You are on page 1of 7

ძველი რომი

ძვ.წ. VIII-VI სს. - ბერძნებმა მოახდინეს იტალიის სანაპიროების კოლონიზაცია და შუა იტალიაში
დაარსეს ბერძნული პოლისები - ნეაპოლი და სირაკუზა, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის აუზში მნიშვნელოვან
სავაჭრო ცენტრებად იქცნენ. ამან დიდი გავლენა მიახდენა იტალიაში მცხოვრებ ტომობრივ გაერთიანებებზე.

ეტრუსკები ცხოვრობდნენ იტალიის ჩრდილოეთში (თანამ. ტოსკანა). სავარაუდოდ, ისინი


დორიელებივით „ზღვის ხალხებს“ ეკუთვნოდნენ და აღმოსავლეთიდან მოვიდნენ და ჰქონდათ სპარტის
სახელმწიფო წყობის მსგავსი წყობა. ისინი აქტიურ სავაჭრო საქმიანობას ეწეოდნენ ხმელთაშუა ზღვის აუზში.

ძვ.წ. 753 წ. ლათინების სამმა ტომმა, რომლებიც მდ.ტიბრის მიდამოებში ცხოვრობდნენ, დააარსეს რომი
(ლეგენდა რომულის და რემის შესახებ).

თავდაპირველად, რომის საზოგადოებრივი წყობა, ათენის მსგავსად, აგებული იყო გვაროვნულ-


ტომობრივ ტრადიციებზე:

 სენატი (მართველობის უმაღლესი ორგანო) - შედგებოდა იმ გვართა უხუცესებისგან, რომლებმაც


ქალაქი დააარსეს
 ტომების რიგით წევრებს ასევე ჰქონდათ უფლება, განსახილველ საკითხებზე საკუთარი
მოსაზრებები გამოეთქვათ
 არჩეული მეფე იყო უმაღლესი მმართველი, რომელსაც ქვეყანა უნდა ემართა ტრადიციებისა და
სენატის ნების მიხედვით
o ძვ.წ. 616 წლიდან მეფეებად ირჩევდნენ ეტრუსკული დიდგვაროვანი ოჯახის
ტარკვინიუსის წარმომადგენლებს

ქალაქის დამაარსებლის შთამომავლებს ეწოდებოდათ პატრიციები. მათ ეკუთვნოდათ ქალაქის


ირგვლივ მდებარე მიწები. თუმცა, იმავე დროს მიწა რომაელთა საერთო საკუთრებად ითვლებოდა, იგი არ
შეიძლება უცხოელთა საკუთრება ყოფილიყო. მეზობელ ტომებთან და ქალაქ-სახელმწიფოებთან ომების
შედეგად პატრიციების მიწა განუწყვეტლივ იზრდებოდა.

მოსულ მოსახლეობას ეწოდებოდა პლებეები (ხელოსნები და ვაჭრები). მათ არ შეეძლოთ, მონაწილეონა


მიეღოთ ქალაქის ცხოვრებაში, ხოლო სამხედრო სამსახურის დროს მხოლოდ დამხმარე რაზმებში იყვნენ
დასაქმებულები. მათ პატრიციესთვის მაფარველობა უნდა ეთხოვათ, უნდა ემუშავათ მათ მეურნეობაში.

სერვიუს ტულიუსმა (VI ს.) გაატარა რეფორმები, რომლებიც სოლონის რეფორმებს ჰგავდა:

 მამაკაცები დაყვეს 5 თანრიგად, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და იარაღის შეძენის


შესაძლებლობის მიხედვით
 თითოეული თანრიგი დაყვეს ცენტურიებად (ასეულებად), რომლებიც:
o ომის შემთხვევაში გამოდიოდნენ საბრძოლველად
o მშვიდობიანობის დროს განიხილავდნენ ქალაქის მიმდინარე საქმეებს
 ღარიბი რომაელები (იარაღოს შეძენა რომ არ შეეძლოთ) ერთიანდებოდნენ „პროლეტარიების“
ცენტურიაში. ითვლებოდა, რომ ისინი მხოლოდ გამრავლებისთვის ვარგოდნენ
ტულიუსის რეფორმები ამცირებდა წარჩინებულთა უპირატესობას, რამაც მათი მხრიდან
წინააღმდეგობა გამოიწვია. იგი მოკლეს, ხოლო ახალმა მეფემ ტარკვინიუს ამაყმა რეფორმები გააუქმა. სენატი
აჯანყდა (ძვ.წ. 509 წ.), ტარკვინიუსი რომიდან გაადევნეს. დამყარდა რესპუბლიკა: ძალაუფლება გადავიდა ორი
კონსულის ხელში (მათ სენატი პატრიციებიდან ირჩევდა ერთი წლით).

 ძვ.წ. 494 წ. - უუფლებო პლებეებმა პროტესტის ნიშნად უარი თქვეს სამხედრო ლაშქრობაში
მონაწილეობაზე და სრული აღჭურვილობით დატოვეს რომი. პატრიციები იძულებულნი
გახდნენ, აღედგინათ ტულიუსის რეფორმები და მისცეს პლებეებს სახალხო ტრიბუნების
არჩევის უფლება, რომლებიც დაიცავდნენ მათ ინტერესებს სენატის წინაშე (ჰქონდათ ვეტოს
უფლება).
 ძვ.წ. 451-450 წწ. - რომში პირველად მიიღეს ყველასთვის ერთიანი კანონები (მანამდე
მოქმედებდა ტრადიციები და ადათ-წესები)
 ძვ.წ. 445 წ. - დაუშვეს ქორწინება პატრციებსა და პლებეებს შორის
 ძვ.წ. IV ს. - პლებეები დაუშვეს საარჩევნო თანამდებობებზე, მათ შორის კონსულის. მაგრამ ამ
თანამდებობების პირები არ იღებდნენ ხელფასს და ყველა ხარჯს თვითონ ფარავდნენ

ასე ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი ორგანიზაციის ახალი სისტემა, რომელშიც უფრო დიდი


მნიშვნელობა ენიჭებოდა მოქალაქეობას და არა - საგვარტომო კავშირებს. ეს გარდაქმნები ხელს უწყობდა
პოლისების გადაქცევას ვაჭრობისა და ხელოსნობის დიდ ცენტრებად.

 ძვ.წ. IV ს. - რომაელებმა იტალიის ტომებთან (ლათინები, სამნიტები და ა.შ.) და ეტრუსკებთან


მრავალრიცხოვანი ომების შედეგად დაიმორჩილეს შუა იტალია
o კელტებთან (გალებთან) ომი (ბატების ლეგენდა)
o სამხედრო ორგანიზაციის დახვეწა (ლეგიონებად დაყოფა)
o დაპყრობილ ტერიტორიებს რომაელები არ ანგრევდნენ, არამედ მოკავშირეებად
აცხადებდნენ, კოლონიზაციას ახდენდნენ, კრეფდნენ სამხედრო გადასახადს, იყენებდნენ
მოსახლეობას ბრძოლებში
 ძვ.წ. III ს. - რომაელებმა დაიწყეს სამხრეთ იტალიის სანაპიროზე მდებარე ბერძნული პოლისების
დამორჩილება
o პოლის ტარენტმა დახმარება სთხოვა ეპირის (საბერძნეთის ჩრდ.-დას. ნაწილი) მეფე
პიროს. მასთან ბრძოლაში რომაელები დამარცხდნენ (მაკედონური ფალანგა და
სპილოები), მაგრამ პიროსმაც ძალიან დიდი ზარალი ნახა (პიროსის გამარჯვება) და
ბოლოს იტალია დატოვა

იტალია რომ დაიმორჩილა, რომმა მიუდგა სიცილიას, მაგრამ აქ მისი ინტერესები კართაგენის
ინტერესებს შეეჯახა. თავდაპირველად რომი და კართაგენი მოკავშირეები იყვნენ, იმიტომ რომ კართაგენი,
ხმელთაშუაზღვისპირეთში ვაჭრობის უდიდესი ცენტრი, არ განიხილავდა რომს მისი აგრარულ-მესაქონლე
მეურნეობით (საბერძნეთისგან განსხვავებით), როგორც კონკურენტს. მაგრამ როცა რომმა დაიმორჩილა
ბერძნული ახალშენები, ისიც ჩაირთო ბრძოლაში ხმელთაშუა ზღვის აუზში სავაჭრო გზებზე კონტროლის
დაწესებისთვის.
 ძვ.წ. 264-241 წწ. - I პუნიკური ომი: ძირითადად მიმდინარეობდა სიცილიის ტერიტორიაზე.
რომაელების ფლოტმა გაანადგურა კართაგენელების ფლოტი, სიცილია მათთან გადავიდა,
მოგვიანებით სარდინია და კორსიკაც დაიმორჩილეს
 ძვ.წ. 218-202 წწ. - I I პუნიკური ომი:
o კართაგენის ჯარებმა ჰანიბალის მეთაურობით გამოვიდნენ ესპანეთიდან, გადალახეს
ალპები და შეიჭრნენ იტალიაში (მათ გალებიც ეხმარებოდნენ)
o კანასთან ბრძოლა (ძვ.წ. 216 წ.) - კართაგენელებმა გაანადგურეს რომაელების ლეგიონები,
მაგრამ რომის აღება ჰანიბალმა ვერ შეძლო (კართაგენმა დახმარება ვერ გაუწია)
o რომაელები სციპიონის მეთაურობით გადმოსხდნენ აფრიკაში, კართაგენის მახლობლად
(ნუმიდიის მეფეც შეუერთდათ), რამაც აიძულა ჰანიბალი დაბრუნებულიყო კართაგენში
o ზამასთან ბრძოლა (ძვ.წ. 202 წ.) - ჰანიბალის არმია გაანადგურეს
o ზავის მიხედვით, კართაგენმა დაკარგა ყველა კოლონია და გადაიხადა დიდი
კონტრიბუცია. რომაელებმა მიიღეს მისი ფლოტი და საბრძოლო სპილოები
 რომმა გაანდგურა და პროვინციად გამოაცხადა მაკედონია
 გაძარცვეს ბერძნული პოლისები, რომლებიც ვითომ მაკედონელთა უღლისგან გაათავისუფლეს
o კორინთო, რომელმაც სცადა წინააღმდეგობის გაწევა, მიწასთან გაასწორეს
 გაანადგურეს სირიის მეფე ანტიოქოსის ჯარები (მაკედონიისთვის დახმარების გაწევისთვის)
 ბერძენი მოაზროვნეები, პოეტები, ვაჭრები მონებად აქციეს და მონათა ბაზარზე გაყიდეს
 ძვ.წ. 149-146 წწ. - I I პუნიკური ომი: რომმა კართაგენს ზავის პირობების დარღვევაში დასდო
ბრალი, ქალაქი აიღო და მიწის პირიდან აღგავა

რომი სრულიად გაბატონდა ხმელთაშუა ზღვის აუზში.

რომის რესპუბლიკის კრიზისი (ძვ.წ. II-I სს.):

 სასაქონლო-ფულადი ურთიერთობის ფართოდ გავრცელებამ გამოიწვია მიწების არათანაბარი


განაწილება: ისინი გადადიოდა მსხვილი მიწამფლობელების, უპირატესად პატრიციების ხელში,
წვრილი კოლონისტების მეურნეობა კი ჩანაგდებოდა
 გაკოტრებული წვრილი მიწათმოქმედები ვერ პოულობდნენ სამსახურს, უმრავლესობა
ცხოვრობდა მდიდრების მიერ სამოწყალოდ დარიგებული პურის ხარჯზე
 ვაჭრობითა და დამპყრობლური ლაშქრობებით გამდიდრებულმა პლებეებმა დაიწყეს ბრძოლა
პოლიტიკური გავლენის მოპოვებისთვის და დაუპირისპირდნენ პატრიციებს, რომლებიც სენატს
აკონტროლებდნენ
 გლეხების გაკოტრებით შეწუხებულმა ძმებმა ტიბერიუს და გაიუს გრახკუსებმა (ტრიბუნებად
ყოფნისას) სცადეს მიწების თანაბრად განაწილება და დააწესეს მიწის ნაკვეთების ზღვრული
ნორმა, მაგრამ შეხვდნენ პატრიციების წინააღმდეგობას და ბოლოს შეეწირნენ კიდევაც
პატრიციებსა და პლებსს შორის შეტაკებებს
 მონების მიმართ სასტიკი მოპყრობა იწვევდა მათ აჯანყებებს
o ძვ.წ. 136-132 წწ. - სიცილიაში მონების აჯანყება - მათ მთელი კუნძული დაიპყრეს და
ახალი სირიის სამეფოს შექმნა გამოაცხადეს (უმრავლესობა წარმოშობით სირიიდან იყო).
ბოლოს ჩაახშეს
o ძვ.წ. 74-71 წწ. - სპარტაკის ხელმძღვანელობით აჯანყება, რომელიც მოკლე დროში
იტალიის უდიდეს ნაწილს მოედო და ძლივს ჩაახშეს
 რომის კონფლიქტი იტალიის ქალაქებთან:
o მათ უნდა ემსახურათ რომაულ ლეგიონებში, მაგრამ სამხედრო ნადავლის წილს არ
აძლევდნენ
o მათი მიწები რომაელი პატრიციებისა და მსხვილი მესაკუთრეების ხელში გადადიოდა
(რომი იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო და იტალიის ყველა ქალაქის
მაცხოვრებლებმა მოქალაქეობის უფლება მიიღეს)
 რომის რესპუბლიკის უზარმაზარი ტერიტორიის გამო, არ შეეძლოთ დემოკრატიის პრინციპების
დაცვა:
o შეუძლებელი იყო ყველას მოსაზრებების გათვალისწინება
o შეუძლებელი იყო პროვინციების გამგებელი ნაცვლების გაკონტროლება: ისინი
თვითნებურად ზრდიდნენ გადასახადებს, რაც აჯანყებებს იწვევდა

ამ კრიზისმა გამოიწვია რესპუბლიკის კრახი და მისი იმპერიით შეცვლა.

რომის პირველი დიქტატორი იყო სულა (ძვ.წ. 138-78 წწ.):

 იტალიის სამხრეთში განლაგებულ არმიას სარდლობდა


 როცა სახალხო ტრიბუნებმა სცადეს მისი გადაყენება, მან ბრძოლით აიღო რომი
 დაამრცხა პონტოს მეფე მიტრიდატე, რომელმცა რომის წინააღმდეგ ომი დაიწყო
 დაამყარა რომში თავისი დიქტატურა
 შემოიღო პროსკრიპციის სისტემა - იმ ადამიანთა სიები, რომლებიც კანონგარეშე ცხადდებოდნენ

სულას სიკვდილის შემდეგ ძალაუფლე ხელთ იგდო I-მა ტრიუმვირატმა: ცეზარი, პომპეუსი, კრასუსი

გაიუს იულიუს ცეზარი:

 დაიპყრო გალები
 ომის დამთავრების შემდეგ ჯარი არ დაშალა და რომს დაეპატრონა (ძვ.წ. 49 წ.)
 გაიმარჯვა რომის სამოქალაქო ომში
 გამოცხადდა სამუდამო დიქტატორად
 მოკლეს რესპუბლიკის შენარჩუნების მომხრეებმა (ძვ.წ. 44 წ.), მაგრამ რომში მხარდაჭერები ვერ
იპოვეს და გაიქცნენ

ძალაუფლება გადავიდა II ტრიუმვირატთან: ოქტავიანე, ანტონიუსი, ლეპიდუსი. მათ შორის


მეტოქეობამ ახალი სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვია:

 ანტონიუსი, რომელიც სულ მარცხდებოდა, დაუკავშირდა ეგვიპტის მმართველ კლეოპატრას


 ოქტავიანეს ლეგიონებმა ეგვიპტელები დაამარცხეს და ეგვიპტე რომს შემოუერთეს
 ოქტავიანემ თავი კეისრად (იმპერატორად) გამოაცხადა (ძვ.წ. 27 წ.), მას მიანიჭეს ავგუსტეს
(ნეტარის) ტიტული (დაიწყო პრინციპატი)

ფორმალურად ავგუსტეს მართველობა რესპუბლიკური იყო:


 იგი ხაზგასმით აღნიშნავდა თავის პატივისცემას სენატისადმი (რომელიც მას რეგულარულად
კონსულად ირჩევდა)
 იყო ტრიბუნი და უმაღლესი ქურუმი (ანუ მთელი ძალაუფლება მის ხელში იყო)
 ხალხისთვის „პურისა და სანახაობის“ პოლიტიკას ატარებდა:
o ხელს უწყობდა თეატრალური ხელოვნების განვითარება
o დაიწყო კოლიზეუმის, ახალი ტაძრების მშენებლობა
 მაგრამ მონების მიმართ დაუნდობელი იყო

ავგუსტემ შეეცადა, თავისი ხელისუფლება მემკვიდრეობითი გაეხადა, მაგრამ მემკვიდრეები არ


ვარგოდნენ:

 კალიგულამ თავისი ცხენი სენატორად გამოაცხადა


 ნერონმა ძმა და დედა მოკლა, მრავალი სენატორი სიკვდილით დასაჯა, სასახლის შენახვაზე
დიდ ფულს ფლანგავდა, სავარაუდოდ, რომიც დაწვა, ამ სანახაობით რომ დამტკბარიყო

ტირანიის წინააღმდეგ პროტესტემბმა სამხედრო გადატრიალებებად იქცეოდა, რის შედეგადაც


ხელისუფლებაში მოდიოდნენ ყველაზე წარმატებული სარდლები, რომლებსაც საკუთარი დინასტიების
დაარსება სურდათ.

ბარბაროსების შემოტევა ევრაზიაზე


ძვ.წ. I-II სს. დედამიწის მოსახლეობა 250 მლნ-მდე კაცს შეადგენდა. ძირითადი მასა ცხოვრობდა
ევრაზიაში, თბილ და ნოტიო კლიმატურ ზონაში, რომელიც იწყებოდა ხმელთაშუა ზღვის ნაპირებიდან და
გრძელდებოდა ჩინეთის დაბლობამდე.

ევროპის ხალხები:

 კელტური და გერმანული ტომები (რომის იმპერიის საზღვრების ჩრდილოეთით, რომელიც


გადიოდა რაინსა და დუნაიზე)
 სლავური და უგრო-ფინური ტომები (მათგან აღმოსავლეთით)
 გოთები (დუნაისა და დნეპრს შორის) (მოიცავდნენ გერმანურ, სლავურ, სარმატულ, თრაკიის
ტომებს)

9 წ. გერმანელებმა გაანადგურეს ოქტავიანე ავგუსტის სამი რჩეული ლეგიონი ტევტობურგის ტყეში.

ცენტრ. და აღმ. ევროპის ტომები არ აგებდნენ დიდ ქალაქებს, არამედ ცხოვრობდნენ პატარ-პატარა
დასახლებებში. ჰქონდათ განვითარებული ხელოსნობა, შრომისა და საბრძოლო იარაღს რიკინსგან
ამზადებდნენ. მეურნეობა თავდაპირველად ნატურალურ ხასიათს ატარებდა, თუმცა თანდათან ფულად-
სასაქონლო ურთიერთობაც ვითარდებოდა.

გერმანული ტომები::

 არ ჰქონდათ განვითარებული მონათმფლობელობა


 მიწები ცალკეულ ოჯახებს ეკუთვნოდა, თუმცა ტყეები და სათიბები თემის საერთო საკუთრება
იყო
 ტომთა კავშირის მიწები იყოფოდა ოლქებად, რომლებშიც ტარდებოდა წარჩინებულების კრება,
სადაც ისინი წყვეტდნენ ამა თუ იმ საკითხებს (ტომთა კავშირები დიდ ტერიტორიას მოიცავდა,
ამიტომ ყველას აზრის გათვალისწინება შეუძლებელი იყო)
 ლაგმანი - ადათ-წესების მცოდნე, რომელიც მოსამართლის როლს თამაშობდა
 კონუნგები - სამხედრო ბელადები (ხშირად აწარმოებდნენ საკუთარ ომებს, რომლებიც მათი
გამოდიდრების ძირითადი წყარო იყო)
 ბურგები - სიმაგრეები, სადაც კორუნგები რაზმებთან ერთად ინახავდნენ ნაძარცვ ქონებას
o იქვე სახლდებოდნენ ხელოსნები, რომლებიც იარაღს ამზადებდნენ, ჩნდებოდა სავაჭრო
ცენტრები

ეს ყველაფერი (კორუნგების გაძლიერება, მათ ხელში ძალაუფლებისა და ქონების ქონცენტრაცია,


ქონებრივი უთანსწორობა) გვაროვნულ-ტომობრივი კავშირების დაშლასა და სახელმწიფოს ფრომირებას
მოასწავებდა.

აზიის ტომები:

 დასამუშავებლად ვარგისი მიწების სიმწირის (დუნაიდან ხუანხემდე გადაჭიმული იყო სტეპები,


რომლებსაც სამხრეთიდან ეკვროდა შუა აზიის უდაბნოები, ტიბეტისა და ჰიმალაის მთები,
ჩრდილოეთით კი - აღმ. ევროპისა და ციმბირის გაუვალი ტყეები და ჭაობები) გამო მისდევდნენ
მესაქონლეობას
 იყვნენ მომთაბარეები და ერთმანეთს ებრძოდნენ საუკეთესო საძოვრებისთვის
 თავს ესხმოდნენ ბინადარ მიწათმოქმედ ხალხებს, იგებდნენ მათთან ბრძოლებში
 თავიანთ კონტროლირებად ტერიტორიებზე ჰქონდათ მიწათმოქმედების ცალკეული კერები,
ვაჭრობისა და ხელოსნობის ცენტრები
 სიმდიდრის ძირითადი მაჩვენებელი იყო საქონსლისა და მონების რაოდენობა

ერთ-ერთი უძლიერესი მომთაბარე ხალხი იყო ჰუნები:

 ჰქონდათ ტერიტორია ბაიკალისპირეთიდან ხუანხემდე


 თავს ესხმოდნენ ჩინეთის ბინადარ მოსახლეობას
 I ს. - ხანის იმპერიამ ძლიერი ცხენოსანი არმიისა და დიპლომატიური მეთოდების მეშვეობიტ
დაამარცხა ჰუნები, ისინი დაიშალნენ
 მათი ნაწილი გაემართა დასავლეთისკენ, სადაც შეავიწროვა გოთები და ალანები

II-V სს. - ე.წ. მცირე გამყინვარების პერიოდი, რომელმაც შეამცირა საძოვრების რაოდენობა, გამოიწვია
შიმშილი, დაავადებები, მაწანწალობის გავრცელება, მშიერთა ბუნტები. განსაკუთრებით დაზარალდა
ჩინეთი, რომელიც ბოლოს დაიშალა. დასუსტდნენ შუა აზიის სახელმწიფოებიც (კუშანის იმპერია და
ხორეზმი), დაიშალა პართია და მის ადგილზე აღმოცენდა ახალი სახელმწიფო სასანიდების სათავეში.
რომის დაშლა
 II - რომის ოქრო საუკუნე:
o ტრაიანეს დროს დაიმორჩილეს დაკია, არაბეთი, სომხეთი, მესოპოტამია
o ადრიანეს დროს ყურადღება მიექცა საზღვრების დამაგრება, მართვის სრულყოფას,
სამართალს
o სწრაფად ვითარდებოდა შრომის დანაწილები, კოლონიებიდან სხვადასხვა საქონელი
შემოდიოდა
o აბრეშუმის გზა (ჩინეთიდან იმპირტი)
o კულტურული ცხოვრების განვითარება
o განათლების გავრცელება
o სტოიციზმის პოპულარობა (სულის სიმშვიდე უკავშირდება ეთიკურ ნორმებს,
საზოგადოებრივი ინტერესებისადმი სამსახურს)

You might also like