You are on page 1of 5

ტესტები ისტორიაში მე-10 კლასი

პირველი ვარიანტი 2024 წელი

ძვ.წ 323 წელს ალექსანდრე მაკედონელი გარდაიცვალა ,დაიწყო


ძალაუფლებისათვის ბრძოლა მის მემკვიდრეებს ,დიადოქოსებს შორის
1.(1ქ) დაასახელეთ ამ დაპირისპირების ერთი პოლიტიკურ-
სამართლებრივი მიზეზი
2.(1ქ) დასახელეთ ამ დაპირისპირების პოლიტიკური შედეგი.
3.(1ქ) ახსენით ვისთვის შიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის
მომტანი ეს დაპირისპირება,რატომ/
4.(1ქ) ასხენით,ვისთვის შეიძლება ყოფილიყო ეს დაპირისპირება
უარყოფითი შედეგის მომტანი ,რატომ?
5.(1ქ)სად აღმართეს ფარსმან ქველის ქანდაკება რომში
ა) ზევსის ტაძარში ბ) მარსის ტაძარში გ) რომის ფორუმზე
6.(1ქ)რომელი ტომი დაიმორჩილა ფარსმან ქველმა ,როცა მოიპოვა
ზღვაზე გასასვლელი
ა) ძიდრიტები ბ) მოსინიკები გ) ჭანები
7.(1ქ)ქრონოლოგიური პრინციპით დაალაგეთ მმმართველები
უახლესიდან უძველესისკენ
ა) კალიგულა
ბ) კლავდიუსი
გ) ტიბერიუსი
------------------------------------------------------
8.(1ქ)რომელი დინასტია მეფობდა ირანში მესამე საუკუნიდან
ა) აქემენიანები ბ) სეფიანები გ) სასანიანები
9. (2ქ)212 წელს იმპერატორმა კარაკალამ გამოსცა ედიქტი ,რომლის
ძალითაც რომის იმპერიის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა
თავისუფალი ადამიანი რომის მოქალაქედ გამოცხადდა.
ა) (1ქ) დაასახელეთ ამ გადაწყვეტილების ერთი კონკრეტული
ეკონომიკური მიზეზი.
ბ) (1ქ) დაასახელეთ ამ მოვლენის ერთი პოლიტიკური შედეგი
ტესტები ისტორიაძი მე-10 კლასი
მეორე ვარიანტი 2024 წელი
.მესამე საუკუნის ბოლოს იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ
შემოღებული იქნა მმართველობის ახალი ფორმა-ტეტრარქია.
1. (1ქ)დაასახელეთ ტეტრარქიის შემოღების ერთი პოლიტიკური
მიზეზი.
2. (1ქ) დაასახელეთ ტეტრარქიის შემოღების ერთი კონკრეტული
პოლიტიკური შედეგი.
3. (1ქ) ახსენით ,ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითიშედეგის
მომტანი ტეტრარქიის შემოღება იმპერატორის გარდა.
4. (1ქ) ახსენით ვისთვის შეიძლება ყოფილიყო უარყოფითი
შედეგის მომტანი ტეტრარქიის შემოტანა და რატომ?
5. (1ქ) რომელია სწორი მსჯელომა იმპერატორ კომოდოსთან
დაკავშირებით:
ა) კომოდოსი აქცენტს სენატისა და ხალხის ფართო მასების გულის
მოგებაზე აკეთებდა
ბ) კომოდოსს პოპულისტური პოლიტიკა ჰქონდა და აქცენტს
ჯარებისა და ხალხის ფართო მასების გულის მოგებაზე აკეთებდა
გ) კომოდოსი აცქენტს სენატის,ხალხის და ჯარის ფარტო მასების
გულის მოგებაზე აკეთებდა
6.(1ქ) რა მიზეზებმა განაპირობა მესამე საუკუნეში რომის
ტერიტორიაზე გერმანული ტომების შემოსევა
ა) კლიმატური პირობების ცვლილებამ
ბ) სავაჭრო კავშირების მოშლამ და ეკონომიკურმა პრობლემებმა
გ) ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფაქტორები გერმანელ ტომებს
უბიძგებდა ,ბევრად მდიდარი და ნაყოფიერი რომის იმპერიისაკენ
წასულიყო
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი
7.(1ქ) რამდენად შეძლო დიოკლეტიანემ თავისი რეფორმებით
რომში პრობლემების გადაჭრა?
ა) დიოკლეტიანემ პრობლემა მხოლოდ შეაჩერა,თუმცა ბოლომდე
გადაჭრა ვერ მოახერხა,მხოლოდ სტაბილურობა მოუტანა
ბ) დიოკლეტიანეს რეფორმებმა რომის იმპერიას პრობლემები
ბოლომდე შეაჩერა და მშვიდობა მოუტანა .
გ) დიოკლეტიანემ თავისი რეფორმების გატარება ვერ შეძლო
რადგანაც ის შეთქმულებმა მოკლეს
8.(1ქ) რა ერქვა რომის უკანასკნელ მეფეს
ა) ტიბერიუს მამაცი
ბ) პლინიუს უდრეკი
გ) ტარკვინიუს ამაყი
9.(1ქ) რომში რომელმა იმპერატორმა გაატარა რეფორმები 212 წელს
ა) კარაკალამ ბ) ტრაიანემ ბ) ტიბერიუსმა
10.(1ქ) რას ნიშნავს ტრიუმვირატი
----------------------------------------------------------

ტესტები ისტორიაში მე-10 კლასი


მესამე ვარიანტი 2024 წელი
1.(1ქ) რა ერქვა ფარსმან პირველის შვილს რომელიც სომხეთში
გამეფდა
ა) ოროდი ბ)მითრიდატე გ) რადამისტი
2.(1ქ) რომელ პუნიკურ ომში მოხდა ბრძოლა კანესთან
ა) პირველ ბ) მეორე გ) მესამე
3.(1ქ) ჩამოთვლილთაგან რომელი შედიოდა პირველ
ტრიუმვირატში
ა) ანტონიუსი ბ) პომპეუსი გ) ლეპიდიუსი
4.(1ქ) რომის იმპერატორმა ანტონიუს პიუსმა რომელი ქართველი
მეფის ქანდაკება აღმართა მარსის ტაძარში
ა) ფარსმან პირველის ბ) მითრიდატეს გ) ფარსმან მეორის
5.(1ქ)სასანიანთა დინასტია რომში მეფობდა
ა) მესამე საუკუნიდან ბ)მეხუთე საუკუნიდან გ) მეექვსე
საუკუნიდან
6.( 1ქ) რა ერქვა რომის უკანასკნელ მეფეს
ა) ტიბერიუს მამაცი
ბ) პლინიუს უდრეკი
გ) ტარკვინიუს ამაყი
7.( მაქსიმალური ქულაა 4) ძვ.წ VI ს-ის ბოლოს დარიოს პირველმა
წამოიწყო ლაშქრობა ათენისა და მისი მოკავშირეების
წინააღმდეგ,გაჩაღდა ბერძენ-სპარსელთა პირველი ომი
ა)(1ქ) დაასახელთ ამ დაპირისპირების ერთი კონკრეტული
პოლიტიკური მიზეზი
ბ)(1ქ) დაასახელეთ დაპირისპირების ერთი კონკრეტული
პოლიტიკური შედეგი
გ)(1ქ) ვისთვის შეიძლება ყოფილიყო ეს დაპირისპირება
დადებითის მომტანი
დ)(1ქ) ახსენით ვისთვის შეიძლება ყოფილიყო ეს დაპირისპირება
უარყოფითი შედეგის მომტანი?მოსაზრება დაასაბუთეთ.
სწორი პასუხები ისტორია მე-10 კლასი პირველი ვარიანტი
1.ალექსანდრე მაკედონელმა არ დატოვა მემკვიდრე,რამაც
დიადოქოსებს უბიძგა ებრძოლათ ძალაუფლებისთვის.
2.დიადოქოსებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა იმპერიის დაშლა
ცალკეულ პოლიტიკურ ერთეულებად.
3.რომის იმპერიისთვის,დაპირისპირება და მისი დასუსტება ხელს რომის
იმპერიას,რომელიც ამ პერიოდში იკრებდა ძალებს.
4.მეტროპოლიისთვის-შინაომებმა მსხვერპლთან ერთად გამოიწვია
მეტროპოლიის გავლენის შესუსტება და იმპერიის დაშლა,რაც
უარყოფითად აისახებოდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
5.ბ) მარსის ტაძარში
6.ა) ძიდრიტები
7. ბ-ა-გ
8.გ) სასანიანები
10. ა) ამ გადაწყვეტილებით გაიზრდებოდა რომის მოქალაქეთა
რაოდენობა და გაფართოვდებოდა ამ პირთა წრე,რომლებიც
დაექვემდებარებოდნენ რომის იმპერატორის გადასახადებს და ხაზინა
შეივსებოდა.
ბ) ამ გადაწყვეტილებით იმპერიაში შემცირდა პოლიტიკური
დაძაბულობა,გაძლიერდა ცენტრალური ხელისუფლება,რადგან
იმპერიის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი ჩადგნენ სახელმწიფოს
სამსახურში.

სწორი პასუხები ისტორიაში მე-10 კლასი მეორე ვარიანტი


1.მესამე საუკუნის განმავლობაში რომის იმპერია მნიშვნელოვანი
გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა,რომლის დაძლევა არსებული
მმართველობის პირობებში შეუძლებელი აღმოჩნდა.აქედან გამომდინარე
გაჩნდა მმართველობის სისტემაში რეფორმების არსებობა
2.ტეტრარქიის შემოღებამ არსებითი როლი ითამაშა ღრმა
სისტემური კრიზისის ( რომის კრიზისის) დაძლევასა და ქვეყნის
გაძლიერებაში
3.იმპერიის მოსახლეობისთვის,ბარბაროსთა შემოტევების
პირობებში მმართვის ეფექტური მოდელი უზრუნველყოფდა
სახელმწიფოს უსაფრთხოებას,მოწესრიგდებოდა სამეურნეო საქმიანობა
რაც გაზრდიდა მოქალაქეთა კეთილდღეობას
4.იმპერიაში შემორჩენილი რესპუბლიკური
ინსტიტუციებისთვის,ტეტრარქია მონარქის მონარქიის დაკანონებას
ნიშნავდა,რაც ბოლოს მოუღებდა რესპუბლიკური მმართველობის
ნარჩენებს.
5. ბ) კომოდოსს პოპულისტური პოლიტიკა ჰქონდა და აქცენტს
ჯარებისა და ხალხის ფართო მასების გულის მოგებაზე აკეთებდა
გ) კომოდოსი აცქენტს სენატის,ხალხის და ჯარის ფარტო მასების
გულის მოგებაზე აკეთებდა
6. გ) ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფაქტორები გერმანელ ტომებს
უბიძგებდა ,ბევრად მდიდარი და ნაყოფიერი რომის იმპერიისაკენ
წასულიყო
7. ა) დიოკლეტიანემ პრობლემა მხოლოდ შეაჩერა,თუმცა ბოლომდე
გადაჭრა ვერ მოახერხა,მხოლოდ სტაბილურობა მოუტანა
8. გ) ტარკვინიუს ამაყი
9. ა) კარაკალამ
10. სამთა შეთანხმებულ მმართველობას.

სწორი პასუხები ისტორიაში მესამე ვარიანტი 2024


1. გ) რადამისტი
2. ბ) მეორე
3. ბ) პომპეუსი
4. გ) ფარსმან მეორის
5. ა) მესამე საუკუნიდან
6. გ) ტარკვინიუს ამაყი
7.ა)აქემენიანთა ახალგაზრდა იმპერია დაპყრობით პოლიტიკას
ატარებდა და პრეტენზიას აცხადებდა მცირე აზიისა და ხმელთაშუა
ზღვის რეგიონების ჰეგემონობაზე,რაშიც მას ათენი ეცილებოდა.
ბ)ბერძენ-სპარსელთა ომი ბერძნების გამარჯვებით
დამტავრდა,შედეგად სპარსეთმა ცნო ხმელთაშუა ზღვაზე ბერძნების
დამოუკიდებლობა
გ)სპარტასთვის: მისი ორი კონკურენტი ათენი და აქემენიანები
ბრძოლაში დაასუსტებდნენ ერთმანეთს,რაც სპარტას ბერძნულ
პოლისებს შორის ერთპიროვნული ლიდერის როლს მოუტანდა
დ)სხვა ბერძნული პოლისებისთვის. ომი გამოიწვევდა დიდ
მსხვერპლს,ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების
შესუსტებას,მეურნეობის მოშლას,შეიძლება დასრულებულიყო
პოლისების დამოუკიდებლობა და სპარსელბს გაემარჯვა.

You might also like