You are on page 1of 21

კითხვები:

1) რექსების პერიოდში საზოგადოებრივი ხელისუფლების


უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო იყო:
კურიის კრება
2) ჩამოთვლილთაგან რომელია ნივთის განკარგვის უფლება?
ius abudenti
3) რესპუბლიკის პერიოდში სახალხო კრებები მოიწვეოდა?
მაგისტრატების ინიციატივით
4) ჩამოთვლილთაგან რომელი სარჩელი არ იცავს
საკუთრების უფლებას? ნოქსალური სარჩელი
5) ჩამოთვილთაგან რომელია პირადი სერვიტუტი?
უზუფრუქტი
6) რა ეწოდება იურისტების მიერ მოქალაქეთათვის რჩევის
მიცემის ფუნქციას? respondere
7) Corpus iuris civilis შემადგენლობაში არ შედის: Regulae
8) ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის ამოღებული
სამოქალაქო ბრუნვიდან ? მიწის ნაკვეთი
9) იმპერიის პერიოდში დიოცეზს განაგებდა: ვიკარიუსი
10) ჩამოთვლილთაგან რომელი ნივთი არ შედის res
mancipi–ის კატეგორიაში? ფული
11) ჩამოთვლილთაგან რომელ მოხელეს ევალებოდა
სანახაობებზე წესრიგის დაცვა? კურულის ედილს
12) ჩამოთვლილთანა რომელ მოხელეს ევალებოდა
ხორბლის მოსავალზე ზედამხედველობა? კურულის
ედილს
13) ჩამოთვლილთაგან ვინ არ იყო ორდინალური
მაგისტრატი? დიქტატორი
14) ჩამოთვლილთაგან რომელი მაგისტრატი
ხელმძღვანელობდა ხაზინას? კვესტორი
15) ჩამოთვლილთაგან რომელი ნივთი შედის res nec
mancipi–ის კატეგორიაში? წვრილფეხა პირუტყვი
16) ჩამოთვლილთაგან რომელ მოხელეს ევალებოდა
სიების შედგენა? ცენზორს
17) რა ეწოდება იურისტების მიერ მოქალაქეთა რჩევის
მიცემის ფუნქციას? respondere
18) რომელი მაგისტრატი განაგებდა ხაზინას? კვესტორი
19) რესპუბლიკის პერიოდში რომელი ორგანო ირჩევდა
მაღალი რანგის მაგისტრატებს? ცენტურიის კრება
20) ჩამოთვლილთაგან რომელია ნივთის ფლობის
უფლება? ius utendi
21) რა ეწოდება იურისტების მიერ მოქალაქეთა და
მაგისტრატების რჩევის მიცემის ფუნქციას? respondere
22) სასარჩელო ფორმულის ნაწილი, რომელშიც
მოცემულია მოსარჩელის პრეტენზია: itentio
ტერმინთა განმარტება

1) mandatum-იმპერატორის მიერ მოხელისთვის მიცემული


დავალება (ინსტრუქცია).
2) cavere – იურიდიულ მოქმედებათა შესატყვისი
ფორმულების ჩამოყალიბება.
3) Intentio - მოსარჩელის პრეტენზიები.
4) colonus – მიწის იჯარით ამღებს, მიწის არენდატორს, ანუ
წვრილ ფერმერს კოლონატი(კოლონი) ეწოდებოდა.
5) exception – მოპასუხის შესიტყვებათა გადმოცემა,ანუ
ახალი ფაქტებისა თუ ახალი საბუთების შემოწმების
აუცილებლობა,რომელთა აღმოჩენა და დადასტურება
საქმეს სხვანაირად წარმართავდა.
6) agere – სასამართლოში მოსარჩელის ან მოპასუხის
მხარეზე გამოსვლით ამა თუ იმ მხარის ინტერესების
დაცვის ფუნქცია.
7) Condemnatio –პრეტორის ფორმულის ძირითადი ნაწილი,
რომელშიც იგი მოუწოდებდა მოსამართლეს მოპასუხის
გამართლების ან გამტყუნებისკენ;
8) Edictum – 1. იმერატორის კონსტიტუციების ერთ-ერთი
სახე, მთელი მოსახლეობისთვის საერთო სავალდებულო
განკარგულება; 2. რომაელი მაგისტრატების საჯარო
განცხადებები და ბრძანებები;
9) Peculium - ძვ. რომში მამასახლისის მიერ ვაჟიშვილის ან
მონისათვის დამოუკიდებლად სამართავად გადაცემული
ქონების ნაწილი;
10)sensatusconsultum-სენატის გადაწყვეტილება. რომაელი
ხალხი როცა ისე გამრავლდა, რომ ძნელი გახდა კანონების
დასამტკიცებლად მისი ერთად მოწვევა, გადაწყვიტეს,
სენატთან ეთათბირათ.

11)decretum - იმპერატორის კონსტიტუციების ერთ-ერთი


სახე, იმპერატორის გადაწყვეტილებები მასთან შესულ
სადავო საქმეებზე;

12) lex - არის ის, რაც რომაელმა ხალხმა სენატის მაგისტრატის,


მაგალითად კონსულის, წინადადებით ბრძანა და დაადგინა;

13) nominatio - პრეტორის ფორმულის მთავარი შემადგენელი


ნაწილი, მოსამართლის დასახელება, რომელსაც საქმე უნდა
განეხილა.

XII ტაბულის კანონები


(შედგენის დრო და შედგენილობა)
XXI ტაბულის კანონები შედგენილია V საუკუნის შუა ხანებში. იგი
შეუდგენია დეციმვირთა, ანუ 10–კაციან კომისიას. რომიდან 10 კაცისაგან
შემდგარი კომისია გაიგზავნა საბერძნეთში, ათენში, რათა სოლონის
კანონმდებლობა შეესწავლათ. კომისია რომში 10 ტაბულით დაბრუნდა.
კანონთა ტექსტის გაცნობისას აღმოჩნდა, რომ კანონები სრულყოფილი არ იყო.
ხარვეზის შესავსებად ამავე კომისიას დაევალა კიდევ ორი დაფის შედგენა.
ამგვარად მიღებულ იქნა თორმეტი დაფა ანუ, XII ტაბულა.
XII ტაბულის კანონებს არ შეიძლება ვუწოდოთ კოდექსი, რადგან იგი არ
არის მკაცრად სისტემატიზებული ნორმების ერთობლიობა, რომელიც
მოაწესრიგებდა საზოგადოებრივი ურთიერთობის რომელიმე დარგს. XII
ტაბულის კანონები, ძირითადად, სამოქალაქო სამართლის საკითხებს ეხება.
მისი სისტემა დაახლოებით ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ:
ა) I, II, III, ტაბულებში მოცემულია სამოქალაქო პროცესის საკითხები.
ბ) IV და V ტაბულები ეძღვნება საოჯახო სა სამემკვიდრეო სამართლის
საკითხებს, მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობას, მეუღლეთა პირად
და ქონებრივ ურთიერთობებს, მემკვიდრეობის გადაცემის წესებსა და სხვ.
გ) VI და VII ტაბულებში მოცემულია სანივთო და ვალდებულებითი
სამართლის საკითხები. აქ განხილულია საკუთრების, გირაოს,
სერვიტუტების, ანუ სხვისი ნივთით სარგებლობის უფლებების, სხვადასხვა
სახის ხელშეკრულებებისა თუ გარიგების საკითხები.
დ) VIII და IX ტაბულებში მოცემულია სისხლის სამართლის საკითხები, აქ
ჩამოთვლილია სასჯელთა ცალკეული სახეები.
ე) X ტაბულა ეხება საკრალუტი (საეკლესიო) სამართლის საკითხებს.
ვ) XI და XII ტაბულები შეიცავს დამატებით მუხლებს წინა ათი ტაბულის
ხარვეზების შესავსებად.

ნივთების კლასიფიკაცია
რომაული სამართლის მიხედვით ნივთებს ეწოდება Res (რეს). ნივთების
სხვადასხვა სახედ დაყოფის ყველაზე ძველი სახელი იყო res mancipi (რეს
მანსიპი) და res nec mancipi (რეს ნეკ მანსიპი).
res mancipi ნიშნავდა ისეთ ნივთებს, რომლებშიც შედიოდა მიწები ამ
მიწებზე დასახლებული მონები, მიწის დასამუშავებლად განკუთვნილი
პირუტყვი, ასევე შენობები. გასხვისების წესის მიხეთვით res mancipi
მოითხოვდა ქონების გასხვისების გართულებულ წესს.
res nec mancipi–ის კატეგორიაში შედიოდა ყველა სხვა დანარჩენი ნივთი.
მაგალითად, საოჯახო ნივთები, სასოფლო–სამეურნეო პროდუქტები,
წვრილფეხა პირუტყვი, ფული და სხვ. res nec mancipi შეიძლებოდა უბრალო
გადაცემის გზით შესრულებულიყო, ანუ გასხვისებულიყო.
ასევე რომის სამართალი იცნობდა ნივთების ისეთ დაყოფას როგორიცაა:
სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ნივთები (საწამლავი) res extra
commercium; ნივთები რომლებიც არ არის ამოღებული სამოქალაქო
ბრუნვიდან – res in commercium.
რომის სამართალი იცნობდა ასევე ნივთების ასეთ დაყოფას:
ა) საერთო, ანუ ყველას კუთვნილი ნივთები (ჰაერი, მდინარე და სხვ.)
ბ) სახელმწიფოს კუთვნილი ნივთები (ციხეები, საპყრობილეები, საერთო
გზები, თეატრები)
გ) რელიგიური დანიშნულების ნივთები – ეკლესიები, სალოცავეები,
შესაწირი ადგილები.
რომის სამართალი ნივთებს ასევე ყოფდა რთულ და მარტივ, შედგენილ, ანუ
ერთობლივ ნივთებად. მარტივი ნივთები იყო ისეთი ნივთები, რომლებიც არ
შედგებოდა სხვადასხვა შემადგენელი ნაწილისაგან (ქვა, მორი და სხვ.);
რთული ნივთები, რომლებიც შედგებოდა სხვადასხვა ნაწილისგან (შენობა და
სხვ.); ერთობლივი ნივთები, ანუ შედგენილი ნივთები, რომლებიც შედგებოდა
სხვადასხვა ნივთისაგან, მაგრამ არა როგორც ერთი ნივთი, არამედ როგორც
ნივთთა ერთობლიობა (ჯოგი და სხვ.). რომის სამართალი იცნობდა ასევე
ძირითად ნივთებს და (ნივთებს მის შემადგენელ ნაწილს).
იმპერატორის კონსტიტუციები
იმპერიის პერიოდში (I-V სს.) სახალხო კრებების როლი დაეცა და კანონების
გამოცემის უფლება მიისაკუთრა იმპერატორმა. იმპერატორის
განკარგულებებს ეწოდებოდა „კონსტიტუციები“. ისინი ოთხი სახისა იყო:
ა) ედიქტები – მთელი მოსახლეობისათვის საერთო სავალდებულლო
განკარგულებები;
ბ) რესკრიპტები – ცალკეულ საქმეებზე გამოცემული განკარგულებები;
გ) მანდატები – იმპერატორის მიერ მოხელეებისათვის მიცემული
დავალებები, ინსტრუქციები;
დ) დეკრეტები – იმპერატორის გადაწვეტილებები მასთან შესულ სადავო
საქმეებზე.

ლეგისაქციური პროცესი
////////////////////////////////

რომის სამართლის წყაროები


(ჩამოთვალეთ და მოკლედ დაახასიათეთ)
ფორმალური გაგებით დღეისათვის ცნობილია შემდეგი სახის სამართლის
წყაროები:
ა) ადათი და ადათობრივი სამართალი;
ბ) კანონები;
გ) მაგისტრატების ედიქტები;
დ) იურისტების მოღვაწეობა, კერძოდ, იურისტების ლიტერატურული,
პრაქტიკული და მეცნიერული მემკვიდრეობა.
ადათი რომის სამართლის უძველეს წყაროს წარმოადგენდა და იგი
შერწყმული იყო რელიგიურ და მორალურ ნორმებთან. საზოგადოების
კლასებად დაყოფისა და განვითარების პერიოდში, გაბატონებული კლასი
მისთვის სასურველ ადათებს სანქციას აძლევდა და მისი
შეუსულებლობისათვის პასუხისმგებლობებს აწესებდა, ამით ქმნიდა
ადათობრივ სამართალს. ადათობრივი სამართლის ნორმებს უწოდებდნენ
mores maiorum (წინაპართა ადათებს), ასევე ადათობრივ პრაქტიკას და სხვ.
რომის განვითარებისა და გაფართოების კვალობაზე ადათობრივი
სამართალი ადგილს უთმობდა კანონს.
კანონი რომის სამართლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა. პირველი
კანონები სათავეს იღებს ჩვ. წ. აღ–მდე VI საუკუნიდან. სერვიუს ტულიუსის
რეფორმებიც კანონადაა მიჩნეული. რეპუბლიკის პერიოდში კანონებს
სახალხო კრებები ღებულობდა ( კურიის, ცენტურიისა, ტრიბას). კანონს
ეწოდებოდა legs.
იმპერიის პერიოდში სახალხო კრებების როლი დაეცა და კანონების
გამოცემის ულფება მიისაკუთრა იმპერატორმა. “________” (იმპერატორის
კონსტიტუციებიდან).
რესპუბლიკისა და იმპერიის პერიოდში კანონის ძალა ჰქონდა ასევე სენატის
მიერ გამოცემულ აქტებს.
მაგისტრატების ედიქტები.მაგისტრატები რესპუბლიკის პერიოდში მაღალი
თანამდებობის პირვები იყვნენ (პრეტორი, ცენზორი, კონსული, ედილი,
კვესტორი, პლებსის ტრიბუნი, დიქტატორი). ზემოთ აღნიშნულ პირთა
განცადებებს, ბრძანებებსა და ინსტრუქციებს კანონის ძალა ჰქონდა და მათ
ედიქტები ეწოდებოდა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პრეტორის
ედიქტები, რომლებმაც სამართლის ცალკე სახე – პრეტორული სამართალიც
კი შეადგინა.
მაგისტრატების მიერ გამოცემული ედიქტები ერთი წლით მოქმედებდა,
მაგრამ პრეტორის მიერ გამოცემული ედიქტები ხანგრძლივი პერიოდის
განმავლობაში გამოიყენებოდა, რასაც ხელი შეუწყო პრეტორის ედიქტების
სისტემატიზაციამ (კოდიფიკაციამ), რომელიც განხორციელდა იმპერატორ
ადრიანეს ინიციატივით.
იურისტების მოღვაწეობა. იურიდიულ მოღვაწეობას რომში საფუძველი
ჩაეყარა ჩვ. წ. აღ.–მდე III საუკუნეში. რომაელ იურისტთა მეთაურად, ანუ
დამწყებად ითვლება კორუნკანუსი. მან პირველად იწყო კონსულტაციების
გაწევა რომის სამართალში და ასწავლიდა რომის კერძო სამართალს.
რომაელ იურისტთა მოღვაწეობა შემდეგი მიმართულებით
ხორციელდებოდა:
1) იურიდიულ მოქმედებათა შესატყვისი ფორულების ჩამოყალიბება– cavere.
2) იურიდიული ნორმების შინაარსის გარკვევა მოქალაქეებისთვის, ასევე
სახელმწიფო მოღვაწეთათვის– respondere.
3) სასამართლოში მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე გამოსვლით ამა თუ იმ
მხარის ინტერესების დაცვის ფუნქცია- agere.

მაგისტრატების დამახასიათებელი ნიშნები

რომის მაგისტრატებისთვის დამახასიათებელი იყო შემდეგი ოთხი


ნიშანი:
ა) ვადიანობა. საერთო წესით ყველა მაგისტრატს ერთი წლით ირჩევდნენ.
ბ) კოლეგიურობა. თოთოეულ თანამდებობაზე (გარდა დიქტატორისა)
რამდენიმე პირს ირჩევდნენ.
გ) უსასყიდლობა. მაგისტრატებს გასამრჯელო არ ეძლეოდათ. აქეთადნ
გამომდინარე, ამ თანამდებობას ღარიბი, უქონელი კაცი ვერ დაიკავებდა.
დ) ანგარიშვალდებულება. მაგისტრატებს ირჩევდა ხალხი, მაგრამ
მაგისტრატები თავიანთი მოვალეობის განხორციელებისას ხალხზე აღარ
იყვნენ დამოკიდებული. მათი საქმიანობა განისაზღვრებოდა სპეციალური
კანონით. ჩვეულებრივ მაგისტრატების ანგარიშვალდებულების საკითხი
დგებოდა არა ყოველთვიურად ან ყოველწლიურად, არამედ მათი
თანამდებობის ვადის დამთავრების შემდეგ, ზოგიერთი მაგისტრატი
ანგარიშვალდებულებას არ ექვემდებარებოდა (დიქტატორი, ცენზორი,
პლემსის ტრიბუნი).

ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები


რომაელ იურისტებს განსხვავებული შეხედულებები გააჩნდათ
ვალდებულების წარმოშობის საფუძვლების საკითხზე. ოურისტთა
უმრავლესობა თვლიდა, რომ ვალდებულების წარმოშობის ორი
საფუძველი არსებობდა: 1) ვალდებულებიანი, რომლებიც წარმოიშობა
ხელშეკრულებიდან – contractus; 2) ვალდებულებიანი, რომლებიც
წარმოიშობა წიანის მიყენებიდან, ანუ დელიქტიდან – delictum.
რომაელი იურისტი გაიუსი ვალდებულების წარმოშობის ძაფუძვლებს
სამ ჯგუფად ყოფდა: 1) ვალდებულებანი, რომლებიც წარმოიშობა
ხელშეკრულებიდან; 2)ვალდებულებანი, რომლებიც წარმოიშობა ზიანის
მიყენებიდან ან უფლების დარღვევიდან – დელიქტებიდან;
3)ვალდებულებანი, რომლებიც წარმოიშობა სხვა დანარჩენი მიზეზებიდან.
გაიუსი სხვა ადგილზე უკვე ვალდებულების წარმოშობის ოთხ გზას,
ოთხს საფუძველს ასახელებს:
1) ვალდებულებანი წარმოშობილი ხელშეკრულებიდან;
2) ვალდებულებანი წარმოშობილი თითქოს ხელშეკრულებიდან;
3) ვალდებულებანი წარმოშობილი ზიანის მიყენებიდან;
4) ვალდებულებანი წარმოშობილი თითქოს ზიანის მიყენებიდან;

რომის სამართალი ვალდებულების სახეებს, გარდა ზემოთ აღნიშნულისა,


ყოფდა ასევე: ა) ნატურალურ ვალდებულებად (როცა სახეზე არ იყო სარჩელი,
მაგრამ მოვალეს პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ვალდებულების შესრულებაზე,
მაგ. მშობლის პასუხისმგებლობა შვილების ვალებზე.); ბ) ცივილურ
ვალდებულებებად (წარმოიშობოდა სარჩელის წარდგენის შედეგად. ე.ი.
ცივილური ვალდებულებებისათვის მთავარი იყო ფორმალური მომენტი –
სარჩელის წარდგენა.)

ფორმულარული პროცესი

////////////////////////
საღვთო ნივთების კლასიფიკაცია

საღმრთოა (საკრალურია) ის ნივთები, რომლებიც სათანადო რიტუალითა


და უმაღლესი სამღვდელოების (საეკლესიო პირების) მეშვეობით ღმერთისადმი
არის მიძღვნილი, მაგალითად, ტაძრები და საჩუქრები, რომელთა გასხვისება და
დაგირავება კონსტიტუციითაა აკრძალული, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც
ტყვეების გამოსყიდვაა საჭირო, მაგრამ თუ პირი თავისი ხელისუფლებით რამეს
აკურთხებს, იგი საღმრთო ნივთად კი არ ჩაითვლება, არამედ– საეროდ. ხოლო,
ადგილი, სადაც ტაძარი ააშენეც, თუნდაც შენობა დაინგრეს, მაინც საღმრთო
ადგილად დარჩება, როგორც ეს პაპინიანესაც აქვს დაწერილი.

ნებისმიერი პირი ადგილს რელიგიურად თავისი ნება–სურვილის მიხედვით


აქცევს, როცა მკვდარს თავის მიწაში დამარხავს. სხვის მიწაზე დამარხვა
ნებართვის გარეშე აკრძალულია, ხოლო საერთო სასაფლაოზე სხვების
თანხმობის გარეშეც შეიძლება დამარხვა. ასევე, სხვის მიწაში დამარხვა
შესაძლებელია მიწის პატრონის თახმობის შემთხვევაში, და თუნდაც თანხმობა
გარდაცვლილის დამარხვის შემდეგ იქნებს მიცემული, ადგილი მაინც წმინდა
გახდება.

წმინდა (“sancta”) ნივთებიც, მაგალითად, ქალაქის კედლები (გალავანი) და


კარები, გარკვეულად საღვთო სამართალს მიეკუთვნეიან და ამიტომაც არავის
ქონებას შეადგენენ. ხოლო ქალაქის კედლებს (გალავანს) წმინდას იმიტომ
ვუწოდებთ, რომ ვინც მათ დააზიანებს მისთვის სიკვდილით დასჯაა
დაწესებული. ამიტომაც ჩვენ სანქციას (“sanction”) ვუწოდებთ კანონების იმ
ნაწილსაც, რომელშიც ამ კანონის დამრღვევთათვის სასჯელს განვსაზღვრავთ.

დიქტატორის თანამდებობის დახასიათება

დიქტატორის დანიშვნა ხდებოდა ომის შემთხვევაში ან კლასობრივი


ბრძოლის გამწვავების პერიოდში წესრიგის დასამყარებლად. დიქტატორის
დასანიშნად სენატი წინადადებას აძლევდა კონსულს. კონსული ან სამხედრო
ტრიბუნი, რომელსაც კონსულის ხელისუფლება ჰქონდა ომის მსვლელობისას,
სახელმწიფოსათვის უკიდურესი საფრთხის დროს, ნიშნავდა დიქტატორს 6
თვით, ამ ხნის მანძილზე დიქტატორს ემორჩილებოდა ყველა მაგისტრი. მისი
უფლებამოსილება იმდენად ფართო იყო, რომ მის მიერ გამოტანილი
სიკვდილით დასჯის განაჩენი – აპელაციას არ ექვემდებარებოდა, დიქტატორი
თვითონ ნიშნავდა მოადგილეებს. ჩვ. წ. აღ.–მდე I საუკუნიდან რომში
დიქტატორი ინიშნებოდა უფრო დიდი ხნით. ეს მოასწავებდა რესპუბლიკის
აღსასრულს და დიქტატურაზე, ანუ იმპერიაზე გადასვლას.

ქორწინების სახეები და პირობები

(ჩამოთვალეთ და დაახასიათეთ)

რომის სამართალი იცნობდა ორი სახის ქორწინებას:

1) კანონიერი რომაული ქორწინება, როცა ორივე მხარე რომაელია;


2) რომაელ მოქალაქეთა ქორწინება პერეგრინებზე, რომელთა უფლებები
განისაზღვრებოდა რომის სამოქალაქო სამართლით.

რომაული სამართალი იცნობდა ასევე ქორწინებას, რომლის ძალითაც ქალი


მამაკაცის, ქმრის ძალაფლებას ექვემდებარებოდა (cum manu) და ქორწინებას,
რომლის ძალითაც ქალი წინანდელ ოჯახში რჩებოდა, ანუ ექვემდებარებოდა
მამის ხელისუფლებას (sine manu). რომაული სამართალი იცნობდა ფაქტობრივ
ქორწინებას( არაიურიდიულს ქორწინებას), რომელსაც ეწოდებოდა კონკუბინატი.
კონკუბინატი არის ქალისა და მამაკაცის ერთად ცხოვრება ხანგრძლივი დროის
მანძილზე, რომელთა ქორწინება იურიდიულად არ შეიძლებოდა
გაფორმებულიყო მხარეთა სოციალური განსხვავების გამო.

ქორწინებისათვის აუცილებელი იყო: 1) საქმროსა და საცოლის თანხმობა.


ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო იყო მშობლების თანხმობა. 2) საქორწინო ასაკი
ქალებისათვის 12 წელი, ვაჟებისათვის 14 წელი; 3) მექორწინენი არ უნდა
ყოფილიყვნენ ქორწინებაში; 4) არ უნდა ჰქონოდათ ქორწინების
დამაბრკოლებელი გარემოებები; 5) მექორწინეთა შორის არ უნდა არსებულიყო
ნათესაური კავშირი აღმავალი თუ დამავალი ხაზით; 6) დაქორწინებისას
გარკვეული რიტუალი სრულდებოდა.

ექსტრაორდინალური პროცესი

///////////////////////////

Corpus iuris civilis შემადგენლობა

1. ინსტიტუციები; (სამართლის სუბიექტები, სანივთო სამართალი,


ვალდებულებითი, საოჯახო და მემკვიდრეობითი.) - სამართლის
ელემენტარული სახელმძღვანელო,რომელიც იურიდიულ სასწავლებელში
გამოიყენებოდა.
2. დიგესტები (პანდექტები);- რომაელების იურისტთა შრომებიდან
ამოკრებული ფრაგმენტების კრებული.
3. იუსტინიანეს კოდექსი; - იუსტინიანეს ანუ იმპერატორის მიერ
გამოცემული აქრევუს ერთობლიობა
4. ნოველები - ახალი,გადამუშავებული მასალა,ამის მეშვეობით
იუსტინიანემ მოახდინა სამართლის მოდერნიზაცია.

სერვიუს ტულიუსის რეფორმები


სერვიუს ტულიუსი რომის მეექვსე რექსია. მისი რეფორმები მიზნად
ისახავდა პატირიციებსა და პლებეებს შორის წინააღმდეგობის
შერბილებას. მან მთელი მოსახეობა ქონებრივი ცენზის მიხედვით 6
ჯგუფად დაყო:
პირველ ჯგუფში შედიოდნენ ის მოქალაქეები, რომელთა ქონებაც
შეადგენდა 100,000 ასსი და მას უნდა გამოეყვანა 80 ცენტურია, ანუ
ასეული.
მეორე ჯგუფში - 75 ათასი ასსი. 20 ცენტურია.
მესამე ჯგუფში - 50 ათასი ასსი. 20 ცენტურია.
მეოთხე ჯგუფში - 25 ათასი ასსი. 20 ცენტურია.
მეხუთე ჯგუფში - 11 ათასი ასსი. 30 ცენტურია.
მეექვსე ჯგუფში- ირიცხებოდნენ მხედრები, რომლებსაც 18 ცენტურია
უნდა გამოეყვანა.
გარდა ამისა დაარსდა კიდევ 5 ცენტურია: 2 მუსიკოსების, 2 ხელოსნების
და ერთი ცენტურია უნდა გამოეყვანა ყველა იმ ხალხს, რომელთა ქონებაც
11 ათასი ასსაც არ შეადგენდა (პროლეტარების ცენტურია).
შეიქმნა ცენტურიების სახალხო კრება („კომიცია ცენტურია“), რომელიც
სახალხო კრების ძირითადი სახე იყო რესპუბლიკის პერიოდში.
დამკვიდრდა ტერიტორიული დაყოფაც, დაარსდა 4 საქალაქო და 17
სასოფლო ტრიბა და დაწესდა ტრიბის სახალხო კრება („კომიცია
ტრიბიტა“). სერვიუს ტულიუსმა ამ რეფორმებით ხელი შეუწყო
გვაროვნულიდან სახელმწიფოებრივ წყობილებაზე გადასვლასაც.

სერვიტუტები
საკუთარ ნივთზე მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის
უფლების გარდა, რომის სამართალმა დაამუშავა სხვისი ნივთით
სარგებლობის უფლება, iura in re aliena.
სხვისი ნივთით სარგებლობის უფლების ძირითად სახეს
წარმოადგენდა სერვიტუტი. სერვიტუტები ორ კატეგორიად იყოფა:
ა) ნივთობრივი, ანუ საადგიმამულო სერვიტუტები – servitudes pracdiales;
ბ) პირადი სერვიტუტები – servitudes personarym.
საადგილმამულო სერვიტუტის ძალით არამესაკუთრეს უფლება
ეძლეოდა ესარგებლა სხისი მიწით (ევლო ფეხით, ცხენით მეზობლის
ნაკვეთზე; გაერეკა ამ ნაკვეთზე პირუტყვი და სხვ. ამ ყველაფერს ეწოდება
სასოფლო სერვიტუტი)
რომის სამართალი იცნობდა სამოქალაქო სერვიტუტსაც, რაც
გულისხმობდა ქალაქში მეზობლის მიწითა თუ ნაკვეთით სარგებლობის
უფლებას (მეზობელს შეეძლო ესარგებლა მეზობლის კედლით, გაეყვანა
მეზობელის ტერიტორიაზე წვიმის წყლისათვის არხი).
პირადი სერვიტუტის უფლების ძალით კერძო პირის სასარგებლოდ
ხდებოდა სხვისი ნივთიდან სარგებლობის მიღება. პირადი სერვიტუტის
ძირითადი სახე იყო უზუფრუქტი – usus fructus.
სერვიტუტის უფლება დამოკიდებული იყო ნივთის მესაკუთრის ნება–
სურვილზე. მესაკუთრე სერვიტუტს გადასცემდა სხვა პირს ან ანდერძით,
ან კიდევ ხელშეკრულებით. შეიძლებოდა სერვიტუტი წარმოშობილიყო
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე ხანდაზმულობით.
სერვიტუტის უფლების შეწყვეტას უახლოვდება შემთხვევები, როდესაც
ნივთი გადადის სერვიტუტის მქონდე პირის საკუთრებაში, ე.ი. იმ დროს
ხდება სერვიტუტის შეერთება საკუთრების უფლებასთან.

მეურვეობა და მზრუნველობა
რომაული სამართალი ზრუნავდა იმ პირებზე, რომლებსაც არ ჰყავდათ
პატრონი ან მოკლებუნი იყვნენ მამის ხელისუფლებას, რომეული
სამართალი ასევე მფარველობდა იმ ქალებს, რომლების მიმართაც შეწყდა
ქორწინება, იმ ბავშვებს, რომლებსაც გარდაეცვალა მამა ან ორივე მშობელი,
და ბოლოს, რომაული სამართალი ზრუნავდა სულით ავადმყოფზეც.
ამრიგად, წარმოიშვა მეურვეობისა და მზრუნველობის ინსტიტუტი.
რომაული სამართლით მეურვეები ენიშნებოდათ განქორწინებულ ქალებსა
და არასრულწლოვნებს. მზრუნველები ენიშნებოდათ როგორც
სრულწლოვნებს 25 წლამდე, ისე სულით ავადმყოფებს. მეურვეები და
მზრუნველები იცავდნენ, განაგებდნენ მეურვეობასა და მზრუნველობაში
შესული პირის ქონებას, მის პიროვნებას.
რომის სამართლის გავლენა ძვ. ქართულ სამართალზე

ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებდა დიდი და მცირე სჯულის


კანონები. აღნიშნულმა კანონებმა კი ბევრი რამ შეითვისა რომის
სამართლიდან.
რომის სამართლის გავლენის პირდაპირი დამამტკიცებელი საბუთია
ვახტანგ VI–ის სამართლის წიგნთა კრებულში შესული „სამართალი
ბერძნული“. ვახტანგ VI–ის სწავლულ კაცთა საკოდიფიკაციო კომისიას
ბერძნული სამართლის ქართული ვერსია აღებული უნდა ჰქონდეს
კონსტანტინე არმენოპულოს ექვსწიგნეულიდან. საკოდიფიკაციო კომისიამ
კარგად იცოდა, რომ კონსტანტინე არმენოპულოს ექვსწიგნეული რომაული
სამართლიდან იყო რეცეფცირებული, მაგრამ, რადგან საბერძნეთში
მოქმედებდა – ბერძნული სამართლის სახელწოდებით გადმოიტანა
საქართვეოში, ფაქტობრივად კი, იგი რომის სამართაი იყო.

რას გულისხმობს ვალდებულების შესრულება

რომაელი იურისტები აღნიშნავდნენ, რომ ვალდებულების შესრულება, ანუ


ვალდებულების შინაარსი ნიშნავს:
1) რაიმე ნივთის გადაცემას;
2) რაიმეს გაკეთებას ( აქ იგულისხმება როგორც მოქმედება, ისე
მოქმედებისაგან თავის შეკავება);
3) რაიმე მომსახურების გაწევა, სხვისი ვალდებულების თავის თავზე აღება
და სხვ.
რომაულად ეს მოქმედებები გამოიხატებოდა ტერმინებით : dare - მიცემა
გადაცემა; facere - გაკეთება; praestar -მომსახურების გაწევა,
ვალდებულების აღება.

სახალხო კრების სახეები რომში. სენატი.


რესპუბლიკის პერიოდში რომში სამი სახის კრება იყო: 1) კურიის 2)
ცენტურიის; 3) ტრიბას სახალხო კრებები.
კურიათა სახალხო კრება რესპუბლიკის პერიოდში კარგავს ადრინდელ
გავლენას და მათი ძირითადი ფუნქცია აღცეული თანამდებობის
პირებისათვის ხხელისუფლების ფორმალურად მინიჭებაა.
ცენტურიის კრება, ანუ კომიცია ცენტურია რესპუბლიკის პერიოდში
სახალხო კრების ძირითად სახეს წარმოადგენდა. ასეთი კრება ირჩევდა
უმაღლეს თანამდებობის პირებს, ღებულობდა კანონპროექტებს. ისინი
იხილავდნენ მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებს.
ტრიბას კრება, ანუ კომიცია ტრიბიტა წარმოადგენდა სამოქალაქო
დაწესებულებების კრებას. არსებობდა ორი სახის ტრიბის კრება: 1) კრება,
რომელსაც ესწრებოდნენ პატრიციები და პლებეები ერთად; 2) კრება
მხოლოდ პლებეებისათვის. კრებაზე ირჩევდნენ თანამდებობის პირებს,
ამტკიცებდნენ და ღებულობდნენ პრეტორის მიერ შეტანილ
კანონპროექტებს, მასვე ექვემდებარებოდა ზოგიერთი ქურუმის არჩევა.

სენატი.
სენატი რექსების ხანაში ჩამოყალიბდა და უხუცესთა საბჭოს
წარმოადგენდა. მასში გვარების უხუცესები შედიოდნენ.რესპუბლიკის
პერიოდში სენატი ერთადერთი მუდმივმოქმედი კონსტიტუციური
ორგანო გახდა. სენატორთა დანიშვნა ხდებოდა კონსულების მიერ,
მეოთხე საუკუნიდან კი– ცენზორი ნიშნავდა.
სენატის სხდომებს მაგისტრატები ხელმძღვანელობდნენ. მეოთხე
საუკუნიდან სენატს დაევალა კანონპროექტების წინასწარი განხილვა.
სენატს ჰქონდა ასევე ვეტოს უფლება.
სენატი ადგენდა ქვეყნის ბიუჯეტს 5 წლით, სამხედრო ბიუჯეტს 1
წლით. სენატი აწესებდა გადასახადებს და შემოსავლის საგანგებო
წყაროებს ეძებდა. საგარეო პოლიტიკაში სენატი აქტიურად
მონაწილეობდა. იგი აწარმოებდა მოლაპარაკებებს, დებდა
ხელშეკრულებებს, აგზავნიდა ელჩებს. სენატი ანაწილებდა პროვინციებს
არმიების მხედართუფროსთა შორის. სენატს შეეძლო დაენიშნა
დიქტატორი, ან მიენიჭებინა მაგისტრატებისათვის შეუზღუდავი
ძალაუფლება.
სენატი ხელმძღვანელობდა რელიგიურ ცერემონიალებს, ზრუნავდა
ტაძრების აგებაზე და სხვ.

ხელშეკრულების კლასიფიკაცია
რომაელმა იურისტმა გაიუსმა ხელშეკრულებათა დადების წესის
მიხედვით მოახდინა ხელშეკრულების კლასიფიკაცია ოთხ ჯგუფად:
1) რეალური ხელშეკრულება. (გულისხმობს ნივთის უშუალოდ
გადაცემას.
2) ლიტერატული ხელშეკრულება (ნამდვილობისათვის მოითხოვს
წერილობით გაფორმებას)
3) კონსესუალური ხელშეკრულება ( საკმარისია შეთანხმება,
ყოველგვარი ფორმალობების გარეშე)
4) ვერბალური ხელშეკრულება (საჭირო არ იყო წერილობითი
გაფორმება, მაგრამ საჭირო იყო განსაზღვრული სიტყვების
წარმოთქმა.)
რომის სამართალი იცნობდა ასევე ხელშეკრულებების კლასიფიკაციას
მათი შინაარსის მიხედვით :
ა) ცალმხრივი( ყველა სახის ვალდებულება მხოლოდ ერთ მხარეს
ეკისტება, ხოლო უფლებები აქვს მეორე მხარეს)
ბ) ორმხრივი (უფლებები და მოვალეობები ორივე მხარეს აქვს).

ბუნებითი, ხალხთა და ცივილური სამართალი

ბუნებითია სამართალი, რომელიც ბუნებამ ყველა ცხოველს ასწავლა, ვინაიდან


ეს სამართალი დამახასიათებელია არა მარტო ადამიანთა მოდგმისათვის, არამედ
ყველა ცხოველისათვის, რომელიც ან ცაში ან მიწაზე და ან ზღვაში იბადება.
ცივილური სამართალია ის სამართალი, რომელიც თითოეულმა ალხმა თავად
დაიდგინა საკუთარ სამართლად, არის თავად ამ სახელმწიფოს საკუთარი
სამართალი.

ხალხთა სამართალია სამართალი, რომელიც ბუნების გონმა ყველა ადამიანს


შორის დააწესა, მას თანაბრად იცავს ყველა ხალხი.

რომის საზოგადოებრივი წყობილება რექსების ხანაში

რექსების ხანაში რომში მოსახლეობის სამი ძირითადი ფენა, სამი კატეგორია


არსებობდა: 1) პატრიციები, ანუ სრულუფლებიანი რომაელი მოქალაქეები; 2)
კლიენტები, ანუ საშუალო ფენა, რომლებიც პატრიციების ქვეშევრდომნი იყვნენ;
3) პლებეები, ანუ პირადად თავისუფალი ხალხი, წვრილი მიწათმფლობელები,
პლებეებს უერთდებოდა ასევე დაპყრობილ ტერიტორიებზე დასახლებული
ხალხი. „პლებეების“ წარმოშობა გაურკვეველი და სადავოა. ერთი კი ცხადია, რომ
ისინი გვაროვნული ორგანიზაციის გარეთ იდგნენ და ამიტომ თემის მართვაში
არ შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. პლებეები პირადად თავისუფალი იყვნენ,
სამხედრო სამსახურსაც პატრიციების თანაბრად ეწეოდნენ, იხდიდნენ
გადასახადებს... ჰქონდათ სიმდიდრეც, მაგრამ მოკლებული იყვნენ პოლიტიკურ
უფლებებს, პლებეები ეკონომიკურად დამოკიდებული იყვნენ პატრიციებზე.

მამის ხელისუფლების წარმოშობა და შეწყვეტის საფუძვლები

მამის ხელისუფლება შვილზე წარმოიშობოდა შვილის დაბადების


დღიდან ან შვილად აყვანის დაკანონებით. კანონიერი ქორწინების შედეგად
დაბადებული ყველა ბავშვი ითვლებოდა მამის ხელისუფლებაში
შემავალად. თუ მამა კონკუბინის ან უკანონო ქორწინების შედეგად
დაბადებულ ბავშვს თავის შვილად ცნობდა, მისი ხელისუფლება მასზე
ვრცელდებოდა.
მამის ხელისუფლება ვრცელდებოდა ნაყიდ ბავშვზე და არარომაელ
ბავშვზეც.
მამის ხელისუფლება წყდებოდა:
1) მამის გარდაცვალებით
2) ბავშვის გარდაცვალებით
3) მამისათვის მამის ხელისუფლების ჩამორთმევით
4) შვილად აყვანილის მიერ რაიმე საპატიო წოდების მიღების შემთხვევაში
5) მამის ხელისუფლება წყდებოდა ემანსიპაციის გზით.

რომაელ იურისტთა საქმიანობის სახეები

იურიდიულ მოღვაწეობას რომში საფუძველი ჩაეყარა ჩვ. წ. აღ.–მდე III


საუკუნეში. რომაელ იურისტთა მეთაურად, ანუ დამწყებად ითვლება
კორუნკანუსი. მან პირველად იწყო კონსულტაციების გაწევა რომის
სამართალში და ასწავლიდა რომის კერძო სამართალს.
რომაელ იურისტთა მოღვაწეობა შემდეგი მიმართულებით
ხორციელდებოდა:
4) იურიდიულ მოქმედებათა შესატყვისი ფორულების ჩამოყალიბება– cavere.
5) იურიდიული ნორმების შინაარსის გარკვევა მოქალაქეებისთვის, ასევე
სახელმწიფო მოღვაწეთათვის– respondere.
6) სასამართლოში მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე გამოსვლით ამა თუ იმ
მხარის ინტერესების დაცვის ფუნქცია- agere.
მონობის დამყარებისა და შეწყვეტის გზები

მონობის დამყარების გზები:


1. დაბადებით მონობა;
2. სამხედრო ტყვეობა, ან უბრალოდ ტყვედ ჩავარდნა;
3. მონად გაყიდვა;
4. მონად დასჯა.
მონობის შეწყვეტა ხდებოდა გააზატებით, ანუ გათავისუფლებით, რომლის
გარკვეული საფუძვლები არსებობდა:
1. მონათმფლობელი საჯაროდ აცხადებდა მაგისტრატის წინაშე, რომ მონას
ათავისუფლებდა;
2. მოქალაქეთა სიების შედგენისას, რომელიც ყოველ ხუთ წელიწადში
ერთხელ ხდებოდა, მებატონეს ცენზორის საქმის კურსში ჩაყენებით შეეძლო
თავისი მონა თავისუფალ მოქალაქეთა სიაში შეეყვანა;
3. გააზატების საშუალება იყო მონათმფლობელის ანდერძი, რომლის
მიხედვითა მონა მისი სიკვდილის შემდეგ თავისუფლდებოდა.
გააზატება შეიძლებოდა მომხდარიყო სახალხო კრებებზე ან მეგობრების
წინაშე ან წერილით ან სხვა ფორმით ნების გამოვლენით.მონები თავიანთი
ბატონების მიერ შეიძლება ნებისმიერ დროს გათავისუფლდნენ,თეატრში
წასვლისას და აბანოში ყოფნისასაც კი.
ფაქტობრივად, გააზატებული მონის უფლებები მაინც იზღუდებოდა. მას არ
შეეძლო არჩევითი თანამდებობის დაკავება, თავისუფალ მოქალაქესთან
ქორწინება. ასევე გარკვეულ დაქვემდებარებაში რჩებოდა უწინდელ
პატრონთან.

You might also like