You are on page 1of 10

რუსეთი და საქართველო XIX საუკუნეში

1. ვინ იყო აღა მაჰმად ხანი და რა გახდა საქართველოში მისი შემოჭრის მიზეზი?

2. რომელ წელს შემოიჭრა ქართლში აღა მაჰმად ხანი და სად გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა? როგორი
იყო ძალთა თანაფარდობა?

3. რა იყო აღა მაჰმად ხანთან ერეკლეს დამარცხების მიზეზები?

4. თქვენი აზრით რატომ არ გაუწია დახმარება რუსეთმა ერეკლე II–ეს აღა აღა მაჰმად ხანის წინააღმდეგ
ბრძოლაში?

5. რამდენად მიაღწია აღა მაჰმად ხანმა ქართლში ლაშქრობით თავის მთავარ მიზანს?

6. რომელ წლებში მეფობდა ერეკლე II? ვინ გამეფდა ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ?

7. რომელ წლებში მეფობდა გიორგი XII?

8. რატომ ჰქონდა კონფლიქტი გიორგი XII–ეს თავის ნახევარძმებთან და დედინაცვალთან?


(გიორგი XII–ემ გააუქმა ერეკლეს ანდერძი მემკვიდრეობის შესახებ და მემკვიდრედ თავისი შვილი დავითი
გამოაცხადა. გარდა ამისა გიორგის ძმები ირანთან ურთიერთობის აღდგენას უჭერდნენ მხარს და არ
ეთანხმებოდნენ მეფის პრორუსულ საგარეო კურსს.)

9. როდის შემოვიდა აღმოსავლეთ საქართველოში რუსეთის პოლკი გენერალ ლაზარევის მეთაურობით?

10. რას ითხოვდა გიორგი XII რუსეთის იმპერატორისაგან 1800 წელს გაგზავნილ „სათხოვარ
პუნქტებში“? შეადარე „გეორგიევსკის ტრაქტატს“, რა იცვლებოდა „სათხოვარი პუნქტებით“
რუსეთთან ურთიერთობაში?

11. დაასახელეთ რუსეთის ორი იმპერატორი, რომლებმაც სხვადასხვა დროს გამოსცეს მანიფესტი
ქართლ–კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ. დაასახელეთ ორივე მანიფესტის გამოცემის თარიღი.

12. რატომ ვერ შევიდა ძალაში ქართლ–კახეთის რუსეთთან შეერთების პირველად გამოცემული
მანიფესტი ძალაში?

13. რომელ წლებში მეფოდა იმერეთში სოლომონ II? რა მიზეზმა განაპირობა მისი უნდობლობა
რუსეთისადმი?

14. რა პოლიტიკური მიზნები ჰქონდა სოლომონ II–ს რუსეთან მიმართებაში?


15. რატომ ვერ მოახერხა სოლომონ II-მ დასავლეთ საქართველოს გაერთიანება?

16. სამეგრელოს რომელი მთავარი შევიდა რუსეთის ქვეშევრდომობაში და როდის?

17. როდის დაიდო „ელაზნაურის ტრაქტატი“ , ვის შორის და რას ითვალისწინებდა?

18. დასავლეთ საქართველოს რომელი სამთავრო მოექცა რუსეთის ქვეშევრდომობაში 1810 წელს?

19. როდის გაუქმდა იმერეთის სამეფო?

20 სად და როდის გარდაიცვალა სოლომონ II?

21. როდის ჩამოასვენეს სოლომონ II საქართველოში? სად არის დაკრძალული?

22. დასავლეთ საქართველოს რომელი სამთავროები განაგრძობდნენ არსებობას რუსეთის


ქვეშევრდომობაში იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდგომ? თქვენი აზრით რატომ არ გააუქმა რუსეთმა
სამთავროებიც?

23. გიორგი XII–ეს გარდაცვალების შემდეგ ვინ გამოაცხადეს ფორმალურად ქართლ–კახეთის


გამგებლად? სინამდვილეში ვინ ახორციელებდა რეალურ ძალაუფლებას?
(დავით ბატონიშვილს, გიორგი XII–ეს შვილს. რეალურ ხელისუფლებას ფლობდა რუსეთის ჯარების სარდალი
გენერალი ლაზარევი.)

24. ვის უწოდებდნენ „მთავრმართებელს“? ვინ დაინიშნა ამ პოსტზე პირველად?

25. ვინ იყო „მთავარმართებელი 1803–1806 წლებში? სადაური იყო იგი?

26. რა მოთხოვნები ჰქონდათ კახეთში, სოფელ ქელმენჩურში პოლიტიკურ გამოსვლაში მონაწილე


თავადებს? ვინ მოითხოვეს მეფედ?

27. როდის მოხდა აჯანყება ქართლის მთიანეთში და რა გახდა აჯანყების მიზეზი?

28 . რომელი ბატონიშვილი მონაწილეობდა ქართლის მთიანეთის აჯანყებაში? რა გახდა აჯანყებულთა


თავდაპირველი წარმატების მიზეზი? რომელმა მთავარმართებელმა ჩაახშო ეს აჯანყება?

29. რატომ ვერ მოახერხა იულონ ბატონიშვილმა შეერთებოდა ქართლის მთიანეთის აჯანყებას?

30. რა გახდა 1812 წელს კახეთში დაწყებული აჯანყების მიზეზი?

31. რომელი ბატონიშვილი ჩაუდგა სათავეში 1812 წლის აჯანყების პირველ ეტაპს?

32. ვინ ჩაუდგა კახეთის აჯანყებას სათავეში 1812 წლის შემოდგომაზე? რა ხელსაყრელი გარემოება იყო
შექმნილი ამ პერიოდში აჯანყებულთა სასარგებლოდ?
33. რა შედეგით დასრულდა 1812 წლის კახეთის აჯანყება?

34. რატომ გადაასახლა რუსეთის ხელისუფლებამ ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენლები რუსეთში?

35. როგორ დაიღუპა რუსი გენერალი ივანე ლაზარევი?

36. როდის გააუქმა რუსეთმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია? ვინ ითვლებოდა ამიერიდან
საქართველოში ეკლესიის მმართველად?

37. როგორ ცდილობდა რუსეთის ხელისუფლება საქართველოში დემოგრაფიული სურათის შეცვლას?

38. რას ისახავდა მიზნად რუსეთის ხელისუფლება დემოგრაფიული ექსპანსიით?

39. რომელ სახელმწიფოსთან აწარმოებდა ომს რუსეთი 1804–1813 წლებში და რა იყო ომის მიზეზი?
რომელი ზავით დასრულდა ეს ომი და რას ითვალისწინებდა ზავის პირობები? რა ტერიტორიები
გადადიოდა რუსეთის ხელში ამ ზავით?

40. რომელ სახელმწიფოსთან აწარმოებდა ომს რუსეთი 1806–1812 წლებში და რა იყო ომის მიზეზი?
რომელი ზავით დასრულდა ეს ომი და რას ითვალისწინებდა ზავის პირობები? ომის დროს წართმეულ
რომელ ქართულ ქალაქებს უბრუნებდა რუსეთი მოწინააღმდეგე მხარეს ზავის პირობით?

41. რა ტერიტორიებზე გავრცელდა 1819–20 წლებში მიმდინარე აჯანყება და რა გახდა ამ აჯანყების


დაწყების მიზეზი? ვინ გამოაცხადეს აჯანყებულებმა მეფედ?

43. რომელმა სასულიერო პირებმა ითამაშეს აჯანყების მომზადებაში მნიშვნელოვანი როლი და რა


ბედი ეწიათ მათ?

44. რომელ სახელმწიფოსთან აწარმოებდა ომს რუსეთი 1826–1828 წლებში? რომელი ზავით დასრულდა
ეს ომი და რას ითვალისწინებდა ზავის პირობები? რა ტერიტორიები გადადიოდა რუსეთის ხელში ამ
ზავით?

45. რომელმა ქართველმა გენერალმა აიღო ქალაქი თავრიზი 1826–1828 წლების ომში, რისთვისაც
ნეველის ორდენით დააჯილდოვა იმპერატორმა?
46. რომელ სახელმწიფოსთან აწარმოებდა ომს რუსეთი 1828–1829 წლებში? გარდა კავკასიისა, სად
მიმდინარეობდა ძირითადი ბრძოლები?

47. რომელი ზავით დასრულდა 1828–29 წლების ომი და რას ითვალისწინებდა ზავის პირობები? რითი
იყო მნიშვნელოვანი ზავის პირობები საქართველოსთვის?

48. რომელმა ქართველმა გენერალმა გამოიჩინა თავი 1828–1829 წლების ომში?

51. რითი განსხვავდებოდა 1832 წლის შეთქმულება მანამდე მომხდარი აჯანყებებისაგან?

52. როდის და რომელ ქალაქებში ჩაისახა შეთქმულთა პირველი წრეები? როდის გადმოინაცვლა
შეთქმულების ცენტრმა თბილისში?

53. ვინ იყვნენ 1832 წლის შეთქმულების აქტიური წევრები?

54. რას წარმოადგენდა „აქტი გონიური“?

55. მმართველობის რომელ ფორმას უჭერდნენ მხარს შეთქმულები?

56. შეთქმულთა შორის ვინ უჭერდა მხარს რესპუბლიკური მმართველობის შემოღებას?

57. შეთქმულთა ნაწილის გეგმით აჯანყების გამარჯვების შემთხვევაში ვინ უნდა მოეწვიათ
საქართველოს მეფედ?

58. რა საქმიანობას ეწეოდა სოლომონ დოდაშვილი 1828–32 წლებში?

59. რას უწოდეს შეთქმულებმა „პირველი ღამის განკარგულება“? რომელი დღე დანიშნეს აჯანყების
დასაწყებად?

60. ვინ და როდის გასცა შეთქმულება?

51. რა ბედი ეწიათ შეთქმულების მონაწილეებს?

62.შეთქმულთაგან რომელი ვეღარ დაბრუნდა სამშობლოში?

63. 1832 წლის შეთქმულების დროს ვინ იყო რუსეთის იმპერატორი? ვინ იყო მთავრმართებელი?

64. თქვენი აზრით რატომ შეუმსუბუქა განაჩენი შეთქმულებს იმპერატორმა?

65. რა ადმინისტრაციული ერთეულები შექმნა რუსეთმა კავკასიაში 1841 წელს?

66. რა ტერიტორია მოექცა საქართველო–იმერეთის გუბერნიაში?

67. რა ადმინისტრაციულ ერთეულებად დაიშალა საქართველო–იმერეთის გუბერნია 1846 წელს?

68. რა ადმინისტრაციული ცვლილება მოხდა კავკასიის მმართველობაში 1844 წელს?


69. რა განსხვავება იყო მთავარმართებელსა და მეფისნაცვლობას შორის?

70. ვინ დაინიშნა პირველ მეფისნაცვლად ? როგორ დაახასიათებ ვორონცოვის კოლონიურ პოლიტიკას?

71. რა კულტურულ–საგანმანათლებლო დაწესებულებები შეიქმნა საქართველოში ვორონცოვის


მმართველობის პერიოდში?

72. ვინ იყო გუსტავ რადე?

73. როგორ მოიგო ვორონცოვმა 30 ათასი ქართველი თავად–აზნაურის გული?

74. როდის დაიდგა პირველი ქართული სპექტაკლი და ვინ იყო პიესის ავტორი? რა ერქვა სპექტაკლს?

75. რომელ წლებში მიმდინარეობდა ყირიმის ომი და რატომ ეწოდა ეს სახელი?

76. რას ისახავდა მიზნად რუსეთი ყირიმის ომის დაწყებისას? (შავიზღვის სრუტეების ბოსფორისა და
დარდანელის ოსმალეთისთვის წართმევას და სრუტეებზე კონტროლის დამყარებას.)

77. რუსეთის რომელი იმპერატორის მმართველობის დროს დაიწყო ყირიმის ომი და რომელი
იმპერატორის დროს დასრულდა?

78. რომელი სახელმწიფოები დაუპირისპირდნენ რუსეთს ყირიმის ომში?

79. რითი ახსნი ევროპის სახელმწიფოების ჩაბმას ყირიმის ომში?

80. ოსმალეთის რომელი სარდალი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე ყირიმის ომის დროს? რა
ტერიტორიების დაკავება შეძლო მან საქართველოში? (1855 წელს ოსმალთა ჯარის დესანტი ომერ ფაშას
სარდლობით გადასხდა აფხაზეთის ტერიტორიაზე. აფხაზეთიდან თურქები სამეგრელოში შეიჭრნენ და
იმერეთის საზღვარს მოადგნენ. ოსმალებმა ააოხრეს სამეგრელოს სოფლები. ამ დროისთვის სამეგრელოს
მართავდა გარდაცვლილი მთავრის დავით დადიანის ქვრივი ეკატერინე ჭავჭავაძე. იგი იძულებული გახდა
სამეგრელო დაეტოვებინა.)

81. ვინ იყო შამილი. რა როლი ითამაშა შამილმა ყირიმის ომში?

82. რომელი ზავით დასრულდა ყირიმის ომი და რა იყო ამ ზავის პირობები?

83. რისი უფლება მიიღო რუსეთმა 1871 წელს ლონდონში გამართულ კონფერენციზე მიღწეული
შეთანხმებით?

84. რომელი სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდა რუსეთი 1877–1878 წლებში? რა ხელსაყრელი


ვითარება შიქმნა რუსეთისათვის ომის დაწყების წინ?
85. რატომ შეხვდა ქართველი საზოგადოება 1877 წელს ომის დაწყებას სიხარულით? რა როლი
შეასრულეს ამ ომში ქართველებმა?

86. როდის და ვის შორის დაიდო სან სტეფანოს ზავი? რომელი ახალი სახელმწიფოები იქმნებოდა
ბალკანეთში სან სტეფანოს ზავის პირობებით?

87. რითი იყო სან სტეფანოს ზავი მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?

88. როდის და სად გადაისინჯა სან–სტეფანოს ზავის პირობები? ახალი პირობებით რომელ ქალაქს
ენიჭებოდა პორტო–ფრანკოს (თავისუფალი ნაოსნობის უფლება) სტატუსი?

89. რა იყო და რა მიზეზმა გამოიწვია აჭარაში მუჰაჯირობა? რატომ უწყობდა რუსეთის ხელისუფლება
ხელს აჭარაში მუჰაჯირობას?

90. რა დადებითი შედეგი მოუტანა ქართველ ხალხს XIX საუკუნეში რუსეთის ომებმა ირანთან და
ოსმალეთთან?

91. რომელმა ომმა გამოაჩინა რუსეთის ჩამორჩენილობა ევროპის სახელმწიფოებთან შედარებით? რა


იყო ამ ჩამორჩენილობის მთავარი მიზეზი?

92. რუსეთის რომელმა იმპერატორმა გამოსცა მანიფესტი ბატონყმობის გაუქმების შესახებ და რომელ
წელს?

93. როდის დაიწყო ბატონყმობის გაუქმების პროცესი საქართველოში? როდემდე გაგრძელდა ეს


პროცესი?

94. რას ითვალისწინებდა ე.წ. „უმრავლესობის პროექტი“ და ვინ შეადგინა? რითი განსხვავდებოდა
„უმცირესობის პროექტი“ მისგან და ვისი მეთაურობით შეადგინეს?

95. რომელმა საზოგადო მოღვაწეებმა გამოთქვეს აზრი ბატონყმობის გაუქმების საკითხთან


დაკავშირებით? რითი განსხვავდებოდა მათი მოსაზრებები „უმრავლესობისა და უმცირესობის“
პროექტებისგან?

96. როგორ გაუქმდა ბატონყმობა საქართველოში? (გლეხები იღებდნენ პირად თავისუფლებას, აღარ
შეიძლებოდა მათი გაყიდვა ან გაცვლა, ამიერიდან გლეხს შეეძლო თავისი სახელით დაედო სხვადასხვა
სახის ხელშეკრულება, გაეხსნა სამრეწველო დაწესებულება ან სავაჭრო ობიექტი, გადასულიყო სხვა
სოციალურ წოდებაში, შეეცვალა საცხოვრებელი, წასულიყო ქალაქში და დაუფლებოდა ხელობას, ან
მუშად ემუშავა ქარხანაში ან სხვა საქმიანობაში გამოეყენებინა თავისი ნიჭი და შესაძლებლობა. ცუდი
ის იყო რომ გლეხი უმიწოდ თავისუფლდებოდა. მართალია გლეხებს სარგებლობაში უტოვებდნენ
მიწის გარკვეულ ნაწილს - ე.წ. ნადელებს, მაგრამ ისინი მოვალენი იყვნენ ამის სანაცვლოდ ყოფილი
ბატონებისათვის ეხადათ მიწის გამოსასყიდი თანხა, სანამ მთლიანად არ დაიფარებოდა მისი საფასური.
ამის შემდეგ კი გლეხი მიწის სრული მესაკუთრე ხდებოდა. გლეხს ასევე უფლება ჰქონდა მთელი
გამოსასყიდი თანხა წინასწარ ერთიანად გადაეხადა. სანამ გლეხი მთლიანად გადაიხდიდა მიცემული
მიწის საფასურს, ის ვალდებული იყო ადრე არსებული ბეგარა-გადასახადები კვლავ ეხადა
ბატონისათვის. ამრიგად საგლეხო რეფორმის ძირითადი არსი ის იყო, რომ ბატონყმურ
ვალდებულებებს დროებით მაინც ძალაში ტოვებდა.

96. ვინ იყვნენ „დროებით ვალდებული გლეხები“? რითი განსხვავდებოდნენ მათგან „მესაკუთრე
გლეხები“?

97. რომელ წელს გატარდა რუსეთში სასამართლო რეფორმა? რა სიახლეები დაინერგა რუსეთის
სასამართლოში რეფორმის შედეგად?

98. რომელ წელს გატარდა სასამართლო რეფორმა საქართველოში? რაში გამოიხატა რეფორმის
არასრულყოფილება საქართველოში?

99. როდის გატარდა რუსეთში „საერობო რეფორმა“? რა იყო „ერობები“ და რა ფუნქციები ჰქონდათ?

100. როდის გატარდა რუსეთში საქალაქო თვითმმართველობის რეფორმა? პირველად საქართველოს


რომელ ქალაქს შეეხო ეს რეფორმა და რომელ წელს?

101. რომელი სამთავრო გააუქმა რუსეთმა პირველად და როდის?

102 . როდის შემოიღეს გურიაში რუსული მმართველობა?

103. როდის დამყარდა რუსული მმართველობა სამეგრელოში და რა საბაბი გამოიყენა ხელისუფლებამ?

104. როდის გაუქმდა ოფიციალურად სამეგრელოს სამთავრო და როგორ?

105. როდის გაუქმდა სვანეთის სამთავრო? რატომ დასაჯეს სიკვდილით სვანეთის უკანასკნელი
მტავარი კონსტანტინე დადეშქელიანი?

106. როდის გაუქმდა აფხაზეთის სამთავრო?

107. ვის უწოდეს „თერგდალეულები“ და როდის გამოვიდნენ სამოღვაწეო ასპარეზზე ?


108. რა დაისახეს თერგდალეულებმა თავის უმთავრეს მიზნად?

109. რომელმა ჟურნალ–გაზეთებმა იქონიეს დიდი გავლენა 60–80 იან წლებში ეროვნული მოძრაობის
აღმავლობაზე?

110. რომელ წელს და რა მიზნით დაარსდა თბილისის საადგილმამულო სათავადაზნაურო ბანკი?

111. რომელ წელს დაარსდა „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და რა


საქმიანობას ეწეოდა? ვინ იყო ამ საზოგადოების პირველი თავჯდომარე?

112. რომელ წელს აღსდგა 1856 წელს დახურული ქართული თეატრი, ვისი ხელმძღვანელობით? (1879
წელს. ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და სხვა თერგდალეულთა ძალისხმევით.)

113. ვინ იყვნენ პირველი და მეორე დასის თვალსაჩინო წარმომადგენლები? რა ძირითადი იდეური
განსხვავება არსებობდა პირველ და მეორე დასს შორის?

114. რუსეთის რომელი იმპერატორი მოკლეს 1881 წელს? რა პოლიტიკური ცვლილება მოჰყვა ამ
მკვლელობას? (რუსეთში წარმოქმნილლმა რევოლუციურმა ჯგუფებმა, რომლებიც თავს
ნაროდნიკებს(ხალხოსნებს) უწოდებდნენ, მოკლეს იმპერატორი ალექსანდრე II. ახალმა იმპერატორმა
ალექსანდრე III-ემ შეწყვიტა მამამისის დროს დაწყებული ლიბერალური რეფორმები და მთელს იმპერიაში
სამხედრო პოლიციური რეჟიმი დაამყარა. დაიწყეს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაპატიმრება, გამკაცრდა
ცენზურა, დაიხურა მრავალი გაზეთი. ალექსანდრე III-ის მმართველობა რუსეთში „რეაქციის ხანის“ სახელით
არის ცნობილი.)

115. რაში გამოიხატა 80–იან წლებში დაწყებული პოლიტიკური რეაქცია უშუალოდ საქართველოში?
(რეაქცია განსაკუთრებით მძიმედ შეეხო არარუს ხალხებს. გაძლიერდა ეროვნული ჩაგვრა და რუსიფიკაცია.
გაუქმდა მეფისნაცვლობა, რაც კავკასიის ადმინისტრაციული ავტონომიის ჩანასახს წარმოადგენდა, მის ნაცვლად
კვლავ აღსდგა კავკასიის მთავარმართბლის პოსტი. ამ თანამდებობაზე დაინიშნა ქართველთა მოძულე გენერალი
კორსაკოვ-დონდუკოვი. ანტიქართული პოლიტიკის გატერებაში მან გვერდში ამოიყენა ქართველთა
სიძულვილიც ცნობილი მოხელეები - ეგზარხოსი პავლე და კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი იანოვსკი.
მათ პირველ რიგში შეუტიეს ქართულ ენას, კულტურასა და ტრადიციებს. ცდილობდნენ ქართველთა შორის
სეპარატიზმისა და დაპირისპირების გაძლიერებას. იანოვსკის ბრძანებით ქართული ენის სწავლება სკოლებში
ჯერ შეძღუდეს შემდეგ კი საერთოდ გააუქმეს. სკოლებიდან გაუშვეს ქართველი მასწავლებლები, მათ ნაცვლად კი
ჩამოიყვანეს რუსები, რომელთაც ქართული არ იცოდნენ. მათ გაუჭირდა რუსულის არმცოდნე ბავშვებთან
გაკვეთილების ჩატარება. ამ პრობლემის გადასაჭრელად სკოლებში დაიწყეს „მუნჯურად სწავლების“ მეთოდების
შემუშავება, რამაც უხერხულ და კომიკურ მდგომარეობაში ჩააგდო რუსეთის სასწავლო პროცესი.
მაშინ როცა ქართულ ენას უტევდნენ, რუსი მოხელეები იწყებენ „ზრუნვას“ მეგრელებსა და სვანებზე და
მათთვის იწყებენ ანბანის შედგენას რუსული ალფავიტის მიხედვით, რასაც თავად მეგრელებმა და სვანებმა
პროტესტით უპასუხეს.
გახშირდა რუსეთის მმართველი წრეების მხრიდან საქართველოს ისტორიის აბუჩად აგდების, ქართული
კულტურისა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფის ფაქტები. რუსულ გაზეთებში დაიწყო დაბეჭდვა
ანტიქართული პუბლიკაციების.
საქართველოში კიდევ უფრო გაამკაცრეს ცენზურა, დახურეს გაზეთები. მაგ. 1885 წელს დაიხურა გაზეთი
„დროება“, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ეროვნულ მოძრაობაში. )

116. რატომ გადაასახლეს დიმიტრი ყიფიანი საქართველოდან 1886 წელს? რა ბედი ეწია მას
გადასახლებაში? სად არის დაკრძალული?

117. ვის მიუძღვნა ლექსი „განთიადი“ აკაკი წერეთელმა?

118. რომელი გაზეთის გარშემო შემოიკრიბა გიორგი წერეთელმა რევოლუციურად განწყობილი


ახალგაზრდობა? რა ეწოდათ მათ?

119. რუსეთის რომელი პარტიის რიგებს შეუერთდნენ მესამე დასელები და როდის?

120. რომელი ორი ფრაქცია წარმოიქმნა სოციალ–დემოკრატიულ პარტიაში 1903 წლის ლონდონის
პარტიულ კონფერენციაზე? ვინ იყვნენ ამ ფრაქციების მეთაურები რუსეთში?

121. როგორი იყო ქართველი სოციალ–დემოკრატების პოზიცია ეროვნულ საკითხში?

122. რა განსხვავება იყო ბოლშევიკებსა და მენშვიკებს შორის?

123. ჩამოთვალე ქართველი მენშევიკებისა და ბოლშევიკების თვალსაჩინო წარმომადგენლები?

124. როდის წარმოიქმნა სოციალისტ–ფედერალისტთა პარტია და ვინ იყვნენ ამ პარტიის თვალსაჩინო


წარმომადგენლები? რა იყო ამ პარტიის ძირითადი მოთხოვნა?

125. ვისი თაოსნობით მიმდინარეობდა ეროვნულ დემოკრატიული პარტიის შექმნაზე მუშაობა და


რატომ ვერ შეიქმნა იმჟამად ეს პარტია?

126. დაასახელეთ XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში არსებული ძირითადი პარტიები და


პოლიტიკური მიმდინარეობები.

127. რა მსგავსება–განსხვავება იყო ქართველ სოციალ–დემოკრატებს, სოციალისტ–ფედერალისტებს და


ეროვნულ–დემოკრატებს შორის?

128. რომელი მოვლენით იწყება რუსეთში 1905 წლის რევოლუცია?


129. რას ითვალისწინებდა 1905 წლის 17 ოქტომბერს იმპერატორის მიერ გამოცემული მანიფესტი? ვინ
იყო ეს იმპერატორი?

130. როდის მოიწვიეს რუსეთში პირველად სათათბირო(დუმა)? რა გახდა მისი დათხოვნის მიზეზი?

131. რა გახდა მეორე სათათბიროს დათხოვნის მიზეზი?

132. რომელი თარიღი და მოვლენა ითვლება რუსეთის პირველი რევოლუციის დასასრულად?

You might also like