You are on page 1of 4

ადგილობრივი მმართველობის ისტორია

კითხვა-პასუხი

1. ადგილობრივი მმართველობის რომელი ქვეყნების უადრეს მაგალითებს


იცნობთ?

ადგილობრივი თვითმმართელობის მაგალთები არსებობს უძველესი


დროიდან ეგვიპტეში, შუმერულ ქალაქებში, ინდოეთში და ძველ საბერძნეთში.

2. დაასახელეთ ძვ. ეგვიპტის და ინდოეთის მაგალითები

ძველ ეგვიპტეში სამეფო იყო დაყოფილი 40 ნაწილად, თითოეულ


ნაწილს ეწოდებოდა ნომი, რომელსაც ნომარქი მართავდა, მათი მეთაურობით
ხდებოდა გადასახადების მოკრეფა, სარწყავი მილების გაყვანა, სამხედრო
მობილიზაციის უზრუნველყოფა და აშ. ასევე არსებობდნენ სათემო საბჭოები,
რომლებიც უზრუნველყოფდნენ სხვადასხვა ინვენტარის ყიდვა-გაყიდვას.

რაც შეეხება ინდოეთის მაგალითს, ძველი წელთაღრიცხვის მე-4


საუკუნის ბოლოს შეიქმნა მაუარების სახელმწიფო, რომელიც ადმინისტრაციულ-
ტერიტორიუი მოწყობის 3 დონედ იყო დაყოფილი. სახელმწიფო იყოფოდა
პროვინციებად, ხოლო ეს პროვინციები ოლქებად, რომლებიც შემდგომ სასოფლო
თემებად, იგივე გამებად იყოფოდა.

3. დაახასიათეთ ძველ საბერძნეთში თვითმმართველობის პრინციპები და


სახელწოდებები

ძველი საბერძნეთის ტომების გაერთიანების შედეგად წარმოიქმნა


ავტონომიური ქალაქ-სახელმწიფოები, რომლებსაც პოლისები ეწოდათ.
საბერძნეთში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ათენის მაგალითი, რომლის
ტერიტორიაც სამ ძირითად ნაწილად იყო დაყოფილი: პარალიები, რაც ნიშნავდა
სანაპირო ზოლს, დიაკრები, რომლებსაც მთანი რეგიონებს უწოდებდნენ და
პედიონები იგივე დაბლობი, მოსავლიანი ადგილი.

ეს იყო თავდაპირველი მაგალთები, ხოლო შემდგომ მოხდა მრავალი


რეფორმა და შეიცვალა ათენის მმართველობის სისტემა. მაგალითად დაიყო
ნავკრარიებად, რომლებისთვისაც სავალდებულო იყო 1 გემის მშენებლობა.
შემდგომ გატარდა კლისთენეს რეფორმა და დაიყო 10 ტერიტორიულ ერთეულად,
რომლებსაც ფილები უწოდეს და აშ...
4. აღწერეთ ძველი რომის ადგილობრივი მართვის სისტემა (ცენტრსა და
დაპყრობილ ქვეყნებში)

ძველ რომში, როდესაც მოხდა გვაროვნული წყობის მოშლა, გატარდა


სერვიუს ტულიუსის რეფორმა, რომლის მიხედვითაც რომის ტერიტორია დაიყო
ტრიბებად, შედეგად კი შეიქმნა 4 საქალაქო და 17 სასოფლო ტრიბა, შემდგომ ეს
ტრიბები გაიზარდა. თითოეულ ტრიბებში ჩამოყალიბდა კრებები, რომლიკს
უფლებამოსილებაც დროდადრო ძლიერდება. როდესაც კრებას პლებეებიც
მონაწილეობდნენ, პლებსის კრება ეწოდებოდა და მისი გადაწყვეტილების
შესრულება სავალდებულო ხასიათის იყო. ასევე შეიქმნა ტრიბეების კრებებიც,
რომლებიც ირჩევდნენ მაგისტრატებს და სხვა თანამდებობის პირებს.

რაც შეეხება დაპყრობილ ტერიტორიებს, ისინი პროვინციებად იყოფოდა


და რომის ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული თანამდებობის პირის
მიერ იმართებოდა, რომლებსაც მაგისტრატებს უწოდებდნენ. სწორედ მათ ხელში
იყო სამხედრო, სასამართლო და სხვა ორგანოების ძალა. შემდგომ გატარდა
რეფორმა, სადაც პროვინციებში და დიოცენზებში მხოლოდ ცენტრალური
ხელისუფლების მიერ დანიშნულ აგენტებს, კონსულებს, პრეფექტებს და აშ...
ჰქონდათ ძალაუფლება, რომლებიც რეალურად ცენტრალურ ხელისუფლებას
ექვემდებარებოდნენ. ასევე მოქმედებდა სახალხო კრებებიც, რომელსაც
პროვინციულ კრებას უწოდებდნენ, მართალია მათ დიდი მმართველობითი ძალა
არ ჰქონდათ, თუმცა ბევრ სარეკომენდაციო გადაწყვეტილებას იღებდდნენ და
მიძნეოდა დემოკრატიულ ძალად.

5. რა განსხვავება იყო ფეოდალური და ბურჟუაზიული ეპოქების მართვის


სისტემებს შორის?

ფეოდალური მმართველობის დროს დიდ ქალაქებს მართავდნენ ამირთ-


ამირები, ხოლო პატარა ქალატებს ამირები. ასევე არსებობდნენ აზნაურები და
ერისთავები, რომლებიც საზოგადოების მაღალ (მდიდრულ) ფენას
წარმოადგენდნენ, ხოლო გლეხები და მუშები ნაწილობრივ ეკუთვნიან თავად-
აზნაურებ, მათი დამუშავებული მიწა კი მთლიანად.

რაც შეეხება ბურჟუაზიულ ეპოქას, საფრანგეთში მე-18 საუკუნის


ბოლოსკენ დაიწყო რეოლუცია, რომლის შედეგადაც მონარქია ანუ ფეოდალური
მმართველობა დაემხო და ჩამოყალიბდა საზოგადოების ფენების მიმართ
თანასწორობა, თავისუფლება და ძმობა.

6.როგორ იმართებოდა რეგიონები საქართველოს ისტორიულ წარსულში


სახელმწიფოს შექმნამდე საქართველოში არსებული თემები
იმართებოდნენ ტრადიციებით, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილებას იღებდა
სახალხო ყრილობაზე არჩეული თემის ბერი, რომელსაც რეგიონების მიხედვით
ზოგგან ხევის ბერს, ხუცს, დეკანოზს და მახვშს უწოდებდნენ.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ დაყოფას, პირველად მოხდა ფარნავაზ


მეფის მიერ, მისი რეფორმის მიხედვით ტერიტორია დაიყო 8 საეროდ და
თითოეულს ყავდა თავისი ერისთავი. ასევე მე-8-მე-11 საუკუნეში ჩამოყალიბდა
ვაჭარ-ხელოსანთა თვითმმართველობა. მე-11 საუკუნიდან ბაგრატიონთა
დინასტიის აგერთიანებით მოხდა ცვლილებები, მაგალითად ერისთავები გახდნენ
გამგებლები და აშ. აღმაშენებლის დროს კი ამირები მართავდნენ ქალაქებს.
შემდგომ კი ჩამოყალიბდა გურბერნიებიც.

7.დაახასიათეთ რუსეთის იმპერიის და სსრკ-ს ადგილობრივი მმართველობები

XIX საუკუნეში საქართველოს ტერიტორიული მოწყობის მოდელი


განიცდის ცვლილებას და იტყობა რუსული მმართველობის გავლენა. 1840 წელს
დაიყო ოლქებად, კასპიურ ოლქად და ქართულ0იმერულ გუბერნიად, რომელიც
11 მაზრად გაიყო, თელავის მაზრებში კი შეიქმნა თუშ-ფშავ-ხევსურთა,მ მთიელთა
და ოსთა სპეციალური ოლქები. სსრკ-ს დროს კი საქართველო დაიყო
გუბერნიებად, რომელსაც მართავდა გუბერნატორი.

8.რეფორმების რა გზა გაიარა საქართველოში თვითმმართველობამ 1991 წელს


დამოუკიდებლობის აღდგენიდან-დღემდე?

1919 წლის დასაწყისში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმათველობის


საერობო და საქალაქო საბჭოების არჩევნები. ეს არცევნები ჩატარდა 34 ქალაქში და
ყველა ქალაქში აირჩიეს განსხვავებული რაოდენობის ხმოსანი. მაგალითად
თბილისში 90, თელავში კი 30. ამ რაოდენობაში შედიოდა ყველა პარტიის და
საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელი, რადგან ყოფილიყო
დემოკრატიული მმართველობა. 1921 წლის 21 თებერვალს ჩატარდა კრება,
რომლის მიერ მითებული კონსტიტუციის მე-10 თავით განისაზღვრა
ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების შესახებ ნორმები.
კონსტიტუციის მიხედვით თვითმმართველობა უნდა არჩეულიყო თანასწორი,
საყოველთაო, პირდაპირი, ფარული და პროპორციული არჩევნებით. ამ პერიოდში
მოხდა საქართველოში ავტონომიური ერთეულების შექმნა. ასევე მოხდა
რამდენიმე მაზრების გაერთიანება, მაგალთად დუშეთის და თიანეთის მაზრების
მიერ ჩამოყალიბდა ანანურის ოლქი და აშ... საბჭოთა ხელისუფლების დროს კი
შეიცვალა ტერიტორიული მოწყობა და შეიქმნა აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და
აჭარის ავტონომიური ოლქები. საქართველო კი დაიყო რაიონებად 1930 წელს. ამ
დროს კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ შემოიღო მუშათა და გლეხთა
დეპუტატის საბჭოები. თუმცა რეალურად მაინც ერთპარტიული და ცენტრალური
მმართველობა იყო, ეს კი მიმდინარეობდა ძალიად დიდი ხნის მანძილზე, რ ამაც
მოსახლეობის პოლიტიკურ მენტალიტეტს დიდი ზიანი მიაყენა, რაზ ართულებს
როგორც დამოუკიდებლობის მოპოვებას და ადგილობრივი თვითმმართველობის
დამკვიდრებას, ისე დამოუკიდებლობის მოპოვების მერე ადგილობრივი
მმართველობების განვითარებას.

You might also like