You are on page 1of 2

თეიმურაზე, ერეკლე, გეორგიევსკის ტრაქტატი. (პარაგრაფი 79 ის მეორე ნახევარი, 81, 81.

1) რას ნიშნავს ,,ოსმალობა,, და როდის დაიწყო იგი.( 79-ე პარაგრაფის ბოლო ნაწილი.
გვ.501)
2) რას ნიშნავს ,,ყიზილბაშობა,, და როდის დაიწყო იგი.
3) როდის ჩაატარეს ყიზილბაშებმა აღწერა აღმოსავლეთ საქართველოში და რას
ითვალისწინებდა ეს აღწერა.
4) როდის გათავისუფლდა კახეთი, ირანული ხარკისაგან.
5) როდის ეკურთხა თეიმურაზი და ერეკლე მეფედ და რატომ იყო ეს ფაქტი
მნიშვნელოვანი.
6) როდის გადაუხადა ქართლ- კახათმა უკანასკნელი ხარკი ირანს.
7) რომელ წლებში იყო ქართლ-კახეთი დამოუკიდებელი.
8) რომელ ტერიტორიებს მართავდა ერეკლე თეიმურაზის გარდაცვალების შემდეგ.
9) დაასახელეთ სახანოები, რომლებიც ერეკლეს და ტეიმურაზის მოხარკეები გახდნენ18
საუკუნის შუა ხანებიდან.
10) როდის გარდაიცვალა თეიმურაზი, სად გარდაიცვალა და სად არია დაკრძალული.
11) როდის შეიქმნა მორიგე ჯარი.( ეს უკვე არის 80 პარაგრაფი)
12) რა ევალებოდა მორიგე ჯარში მომსახურეს.
13) რაში დაეხმარა ერეკლეს მორიგე ჯარის არსებობა.
14) რატომ აღიარა ქერიმ- ხანმა ერეკლე ქართლ-კახეთის მეფედ.
15) რომელ წელს მოხდა ასპინძის ბრძოლა და ვისთან.
16) როგორ დასრულდა ეს ბრძოლა.
17) როდის გაფორმდა გეორგიევსკის ტრაქტატი.
18) ვინ მოაწერა ხელი ამ ხელშეკრულებას.
19) რას ნიშნავს ტრაქტატი.
20) დაახლოებით რა შინაარსს მოიცავდა ტრაქტატი. ( ჩაგიგდებთ ამის მუხლებს და
გადაიკითხეთ. )
21) როგორი იყო თბილისი ამ პერიოდში.
22) რომელი საწარმოები მუშაობდა ამ პერიოდისათვის.
23) რისი უფლება მისცა ერეკლემ ემიგრანტ სომხებს.
24) როგორ ცდილობდა ერეკლე ქვეყნის მოდერნიზაციას.
25) რას გულისხმობდა იოსებ ემინის პროექტი ქართულ- სომხური სახელმწიფოს შექმნის
შესახებ.
26) რამ შეუშალა ხელი ამ პროექტის შექმნას.
27) ვინ დაიკავა იმერეთის ტახტი 1752 წელს.
28) რომელ წელს მოხდა ხრესილის ბრძოლა და როგორ დასრულდა.
29) რუსეთ - თურქეთის 1774 წლის ზავი და მისი შედეგი საქართველოსთვის.
30) რომელ წელს გარდაიცვალე სოლომონ I.
31) რა მიზეზით თქვა ერეკლემ უარი იმერეთის შემოერთებაზე.
32) ვინ ავიდა მერეთის ტახტზე.
33) რა ნათესაური კავშირი ქონდა ერეკლეს იმერეთის ახალ მეფესთან.
34) რა კავშირი შეიქმნა 1790 წელს ქართველ მეფე- მთავრებს შორის.
35) ჩამოთვალეთ ეს მეფე- მთავრები.
36) ვისი ინიციატივით შეიქმნა ეს კავშირი.
37) რომელ წელს მოხდა კრწანისის ბრძოლა.
38) ვის ებრძოდა ერეკლე ამ ბრძოლაში.
39) როგორ დასრულდა ბრძოლა.
40) როდის გარდაივცვალა ერეკლე და სად არს დაკრძალული.
41) ვინ იყო ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე.( ეს უკვე არის 81 პარაგრაფი.)
42) რა მოიმოქმედა ივანე IV 1567 წელს.
43) ვინ და რა ურთიერთობა დაამყარა პირველად რუსეთთან.
44) რატომ დაითხოვა ლევან კახთა მეფემ რუსული ჯარი.
45) რა მოხდა 1686 წელს.
46) რა მოხდა 1587 წელს.
47) როდის ჩავიდა თეიმურაზ I ელჩი რუსეთში.
48) რას მოაწერა ხელი თეიმურაზმა 1632 წელს.
49) რ კავშირი ქონდა არჩილ მეფეს რუსეთთან.
50) რა დაავალა პეტრე I გრაფ ვოლენსკის.
51) ვინ ეწინააღმდეგებოდა ამ იდეას.
52) რა გეგმით გაემართა თეიმურაზ II რუსეთში.
53) ვინ გაგზავნა და რა მისიით რუსეთში სოლომონ I.
54) რომელი ომი დაიწყო 1768 წელს.
55) რა მოლოდინები ქონდათ ამ ომისაგან სოლომონს და ერეკლეს.
56) ვინ შემოვიდა საქართველოში 1769 წელს.
57) როგორი იყო ქუჩუკ- კაინარჯის ზავის პირობები.
58) ვინ იყო აღა -მაჰმად-ხანი.
59) რა ულტიმატუმი წაუყენა მან ერეკლეს.
60) რომელ წელს გარდაიცვალა გიორგი XII.

ჩემო ძვირფასებო ეს არის უწვრილემანესად დამუშავებული პარაგრაფები. ჩაუჯექით კარგად


ტექსტს. ეხლა დავასრულე ბეჭდვა. არ გამიცრუოთ იმედები. დეტალურად მონახეთ ამ
კითხვების პასუხები და ისწავლეთ. დღეს ჩავიბარებ მხოლოდ აქ აღნიშნულ მასალას.
შეგხვდებით 3 საათისთვის. თქვენი იმედი მაქვს.

You might also like