You are on page 1of 17

პირველი შუალედური გამოცდის საკითხები რომის სამართლის საფუძვლებში

1 ქულიანი ტესტები:

1. დაასახელეთ Consuetudo-ს ნამდვილობის აუცილებელ პირობები: (1 ქულა)


გარკვეული დროით უწყვეტად მოქმედება და დაცვა; ხალხის სამართლებრივ
მრწამსს უნდა შეესაბამებოდეს; კანონში არსებულ ხარვეზს უნდა ავსებდეს და არ
უნდა ეწინააღმდეგებოდეს მას.
2. ჩამოთვალეთ მონობის (servi) ყველაზე გავრცელებული წყაროები: (1 ქულა)
მონად დაბადებული, სამხედრო ტყვე, მონად გაყიდვა, მონად დასჯა.
3. პრინციპატის ხანაში ვინ ირჩევდა magistratus maiores-ბს: (1 ქულა)
მაგისტრატუს მაიორესებს ამტკიცებდა სენატი, პრინცეფსის წარდგენილი სიიდან.
4. თავად რომაელი იურისტები, როგორ ყოფდნენ რომის სამართლის სისტემას? (1
ქულა)
საჯარო და კერძო. კერძო თავის მხრივ იყოფოდა სამ ნაწილად: ცივილური,
პრეტორული, ხალხის.
5. რა იყო Restitutio in integrum-ის სამართლებრივი საფუძველი: (1 ქულა)
პრეტორის მიერ, საკუთარი აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებისას,
გამოცემული უპირობო და კატეგორიული ბრძანების - interdictum-ის აღმდგენითი
ნაირსახეობის ნამდვილობა, გულისხმობდა: ასაკის დაუცველობას, შეცდომის
არსებობას, დროულობის დაცვას, ბოროტი განზრახვის გამორიცხვას,
შემთხვევითობას, ადგილზე არ ყოფნის გამორიცხვას, შხირად ჩადენის გამორიცხვას.
6. რესპუბლიკის პერიოდში ვინ იწვევდა სახალხო კრებებს? (1 ქულა)
მაგისტრატების ინიციატივით
7. დაასახელეთ ძველ რომში არსებული კანონების სახეები: (1 ქულა)
Lex perfectae (სრულყოფილი კანონი), lex minus quam perfectae (ნაკლებად
სრულყოფილი კანონი), lex imperfectae (არასრულყოფილი კანონი)
8. ჩამოთვალეთ რომაული ჩვეულებრივი მაგისტრატურის ნიშნები: (1 ქულა)
კოლეგიალობა, არჩევითობა, უსასყიდლობა, ანგარიშვალდებულება, თანამდებობაზე
ყოფნის ერთწლიანი ვადა.
9. რას ნიშნავდა Iurisdictio-ს გამოყოფა consul-ის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან?
(1 ქულა)
კონსულის აღმასრულბელ ხელისუფლებას ინსტიტუციურად გამოეყო
მართლმსაჯულება და გადაეცა პრეტორს.
10. დაასახელეთ ის ურთიერთობები, რომლებსაც აწესრიგებდნენ Leges duodecim
tabularum-ის მერვე და მეცხრე დაფები: (1 ქულა)
სისხლისსამართლებრივ ურთიერთობებს,
11. Principatus (პრინციპატი) არის: (1 ქულა)
პრინციპატი - რესპუბლიკური პერიოდის ორგანოებით და თანამდებობის პირებით
შენიღბული მონარქიული მმართველობის ნაირსახეობაა.
12. ჩამოთვალეთ ძველ რომში მონობიდან (servi) გააზატების (manumissio) წესები: (1
ქულა)
გააზატების წესები: 1. კვაზი სასამართლო პროცესზე, კვერთხის დადებით,
მაგისტტატის წინაშე, პატრონი ნებით უშვებდა მონას, 2. პატრონს მონა საცენზო
სიაში შეჰყავდა, 3. გააზატება ანდერძის საფუძველზე, 4. გააზატება მებატონის
მეგობრების თანდასწრებით, რომლებიც გააზატების პროცესის მოწმეები და
გააზატებულის გარანტორები იყვნენ და 5. მონის მიერ სიკვდილისწინა თხოვნა.
13. მაგისტრატების ედიქტებს (edictum magistratuum) ჰქონდა: (1 ქულა)
კანონქვემდებარე აქტი, რომელსაც ადრესატის მიმართ, ზოგადსავალდებულო
ხასიათი.
14. Rex-ების ეპოქა იყო: (1 ქულა)
რექსების ეპოქა(ძვ.წ. 753-510წწ) - ადრეული ტიპის პოლიტიკური წარმონაქმნი.
15. ჩამოთვალეთ რომაული სასამართლო პროცესის სახეები: (1 ქულა)
ლეგისაქციური, ექტრაორდინალური, ფორმალური.
16. ცნობილი რომაელი ისტორიკოსი – ტიტუს ლივიუსი ამბობდა, რომ ეს
ერთდროულად არის რომის კერძო და საჯარო სამართლის წყარო. რომელ აქტს
გულისხმობდა რომაელი მეცნიერი? (1 ქულა)
XII დაფის კანონებს.
17. პრეტორული formula-ს მეორე ელემენტი – intentio ნიშნავდა: (1 ქულა)
ეს იყო პრეტორული სამართლის ნაწილი, რომელშიც მოსარჩელეს მოთხოვნა იყო
ჩამოყალიბებული.
18. ჩამოთვალეთ Constitutiones principium-ის სახეები: (1 ქულა)
Edicta, rescripta, mandata, decreta.
19. რამდენ ნაირსახეობად იყოფოდა რომაული მაგისტრატურა? (1 ქულა)
ჩვეულებრივი - ექსტრაორდინალური, მუდმივმოქმედი - დროებითი, maiores –
minores.
20. ჩამოთვალეთ ფორმულის შემადგენელი ელემენტები: (1 ქულა)
ადიუდიკაციო - მოსამართლის მიერ მხარისათვის უფლების მინიჭება,
დემონსტრაციო - საქმის არსი, ინტენციო - მოსარჩელეს პრეტენზია, კონდემნაციო -
სასამართლო გადაწყვეტილება.
21. რას ნიშნავდა adrogatio და adoptio? (1 ქულა)
აროგაცია - თავისუფალი პირის შვილად აყვანა, ადოფცია - არათავისუფალი პირის
შვილად აყვანა.
22. ვის ჰქონდა Lex-ის გამოცემის უფლება? (1 ქულა)
Lex-ებს, ანუ კანონებს გამოსცემდა: Rex-ის ხანაში - comitia curiata, რესპუბლიკის
პერიოდში - comitia centuriata.
23. რამდენი და რა სტატუსი იყო საჭირო, სრული მოცულობით, Persona-ს უფლება- და
ქმედუნარიანობის დასადგენად? (1 ქულა)
მოქალაქეობა, თავისუფლება, საოჯახო სტატუსი.
24. რამდენი და რა სტადიისგან შედგებოდა ძველრომაული კანონისმიერი სასარჩელო
სასამართლო პროცესი? (1 ქულა)
In iure - პირველი სტადია მაგისტრატის წინაშე (ვინაა მოსარჩელე და მოპასუხე,
მტკიცებულებების წარდგენა, გამოკვლევა), Apud iudicem – საქმის განხილვის სტადია
მოსამართლის - iudex წინაშე (მოსარჩელე მხარე აყალიბებს იმ კანონს, რომელზეც
დააფუძნა თავისი სარჩელი)
25. ჩამოთვალეთ ratio nonscripta (დაუწერელი გონის) ის ელემენტები, რომლებიც
Consuetudo-ში იყო ასახული: (1 ქულა)
ჩვეულება, წინაპართა დანაბარები, შინაგანი სამართლიანობა, მართალი სამართალი,
პატიოსნება, რელიგიური წესრიგი
26. დაასახელეთ რექსების პერიოდში მოქმედი წარმომადგენლობითი მმართველობის
უმაღლესი ორგანო: (1 ქულა)
სენატი
27. ჩამოთვალეთ persona (პირის) ძირითადი ნიშნები:(1 ქულა)
ასაკი, სქესი, ჯანმრთელობა, ნათესაობა, საცხოვრებელი ადგილი, მოყვრობა,
სტატუსები და კაპიტუსები.
28. ძველ რომში მოსამართლე – iudex უნდა ყოფილიყო: (1 ქულა)
ძველ რომში iudex( მოსამართლე) უნდა ყოფილიყო: მაღალი ფენის წარმომადგენელი,
საზოგადოების ნდობით აღჭურვილი, გონიერი, სამართლიანი პიროვნება, თუმცა -
არაპროფესიონალი იურისტი.
29. Leges duodecim tabularum-ის მეექვსე და მეშვიდე დაფები აწესრიგებდნენ: (1 ქულა)
leges doudecim tabularum-ის მეექვსე და მეშვიდე დაფები აწესრიგებდნენ: სანივთო და
ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობებს.
30. განმარტეთ ძველრომაული Dominatus (დომინატის) ეპოქა: (1 ქულა)
დომინატის სახელით ცნობილი ახალი პოლიტიკური სისტემის ეპოქაში პრინცეფსი
(სენატორთა შორის პირველი) მბრძანებლად (dominus) იქცა, ხოლო მოქალაქეები
ქვეშევრდომები(subditi) გახდნენ. დომინატის დროს იმპერატორი აბსოლუტური
ძალაუფლების მქონე იყო. სახელმწიფოში დამკვიდრებული სისტემა, პრინციპატის
ავტორიტარული დემოკრატიიდან დომინატის პერიოდის აბსოლუტურ და
თვითმპყრობელურ მონარქიამდე, რომის პოლიტიკური სისტემის ხანგრძლივი
ევოლუციის შედეგი იყო.
31. ლათინთა რომელ კატეგორიას მიენიჭა cives Romani-ს თანასწორი სტატუსი? (1
ქულა)
უძველეს ლათინებს (latini prisci), რომლებიც ჯერ კიდევ V საუკუნეში შექმნილი,
ლათინური ქალაქების ლიგაში გაწევრიანებული თემების მოქალაქეები იყვნენ.
32. ძველ რომში რამ განაპირობა ius honorarium (praetorium) შექმნა? (1 ქულა)
რომის ტერიტორიაზე უცხოელების მასობრივმა განსახლებამ, მათ მიერ, რომის
მოქალაქეებთან, სავაჭრო და სამრეწველო ურთიერთობებში და სამხედრო
სამსახურში ჩაბმამ, გადასახადების გადახდამ, რაც მათი სამართლიანი ინტერესების
დაცვას მოითხოვდა. რაც განახორციელეს კიდეც მაგისტრატებმა და, უპირველეს
ყოვლისა - პრეტორმა. ამის მიზეზი იყო ius civileს შეუთავსებლობა სამოქალქო
სამართალთან. ამით პრეტორმა გადალახა ius civiles შეუთავსებლობა,რომელიც
სოციალური ურთიერთობების შეცვლა-გართულებით იქნა გამოწვეული.
შესაძლებელი გახდა სამოქალაქო სამართლით გაუთვალისწინებელი და მისი
საწინააღდეგო ურთიერთობების დაცვა.მაგისტრატების საამართალმა რომის
სამართალი შეცვალა პროცესუალურად და მატერიალურად.
33. განმარტეთ ძველრომაული interdictum-ის ცნება: (1 ქულა)
interdictum-მოდავე მხარეების მიმართ, პრეტორის აღმასრულებელი ხელისუფლების
ფარგლებში გამოცემული უპირობო და კატეგორიული ბრძანებაა. განასხვავებენ მის
ოთხ სახეს: I) მარტივი და რთული, II) აღმდგენი, III) წარმდგენი, IV) ამკრძალავი.
34. რომელი მაგისტრატი აღიჭურვა veto (intercessio) უფლებით დანარჩენი
მაგისტრატების გადაწყვეტილებები მიმართ? (1 ქულა)
პლებსის ტრიბუნატი-თავდაპირველად , პლებსის ტრიბუნები პატრიციების
წინააღმდეგ სოციალური თანასწორობის ბრძოლაში, პლებეებს რევოლუციური
ბელადები იყვნენ. პატრიციატი იძულებული გახდა ,მაგისტრატების მიერ მიღებულ
ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, პლებსის ტრიბუნის ვეტოსა და მოქალაქეთა
დაცვის,ასევე სენატისა და პლებსის კრებების მოწვევის უფლებაც ეღიარებინა.
35. რომელი ძველრომაული ორგანო გამოსცემდა plebiscitum-ს და, თავდაპირველად,
ვინ იყვნენ ამ აქტის სუბიექტები? (1 ქულა)
ამ აქტს გამოსცემდა პლებსის სახალხო კრება .თავდაპირველად იგი სავალდებულო
იყო მხოლოდ პლებსისათვის. თუმცა შემდგომში ისინი სავალდებულო გახდა ყველა
რომაელისთვის და მიეცა კანონის ძალა.
36. დაასახელეთ რომში სამართლის სუბიექტთა უფლებაუნარიონობის დამცრობის
სახეები: (1 ქულა)
სრული, საშუალო და მინიმალური დამცრობა (capitis deminutio maxima, capitis
deminutio media, capitis deminutio minima).
37. მხოლოდ ჩამოთვალეთ იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ განხორციელებული
რეფორმები: (1 ქულა)
მხოლოდ ჩამოთვალეთ დიოკლეტიანეს მიერ განხორციელებული რეფორმები:
შეიმუშავა მმართველობის ფორმა -ტეტრარქია. ქვეყანა დასუსტებული იყო, რაც
ნამდვილად საჭიროებდა გამოსწორებას. მის დროს შეიქმნა უზარმაზარი
ბიუროკრატიული აპარატი, ვითარდება ადმინისტრაციული სისტემა. გატარდა
არმიის რეორგანიზაციის რეფორმა და შეიქმნა სწრაფი რეაგირების კორპუსი.
ფინანსური რეფორმა: არმიას სჭირდება მოვლა-პატრონობა და არამარტო მას. ხაზინა
დაცარიელებული იყო. გატარდა სამონეტო რეფორმა, შემოიღო მყარი ფასები
პირველადი მოხმარების საგნებზე, რაც არ აღმოჩნდა ეფექტური. 301 წ გამოსცა
ედიქტი სავაჭრო ფასები შესახბ და სცადა მათი დარეგულირება.
38. განმარტეთ ფორმულის შემადგენელი ელემენტი condemnatio და ჩამოთვალეთ მისი
სახეები: (1 ქულა)
comdemnatio- სასამართლო გადაწყვეტილება. განსაზღვრული ან განუსაზღვრელი. ამ
ფორმულარული პროცესის მთავარი ღირებულება ის იყო, რომ დამარცხებული
მხარე მონა აღარ ხდებოდა, არამედ მას ევალებოდა მიყენებული ზიანის
მატერიალური ან ფულადი ფორმით ანაზღაურება.
39. როგორ განმარტავდა კანონის (lex) ცნებას Gaius-ი? (1 ქულა)
ის, რაც ბრძანა და დაადგინა რომის ხალხმა.
40. როგორ განმარტვდა პლებსის კრების დადგენილების (plebiscitum) ცნებას Gaius-ი? (1
ქულა)
ის, რაც ბრძანა ხალხმა - პლებსმა თავის კრებაზე. მაგრამ, ვინაიდან პატრიციები არ
თვლიდნენ მათ ტოლსწორად, მათი კრების გადაწყვეტილება, ქრ. შონამდე 287 წლის
ჰორტენზიუსის კანონის მიღებამდე, პატრიციებისათვის არ იყო სავალდებულო.
პლებისციტი არის ის,რაც პლებსმა პლებსის მაგისტრატის,მაგალითად ტრიბუნის
,წინადადებით დაადგინა.”
41. როგორ განმარტავდა სენატის დადგენილების (Senatusconsultum) ცნებას Gaius-ი? (1
ქულა)
ის, რაც ბრძანა და დაადგინა სენატმა, მას აქვს კანონის ძალა, თუმცა, ამაზე ბევრს
დაობენ.
42. როგორ განმარტავდა Constitutiones principium-ის ცნებას Gaius-ი? (1 ქულა)
constitutiones principium-(პრინცეფსის კონსტიტუცია) არის ის, რასაც იმპერატორი
გამოსცემს ხალხის მიერ მისთვის მინიჭებული imperium-ის საფუძველზე,
შესაბამისად მას აქვს კანონის ძალა: ედიქტით, რესკრიპტით, დეკრეტით ან
მანდატით.
43. Leges duodecim tabularum-ის პირველი სამი დაფა აწესრიგებდა: (1 ქულა)
leges duodecim tabularum-(12 დაფის კანონები) პირველი სამი დაფა აწესრიგებს:
სამოქალაქო პროცესს, პირთა სტატუსებს, უფლება- და ქმედუნარიანობის
საფუძვლებს, სარჩელს, მოსარჩელესა და მოპასუხეს.
44. რას ნიშნავდა legisactio sacramento in rem? (1 ქულა)
ფიცზე დაფუძნებული სანივთო სამართალი.
45. რა ვითარებაში დგებოდა legisactio sacramento in personam საკითხი? (1 ქულა)
პირადი სარჩელის საკითხი დგებოდა მაშინ, როდესაც საქმე სანივთო ურთიერთობის
დარღვევას აღარ ეხებოდა და ის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთას
ადგენდა. (პირადი სარჩელი - ფიცს ეფუძნებოდა და მართლსაწინააღმდეგო
მოთხოვნის წამომყენებელი პირის პასუხისმგებლობას ადგენდა)
46. რას გულისხმობდა manumissio inter amicos? (1 ქულა)
მეგობრების წრეში გააზატება, როდესაც ბატონის მეგობრები, ერთდროულად
გააზატების პროცსის პირდაპირი მოწმეებიც იყვნენ და აზატის უფლებების
გარანტორებადაც გამოდიოდნენ.
47. ვინ იძენდა Persona sui iuris სტატუსს? (1 ქულა)
ოჯახის უფროსი
48. მხოლოდ ჩამოთვალეთ paretfamilias-ის უფლებები in patria potestas-ების მიმართ: (1
ქულა)
პირის სიცოცხლის და სიკვდილის უფლება, ახალშობილის შვილად არ აღიარება,
დაქვემდებარებაში მყოფი პირების მესამე პირისთვის მანციპაციით გადაცემა, ოჯახის
წევრის გაყიდვის უფლება, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში,
ოჯახის წევრის ვალის სანაცვლოდ, გადაცემის უფლება
49. რას ნიშნავს latini Iuniani სტატუსი? (1 ქულა)
გააზატებული, რომელმაც მოქალაქეობა იუნია ნორბანას კანონით მოიპოვა
50. Comitia centuriata ერთდროულად იყო: (1 ქულა)
ერთდროულად იყო სამხედრო ერთეული და პოლიტიკურ-ფისკალური გაერთიანება
51. მხოლოდ ჩამოთვალეთ ძველრომაული სახელმწიფოებრიობის ევოლუციის ეტაპები:
(1 ქულა)
ძველი რომაული სახელმწიფოებრივი ევოლუციის ეტაპები-რექსების ხანა ძვ.წ.753-
510;რესპუბლიკა ძვ.წ 510-27;პრინციპატი ძვ.წ 27-284; დომინატი 284-565;
52. ვინ იყვნენ ius civile სუბიექტები? (1 ქულა)
ius civiles სუბიექტები-რომის მოქალაქეები
53. რას ამბობდა Ulpianus-ი Ius naturale-ს მიმართ? (1 ქულა)
ულპიანეს თანახმად, ბუნებითი სამართლის მოთხოვნა,ზოგადად, სიცოცხლეზე
ვრცელდებოდა და არა მხოლოდ ადამიანებზე, განსხვავებით ხალხთა
სამართლისაგან
54. რას ნიშნავდა emancipatio? (1 ქულა)
შვილების ან შვილიშვილების გათავისუფლება მამის ძალაუფლებისაგან.
55. რას ნიშნავდა Colonus? (1 ქულა)
მიწაზე მიმაგრებული გლეხობა
56. მხოლოდ ჩამოთვალეთ Colonus წარმოშობის ნამდვილობის პირობები: (1 ქულა)
colonus წარმოშობა- ეკონომიკურმა კრიზისის გაღრმავებამ გამოიწვია

1.consuetudo-ჩვეულებითი სამართალი. სამოქალაქო ბრუნვაში ხანგრძლივი დროით,


მუდმივად გამოყენებულ სამართლის ნორმას, რომელიც ხალხის რწმენას და რელიგიურ
წესრიგს ეფუძვნება ჩვეულებითი სამართალი ეწოდება.

2.persona sui iuris- შიდასაოჯახო სოციალურ სივრცეში ოჯახის უფროსი. ოჯახის უფროსი
საკუთარ ხელისუფლებასა და უფლებას მორჩილებდა, იმავდროულად საკუთარი თავის
ბატონ-პატრონი და დამოუკიდებელი პიროვნება იყო.

3. in integrum restitutio - რესტიტუცია - პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.


რესტიტუციის საფუძვლები იყო:
ქმედებით ან დაუდევრობით მიყენებული ქონებრივი ან არაქონებრივი ხასიათის ზიანი.
გულისხმობდა: ასაკის დაუცველობას, შეცდომის არსებობას, დროულობის დაცვას,
ბოროტი განზრახვის გამორიცხვას, შემთხვევითობას, ადგილზე არ ყოფნის
გამორიცხვას, შხირად ჩადენის გამორიცხვას.

4.rex - რექსი უზენაესი სამხედრო და პოლიტიკური ბელადი იყო, რომელიც ხალხის


სურვილის არსებობის შემთხვევაში,მოქალაქეთა საკრალური წარმომადგენლის
ფუნქციასაც ასრულებდა.

5.ius privata - რომის კერძო სამართალი. თუ საქმე ინდივიდუალურ და საოჯახო საქმეებს


ეხებოდა, მაშინ სახეზე კერძო ურთიერთობა გვქონდა. სწორედ ამ საკითხის
მოსაგვარებლად გამოიყენებოდა ius privata.

6.manumissio inter amicos - მონის გააზატება ბატონის მეგობრების თანდასწრებით.


გააზატების შესახებ გადაწყვეტილებას, ზეპირი ან წერილობითი ფორმით აცხადებდნენ,
რათა აღნიშნული აქტი ყრუ-მუნჯებისთვისაც გასაგები ყოფილიყო. როდესაც ბატონის
მეგობრები, ერთდროულად გააზატების პროცსის პირდაპირი მოწმეებიც იყვნენ და
აზატის უფლებების გარანტორებადაც გამოდიოდნენ.

7.per formula agere - ფორმულარული პროცესი. სასამართლო პროცესის ახალი სახე


ფორმულით ანუ დადგენილი სიტყვებით. ებუციუსის კანონი აღნიშნული სასამართლო
პროცესის საკანონმდებლო ბაზას ქმნიდა. შედგებოდა ორო სტადიისგან: in iure, apud
iudicem. პროცესის წამგები მხარე პასუხს აღარ აგებდა საკუთარი თავისუფლების
დაკარგვით, არამედ მას ევალებოდა მიყენებული ზიანის მატერიალური ან ფულადი
ფორმით ანაზღაურება.
8.senatusconsultum - სენატის გადაწყვეტილებები, დადგენილებები. სენატის
დადგენილება არის ის, რაც სენატმა ბრძანა და დაადგინა. მას აქვს კანონის ძალა,თუმცა
ამის შესახებ ბევრს დაობდნენ.

9.comitia centuriata - ცენტურიის სახალხო კრება. სერვიუს ტულიუსის მიერ გატარებული


რეფორმების თანახმად, მოსახლეობა ქონებრივი ცენზის მიხედვით ახალ სამხედრო-
ადმინისტრაციულ და ფისკალურ ერთეულად (ცენტურიებად) დაყოფას დაექვემდებარა
და ახალი სახის კრებაც დაარსდა. სწორედ ეს იყო comitia centuriata.

10.colonus - კოლონი. მიწაზე მიმაგრებული გლეხობა. მიწაზე მიმაგრების პროცესი,


თავდაპირველად, მხოლოდ იმპერატორის მიწაზე მონების, გააზატებულების და
მოიჯარეთა შრომის გამოყენებას ითვალისწინებდა. შემდეგ, სრული ეკონომიკური
კრიზისის პერიოდში, ამ პროცესმა საყოველთაო ხასიათი შეიძინა.

11.plebiscitum - პლებისციტები. თავდაპირველად პლებისციტები სავალდებულო


მხოლოდ პლებსისთვის იყო. მოგვიანებით, ქრ. შონამდე 287 წლის ჰორტენზიუსის
კანონის მიღებით, ისინი მთელი რომაელი ხალხისთვის სავალდებულო შეიქმნა.
პლებისციტები კანონებს გაუთანაბრეს.

12.capitis deminutio maxima - უფლებაუნარიანობის სრული დაკარგვა, ანუ თავისულების


სტატუსის დაკარგვა. (მაგალითად. მონად გადაქცევა.)

13.scrinia - იმპერატორის პირადი კანცელარია. მისი ძირითადი ფუნქციები იყო:


იმპერატორის სახელით ოფიციალური მიმოწერა, იმპერატორის სახელით ქონების
განკარგვა, საკადრო საკითხების გადაწყვეტა, პრიცეფსის იურისდიქციას
დაქვემდებარებულ სასამართლო დავათა განხილვა.

14.per lege agere - (კანონისმიერი სასამართლო პროცესი) ნიშნავდა სასამართლოში


სარჩელის წარდგენას ზუსტად განსაზღვრული, გარკვეული სიტყვით, როდესაც
სარჩელი იმ კერძო კანონის სიტყვების შესაბამისად იყო შედგენილი, რომელსაც
ეფუძვნებოდა (Leges პირველ სამ დაფას და მის საფუძველზე მიღებულ სხვა კერძო
კანონებს.

15.constitutiones principum – პრინცეფსის კონსტიტუცია: არის ის, რასაც იმპერატორი


გამოსცემს ხალხის მიერ მისთვის მინიჭებული imperium-ის საფუძველზე, შესაბამისად
მას აქვს კანონის ძალა: ედიქტით, რესკრიპტით, დეკრეტით ან მანდატით.

16.adgnatus proximus - უახლოესი აგნატური ნათესავი. ის იყო გარდაცვლილი წინაპრის


კულტთან ყველაზე ახლოს მდგომი ნათესავი ასაკითა და სტატუსით.
17.edictum magistratuum - მაგისტრატების ედიქტები. უმაღლესი სამხედრო და
პოლიტიკური ხელისუფლების მქონე რომაელ მაგისტრატებს 1 წლის ვადით ირჩევდნენ.
ადრესატის მიმართ, ზოგადსავალდებულო ქცევის დადგენა ევალებოდათ. ისინი მათ
გამოსცემდნენ ედიქტების სახით.

18.quaestor sacri palatii - ღვთაებრივი ხალხის დამცველი, დიოკლიტიანეს რეფორმების


შედეგად ის გახდა ერთგვარი იუსტიციის მინისტრი.

19.intentio - ცნობილი ფორმულის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი, სადაც


ჩამოყალიბებული იყო მოსარჩელეს მოთხოვნა ანუ პრეტენზია. იგი სასარჩელო
მოთხოვნაა. ახლავს კავშირი ,,თუ" და ,,მაშინ" და იწყება შემდეგანირად ,,თუ გაირკვა
რომ".

20.senatus - თავდაპირელად სენატი უხუცესთა საბჭო იყო, ის რექსს ეხმარებოდა ისეთი


საკითხების გადაწყვეტაში, როგორიცაა ომისა და ზავის საკითხი. გადმოცემის თანახმად,
რომულუსმა დაარსა სენატი, რომელშიც 100 სენატორი შეიყვანა. რექსის გარდაცვალების
შემდეგ ძალაუფლება სენატორთა ხელში გადადიოდა, რომლებიც ახალ რექსს
ირჩევდნენ. რესპუბლიკის ხანაში სენატი იქცა აღმასრულებელი ხელისუფლების
უმაღლეს კოლეგიალურ და სათათბირო ორგანოდ. პრინციპატის პერიოდში -
ორხელისუფლებიანობას განასახიერებდა.

21.lex - კანონი. კანონი არის, რაც რომის ხალხმა ბრძან და დაადგინა ცენტურიის
კრებაზე. კანონის სამი სახე არსებობდა: სრულყოფილი, ნაკლებად სრულყოფილი და
არასრულყოფილი კანონი. კანონი შედგებოდა სამი ნაწილისგან: პრესკრიფციული,
როგაციული და სანქციური ელნემტებისგან.

22) interdictum- მოდავე მხარეების მიმართ, პრეტორის აღმასრულებელი


ხელისუფლების ფარგლებში გამოცემული უპირობო და კატეგორიული ბრძანებაა.
განასხვავებენ მის ოთხ სახეს:I)მარტივი და რთული,  II) აღმდგენი, III) წარმდგენი, IV)
ამკრძალავი.

23) adrogatio et adoptio:


adrogatio - თავისუფალი პირის შვილად აყვანა, შვილად აყვანის ეს ფორმა კურიის
კომიციებში ტარდებოდა და Rex მიერ მტკიცდებოდა.
adoptio - არათავისუფალი პირის შვილას აყვანა, იგი დაიშვებოდა მაგისტრატების
ნებართვით  და სხვის ხელისუფლებაში მყოფი პირის ერთი ოჯახიდან მეორეში
გადასვლას გულისხმობდა .

24) principatus - რესპუბლიკური ორგანოებით და თანამდებობის პირებით "შენიღბულ-


შელამაზებული" მმართველობის ფორმა, ადრეულ რომის იმპერიაში.
25) demonstratio - დემონსტრაცია. იგი ცნობილი ფორმულის შემადგენელი ერთ-ერთი
ძირითადი ნაწილია, მასში ჩამოყალიბებულია საქმის არსი (შემადგენლობა), ჰიპოთეზა.
მასში სახელდებოდა ის ფაქტები და გარემოებები, რომლის საფუძველზედაც
მოსარჩელის უფლებები და მოპასუხის ვალდებულებები განისაზღვრებოდა.

26) ius civile (Quiritium) - ცივილური, ანუ რომაელი ხალხის სამართალი. იგი
მომდინარეობს უძველესი კვირიტული ტომიდან. ცივილური სამართლით
ხაზგასმულია რომის მოქალაქეთა სამართლის მკაცრად ეროვნული ხასიათი.

27) peregrinus - აღნიშნული ცნება გამოიყენება იმ თავისუფლადშობილი პირების


მიმართ, რომლებიც არ იყვნენ რომის მოქალაქეები, თუმცა 212 წელს იმპერატორ
კარაკალას გამოცემული ედიქტით იმპერიის მთელ მოსახლეობას რომის მოქალაქეობა
მიენიჭა.

28) preator maximus (urbanus) - უმაღლესი, ჩვეულებრივი მაგისტრი და რომის


პრეტორი. მისი თანამდებობა წარმოიშვა ლიცინიუსისა და სექსტიუსის კანონით და
გულისხმობდა კონსულის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მართლმსაჯულების
ინსტიტუვიურ გამოყოფას.

29) agere -.ნიშნავს სასამართლოში საქმის წარმოებას. ამ დროს იურისტი მხარის დაცვის
ფუნქციებს საკუთარ თავზე იღებს და სასამართლოში ადვოკატის ფუნქციას ითავსებს.
    
Cavere - სარჩელების, გარიგებებისა და ანდერძების შედგენას ნიშნავს. მისი ფუნქცია
მაგისტრატებისა და მოსამართლეებისთვის დახმარების გაწევა იყო.
    
Respondere - მათი ფუნქცია კერძო პირებისა და მათი წარმომადგენლების მიერ
დასმულ კითხვებზე პასუცის გაცემაა.

30) dominatus - ეპოქა: დომინატის სახელით ცნობილი ახალი პოლიტიკური სისტემის


ეპოქაში პრინცეფსი (სენატორთა შორის პირველი) მბრძანებლად (dominus) იქცა, ხოლო
მოქალაქეები ქვეშევრდომები (subditi) გახდნენ. დომინატის დროს იმპერატორი
აბსოლუტური ძალაუფლების მქონე იყო. სახელმწიფოში დამკვიდრებული სისტემა,
პრინციპატის ავტორიტარული დემოკრატიიდან დომინატის პერიოდის აბსოლუტურ
და თვითმპყრობელურ მონარქიამდე, რომის პოლიტიკური სისტემის ხანგრძლივი
ევოლუციის შედეგი იყო.

31) comdemnatio- სასამართლო გადაწყვეტილება. განსაზღვრული ან განუსაზღვრელი. ამ


ფორმულარული პროცესის მთავარი ღირებულება ის იყო, რომ დამარცხებული მხარე
მონა აღარ ხდებოდა, არამედ მას ევალებოდა მიყენებული ზიანის მატერიალური ან
ფულადი ფორმით ანაზღაურება.
32) emantipatio-წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, შვილის ან შვილისშვილის
გათავისუფლება მამის ხელისუფლებიდან.

33) censor- ცენზორი, 1,6 წლით არჩეული უმაღლესი მაგისტრატი, რომლის


თანამდებობასაც ყოფილი კონსული ან პრეტორი იკავებდა. ის ყოველ 5 წელიწადში
ერთხელ რომის მოქალაქეტა სიას - ცენზს ადგენდა და უზრუნველყოფდა რომის
სამართლის მოთხოვბათა უპირობო აღსრულებასა და სამართალდამრღვევთა მკაცრ
დასჯას.

34) ius gentium - ხალხის სამართალია, მისი შექმნა უცხოელების ძირითადი კერძო
უფლებების: საკუთრების უფლება, ხელშეკრულების დადების უფლება,
მემკვუდრეიბის მიღების უფლებისა და სხვათა აღიარების და დაცვის
სავალდებულოობამ გამოიწვია. ხალხის სამართლით უცხო თემებთან რომაელთა
ურთიერთობები წესრიგდებოდა. თავდაპირველად ეს იყო ვაჭრობის ( ius commercii)
უფლება.

35) latini iuniani - გააზატებული, როლმებმაც მოქალაქეობა იუნია ნორბანას კანონით


მოიპოვეს. მათი თავისუფლება ყველაზე ნაკლები სტატუსის მატარებელი იყო და მათ
ეკრძალებოდათ ანდერძის დატოვება, რომის მოქალაქესთან ქორწინება და უმაღლესი
მაგისტრატურის დაკავება.

36) iurisdictio- სამართალწარმოება. იგი მართლმსაჯულებასთანაა დაკავშირებული და


მისი ფუნქციაა მართლზომიერების ფარგლებში შეაფასოს სამართლის სუბიექტების
ქმედება და სამართლებრივი აქტები. წარმოიშვა ქრ. შობამდე 367 წელს მიღებული
ლიცინიუსისა და სექსტიუსის კანონის საფუძველზე და გულისხმობდა კონსულის
აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მართლმსაჯულების ინსტიტუციურ გამოყოფას და
პრეტორის ხელისუფლებისადმი მის დაქვემდებარებას.

37) latini prisci - რომის ტერიტორიაზე მცხოვრები უძველსი ლათინები, რომლებიც ჯერ
კიდევ V საუკუნეში შექმნილი, ლათინური ქალაქების ლიგაში გაწევრიანებული
თემების მოქალაქეები იყვნენ. მათ რომის მოქალაქეების უფლებები მიენიჭათ და
შეეძლოთ ერთდროულად ius conubii, ius commercii, ius honoris, ius migrandi, ius suffragii
ქონა.

38) persona alieni iuris - სხვის ხელისუფლებაში მყოფი პირები. ასეთი პირები შეიძლება
დაქვემდებარებულნი იყვნენ: ერთიანი ოჯახის უფროსის ხელისუფლებასა, ქმრის
ხელისუფლებას  ან განკარგვით ხელისუფლებაში იმყოფებიდნენ.

39) servi - მონა. ხალხის სამართლის მიხედვით, მონობა არის ადამიანის არაბუნებრივი
მდგომარეობა, როდესავ ერთი პირი მეორე პირის ბატონობას განიცდის.

40) ius publicum - რომის საჯარო სამართალი, რომელიც რომის სახელმწიფოს, რომის
საზოგადოების საერთო ინტერესსა და საკრალურ საკითხებს აგვარებდა.
41) ius naturale - ბუნებითი სამართალი. ულპიანეს აზრით, ბუნებითი სამართლის
მოთხოვნა ზოგადად სიცოცხლეზე, ანუ ყველა სულიერზე  ვრცელდება.

42) dictator -სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციის მმართველი. თანამდებიბაზე


ერთ-ერთი მოქმედი კონსული აირჩეოდა 6თვის ვადით, სამხედრო ან საგანგებო
ვითარების დროს. მის მიერ გამოცემული decretum-ი კანონის ძალის მქონე აქტი
ხდებოდა და შეეძლო შეეჩერებინა სხვა კანონების მოქმედება ამ დროის განმავლობაში.

5 ქულიანი ესსე:

1) Edictum magistratum

უმაღლეს სამხედრო და საჯარო ხელისუფლების (imperium) მქონე რომაელ


მაგისტრატებს უფლებამოსილების განხორციელება ედიქტის სახით შეეძლო.
Iurisdictio-ს განხორციელების უფლება ძვ.წ 242 წელს praetor urbanus-სა და praetor
peregrinus-ს მიენიჭათ. In iure სტადიაზე პრეტორი მოსამართლეს უთითებდა იმ
საფუძველს, რომლის თანახმადაც გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა. პრეტორი
ხელმძღვანელობდა ius civile-ს ნორებით. სპეციალური iurisdictio მიენიჭათ ედილებსაც,
რომლებიც რომში წესრიგს იცავდნენ. ისინი გამოსცემდნენ ედიქტებს, რომლებიც
საერთო მართლმსაჯულების გარდა ეხებოდა კერძო სამართალს. მაგისტრატთა
ედიქტებმა ძვ.წ. მეორე საუკუნეში აბუციუსის კანონების გამოცემით მნიშვნელობა
შეიძინა. ცივილური სამართლით გაუთვალისწინებელ ურთიერთობებს პრეტორი
აწესრიგებდა. ძვ.წ 17 წელს ლეგისაქციური პროცესის გაუქმებით მაგისტრატების
ედიქტებმა თითქმის მონოპოლიური მდგომარეობა მოიპოვა. ძვ.წ 67 წელს პლებსის
ტრიბუნის კორნილიუსის კანონით პრეტორს edictum perpetuum-ის გარდა სხვა კანონით
ხელმძღვანელობა აეკრძალა. 131 წელს იმპერატორმა იულიანესა და კორნელიუსს
პრეტორული ედიქტების რედაქტირება დაავალა. პაპინიანეს თანახმად, პრეტორული
სამართალი არის ის, რაც ცივილური სამართლის გაუმჯობესების, მისი საჯარო
სარგებლიანობის თანახმად, პრეტორებმა ბრძანეს.

2) Servi – წყაროები და გააზატების გზები

თავისუფალი მდგომარეობის საპირისპირო იყო მონობა. მონად ქცევის შესახებ


ინფორმაციას გაიუსის ინსტიტუციები გვაწვდის: 1. მონად რჩებოდა 25 წელს
გადაცილებული ნებისმიერი პირი, რომელიც ფულის სანაცვლოდ თავს გაყიდის,
2. მონად რჩებოდა 25 წელს გადაცილებული ნებისმიერი პირი, რომელიც სხვა პირის
წაქეზებით თავს გაყიდდა, 3. მტრებთან ბრძოლაში ტყვედ ჩავარდნილები, 4. მონა ქალის
მიერ შობილი. გააზატების გზები: 1. Manumission vindicta - სასამართლოს ინ იურე
სტადიაზე მონის გათავისუფლება (ადებდა pestuca-ს და წარმოთქვამდა სიტყვებს), 2.
Manumissio censu - ბატონის ბრძანებით ფავორიტი მონა ქალი, ან მონა მასწავლებელი
შეჰყავდათ საცენზო სიებში, 3. Manumissio testamento - ბატონის ანდერძის საფუძველზე
ახალი ბატონი ვალდებული იყო გაეთავისუფლებინა გარდაცვლილი ბატონის
ფავორიტი მონა. 4. Manumissio inter amicos - მეგობრების წრეში გააზატება. 15
ავტორიტეტული მეგობარი ესწრება ამ პროცესს და არიან თავდები, რომ მათი მეგობარი,
ვინც მონა გაააზატა, აღარ წაიღებს სიტყვებს უკან.

3) Leges duodecim tabularum


თორმეტი დაფის კანონები ძვ.წ 451-449 წლებში დეცემვირების 10-კაციანმა კომისიამ
გადმოწერა ბერძნული სამართლიდან. კომისიას ხელმძღვანელობდა კლავდიუსი. ამ
კანონების ინტერპრეტაციის საფუძველზე განვითარდა ცივილური სამართალი. მისი
სტრუქტურა ასეთია: პირველიდან მესამე მუხლის ჩათვლით - სამოქალაქო სამართალი,
მეოთხე და მეხუთე - საოჯახო და სამემკვიდრეო სამართალი, მეექვსედან მერვეს
ჩათვლით - სანივთო და ვალდებულებითი, მეცხრე და მეათე - სისხლის სამართალი,
მეთერთმეტე და მეთორმეტე - ცვლილებები და დამატებები. რომაელი იურისტის,
ლილიუსის აზრით, თორმეტი დაფის კანონები ერთდროულად არის კერძო და საჯარო
სამართლის წყარო. იგი ნორმატიულ სისტემასა და პოზიტიურ სამართალში შორის
მიღწეული ერთიანობის სიმბოლო იყო.

4) Colonus
მიწაზე მიმაგრებული გლეხობა. თავდაპირველად, მიწაზე მიმაგრების პროცესი
მხოლოდ იმპერატორის მიწაზე მოენბის, გააზატებულებისა და მოიჯარეთა შრომის
გამოყენებას ითვალისწინებდა. იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში კოლონებს
საგადასახადო ცენტრში მიწასთან ერთად აღნუსხავდნენ. კოლონს ეკრძალებოდა
მამულის მესაკუთრის თანხმობის გარეშე მიწის ნაკვეთის მიტოვება, მესაკუთრეს კი ამ
მიწებიდან კოლონების განდევნა. მესაკუთრეს კოლონის ერთი მიწიდან მეორეზე
გადაყვანა შეეძლო. კოლონატის წარმოშობის საფუძვლები: 1. თუ ერთ-ერთი მშობელი
კოლონი იყო, შვილი დედის სტატუსს იღებდა, 2. თუ პირი 30 წლის განმავლობაში
კოლონი იყო, ხანდაზმულობის ვადის ძალით მიწაზე მიმაგრებას ექვემდებარებოდა.
კოლონატის შეწყვეტის პირობები: 1. მემამულეს კოლონისადმი საკუთარ უფლებაზე
უარის თქმა მხოლოდ მიწაზე უარით შეეძლო. 2. თუ კოლონი 30 წლის განმავლობაში
თავისუფალი პირის სტატუსით ცხოვრობდა, მისი გათავისუფლება ხანდაზმულობით
ხერხდებოდა. 3. თუ კოლონი 30 წლის განმავლობაში ხელისუფლების ადგილობრივი
ორგანოს წევრი - დეკურიონი - იყო, კოლონატი წყდებოდა. 4. თუ მიწის მესაკუთრის
თანხმობით კოლონი ეპისკოპოსი ან მონაზონი გახდებოდა, კოლონატი წყდებოდა.

5) Lex et plebiscitum

Lex არის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაკუთრებული წესით


მიღებული უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტი. ძველი
რომაელები მის კრიტერიუმად სახალხო კრების მიერ მის მიღებას მიიჩნევდნენ. კანონი
უნდა დამტკიცებულიყო მთელი რომაელი ხალხის წარმომადგენლების სახალხო კრების
მიერ. Plebiscitum თავდაპირველად პლებსის სახალხო კრების მიერ მირებული
გადაწყვეტილება იყო და სავალდებლო მხოლოდ პლებეებისთვის გახლდათ. ძვ. წ. 287
წელს ჰორტენზიუსის კანონით იგი მთელი რომაელი ხალხისთვის სავალდებულო
გახდა. ამ კანონით პლებისციტი კანონს გაუთანაბრდა. Leges populi-ისგან
პლებისციტუმი განსხვავდებოდა იმით, რომ განსხვავებული წესით მიიღებოდა, სხვა
ყველა არსებითი მახასიათებელი შეესაბამებოდა leges-ს.

6) პრეტორული ფორმულის ოთხი ელემენტი

ძვ.წ მეორე საუკუნის მესამე მეოთხედში ებუციუსის კანონით დადგინდა სასამართლო


პროცესის ახალი სახე - per formula (ფორმულით). ამ კანონითვე მიენიჭა
განსაკუთრებული მნიშვნელობა პრეტორულ პროცესს. per formula-ს ჰქონდა 4
ელემენტი: 1. Adiudicatio - ეხებოდა საკუთრების მინიჭებას ან მიჯნის დადგენას, 2.
Intentio - ყალიბდებოდა მოსარჩელეს მოთხოვნა, იწყებოდა „თუ“-თი, რაც მისი
კაზუალური ბუნების მანიშნებელია, 3. Demonstratio - საქმის შინაარსი, ფაქტები და
გარემოებები. იწყებოდა „ვინაიდან“-ით, 4. Condemnatio - მოსამართლის
გადაწყვეტილება.

7) Iurisprudentia–ს საქმიანობის სამი ძირითადი მიმართულება


გაიუსის თანახმად, სამართალმცოდნეთა პასუხები არის მოსაზრებანი და
შეხედულებანიიმ პირებისა, რომლებიც უფლებამოსილი არიან შექმნან სამართალი.
მათი საქმიანობა სამი მიმართულებით ხორციელდებოდა: 1. Cavere - სარჩელების,
გარიგებების ან ანდერძების შედგენა, 2. Agere - სასამართლოში დავის წარმოება, როცა
იურისტი საკუთარ თავზე იღებდა დაცვის ფუნქციას, 3. Respondere - კერძო პირებისა და
მათი წარმომადგენლების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც ძირითადად
განისაზღვრებოდა სასამართლოში კამათისას ავტორიტეტის მოხვეჭით.

8) Senatus
რომის სენატი რესპუბლიკისა და იმპერიის პერიდში მართვის მნიშვნელოვანი ორგანო
იყო. თავდაპირველად სენატი უხუცესთა საბჭო იყო, შემდეგ ფართო
უფლებამოსილებები შეიძინა. თქმულების თანახმად ის რომულუსმა შექმნა და მის
შემადგენლობაში 100 სენატორი შეიყვანა, რომლებსაც patres (მამები) ერქვათ. ძვ.წ 510
წელს უკანასკნელი რექსის, ტარკვინიუს ამაყის, ხელისუფლების დამხობის შემდეგ
სენატმა საკანონმდებლო ხელისუფლების როლი მოიპოვა. იგი აკონტროლებდა
სახალხო კრებების მუშაობას და მათ მიერ შემოთავაზებული კანონების მიღება-
უარყოფაზეც მუშაობდა. სენატი აგვარებდა საგარეო პოლტიკის საკითხებს, აწესრიგებდა
ფინანსებს და ა.შ. რიგითი რომაელებისთვის სენატის შეურაცხყოფა სახელმწიფოს
უპატივცემულობას უტოლდებოდა. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ოქტავიანე
ავგუსტუსი მოვიდა, საფუძველი ჩაუყარა პრონციპატს და სენატის ძალაუფლება
პრონცეპსს გადაეცა. სენატი მხოლოდ მისი მრჩეველი იყო. მოგვიანებით დიოკლეტიანემ
შეცვალა მმართველობის სისტემა და პრინციპატს დომინატი ჩაენაცვლა. დომინუსს აღარ
სჭირდებოდა სენატისგან აღიარება და შესაბამისად, სენატმა მნიშვნელობა და
ძალაუფლება საბოლოოდ დაკარგა.

9) რომაული magistratuum
მაგისტრატურები რომში არჩევითი თანამდებობები იყო. მაგისტრატები აღმასრულებელ
ხელისუფლებას წარმოადგენდნენ. ისინი იყოფოდნენ ორ ტიპად - ჩვეულებრივი
(magistratus ordinarii) და საგანგებო (magistratus extraordinarii). მაგისტრატად არჩევა
დიდი პატივი იყო და მათ ანაზღაურება არ ჰქონდათ. მათ შორის ყველაზე მაღლა
კონსულატი იდგა. ერთი წლის ვადით აირჩეოდა ორი კონსული, რომლებიც
ახორციელებდნენ imperium-ს, ანუ უზენაეს სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლებას.
დამნაშავისთვის საისკვდილო განაჩენის გამოტანა მხოლოდ მათ შეეძლოთ. საგანგებო
მდგომარეობის დროს ერთ-ერთი მათგანი დიქტატორად ინიშნებოდა 6 თვის ვადით.
ძირითადად ისინი ამეტებდნენ საკუთარ ძალაუფლებას, რის გამოც მათ რომიდან
აძევებდნენ. მუდმივმოქმედ მაგისტრატურებს შორის აღსანიშნავია პრეტურა. პრეტორი
უმაღლესი ხელისუფლების მატარებელი მაგისტრატი იყო, რომელსაც
მართლმსაჯულების განხორციელების უფლებაც ჰქონდა. ძვ.წ 242 წელს შემოიღეს
უცხოელების პრეტორის(pretor peregrinus) თანამდებობა. მას რომაელებსა და
უცხოელებს შორის დავის მოგვარება ევალებოდა. რაც შეეხება კვესტორებსა და
ედილებს, პირველნი სისხლისსამართლებრივ დანაშაულებს იძიებდნენ, გააჩნდათ
ხაზინისა და სამოქალაქო ქონების დაცვის ვალდებულება, ედილები კი საზოგადოებრივ
წესრიგს იცავდნენ და ქალაქს სურსათ-სანოვაგით ამარაგებდნენ. ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი პლებსის ტრიბუნატი იყო. ის ერთგვარი „ბელადი“ იყო პლებეებისთვის
პატრიციების წინააღმდეგ თანასწორობისთვის ბრძოლაში. მისი ძალაუფლება უფრო და
უფრო იზრდებოდა და საბოლოოდ მას სხვა მაგისტრატების გადაწყვეტილებებზე ვეტოს
დადების უფლებაც მიენიჭა. ცენზორებად ყოფილი კონსულები 18 თვით აირჩეოდნენ
და მათი მოვალეობა იყო ყოველ 5 წელიწადში მოქალაქეები ცენზის მიხედვით
კატეგორიებად გაენაწილებიათ.

10) Constitutiones principium


როგორც გაიუსი ამბობს, პრინცეპსის კონსტიტუცია არის ის, რასაც იმპერატორი
დეკრეტით, ედიქტით და რესკრიპტით დაადგენს. არასდროსაა საეჭვო, რომ მას კანონის
ძალა აქვს, რადგან თავად იმპერატორი ხელისუფლებს კანონის მეშვეობით იღებს.
ფორმის მიხედვით იმპერატორის კონსტიტციები იყოფა: edicta - ზოგადი ხასიათის
ნორმები, Dectreta - სასამართლო გადაწყვეტილება, rescripta - კონკრეტული კაზუსის
გადაწყვეტა, რომელიც, თავის მხრივ, subscriptioes და epistulae-დ იყოფოდა. Mandata -
იყო პრინცეპსის მიერ მიცემული დავალებები მოხელეებისადმი. თავდაპირველად
მანდატი დომინირებდა, შემდეგ კი მნიშვნელოვანი როლი ედიქტმა შეიძინა და გახდა
leges generalis. იმპერატორის კონსტიტუციების შექმნის ინტერესმა ისეთი
მნიშვნელოვანი აქტების შექმნა განაპირობა, როგორიცაა დიოკლეტიანეს დროს
შექმნილი codex Gregorianus და codex Hermogenianus.
11) Comitia centuriata-ს ევოლუცია

ცენტურიის კომიციები ეტრუსკელმა რექსმა სერვიუს ტულიუსმა შექმნა. მოცემული


კომიციები წარმოადგენდა როგორც საკანონმდებლო ორგანოს, ისე სამხედრო
ერთეულსა და საგადასახადო ერთეულს. შესაბამისად, სერვიუს ტულიუსმა
მოქალაქეები ქონებრივი ცენზის მიხედვით 5 ჯგუფად დაჰყო: უმაღლესი ჯგუფის
წევრობისთვის აუცილებელი იყო 100000 სისტერციის ფლობა, 75000 სისტერცია იყო
დადგენილი მეორე ჯგუფისთვის, მესამე დამეოთხე ჯგუფებს შესაბამისად 50000 და
25000 მოეთხოვებოდათ. მეხუთე ჯგუფი 12000 სისტერციას ფლობდა. მოქალაქეთა
თითოეული კატეგორია ვალდებული იყო ქონებრივი მდგომარეობის შესაბამისად
გამოეყვანა ცენტურიის განსაზღვრული რაოდენობა. საერთო ჯამში, ამ ცენტურიების
როცხვი 193 იყო. ცენტურიებს სახალხო კრებაზე ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ. ხმის
მიცემისას კი უპირატესობა ყველაზე შეძლებულ ფენას გააჩნდა.

12) Pater familias-ის სტატუსი

Pater familias - ოჯახის უფროსი. ოჯახის თავისუფალი წევრები (ვაჟები და


ქალიშვილები, დაღმავალი ხაზით სხვა ნათესავები) ოჯაის უფროსის ხელისუფლებაში
იმყოფებოდნენ. კანონიერი მეუღლე (in manu) ქმრის ხელისუფლებაში იყო. თუ მისი
ქმარი ოჯახის უფროსი იყო, ცოლი ორმაგად ექვემდებარებოდა მას. პირი ქორწინებაში
მხოლოს ოჯახის უფროსის თანხმობით შედიოდა. ოჯახის უფროსი საკუთარ
ხელისუფლებასა და უფლობას მორჩილებდა, იმავდროულად, საკუთარი თავის ბატონ-
პატრონი და დამოუკიდებელი პიროვნება იყო. ოჯახიდან გასვლას მოჰყვებოდა
თვითხელისუფლების შეძენა და უფლებაუნარიანობის შემცირება. პირი, მართალია
თავისუფლდებოდაოჯახის უფროსის ხელისუფლებისგან, თუმცა მფარველობასა და
სოციალურ სტაბილურობას კარგავდა.

13) Ius natural

როგორც იუსტინიანეს დიგესტებში ვკითხულობთ, ბუნებითია სამართალი, რომელიც


ბუნებამ ყველა ცხოველს ასწავლა, ვინაიდან ეს სამართალი დამახასიათებელია არა
მხოლოდ ადამიანებისათვის, არამედ ყველა ცხოველისთვის, რომელიც ცაში, მიწაზე ან
ზღვაში იბადება. Ius gentium-ის განვითარებისას ამ სამართლის ცნება რომაელმა
იურისტებმა იმდენად განავრცეს, რომ ის ბუნებით სამართალს დაუახლოვეს. ციცერონი
პირველი იყო, ვინც ბუნებითი სამართალი განსაზღვრა, როგორც ზნეობის მოთხოვნა.
ყველაზე სრულყოფილ დეფინიციას ბუნებითი სამართლისას ულპიანე გვაძლევს. მისი
აზრით, ბუნებითი სამართალი ზოგადად სიცოცხლეზე ვრცელდება, ხოლო ხალხის
სამართალი მოქმედებს მხოლოდ ადამიანებისთვის და მათ შორის აწესრიგებს
ურთიერთობებს.

14) Senatusconsultum

როგორც გაიუსი ამბობს, სენატუსკონსულტი არის ის, რასაც სენატი ბრძანებს და


დაადგენს. მას კანონის ძალა აქვს. თუმცა ჯერ კიდევ ძვ.წ პირველ საუკუნეში
სენატუსკონსულტს ius civile-სთან მიმართებით კანონის ძალა არ გააჩნდა და მხოლოდ
პრეტორული სამართლის ჩამოყალიბებაზე ახდენდა გავლენას. ძვ.წ მეორე საუკუნიდან
მისი როლი იმდენად გაიზარდა, რომ ცივილური სამართლის ტოლფასი გახდა.
ვინაიდან სენატუსკონსულტი ხალხის მონაწილეობის გარეშე მიიღებოდა, რა თქმა
უნდა, ქმედითობის თვალსაზრისით, legem-ს ვერ გაუთანაბრდებოდა, რაც დიდი ხნის
განმავლობაში დავას იწვევდა.

You might also like