You are on page 1of 11

პატრიციებისა და პლებეების

დაპირისპირება

მომხსენებელი: მარიამ დუშმანაშვილი, მარიამ კობახიძე, ანი


ბაინდურაშვილი, ქეთევან ლუაშვილი, ალექსანდრე მინდიაშვილი
საგნის ხელმძღვანელი: ქეთინო ათაბეგაშვილი
საგანი: მოქალაქეობა
კლასი: 103
სკოლა: "ალბიონი„
სარჩევი:
 პატრიციები და პლებეები;
 პლებეებისა და პაატრიციების საზოგადოება;
 მმართველი სისტემები რომში;
 პლებეებისა და პატრიციების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ;
 დათმობებზე წასვლა პატრიცეიების მხრიდან;
 პლებეების უპირატესობა და ტაბულაზე ჩამოწერილი კანონები ;
 თორმეტი ტაბულის შექმნის შედეგები;
 დაპირისპირების შედეგები.
პატრიციები და პლებეები

მდინარე ტიბროსის ბორცვიან ნაპირზე, 25 კმ.- ის დაშორებით


იმ ადგილიდან სადაც ტიბროსი ტირენის ზღვას უერთდება,
ძვ.წ. IX ს. წარმოიქმნა მწყემსებისა და მიწათმოქმედთა
დასახლებანი, რომლებიც შემდგომ თანდათან გაერთიანდა
და გალავნით შემოიზღუდა. ეს გახლდათ ქალაქი რომი.
თავდაპირველად რომი, როგორც ქალაქი, ძვ.წ. VIII საუკუნეში
გაჩნდა აპენინის ნახევარკუნძულზე, შემდეგ თანდათან
გაიზარდა და ნახევარკუნძული მთლიანად მოიცვა.
უფრო გვიან გაჩნდა ლეგენდა რომის დაარსების შესახებ.

გადმოცემის მიხედვით, რომი ტყუპმა ძმებმა რომულუსმა და რემუსმა დააარსეს. რომულუსი და


რემუსი ქალაქ ალბალონგას მეფის, ნუმიტორის შვილიშვილები იყვნენ. ნუმიტორის ძმამ,
ამულიუსმა, მეფე ტახტიდან ჩამოადგო, ბავშვები კი მისი ბრძანებით მდინარე ტიბრში
გადაყარეს. მდინარემ ტყუპები ნაპირზე გამორიყა. ისინი ძუ მგელმა გამოკვება თავისი რძით.
როცა ბიჭები დავაჟკაცდნენ, ამულიუსი მოკლეს, პაპას ტახტი დაუბრუნეს და იმ ადგილზე, სადაც
ისინი მდინარემ გამორიყა, ქალაქი რომი ააშენეს.
მმართველი სისტემები
რომში

ძვ.წ. VI ს. რომს მართავდნენ ეტრუსკული წარმოშობის


მეფეები ტრადიციის თანახმად იყო სულ შვიდი მეფე)
მაგრამ ძვ.წ. 510 წ. რომაელმა პატრიციებმა განდევნეს
მეფე ტარქვინიუს ამაყი და საკუთარი ძალაუფლება
დაამყარეს. მეფის ნაცვლად ქვეყანას მართავდნენ
მაგისტრატები უმაღლესი თანამდებობის პირები,
რომელთაც სახალხო კრებებზე პატრიციები - ირჩევდნენ
ორ კონსულს და მათ თანაშემწეებს – ქვესტორებს. უფრო
გვიან კონსულთა მოადგილეებს პრეტორებს, ქალაქის
დაცვის უფროსებს – ედილებსა და სხვა ხელისუფალთ -
ირჩევდნენ.

განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც რომს რაიმე მძიმე საგარეო ან საშინაო გაჭირვება ადგა,
ირჩევდნენ დიქტატორს (ექვსი თვის ვადით), რომლის ხელშიც გადადიოდა მთელი ძალა -უფლება .
სახალხო კრებები ამტკიცებდნენ ან უარყოფდნენ სხვადასხვა კანონებს, რომლებიც
განსახულველად შემოჰქონდათ მაგისტრატებს ან სენატს. სენატი,რომელიც ოდესღაც უხუცესთა
საბჭოს წარმოადგენდა, იქცა უმაღლეს სახელმწიფოებრივ დაწესებულებად . ასეთ მმართველობას
რომაელები რესპუბლიკას უწოდებდნენ. ყოველივე ისე გამოიყურებოდა,თითქოს ძალა -უფლება
რომაელი ხალხის ხელში იყო, სინამდვილეში რომაელი ხალხი მხოლოდ პატრიციები იყვნენ .
პლებეებისა და პაატრიციების
საზოგადოება

რომის უძველესი მოსახლეობა გვარებად ცხოვრობდა: გვარებს უხეცესნი


მართავდნენ. მოსახლეობის გვარებად დაყოფა საზოგადოების
განვითარებას აფერხებდა. ხელოსნობისა და აღებ-მიცემობის
განვითარებამ წარმოშვა თანამედროვეთა შორის მდიდრები და
ღარიბები. გვარის გამდიდრებული, დაწინაურებული წრეები
ერთიანდებოდნენ სხვა გვარების მდიდრებთან და თანდათან იქმნებოდა
გვაროვნული არისტოკრატიის შეძლებული და გავლენიანი ფენა,
რომელსაც რომში პატრიციებს (კეთილშობილებს) უწოდებდნენ.

გვარების ღარიბი და უუფლებო უმრავლესობა კი ჰქმნიდა


პლებეების ფენას. ამასთან პლებეები მოკლებული იყვნენ
ყოველგვარ უფლებებს. მათ მიწის ყველაზე უვარგისი და მცირე
ნაწილი ეკუთვნოდათ. ამასთანავე დაკისრებული ჰქონდათ
სხვადასხვა ვალდებულებანი (გადასახადი, ბეგარა, ჯარში
სამსახური).
პლებეებისა და პატრიციების სოციალურ-
ეკონომიკური მდგომარეობა

რესპუბლიკის ხანაში პლებეების მდგომარეობა კიდევ უფრო


გაუარესდა. თუმც ისინი კვლავინდებურად მონაწილეობდნენ ომებში,
მაგრამ დაპყრობილი მიწები მხოლოდ პატრიციებს შორის
ნაწილდებოდა. პლებეები იტანჯებოდნენ სიღატაკისა და უმიწობის
გამო. ხშირად ისინი მეზობელი პატრიციებისაგან მარცვლეულს ან
საქონელს სესხულობდნენ, ვალს თუ ვერ გადაიხდიდნენ,
კარგავდნენ თავისუფლებას და პატრიცის კაბალაში ექცეოდნენ.
სავალო კაბალაში მოხვედრილ პლებეებს პატრიციები არამარტო
ამუშავებდნენ თავიანთ მიწებზე, არამედ ზოგჯერ მონებად ჰყიდდნენ
ტიბროსს გადაღმა მხარეში, ე ი. რომის მაშინდელი სახელმწიფოს
საზღვრებს გარეთ. ზოგჯერ მოვალეს კლავდნენ კიდეც, თუ ის მოხუცი
ან ავადმყოფი იყო და მისი შრომა მასზე ხარჯს არ ანაზღაურებდა.

პლებეების აღშფოთება თანდათან იზრდებოდა. პლებეები ჰქმნიდნენ საკუთარ სახალხო კრებებს ,


რომლებზედაც ირჩევდნენ მეთაურებს -ტრიბუნებს. ძვ. წ. 494 წელს – პატრიციებისაგან შევიწროებულმა
პლებეებმა დატოვეს რომი და ქალაქგარეთ გავიდნენ საცხოვრებლად . რომში სრულიად მოიშალა
ეკონომიკური ცხოვრება, ვეღარ კრეფდნენ გადასახადებს და სახელმწიფო სისტემის არსებობას
საფრთხე დაემუქრა. პატრიციები იძულებული გახდნენ, სხვადასხვა ღონისძიება განეხორციელებინათ
პლებეების ინტერესების დასაცავად.
დათმობებზე წასვლა პატრიცეიების
მხრიდან

ერთხელ რომს ექვების ტომები შემოესივნენ,


პლებეებმა უარი თქვეს მათთან ბრძოლაზე და
რომის მახლობლად მდებარე ე წ . „წმინდა
მთაზე” გაიხიზნენ. პლებეების გარეშე
პატრიციები მტერს ვერ მოიგერიებდნენ, ამიტომ
პატრიციები იძულებული გახდნენ დათმობაზე
წასულიყვნენ:

პლებეების ტრიბუნებმა, ანუ სახალხო ტრიბუნებმა მიიღეს საგანგებო, მეტად დიდი უფლებები :
ისინი ხელშეუხებელნი იყვნენ, ჰქონდათ უფლება აეკრძალათ (ვეტო დაედოთ) პატრიციანული
მაგისტრატების ან სენატის ყველა განკარგულება თუკის ის პლებეებს შეეხებოდა . ტრიბუნის
სახლის კარი მუდამ ღია უნდა ყოფილიყო, მასთან პლებეებს შეეძლოთ თავი შეეფარებინა . ეს
მოხდა ძვ .წ. 494 წ . თუმცა, ბრძოლა პატრიციებსა და პლებეებს შორის არც ამის შემდეგ
შეწყვეტილა.
პლებეების უპირატესობა და
ტაბულაზე ჩამოწერილი კანონები

პატრიციების უმთავრესი უპირატესობა ის იყო, რომ მათ ჰქონდათ სასამართლო უფლებები .


დაწერილი კანონები მაშინ არ არსებობდა და პატრიციების სასამართლო თავისი გვაროვნული
ჩვეულებების მიხედვით მუშაობდა. ამ ჩვეულებებით სამართალს ისინი საკუთარი ინტერესებისა და
სურვილის მიხედვით ხსიდნენ. პლებეები დაინტერესდნენ, ეს ჩვეულებები ჩაეწერათ .ეს მათ
ერთგვარად მაინც დაიცავდა პატრიციების თვითნებობისაგან. ბოლოს, ხანგრძლივი ბრძოლის
შემდეგ, ამას მიაღწიეს. ძვ.წ. 450 წ. გამოქვეყნდა 12 ტაბულაზე ჩაწერილი კანონები.

ტაბულების შინაარსი:
 პირველი ორი ტაბულა მოიცავს სამოქალაქო
სამართლის ნორმებს;
 მესამე ეხება ვალებს;
 მეოთხე - ოჯახური ურთიერთობები;
 მეხუთე - მემკვიდრეობა;
 მეექვსე და მეშვიდე - ქონება;
 მერვე - მოქალაქეთა უფლებების დარღვევა;
 მეცხრე - კონსტიტუციური პრინციპები;
 მეათე - დასაფლავების წესები;
 მეთერთმეტე - ქორწინება;
 მეთორმეტე - კრიმინალი.
თორმეტი ტაბულის შექმნის
შედეგები

თორმეტი ტაბულის კანონები წარმოადგენს რომაული


სამართალის საფუძველს.

ტიტუს ლივიუსის ცნობებზე დაყრდნობით, თორმეტ ტაბულამდე


კანონებს ინახავდნენ პონტიფიკუსები, მათი გაცნობა მხოლოდ
პატრიციუსებს შეეძლოთ და იგი არ იყო უბრალო ხალხისთვის
ცნობილი. ძვ. წ. V საუკუნის პირველ ნახევარში სახალხო ტრიბუნებმა
წამოაყენეს მოთხოვნა, რომ შექმნილიყო ყველასთვის მისაღები და
საჯაროდ ცნობილი კანონთა კრებული. ამ მოთხოვნით ყველაზე
აქტიურად ძვ. წ. 462 წელს ტერენტილიუსი გამოდიოდა.

მიღებული კანონები ამოკვეთეს დაფებზე და ფორუმზე თვალსაჩინო ადგილზე დადეს. სამწუხაროდ


ორიგინალმა ჩვენამდე ვერ მოაღწია, იგი განადგურდა როდესაც რომი გალებმა აიღეს ძვ. წ. 390 წელს.
დღემდე მოაღწია ამ კანონების ციტატებმა სხვადასხვა ავტორებთან. ციცერონი მიიჩნევდა რომ
მიუხედავად მრავალი ცვლილებისა და ახალი კანონებისა, თორმეტი ტაბულის კანონი წარმოადგენს
რომაული სამართლის საფუძველს.
დაპირისპირების
შედეგები
ტაბულის კანონები მკაცრ სავალო სამართალს
ამტკიცებდნენ და მდიდართა საკუთრებას იცავდნენ, მაგრამ
ამასთან, მათ ხელი შეუწყვეს პლებეების შემდგომ
წარმატებებს ძვ წ . 445 წლამდე აკრძალული იყო
პატრიციებისა და პლებეების ქორწინება, ეს კანონი გაუქმდა
ძვ.წ. 367 წ. მიიღეს კანონი, რომელიც ზღუდავდა პატრიციების
უფლებას სათემო მიწების სარგებლობაზე. ეს ერთგვარად
აუმჯობესებდა მიწის წვრილ მესაკუთრეთა მდგომარეობას.
შემდეგ შემსუბუქდა დაკაბალებულ მევალეთა მდგომარეობა,
ბოლოს კი, საერთოდ, აიკრძადა თავისუფალი რომაელი
მოქალაქის დაკაბალება ვალის გადაუხდელობის გამო ძვ.წ.
V-VI სს.

რომის ისტორიული განვითარების ძირითადი ხაზი იყო სწორედ პატრიციებსა და პლებეებს შორის
ბრძოლა. ამ ბრძოლის შედეგად პატრიციებმა და პლებეებმა თანაბარი პოლიტიკური უფლებები
მოიპოვეს, ამავე დროს საბოლოოდ ჩამოყალიბდა მონათმფლობელური საზოგადოება და
სახელმწიფო. პლებეების გამარჯვებამ სავალო მონობა გააუქმა, ამან გზა გაუხსნა უცხოელთა
დამონებას. რომში დაიწყო ახალ ეპოქა – მეზობელ ქვეყნებში მონებისა და სიმდიდრის
მოპოვებისათვის ომების ეპოქა.
გმადლობთ
ყურადღებისთვის

You might also like