You are on page 1of 3

სახელმწიფო წყობა

მონარქიის დამხობის შემდეგ რომში ჩამოყალიბდა რესპუბლიკური წყობა. რომის


მოქალაქეები იყოფოდა პატრიციებად და პლებეებად. რესპუბლიკის ადრეულ პერიოდში ეს
გაყოფა ქონებასთან იყო დაკავშირებული, ხოლო გვიანდელ რესპუბლიკაში პატრიციები
პლებეებისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ მათ სასულიერო იერარქიაში
ჰქონდათ მაღალი ადგილების დაკავების უფლება.

რომის პოლიტიკურ ცხოვრებაში კრებები უწინდებურად ასრულებდნენ მნიშვნელოვან


როლს, არსებობდა კრებების რამდენიმე სახე: კურიების კრება, ცენტურიების
კრება, ტრიბების კრება, პლებეების კრება და უზენაესი ორგანო იყო სენატი. ეს კრებები
შესაბამისს საკითხებს წყვეტდნენ, მათში მონაწილეობა შეეძლო შესაბამისი კლასის ან გვარის
სრულწლოვან მოქალაქეს. ამ კრებებში კი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პლებეების კრება და
სენატი. კურიების კრებებიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო რადგან, მასზე ხდებოდა
სენატორების არჩევა და სასამართლოები.

მაგისტრატუსები წარმოადგენდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, ყოველ ზემოხსენებულ


კრებას თავისი მაგისტრუსები ჰყავდა.

რომში თანამდებობებზე არჩევა ერთი წლის ვადით ხდებოდა და მიღებული იყო ერთ
თანამდებობაზე ორი პიროვნების არჩევა. მაგალითად უმაღლეს
თანამდებობას კონსულობას ყოველთვის ორი ადამიანი იკავებდა, რომლიდანაც ერთ-ერთს
ყოველთვის შეეძლო მეორეს მოქმედებებზე ვეტოს დადება. იგივე პრინციპით ხდებოდა
არმიის მართვაც. ხოლო უფრო დაბალ თანამდებობებზე ხდებოდა კიდევ უფრო მეტი
ადამიანის არჩევა.

პირველი პუნიკური ომი

ყოფილ მოკავშირეებს შორის პირველი ომის დაწყების მიზეზი სიცილია გახდა. რომმა
იტალიის დაპყრობის შემდეგ სიცილიის დაკავებაც განიზრახა. ძვ. წ. 264 წელს რომაელებმა
და კართაგენელებმა გადმოსხეს ჯარები სიცილიაზე.

ძვ.წ 241 წელს ბოლო გამარჯვება მოიპოვეს რომაელებმა რის შედეგადაც კართაგენმა რომს
დაუთმო სიცილია

მეორე პუნიკური ომი

ძვ. წ. 218 წელს მთელი სამხრეთი ესპანეთი ქალაქ სარგუნტუმის გარდა კართაგენს
ემორჩილებოდა. იმ დროს ესპანეთის მმართველი ჰანიბალი იყო. ჰანიბალმა კარგად იცოდა
რომ სარგუნტუმის დაკავების მცდელობა რომთან ომს გამოიწვევდა, მაგრამ მიუხედავად
ამისა, მან ძვ. წ. 218 წელს გაილაშქრა ამ ქალაქზე. ამან მეორე პუნიკური ომის დაწყება
გამოიწვია.

ძვ. წ. 202 წლის გაზაფხულზე ზამასთან ბრძოლაში ჰანიბალი ცხოვრებაში პირველად და


უკანასკნელად დამარცხდა. მომდევნო წელს ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას,
რომელიც კართაგენისთვის ძალიან დამამცირებელი იყო.

მეორე პუნიკური ომის შედეგად, კართაგენმა დაკარგა ესპანეთი და ყველა ზღვისგაღმა


ტერიტორია, ეკრძალებოდა რომის ნებართვის გარეშე ომების წარმოება და ჩამოერთვა მთელი
ფლოტი.

რესპუბლიკის კრიზისი

პუნიკური ომების შემდეგ რომის ტერიტორიები თითქმის მთელ ხმელთაშუა ზღვისპირეთს


მოიცავდა, მაგრამ სახელმწიფო წყობა, რომელიც ჩამოყალიბდა მაშინ, როდესაც რომი ჯერ
კიდევ ქალაქი-სახელმწიფო იყო, უვარგისი აღმოჩნდა ახალშობილი იმპერიისთვის. ყოველი
ახალი მმართველი გამოსცემდა ედიქტს, რომელშიც იტყობინებოდა, თუ როგორ აპირებდა
პროვინციის მართვას. მმართველი ინიშნებოდა 1 წლის ვადით, იგი არ იყო ვალდებული
პასუხი ეგო ცენტრალური ხელისუფლების წინაშე, ამგვარად პროვინციის მოსახლეობას არ
ჰქონდა არანაირი საშუალება ეჩივლა მმართველის უსამართლობაზე.

სციპიონუს ემილიანუსმა და ტიბერიუს სემპრონიუს გრაკხუსმა შემოიტანეს სენატში მიწების


გადანაწილების პროექტი, რათა შეზღუდულიყო დიდი მიწათმფლობელების მიწების ზომები
და ჩამოჭრილი ჭარბი ნაკვეთები თავიდან გადანაწილებულიყო თავისუფალ ხალხს შორის.
მაგრამ ეს პროექტი არ მიიღეს მდიდარმა სენატორებმა და დიდმა მიწათმფლობელებმა,
ხოლო სახალხო კრებაზე პროექტმა ხმების უმრავლესობით გაიმარჯვა. დაინიშნა აგრარული
კომისია, რომელსაც უნდა შეესწავლა ეს საკითხი და მიწადმფლობელების ჩამოჭრილი მიწები
გადაენაწილებინა ღარიბ მიწათმფლობელებს შორის. მდიდარი მიწათმფლობელები არ
შეეგუვნენ ამას და ტიბერიუსი მოკლეს

მიუხედავად ამისა, სენატმა ვერ გაბედა ტიბერიუსის მიერ შექმნილი აგრარული კომისიის
დაშლა და ტიბერიუსის მომხრეებმა ტრიბუნად აირჩიეს მისი უმცროსი ძმა გაიუს
სემპრონიუს გრაკხუსი. გაიუსმა სენატში შეიტანა პროვინციების კოლონიზაციის კანონი, მან
შესთავაზა დანგრეული კართაგების ადგილზე კოლონიის შექმნა, სადაც რომაელ პლებეებს
დაურიგებდნენ მიწებს. ეს წინადადება მოიწონეს როგორც პლებეებმა, ასევე მხედრებმა. ამის
შემდეგ მან შემოიტანა პროექტი, რომლის მიხედვითაც იტალიკებს უნდა მინიჭებოდათ
რომის მოქალაქეობა. ამ წინადადებამ მის მომხრეებში განხეთქილება გამოიწვია. ამის შემდეგ
გაიუსი ისევე მოაკვლევინეს ამ პროექტის მოწინააღმდეგეებმა, როგორც მისი უფროსი ძმა.
შემდეგ სენატმა გამოსცა კანონი, რომელმაც გრაკხუსების რეფორმებს ხაზი გადაუსვა.

მეორე ტრიუმვატი
ეისარის სიკვდილის შემდეგ კონსული მარკუს ანტონიუსი გამოვიდა სენატის წინაშე და
განუმარტა, რომ კეისარის ტირანად ცნობა გამოიწვევდა მისი ყველა განკარგულების
გაუქმებას, რაც სახელმწიფოსთვის მძიმე შედეგებს იქონიებდა, ციცერონმა კი სენატს
კომპრომისული გადაწყვეტილება შესთავაზა — კეისარი ტირანად არ გამოეცხადებინათ,
მაგრამ არც მისი მკვლელები დაესაჯათ. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, კასიუსს და
ბრუტუსს საბერძნეთში მოუწიათ გაქცევა, რადგან რომაელებმა კეისარის დაკრძალვის შემდეგ
შეთქმულთა სახლების რბევა დაიწყეს.

თავიდან ანტონიუსსა და ოქტავიანეს შორის უთანხმოება იყო, ანტონიუსი გალიაში წავიდა


და მარკუს ემილიუს ლეპიდუსთან ერთად ოქტავიანეს წინააღმდეგ ჯარების შეკრება
დაიწყო. ძვ. წ. 43 წელს ოქტავიანემ დაამარცხა ანტონიუსი, მაგრამ ამის შემდეგ სენატორებმა
სცადეს ოქტავიანეს გვერდის ავლით უწინდელი ძალაუფლების აღდგენა. ამ მიზეზების გამო
მან გაწყვიტა სენატსა და ოპტიმალებთან კავშირი და იმავე წელს, შეხვდა ანტონიუსს და
ლეპიდუსს, სადაც მათ ხელშეკრულება დადეს. ეს კავშირი ისტორიაში მეორე
ტრიუმვირატის სახელით შევიდა.

ანტონიუსის ჯარი რესპუბლიკელების არმიას, რომელსაც სათავეში ბრუტუსი და კასიუსი


უდგნენ, მაკედონიაში შეხვდნენ სადაც რესპუბლიკელები დამარცხდნენ და ბრუტუსმა და
კასიუსმა თავი მოიკლეს.

ძვ. წ. 40 წელს ანტონიუსმა და ოქტავიანემ ქალაქ ბრუნდისიუმში დადეს ახალი


ხელშეკრულება, რომლის გასამყარებლად ანტონიუსმა ოქტავიანეს და მოიყვანა ცოლად.
ოქტავიანემ კი არისტოკრატიასთან დასაახლოვებლად ცოლად მოიყვანა არისტოკრატის
შვილი. იგი ხალხს დაპირდა რომ ანტონიუსის აღმოსავლეთიდან დაბრუნებისას ისინი
გადადგებოდნენ თანამდებობებიდან და აღადგენდნენ რესპუბლიკას.

ანტონიუსი ამ დროს პართიელებთან ომომბდა, რომელიც მან სამარცხვინოთ წააგო და წავიდა


ევგიპტეში, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ჰყავდა ცოლი, კლეოპატრაზე იქორწინა.
მისმა განქორწინებამ და ანდერძის გამოქვეყნებამ, რომლითაც იგი ითხოვდა მის
ალექსანდრიაში დაკრძალვას, რომში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და დაკარგა რომში
პოპულარობა. ანტონიუსსა და ოქტავიანს შორის კავშირი შეწყდა.

ოქტავიანე ფლოტით გაემართა ანტონიუსთან საომრად და ამ ომის პირველივე საზღვაო


ბრძოლამ განაპირობა ომის ბედი. ანტონიუსის და კლეოპატრას ფლოტი მთლიანად
განადგურდა. ხოლო ანტონიუსმა და კლეოპატრამ თავი მოიკლეს. ოქტავიანემ ეგვიპტე
შეუერთა რომის იმპერიას. ამით სამოქალაქო ომები დასრულდა.

You might also like