You are on page 1of 1

ისტორია X კლასი

შემაჯამებელი სამუშაო N1
მოსწავლე:

1. წარმოიდგინეთ, რომ იმყოფებით აღმოსავლეთ საქართველოში მე-17 საუკუნის 1612-1629


წლებში; თქვენ ბრძანდებით მემატიანეები და თქვენი მონათხრობით უნდა გავიგოთ რა
ხდებოდა ამ პერიოდის აღმოსავლეთ საქართველოში. აღწერეთ, რა მოვლენებს შეესწარით ამ
პერიოდის საქართველოს ისტორიაში შემდეგი სქემის მიხედვით:
1. ვინ არიან ამ დროს ქართლისა და კახეთის მეფეები; (2)
2. რა ტერიტორიულ ერთეულებად იყო დაყოფილი თითოეული სამეფო და რაში იყო
განსხვავება? ვინ მართავდა ამ ტერიტორიულ ერთეულებს? (3)
3. ვინ ხელმძღვანელობდა არმიას? (იგულისხმება თანამდებობები) (2)
4. რა თანამდებობები არსებობდა ქართულ სამეფოებში მე-17 საუკუნეში?(4)
5. დაასახელეთ ქართლისა და კახეთის სამეფოს დედაქალაქები და მნიშვნელოვანი
ქალაქები; (4)
6. რა სოციალურ-იერარქიულ ფენებად არის დაყოფილი საზოგადოება? (3)
7. რომელი სამართლის წიგნებით მიმდინარეობდა სამართალწარმოება? (3)
8. რა საქმიანობას მისდევდნენ გლეხები? რა მარცვლეული და ტექნიკური კულტურები
მოჰყავდათ ამ პერიოდის აღმოსავლეთ საქართველოში? როგორი იყო გლეხების ყოფა-
ცხოვრება? (3)
9. როგორია ამ სამეფოების პოლიტიკური ისტორია- მტრები, შემოსევები, გმირები და
ა.შ.მოიყვანეთ ამ პერიოდის უცხოური ისტორიული წყაროების თქვენეული
ინტერპრეტაცია (ანუ თქვენი სიტყვებით ამ წყაროების ნაწილობრივი ციტირება); (4)
10. თქვენი აზრით, რა ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ჰქონდა შან აბასს კახეთის
მიმართ ამგვარი აგრესიის გამოვლინებისას; და რა მიზეზებმა ააღებინა ხელი ქართლისა
და კახეთის მუსლიმურ სახანოებად გადაქცევის გეგმაზე; (4)
11. ამ პერიოდის ქართველი ისტორიული გმირების პიროვნებათა (მეფე თეიმურაზ I,
ლუარსაბ II, ქეთევან დედოფალი, გიორგი სააკაძე) დახასიათება; (4)
12. ქრისტიანობის როლი ქართველთა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში;
(2)

ქულათა საერთო რაოდენობა - 38 ქულა!

You might also like