You are on page 1of 10

ვარიანტი I

ღია კითხვები: (თითო კითხვა ფასდება ერთი ქულით)

1. ვინ იყო რექსი და რა უფლებებით სარგებლობდა იგი?

რექსი (rex) იყო უზენაესი სამხედრო და პოლიტიკური ბელადი, რომელიც, ხალხის


სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეთა საკრალური წარმომადგენლის ფუნქციასაც
ასრულებდა. აქედან გამომდინარე, რექსი ანუ ბელადი (ductor) იყო, რელიგიურ-
მაგიური რიტუალების ჩატარების უფლებამოსილებით, აღჭურვილი პირი, რომლის
მაგიურ და ზებუნებრივ უნარს მისი პირადი ქარიზმა კიდევ უფრო აძლიერებდა.
რექსის ზებუნებრივი ძალისადმი რწმენა ხალხს მის მორჩილებას და მისი
ხელისუფლების უზენაესობას შთააგონებდა. რომაელებს რექსი მიაჩნდათ ღვთის
ნების აღმსრულებლად, რომლის ნებასაც ხალხს ამცნობდნენ ქურუმები; ისინი
მომავალს ზეციურ მოვლენებზე დაკვირვებით, მსხვერპლად შეწირული ცხოველების
შიგნეულობისა და ფრინველთა ფრენის (auspicium, augurium) მიხედვით
წინასწარმეტყველებდნენ.

2. რა საკითხებს განიხილავდა ცენტურიის კრება რესპუბლიკის პერიოდში?

თავდაპირველად, მაგისტრატების არჩევა და კანონპროექტისათვის ხმის მიცემა


ცენტურიის სახალხო კრების კომპეტენცია იყო. მაგრამ რეფორმების გატარება, და
ქონებრივი ცენზის მიხედვით, მოქალაქეთა სოციალურ ჯგუფებად შედარებით
სამართლიანი დაყოფით, ცენტურიის კრებების უმაღლესი ფუნქციების ნაწილი,
ტრიბის კომიციებისათვის გადაცემა გამოიწვია.

3. ვინ იყო ექსტრაორდინალური მაგისტრი და რა ვადით ხდებოდა მისი არჩევა?

მაგისტრატურის მეორე _ ექსტრაორდინალური სახე დიქტატურის ინსტიტუტი იყო.

საგანგებო ვითარების დროს კონსულები ნიშნავდნენ დიქტატორს, რომლის


უფლებამოსილება მხოლოდ ექვსი თვით გამისაზღვრებოდა. ამ დროის
განმავლობაში ის იყო ერთპიროვნული ხელისუფალი, რომლის კომპეტენციაშის
უზენაესი სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაცია (იმპერიუმ მილიტიაე ეტ
იმპერიუმ დომი) შედიოდა.

4. რა ძირითადი ნიშნები იყო დამახასიათებელი იურიდიული პირებისათვის?


სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილედ _ სუბიექტად _ შეიძლება იყოს არა
მარტო ფიზიკური პირი, ანუ ცალკეული ადამიანი, არამედ ადამიანთა გაერთიანება,
რომელიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთვებოდა როგორც ერთიანი მთელი და
ამ უკანასკნელის შემადგენელი ცალკეული სუბიექტებისაგან, თვისობრივად
განსხვავდებოდა. კერძო პირთა უფლებებით აღჭურვილი, სოციალური ერთეულის
სახით, რომის სამართლის სუბიექტებად გამოდიოდნენ: პროფესიული და
რელიგიური კავშირები (ცოლლეგია, სოდალიცია, სოციეტატეს, ცორპორა),
თვითმმართველობის მქონე ადგილობრივი სამოქალაქო თემები (მუნიციპია,
ცოლონიაე), სახელმწიფო ხაზინა

5. კერძო სამართლის სფეროში როგორ უყურებდნენ იურიდიულ პირებს?

კერძო სამართლის სფეროში, იურიდიული პირები

ისევე აღიქმებოდა, როგორც ფიზიკური პირი;

6. რა რეფორმები გაატარა სერვიუს ტულიუსმა რომში?

სერვიუს ტულიუსის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, მოსახლეობა


ქონებრივი ცენზის მიხედვით ახალ სამხედრო-ადმინისტრაციულ _ ცენტურიებად _
დაყოფას დაექვემდებარა და ახალი სახის სახალხო კრებები _ ცომიტია ცენტურიატა
დაწესდა.

7. რა და რა ადმინისტრაციულ ერთეულებად იყო დაყოფილი რომი (იმპერიის)


დომინატის პერიოდში?

მმართველობის სისტემის რეორგანიზაციის მიზნით, დიოკლეტიანემ ე.წ.


ტეტრარქიის სისტემა შექმნა; მან იმპერია დაყო ორ _ აღმოსავლეთ რომისა და
დასავლეთ რომის _ იმპერიებად, რომლებიც, თავის მხრივ, ოთხ _ აღმოსავლეთი,
ილირია, იტალია და გალია _ პრეფექტურად დაიყო, ეს უკანასკნელნი _
დიოცეზებად, ხოლო დიოცეზები _ პროვინციებად. იმპერიის თითოეულ მართავდა
ნაწილს ავგუსტუსი (Aუგუსტუს), რომელსაც მემკვიდრის შვილად აყვანა შეეძლო.

8. როგორი იყო რომის თავისუფალ მოქალაქეთა უფლებრივი მდგომარეობა?

თავისუფალთა შორის კი მრავალი განსხვავება არსებობს, ვინაიდან ისინი ან


დაბადებით თავისუფალნი არიან, ან _ გააზატებით~. V თავი მთლიანად
გააზატებულთა სტატუსს ეხება: `გააზატებულნი არიან ის პირები, რომლებიც
კანონიერი მონობიდან განთავისუფლდნენ. ხოლო გააზატება კი თავისუფლების
მიცემაა, ვინაიდან ვიდრე ვინმე მონობაშია, იგი (სხვის) ხელსა და ხელისუფლებას
ექვემდებარება, ხოლო გააზატებული (ამ) ხელისუფლებიდან თავისუფლდება.

9. განმარტეთ რას ნიშნავს პრეტორული სამართალი?


Ius praetorium (პრეტორული სამართალი)– მონათმფლობელური სისტემისა და
ეკონომიკის განვითარებით გამოწვეული ცვლილებების მარეგულირებელი კანონები,
რომლის დაცვასაც პრეტორები ახორციელებდნენ.

10. მონის ექსპლუატაციის რა ფორმას წარმოადგენდა პეკული?

პე კული არის მონათმფლობელის ის ქონება, რომელიც სამართავად და სარგებლობის


მოსატანად ჩაბარებული ჰქონდა მონას. პეკული შეიძლება ყოფილიყო მიწის ნაკვეთი,
ფული და სხვ. მონისთვის შეიძლება ჩაებარებინათ საწარმო, ხომალდი და ა.შ. ასეთ
ვითარებაში მონა დებდა გარიგებას, პასუხისმგებლობა კი მონათმფლობელს
ესკისრებოდა. პეკული მონის ექსპლუატაციის გზით მონათმფლობელის
გამდიდრების საშუალება იყო, თუმცა ამ გზით მონასაც უუმჯობესდებოდა პირობები
და ზოგჯერ ახერხებდა კიდეც მონობიდან თავის დაღწევას.

ვარიანტი II

ღია კითხვები: (თითო კითხვა ფასდება ერთი ქულით)

1. როგორ ხდებოდა ადგილობრივი მმართველობის განხორციელება დომინატის


პერიოდში;

ვრცელი იმპერიის ფარგლებში, მმართველობის სისტემის რეორგანიზაციის მიზნით,


დიოკლეტიანემ ე.წ. ტეტრარქიის სისტემა შექმნა; მან იმპერია დაყო ორ _
აღმოსავლეთ რომისა და დასავლეთ რომის _ იმპერიებად, რომლებიც, თავის მხრივ,
ოთხ _ აღმოსავლეთი, ილირია, იტალია და გალია _ პრეფექტურად დაიყო, ეს
უკანასკნელნი _ დიოცეზებად, ხოლო დიოცეზები _ პროვინციებად. იმპერიის
თითოეულ მართავდა ნაწილს ავგუსტუსი (Aუგუსტუს), რომელსაც მემკვიდრის
შვილად აყვანა შეეძლო.

ასეთ მემკვიდრეებს `კეისრები~ ეწოდებოდათ. დიოკლეტიანე


აღმოსავლეთ რომის იმპერიას

განაგებდა, მისი რეზიდენცია ნიკომედიაში მდებარეობდა; დასავლეთ იმპერიას,


რომლის

დედაქალაქიც მილანი იყო, მმართველად მაქსიმიანე დაენიშნა. მაგრამ


ხელისუფლების
მემკვიდრეობითობის პრობლემა ვერც ამ ღონისძიებებმა გადაჭრა. 305 წ., იმპერატორ
დიოკლეტიანეს ტახტიდან ნებაყოფლობით გადადგომის შემდეგ, ბრძოლა
ხელისუფლებისათვის ახალი ძალით გამწვავდა

2. ვინ იყვნენ ექსტრაორდინალური მაგისტრები და რა უფლებებით სარგებლობდნენ


ისინი?

მაგისტრატურის მეორე _ ექსტრაორდინალური სახე დიქტატურის ინსტიტუტი იყო.

საგანგებო ვითარების დროს კონსულები ნიშნავდნენ დიქტატორს, რომლის


უფლებამოსილება მხოლოდ ექვსი თვით გამისაზღვრებოდა.

მაგისტრატურის მეორე _ ექსტრაორდინალური სახე დიქტატურის ინსტიტუტი იყო.

საგანგებო ვითარების დროს კონსულები ნიშნავდნენ დიქტატორს, რომლის


უფლებამოსილება მხოლოდ ექვსი თვით გამისაზღვრებოდა. ამ დროის
განმავლობაში ის იყო ერთპიროვნული ხელისუფალი, რომლის კომპეტენციაშის
უზენაესი სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაცია (იმპერიუმ მილიტიაე ეტ
იმპერიუმ დომი) შედიოდა. დიქტატურის დროს მოქალაქეთა ყველა უფლება
შეჩერებული იყო.

3. რომის სამართლის მიხედვით შეიძლებოდა თუ არა ქმედუნარიანობის შეზღუდვა


და თუ შეიძლებოდა რა შემთხვევაში?

პირის ქმედუნარიანობაზე უშუალო გავლენას ახდენდა დაავადება (ფართო გაგებით,


გადახრა ადამიანის სხეულის ნორმალური განვითარებიდან). განასხვავებდნენ
ეფიზიკურ და სულიერ დაავადებას: ა) ფიზიკურ დაავადებად მიიჩნეოდა სხეულის
არანორმალური მდგომარეობა ან რაიმე ფიზიკური ნაკლი (ვიტიუმ: ყრუ-მუნჯი,
ბრმა, კასტრატი, ან ცალკეულ ორგანოთა დაავადება (მორბუს), უშვილობა
(სპადონეს)). შეზღუდული ქმედუნარიანობის კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ

უგუნურები (სტულტი) და გულუბრყვილოები (სიმპლიცეს).

4. რა ძირითადი ნიშნები იყო დამახასიათებელი იურიდიული პირებისათვის?

რომაელი იურისტები ხედავდნენ, რომ სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი,


ცალკეულ შემთხვევებში, შეიძლებოდა ყოფილიყო არამარტო ფიზიკური პირი,
არამედ ადამიანთა გაერთიანება, კორპორაცია, რომელიც სამართლებრივ
ურთიერთობაში გამოდიოდა როგორც ერთი მთლიანი იურიდიული სხეული. ასეთი
შესაძლოა ყოფილიყო თემი, დამკრძალავთა გაერთიანებები, ხელოსნების
გაერთიანებები და სხვა.
5. როგორ იყო განსაზღვრული რომის სამართლით გააზატებული მონის უფლებები?

თავისუფლად შობილი რომაელი მოქალაქეებისაგან, გააზატებულნი (ლიბერტი,


ლიბერტინი), საჯარო უფლებების მოცულობით განსხვავდებოდნენ. კერძო
სამრთლის მიხედვით, მათი მდგომარეობის თავისებურებას, ყოფილი ბატონის
(პატრონუს) და მისი ოჯახის მიმართ, გარკვეული დამოკიდებულება განაპირობებდა.
საკუთარი პატრონის მიმართ გააზატებულებს (ლიბერტის) პატივისცემა
ჰმართებდათ (ობსექუიუმ), რაც საჯარო საქმეებში, თანადგომით და მომსახურების
გაწევით (ოპერაე ლიბერტორუმ) იგულისხმებოდა.

გააზატებულნი არიან ის პირები, რომლებიც კანონიერი მონობიდან


განთავისუფლდნენ. ხოლო გააზატება კი თავისუფლების მიცემაა, ვინაიდან ვიდრე
ვინმე მონობაშია, იგი [სხვის] ხელსა და ხელისუფლებას ექვემდებარება, ხოლო
გააზატებული [ამ] ხელისუფლებიდან თავისუფლდება.

6. როგორი იყო საზოგადოებრივი იერარქია რექსების პერიოდში?

მთელი რომაელი ხალხი დაყოფილი იყო 300 გვარად ანუ 30 კურიად ანუ 3 ტრიბად.
ერთ კურიაში 10 გვარი შედიოდა, ხოლო ერთ ტრიბაში 100 გვარი, ანუ 10 კურია.
ყოველივე ეს ანუ 300 გვარი ანუ 30 კურია ანუ 3 ტრიბა წარმოადგენდა მთელ რომაელ
ხალხს ანუ პოპულუსს.

7. როგორი იყო არარომაელთა (თავისუფალ მოქალაქეთა) უფლებრივი მდგომარეობა


რომში (ლათინები და პერეგრინები)?

ლათინებს, რომლებიც ლაციუმში ცხოვრობდნენ ჰქონდათ კომერციის


უფლება,აგრეთვე სასამართლოში თავიანთი სახელით გამოსვლის უფლება.ასევე
ჰქონდათ უფლება რომაელ მოქალაქეებთან ქორწინების და ზოგჯერ სახალხო
კრებებში ხმასაც აძლევდნენ.მეორე კატეგორიის ლათინები ცხოვრობდნენ რომის
კოლონიებსა და პროვინციებში.მათ მექანიკურად მიენიჭათ რომაელი მოქალაქეების
თანასწორი უფლებები.თუმცა არ ჰქონდათ რომაელ მოქალაქეებზე დაქორწინების
უფლება.მესამე კატეგორიის ლათინები იყვნენ გააზატებული პირები.მათ არ
ჰქონდათ პოლიტიკური უფლებები და გარდაცვალების შემდეგ მათი ქონება
წინანდელ პატრონს გადასდიოდა ხელში.

 პერეგრინებს,ეს იყო რომის სახელმწიფო ტერიტორიაში შემავალპროვინციებში


მცხოვრები ხალხი,რომელთაც არც მოქალაქეობისა და არც ლათინების უფლებები არ
ჰქონდათ.მათთვის შექმნილი იყო ცალკე სამართალი – ius gencium (იუს გენციუმ).ამ
სამართლით რეგულირდებოდა სამოქალაქო–სამართლებრივი ურთიერთობები
პერეგრინებსა და რომაელებს შორის.

8. როგორ იყო დაყოფილი პირთა სტატუსი რომაულ სამართალში?


თავისუფლების სტატუსის მიხედვით განასხვავებდნენ _ თავისუფლებსა და
არათავისუფლებს (მონებს);

მოქალაქეობის სტატუსის მიხედვით _რომაელებსა (რომის მოქალაქეებს) და


არარომაელებს (ქვეშევრდომებს _ ლათინებს, პრეგრინებს);

საოჯახო სტატუსის მიხედვით კი _ ოჯახის სრულუფლებიან უფროსს (პერსონა სუი


იურის) და სხვისი ხელისუფლების ქვეშ (პერსონა ალიენა იურუს) მყოფებს.

9. მონობის დამყარების რა და რა გზები არსებობდა რომში?

მონობის დამყარების გზები

• დაბადებით მონობა _ თუნდაც მამა თავისუფალი

მოქალაქე ყოფილიყო, თუ დედა მონა იყო, შვილი მონად

ითვლებოდა, ხოლო, თუ დედა თავისუფალი მოქალაქე იყო,

მისი შვილი თავისუფალი მოქალაქე ხდებოდა, თუნდაც

მამა მონა ყოფილიყო.

• ტყვედ ჩავარდნა (სამხედრო ტყვეობა)

• მონად გაყიდვა (ძველ ეპოქაში)

• მონად დასჯა _ თუ პირს სიკვდილით დასჯა

შეეცვალა მონობით, ასევე ვალის გადაუხდელობის გამო

10. რა ორგანოს წარმოადგენდა პლებსის ტრიბუნი და რა უფლებებით სარგებლობდა


იგი?

პლე ბსის ტრიბუნი თავდაპირველად მხოლოდ პლებეების ინტერესებს იცავდა.


შემდგომ მათი უფლებამოსილება გახდა მაგისტრატების განკარგულებებზე ვეტოს
დადება. ისინი მონაწილეობდნენ სენატის სხდომებში, იწვევდენ პლებეების კრებებს.
მისი პიროვნება ხელშეუხებელი იყო, მისი ხელყოფისათვის სიკვდილით სჯიდნენ.
პლებსის ტრიბუნს სპეციალურ კრებებზე რამდენიმე კაცის შემადგენლობით
ირჩევდნენ. ამ კრებებზე პატრიციები არ მონაწილეობდნენ.

ვარიანტი III

ღია კითხვები: (თითო კითხვა ფასდება ერთი ქულით)


1. ვის მიერ დამყარდა დომინატი რომში და რა რეფორმები იქნა გატარებული?

დომინატი — მმართველობის ფორმა გვიანდელ რომის იმპერიაში.


სიტყვა დომინატი მომდინარეობს ლათინური dominus-დან რაც ბატონს ნიშნავს.
დომინატის ჩამოყალიბება უკავშირდება იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305).
დომინატი პრინციპატისგან განსხვავებით აბსოლუტურ მონარქიას წარმოადგენდა.
იმპერატორი უკვე აღარ ეყრდნობოდა სენატს და სხვა რესპუბლიკურ ინსტიტუტებს.

2. სამართლებრივ ურთიერთობებში ვინ გამოდიოდა იურიდიული პირის სახელით?

სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილედ _ სუბიექტად _ შეიძლება იყოს არა


მარტო ფიზიკური პირი, ანუ ცალკეული ადამიანი, არამედ ადამიანთა გაერთიანება,
რომელიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთვებოდა როგორც ერთიანი მთელი
უფლებებით აღჭურვილი, სოციალური ერთეულის სახით, რომის სამართლის
სუბიექტებად გამოდიოდნენ: პროფესიული და რელიგიური კავშირები (ცოლლეგია,
სოდალიცია, სოციეტატეს, ცორპორა), თვითმმართველობის მქონე ადგილობრივი
სამოქალაქო თემები (მუნიციპია, ცოლონიაე), სახელმწიფო ხაზინა (ფისცუს).

3. ზიანის მიყენების შემთხვევაში იურიდიული პირი რომელი ქონებიდან


ანაზღაურებდა ამ ზიანს, საკუთარი თუ იურიდიული პირის დამფუძნებელთა
ქონებიდან?

იურიდიული პირები

4. სერვიუს ტულიუსის რეფორმების მიხედვით როგორ დაიყო რომის ტერიტორია?

სამხედრო რეფორმის გატარებისას, ქონებრივი ცენზის მიხედვით, სერვიუს


ტულიუსმა მოქალაქეები 5 ჯგუფად დაჰყო. პირველი, უმაღლესი ჯგუფის
წევრობისათვის სავალდებულო იყო

100 000 სისტერციის (ფულადი ერთეული) ქონა, მეორესათვის _ 75 000, მესამე და


მეოთხისათვის _ შესაბამისად, 50 000 და 25 000, ხოლო ბოლო, მეხუთე ჯგუფს 12 000
სისტერციის

5. რა ორგანოები მოქმედებდნენ პრიციპატის პერიოდში და რა უფლებით


სარგებლობდნენ ისინი?

პრინციპატის პერიოდში იმპერიული ბიუროკრატია ჩამოყალიბდა. პრინცეფსმა


საკუთარი უფლებამოსილებანი, იერარქიულობის მიხედვით, თანამდებობის პირებს
გადასცა, რომლებიც, საქმიანობის საფასურად, გასამრჯელოს იღებდნენა. ყველაზე
დიდი გავლენითა და ძალაუფლებით პრეტორები სარგებლობდნენ: 1. სამხედრო
ფუნქციებით აღჭურვილი პრაეფეცტუს პრაეტორიო იმპერატორის პირად გვარდიას
სარდლობდა; 2. რომში პოლიციასა და სისხლის სამართლის სასამართლოს
პრაეფეცტუს ურბი ხელმძღვანელობდა; 3. ღამის საათებში სიმშვიდის

უზრუნველმყოფ სამსახურს პრაეფეცტუს ვიგილუმ ხელმძღვანელობდა; მასვე


ექვემდებარებოდა

ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური; 4. სურსათით უზრუნველყოფის სამსახურის


უფროსს _

პრაეფეცტუს ანნონაე ბაზრების კონტროლიც ევალებოდა; 5. საფოსტო სამსახურის


უფროსი პრაეფეცტუს ვეჰიცულორუმ იყო.

იმპერატორის პირადი კანცელარიის (სცრინია) ძირითადი ფუნქციები იყო:


იმპერატორის სახელით ოფიციალური მიმოწერა, იმპერატორის ქონების განკარგვა,
საკადრო საკითხების გადაწყვეტა, პრინცეფსის იურისდიქციას დაქვემდებარებულ
სასამართლო დავათა განხილვა.

შესაბამისად, იმპერატორის კანცელარია (სცრინია) ოთხ განყოფილებად იყოფოდა: 1.


აბ ეპისტულის _ პრინცეფსის ოფიციალური კორესპონდენციის განყოფილება; 2. ა
რატიონიბუს _ იმპერატორის ქონების მართვის განყოფილება; 3. ა ცოგნიტიონიბუს _
პრინცეფსის იურისდიქციას დაქვემდებარებული სასამართლო დავების
განმხილველი განყოფილება; 4. ა ლიბელლის _ არზებისა და აჯების განმხილველი
განყოფილება

6. მონობის დამყარების რა და რა გზები არსებობდა რომში?

მონობის დამყარების გზები

• დაბადებით მონობა _ თუნდაც მამა თავისუფალი

მოქალაქე ყოფილიყო, თუ დედა მონა იყო, შვილი მონად

ითვლებოდა, ხოლო, თუ დედა თავისუფალი მოქალაქე იყო,

მისი შვილი თავისუფალი მოქალაქე ხდებოდა, თუნდაც

მამა მონა ყოფილიყო.

• ტყვედ ჩავარდნა (სამხედრო ტყვეობა)

• მონად გაყიდვა (ძველ ეპოქაში)

• მონად დასჯა _ თუ პირს სიკვდილით დასჯა


შეეცვალა მონობით, ასევე ვალის გადაუხდელობის გამო

7. რა ორგანოს წარმოადგენდა პლებსის ტრიბუნი და რა უფლებებით სარგებლობდა


იგი?

პლე ბსის ტრიბუნი თავდაპირველად მხოლოდ პლებეების ინტერესებს იცავდა.


შემდგომ მათი უფლებამოსილება გახდა მაგისტრატების განკარგულებებზე ვეტოს
დადება. ისინი მონაწილეობდნენ სენატის სხდომებში, იწვევდენ პლებეების კრებებს.
მისი პიროვნება ხელშეუხებელი იყო, მისი ხელყოფისათვის სიკვდილით სჯიდნენ.
პლებსის ტრიბუნს სპეციალურ კრებებზე რამდენიმე კაცის შემადგენლობით
ირჩევდნენ. ამ კრებებზე პატრიციები არ მონაწილეობდნენ.

8. ვის მიერ იქნა შედგენილი თორმეტი ტაბულის კანონები და როგორი


სისტეამტიზაციით არის წარმოდგენილი?

ლაბეონი მარკუს ანტისტიუს მიერ

 პირველი ორი ტაბულა მოიცავს სამოქალაქო სამართლის ნორმებს.


 მესამე ეხება ვალებს.
 მეოთხე - ოჯახური ურთიერთობები
 მეხუთე - მემკვიდრეობა
 მეექვსე და მეშვიდე - ქონება
 მერვე - მოქალაქეთა უფლებების დარღვევა
 მეცხრე - კონსტიტუციური პრინციპები
 მეათე - დასაფლავების წესები
 მეთერთმეტე - ქორწინება
 მეთორმეტე - კრიმინალი

9. რა დატვირთვა ჰქონდა რომში ფორუმს?

ამ მოედანზე იყო განთავსებული

კურია – საბჭოს შენობა, რომელშიც სხდომებს მართავდა რომაული სენატი. აქვე იყო

კომიციებიც – სახალხო კრებების ჩატარების ადგილი, სადაც ირჩევდნენ უმაღლეს

თანამდებობის პირებსა და ხალხი ხმას აძლევდა უმნიშვნელოვანეს კანონებს.


ფორუმი იქცა

ტრიბუნის ადგილადაც. სწორედ აქედან მიმართავდნენ პლებს ტრიბუნი პლების


(ხალხის

ტრიბუნი), მომავალში კი – კურულის სავარძელში მსხდომი, კონსულები,


პრეტორები და
კურულის ედილები. ფორუმი იყო საბაზრო და სავაჭრო რიგების მოედანიც, სადაც
ასრულებდა საკუთარ

მოგზაურობას მთელი სამყაროდან _ ბრიტანეთიდან-ინდოეთამდე და ევროპის

ჩრდილოეთიდან-ჩრდილოეთ აფრიკამდე _ წამოსული საქონელი. ამავდროულად,


ფორუმი იყო

ტემპერამენტით აღსავსე, საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი: სწორედ ამ


მოედანზე

ხდებოდა ის მოვლენები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს მსოფლიო


ისტორიის

შემდგომ განვითარებაში. აქვე აღიმართა როსტრები – ორატორთა ტრიბუნა,


რომელსაც

ამშვენებდა, ნადავლის სახით ხელში ჩაგდებული, მტრის ხომალდების ცხვირები


(როსტრა).

ფორუმის ამ ნაწილიდან მიმართავდნენ ხალხს სახელგანთქმული ორატორები

10. რა მიმართულებით ხორციელდებოდა იურისტების მოღვაწეობა რომში?

სამი ძირითადი მიმართულებით

ხორციელდებოდა: ცავერე (ახალი სარჩელებისა და გარიგებების შედგენა), აგერე

(სასამართლოში საქმის წარმოება), რესპონდერე (პასუხების გაცემა

You might also like