You are on page 1of 12

ერთიანი ეროვნული გამოცდები (მოდელირებული ტესტი)

1. რომელ სახელმწიფოთა მმართველების წარწერები მოგვითხრობს უძველესი


ქართული პოლიტიკური გაერთიანებების, დიაოხისა და კოლხას შესახებ?

ა. ასურეთისა და ხეთების
ბ. ხეთებისა და სპარსეთის
გ. სპარსეთისა და ურარტუს
დ. ურარტუსა და ასურეთის

2. რომელი მსჯელობაა მართებული „ტორდესილასის ხელშეკრულების“ შესახებ?

ა) ესპანეთმა და დიდმა ბრიტანეთმა „გამიჯნეს მსოფლიო“


ბ) ხელშეკრულება წარმოადგენდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტს
პორტუგალიასა და დიდ ბრიტანეთს შორის
გ) ჰოლანდია და ესპანეთი შეთანხმდნენ ერთობლივ სანაოსნო ექსპედიციებზე
დ) პორტუგალიასა და ესპანეთს შორის დადებულ ამ ხელშეკრულებას ევროპის
სახელმწიფოთა უკმაყოფილება მოყვა.

3.რას წარმოადგენდა ინდულგენცია?

ა. სასჯელს ერეტიკოსთათვის
ბ. ცოდვათა მისატევებელ სიგელს
გ. საეკლესიო სასამართლოს
დ. კარდინალთა კონკლავის ბრძანებულებას

4. სურათზე მოცემულია მინიატურა ჯვაროსნული ეპოქიდან. რომელი ევროპელი


მმართველი მიემგზავრება ეგვიპტისკენ, სურათის მიხედვით?
ა.ფრიდრიხ I "ბარბაროსა"
ბ.ლუი IX "წმინდა"

გ. ფილიპ II "ავგუსტი"
დ. რიჩარდ I "ლომგული"

5. ლაშა-გიორგისა და რუსუდანის შვილები ყაენს მიადგნენ, რათა მას გაერკვია, ვინ იქნებოდა
ტახტის მემკიდრე. როგორ მოიქცა ყაენი:

ა. მან არ გაარჩია დავით VI და დავით VII, ორივე თანაბრად მიიჩნია


ბ. არცერთს არ მისცა ტახტი. მხოლოდ ერისმთავრებად დააყენა უპირატესობა დავით VI-ს
მიანიჭა, ხოლო დავით VII უმცროს სუვენერად დასვა
გ. უპირატესობა დავით VII-ს მიანიჭა, ხოლო დავით VI უმცროს სუვენერად დასვა
დ. ტახტზე დავით VI დასვა, ხოლო მისი გარდაცვალების შედგეგ დავით VII

6. რომის რომელმა პაპმა წამოიწყო კონტრრეფორმაცია კათოლიკური ეკლესიის კარზე?

ა. პიუს V-მ
ბ. მარცელუს II-მ
გ. გრიგოლ XIII-მ
დ. პავლე III-მ

7.რომელ სახელმწიფოსთან ბრძოლის შემდეგ გააფორმეს ხეთებმა „მსოფლიოში პირველ


ზავად“ მიჩნეული სამშვიდობო ხელშეკრულება?

ა.მიდია
ბ.ეგვიპტე
გ.ურარტუ
დ.ასურეთი

8. ვის სახელს უკავშირდება ეკლესიის რეფორმაცია შვეიცარიაში?

ა. მარტინ ლუთერის
ბ. ფრიდრიხ ბრძენის
გ. ჟან კალვინის
დ. ერაზმუს როტერდამელის

9. სტრაბონის თანახმად, ვინ იყვნენ „ლაოები“ ქართლის სამეფოში?

ა. სამეფო მონები
ბ. გათავისუფლებული მონები
გ. წვრილი ვაჭრები
დ. მეფის მრჩევლები

10. ფერარა-ფლორენციის კრების მიზანი იყო:


ა. ევროპაში მომრავლებული ერეტიკოსების წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრება
ბ. ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის ორგანიზება
გ .რომის პაპის შერყეული ავტორიტეტის განმტკიცება

დ. რელიგიური შეთანხმება, რასაც ბიზანტიის დახმარება უნდა მოჰყოლოდა

11. რომელ დაპირისპირებულ მხარეებს შორის წარიმართა ლეპანტოს ბრძოლა?

ა. ოსმალეთსა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის


ბ. რუსეთსა და სეფიანთა ირანს შორის
გ. ოსმალეთსა და რუსეთს შორის
დ. ოსმალეთსა და სეფიანთა ირანს შორის

12.

ვინ აერის გამოსახული ფოტოზე?

ა. იგნასიო ლოიოლა
ბ. ედუარდ VI
გ. მარტინ ლუთერი
დ. ჟან კალვინი ლეო X

13. სახელმწიფოს რომელი მმართველობა გამოცხადდა ინგლისში 1689 წელს?

ა. რესპუბლიკა
ბ. იმპერია
გ. კონსტიტუციური მონარქია
დ. პარლამენტარული წყობა

14. ტიუდორთა დინასტიის უკანასკნელი მონარქი იყო:


ა. ელიზაბეთ I
ბ.ედუარდ VI
გ. ჩარლზ I
დ. ჯეიმზ I

15. პელოპონესის ომში, სიცილიაზე ექსპედიციის სულისჩამდგმელი იყო:

ა. ალკიბიადე
ბ. პერიკლე
გ. კლეონი
დ. დემოსთენე

ინსტრუქცია დავალებებისთვის № 16-18.

ქრონოლოგიურად დაალაგეთ ისტორიული მოვლენები ან პიროვნებები.


პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცელზე მოცემულ უჯრებში. გაითვალისწინეთ,
რომ უჯრაში იწერება მხოლოდ დასახელებული მოვლენის ან პიროვნების შესაბამისი
ციფრი. პირველ უჯრაში იწერება ის ციფრი, რომლითაც ყველაზე ადრე მომხდარი
მოვლენაა აღნიშნული და ა.შ. შესაბამისად, ბოლო, მესამე უჯრაში ის ციფრი
ჩაიწერება, რომლითაც ყველაზე გვიან მომხდარი მოვლენა აღინიშნა.

თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება.

16. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ვახტანგ VI-სთან დაკავშირებული მოვლენები:

1. შაჰის მოთხოვნით ირანში გამგზავრება


2. დიდი ამალითურთ რუსეთში გადასახლება
3. სულხან-საბას ევროპაში გაგზავნა საგანგებო დავალებით

17. ქრონოლოგიურად დაალაგეთ სელჩუკთა ლაშქრობებთან დაკავშირებული


მოვლენები:

1. სელჩუკთა პირველი შემოჭრა საქართველოში


2. მანასკერტის ბრძოლაში ბიზანტიელთა დამარცხება
3. სელჩუკთა მიერ ბაღდადის აღება

18.ქრონოლოგიურად დაალაგეთ მსოფლიოში მომხდარი მოვლენები:

1. ტეტრარქიის შექმნა
2. I ტრიუმვირატის შექმნა
3. ომი რომსა და მითრიდატე ევპატორს შორის
ინსტრუქცია დავალებისთვის №19. მოცემულია ერთი ბრძოლის აღმწერი ორი
სხვადასხვა ტიპის წყარო: მაქსიმალური 4 ქულა

წყარო 1

ძვ.წ 218 წ კართაგენელებმა გადალახეს თოვლიანი ალპები და შეუტიეს რომაელებს იმ


ადგილიდან, საიდანაც არავინ ელოდებოდა. ძვ. წ. 216 წლის გაზაფხულზე რომის
კონსულები კართაგენის არმიისაკენ დაიძრნენ, აპულიაში შეიერთეს იქ მდგარი
ლეგიონები და მიუახლოვდნენ მდინარე აუფიდიუსს, იმ ადგილს, სადაც კართაგენის
ლაშქარი იყო დაბანაკებული. რომის რესპუბლიკის არმია 80 ათასი ქვეითისა და 6
ათასი ცხენოსნისგან შედგებოდა, კართაგენელები თითქმის ორჯერ ნაკლები იყვნენ
(40 ათსი ქვეითი და 10 ათასი ცხენოსანი). კართაგენის მეთაურმა ბრძოლის
დაწყებამდე ხერხს მიმართა: ღამე თავის ბანაკს ადგილი შეაცვლევინა და უფრო
ხელსაყრელ ადგილას განალაგა. დილით რომაელებმა მათი მიტოვებული ბანაკი
დაიკავეს.

წყარო 2
19. 1 (1) დაასახელთ რომელი სახელმწიფოს არმია წითელი ფერით აღნიშნული?
19.2 (1) რა გეოგრაფიულმა ფაქტორმა შეუწყო ხელი კართაგენელების გამარჯვებას?
19.3 (1) ვინ ხელმძღვანელობდა ლურჯით ფერით აღნიშნული სახელმწიფოს არმიას?
19.4 (1) რომელ ბრძოლაზე საუბარი, ვისი გამარჯვებით დამთავრდა ეს ბრძოლა და
რომელ წყაროზე დაყრდნობით გააკეთეთ აღნიშნული დასკვნა.

20.
ილუსტრაცია1


ლუსტრაცია2

20.1 (1) ჩამოთვალე სამი რეგალია რომელსაც ატარებდა N2 და N1 ილუსტრაციაზე


გამოსახული პირი
20.2 (1) ვინ და რომელი ისტორიული სიტყვები წარმოსთქვა N2 და N1
ილუსტრაციაზე გამოსახული მოქმედებების დროს ?

20.3 (1) რა შედეგით და რომელ წელს დასრულდა ისტორიული მოვლენა, რომლის


ერთი ეპიზოდიც N1 ილუსტრაციაზეა ასახული?

20.4 (1) დაასახელეთ პირები რომლებიც მონაწილეობდნენ უშუალოდ N2


ილუსტრაციაზე ასახულ მოქმედებაში.

ინსტრუქცია დავალებისთვის №21.

დავალებაში მოცემულია გარკვეული ეპოქის ისტორიული რუკა. უპასუხეთ დასმულ


კითხვებს, ხოლო პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას.
დავალების მაქსიმალური ქულაა 11

კითხვები:
(1) 21.1. რომელი საუკუნის ვითარებაა ასახული რუკაზე?
(1) 21.2. რას ვუწოდებთ იმ ქართულ პოლიტიკურ ერთეულს, რომლის ტერიტორიაც,
რუკის მიხედვით, მიიტაცა ოსმალეთმა?
(1) 21.3. დაასახელეთ პიროვნება, რომელიც რუკაზე ასახული პერიოდის დროს
გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფე იყო.
(1) 21.4. დაასახელეთ ქართველი პოლიტიკური მოღვაწე (მეფის გარდა), რომლის
სახელიც უკავშირდება რუკაზე აღნიშნულ ბრძოლებს.
(2) 21.5 წინა კითხვიდან გამომდინარე დაასახელეთ რომელი ბრძოლები
უკავშირდები იმ პიროვნების სახელს.
(2) 21.6. რუკის მიხედვით, დაასახელეთ ორი ქართული სამეფო, რომლებსაც
ესაზღვრებოდა ოსმალეთის მიერ მიტაცებული ქართული პოლიტიკური ერთეული.
(3) 21.7. რუკის მიხედვით, დაასახელეთ ქართული სამთავროები, სადაც არსებობდა
კათოლიკური მისიონები.

ინსტრუქცია დავალებებისთვის № 22 და 23.

ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ტექსტები და შეასრულეთ დავალებები.


პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას. გაითვალისწინეთ,
არგუმენტი უნდა იყოს კონკრეტული, ნათლად ჩამოყალიბებული და
დასრულებული აზრის მქონე. თითო არგუმენტი. ფასდება 1 ქულით.

22. XVII საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში დაიძაბა ურთიერთობა ინგლისის


პარლამენტსა და მეფეს შორის. პარლამენტართა ერთი ნაწილი მხარს უჭერდა მეფის
წინააღმდეგ ომის დაწყებას. მეორე ნაწილი ეწინააღმდეგებოდა ამ გადაწყვეტილებას.
მოიტანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც მეფესთან ომის დაწყების მომხრე საკუთარ
მოსაზრებას დაიცავდა. მოიტანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც მეფესთან ომის
დაწყების მოწინააღმდეგე საკუთარ მოსაზრებას დაიცავდა.

23. 482 წელს ქართლის მეფე ვახტანგ I გორგასალმა გადაწყვიტა აჯანყებულიყო


ირანელთა ბატონობის წინააღმდეგ. მოიყვანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც მეფის
გადაწყვეტილების მომხრე საკუთარ პოზიციის დაიცავდა. მოიყვანეთ ერთი
არგუმენტი, რომლითაც მეფის გადაწყვეტილების მოწინააღმდეგე საკუთარ
პოზიციას დაიცავდა.

ინსტრუქცია დავალებისთვის №24.

ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოტანილი ტექსტი და უპასუხეთ კითხვებს.


პასუხები

ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას. დავალების მაქსიმალური ქულაა


2.
24. 1572 წელს საფრანგეთში დატრიალდა ბართლომეს ღამე.

(1) 24.1. რა მიგაჩნიათ ამ მოვლენის მნიშვნელოვან შედეგად?

(1) 24.2. შეაფასეთ თქვენს მიერ დასახელებული შედეგის მნიშვნელობა

(დადებითი ან უარყოფითი) მსოფლიო ისტორიისთვის და აუცილებლად

მოიტანეთ არგუმენტი საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად.

წყაროს ანალიზი
დავალების მაქსიმალური ქულაა 17.

25. ნაწყვეტი „ქართლის ცხოვრებიდან“

„დავითის გამეფებისას აოხრებული იყო ქართლი და ციხეების გარდა, მოსახლეობა


არსად იყო, არც ნაგებობა იდგა. იმ დროს ლიპარიტი განაგებდა თრიალეთსა და
კლდეკარს და მის მიმდებარე მხარეებს და თითქოს ერთგული იყო მეფის. სამეფოს
საზღვარი მაშინ ლიხის მთაზე გადიოდა. ასეთ ვითარებაში გავიდა ოთხი წელი.
მოკვდა სულთანი მალიქ შაჰი და ლიპარიტმა იწყო თავის მამა-პაპათა კვალზე
სიარული, შეუდგა ვერაგობას. მეფეთა ორგულობა და სიძულვილი გონებაში ჰქონდა
გამჯდარი წინაპართაგან. დაინახა რა ეს დავითმა, ინება მისი დასჯა. გარკვეული
დროით დაატყვევა, რაც საკმარისი იქნებოდა ჭკუის სასწავლებლად. შემდეგ
ერთგულების ფიცის დამდები ლიპარიტი გაათავისუფლა და იგივე პატივი
დაუტოვა. ლიპარიტმა გამოუცხადა დავითს მტრობა და მეფემ მეორე წელს კვლავ
შეიპყრო, ორი წელი დატყვევებული ჰყავდა, შემდეგ კი საბერძნეთში გაგზავნა. ამ
დროს გამოვიდნენ ფრანგები, აიღეს იერუსალიმი და ღვთის შეწევნით აღორძინდა
ქართლი, გაძლიერდა დავითი და გაამრავლა მხედრობა. აღარ გადაუხადა სულთანს
ხარკი.
კახეთში კვირიკე მეფობდა. დავითმა წაართვა კვირიკეს ზედაზნის ციხე. ამავე წელს
მოკვდა რატი ლიპარიტის ძე. ასე დასრულდა ბაღვაშთა გვარი, აღარავინ დარჩა
მემკვიდრე და მათი მამული მეფემ შეიერთა. ერთი წლის შემდეგ მიიცვალა მეფე
კვირიკე. დასვეს კახთა მეფედ მისი ძმისწული აღსართანი, რომელსაც არ ჰქონდა
მეფობის უნარი. იყო ავყია, უსჯულო, უსამართლო და სრულიად განსხვავდებოდა
თავისი მამის ძმისგან. აღსართანი ჰერმა დიდებულებმა არიშიანმა, ბარამმა და მათმა
დედის ძმამ, ქავთარ ბარამის ძემ შეიპყრეს და მეფეს გადასცეს. აიღო მეფემ კახეთი და
ჰერეთი, ერწუხში დიდი ბრძოლა გადაიხადა და მოიპოვა დიდი გამარჯვება. თვით
მეფე, როგორც ვინმე გარეშე, ზურგში კი არ ედგა თავის მეომრებს და შორიდან კი არ
ამხნევებდა მათ, არამედ წინ მიუძღოდა და როგორც ლომი, მაღალი ხმით
შეუძახებდა. ხმლით დახოცილთა სისხლით აევსო წელი, რაც ცხადი გახდა ომის
დასრულებისას სარტყლის შეხსნის შემდეგ - იქიდან გადმოინთხა შესქელებული
სისხლი, რომელიც თავიდან დავითის ეგონათ. იმ დღეს მეფეს სამი ცხენი მოუკლეს
და მეოთხეზე ამხედრებულმა დაასრულა ომი. გადაწყვიტა მეფემ მონასტრის აგება
და ბრძანება გასცა, შენებას შესდგომოდნენ ღვთის მადლით შერჩეულ უმშვენიერეს
და ყველანაირად უნაკლო ადგილზე.
შეკრიბა იქ თავიანთი პატიოსანი ცხოვრებით ცნობილი ადამიანები. ბაღვაშთა
მამული სხვა სოფლებთან ერთად უბოძა მონასტერს. ამჟამად ეს მონასტერი მთელი
აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმია, ყოველნაირი სიკეთის მასწავლებელი ადგილი,
სწავლულთა განმსწავლელი მეორე ათენი.
ამ დრომდე ტფილისი, რუსთავი, სამშვილდე თურქების ხელში იყო. თევდორე,
აბულეთი და ივანე ორბელი ეახლენ მწიგნობართუხუცეს გიორგი ჭყონდიდელს

და სიმარჯვით ჩაიგდეს ხელში სამშვილდე. ყველა დიდმა სიხარულმა მოიცვა,


რადგან დღითი დღე ფართოვდებოდა სამეფოს საზღვრები.შეიტყვეს რა თურქებმა
სამშვილდის აღება, მრავალი ციხე დატოვეს და გაიქცნენ. გიორგი ჭყონდიდელმა
მეფის მუხრანში ყოფნისას რუსთავიც ჩაიგდო ხელში. ტაოში თურქთა დიდი
სიმრავლე იყო. მეფემ ასეთ ხერხს მიმართა: ქართლის მხედრობას მზადყოფნა
უბრძანა, თვითონ კი ქუთაისში გადავიდა. ამით მტერს ეჭვი გაუქარწყლა.
თებერვლის თვეში შეატყობინა ქართლელებს და მესხებს, რომ კლარჯეთში
დახვედროდენ მას. თვითონ კი შიდა ჯარით ჭოროხის ნაპირებით იარა. შეერთდა
ჯარი და მოულოდნელად დაესხა მტერს. გაჟლიტეს ურიცხვი მტერი.
იმავე წელს მეფემ თავისი ასული კატაი გაგზავნა საბერძნეთში ბერძენთა მეფის
რძლად. ამაზე ადრე კი პირმშო ასული თამარი გაგზავნილი ჰყავდა შარვანის
დედოფლად.
დავითმა აიღო გიშის ციხე. თავისი ძე დემეტრე ძლიერი მხედრობით გაგზავნა
სალაშქროდ. დემეტრემ გასაკვირი ბრძოლა გადაიტანა, რითაც გააოცა მხილველნი და
მსმენელნი. ძლევამოსილი წარსდგა მამის წინაშე.

(1) 25.1. რა სახელწოდებითაა ცნობილი ისტორიული მოვლენა, რომლის გამოც


დავითის გამეფებისას ქართლში მოსახლეობა არსად იყო „ციხეთა გარდა“?
(1) 25.2. თქვენი აზრით, რატომ დაუტოვა მეფემ გათავისუფლებულ ლიპარიტს
„იგივე პატივი“?
(1) 25.3. რომელი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის დაწყებაზე საუბრობს
მემატიანე?
(1) 25.4. თქვენი აზრით, რა „ეჭვი გაუქარწყლდებოდათ“ თურქებს მეფის ქუთაისში
გადასვლის შემდეგ?
(1) 25.5. წყაროში არსებული რა ინფორმაცია ადასტურებს, რომ დავითის ტახტზე
ასვლისას სამეფო ხელისუფლება მეტწილად მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე
ვრცელდებოდა?
(1) 25.6. თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურებოდა დავითის მიერ ქალიშვილების სხვა
სახელმწიფოებში გათხოვება?
(1) 25.7. წყაროს მიხედვით, ჩამოთვალეთ ყველა ის თვისება, რის გამოც აღსართანი
მეფობისთვის შეუფერებელი იყო.
(2) 25.8. სრულად აღწერეთ, წყაროს მიხედვით რა მოიმოქმედა მეფემ მას შემდეგ, რაც
დაინახა, რომ გათავისუფლებული ლიპარიტი კვლავ მტრობდა მას?

(2) 25.9. წყაროს მიხედვით, რის საფუძველზე შეიერთა მეფემ ბაღვაშების მამული და
რაში გამოიყენა შემდგომში ის?
(2) 25.10. რა ეწოდება ისტორიულ მოვლენას, რომლის დროსაც „გამოვიდნენ
ფრანგნი“ და რატომ განაპირობა ამან, რომ დავითმა „აღარ გადაუხადა სულთანს
ხარკი“?
(2) 25.11. დაასახელეთ წყაროში არსებული ორი კონკრეტული ფაქტი, რომელიც
მიუთითებს, რომ ერწუხში მეფე პირადად მონაწილეობდა ბრძოლაში.
(2) 25.12. წყაროში აღწერილი რომელი ორი ამბის თხრობისას მოიხსენიებს მემატიანე
მეფის რამდენიმე კონკრეტულ თანამოაზრესა და თანამებრძოლს ერთად.

You might also like