You are on page 1of 7

ტესტი ისტორიაში (გვ:142) 60 ქულა XII კლასი

I-არჩევითბოლოიანი კითხვა (1ქ)

1. როგორი ეკონომიკური პოლიტიკა ჩამოაყალიბა მეფის მთავრობამ საქართველოში?


ა)საქართველოში უნდა განვითარებულიყო მძიმე მრეწველობა; ბ)საქართველოში უნდა
განვითარებულიყო მსუბუქი მრეწველობა; გ) საქართველო უნდა გადაქცეულიყო რუსული
სამრეწველო პროდუქციის გასაღების ბაზრად; დ)საქართველოში უნდა განვითარებულიყო
კვების მრეწველობა და სოფლის მეურნეობა;

2.რის დაცვას ვერ მოახერხებდა ერთა ლიგა ,საქართველოს მიმართ ,მისი შემადგენლობაში
მიღების შემთხვევაში: ა)ახალი წევრების ტერიტორიის დაცვას უცხო სახელმწიფოს
თავდასხმისაგან; ბ)ლიგის წევრების მიერ აგრესორი სახელმწიფოებისათვის სანქციების
დაწესებას; გ)ლიგის წევრების მიერ საერთო თავდაცვითი სისტემის შექმნას; დ)ლიგის წევრი
ქვეყნების ერთიანი არმიის შექმნას;
3. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ერქვა?
ა) კონვენტი; ბ) კონგრესი; გ)დამფუძნებელი კრება; დ) პარლამენტი;

4.რა გახდა აშშ-ისათვის I მსოფლიო ომში ჩაბმის საბაბი? ა)გერმანიის მიერ ქიმიური იარაღის
გამოყენება; ბ)თებერვლის რევოლუცია რუსეთში; გ)ოსმალეთის მიერ ბოსფორისა და
დარდანელის სრუტეების ბლოკირება; დ)გერმანიის მიერ შეუზღუდავი წყალქვეშა ომის
გამოცხადება;

5.პირველი მსოფლიო ომის წინ ინგლისის ინტერესს წარმოადგენდა: ა)გერმანიის


კოლონიების ხელში ჩაგდება; ბ)რუსეთ-საფრანგეთის მიერ ავსტრია-უნგრეთის
გადანაწილება; გ)გერმანიის მეშვეობით საფრანგეთის განეიტრალება; დ)აშშ-თან მჭიდრო
ეკონომიკური კონტაქტების დამყარება;

6.საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის I კონსტიტუცია მიღებული იქნა:ა)1918


წლის 26 მაისს; ბ)1919წლის 25 თებერვალს; გ)1920წლის 7 მაისს; დ)1921წლის 21 თებერვალი;

7. რა საბაბმა განაპირობა ბრიტანელების ჩართვა პირველ მსოფლიო ომში? ა)გერმანიის მიერ


ბელგრადის დაბობვამ; ბ)თურქეთის მიერ რუსეთზე თავდასხმამ; გ)გერმანიის მიერ
შვეიცარიაში შეჭრამ; დ) გერმანიის მიერ ბელგიაში შეჭრამ;

8.რუსეთში ბოლშევიკების მიერ დამფუძნებელი კრების დაშლის შემდეგ: ა)ხელისუფლების


მთავარი ორგანოები გახდა საბჭოები; ბ)გამოცხადდა რუსეთის რესპუბლიკის შექმნა;
გ)რუსეთმა I მსოფლიო ომში თავი დამარცხებულად ცნო; დ)გამოცხადდა რუსეთის
იმპერიის დაშლა;

9.პაციფისტური განწყობილებების ერთ-ერთი ყველაზე აშკარა გამოვლინებად მიჩნეულია:


1
Page

ა)ლოკარნოს ხელშეკრულება; ბ)ბრიან-კელოგის პაქტი; გ)ერთა ლიგის წესდების მიღება;


დ)ვუდრო უილსონის „14 პუნქტი“;
10. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის იმპერიის ნაცვლად შეიქმნა? ა)ვაიმარის
რესპუბლიკა; ბ)ბერლინის რესპუბლიკა; გ)ბრემენის რესპუბლიკა; დ)ჰამბურგის
რესპუბლიკა;

11.რუსეთის რომელ ქალაქში დაიწყო 1917 წლის თებერვლის რევოლუცია? ა)მოსკოვში;


ბ)პეტერბურგში; გ)ნოვგოროდში; დ)კიევში;

12.ვინ ედგა სათავეში სახალხო კომისართა საბჭოს? ა)ლენინი; ბ)სტალინი; გ)ტროცკი;


დ)ბუხარინი;

13. ვერსალის ზავით გერმანიას: ა)ჩამოერთვა კოლონიები აზიასა და აფრიკაში; ბ)ჩამოერთვა


ელზასი და ლოთარინგია; გ)დაეკისრა რეპარაციების გადახდა; დ)სამივე პასუხი სწორია;

14. ავსტრია -უნგრეთის იმპერიის ნანგრევებზე არ წარმოქმნილა: ა)უნგრეთი;


ბ)ჩეხოსლოვაკია; გ)იუგოსლავია; დ)ბულგარეთი;

15.რუსეთის დროებითმა მთავრობამ რომელ ორგანოს ჩააბარა მართვა-გამგეობა


ამიერკავკასიაში? ა)ოზაკომს; ბ)ამიერკავკასიის სეიმს; გ)საქართველოს ეროვნულ საბჭოს;
დ)ამიერკავკასიის კომისარიატს;

16.საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას წინ უსწრებდა: ა)საბჭოთა კავშირის


შექმნა; ბ)ერთა ლიგის შექმნა; გ)ავტოკეფალიის აღდგენა; დ)მუდროსის ზავი;

17. საქართველოს დამოუკიდებლობას წინ უსწრებდა: ა)ავსტრია-უნგრეთის დაშლა;


ბ)პირველი მსოფლიო ომის დასასრული; გ)ოქტომბრის რევოლუცია; დ)გენუის კონფერენცია;

18.რომელი სახელმწიფო ჩაერია საქართველო-სომხეთის ომში? ა)დიდი ბრიტანეთი;


ბ)საფრანგეთი; გ)რუსეთი; დ)თურქეთი;

II-დაალაგეთ ქრონოლოგიური პრინციპით უძველესიდან უახლესისაკენ(1ქ)

I მსოფლიო ომი:
19. ა)აშშ-ის ჩაბმა პირველ მსოფლიო ომში; ბ)იტალიის მიერ „სამთა კავშირის“ დატოვება;
გ)პარიზის კონფერენცია (ვერსალის ზავი); დ)იუტლანდიის ანუ სკაგერაკის საზღვაო
ბრძოლა;
20. ა)იპრის ბრძოლა; ბ)ვერდენის ბრძოლა; გ)ბრესტ-ლიტოვსკის ზავი; დ)„ბოსნიის
კრიზისის“ დასაწყისი;
21. ა) სომასთან ბრძოლა; ბ)რუსეთსა და თურქეთს შორის შეტაკებების დაწყება;
გ)გალიპოლის ოპერაცია; დ)ავსტრია-უნგრეთის მიერ კაპიტულაციის გამოცხადება;
22. ა)ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა; ბ)საქართველოს ოკუპაცია საბჭოთა
2

რუსეთის მიერ; გ)ილია ჭავჭავაძის მკვლელობა წიწამურთან; დ)რუსეთსა და საქართველოს


Page

შორის 7 მაისის ხელშეკრულების გაფორმება.


III-ყურადღებით გაანალიზეთ ილუსტრაციაზე მოცემული ინფორმაცია და უპასუხეთ
დასმულ შეკითხვებს . დავალების მაქსიმალური ქულაა 5

1919 წლის კარიკატურები: 1. „ მოკავშირეებმა გერმანია გაუშვეს გილიოტინაზე“


2.„მოკავშირეებმა დაკრძალეს გერმანია“
1(1) რომელ ისტორიულ მოვლენას ასახავს მოცემული კარიკატურები?
2.(1)რომელი სამი სახელმწიფო იგულისხმება მოკავშირეებში?
3.(2) რა გახდა გერმანიის მიმართ ამგვარი მოპყრობის მიზეზი და რა შედეგი მოიტანა
აღნიშნულმა პოლიტიკამ მოგვიანებით ევროპისა და მსოფლიოსათვის?
4.(1) რომელ წელს მოხდა ილუსტრაციაზე ასახული მოვლენა?
ყურადღებით გააანალიზეთ პლაკატზე მოცემული ინფორმაცია და უპასუხეთ
დასმულ კითხვებს (5ქ)

„ძია სემი“
1.(1)რომელ კონკრეტულ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებითაა გამოშვებული
წარმოდგენილი პროდუქცია?
3

2.(2) რომელ სახელმწიფოში გამოუშვეს წარმოდგენილი ნაბეჭდი პროდუქცია? პასუხი


Page

აუცილებლად დაასაბუთეთ მხოლოდ ილუსტრაციაზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით.


3 .(2)ვის უჭერდა მხარს ეს სახელმწიფო და რა კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა
წარმოდგენილი ნაბეჭდი პროდუქციის გამოშვება?

IV-არგუმენტაცია (4ქ)

ა)1804 წელს იმერეთის მეფე სოლომონ II–მ რუსეთთან დადო ეგრეთწოდებული


ელაზნაურის ტრაქტატი, რომლითაც მისი სამეფო რუსეთის მფარველობის ქვეშ
აღმოჩნდა. იმერეთის მეფე უნდა დამორჩილებოდა საქართველოში რუსეთის მიერ
დანიშნულ მოხელეს, თუმცა მის ხელში რჩებოდა ქვეყნის საშინაო საქმეები.

1.მოიყვანეთ არგუმენტი, რომლითაც რუსეთთან მფარველობითი ხელშეკრულების


დადების მომხრე საკუთარ პოზიციას დაიცავდა.

2.მოიყვანეთ არგუმენტი, რომლითაც რუსეთთან მფარველობით ხელშეკრულების


დადების მოწინააღმდეგე საკუთარ პოზიციას დაიცავდა.

ბ)1888 წელს გერმანიის იმპერიის ტახტზე ახალგაზრდა და ამბიციური ვილჰელმ II


ავიდა. მას მიაჩნდა, რომ გერმანია უნდა ჩართულიყო მსოფლიოს კოლონიური
გადანაწილების პროცესში, რასაც ეწინააღმდეგებოდა კანცლერი ოტო ფონ ბისმარკი.

მოიყვანეთ არგუმენტი, რომლითაც ვილჰელმ II–ის მომხრე საკუთარ პოზიციას


დაიცავდა.

მოიყვანეთ არგუმენტი, რომლითაც ბისმარკის მომხრე საკუთარ პოზიციას დაიცავდა.

V-წყარო: ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოტანილი ისტორიული დოკუმენტი, გაიაზრეთ


ტექსტი და უპასუხეთ კითხვებს. დავალების მაქსიმალური ქულაა 17.

..მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და


თავისუფალი სახელმწიფო.

მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველი მხრით მტრისგან შევიწროებული საქართველო


თავის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო
გარეშე მტრისაგან დაეცვა.

რუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა,


4

რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დაუტევა


Page

ამიერკავკასია.
დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ
თვით იდვეს თავის საკუთარ საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერისი ორგანოებიც
შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი
დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.

ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ


საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ
დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი
ააგოს.

ამისდა თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917წლის 22 ნოემბერს არჩეული


საქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ აცხადებს:

1.ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო


სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

2.დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა.

3.საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელწმიფოა.

4.საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰსურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა


წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე
სახელმწიფოებთან და ერებთან.

5.საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად


უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად
ეროვნებისა და სქესისა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების
თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზედ მოსახლე ყველა ერს.

6.დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა–გამგეობის საქმეს


უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა
წარმომადგენლებით , და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.

კითხვები:

1.(2) რომელი ხელშეკრულება იგულისხმება ,როდესაც ტექსტში საუბარია რუსეთთან თავისი


ნებით შეერთებაზე და რა ვალდებულებას იღებდა რუსეთი ამ ხელშეკრულებით?

2.(1) წყაროს მიხედვით, რა გახდა იმის მიზეზი რომ, საქართველომ და ამიერკავკასიამ თავის
თავზე აიღეს საკუთარი საქმეების გაძღოლა?

3.(1) რომელ საერთაშორისო მოვლენაში იყო ამ დროს ჩართული რუსეთის სახელმწიფო?


5
Page
4.(1) რა ერქვა პოლიტიკურ ერთეულს, რომელიც შეიქმნა ამიერკავკასიის რესპუბლიკების
მიერ რუსეთიდან გამოყოფის შემდეგ?

5.(2) რომელი ქვეყნები შედიოდნენ ამ პოლიტიკურ ერთეულში და საბოლოოდ როგორ


დასრულდა მისი არსებობა?

6.(1) რა საგარეო–პოლიტიკურ კურსს ირჩევს საქართველოს სახელმწიფო და წყაროში


არსებული რა ინფორმაცია ადასტურებს ამას?

7.(1) მოიყვანეთ ნაწყვეტი ტექსტიდან , რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეები


კანონის მიხედვით თანასწორნი არიან.

8.(2) წყაროს მიხედვით , რომელი ორგანო ცხადდება დამოუკიდებელი საქართველოს


მმართველ ორგანოდ და რომელი ორგანოს შეკრება იგეგმება მომავალში?

9.(2) ხელისუფლების რომელ შტოს მიეკუთვნება ტექსტში ნახსენები დროებითი მთავრობა


და ვინ მეთაურობდა მას დიდი ხნის განმავლობაში?

10.(2) რომელი ორგანოს მიერ და როდის (წელი,თვე,რიცხვი) იქნა მიღებული მოცემული


დოკუმენტი?

11.(2) რა ერქვა ოფიციალურად ამ დოკუმენტის საფუძველზე წარმოქმნილ სახელმწიფოს და


დაახლოებით რამდენი წლის განმავლობაში იარსება მან?

VII -ისტორიული რუკის ანალიზი (7ქ)

37. (1)1. რუკის დახმარებით მიუთითეთ საბჭოთა რუსეთის საქართველოში შემოჭრის


ძირითადი მიმართულებანი, 1921წ. თებერვალში:

(1)2. რუკის მეშვეობით ჩამოთვალეთ გენერალ გ.მაზნიაშვილის მიერ , 1918წ. ზაფხულში,


ლაშქრობის ძირითადი მარშრუტი:

(1)3. რა მიმართულებით შემოიჭრა თურქეთი საქართველოში1921წ. თებერვალში?

(1)4.რომელია, ყარსის 1921წლის ხელშეკრულებით, თურქეთის მიერ დაკავებული


ტერიტორიები?

(1)5.1919წ. თეთრგვარდიელთა მიერ დაკავებული საქართველოს ტერიტორია;

(1)6. საქართველოს ტერიტორია , რომელიც 1921წლის შემდეგ გადაეცა აზერბაიჯანს?

(1)7. საქართველოს ტერიტორია , რომელიც 1921წლის შემდეგ გადაეცა სომხეთს


6
Page
Page 7

You might also like