You are on page 1of 16

1.

რა წარმოადგენდა ძველ რომში სახალხო ტრიბუნების მთავარ


უფლებამოსილებას?
ა) განსაკუთრებულ შემთხვევებში მათგან ირჩეოდა დიქტატორი
ბ) იცავდნენ პლებეების უფლებებს და ჰქონდა კანონებზე „ვეტოს“
დადების უფლება
გ) მათ შეეძლოთ მოქალაქეთა დასჯა ზნეობრივი ნორმების
დარღვევისათვის
დ) სარდლობდნენ ლაშქარს ომიანობის დროს

2. რომელ რომაელ სარდალს უკავშირდება სპარტაკის აჯანყების


საბოლოო ჩახშობა?
ა) იულიუს კეისარს ბ) გნეუს პომპეუს გ)მარკუს კრასუსს დ) ანტონიუსს

3. რა უპირატესობა მიიღეს რომაელებმა კართაგენთან მოგებული


პირველი პუნიკური ომის შემდეგ?
ა) დაეუფლნენ სიცილიას, მოგვიანებით კი სარდინიასა და კორსიკას
ბ) მთლიანად გაბატონდნენ პირენეის ნახევარკუნძულზე
გ) მიიღეს ჩრდილოეთ აფრიკის სანაპირო ზოლის მნიშვნელოვანი
ნაწილი
დ) რომაელთა ფლოტი საბოლოოდ გაბატონდა ხმელთაშუა ზღვაზე

4. რა თანმიმდევრობით გაიარა ძველი რომის სახელმწიფომ


მმართველობის ფორმები?
ა) რესპუბლიკა, მეფობა, იმპერია
ბ) მეფობა, იმპერია, რესპუბლიკა
გ) რესპუბლიკა, იმპერია, მეფობა
დ) მეფობა, რესპუბლიკა, იმპერია

5. რომელი მსჯელობა არ არის მართებული მესამე პუნიკურ ომთან


დაკავშირებით?
ა) ომის შედეგად რომაელებმა კართაგენი დაანგრიეს და გადაწვეს
ბ) კართაგენის მცხოვრები რომაელებმა მონებად გაყიდეს
გ) ომი დასრულდა ზამასთან გადამწყვეტი ბრძოლით
დ) რომაელებმა ქალაქი დაანგრიეს, გადახნეს და მარილი ოაყარეს,
რათა იქ აღარავინ დასახლებულიყო

6. რა შედეგით დასრულდა სამოქალაქო ომი კეისარსა და პომპეუსს


შორის?
ა) კეისრის გამარჯვების შემდეგ პომპეუსმა ეგვიპტეს შეაფარა თავი,
სადაც იგი მოკლეს
ბ) პომპეუსმა სენატის დახმარებით გაიმარჯვა და ურჩი კეისარი რომიდან
იქნა გაძევებული
გ) სენატის ჩარევით კეისარი დიქტატორად გამოცხადდა, პომპეუსს კი
აღმოსავლეთში მიენიჭა რომის ჯარის სარდლობა
დ) დასრულდა დაზავებით. კეისარმა და პომპეუსმა რომი გაიყვეს
დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად

7. ჩამოთვლილთაგან, რომელი არ შედიოდა პირველ ტრიუმვირატში?


ა) კეისარი ბ) პომპეუსი გ) კრასუსი დ) ანტონიუსი

8. ჩამოთვლილთაგან რომელი არ იყო არჩევითი თანამდებობა?


ა) ჰერცოგი ბ) კვესტორი გ) ედილი დ) ცენზორი

9. ჩამოთვლილთაგან რომელმა გადალახა მდინარე რუბიკონი?


ა) სულამ ბ) კრასუსმა გ) მოპმეუსმა დ) იულიუს კეისარმა

10. ხმელთაშუა ზღვის რომელი კუნძულისათვის ბრძოლით დაიწყო


პუნიკური ომები რომსა და კართაგენს შორის?
ა) სარდინიის ბ) მალტის გ) კორსიკის დ) სიცილიის

11. რა უპირატესობა მიიღო ჰანიბალმა მეორე პუნიკურ ომში


თავდაპირველად რომალეთა წინააღმდეგ?
ა) ჩრდილოეთ იტალიაში მოულოდნელი გამოჩენით მოახდინა მტრის
დემორალიზება
ბ) საზღვაო ბლოკადით ალყაში მოაქცია აპენინის ნახევარკუნძული
გ) თვდასხმა განახორციელა აფრიკიდან და დაიკავა კუნძული სიცილია
დ) გაანადგურა რომაელთა ფლოტი და დაიკავა სამხრეთ იტალია

12. ძვ. წ. 509 წელს რომაელებმა:


ა) შვიდ ბორცვზე დაარსეს ქალაქი რომი
ბ) ქვეყნიდან გააძევეს მეშვიდე მეფე და დაამყარეს რესპუბლიკური
მმართველობა
გ) დაამხეს სენატის ძალაუფლება და საფუძველი ჩაუყარეს იმპერიას
დ) შემოიღეს სახალხო ტრიბუნის თანამდებობა

13. რა ვადით ირჩეოდა ძველ რომში ომიანობის დროს დიქტატორი?


ა) ომის დასრულებამდე
ბ) ოთხიდან ექვს თვემდე ვადით
გ) ომის დასრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ექვსი თვისა
დ) მინიმუმ ექვსი თვით
14. რა დამსახურებისთვის მიიღო რომაელმა სარდალმა სციპიონმა
„აფრიკელის“ ზედწოდება?
ა) რომის საუკეთესო დაცვისთვის პირველ პუნიკურ ომში
ბ) კართაგენთან რომისთვის მომგებიანი ზავის დადებისთვის
გ) ჰანიბალის დამარცხებისთვის ზამას ბრძოლაში
დ) კართაგენის დანგრევისთვის

15. რა ტაქტიკას მიმართეს რომაელებმა ჰანიბალის წინააღმდეგ ძვ.წ.


216 წელს კანესთან მარცხის შემდეგ?
ა) დაიწყეს ჰანიბალთან საზავო მოლაპარაკებები, რომლითაც
უთმობდნენ გარკვეულ ტერიტორიებს
ბ) ძალების კონცენტრაცია მოახდინეს სამხრეთით და აიძულეს ჰანიბალი
ჩრდილოეთის მხრიდან გასცლოდა იტალიას
გ) თავი მოუყარეს უფრო დიდ არმიას და ძალიან მალე იტალიაში
მოიპოვეს გადამწყვეტი გამარჯვება ჰანიბალის ძალებზე
დ) გაურბოდნენ ჰანიბალთან გადამწყვეტ ბრძოლას და მის გამოფიტვას
ცდილობდნენ, მოგვიანებით კი თვითონ შეუტიეს კართაგენს

16. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა კანეს ბრძოლაში


კართაგენელების გამარჯვება?
ა) კართაგენელი ჯარისკაცების შეიარაღებაში არბალეტების გამოჩენამ
ბ) კართაგენელების შეტევამ ფლანგებიდან და ზურგიდან
გ) სციპიონ აფრიკელის კართაგენელების მხარეზე გადასვლამ
დ) ჰამილკარ ბარკას მიერ ბრძოლაში სპილოების გამოყენებამ

17. რა ფაქტორების გამო არ იდევნებოდა ქრისტიანობა რომში?


ა) ქრისტიანები არ აღიარებდნენ რომის იმპერატორის ღვთაებრიობას
ბ) თავდაპირველად ქრისტიანები უარს აცხადებდნენ სამხედრო
ვალდებულების შესრულებაზე
გ) ქრისტიანები არ აღიარებდნენ რომში არსებულ
მრავალღმერთიანობას
დ) ქრისტიანები აქტიურად მონაწილეობდნენ რომის იმპერატორის
წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებებში

18. ყველაზე მეტად რომელი მსჯელობა ასახავს სხვაობას პრინციპატსა


და დომინანტს შორის?
ა) პრინციპატისგან განსხვავებით, დომინანტის დროს დაწესდა
საიმპერატორო ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემის უფლება,
სენატორები ვეღარ ერეოდნენ სახელმწიფო საქმეში
ბ) დომინანტისგან განსხვავებით, პრინციპატის დროს დამტკიცდა, რომ
რომაული არმიის უმაღლესი მეთაური იმპერატორი იქნებოდა
გ) პრინციპატისგან განსხვავებით, დომინანტის დროს დამტკიცდა, რომ
იმპერატორი იქნებოდა უმაღლესი ქურუმი
დ) დომინანტისგან განსხვავებით, პრინციპატის დროს დამტკიცდა, რომ
სენატში კენჭისყრის დროს იმპერატორი სახალხო ტრიბუნის შემდგომ
გამოაცხადებდა თავის გადაწყვეტილებას.

19. ახ.წ -ის პირველი საუკუნის შუა ხანებში, რომელი სახელმწიფოსთვის


ებრძოდნენ ერთმანეთს რომი და პართია?
ა) პონტოს ბ) არმენიის გ) ალბანეთის დ) ბითვინიის

20. რა მიზანს ემსახურებოდა რომის იმპერატორის კარაკალას ედიქტი?


ა) ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას რომის
იმპერიაში
ბ) რომის იმპერიის ტერიტორიაზე გლადიატორული თამაშების
აკრძალვას
გ) რომში მცხოვრები ყველა თავისუფალი ადამიანისათვის
მოქალაქეობის მინიჭებას
დ) რომის იმპერიის ტერიტორიების დაყოფას ოთხ ნაწილად

21. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა კანეს ბრძოლაში


კართაგენელების გამარჯვება?
ა) კართაგენელი ჯარისკაცების შეიარაღებაში არბალეტების გამოჩენამ
ბ) კართაგენელების შეტევამ ფლანგებიდან და ზურგიდან
გ) სციპიონ აფრიკელის კართაგენელების მხარეზე გადასვლამ
დ) ჰამილკარ ბარკას მიერ ბრძოლაში სპილოების გამოყენებამ

22. რომელი იმპერატორის სახელს უკავშირდება რომში ქრიდტიანობის


სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება?
ა) ტრაიანეს ბ) ნერონის გ) თეოდოსიუს დ) კონსტანტინეს

23. რომელ რომაელ პოლიტიკოსს მიაწერენ სიტყვებს: „მიმაჩნია, რომ


კართაგენი უნდა დაინგრეს“?
ა) მარკუს ტულიუს ციცერონს
ბ) მარკუს პორციუს კატონს
გ) მარკუს ლიცინიუს კრასუსს
დ) ლუციუს კორნელიუს სულას

24. რომელი სოციალური ფენის ინტერესების დამცველები იყვნენ


სახალხო ტრიბუნები?
ა) კოლონიების ბ) პატრიციების გ) სახალხო ტრიბუნების დ) პლებეების
25. ჩამოთვლილთაგან, რომელი მსჯელობაა მართებული კონსტანტინე I
დიდის შესახებ?
ა) კონსტანტინე დიდმა რომის იმპერიაში ყველა წარმართული რელიგია
აკრძალა, ხოლო ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა
ბ) კონსტანტინე I-მა ქალაქი რომი სამართავად პაპ სილვესტერ I - ს
გადასცა, ხოლო იმპერიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლში გადაიტანა
გ) კონსტანტინე დიდმა 325 წელს ქალაქ ნიკეაში მოიწვია პირველი
მსოფლიო საეკლესიო კრება, სადაც დაიგმო მონოფიზიტობა
დ) კონსტანტინე I-მა მირიან მეფის თხოვნით გაგზავნა რამდენიმე
სასულიერო პირი ნათლობის რიტუალის ჩასატარებლად ქართლში

26. ვის ეკუთვნის გამოთქმა: „ მიველ, ვნახე, დავამარცხე“?


ა) ბრუტუსს ბ) კეისარს გ) ნტონიუსს დ) პომპეუსს

27. რომელი ავტორი მოგვითხრობს ქართლში რომაელთა ლაშქრობის


შესახებ?
ა) დიონ კასიოსი ბ) ტაციტუსი გ) პოლიბიოსი დ) სტრაბონი

28. რომელ ბრძოლაში დაამარცხეს რომაელებმა სელევკიდები?


ა) მაგნეზიასთან ბ) ტიბრანთან გ) ნიზიბინთან დ) ისოსთან

29. ვინ იყო ანიკეტი?


ა) რომაელი სარდალი
ბ) რომაელების მიერ კოლხეთში დანიშნული მმართველი
გ) ყოფილი მონა, რომელიც აჯანყდა რომაელების წინააღმდეგ
დ) კოლხეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე

30. როდის დაიწყო რომმა აზიური ტერიტორიების დაპყრობა?


ა) ძვ.წ.-ის IV ს; ბ) ძვ.წ.-ის III ს; გ) ძვ.წ.- ის II ს; დ) ძვ.წ. -ის I ს

31. რა შედეგი მოჰყვა ზამას ბრძოლას?


ა) აფრიკაში რომმა დაარსა პირველი კოლონიები
ბ) დასრულდა მეორე პუნიკური ომი
გ) ჰანიბალს გზა გაეხსნა რომისკენ
დ) რომმა უარი თქვა ესპანურ მიწებზე კართაგენის სასარგებლოდ

32. რას წარმოადგენდა ტრიუმვირატი?


ა) სამკაციან ჯგუფს, რომელიც ფაქტობრივად მართავდა რომს
ბ) სარდლების საბჭო, რომელიც პასუხს აგებდა რომის საზღვრების
უსაფრთხოებაზე
გ) პირველ ქრისტიანთა სამლოცველოები, სადაც ისინი ფარულად
იკრიბებოდნენ
დ) ოქტავიანეს მიერ მოჭრილი ოქროს ფული

33. I საუკუნეში რის გამო უპირისპირდება რომი ქართლს?


ა) რომს არ მოსწონს ქართლის მჭიდრო კავშირი პართიასთან, რომელიც
მის ინტერესებს ეწინააღმდეგება
ბ) იბერიელებმა რამდენჯერმე თვითნებურად გახსნეს კავკასიონის
გადმოსასვლელები და საფრთხეს შეუქმნეს რომის აღმოსავლეთ
საზღვრებს
გ) რომს აშფოთებდა ქართლის აქტიური საგარეო პოლიტიკა, სადაც იგი
ცდილობდა სომხეთში გავლენის მოპოვებას
დ) ქართლი ხელს უწყობდა ალბანეთში ანტირომაული აჯანყების
მოწყობას

34. რა გახდა იულიუს კეისრის მკვლელობის მიზეზი?


ა) მან დაიწყო არმიის რეორგანიზაცია, რამაც რომაელი სარდლების
უკმაყოფილება გამოიწვია
ბ) ის ფაქტობრივად იქცა რომის ერთპიროვნულ მმართელად, რასაც
რომაელი დიდებულები უარყოფითად შეხვდნენ
გ) მან დააწესა ახალი გადასახადები, რამაც რომის მოქალაქეების
გულისწყრომა გამოიწვია
დ) მან გადაწყვიტა გაეუქმებინა მნიშვნელოვანი არჩევითი
თანამდებობები რომში, რაც სენატორთათვის მიუღებელი აღმოჩნდა

35. დიოკლეტიანეს რეფორმის მთავარი მიზანი იყო:


ა) ქრისტიანობის დევნა ბ) რომის იმპერიის შენარჩუნება
გ) გადასახადების ზრდა დ) მომთაბარე ტომების შეჩერება

36. რა შედეგი მოჰყვა ბრძოლას, რომელიც გაიმართა აქციუმის


კონცხთან?
ა) რომის ერთპიროვნული მმართველი მალევე გახდა იმპერატორი
ბ) დროებით შეწყდა გერმანული ტომების თავდასხმები რომის
საზღვარზე
გ) რომი იძულებული გახდა დროებით დაეთმო ეგვიპტე და სირია
დ) აღმოსავლეთთან ვაჭრობა მთლიანად დაექვემდებარა რომის
კონტროლს

37. რომის იმპერიაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად


გამოცხადების ძირითადი მიზანი იყო:
ა) მძიმე კრიზისში მყოფი რომის იმპერიის გადარჩენა
ბ) ახალი მიწების დაპყრობა და იმპერიის გაფართოება
გ) პოლიტიკურ პროცესებში რელიგიის ჩართვა
დ) ბარბაროსი ტომების შემოტევების შეჩერება

38. რა შედეგი მოჰყვა იულიუს კეისრის მიერ მდინარე რუბიკონის


გადალახვას?
ა) რომში დაიწყო სამოქალაქო ომი
ბ) რომში გამოცხადდა იმპერიად
გ) შეიზღუდა სენატის უფლებები
დ) გააქტიურდა ბარბაროსთა შემოტევები

39. რა შედეგი მოჰყვა მაგნეზიის ბრძოლას?


ა) განადგურდა სელევკიდთა სახელმწიფო
ბ) რომი გაბატონდა შავ ზღვაზე
გ) სამხრეთ კავკასიაზე გავლენა მოიპოვა პართიამ
დ) პონტოს სამეფო გახდა რომზე დამოკიდებული

40. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა პომპეუსის ლაშქრობა


აღმოსავლეთში ძვ.წ. I საუკუნეში?
ა) პონტოს სამეფოს მცდელობამ წინ აღდგომოდა რომის სახელმწიფოს
წინსვლას; ბ) ალბანეთის სამეფოს ბრძოლამ რომის მოკავშირე
სელევკიდების სახელმწიფოს წინააღმდეგ;
გ) იბერიის სამეფოს მიერ კავკასიის გადმოსასვლელების გახსნამ
მომთაბარე ტომებისთვის;
დ) მიდიის სამეფოს მუდმივმა მარბიელმა თავდასხმებმა რომის აზიურ
პროვინციებზე. გაუქმებით“

41. რომელი ისტორიული მოვლენა უკავშირდება ბარბაროსთა ბელადის,


ალარიხის სახელს?
ა) იმპერიის დედაქალაქის, რომის აღება;
ბ) აღმოსავლეთ რომის იმპერიის დაცემა;
გ) კატალაუნის ველზე რომაელთა დამარცხება;
დ) ბრძოლისას რომის იმპერატორის დატყვევება

42. რომელი მსჯელობაა მართებული ძვ. წ. 190 წელს რომის რესპუბლიკასა და


სელევკიდების სამეფოს შორის გამართული ბრძოლის შედეგის შესახებ?
ა) რომმა მცირე აზიის ნახევარკუნძულის დიდ ნაწილში მოიკიდა ფეხი;
ბ) სელევკიდების სამეფომ დროებით შეაჩერა რომის წინსვლა
ბალკანეთისკენ;
გ) სელევკიდების სამეფომ დაიბრუნა მანამდე დაკარგული ტერიტორიები;
დ) რომმა და სელევკიდების სამეფომ უცვლელად დატოვეს ომამდე
არსებული საზღვრები.

43. რომელი ინფორმაცია არ არის მართებული V საუკუნის დასავლეთ რომის


იმპერიის ისტორიის შესახებ?
ა) ბარბაროსთა მეთაურმა ოდოაკრმა იმპერატორი ჩამოაგდო;
ბ) ვანდალებმა რომი აიღეს და სასტიკად დაარბიეს;
გ) ალარიხის წინამძღოლობით ვესტგოთები რომში შეიჭრნენ;
დ) ჰუნებმა იმპერატორი ბრძოლის ველზე მოკლეს.

44. რით გაითქვა სახელი ოდოაკრმა?


ა) რომის კოლიზეუმის დანგრევით;
ბ) რომაელთა ერთგული მოკავშირეობით გალების წინააღმდეგ ომში;
გ) დასავლეთ რომის იმპერიის დამხობით;
დ) პირველი ბარბაროსული სახელმწიფოს შექმნით ჩრდილოეთ
აფრიკაში

45. რა იყო კანეს ბრძოლის შედეგი?


ა) რომაელებმა დიდი დანაკარგის ფასად შეძლეს კართაგენელთა განდევნა
იტალიიდან;
ბ) კართაგენელებმა გაარღვიეს ქალაქ რომთან არსებული თავდაცვითი
ზღუდე;
გ) რომაელებმა დიდი მსხვერპლის ფასად დაამარცხეს კართაგენელები;
დ) კართაგენელებმა გაანადგურეს რომაელთა ძირითადი ძალები.

46. რამ გადააწყვეტინა სენატორთა ნაწილს კეისრის მკვლელობა?


ა) მსხვილი მიწათმფლობელების მამულების ნაწილის ვეტერანებისთვის
გადაცემამ;
ბ) მოქალაქეთა მდიდარი ფენისთვის ახალი გადასახადების დაწესებამ;
გ) რესპუბლიკური მმართველობის ფაქტობრივმა უგულვებელყოფამ;
დ) პატრიციების ხარჯზე პლებეების უფლებების გაფართოებამ

47. რომელი მსჯელობაა მართებული ოქტავიუსის მიერ რომის


რესპუბლიკის მმართველობაში განხორციელებული ცვლილების
შესახებ?
ა) დაშალა სენატი;
ბ) შემოიღო ტეტრარქია;
გ) დაამკვიდრა პრინციპატი;
დ) გააუქმა დომინანტი.

48. რომელი მსჯელობაა მართებული ვესტგოთების მიერ 410 წელს რომის


აღებასთან დაკავშირებით?
ა) ეს იმპერიის დასასრულის დასაწყისი იყო, რადგან სახელმწიფო
ბარბაროსთა შემოსევებს ვეღარ უმკლავდებოდა;
ბ) ეს მნიშვნელოვანი გარდატეხა იყო, რადგან ბარბაროსებს რომის არმიაში
სამსახური აეკრძალათ;
გ) ამან განაპირობა მათი შემდგომი ლაშქრობა სიცილიაში, სადაც თავიანთი
პირველი სახელმწიფო ჩამოაყალიბეს;
დ) ამის წინაპირობა რომულუს ავგუსტუსის მიერ გამოცემული ედიქტი
იყო, რომელიც ბარბაროსებს გაქრისტიანებას ავალებდა.

49. რატომ ეწოდა რომის რესპუბლიკის ცნობილ სარდალ სციპიონს


„აფრიკელი“?
ა. სციპიონთა საგვარეულო წარმოშობით აფრიკიდან იყო
ბ. მისი ლეგიონერების უმრავლესობა აფრიკელი იყო
გ. დაიპყრო აფრიკაში მდებარე უკანასკნელი ელინისტური სახელმწიფო
დ. მეორე პუნიკური ომის დროს დიდ წარმატებას მიაღწია აფრიკაში

50. რომელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა სულა?


ა. ეგვიპტის ბ. მაკედონიის გ. პონტოს დ. სელევკიდების

51. რომელი გამოთქმა ეკუთვნის რომის რესპუბლიკის სენატორ კატონს?


ა. „წილი ნაყარია“
ბ. „მიველ, ვნახე, გავიმარჯვე“
გ. „კართაგენი უნდა დაინგრეს“
დ. „ცის კაბადონზე ორი მზე ვერ იქნება“

52. ვინ იყო კართაგენის ყველაზე ცნობილი მთავარსარდალი პუნიკური


ომების დროს?
ა) ჰამილკარი ბ) ჰასდრუბალი გ) ჰანიბალი დ) ატილა

53. რომელ წელს გაიყო რომის იმპერია ორ ნაწილად?


ა) 301წ. ბ) 323 წ. გ) 378წ. დ) 395
54. რომელმა რომაელმა სარდალმა ილაშქრა იბერიაში ძვ.წ I საუკუნეში?
ა) გნეუს პომპეუსმა ბ) იულიუს კეისარმა გ) ლუკულუსმა დ) სულამ

55. რა ფუნქციას ახორციელებდნენ კვესტორები?


ა) საკანონმდებლო ბ) სასამართლო გ) საბიუჯეტო ( სახაზინო) დ) სამივე
პასუხი სწორია

56. რა სახელითაა ცნობილი კონსტანტინე I -ის მიერ გამოცემული ბრძანება,


რომლის თანახმადაც ქრისტიანებს აშკარად შეკრებებისა და ტაძრების
აგების ნება მიეცათ?
ა) მილანის ედიქტი ბ) ნიკეას კრების ოქმი
გ) ეფესოს განჩინება დ) ქალკედონის კანონი
57. რა ფუქნციას ითავსებდა მეფე რომის ქალაქ-სახელმწიფოებში?
ა) მთავარსარდლის ბ) მსაჯულის გ) ქურუმის დ) სამივე პასუხი სწორია

58. რა ერქვა მეფის სათათბირო ორგანოს ძველ რომში?


ა) კონგრესი ბ) პალატა გ) კონსულთა კრება დ) სენატი

59. რის შედეგად მიიღეს უფლება ტრიბუნებმა შეეჩერებინათ სენატის


მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება?
ა) იმპერატორის ბრძანების შედეგად
ბ) ორატორების მოთხოვნების საფუძველზე
გ) ისინი პლებეებმა აირჩიეს თავიანთი ინტერესების დამცველებად
დ) კვესტორების გადაწყვეტილების შედეგად

60. რა მოხდა ადრიანოპოლის ბრძოლაში?


ა) ვესტგოთებთან ბრძოლაში დაიღუპა იმპერატორი ვალენტინი და
რომაელები დამარცხდნენ
ბ) რომაელებთან ბრძოლაში დამარცხდნენ ჰანიბალის ჯარისკაცები
გ) ხაზართა ხაკანი დამარცხდა ოსტგოთებთან ბრძოლაში
დ) რომაელები და სლავები ინრძოდნენ ჰუნების წინააღმდეგ და
გაიმარჯვეს

61. ძვ.წ 212 წელს იმპერატორმა კარაკალამ გამოსცა ედიქტი რომის


მოქალაქეობის შესახებ. რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ედიქტს რომის
იმპერიისთვის?
ა) ამ ედიქტით რომის იმპერიას სურდა გერმანული ტომების გულის
მოგება, რათა ისინი ამიერიდან იმპერიის საზღვრებს აღარ დასხმოდნენ
თავს
ბ) ამიერიდან იმპერიის განაპირა საზღვრების მაცხოვრებლები,
რომლებიც ხშირად მომხდური ტომების ბუნებრივი მოკავშირეები
ხდებოდნენ, რომის მოქალაქეებად ცხადდებოდნენ, ისინი
სარგებლობდნენ რომაელების მსგავსი უფლებებით, რაც იმპერატორის
აზრით, იმპერიის საზღვრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა

გ) ამ ედიქტით კარაკალამ იმპერიის ყველა მცხოვრებს დაავალდებულა


რომაელების ღმერთებისთვის თაყვანისცემა

დ) კარაკალამ ადგილობრივი სამართლის გამოვლინების ყველანაირი


ფორმა აკრძალა იმპერიის კანონების გარდა

62. ქართლის რომელ მეფეს დაუდგეს ძეგლი რომში?


ა) ფარნავაზს ბ) არტაგს გ) ფარსმან ქველს დ) ვახტანგ გორგასალს

63. რომელ წელს გამოიცა მილანის ედიქტი?


ა) 301 წ. ბ) 313 წ. გ) 325 წ. დ) 330 წ.

64. რომელ ბერძნულ ქალაქს დაარქვა კონსტანტინე დიდმა


კონსტანტინოპოლი?
ა) ქალკედონს ბ) ეფესოს გ) ბიზანტიონს დ) სინოპს

65. ვინ იყო რომის ერთიანი იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი?


ა) კონსტანტინე I ბ) თეოდოსი გ) არკადიუსი დ) ჰონორიუსი

66. ვინ იყო რომის პირველი იმპერატორი?


ა) ტიბერიუსი ბ) ნერონი გ) კალიგულა დ) ოქტავიანე

67. რომელ წელს ილაშქრა პომპეუსმა ქართლში?


ა) ძვ.წ. 69 წელს ბ) ძვ.წ. 65 წელს გ) ძვ.წ 61 წელს დ) ძვ.წ. 63 წელს

68. რომის რომელმა იმპერატორმა დაუდგა ძეგლი ფარსმან ქველს?


ა) ადრიანემ ბ) ტრაიანემ გ) ანტონიუს პიუსმა დ) მარკუს ავრელიუსმა

69. როდის მოხდა ბრძოლა მაგნეზიასთან?


ა) ძვ.წ 195 წელს ბ) ძვ.წ. 180 წელს გ) ძვ.წ 190 წელს დ) ძვ.წ 185 წელს
70. რომელი რომაელი სარდლების წინააღმდეგ მოუწია ბრძოლა მითრიდატე
VI ევპატორს?
ა. მარიუსისა და სულას
ბ. სულასა და პომპეუსის
გ. პომპეუსისა და კრასუსის
დ. კრასუსისა და მარიუსის

71. უმთავრესად რამ განაპირობა პომპეუსის ლაშქრობა აღმოსავლეთში,


რომლის დროსაც ის კავკასიაშიც შემოიჭრა?
ა. ჰუნების შეჭრამ რომის აღმოსავლეთ პროვინციებში
ბ. ქართლის მეფის მიერ წამოწყებულმა აჯანყებამ
გ. სომხეთში დაკარგული გავლენის აღდგენის სურვილმა
დ. პონტოს სამეფოსთან მიმდინარე ომმა

72. რა სახით ჩაერთო ქართლის სამეფო პართიასა და რომს შორის


სომხეთისათვის I საუკუნეში მიმდინარე ბრძოლაში?
ა. ქართლის სამეფოს ჯარმა სომხეთში ილაშქრა, დაამარცხა იქ
გაბატონებული პართიელები და ტახტი ქართველმა უფლისწულმა დაიკავა
ბ. პართიასთან დადებული სამოკავშირეო ხელშეკრულებით ქართლის
სამეფო რომს დაუპირისპირდა და სომხეთში ქართველი პიტიახში
გაიგზავნა
გ. ქართლის სამეფო მოლაპარაკებას აწარმოებდა პართიასთან და
საბოლოოდ სომხეთი ქართლის ვასალად გამოცხადდა
დ. ქართლის მეფემ ისარგებლა პართიისა და რომის დაპირისპირებით და
სომხური მიწები უშუალოდ შემოიერთა

73. სამოქალაქო ომის დროს ვის წინააღმდეგ იბრძოდა იულიუს კეისარი?


ა. პიროსის ბ. მითრიდატეს გ. პომპეუსის დ. სპარტაკის

74. რით გამოიჩინა თავი ოქტავიანე ავგუსტუსმა?


ა. დაამარცხა კრასუსი, რითაც რომში დასრულდა რესპუბლიკური
მმართველობა
ბ. რომაული ლეგიონების მანევრირებით აიძულა ჰანიბალი, დაეტოვებინა
იტალია
გ. დაამარცხა მარკუს ანტონიუსი და გახდა რომის პირველი იმპერატორი
დ. მისი სარდლობით რომის ჯარმა გაანადგურა აჯანყებულ მონათა
ლაშქარი
75. როგორ დაიწყო პირველი ტრიუმვირატის დაშლა, რამაც შემდგომში
სამოქალაქო ომის განახლება გამოიწვია?
ა. კრასუსი დაიღუპა პართელებთან ბრძოლაში, ხოლო კეისარსა და
პომპეუსს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა
ბ. პომპეუსი მოკლეს ეგვიპტეში, კეისარმა და კრასუსმა კი ახალი
დროებითი შეთანხმება გააფორმეს, რომელიც მალე დაირღვა
გ. კეისარმა პირველობის მოპოვების განზრახვით მოაკვლევინა კრასუსი,
ხოლო პომპეუსი რომიდან განდევნა
დ. ერთპიროვნული მმართველობის გამო კრასუსმა და პომპეუსმა კეისარი
შეთქმულთა ხელით მოკლეს

76. რა უმთავრესმა მიზეზმა განაპირობა პუნიკური ომები?


ა. ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის აღდგენის მცდელობამ
ბ. დიდი აბრეშუმის გზის ხელში ჩაგდების სურვილმა
გ. ბერძნულ პოლისებს შორის პირველობის მოპოვების მცდელობამ
დ. ხმელთაშუა ზღვის აუზში გაბატონების სურვილმა

77. რომის იმპერიის მმართველობის ერთ-ერთ ფორმას ეწოდება პრინციპატი,


რადგან პრინცეპსი ერქვა:
ა. იმპერიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს
ბ. იმპერიაში მოქმედ კანონთა კრებულს
გ. იმპერიის უმაღლეს მმართველს
დ. იმპერიის პოლიტიკურ ელიტას

78. ვინ იყვნენ მოწინააღმდეგეები კატალაუნის ველზე გამართულ ბრძოლაში?


ა. საქსები და ნორმანები
ბ. რომაელები და ჰუნები
გ. ალანები და გერმანელები
დ. ბიზანტიელები და სლავები

79. სხვა ცვლილებებთან ერთად, რას მოიცავდა დიოკლეტიანეს მიერ


განხორციელებული რეფორმა?
ა. ოლიგარქიის დაარსებას ბ. ტეტრარქიის შემოღებას
გ. არისტოკრატიის დაფუძნებას დ. პრინციპატის შექმნას
80. რა ზედწოდება მიენიჭა ზამასთან გამარჯვებულ მხედართმთავარ
სციპიონს?
ა. რომაელი ბ. იტალიელი გ. აფრიკელი დ. კართაგენელი

81. ვინ იყო ფარსმან II ქველის თანამედროვე რომაელი იმპერატორი?


ა. ავგუსტუსი ბ. ანტონიუს პიუსი გ. ვესპასიანე დ. მარკუს ავრელიუსი

82. რომელი იმპერატორის სახელს უკავშირდება ქრისტიანობის დევნის


შეწყვეტა?
ა) დიოკლეტიანეს ბ) კონსტანტინე I - ს გ) კარაკალას დ) ნერონს

83. ვინ იხსნა რომი ჰუნთა დარბევისაგან?


ა) ავციუსმა ბ) ლეო I- მა გ) ვალენტინიანე III – ემ დ) ვიტელუსმა

84. დასავლეთ რომის უკანასკნელი იმპერატორი იყო?


ა) ჰონორიუსი ბ) თეოდოსიუსი გ) რომულუს ავგუსტულუსი დ) ვალენტინი

85. ტოტილას სახელთან დაკავშირებულია:


ა) რომაული სამართლის ნაცვლად სალიკური სამართლის დამკვიდრება
ბ) რომაელი წარჩინებულებისათვის მიწების ჩამორთმევა
გ) მონოთეისტური ქრისტიანობის მიღება
დ) ოსტგოთების ჯარის ორგანიზება

86. რომის იმპერიაში ქრისტიანობა ერთადერთ რელიგიად აღიარეს:


ა) 325 წელს ბ) 383 წელს გ) 386 წელს დ) 451 წელს

87. როდის გამოიცა მილანის ედიქტი და რას ითვალისწინებდა იგი?


ა) 311 წელს, კრძალავდა ქრისტიანთა დევნას
ბ) 451 წელს, ქრისტიანებს აძლევდა უპირატესობას წარმართებთან
გ) 313 წელს, ქრისტიანებს და წარმართებს უფლებრივად უთანაბრებდა
ერთმანეთს
დ) 383 წელს, კრძალავდა წარმართობას

88. გაანალიზე ევროპაზე ჰუნების თავდასხმების შედეგები:


ა) ჰუნების თავდასხმების შედეგად ევროპის პოლიტიკური და ეთნიკური
ვითარება შეიცვალა, წარმოიქმნა ახალი სახელმწიფოები
ბ) ჰუნების თავდასხმებით გერმანული ტომები დასუსტდნენ და
რომაელებმა ადვილად დაიმორჩილეს ისინი
გ) გერმანულმა ტომებმა დიდი გამოცდილება შეიძინეს ჰუნებთან
ბრძოლაში და შემდეგ ადვილად დაამარცხეს რომაული გარნიზონები
დ) ჰუნებისგან შევიწროებულმა გერმანულმა ტომებმა დაიწყეს ეევროპის
ტერიტორიაზე გადანაცვლება და მალე რომის იმპერიის ყოფილ
ტერიტორიაზე საფუძველი ჩაუყარეს ახალ სახელმწიფოებს

89. ოქტავიანეს მმართელობის შემდეგ რომს ეწოდა იმპერია და


ჩამოყალიბდა ადრეული რომის იმპერიის მმართველობის ფორმაც:
ა) პრინციპატი ბ) ტეტრარქია გ) დომინანტი დ) ოლხოკრატია

90. ვინ იყო ალარიხი?


ა) გერმანული ტომის ბელადი, რომელმაც 410 წელს აიღო რომი
ბ) გერმანული ტომის ბელადი, რომელმავ 382 წელს აიღო რომი
გ) გერმანული ტომის ბელადი, რომელმაც 387 წელს აიღო რომი
დ) ვანდალთა ტომის მეთაური, რომელმა 455 წელს აიღო რომი

91. რომელი იმპერატორი ჩამოაგდეს ბარბაროსებმა ტახტიდან?


ა) რომულუს ავგუსტულუსი ბ) ნერონი გ) კლავდიუსი დ) არცერთი პასუხი
არ არის სწორი

92. ხელისუფლების რომელი ფორმა დამყარდა რომში ძვ.წ. 509 წელს?


ა) რესპუბლიკური წყობა ბ) დიქტატურა გ) მონარქიული წყობა დ)
ტირანია

93. რომელ წლებში გრძელდებოდა სულას დიქტატურა ?


ა) ძვ.წ 60-54 წ ბ) ძვ.წ 82-79 გ) ძვ.წ 88-86 დ) ძვ.წ. 90-74

94. რა გახდა სულასთვის ძალაუფლების ჩამორთმევის მიზეზი?


ა) „ეფესოს საღამოს“ განცდილი წარუმატებლობა
ბ) ერთპიროვნული მმართელობის დამყარების მცდელობა
გ) წარმომავლობა
დ) პონტოს სამეფოს მიმართ არსებული სიმპათიები

95. რომის რომელმა კონსულმა დაამარცხა პონტოს მეფე მითრიდატე


VI?
ა) იულიუს კეისარმა ბ) სულამ გ) კრასუსმა დ) პომპეუსმა

96. რომელ სახელმწიფოს დაუპირისპირდა რომი მითრიდატულ


ომებში?
ა) კილიკიის სამთავროს ბ) მაკედონიის სამეფოს გ) პერგამონის
სამეფოს დ) პონტოს სამეფოს

97. ვინ ხელმძღვანელობდა რომაულ ლეგიონებს „ ეფესოს საღამოს“


ა) მარიუსი ბ) სულა გ) კრასუსი დ) პომპეუსი

98. ვისთან ბრძოლაში დაიღუპა კრასუსი?


ა) ესპანელებთან ბ) ეგვიპტელებთან გ) პონტოელებთან დ) პართებთან

99. როგორ დაასრულა ჰანიბალმა სიცოცხლე?


ა) გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით
ბ) თავი მოიკლა
გ)გარდაიცვალა რომაელთა ტყვეობაში
დ) გარდაიცვალა ბრძოლის ველზე მიღებული ჭრილობით

100. სულას გადაყენების შემდეგ ვის გადასცეს ძალაუფლება?


ა) იულიუს კეისარს ბ) მარიუსს გ) კასიუსს დ) პომპეუსს

You might also like