You are on page 1of 3

აბიტური შეამაჯამებელი N1

1.) ხელოვნებისა და რელიგიის ჩასახვა მოხდა: ა.) ნეოლითში, ბ.) ზედა პალეოლითში,
გ. ადრე ბრინჯაოს ხანაში.

2.) რომელი პერიოდი იყო უფრო ადრე: ა.) სამეზობლო თემი, ბ.) გვაროვნული თემი, გ.)
ტომთა კავშირები.

3.) რას წამოადგენდა ყორღანები: ა.) სამარხები, ბ.) საკულტო ნაგებობები გ.)
საცხოვრებელ სახლებს.

4) ისინი თავიანთ ქვეყანას კემეს ( შავ ქვეყანას) ეძახდნენ, ვინ: ა.) ბაბილონელები ბ.)
შუმერები, გ.) ეგვიპტელები

5.) ამ დამპყრობლის წარწერებში პირველადაა მოხსენიებული უძველესი ქართველური


ტომები, აღნიშნეთ ვისზეა საუბარი: ა.) ტიგლათფილასერ I ბ.) მენუა. გ.) სინაქერიბი.

6.) აქამენიდური ირანის დედაქალაქი იყო: ა.) ქტეზიფონი, ბ.) პერსეპოლისი გ.)
ეკბატანა

7.) ძველ საბერძნეთში ჰელიეია იყო: ა.) საკანონმდებლო ორგანო, ბ.) ნაფიც მსაჯულთა
სასამართლო გ.) სახალხო კრება.

8.) რას წარმოადგენდა ოსტრაკიზმო? ა.) სასამართლო ბ.) გადასახადი, გ.) თანამდებობა.

9.) ბერძენ -სპარსელთა ომები დამთავრდა: ა.) მიკალის ზავით, ბ.) კალიასის ზავით გ.)
ქერონეიას ზავით.

10.) სახალხო ტრიბუნი იყო: ა.) პატრიციების დამცველი, ბ.) ოლიგარქების დამცველი

გ.) პლებეების დამცველი.

11.) ელინიზმის ეპოქა იწყება: ა.) გავგამელას ბრძოლით, ბ.) ალექსანდრე მაკედონელის
გარდაცვალებით გ.) ალექსანდრე მაკედონელის მიერ საბერძნეთის დაპყრობით.

12.) რომაელებმა ბრძოლებში ე.წ. ,,კუს“ ტაქტიქა დანერგეს, რომელიც


ითვალისწინებდა: ა.) ბრძოლას ერთმანეთის მხარდამხარ, ბ.) ნელი ტემპით
თავდაცვითი ბრძოლის ტაქტიკას, გ.) თავისა და გვერდების ფარებთ დაცვის ტაქტიკას.

13.) პუნიკური ომების სახელწოდება დაკავშირებულია: ა.) ომის სარდალთან, ბ.)


ფინიკიელ ტომებთან, გ.) ბრძოლის ადგილთან.
14.) რომში დაინერგა მმართველობის სისტემა, რომელსაც ეწოდებოდა: ა.) დემოკრატია,
ბ.) რესპუბლიკა, გ.) სენატი

15.) ცნობილი გამოთქმა ,, წილი ნაყარია“ უკავშირდება: ა.) იულიუს კეისარს, ბ.)
კრასუსსს, გ.) პომპეუსს.

16.) აქციუმის კონცხთან ბრძოლას უკავშირდება ძველი დროის ორი მნიშვნელოვანი


მოვლენა, დაასახელეთ ისინი ...

17.) ჩაწერე ვის სახელთანაა დაკავშირებული პრინციპატის პერიოდი ............... და ვის


სახელთანაა დაკავშირებული ტეტრარქიის პერიოდი.........

18) ელინიზმის ეპოქა იყო მნიშვნელონანი პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში.


მიუთითე მისი სამი ნიშან-თვისება; 1.

2.

3.

19.) ძვ.წ . აღ-ს 60 -იან წლებში რომში ჩამოყალიბდა ე.წ. ,, ტრიუმვირატის“


მმართველობა, აღნიშნე, სამი ფაქტორი რამაც განაპირობა მისი ჩამოყალიბება.

1.

2.

3.

21.) დაალაგე ქრონოლოგიურად: ა.) ჰანიბალი, ბ.) სოლონი, გ.) მილტიადესი

22.) ) ა.) პერიკლე ბ.) დარიოსი, გ.) სციპიონი

23.) ა.) მირიან მეფე ბ.) არტაგი, გ.) ფარნავაზი.

24.) ა.) კანეს ბრძოილა ბ.) ბრძოლა აქციუმის კონცხთან გ.) ისოსის ბრძოლა.

25.) ა.) ასურეთის დაცემა ბ.) ხეთების განაგურება, გ.) დიაოხის განადგურება.

26. არგუმენტირებული მსჯელობა:


მიჩნეულია, რომ ალექსანდრე მაკედონელის იმპერია იყო გლობალიზაციისა და
მსოფლიო იმპერიის შექმნის პირველი მცდელობა. მოიტანეთ ერთი არგუმენტი
მოცემული მსჯელობის სასარგებლოდ და ერთი კონტრარგუმენტი.

27.) არგუმენტირებული მსჯელობა:

ჰანიბალის მიერ ალპების გადალახვა სამხედრო ხელოვნების ისტორიაში მიჩნეულია


ერთ -ერთ წარმატებულ სტრატეგიად, მოიტანეთ ერთი არგუმენტი მოცემული
თვალსაზრისის სასარგებლოდ და ერთი კონტრარგუმენტი.

28.) ათენის მმართველობა ითვლება დემოკრატიული წეს-წყობილების მნიშვნელოვან


ნაბიჯად. მოიტანეთ ერთი არგუმენტი მოცემული მსჯელობის სასარგებლოდ და ერთი
კონტრარგუმენტი

You might also like