You are on page 1of 27

რომის სამართლის კონსპექტი

(ნუგზარ სურგულაძე)

1) არარომაელთა სამართლებრივი მდგომარეობა (ლათინები,


პერეგრინები).
ლათინები,რომლებიც ლაციუმში ცხოვრობდნენ ჰქონდათ კომერციის
უფლება,აგრეთვე სასამართლოში თავიანთი სახელით გამოსვლის
უფლება.ასევე ჰქონდათ უფლება რომაელ მოქალაქეებთან ქორწინების და
ზოგჯერ სახალხო კრებებში ხმასაც აძლევდნენ.
მეორე კატეგორიის ლათინები ცხოვრობდნენ რომის კოლონიებსა და
პროვინციებში.მათ მექანიკურად მიენიჭათ რომაელი მოქალაქეების თანასწორი
უფლებები.თუმცა არ ჰქონდათ რომაელ მოქალაქეებზე დაქორწინების უფლება.
მესამე კატეგორიის ლათინები იყვნენ გააზატებული პირები.მათ არ ჰქონდათ
პოლიტიკური უფლებები და გარდაცვალების შემდეგ მათი ქონება წინანდელ
პატრონს გადასდიოდა ხელში.
რაც შეეხება პერეგრინებს, ეს იყო რომის სახელმწიფო ტერიტორიაში შემავალ
პროვინციებში მცხოვრები ხალხი,რომელთაც არც მოქალაქეობისა და არც
ლათინების უფლებები არ ჰქონდათ.მათთვის შექმნილი იყო ცალკე სამართალი
– ius gentium (იუს გენციუმ).ამ სამართლის რეგულირდებოდა სამოქალაქო–
სამართლებრივი ურთიერთობები პერეგრინებსა და რომაელებს შორის.

2) ჩამოთვალეთ და დაახასიათეთ რომის სამართლის წყაროები


ადათი (ლათ. Mos); ადათი რომის სამართლის უძველეს წყაროს
წარმოადგენდა. ადათები შერწყმული იყო რელიგიურ და მორალურ
ნორმებთან. ადათობრივ სამართლის ნორმებს უწოდებდნენ წინაპართა
ადათებს, ანუ (mores maiorum).რომის სახელმწიფოს განვითარებისა და
გაფართოების კვალობაზე ადათი ადგილს უთმობს კანონებს.

• კანონი (ლათ. Lex); კანონი რომის სამართლის ძირითად წყაროს


წარმოადგენდა. კანონადაა მიჩნეული სერვიუს ტულიუსის მიერ ქრ.შ-მდე 509
წელს გატარებული რეფორმები, რისთვისაც მან 50-მდე კანონი
გამოსცა.მოგვიანებით, რესპუბლიკის პერიოდში კანონებს ღებულობდა
სახალხო კრებები.იმპერიის პერიოდში (I-V ს.ს.) სახალხო კრების როლი დაეცა
და კანონების გამოცემის უფლება მიისაკუთრა იმპერატორმა.რესპუბლიკისა
და იმპერიის პერიოდში კანონის ძალა ჰქონდა ასევე სენატის მიერ გამოცემულ
აქტებს. რომში იმპერატორის განკარგულებებს ეწოდებოდათ
„კონსტიტუციები“. განარჩევდნენ შემდეგი სახის კონსტიტუციებს: ედიქტები,
ანუ საერთო სავალდებულო განკარგულებები; რესკრიპტები, ანუ ცალკეულ
საქმეებზე გამოცემული განკარგულებები; მანდატები, ანუ იმპერატორის მიერ
მოხელეებისთვის მიცემული ინსტრუქციები; დეკრეტები, ანუ იმპერატორის
გადაწყვეტილებები მასთან შესულ სადავო საკითხებზე.

• მაგისტრატების ედიქტები („მაგისტრი“-სახელმწიფო მოხელე; „ედიქტი“-


განკარგულება);მაგისტრატები რომის რესპუბლიკის პერიოდში მაღალი
თანამდეებობის პირები იყვნენ (პრეტორი, ცენზორი, კონსული, ედილი,
კვესტორი, პლებიის ტრიბუნი, დიქტატორი). ედიქტები ეწოდებოდა ზემოთ
აღნიშნულ პირთა მიერ გამოცემულ საჯარო განცხადებებს, ბრძანებებს თუ
ინსტრუქციებს.რომში თანამდებობის პირთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი
იყო პრეტორის ედიქტები. მათ ცალკე სამართლის სახე მიიღეს, რომელსაც
პრეტორული სამართალი ეწოდა.აღსანიშნავია, რომ მაგისტრატების მიერ
გამოცემული ედიქტები ერთი წლით მოქმედებდა, მაგრამ ამ წესს არ
დაემორჩილა პრეტორის ედიქტები, რომლებმაც კანონის ძალა მიიღეს და
გამოიყენებოდნენ თითქმის იუსტინიანეს კოდიფიკაციამდე (VI საუკუნემდე).
აღნიშნულს დიდად შეუწყო ხელი პრეტორის ედიქტების სისტემატიზაციამ
(კოდიფიკაციამ), რომელიც განხორციელდა იმპერატორ ადრიანეს მიერ 131
წელს, კვესტორ იულინიანეს მიერ, რომელმაც პრეტორის ედიქტების საერთო
რედაქტირება მოახდინა. იმპერატორმა და სენატმა მის მიერ კოდიფიცირებული
ტექსტი მოიწონეს და უცვლელად გამოაცხადეს „მუდმივ
ედიქტებში“ (Edictum perpetuum). შესწორების გაკეთება იმპერატორის
პრეროგატივა იყო, ხოლო დამატების შეტანა აუცილებელ შემთხვევაში
მაგისტრატებსაც შეეძლოთ.
• იურისტთა ნაშრომები. იურიდიულ მოღვაწეობას რომში საფუძველი ჩაეყარა
ძვ.წ. III საუკუნეში. რომაელ იურისტთა მეთაურად, ანუ დამწყებად შეიძლება
მივიჩნიოთ კორუნკანუსი (ძვ.წ. III ს.). მან პირველმა დაიწყო კონსულტაციების
გაწევა რომის სამართალში და ასწავლიდა რომის კერძო სამართალს.რომაელი
იურისტების მოღვაწეობა შემდეგი მიმართულებით ხორციელდებოდა:
1) იურიდიულ მოქმედებათა შესატყვისი ფორმულების ჩამოყალიბება. (ლათ.
Cavere).
2) იურიდიულ საკითხებზე მოქალაქეთათვის, ასევე სახელმწიფო
მოღვაწეთათვის კონსულტაციების მიცემა, იურიდიული ნორმების შინაარსის
გარკვევა (respondere). იურისტთა ასეთ დასკვნებს ზოგჯერ სავალდებულო
ძალა ენიჭებოდა.
3) სასამართლოში მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე გამოსვლით ამა თუ იმ
მხარის ინტერესების დაცვის ფუნქცია (agere).
მოგვიანებით, იურისტთა საქმიანობამ სამართალშემოქმედებითი ხასიათი
დაკარგა. 426 წელს იმპერატორ ვალენტინიანე III-ს დროს მიიღეს კანონი
ციტირების შესახებ (Lex citations). ამ კანონის თანახმად, ამა თუ იმ საკითხის
გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელათ ხუთი შესანისნავი იურისტის -
პაპინიანე, მოდესტინუსი, ულპიანე, პავლუსი, გაიუსი - ნაშრომებით. თუ ამ
იურისტთა ნაშრომებში მოცემული შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა,
საკითხი წყდებოდა ხმათა უმრავლესობით, ხოლო, თუ ხმები გაიყოფოდა,
ეყრდნობოდნენ პაპინიანეს შეხედულებას.

3)რექსის თანამდებობის სამართლებრივი დახასიათება.


რექსი იგივე ტომის ბელადია,რომელის უფლებამოსილებით მოგვაგონებს
ბერძნულ „ბასილევსს“.უკანასკნელ ლიტერატურაში რექსი და მეფე იდენტურ
ცნებებადაა მიჩნეული. იგია მთავარსარდალი,მსაჯული და ქურუმი.რექსის
ხელისუფლება ადათით იყო რეგლამენტირებული.მისი ძალაუფლება
იზღუდებოდა სახალხო კრებისა და სენატის მიერ.მას ხალხი ირჩევდა და მისი
გადაყენების უფლება სახალხო კრებას ან სენატს.

4.) დაახასიათეთ რომაული მაგისტრატურა ( 5 ნიშანი)


რომის მაგისტრატებისთვის დამახასიათებელი იყო შემდეგი 5 ნიშანი
ა) ვადიანობა. ყველა მაგისტრატს ერთი წლის ირჩევდნენ
ბ)კოლეგიურობა. ცალკეული მაგისტრატების თვითნებობა იზღუდებოდა სხვების
მიერ. გადაწყვეტილების მიღება ურთიერთშეთანხმებით ხდებოდა.
გ)უსასყიდლობა. მაგისტრატებს არ ეძლეოდათ გასამრჯელო,აქედან
გამომდინარე,ამ თანამდებობას ღარიბი კაცი ვერ დაიკავებდა.რ
დ)ანგარიშვალდებულება.რადგანაც მაგისტრატების საქმიანობა
განსაზღვრული იყო კანონით,მათი ანგარიშვალდებულების საკითხი დგებოდა
მათი თანამდებობის ვადის დამთავრების შემდეგ.
ე) არჩევითობა. როგორც ზემოთაც აღინიშნა,მაგიტსრატებს ირჩევდა ხალხი
სახალხო კრებებზე.
6) მონების მდგომარეობა
რომის სახელმწიფოში მონები და მონათმფლობელები არსებობდნენ.ადრეულ
პერიოდში მონობას ფართო ხასიათი არ მიუღია.მონები ძირითადად კერძო
პირებს ჰყავდათ და მათთან მუშაობდნენ კიდევაც.მას შემდეგ,რაც რომის
სახელმწიფო განვითარდა,იმატა მონების რიცხვმა.მონები საშინელ პირობებში
ცხოვრობდნენ,რაც იწვევდა მათ აჯანყებას.მონა არ წარმოადგენდა სუბიექტს,იგი
ობიექტად მიიჩნეოდა და მოლაპარაკე იარაღს უწოდებნენ.მონებს არავითარი
იურიდიული უფლება არ ჰქონდათ.

7) რომის სამართლის გავლენა ძველ ქართულ სამართალზე.


რომის სამართალს გავლენა ჰქონდა ქართულ სამართალზე.მაგალითად,
ვახტანგ მეექვსეს სწავლულ კაცთა საკოდიფიკაციო კომისიას ბერძნული
სამართლის ქართული ვერსია ამოკრებილი უნდა ჰქონდეს კონსტანტინე
არმენოპულოს ექვსწიგნეულიდან,რომელიც რომის სამართლის რეცეფციის
შედეგად მიიღეს.რადგანაც არმენოპულოს სამართალი საბერძნეთში
მოქმედებდა,კომისიამ ბერძნული სამართლის სახელით გადმოიტანა
საქართველოში.ფაქტობრივად კი, იგი რომის სამართალი იყო

8) რომის სახელმწიფო წყობილება დომინანტის პერიოდში.


რომის იმპერიის პერიოდის მეორე ხანას უწოდებენ დომინატის
პერიოდს,რომელიც ახალი წელთაღრიცხვით IV-V საუკუნეებს
მოიცავს.დომინატის დროს დამყარებულია ოპერატორის განუსაზღვრელი და
შეუზღუდავი ძალაუფლება.იმპერია დაყოფილი იყო ორ ნაწილად და
თითოეულის სათავეში ავგუსტუსი იდგა.იგი იყო იგივე
იმპერატორი.იმპერატორის თანაშემწე იყო მისი უახლოესი ადამიანი,რომელსაც
კეისარი ეწოდებოდა.ცენტრალური მმართველობის ორგანოებიდან
აღსანიშნავია იმპერატორის საბჭო.უმნიშვნელოვანესი თანამდებობის პირია
იმპერატორის სასახლის კარის მმართველი.
თითოეული იმპერია იყოფოდა პრექეტურებად.მას ხელმძღვანელობდა
პრეტორი.სულ 4 პრეფექტურა იყო.
პრეფექტურა იყოფოდა დიოცეზებად.ორივე სახელმწიფოში იყო 13
დიოცეზი.მას განაგებდა ვიკარიუსი,რომელიც პრეფექტის მოადგილე იყო.
თითოეული დიოცეზი იყოფოდა პროვინციებად,რომელსაც განაგებდა
რექტორი.
პროვინციები იყოფოდა ოლქებად,რომელსაც განაგებდა ოლქის უფროსი.

9) რომის სახელმწიფო წყობილება პრინციპატის პერიოდში.


პრინციპატი რესპუბლიკის ფორმით შენიღბული მონარქია.პრინცეპსი იყო
პირი,რომელიც პირველ ნომრად,ანუ სენატორთა სიის თავშუ იყო
მოქცეული.მნიშვნელოვან დაწესებულებას წარმოადგენდა პრინცეპსის
სათათბირო საბჭო,რომლის შემადგენლობაში პრინცეპსს შეჰყავდა თავისი
ახლობელი ადამიანები,მათ შორის იურისტებიც.
პრინცეპსთან იქმნებოდა აგრეთვე იმპერატორის კანცელარია,რომელსაც
წერილების,საფინანსო,კვლევა ძიებისა და სხვა განყოფილებები ჰქონდა.
სპეციალურად შეიქმნა იმპერატორის ხაზინა.მასში თავს იყრიდა
პროვინციებიდან შემოსული ქონება,ხარკი თუ გადასახადი..
ფორმალურად შემორჩენილი იყო სახალხო კრებებიც,მაგრამ საკანონმდებლო
უფლება აღარ გააჩნდათ.
სენატის უფლებები მთლიანად პრინცეპსის ხელში გადავიდა.სენატს თუ რაიმე
ფუნქცია ჰქონდა,ეს გამოდმინარეობა პრინცეპსის ნება–სურვილის აღსრულების
მიზნით.
მაგისტრატების როლი ძალზედ დაეცა.მათ ჩამოერთვათ ჯარის
სარდლობა,ადმინისტრაციული ხელისუფლება და იმპერატორისა და სენატის
განკარგულებას ასრულებდნენ.მაგისტრატებს ირჩევდა სენატი,მაგრამ რადგანაც
სენატი პრინცეპსის ხელში იყო,მაგისტრატებიც მექანიკურად პრინცეპსს
ემორჩილებოდნენ.

10) სენატი, როგორც სახელმწიფო ორგანო რომში, ეპოქალური ევოლუცია


რექსების ხანაში სენატი წარმოდგენდა უხუცესთა საბჭოს და აღმოცენდა
გვარების უხუცესთა საბჭოდან.სენატი იხილავდა ისეთ მნიშვნელოვან
საკითხებს,როგორიცაა : დადგენილების დამტკიცება ან გაუქმება,სახალხო
კრების მიერ არჩეული რექსის დამტკიცება,საგარეო ურთიერთობების საკითხები
და სხვა.მას უფლება ჰქონდა განეხორციელებინა რექსის ხელისუფლება
უმეფობის პერიოდში,ანუ ახალი რექსის არჩევამდე.
რესპუბლიკის პერიოდში სენატი ერთადერთი მუდმივმოქმედი კონსტიტუციური
ორგანო გახდა,რომელმაც უჩვეულოდ დიდი ხელისუფლება მოიხვეჭა.სენატი
გამოსცემდა განკარგულებებს საზოგადოებრივი უშიშროებისა,კეთილმოწყობისა
დთუ სხვა საკითხებზე. სენატი ადგენდა ქვეყნის ბიუჯეტს 5 წლით,სამხედრო
ბიუჯეტს 1 წლით.ასევე მონაწილეობდა საგარეო პოლიტიკაში.
პრინციპატის პერიოდში სენატის უფლებები მთლიანად პრინცეპსის ხელში
გადავიდა.სენატს თუ რაიმე ფუნქცია ჰქონდა,ეს გამოდმინარეობა პრინცეპსის
ნება–სურვილის აღსრულების მიზნით.მაგისტრატებს ირჩევდა სენატი,მაგრამ
სენატიც პრინცეპსის ხელში იყო.

11) სერვიუს ტულიუსის რეფორმები


სერვიუს ტულიუსი რომის მეექვსე რექსია. სერვიუს ტულიუსის რეფორმები
მიზნად ისახავდა პატრიციებისა და პლებეების წინააღმდეგობის
შერბილებას,ტულიუსმა მთელი რომის მოსახლეობა ქონებრივი ცენზის მიხედვით
6 ჯგუფად დაყო:

1. მოქალაქეები,რომელთა ქონებაც შეადგენდა 100 000 ასსს,უნდა


გამოეყვანათ 80 ცენტურია,ანუ ასეული
2. 75 000 ასსი – 20 ცენტურია
3. 50 000 ასსი– 20 ცენტურია
4. 25 000 ასსი– 20 ცენტურია
5. 11 000 ასსი– 30 ცენტურია
6. აქ ირიცხებოდნენ ცხენოსნები,რომლესაც 18 ცენტურია უნდა გამოეყვანათ

გარდა მისა კიდევ 5 ცენტურია იყო : ორი მუსიკოსები,ორი ხელოსნები და


ერთი ცენტურია უნდა გამოეყვანა იმ ხალხს,ვისაც არ ჰქონდა იმდენი
ქონება,რომ მეხუთე ჯგუფში ჩარიცხულიყო.ამ ცენტურიას პროლეტარების
ცენტურია ეწოდებოდა.ანუ სულ 193 ცენტურია იყო.

12) თავისუფალ მოქალაქეთა სტატუსი.


დღევანდელ იურიდიულ პრაქტიკაში პირის უფლება იქონიოს სამოქალაქო
უფლებები, ნიშნავს, რომ იგი არის უფლებაუნარიანი.რომაულ სამართალში
უფლებაუნარიანობის აღსანიშნავად იყენებოდა ტერმინი - caput. პირის
სრული უფლებაუნარიანობა, ანუ უფლებამოსილება იწოდებოდა - status. და
შედგებოდა სამი ელემენტისაგან:
1) თავისუფლების სტატუსი - status libertatis; განასხვავებდნენ
თავისუფლებსა
და არათავისუფლებს.
2) მოქალაქეობის სტატუსი - status civitatis; განასხვავებდნენ რომაელ
მოქალაქეებსა და არარომაელებს: ლათინები, პერეგინები და სხვ.
3) საოჯახო სტატუსი - status familiae. განისაზღვრებოდა რომაელი
მოქალაქის
მდგომარეობა ოჯახში, იგი იყო ოჯახის სრულუფლებიანი უფროსი (pater
familias), ოჯახის შეუზღუდავი გამგებელი თუ ხელქვეითი.
• ამა თუ იმ სტატუსით გათვალისწინებული პირის მდგომარეობა შეიძლება
შეცვლილიყო. სტატუსის ცვლილებას კაპიტუსი (capitis deminutio)
ეწოდებოდა. თავისუფლების სტატუსში ცვლილებას მაქსიმალური
ეწოდებოდა, მოქალაქეობის სტატუსში ცვლილებას - საშუალო, ხოლო
საოჯახო სტატუსში ცვლილებას - მინიმალური.

13) 12 დაფის კანონები (შექმნის დრო და შემადგენლობა)


12 ტაბულის კანონი შედგენილია ძვ.წ. 450 წ. დეცემვიორთა, ანუ 10-კაციანი
კომისიის მიერ. რომაელი იურისტის პომპინიუსის (ძვ.წ. II ს.) გადმოცემით,
რომიდან
10-კაციანი კომისია გაიგზავნა ათენში, რათა სოლონის კანონმდებლობა
შეესწავლა.
კომისია რომში დაბრუნდა 10 ტაბულით. კანონთა ტექსტის გაცნობისას
აღმოჩნდა,
რომ კანონები სრულყოფილი არ იყო. ამისათვის ამავე კომისიამ დაამატა კიდევ
2
დაფა.

• 12 ტაბულის კანონების ძირითად წყაროს წარმოადენდა ადათობრივი


სამართალი.
მათ არ შეიძლება ვუწოდოთ კოდექსი, რადგან იგი არ არის მკაცრად
სისტემატიზებული ნორმების ერთობლიობა. იგი ძირითადად სამოქალაქო
სამართლის საკითხებს ეხება. მისი სისტემა დაახლოებით ასე შეიძლება
წარმოვიდგინოთ:
I-III ტაბულიბში მოცემულია სამოქალაქო პროცესის საკითხები;
IV-V ტაბულები ეძღვნება საოჯახო და სამემკვიდრეო სამართლის საკითხებს;
VI-VII ტაბულებში მოცემულია სანივთო და ვალდებულებითი სამართლის
საკითხები;
VIII-IX ტაბულებში მოცემულია სისხლის სამართლის საკითხები;
X ტაბულა ეხება საკრალური (საეკლესიო) სამართლის საკითხებს;
XI-XII ტაბულები შეიცავს დამატებულ მუხლებს წინა 10 ტაბულის ხარვეზების
შესავსებად.

• 12 დაფის კანონებმა უდიდესი როლი შეასრულეს რომის სამართლის შემდგომ


განვითარებაში. ამ კანონებიდან მრავალი მუხლი შემდგომი პერიოდის
კანონმდებლობაში შევიდა.

14) მეურვეობისა და მზრუნველობის შესახებ


მეურვეობა– უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ის პირები,რომლებიც
მეურვეობის ქვეშ არიან.
მეურვეობა არის ცივილური სამართლის მიერ მინიჭებული და დაშვებული
უფლება და ხელისუფლება იმ თავისუფალი პირის დაცვისა,რომელსაც ასაკის
გამო თავის დაცვა არ შეუძლია.
მეურვეები არიან ის პირები,რომლებსაც ეს ძალა და ხელისუფლება
გააჩნიათ.სახელწოდება მათ სწორედ საქმიანობიდან მიიღეს.მათ ეწოდებათ
„ტუტორები“ ანუ ზედამხედველები.
მშობლებს ეძლევათ უფლება,რომ არასრულწლოვან ბავშვებს,რომლებიც მათ
თავიანთი ხელისუფლების ქვეშ ჰყავთ,ანდერძით დაუნიშნონ მეურვეები.ეს წესი
შეეხება ვაჟიშვილებსა და ქალიშვილებს.მაგრამ შვილიშვილებისათვის
მშობლებს (ე.ი. პაპას) მეურვეობის ანდერძით დანიშვნა მხოლოდ იმ
შემთხვევაში შეუძლიათ,თუკი შვილიშვილები მათი გარდაცვალების შემდეგ
თავიანთი მამის ხელისუფლების ქვეშ არ ექცევიან.
თუ ხელისუფლებიდან განთავისუფლებულ ვაჟიშვილს მამა ანდერძით მეურვეს
დაუნიშნავს,იგი ყოველ შემთხვევაში პრეზესის გადაწყვეტილებით, ე.ი. საქმის
გამოკვლევის გარეშე უნდა დამტკიცდეს.
მეურვედ შეიძლება დაინიშნოს არა მარტო ოჯახის მამა,არამედ აგრეთვე ოჯახის
შვილიც.ასევე საკუთარი მონაც,მისი იმავდროულად გააზატების შემთხვევაში.
მეურვის დანიშვნა შეიძლება გარკვეული დროით,რამე პირობით ან მემკვიდრის
დანიშვნამდე.მაგრამ არ შეიძლება მეურვე დაინიშნოს ნივთზე ან საქმისთვის.

მზრუნველობა– სრულწლოვან მამაკაცებს და სქესობრივად მომწიფებულ


ქალებს,სანამ მათ 25 წელი არ შეუსრულდებათ,მზრუნველი ეძლევათ.
მზრუნველები ინიშნებიან მაგისტრატების მიერ,რომლებიც მეურვეებსაც
ნიშნავენ.მზრუნველი არ ინიშნება ანდერძით,მაგრამ თუ დაინიშნა მას ან
პრეტორი,ან პრეზესი ამტკიცებს დეკრეტით.
ამასთანავე,ახალგაზრდებს,მათი სურვილის საწინააღმდეგოდ,მზრუნველი
მხოლოდ სასამართლო დავებისას ენიშნებათ.
ასევე შეშლილები და მფლანგველები,თუნდაც ისინი ასაკით 25 წელზე მეტის
იყვნენ,თორმეტი დაფის კანონების თანახმად,მაინც აგნატების მზრუნველობის
ქვეშ იმყოფებიან.
გონებასუსტებს,ყრუებს,მუნჯებსა და ქრონიკული სენით დაავადებულებსაც,იმის
გამო,რომ მათ თავიანთი საქმეების წარმართვა არ შეუძლიათ,ასევე
მზრუნველები ენიშნებათ.
ზოგჯერ მზრუნველები ობლებსაც(არასრულწლოვნებს)
ენიშნებათ.მაგალითად,თუ კანონიერი მეურვე ვარგისი არ
არის.ვინაიდან,პირი,რომელსაც მეურვე ჰყავს მეორე მეურვის დანიშვნა არ
შეიძლება.

(4 ქ.)
1) ჩამოთვალეთ და დაახასიათეთ იმპერატორის ოთხი კონსტიტუცია.
ა) ედიქტები– საერთო სავალდებულო განკარგულებები
ბ) რესკრიპტები– ცალკეულ სამქეებზე გამოცემული განკარგულებები
გ) მანდატები– იმპერატორის მიერ მოხელესთვის მიცემული
დავალება(ინსტრუქცია)
დ) დეკრეტები– იმპერატორის გადაწყვეტილება მასთან შესულ სადაო საქმეზე

2) ჩამოთვალეთ და დაახასიათეთ რომაელი იურისტების საქმიანობის


სახეები.
1) იურიდიულ მოქმედებათა შესატყვისი ფორმულების ჩამოყალიბება. (ლათ.
Cavere).
2) იურიდიულ საკითხებზე მოქალაქეთათვის, ასევე სახელმწიფო
მოღვაწეთათვის კონსულტაციების მიცემა, იურიდიული ნორმების შინაარსის
გარკვევა (respondere). იურისტთა ასეთ დასკვნებს ზოგჯერ სავალდებულო
ძალა ენიჭებოდა.
3) სასამართლოში მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე გამოსვლით ამა თუ იმ
მხარის ინტერესების დაცვის ფუნქცია (agere).

3) ცენზორის თანამდებობის დახასიათება.


ცენზორის თანამდებობა წარმოიშვა პატრიციებისა და პლებეების ბრძოლის
გამო ჩვ.წ.აღ.-მდე 443 წელს, ხოლო 351 წლიდან მისი დაკავება პლებეებსაც
შეეძლოთ. ცენზორს ირჩევდნენ 5 წლის ვადით. მის ძირითად მოვალეობას
წარმოადგენდა მოქალაქეთა განაწილება ცენტურიებსა და ტრიბებში -
ქონებრივი ცენზის, ასაკის და კლასობრივი კუთვნილებიის
გათვალისწინებით. ისინი აგრეთვე ადგენდნენ სენატორთა სიებს და
ახორციელებდნენ მეთვალყურეობას საზოგადოებრივ წესრიგზე.თავიანთი
მუშაობის შესახებ ადგენდნენ ანგარიშებს ე.წ. Tabulae censoriae.

4) დიქტატორის თანამდებობის დახასიათება.


ცნობილია ექსტრაორდინალური მაგისტრატები.მათ შორისაა დიქტატორი.მისი
დანიშვნა ხდებოდა ომის პერიოდში ან კლასობრივი ბრძოლის გამწვავების
შემთხვევაში წესრიგის დასამყარებლად.დიქტატორის დასანიშნად სენატი
წინადადებას აძლევდა კონსულს.კონსული ან სამხედრო ტრიბუნი,უკიდურესი
საკითხების დროს ნიშნავდა დიქტატორს 6 თვით.მისი უფლებები ძალიან
ფართო იყო.მის მიერ გამოტანილი სიკვილით დასჯის განაჩენი არ
ექვემდებარებოდა აპელაციას.

5) ედილის თანამდებობის დახასიათება.


ედილები სხვადასხვა სახისა და სახელწოდების იყვნენ. განასხვავებდნენ:
პლებსის,
კურულის, სერეალის ედილებს.
• პლებსის ედილები იცავდნენ პლებეების ტაძრებს, მათ განძეულობას.
• კურულის ედილების თანამდებობა 3 მიმართულებით ხორციელდებოდა:
ა) პურის, მოსავლისა თუ სხვა სახის საკვები პროდუქტების მოყვანა-
განაწილებაზე
ზედამხედველობა;
ბ) სანახაობებზე წესრიგის დამყარება;
გ) ქალაქებში წესრიგის დაცვა.
• სერეალის ედილები თვალყურს ადევნებდნენ არჩევნების ჩატარების
კანონიერებას.

6)კორპუს იურის ცივილის შემადგენლობა.


ანუ სამაქალაქო კანონმდებლობის კრებული შედგენილია იმპერატორ
იუსტინიანეს დროს.შედგება ა) ინსტიტუციები ბ) დიგესტები გ) იუსტინიანეს
კოდექსი დ) ნოველები

7) რომის სახელმწიფოსა და სამართლის პერიოდიზაცია.


რომის სახელმწიფოს ისტორია იყოფა შემდეგ პერიოდებად :
1) რექსების ხანა ( ძვ.წ. 753–510 წწ.)
2) რესპუბლიკის ხანა( ძვ.წ 510–27 წწ.)
3) იმპერიის პერიოდი ( ძვ.წ. 27 – ახ.წ. 476 წწ.)

რომის სამართლის განვითარების ხუთი პერიოდი:


1) არქაული პერიოდი ( ძვ.წ. 753–367 წწ.)
2) წინაკლასიკური პერიოდი (ძვ.წ. 367–27 წწ)
3) კლასიკური პერიოდი (ძვ.წ. 27 – ახ.წ. 284 წწ.)
4) პოსტკლასიკური პერიოდი ( ახ. წ. IV-V სს)
5) იუსტინიანეს პერიოდი ( 527–565 წწ.)

8) სახალხო კრებები (3 კრება) და მათი დახასიათება.

კურიის კრება– იგი წარმოადგენდა სახალხო კრების უძველეს სახეს.რადგან იყო


30 კურია,შესაბამისად მოიწვეოდა 30 სახალხო კრება.თითო კურიას თითო ხმა
ჰქონდა.საკითხი მიღებულად ითვლებოდა,თუ მას 16 წევრი მისცემდა
ხმას.რექსების ხანაში იგი წარმოადგენა საზოგადოებრივი ხელისუფლების
უმაღლეს ორგანოს.იგი იხილავდა ისეთ საკითხებს,როგორიცაა ომი და
ზავი,რექსის არჩევა,სიკვდილმისჯილის განაჩენის გადასინჯვა და სხვა.
ცენტურიას კრება– ჩამოყალიბდა სერვიუს ტულიუსის რეფორმებით.ასეთი კრება
ირჩევდა უმაღლესი თანამდებობის პირებს,ღებულოვდა
კანონპროექტებს.გააჩნდათ სასამართლო ფუნქციებიც.
ტრიბას კრება– წარმოადგენდა სამოქალაქო დაწესებულების კრებას.იმის
გამო,რომ რომში პლებეების რიცხვა იმათა,არსებობდა ორი სახის ტრიბის კრება
1) კრება,რომელსაც ესწრებოდნენ პატრიციები და პლებეები ერთად. 2) კრება
მხოლოდ პლებეებისთვის.ტრიბას კრებაზე ირჩევდნენ თანამდებობის
პირებს,მაგალითად,ედილებს,კვესტორებს.ამ კრებას ექვემდებარებოდა
ზოგიერთი ქურუმის არჩევაც.

9) რომის საზოგადოებრივი წყობილება რექსების ეპოქაში.


რექსების ხანაში რომში მოსახლეობის სამი ძირითადი ფენა, სამი კატეგორია
არსებობდა:
1) პატრიციები, ანუ სრულუფლებიანი რომაელი მოქალაქეები;
2) კლიენტები, ანუ საშუალო ფენა, რომლებიც პატრიციების ქვეშევრდომნი
იყვნენ;
3) პლებეები, ანუ პირადად თავისუფალი ხალხი, წვრილი მიწათმფლობელები,
პლებეებს უერთდებოდა ასევე დაპყრობილ ტერიტორიებზე დასახლებული
ხალხი.
• პატრიციებსა და პლებეებს შორის მუდმივი წინააღმდეგობა იყო. ამ
წინააღმდეგობის
შესარბილებლად უამრავი ღონისძიება გატარდა, მაგრამ ამ ღონისძიებებმა
შედეგი
ვერ გამოიღეს.

( 2 ქ.)

1) განმარტეთ:
1) ედიქტუმ,– განკარგულება,ბრძანებულება
2) იუს– სამართალი
3) პეკული, – მონათმფლობელის ქონება,რომელიც სამართავად და
სარგებლობის მოსატანად ჩაბარებული ჰქონდა მონას
4) მანდატუმ– დავალება
5) კავერე– იურიდიულ მოქმედებათა შესატყვისი ფორმულების
ჩამოყალიბება.
6) მორეს მაიორუმ– წინაპართა ადათები
2) ინსტიტუციების მიხედვით სამართლის დანაწესება.
ა) პატიოსნად იცხოვრეა
ბ) არავის ხელყო
გ) ყველას თავის მიუზღე.
3) განმარტეთ რექს, დაახასიათეთ მისი სამი ძირითადი ფუნქცია.
რექსი იგივე ტომის ბელადია,იგია მთავარსარდალი,მსაჯული და ქურუმი

შემდგენელი : ნატალი თარაშვილი

You might also like