You are on page 1of 4

1) რა არის ეგვიპტის უდიდესი მდინარე?

ა) ნილოსი; ბ) ტიგროსი; გ) მტკვარი; დ) ევფრატი;


2) ჩაწერე გამოტოვებული სიტყვა:
პალეოლითი, -მეზოლითი-----------------------ენეოლითი
3) დამწერლობის რა ფორმას იყენებდნენ შუმერები?
ა) ლურსმული; ბ) ანბანური; გ) იეროგლიფური, დ) ხატოვანი
4) რომელი ქვეყნის მეფე იყო ხამურაბი?
ა) ეგვიპტის; ბ) შუმერების; გ) ბაბილონელების; დ) ფინიკიელების
5) დაალაგე უძველესიდან უახლესისაკენ თითოეული ცალცალკე:
ა) ლიკურგე, ხამურაბი, პერიკლე
ბ) სოლონი, დარიოს I, არგიშით მენუას ძე,
გ) ამენხოტეპ IV, ზეზვა და მზია , კლისთენე
6) რას ნიშნავს დასაბამითგან
ა) ქრისტეს დაბადებას გ) სამყაროს შექმნას
b) მუჰამედის დაბადებას დ) კოსმოსში გაფრენას
7) ჩაწერე გამოტოვებული სიტყვა
ჯოგი, ოჯახი<----------------ტომი-თემი
8) რა არის ზიკურათი?
ა) სამარხი; ბ) აკლდამა; გ) საკულტო ტაძრი; დ) მეფის სასახლე
9) როდის მოღვაწეობდა ხამურაბი?
ა) ძვ.წ XVI ს ბ) ძვ.წ XVII ს გ) ძვ.წ XV ს დ) ძვ.წ XVIII ს
10) დამწერლობის რომელ ფორმას იყენებდნენ ეგვიპტელები?
ა) ლურსმული; ბ) ანბანური; გ) იეროგლიფური, დ) სანსკრიტი
11) რამდენი მუხლისგან შედგებოდა ხამურაბისკანონები?
ა) 282; ბ) 383; გ) 162; დ) 242
12) რას უწოდებდნენ ძველი ბერძნები საკუთარ თავს?
ა) ბარბაროსებს; ბ) ელინებს; გ) რომაელებს; დ) ჰუნებს
13) სადაური წარმომავლობის იყო ჰეროდოტე?
ა) შუმერი: ბ) სპარსი; გ) ბერძენი; დ) ფინიკიელი
14) დაალაგე უძველესიდან უახლესისაკენ
სკვითები და კიმერიელების შემოსვლა კავკასიაში, მარათონის ბრძოლა ,
კონსტანტინოპოლის აღება
15) როდის არსებობდა ახალასურული იმპერია?
ა) ძ.წ 883-614/612წწ; ბ) ძვწ 883-714/712წწ გ) ძვ.წ 773-512/10წწ; დ) ძვ.წ 914-654/51წწ
16) სპარსეთის რომელმა მეფემ ჩამოაყალიბა ,,რელიგიური ავტონომიის“ პირველი
ნიმუში?
ა) დარიოსმა: ბ) ქსერქსემ; გ) კიროსმა; დ) კამბიზმა
17) სად ილაშქრა ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ 1-მა ძვ წ 1112წელს?
ა) სპარსეთში; ბ) კოლხეთში; გ) დიაოხში; დ) ქართლში
18) სად მდებარეობს სამეფო ქალაქი ილდამუშა?
ა) კოლხეთში ბ) დიაოხში გ) ურარტუში; დ)ასურეთში
19) ჩამოთვალეთ ძველი ბერძნული კოლონიები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში და
ახსენით მათი გავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე
20) სპარსეთის რომელი მეფე მოიხსენიება ბიბლიაში?
ა) დარიოსი; ბ) კამბიზი; გ) კიროსი; დ) ქსერქსე
21) რომელი უძველესი ქართველური სახელმწიფოები მდებარეობდა საქართველს
ტერიტორიაზე?
ა) ასურეთი და კოლხა; ბ) დიაოხი და ურარტუ; გ) ურარტუ და მიდია; დ) დიაოხი და
კოლხა
22) რას ეწოდება ტოპარქია?
ა) სამხედრო ერთეულს; ბ) სამოქალაქო ერთეულს;
გ) სავაჭრო ერთეულს; დ) საზღვაოსნო ერთეულს
23) როდის განადგურდა კოლხა?
ა) ძვ.წ VIII ს-ში ბ) ძვ.წ VII ს-ში გ) ძვ.წ IX დ) ძვ.წ Vis
24) დაალაგე სახელმწიფოები უძველესიდან უახლესისაკენ
კოლხა, ურარტუ, ძვველი ეგვიპტე, დიაოხი
25) როდის დაარსდა კართაგენი?
ა) ძვ.წ X ს. ბ) ძვ.წ XII ს. გ) ძვ.წ IX ს. დ) ძვ.წ VII ს
26)დაალაგე ქრონოლოგიურად მათი მოღვაწეობის მიხედვით
ალექსანდრე მაკედონელი, კლისთენე, სოლონი
27) დაალაგე ქრონოლოგიურად მათი მოღვაწეობის მიხედვით
დარიოს III, სოლონი, ფარაონი ხეოფსი
28) ვის ეკუთვნის გამომგონებლის პირველიბა სამხედრო სფეროში?

ა) ასურელებს, ბ) ურარტუელებს, გ) მიდიელებს, დ) სპარსელებს

29) ვის დროს გადაასახლეს ებრაელები ბაბილონში?

ა) ტიგლათფილესერI ბ) ასურბანიფალის. გ) მენუას..დ) ნაბუქოდონოსორის

30) ვინ დაყო სპარსეთი ტოპარქიებად და სატრაპიებად?

ა) დარიოს I ბ) კიროსი II გ) ქსერქსე. დ) კამბიზ II

31) დაალაგე უძველესიდან უახლესისაკენ აქემენიდი მმართველები.

დარიოსი I, კიროსი II, ქსერქსე, კამბიზი II.

32) დაალაგე ბრძოლები უძველესიდან უახლესისაკენ;

პლატეას ბრძოლა, მარათონის ბრძოლა, სალამინის ბრძოლა


33) დაალაგე ქრონოლოგიურად
ლიკურგოსი, ლეონიდასი, პერიკლე
34) ვისი დაწერილია ,,ილიადა “ და ,,ოდისეა”?
ა) არისტოტელეს. ბ) სოკრატეს. გ) ჰომეროსის. დ) პლატონიც
35) არგონავტებმა კოლხეთიდან წამოიღეს :
ა) ოქროს კალათი. ბ) ოქროს საწმისი. დ) ფოლადის გუთანი. დ) ოქროს
გუთანი
36) ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ზღვის ღმერთი იყო:
ა) ჰადესი. ბ) ზევსი. გ) პოსეიდონი. დ) ათენა
37) ალექსანდრე მაკედონელი მეფობდა
ა) ძვ.წ 336-323წწ. ბ) ძვ.წ330-313წწ გ) 336-323წწ. დ) 124-154წწ
38) როდის მოხდა თერმოპილეს ბრძოლა და ვინ მეთაურობდა სპარტელებს
ა) ძვ. წ 480წ ლიკურგოსი .ბ) ძვ.წ 480წ ლეონიდასი
გ) ძV.წ 490წ დრაკონი. დ) 480წ პერიკლე
39) რომელ ქალაქ სახელმწიფოს ყავდა ორი მეფე?
ა) ათენი. ბ) სპარტა. გ) კრეტა. დ) მიკენი
40) ვის მიეწერება ანბანური დამწერლობის შექმნა?
ა) ფინიკიელებს ბ) რომაელებს. გ) ბერძნებს. დ) ხეთებს
41) ქალაქი პოლისი ათენი არის
ა) ოლიგარქიული. ბ) დემოკრატიული. გ) მონარქიული დ) ანარქიული
42) ტექსტის მიხედვით ჩამოთვალეთ რა და რა უმაღლესი სამოხელეო
თანამდებობები ყოფილა II საუკუნის ქარტლის სამეფოში
,, მე ვარ სეტაფიტი ასული ზევახისა, მცირისა პიტიახშისა ფარსმან
მეფისა,მეუღლე იოდმანგანისა----ძლევამოსილისა და მრავალი
გამარჯვების მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა------ხსეფარნუგ
მეფისა,------------ძისა აგრიპა ეზოსმოძღვრისა,, იმდენად ლამაზი და სათნო
იყო სერაფიტი, რომ კაცისშვილი არ იყო მისი მსგავსი სილამაზით,
მიიცვალა 21 წლისა
43) რომელია ზედმეტი და რატომ?
ლიკურგოსი, იუსტინიანე I, ლეონიდასი, პერიკლე
44) ვის მიაწერენ ანბანურ დამწერლობაზე ხმოვნების დამატების ინიციატივას ?

ა) ფინიკიელებს ბ) რომაელებს გ) ბერძნებს დ) ხეთებს

45)სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა ბერძნული კოლონიზაცია?

ა. კონფლიქტებმა პოლისებში ბ. საერთაშორისო ვაჭრობის დაკნინებამ


გ. სპარსელთა შემოსევებმა დ. მონოთეისტური კულტის გავრცელებამ

You might also like