელი უშუალოდ ბრძოლაში
და რომელი ტიპის საჯარისო შენაერთებთან ერთად იბრძოდა ის?
(1) 3. რაში გამოიხატებოდა ალექსანდრეს ქვეითების უპირატესობა
სპარსელებთან ახლო ბრძოლაში?
(1) 4. რა ტიპის საჯარისო შენაერთი (ქვეითები/კავალერია) იდგა ალექსანდრეს
საბრძოლო წყობის უკიდურეს მარცხენა ფლანგზე?

IV პრობლემის ანალიზი და ისტორიული მოვლენის შეფასება (6ქ)

496 წელს ფრანკთა მეფე ხლოდვიგი რეიმსის ტაძარში ქრისტიანულ რჯულზე


მოინათლა.

(1ქ.) 1. დაასახელეთ ერთი კონკრეტული პოლიტიკური მიზეზი, რომელმაც


განაპირობა ეს გადაწყვეტილება.

(1ქ.) 2. დაასახელეთ ამ გადაწყვეტილების ერთი კონკრეტული პოლიტიკური


შედეგი.

(1ქ.) 3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ეს


გადაწყვეტილება მეფე ხლოდვიგის გარდა. თქვენი მოსაზრება აუცილებლად
დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.

(1ქ.) 4. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება უარყოფითი


შედეგის მომტანი მეფე ხლოდვიგის გარდა. თქვენი მოსაზრება აუცილებლად
დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.

4
(2ქ.) 5. მსოფლიო ისტორიიდან დაასახელეთ ამ დაპირისპირების ანალოგიური
მოვლენა და დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის დასასაბუთებლად.
მოვლენა:
ანალოგია 1.

ანალოგია 2.

V-კარიკატურაზე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უპასუხე კითხვებს (4ქ)

„მესამე წოდების გამოღვიძება“ -რევოლუციის ეპოქის კარიკატურა

1. რას გულისხმობდა კარიკატურის ავტორი „მესამე წოდების გამოღვიძებაში“?

(2)2.ვინ მიეკუთვნებოდა პირველ-მეორე წოდებას და რა საფრთხეს უქმნიდა მათ „მესამე


წოდების გამოღვიძება“

3.რა ეწოდება იმ პერიოდს, რომელსაც ზემოთ მოტანილი კარიკატურა ასახავს?

VI- შეისწავლეთ მოცემული რუკა და უპასუხეთ კითხვებს ( 11 ქ)

(2011წ. მეორე ვარიანტი)

(2)1. რომელი საუკუნეების ვითარებაა ასახული რუკაზე?


(1) 2. რომელი სახელმწიფო ახორციელებდა შეტევას ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიაზე?
(1) 3. რომელ სახელმწიფოს წაართვეს ბიზანტიელებმა კუნძულები კრეტა და კვიპროსი?
(4) 4. ჩამოთვალეთ ბულგარეთის ყველა მოსაზღვრე სახელმწიფო.
(1) 5. რომელი სახელმწიფოს შემადგენლობაში შედის ქრისტიანთა წმინდა ქალაქი?
(1) 6. რომელ ქართულ სამეფო/სამთავროს ეკუთნოდა ბიზანტიელთა მიერ მიტაცებული
ტერიტორია
(1) 7 რომელი სამეფოს ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაიპყრეს ბიზანტიელებმა?
VII ისტორიული წყაროს ანალიზი (12ქ)

ჟან-ჟაკ რუსოს „საზოგადოებრივი ხელშეკრულებიდან“ (1762წ)

„ადამიანი თავისუფალი იბადება, მაგრამ სრულიად დაბორკილია...საზოგადოებრივი


ხელშეკრულება შემდეგნაირად შეიძლება განიმარტოს: საზოგადოებრივად ყოველი ჩვენგანი
საკუთარ პიროვნებას და ძალას საერთო ნებას უმორჩილებს და საზოგადოების ყოველ წევრს
მთლიანის განუყოფელ ნაწილად აღიქვამს. საზოგადოების წევრები, როგორც ერთობა,
ხალხის სახელით გამოდიან, ხოლო თითოეული მათგანი, როგორც უზენაესი ძალაუფლების
(სუვერენიტეტის) თანამფლობელი, თავს სახელმწიფოს მოქალაქეს უწოდებს. თუკი
მრავალი ადამიანის გაერთიანება თავს თავს ერთიან სხეულად აღიქვამს, მას საერთო ნება
ექნება….მაშინ სახელმწიფოს აღარ ექნება ურთიერთდაპირისპირებული ინტერესები.
საერთო ნება ყველგან ნათლად გამოიხატება და მაშინ მხოლოდ საღი აზრიღა იქნება
საჭირო მის გასაგებად....მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხალხის გადაწყვეტილება ყოველთვის
ერთნაირად სწორია. ყველას მუდამ საუკეთესო სურს, მაგრამ ყოველთვის როდი ხვდება ,
რა არის საუკეთესო....ხშირად ყველას ნება დიდად განსხვავდება საერთო ნებისაგან.

5
უკანასკნელი მხოლოდ საერთო სიკეთისკენაა მიმართული, პირველი კი კერძო
ინტერესებიდან გამომდინარეობს და მხოლოდ ცალკეულ ნებათა გამოვლინების
ჯამია....უნდა გვესმოდეს, რომ საერთო ნებას ხმათა ჯამი კი არა , უფრო მეტად საერთო
ინტერესი ქმნის. რაშია უზენაესი კეთილდღეობა, რომელიც კანონმდებლობის
საფუძველი უნდა იყოს?! ის თავისუფლებასა და თანასწორობაშია.....თანასწორობა არ უნდა
გავიგოთ ისე , თითქოს ყველას თანაბარი ძალა და სიმდიდრე ჰქონდეს, არამედ როგორც
ძალაუფლების მხოლოდ კანონის მიერ აღსრულება სახელმწიფოში.

მაშ, რაღაა მთავრობა? ის მხოლოდ მოვალეობაა, სამსახურია, რომელშიც სახელმწიფო


მეთაურის უბრალო მოხელეები საზოგადოების სახელით აღასრულებენ ძალაუფლებას.
მათ (ხალხს) შეუძლიათ შეზღუდონ, შეცვალონ ან სულაც ჩამოართვან ძალაუფლება.

საზოგადოებრივი ხელშეკრულება გულისხმობს შემდეგ მოვალეობებს: თუ ვინმე საერთო


ნებას არ დაემორჩილება, საზოგადოება , როგორც მთლიანი სხეული , აიძულებს მას......

ჩვენ დავინახეთ , რომ საკანონმდებლო ხელისუფლება ხალხს ეკუთვნის და მხოლოდ მას


შეიძლება ეკუთვნოდეს. აღმასრულებელი ძალაუფლება არ შეიძლება ეკუთვნოდეს
მთლიანად საზოგადოებას, როგორც კანონმდებელსა და საზოგადოებრივ ერთობას და არც
სუვერენს....არასწორია მთავრობის სუვერენთან გაიგივება, რომლის მარტოოდენ იარაღსაც
ის წარმოადგენს.... ხალხისგან დაწუნებულ კანონს ძალა არ აქვს, ის კანონი არაა“

კითხვები:

1 (2). ტექსტის მიხედვით, როგორ იქმნება სახელმწიფო და ვის ხელშია უზენაესი


ძალაუფლება-სუვერენიტეტი?

2. ტექსტის მიხედვით , რა არის მთავრობა და რა ფუნქცია ეკისრება მას?

3 (2).რა არის „საერთო ნება“ და როგორ განასხვავებს მას რუსო „ყველას ნებისაგან“?

4.რაში ხედავს რუსო „უზენაეს კეთილდღეობას“?

5. ტექსტიდან გამომდინარე, რა დაემართება ადამიანს, თუ იგი არ დაემორჩილება


საზოგადოებრივი ხელშეკრულების პირობებს?

6.ხალხისაგან დაწუნებულ კანონს რატომ არ აქვს ძალა, რატომ არაა ის კანონი?

7. რას ნიშნავს თანასწორობა?

8.რატომ არ შეიძლება , რომ მთლიანად საზოგადოებას ეკუთვნოდეს აღმასრულებელი


ძალაუფლება?

10 (2).როდის ცხოვრობდა ჟაკ-ჟაკ რუსო და რომელი ინტელექტუალური მოძრაობის


წარმომადგენელია იგი?

6
7

You might also like