You are on page 1of 26

2 ქულიანი ტერმინები

1. განმარტეთ ტერმინი agere (2 ქულა)

- სასამართლოში ამა თუ იმ მხარის ინტერესების დაცვის ფუნქცია.

2. განმარტეთ ტერმინი cavere (2 ქულა)

იურიდიულ მოქმედებათა შესატყვისი ფორმულების ჩამოყალიბება;

3. განმარტეთ ტერმინი colonus ანუ კოლონი (2 ქულა)

მიწაზე მიბმული გლეხობა

4. განმარტეთ ტერმინი condemnatio (2 ქულა)

-მოსამართლისათვის მითითება პასუხისმგებლობის დაწესების ან მისგან


განთავისუფლების თაობაზე

5. განმარტეთ ტერმინი edictum (2 ქულა)

- მაგისტრატების ედიქტები. უმაღლესი სამხედრო და საჯარო ხელისუფლების მქონე


რომაელ მაგისტრატებს, ქცევის წესების დადგენა და გამოცემა ედიქტების სახით
შეეძლოთ. მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ქრ. შობამდე II საუკუნეში lex Aebutia-ს
გამოცემით შეეძინათ.

6. განმარტეთ ტერმინი exceptio (2 ქულა)

- მოპასუხის შესიტყვებათა გადმოცემა, ანუ ახალი ფაქტებისა და ახალი საბუთების


შემოწმების აუცილებლობა, რომელთა აღმოჩენა და დადასტურება საქმეს სხვანაირად
წარმართავდა.

7. განმარტეთ ტერმინი intentio (2 ქულა)

- მოსარჩელის პრეტენზიები;
8. განმარტეთ ტერმინი mandatum (2 ქულა)

- იმპერატორის მიერ მოხელესთვის მიცემული დავალება (ინსტრუქცია)

9.განმარტეთ ტერმინი pecilium (2ქულა)

მებატონის მიერ მონისათვის,ან ოჯახის უფროსის მიერ მის ხელისუფლებაში მყოფი


პირისთვის სამართავად გადაცემული ქონება.

10. განმარტეთ ტერმინი respondere (2 ქულა)

- იურიდიული საკითხების მოქალაქეთათვის, რჩევა, კონსულტაციები, ახსნა-


განმარტებები, იურიდიული ნაშრომების შინაარსის გარკვევა.

11. განმარტეთ ტერმინი senates consultum (2 ქულა)

სენატის გადაწყვეტილება როცა რომის მოსახელობა ისე გამრავლდა


რომ ძნელი გახდა კანონების დასამტკიცებლად მათი ერთად მოწვევა

11. არარომაელ თავისუფალ მოქალაქეთა (ლათინებისა და პერეგრინების) სტატუსი


(5 ქულა)

ლათინებს,რომლებიც ლაციუმში ცხოვრობდნენ ჰქონდათ კომერციის


უფლება,აგრეთვე სასამართლოში თავიანთი სახელით გამოსვლის უფლება. ასევე
ჰქონდათ უფლება რომაელ მოქალაქეებთან ქორწინების და ზოგჯერ სახალხო
კრებებში ხმასაც აძლევდნენ. მეორე კატეგორიის ლათინები ცხოვრობდნენ რომის
კოლონიებსა და პროვინციებში. მათ მექანიკურად მიენიჭათ რომაელი მოქალაქეების
თანასწორი უფლებები. თუმცა არ ჰქონდათ რომაელ მოქალაქეებზე დაქორწინების
უფლება. მესამე კატეგორიის ლათინები იყვნენ გააზატებული პირები. მათ არ
ჰქონდათ პოლიტიკური უფლებები და გარდაცვალების შემდეგ მათი ქონება
წინანდელ პატრონს გადასდიოდა ხელში. პერეგრინებს, ეს იყო რომის სახელმწიფო
ტერიტორიაში შემავალ პროვინციებში მცხოვრები ხალხი, რომელთაც არც
მოქალაქეობისა და არც ლათინების უფლებები არ ჰქონდათ. მათთვის შექმნილი იყო
ცალკე სამართალი – ius gencium (იუს გენციუმ).ამ სამართლით რეგულირდებოდა
სამოქალაქო–სამართლებრივი ურთიერთობები პერეგრინებსა და რომაელებს შორის.

12. . ბუნებითი, ხალხთა დ სამოქალაქო სამართალი იუსტინიანეს


„ინსტიტუციების“ მიხედვით (5 ქულა)

ბუნებითი სამართალი, რომელიც ახასიათებს ყველა ადამიანსა და ცხოველს და იგი


მათ ბუნებამ უბოძა. მას ყველა იცავს და მუდამ მარადიული ძალის მქონე და
უცვლელი რჩება. გროციუსი ბუნებითი, ადამიანის თანდაყოლილი უფლებების
წარმოშობას ბუნებით მდგომაროებას უკავშირებს. ამ მდგომარეობაში მოქმედებს
ბუნებითი სამართალი, რომლის ძალითაც ადამიანები თავისუფლები და
თანასწორები არიან. მისი აზრით, ბუნებითი სამართალი ღვთის ნებისგან
დამოუკიდებლად არსებობს, ე.ი. ისეთი მტკიცე და ურღვევია, რომ მისი შეცვლა
ღმერთსაც არ შეუძლია. ბუნებითი სამართალი განსაზღვრავს „ჯანსაღი გონების
წინაპირობებს“, რაც ნიშნავს იმას, რომ ქცევა, რომელიც ლახავს ადამიანის
თანდაყოლილ მორალურ უფლებებს, მორალურად გაუმართლებელი დანაშაულია.
გროციუსი მიიჩნევდა, რომ სამართლიანია მხოლოდ ის უფლებები, რაც თავისთავად
ეკუთვნის ადამიანს და რომელთა საშუალებითაც იგი გონიერი არსებაა. ამ
უფლებების ძირითადი წყარო, გროციუსის აზრით, სამართლიანობაა. ხალხთა
სამართალი (ius gentium) ეწოდება სამართალს, რომელიც ბუნების გონმა ყველა
ადამიანს შორის დააწესა და ყველა თანაბრად იცავს; საერთოა ხალხთა მოდგმისთვის.
ცივილური სამართალი არის სამართალი, რომელიც თითოეულმა ხალხმა დაადგინა
თავად, საკუთარ სამართლად და არის სახელმწიფოს საკუთარი სამართალი. ეს
სამართალი დაწერილ და დაუწერელ სამართალს მოიცავს. დაწერილია, მაგალითად,
პლებსის გადაწყვეტილებები, სენატის გადაწყვეტილებები, პრინცეპსის
დადგენილებები, მაგისტრატების ედიქტები... დაუწერელი სამართლიდან წარმოიშვა
ის სამართალი, რომელიც ჩვეულებით იქნა დამტკიცებული.

13. მაგისტრატებისათვის დამახასიათებელი ნიშნები (5 ქულა)

ა) არჩევითობა - მათი თანამდებობაზე დასმა არჩევით ხდებოდა; ბ) ვადიანობა -


როგორც წესი, უმეტესობა მათგანს ერთი წლის ვადით ირჩევდნენ; გ) კოლეგიალობა -
თითოეულ თანამდებობაზე (დიქტატორის გარდა) რამდენიმე პირი აირჩეოდა. მათ
შორის იყო უფროს-უმცროსობა, თუმცა თვითნებობა იზღუდებოდა; დ)
უსასყიდლობა - მათ არ ეძლეოდათ გასამრჯელო, შესაბამისად ამ თანამდებობას
ღარიბი ადამიანი ვერ დაიკავებდა; ე) ანგარიშვალდებულება - მათი საქმიანობა
სპეციალური კანონით განისაზღვრებოდა და მათი ანგარიშვალდებულების საკითხი
მაგისტრატების თანამდებობის ვადის ამოწურვის შემდეგ დგებოდა (გამონაკლისი
იყო: დიქტატორი, ცენზორი, პლებსის ტრიბუნი).

14. ქორწინების სახეები და პირობები

რომის სამართალი იცნობდა 2 სახის ქორწინებას : 1.კანონიერი რომაული


ქორწინება,როცა ორივე მხარე რომაელია.
2.რომაელ მოქალაქეთა ქორწინება პერეგრინებზე,რომელთა უფლებები
განისაზღვრებოდა რომის სამოქალაქო სამართლით.
მე_6 საუკუნემდე ანუ იუსტინიანეს პერიოდამდე ,რომის სამართალი იცნობდა
ასევე ქორწინებას,რომლის ძალითაც ქალი მამაკაცის,ქმრის ძალაუფლებას
ექვემდებარებოდა (cum manu) და ქორწინებას,რომლის ძალითაც ქალი არ
შედიოდა ქმრის ძალაუფლებაში და წინანდელ ოჯახში რჩებოდა ანუ
ექვემდებარებოდა მამის ხელისუფლებას (sine manu)
რომაული სამართალი იცნობდა აგრეთვე ფაქტობრივ ქორწინებას
(არაიურიდიული ქორწინება) ,რომელსაც ეწოდებოდა კონკუბინატი.
კონკუბინატი არის ქალის და მამაკაცის ერთად ცხოვრება ხანგრძლივი დროის
მანძილზე,რომელთა ქორწინება იურიდიულად არ შეიძლებოდა
გაფორმებულიყო მხარეთა სოციალური განსხვავების გამო.
ქორწინებისთვის აუცილებელი იყო : 1) საქმროსა და საცოლის თანხმობა.
(ზოგიერთ შემთხვევაში,თუ საცოლე მშობლის ხელისუფლებაში შედიოდა
საჭირო იყო მშობლების თანხმობა).მშობლების უსაფუძვლო უარი
შეიძლებოდა გაუმქებულიყო მაგისტრატის მიერ.
2)საქორწინო ასაკი ქალებისთვის 12 წელი,ვაჟებისთავის 14 წელი.
3)მექორწინენი არ უნდა ყოფილიყვნენ ქორწინებაში.
4)არ უნდა ჰქონოდათ ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები.(ანუ უნდა
ყოფილიყო ე.წ. ius conubi)
5)მექორწინეთა შორის არ უნდა ყოფილიყო ნათესაური კავშირი აღმავალი თუ
დაღმავალი ხაზით,ასევე გვერდითი ხაზით.
6)დაქორწინებისას გარკვეული რიტუალი სრულდებოდა.
15. ჩამოთვალეთ და მოკლედ დაახასიათეთ რომის სამართლის წყაროები

1. ადათი და ადათობრივი სამართალი.-> ადათი რომის სამართლის


უძველესი წყაროა. ისინი რელიგიურ და მორალურ ნორმებთან იყო
შერწყმული. სახელმწიფოების წარმოშობის პარალალეურად გაბატონებული
კლასი მისთვის სასურველ ადათებს სანქციას აძლევდა. შემდეგ წესდებოდა
პასუხისმგებლობა შეუსრულებლობისთვის და შეიქმნა ადათობრივი
სამართალი, რომლის ნორმებსაც უწოდებდნენ წინაპართა ადათებს, ანუ
მორეს მაიორუმ. ეს არ იყო ზუსტად ჩამოყალიბებული დაწერილი
სამართალი და სახელმწიფოს განვითარებისა და გაფართოების შემდეგ მან
ადგილი დაუთმო კანონს.
2. კანონი-> ის რომის სამართლის ძირითადი წყაროა. სათავეს იღებს ჩვ. წ.
აღ.-მდე VI საუკუნიდან. სერვიუს ტულიუსმა 50-მდე კანონი გამოსცა. შემდეგ
მათ სახალხო კრებებიც გამოსცემდნენ. კანონს ეწოდებოდა ლეგეს.
3. მაგისტრატების ედიქტები-> მათ კანონის ძალა ქონდათ. მაგისტრატები
იყვნენ: პრეტორი, ცენზორი, კონსული, ედილი, კვესტორი, პლებსის
ტრიბუნი, დიქტატორი. ედიქტი ერქვა მათ მიერ გამოცემულ საჯარი
განცხადებას,ბრძანებასა და ინსტრუქციას.
4. იურისტების მოღვაწეობა-> მათი პრაქტიკული და მეცნიერული
მემკვიდრეობა.

5. სენატუს=კონსულტუმი->სენატის გადაწყვეტილება. რომაელი ხალხი როცა


ისე გამრავლდა, რომ ძნელი გახდა კანონების დასამტკიცებლად მისი ერთად
მოწვევა, გადაწყვიტეს, სენატთან ეთათბირათ.

6. პლებისციტი-> ეს არის ის, რაც პლებსმა პლებსის მაგისტრატის,


მაგალითად ტრიბუნის წინადადებით დაადგინა. „პლებსი“ აღნიშნავდა
ყველა მოქალაქეს, პატრიციებისა და სენატორების გარდა.

16. Corpus iuris civilis შემადგენლობა

1. ინსტიტუციები; (სამართლის სუბიექტები, სანივთო სამართალი,


ვალდებულებითი, საოჯახო და მემკვიდრეობითი.) - სამართლის
ელემენტარული სახელმძღვანელო,რომელიც იურიდიულ სასწავლებელში
გამოიყენებოდა.
2. დიგესტები (პანდექტები);- რომაელების იურისტთა შრომებიდან
ამოკრებული ფრაგმენტების კრებული.
3. იუსტინიანეს კოდექსი; -იუსტინიანეს ანუ იმპერატორის მიერ
გამოცემული აქრევუს ერთობლიობა
4. ნოველები- ახალი,გადამუშავებული მასალა,ამის მეშვეობით
იუსტინიანემ მოახდინა სამართლის მოდერნიზაცია.

17. დიქტატორის თანამდებობის დახასიათება

დიქტატორის დანიშვნა ხდებოდა ომის შემთხვევაში,კლასობრივი ბრძოლის


გამწვავების დროს და სხვა კრიზისულ სიტუაციებში,როდესაც აუცილებელი
იყო წესრიგის დამყარება.დიქტატორის დასანიშნად სენატი წინადადებას
აძლევდა კონსულს.კონსული ან სამხედრო ტრიბუნი ,რომელსაც კონსულის
ხელისუფლება ჰქონდა ომის მსვლელობისას,სახელმწიფოსთვის უკიდურესი
საფრთხის დროს ნიშნავდა დიქტატორს 6 თვით.ამ ხნის მანძილზე
დოქტატორს ემორჩილებოდა ყველა მაგისტრატი.მისი უფლებამოსილება
იმდენად ფართო იყო,რომ მის მიერ გამოტანილი სიკვდილის დასჯის
განაჩენი-აპელაციას არ ექვემდებარებოდა.დიქტატორი თვითონ ნიშნავდა
მოადგილეებს.ჩვ.წ. მდე 1 საუკუნიდან რომში დიქტატორი ინიშნებოდა უფრო
დიდი ხნით.1 წლით,და შემდგომ უვადოდ.ეს მოასწავებდა რესპუბლიკის
აღსასრულს და დიქტატურაზრ,ანუ იმპერიაზე გადასვლას.

18. ექსტრაორდინარული პროცესი

სიტყვა-სიტყვით ექსტრაორდინალური პროცესი ნიშნავს არაჩვეულებრივ ან


საგანგებო პროცესს.ის განსხვავდება რომის ჩვეულებრივი ანუ ორდინალური
პროცესისგან.ექსტრაორდინალური პროცესი რომში ჩამოყალიბდა იმპერიის
პერიოდში.ეს არის პერიოდი როცა თანდათან მცირდება წარმომადგენლობითი
და არჩევითი ორგანოების როლი,იზღუდება დემოკრატია და მის ადგილს
იკავებს მბრძანებლური მმართველობა.
ექსტრაორდინალური პროცესი უცბად არ ჩამოყალიბებულა.ჯერ კიდევ
კლასიკურ ეპოქაში არსებობდა ნორმალურ სამოქლააქო პროცესის
გვერდით.გაჩნდა შემთხვევები,როცა მოქალაქეთა შორის დავის განხილვა
იწყეს მაგისტრატებმა.ასეთ განსაკუთრებულ წესს საქმეების განხილვისას,როცა
საქმეებს იხილავენ არა მოსამართლეები,ეწოდება საგანგებო ანუ
ექსრაორდინალური პროცესი.
ახ.წ. 3 საუკუნიდან,როცა რომში შეუზღუდავი მონარქია
მკვიდრდებოდა,ასეთმა ექსტრაორდინალურმა პროცესმა მთლიანად
გამოდევნა ფორმულარული პროცესი.იმპერატორის ხელისუფლება აღარ
ენდობოდა არჩეულ მოსამართლეებს და თვითონ დაიწყო ბრძოლა სამართლის
დამრღვევთა წინააღდმეგ,უშუალოდ ან თავისი მოხელეების მეშვეობით.
პრინცეფსი თავისი იმპერიუმების ძალით უფლებას აძლევდა მოხელეებს
განეხილათ საქმეები,ამ უფლებას ეწოდება იუდექს დატუს (IUDEX DATUS)
რომსა და კონსტანტინოპოლში ასეთიი მოხელეები არიან Praefectus urbi
(პრეფექტუს ურბი) ,ქალაქის პოლიციის უფროსები.
ხშირად იმპერატორები ღებულობდნენ საქმეებს თავიანთ წარმოებაში და
უშუალოდ იხილავდნენ.
თითოეულ სასამართლოსთაან იყვნენ საქმეები მომმზადებელი
მოხელეები,ეგრეთ წოდებული ასსესსორეს (assessores) და კონსილარიი.
(consilarii).
თითოეულ სასამართლოსთან ყალიბდებოდა ადვოკატთა
კორპორაციები.ისინი იყვნენ იურიდიული განათლების მქონე პირები,მაგ
პრეფექტუმ პრეტორიე (praefectum pretoriae) 150 ადვოკატისგან შედგებოდა.
დაწესდა სასამართლო გადასახადები,რაც საკანცელარიო და ადვოკატისთვის
გასამრჯელო თანხასთან ერთად ჩაგრულ მოსახლეობას აიძულებდა უარი
ეთქვა სასამართლოზე.

19. ფორმულარული პროცესირომის რესპუბლიკის დასასრულს ადგილი ჰქონდა


სამეურნეო ცხოვრებაში სერიოზულ ცვლილებებს.ლეგისაქციური პროცესის
დროს ცხოვრება მოითხოვდა ,რომ სასამართლო პროცესი უფრო მოქნილი
ფორმით შეცვლილიყო,სწორედ ამიტომ დამკვიდრდდა ახალი ანუ
ფორმულარული პროცესი.
ფორმულარული პროცესის არსი შემდეგში მდგომარეობდა: მოსარჩელესა და
მოპასუხისთვის მოიხსნა რთული ლეგისაქციური ბარიერები.გართულებების
გარეშე შეეძლოთ სარჩელის შეტანა.ამ პროცესის უფრო ღრმად გასარკვევად
განვიხილოთ მისი საფეხურები:
წარმოება- in iure . მოსარჩელე მიმართავდა იურისტებს ,რომელთა
დახმარებითაც ადგენდა სასარჩელო განცხადებას.განცხადებაში აღინიშნებოდა
მოსარჩელის მოტხოვნის საგანი და საფუძველი.შედგენილი სასარჩელო
განცხადების შესახებ ეცნობებოდა მოპასუხეს ,რათა ისიც სათანადოდ
მომზადებულიყო.
სასარჩელო განცხადება შედიოდა მაგისტრატთან და არა სასამართლოში.იგი
იბარებდა მოპასუხეს .მოპასუხის გამოუცხადებლობა იწვევდა ჯარიმას, ხოლო
სასამართლოში გამოუცხადებლობა-მისი ქონების გადაცემას
მოსარჩელისთვის.
მაგისტრატის წინაშე როგროც მოსარჩელე ისე მოპასუხე,ასაბუთებდა თავის
სამართლიანობას.მაგისტრატს ზოგიერთ შემთხვევაში შეეძლო დაეკითხა
რომელიმე მხარე ან ფიცი აეღო მისგან.თუ მოპასუხე სარჩელს ცნობდა
,საქმისწარმოება წყდებოდა.მაგისტრატთან შესაძლებელია დაებარებინათ
მხარეთა მიერ დასახელებული პირები ,ასეთ პირებს ეწოდებოდათ
კოგნიტორები (cognitores), procurators(პროკურატურეს), ისინი არ იყვნენ
მხარეთა წარმოამდგენლები,ასაბუთებდნენ მხარეთა მოთხოვნებს.
მაგისტრატი (ამ შემთხვევაში მის როლში გამოდის პრეტორი) იხილავდა
საბუთებს,უსმენდა მხარეებს კოგნიტორებს და პროკურატორებს ან ცნობდა
სარჩელს ან უარს ამბობდა მოსარჩელის მოთხოვნებზე ,მაგრამ საქმეს ვერ
წყვეტდა,იგი გაამზადებდა წერილობით ჩამოაყალიბებდა თავის მოსაზღებებს,
დანიშნავდა მოსამართლეს და ბრძანებით გადასცემდა საქმეს განსახილველად.
პრეტორის მიერ შედგენილ წერილობით დოკუმენტს მოსამართლის მიმართ
ჰქონდა ბრძანების ძალა.
ფომულარული პროცესისთვის დამახასიათებელია კიდევ ერთი
თავისებურება,საქმისწარმოების პროცესში ხდებოდა სპეციალური
ფორმულების ჩამოყალიბება ,ამას აკეთებდა პრეტორი თავისი
ედიქტით.ფორმულაში შედიოდა როგროც მოსარჩელის ისე მოპასუხის
მოსაზრებები და თუ მათი მოსაზრებები „არ ჩაჯდებოდა“
ფორმულაში,პროცესი არ შედგებოდა.
ფორმულარული პროცესი განასხვავებდა 4 სხვადასხვა ტიპის სარჩელს:
1)actiones in rem (აქციონეს ინ რემ; სანივთო სარჩელები) & actiones in personam
(პირადი,პერსონალური სარჩელები)
2)actiones rei persocutoriae (აქციონეს რეი პერსეკუტორიე; ნივთის ან ფული
უკან დაბრუნება) & actiones poenales (აქციონეს პენალეს; მოპასუხის
დასჯა,ქონებრივი სანქციის შეფარდება)
3)actiones privatae (წარმოადგენდა გარკვეული პირი) & actiones populares (სხვა
პირსაც შეეძლო ვისი უფლებაც არ დარღვეულა და ხალხის საერთო
ინტერესებით ხელმღვანელობდა)
4)actiones civiles (ცივილურ სამართალს ეფუძნებოდა) & actiones praetoriae ანუ
actiones honorarie (პრეტორის მიერ დადგენილ წესებს ეფუძნებოდა)
ყურადღება მივაქციოთ ფორმულარული პროცესის განხორციელების
მექანიზმს in iudicio სასამართლოში.მოსამართლე მიიღებდა რა
საქმეს,მოუსმენდა მხარეებს,მათ დამცველებს,გამოიკვლევდა დამამტკიცებელ
საბუთებს. მოსამართლეს შეეძლო დაეკმაყოფილებინა სარჩელი ანდა უარი
ეთქვა მასზე.მოსამართლის გადაწყვეტილება საბოლოო იყო,იგი გასაჩივრებას
არ ექვემდებარებოდა და თუ მოსარჩელე ხელახლა შეიტანდა იმავე შინაარსის
სარჩელს ,მოპასუხეს შეეძლო მოეთხოვა ,რომ ეს ახალი სარჩელი აღარ
განეხილათ რადგან განხილვა უკვე შედგა.
ფორმულარული პროცესის ძირითადი არსი მაინც იმაში მდგომარეობდა რომ
პრეტორი ადგენდა სარჩელის იურიდიულ შედგენილობას,ხოლო მოსამართლე
გამოიკვლევდა სარჩელში აღნიშნულ მომენტებს,იგი არ გასცდებოდა
სარჩელის ფარგლებს.გამოთქმულია მოსაზრება ,რომ ფორმულარული
პროცესის შემოღებამ დიდად შეუწყო ხელი რომის იურისპრუდენციის
განვითარებას.

20. იმპერატორის კონსტიტუციები

ა) ედიქტები - მთელი მოსახლეობისთვის საერთო სავალდებული


განკარგულებები;
ბ) რესკრიპტები - ცალკეულ საქმეებზე გამოცემული განკარგულებები;
გ) მანდატები - იმპერატორის მიერ მოხელეებისთვის მიცემული
ინსტრუქციები;
დ) დეკრეტები - იმპერატორის გადაწყვეტილებები მასთან შესულ სადავო
საკითხებზე;
21. ლეგისაქციური პროცესი.

ლეგისქციური პროცესი არის მოქალაქეთა შორის დავის გადაწყვეტის უძველესი წესი.

Legis action (ლეგის აქციო)- ნიშნავდა რომაელი მოქალაქის ზუსტად განსაზღვრულ ისეთ
საჯარო განცხადებას,რომელშიც მოცემული სიტყვები კანონის ზუსტი შესაბამისი იყო.

ლეგისაქციური პროცესის ,ანუ მოსამართლისთვის მიმართვის კანონირი გზის სხვადასხვა


სახე არსებობდა:

1.legisactio per sacramentum - იგი ყველაზე უფრო გავრცელებული სახე იყო.გაიუსის


ინსტიტუციების მიხედვით ამ ფორმას იყენებდნენ საკუთრების უფლებაზე დავის
გადასაწყვეტად.მხარეები ცხადდებოდნენ მაგისტრატთა და მიჰქონდათ სადავო ნივთი. თუ
ნივთის მიტანა შეუძლებელი იყო,მაგალითად მიწაზე დავისას,მაშინ სიმბოლურად
მიჰქონდათ ცოტაოდენი მიწა ან ნივთის ნაწილი.მოსარჩელეს ხელში ეკავა ჯოხი,რომელსაც
დაადებდა სადავო ნივთს და წარმოთქვამდა :მე ვამტკიცებ რომ ეს ნივთი მეკუთვნის მე და
როგორც ვთქვი იმის დასადასტურებლად დავადე მას ჩემი ნიშანი. თუ მოპასუხე დუმდა ან
ეთანხმებოდა მოსარჩელეს ,სარჩელი მიჩნეულად ითვლებოდა და საქმეც
მთავრდებოდა.მოსარჩელეს თან მიჰქონდა სადავო ნივთი.მაგრამ თუ მოპასუხე არ
ეთანხმებოდა მოსარჩელეს და აგრძელებდა დავას იგი ამბობდა და აკეთებდა იმავეს რასაც
მოსარჩელე.ამრიგად მოსარჩელის ვინდიკაციაზე მოპასუხე კონტრვინდიკაციით
პასუხობდა . ამი შემდეგ მაგისტრატი თითქოს გააშველებდა მხარეებს,იტყოდა რომ ორივეს
დაეტოვებინა ნივთები.მოსარჩელე და მოპასუხე ჯოხს ადებდნენ ნივთს და აცხადებდნენ
პრეტენზიებს. შემდეგ ორივე მხარე 50 ან 500 აასის ოდენობით თანხას შეიტანდა ,იმის
დასამტკიცებლად,რომ მართალი იყვნენ .ამ თანხას ეწოდებოდა საკრამენტუმი.
(sacramentum). მაგისტრატი არკვევდა და წყვეტდა,თუ რომელ მოდავე მხარეს უნდა
დარჩენოდა ნივთი.მხარე რომელსაც სასამართლომ უარი უთხრა ,კარგავდა შეტანილ
თანხას.თავდაპირველად საკრამენტუმი ქრუმებთან შეჰქონდათ შემდეგ კი ხაზინაში.

2) legis action pen manus iniectionem (ლეგის აქციო პერ მანუს ინიექციონემ)- ამ დროს
საქმე ეხებოდა ვალის გადახდევინების წესებს და პირობებს.ამ სახის მიხედვით თუ
მოვალეს დაეკისრებოდა განსაზღვრული თანხის გადახდა ან თუ იგი მაგისტრატის წინაშე
თავს მოვალედ ცნობდა მაშინ კრედიტორი 30 დღის გავლის შემდეგ მაგისტრატის
დასწრებით აცხადებდა თავის პრეტენზიას ,ხელს ადებდა მოვალეს და წაიყვანდა
თავისთან.მოვალე თვითონ ვერ შეესიტყვებოდა ,მაგრამ მის ნაცვლად გამოსვლა შეეძლო
სხვა რომაელ მოქალაქეს - vindex (ვინდექსს). დავა იწყებოდა მოვალის მაგიერ კაცსა და
კრედიტორს შორის.თუ მაგიერ იკაცი წააგებდა .მას ორმაგი პასუხისმგებლობა
დაეკისრებოდა.მოგვიანებით თვით მოვალესაც შეეძლო თვაის დაცვა სასამართლოში.

3)legis action per iudicus postulationem (ლეგის აქციო პერ იუდიცის პოსტულაციონემ)-
ამ სახის მიხედვით მოსარჩელეს უნდა დანიშვნოდა მოსამართლე მისი მოტხოვნის
მიხედვით.ამას მიმართავდნენ საოჯახო ქონების გაყოფისას ან საერთო ქონების
განაწილებისას.

4)legis action per condictionem (ლეგის აქციო პერ კონდიქციონემ)-მიმართავდნენ იმ


შემთხვევაში .თუ მოსარჩელე მოითხოვდა ნივთების გარკვეულ რაოდენობას ან გარკვეულ
თანხას და მოპასუხე თავს არ ცნობდა ვალდებულად.მოსარჩელე ასეთ შემთხვევაში
გამოაცხადებდა რომ მპასუხე condico (კონდიკო) 30 დღის შემდეგ მისულიყო მოსამართლის
დასანიშნად.

5)legis actio per pignoris capionem ( ლეგის აქციო პერ პიგნორის კაპიონემ)- პროცესის ეს
სახე შეიძლებოდა განხორციელებულიყო მაგისტრატის გარეშე.მას თვით მხარეები
ახორციელებდნენ შემდეგნაირად: კრედიტორი აიღებდა მოვალის ნივთს და ფლობდა მას
როგორც გირაოს,ვიდრე მოვალე არ გადაიხდიდა ფულს ან არ შეასრულებდა
ვალდებულებას. გირაოდ აღებულ ნივთს ეწოდებოდა pignus (პიგნუს).

22. მამის ხელისუფლების წამოშობისა და შეწყვეტის საფუძვლები (5 ქულა)

შეწყვეტის

1) მამის გარდაცვალებით 2) შვილის გარდაცვალებით 3) ოჯახის მამის მიერ


თავისუფლების ან მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში. 4) შვილის მიერ
საპატიო თანამდებობის დაკავებით. (კონსული) 5) ემანსიპაციით(შვილის
თანხმობით), ემანსიპაცია შესაძლო იყო: იმპერატორისრესკრიპტით, ოჯახის
მამის განცხადებით, ხანგრძლივი ფაქტობრივი მდგომარეობით.

წარმოშობის

1) კანონიერ ქორწინებაში შვილის დაბადებით

2) დაკანონებით

3) შვილად აყვანით
23. მეურვეობა და მზრუნველობა

მეურვეობა - არის ცივილური სამართლის მიერ მინიჭებული და დაშვებული


უფლება და ხელისუფლება იმ თავისუფალი პირის დაცვისა, რომელსაც ასაკის
გამო თავის დაცვა არ შეუძლია. მეურვეები არიან ის პირები, რომლებსაც ეს
ძალა და ხელისუფლება გააჩნიათ. სახელწოდება მათ სწორედ საქმიანობიდან
მიიღეს. მათ ეწოდებათ „ტუტორები“ ანუ ზედამხედველები. მშობლებს
ეძლევათ უფლება, რომ არასრულწლოვან ბავშვებს, რომლებიც მათ თავიანთი
ხელისუფლების ქვეშ ჰყავთ,ანდერძით დაუნიშნონ მეურვეები. ეს წესი შეეხება
ვაჟიშვილებსა და ქალიშვილებს.
მაგრამ შვილიშვილებისათვის მშობლებს (ე.ი. პაპას) მეურვეობის ანდერძით
დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუკი შვილიშვილები მათი
გარდაცვალების შემდეგ თავიანთი მამის ხელისუფლების ქვეშ არ ექცევიან.
თუ ხელისუფლებიდან გათავისუფლებულ ვაჟიშვილს მამა ანდერძით
მეურვეს დაუნიშნავს, იგი ყოველ შემთხვევაში პრეზესის გადაწყვეტილებით,
ე.ი. საქმის გამოკვლევის გარეშე უნდა დამტკიცდეს. მეურვედ შეიძლება
დაინიშნოს არა მარტო ოჯახის მამა, არამედ ოჯახის შვილიც. ასევე საკუთარი
მონაც, მისი იმავდროულად გააზატების შემთხვევაში. მეურვის დანიშვნა
შეიძლება გარკვეული დროით, რამე პირობით ან მემკვიდრის დანიშვნამდე.
მაგრამ არ შეიძლება მეურვე დაინიშნოს ნივთზე ან საქმისთვის.
მზრუნველობა - სრულწლოვან მამაკაცებს და სქესობრივად მომწიფებულ
ქალებს,სანამ მათ 25 წელი არ შეუსრულდებათ, მზრუნველი ავენ.მზრუნველი
არ ინიშნება ანდერძით, მაგრამ თუ დაინიშნა მას ან პრეტორი ან პრეზესი
ამტკიცებს დეკრეტით. ამასთანავე, ახალგაზრდებს,მათი სურვილის
საწინააღმდეგოდ, მზრუნველი მხოლოდ სასამართლო დავებისას ენიშნებათ.
ასევე შეშლილები და მფლანგველები, თუნდაც ისინი ასაკით 25 წელზე მეტის
იყვნენ, თორმეტი დაფის კანონების თანახმად, მაინც აგნატების
მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან. გონებასუსტებს, ყრუებს, მუნჯებსა და
ქრონიკული სენით დაავადებულებსაც, იმის გამო, რომ მათ თავიანთი
საქმეების წარმართვა არ შეუძლიათ, ასევე მზრუნველები ენიშნებათ. ზოგჯერ
მზრუნველები ობლებსაც(არასრულწლოვნებს) ენიშნებათ. მაგალითად, თუ
კანონიერი მეურვე ვარგისი არ არის.ვინაიდან, პირი, რომელსაც მეურვე ჰყავს
მეორე მეურვის დანიშვნა არ შეიძლება.
1) 24. მონობის დამყარებისა და შეწყვეტის გზები
მონობის დამყარების გზები:
1. დაბადებით მონობა;
2. სამხედრო ტყვეობა, ან უბრალოდ ტყვედ ჩავარდნა;
3. მონად გაყიდვა;
4. მონად დასჯა.
მონობის შეწყვეტა ხდებოდა გააზატებით, ანუ გათავისუფლებით, რომლის
გარკვეული საფუძვლები არსებობდა:
1. მონათმფლობელი საჯაროდ აცხადებდა მაგისტრატის წინაშე, რომ მონას
ათავისუფლებდა;
2. მოქალაქეთა სიების შედგენისას, რომელიც ყოველ ხუთ წელიწადში
ერთხელ ხდებოდა, მებატონეს ცენზორის საქმის კურსში ჩაყენებით
შეეძლო თავისი მონა თავისუფალ მოქალაქეთა სიაში შეეყვანა;
3. გააზატების საშუალება იყო მონათმფლობელის ანდერძი, რომლის
მიხედვითა მონა მისი სიკვდილის შემდეგ თავისუფლდებოდა.
გააზატება შეიძლებოდა მომხდარიყო სახალხო კრებებზე ან მეგობრების
წინაშე ან წერილით ან სხვა ფორმით ნების გამოვლენით.მონები თავიანთი
ბატონების მიერ შეიძლება ნებისმიერ დროს გათავისუფლდნენ,თეატრში
წასვლისას და აბანოში ყოფნისასაც კი.
ფაქტობრივად, გააზატებული მონის უფლებები მაინც იზღუდებოდა. მას
არ შეეძლო არჩევითი თანამდებობის დაკავება, თავისუფალ მოქალაქესთან
ქორწინება. ასევე გარკვეულ დაქვემდებარებაში რჩებოდა უწინდელ
პატრონთან.
1)

25. ნივთების კლასიფიკაცია.

რომაული სამართლის მიხედვით,ნივთებს ეწოდებოდა Res.ძველ რომში ნივთების


კლასიფიკაციას
ახდენდნენ შემდეგნაირად:
res mancipi - მიწები, ამ მიწებზე დასახლებული მონები,მიწის დასამუშავებლად
განკუთვნილი პირუტყვი,შენობები.
res nec mancipi - საოჯახო ნივთები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, წვრილფეხა
პირუტყვი, ფული და ა.შ. ნივთების ეს უკანასკნელი კატეგორია განიხილებოდა როგორც
pecunia,ანუ ქონება.
ნივთების ამ ორ სახეობად დაყოფა გასხვისების წესში მდგომარეობდა. თუ res mancipi
მოითხოვდა
ქონების გასხვისების განსაკუთრებულ წესს, res nec mancipi შეიძლებოდა უბრალო
გადაცემის გზით
განხორციელებულიყო.
მოძრავი (res mobile) და უძრავი (res immobile) ნივთები.
მოძრავი - გადაადგილება შეიძლება პირვანდელი სახის დაუზიანებლად (მაგ.: ხარი);
უძრავი - გადაადგილება შეუძლებელია პირვანდელი სახის დაუზიანებლად (მაგ.: მიწა).
ნივთები, რომლებიც ამოღებულია სამოქალაქო ბრუნვიდან, მაგალითად საწამლავი (res
extra
commercium) და ნივთები, რომლებიც არ არის ამოღებული სამოქალაქო ბრუნვიდან, ანუ
კომერციიდან (res in
commercium), მაგალითად, ურემი.
სხეულებრივ (res corporals) და უსხეულო (res incorporales) ნივთები.
სხეულებრივია - რისი ფიზიკური შეხებაც შეიძლება ანუ ისეთი ნივთები, რომლებსაც
თავიანთი ბუნებრივი თვისებების გამო შეიძლება შეეხო. მაგალითად, ოქრო,
ტანსაცმელი, ადამიანი (მონა) და ა.შ.
უსხეულოა - ის ნივთები, რომელთა შეხებაც შეუძლებელია. ასეთ ნივთებად მიჩნეულია
უფლებები, მაგალითად მემკვიდრეობა, უზურფრუქტი, სერვიტუტები და ა.შ.
მარტივი,რთული და ერთობლივი ნივთები.
მარტივი - რომლებიც არ შედგებოდა სხვადასხვა შემადგენელი ნაწილისაგან (მაგ.: ქვა);
რთული - შედგებოდა სხვადასხვა ნაწილისაგან (მაგ.: შენობა);
ე რთობლივი - შედგებოდა სხადასხვა ნივთისგან, მაგრამ არა როგორც ერთი ნივთი,
არამედ როგორც ნივთთა ერთობლიობა (მაგ.: ჯოგი)
საერო და საღვთო, რელიგიური, წმინდა ნივთები.
საერო ნივთებად შეგვიძლია მივიჩნიოთ:თეატრები, სტადიონები, ანუ ისეთი ნივთები,
რომლებიც რომის მოქალაქეებს ეკუთვნოდათ.
საღმრთოა (საკრალურია) ის ნივთები, რომლებიც სათანადო რიტუალითა და უმაღლესი
საეკლესიო პირების მეშვეობით ღვთისთვის არის მიძღვნილი, მაგალითად, ტაძრები და
საჩუქრები, რომლებიც სათანადო რიტუალით ღვთისმსახურებისთვის არის მიძღვნილი
და მათი გასხვისება აკრძალულია გარდა იმ შემთხვევისა, როცა ტყვეების გამოსყიდვა
იყო საჭირო.
წმინდა ნივთებიც, მაგალითად ქალაქის გალავანი და კარები გარკვეულწილად
საღმრთო სამართალს მიეკუთვნებიან და ამიტომ არავის ქონებას შეადგენენ. გალავანი
წმინდად
იმიტომ იყო მიჩნეული, რომ ვინც მას დააზიანებდა სიკვდილით სჯიდნენ. ამიტომ
სანქცია (sanction) ეწოდებოდა კანონების იმ ნაწილს, რომელშიც ამ კანონის
დამრღვევთათვის განსაზღვრული იყო სასჯელი.
საერთო, ანუ ყველასთვის კუთვნილი ნივთები, ბუნებითი სამართლით, ასეთ
ნივთებად
შეიძლება ჩაითვალოს: ჰაერი, გამდინარე წყალი, ზღვა და ამის გამო ზღვის ნაპირიც და
არავის კუთვნილი ნივთები, მაგალითად გადაგდებული, ან უპატრონოდ მიტოვებული
ნივთები.

სახელმწიფოს კუთვნილი, მაგალითად, ციხესიმაგრები, საპყრობილეები, გზები და


კორპორაციული ნივთები, რომლებიც ეკუთვნოდა არა ცალკეულ პირს, არამედ პირთა
გაერთიანებას. აქვე უნდა აღინიშნოს კე რძო ნივთებიც, რომლებიც ეკუთვნოდა კერძო
პირს, მაგალითად კონკრეტული პირის საკუთრებაში მყოფი ცხენი

26. პრეტორის სასარჩელო ფორმულის შემადგენელი ნაწილები

პრეტორის მიერ შედგენილ წერილობით დოკუმენტს ,როგორც მოსამართლის


მიმართ ჰქონდა ბრძანების ფორმა,რომელშიც გათვალისწინებული იყო
შემდეგი მონაცემები:
1.iudicio nominatio (იუდიციო ნომინაციო)- მოსამართლის დასახელება
,რომელსაც საქმე უნდა განეხილა.
2.intentio (ინტენციო) - მოსარჩელის პრეტენზიები;
3.adiudicatio (ადიუდიკაციო)- მოსამართლისთვის უფლების
მინიჭება,მიაკუთვნოს მოსარჩელეს საკუთრების უფლება.
4.condemnatio (კონდემნაციო)- მოსამართლისთვის მითითება ,მსჯავრი
დაადოს მოპასუხეს ან გაათავისუფლოს იგი პასუხისმგებლობისგან
(იგულისხმება ქონებრივი პასუხისმგებლობა)
5.praescriptio (პრესკრიპციო)- ანუ მითითება იმ განსაკუთრებულ
გარემოებებზე ,რაც მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს საქმის
დასაწყისშივე.
6.exceptio (ექსცეპციო) - მოპასუხის შესიტყვებათა გადმოცემა,ანუ ახალი
ფაქტებისა თუ ახალი საბუთების შმოწმების აუცილებლობა,რომელთა
აღმოჩენა და დადასტურება საქმეს სხვანაირად წარმართავდა.
27. რომაელ იურისტთა საქმიანობის სახეები

1. cavere - იურიდიულ მოქმედებათა შესატყვისი ფორმულების


ჩამოყალიბება;
2. respondere - იურიდიული საკითხების მოქალაქეთათვის, რჩევა,
კონსულტაციები,
ახსნა-განმარტებები, იურიდიული ნაშრომების შინაარსის გარკვევა.
3. agere - სასამართლოში ამა თუ იმ მხარის ინტერესების დაცვის ფუნქცია.

1) 28. რომის სამართლის გავლენა ძვ.ქართულ სამართალზე (დიდი სჯულის


კანონი, სამართალი ბერძნული)
საქართველოს მჭირდრო კავშირი ქონდა ქრისტიანულ სამყაროსთან. რომის
სამართალს გავლენა ჰქონდა ქართულ სამართალზე.ამის პირდაპირი
დამამტკიცებელი საბუთია "დიდი სჯულის კანონი", რომელიც XI-XII
საუკუნეების მიჯნაზე ბერძნულიდან თარგმნა არსენ იყალთოელმა და ვახტანგ
VI-ის სამართლის წიგნთა კრებულში შესული „სამართალი ბერძნული".
გავლენა იგრძნობოდა ბაგრატ კურაპალატისა და ბექა აღბუღას სამართლის
წიგნებშიც. ვახტანგ მეექვსეს სწავლულ კაცთა საკოდიფიკაციო კომისიას
ბერძნული სამართლის ქართული ვერსია ამოკრებილი უნდა ჰქონდეს
კონსტანტინე არმენოპულოს ექვსწიგნეულიდან,რომელიც რომის სამართლის
რეცეფციის შედეგად მიიღეს.რადგანაც არმენოპულოს სამართალი
საბერძნეთში მოქმედებდა,კომისიამ ბერძნული სამართლის სახელით
გადმოიტანა საქართველოში.ფაქტობრივად კი, იგი რომის სამართალი იყო.

29. რომის სახელმწიფოსა და სამართლის პერიოდიზაცია

რომის სახელმწიფოს ისტორია იყოფა შემდეგ პერიოდებად :


1. რექსების ხანა ( ძვ.წ. 753–510 წწ.);
2. რესპუბლიკის ხანა( ძვ.წ 510–27 წწ.);
3. იმპერიის პერიოდი ( ძვ.წ. 27 – ახ.წ. 476 წწ.).
რომის სამართლის განვითარების ხუთი პერიოდი:
1. არქაული პერიოდი ( ძვ.წ. 753–367 წწ.);
2. წინაკლასიკური პერიოდი (ძვ.წ. 367–27 წწ);
3. კლასიკური პერიოდი (ძვ.წ. 27 – ახ.წ. 284 წწ.);
4. პოსტკლასიკური პერიოდი ( ახ. წ. IV-V სს);
5. იუსტინიანეს პერიოდი ( 527–565 წწ.).

30. რომის საზოგადოებრივი წყობილება რექსების ხანაში

განვიხილოთ რომის საზოგადოებრივი წყობილება რექსების ხანაში.


რექსების ხანაში რომში მოსახლეობის სამი ძირითადი ფენა, სამი
კატეგორია არსებობდა: 1) პატრიციები, ანუ სრულუფლებიანი რომაელი
მოქალაქეები; 2) კლიენტები, ანუ საშუალო ფენა, რომლებიც პატრიციების
ქვეშევრდომნი იყვნენ; 3) პლებეები, ანუ პირადად თავისუფალი ხალხი,
წვრილი მიწათმფლობელები, პლებეებს უერთდებოდა ასევე დაპყრობილ
ტერიტორიებზე დასახლებული ხალხი. „პლებეების“ წარმოშობა
გაურკვეველი და სადავოა. ერთი კი ცხადია, რომ ისინი გვაროვნული
ორგანიზაციის გარეთ იდგნენ და ამიტომ თემის მართვაში არ შეეძლოთ
მონაწილეობის მიღება. პლებეები პირადად თავისუფალი იყვნენ,
სამხედრო სამსახურსაც პატრიციების თანაბრად ეწეოდნენ, იხდიდნენ
გადასახადებს... ჰქონდათ სიმდიდრეც, მაგრამ მოკლებული იყვნენ
პოლიტიკურ უფლებებს, პლებეები ეკონომიკურად დამოკიდებული იყვნენ
პატრიციებზე.
პატრიციებსა და პლებეებს შორის მუდმივი წინააღმდეგობა იყო. ამ
წინააღმდეგობის შესარბილაბლად უამრავი ღონისძიება გატარდა, მაგრამ
ამ ღონისძიებებმა (რეფორმებმა) არათუ შეარბილა პატრიციებსა და
პლებეებს შორის წინააღმდეგობა, არამედ უფრო სრულყოფილი გახადა
გვაროვნული საზოგადოების ორგანიზაცია. ჩამოყალიბდა პოლიტიკური
ორგანიზაცია, ანუ სახელმწიფო. სწორედ კლასობრივი წინააღმდეგობის
შერბილებას ისახავდა მიზნად სერვიუს ტულიუსის რეფორმები,
რომლებიც საბერძნეთში გატარებული სოლონისა და კლისთენის
რეფორმების ანალოგიური იყო და, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ასეთმა
რეფორმებმა არათუ შეარბილა კლასობრივი წინააღმდეგობები, არამედ
ხელი შეუწყო სახელმწიფოს განმტკიცებას.
2) 31. საკუთრების უფლების შინაარსი
რომაელი იურისტების აზრით, მესაკუთრეს ეკუთვნოდა ნივთით სარგებლობის
უფლება - იუს უტენდი, ნივთიდან სასარგებლო თვისებების შემოსავლის მიღების
უფლება - იუს ფრუენდი, განკარგვის უფლება - იუს აბუტენდი. იურისტები სხვა
უფლებამოსილებასაც ასახელებდნენ: ნივთის ფლობის უფლება - იუს პოსიდენტი,
სხვისი ფაქტობრივი მფლობელობიდან გამოთხოვის უფლება - იუს ვინდიცანდი.
კანონი მესაკუთრეს გარკვეულ ჩარჩოებში აყენებდა. მესაკუთრეს შეეძლო, როგორც
უნდოდა, ისე მოპყრობოდა თავის ნივთს, თუმცა ვერ გააკეთებდა იმას, რაც
კანონით იყო აკრძალული. ანუ საკუთრების უფლება კანონის ფარგლებში უნდა
განხორციელებულიყო.
საკუთრების უფლება სანივთო უფლებებს მიეკუთვნება. ერთმანეთისგან
განსხვავდება მფლობელობა და საკუთრების უფლება.
რომის სამართალი განასხვავებდა მფლობელობასა (პოსსესსიონ) და უბრალო
პყრობას, ჭერას (დეტენტიო). მფლობელობა 2 ელემენტს გულისხმობს: ცორპუს
პოსსესსიონის (ფაქტობრივი ფლობა) და ანიმუს პოსსესსიონის (განზრახვა, ნება
მფლობელობისა, ანუ მოექცე ნივთს ისე, როგორც საკუთარს). ამ შემთხვევაში პირი
მფლობელად არ ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ ნივთი შესანახად მიაბარეს,
რადგან ის ნივთს სხვისი სახელით ფლობს. მფლობელობა შეიძლება იყოს
კანონიერი და არაკანონიერი. კანონიერ მფლობელს გააჩნია იუს პოსიდენტი -
ნივთზე მფლობელობის უფლება. ასეთია მესაკუთრე. პირი რომელიც ნივთს
ფლობს, თუმცა მფლობელოის უფლება არ გააჩნია, არაკანონიერი მფლობელია.
არაკანონიერი მფლობელობა შეიძლება იყოს კეთილსინდისიერი და
არაკეთილსინდისიერი. კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელმაც არ იცის და
არც შეიძლება იცოდეს, რომ არ აქვს ნივთზე მფლობელობის უფლება (მაგალითად,
პირმა შეიძინა ნივთი არამესაკუთრისგან და ეს უკანასკნელი თავს მესაკუთრედ
ასაღებდა).
არაკეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც სხვის ნივთს თავის საკუთრებად
ასაღებს (მაგალითად, ქურდი). არაკეთილსინდისიერისგან განსხვავებით,
კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია ნივთზე საკუთრების უფლება
ხანდაზმულობით მოიპოვოს.

1) 32. საკუთრების უფლების შეძენისა და შეწყვეტის საფუძვლები


საკუთრების უფლების შეძენის ხერხებიდან რომაელი იურისტები იცნობდნენ:
1. თავდაპირველ გზას საკუთრების უფლების შეძენისა;
2. ნაწარმოებ გზას საკუთრების უფლების შეძენისა.
საკუთრების უფლების შეძენის თავდაპირველ გზას ისინი განიხილავდნენ ისეთ
გზად,რომლის
დროსაც თავდაპირველი მესაკუთრე არ არსებობდა ან რომაული სამართლით
ასეთი მესაკუთრე
მესაკუთრედ არ ითვლებოდა.საკუთრების უფლების შეძენის თავდაპირველი
ხერხებიდან უნდა აღინიშნოს occupatio ანუ არავის კუთვნილი, უპატრონო ქონების
ხელში ჩაგდება. ასეთი ქონება იმის კუთვნილება ხდებოდა ვინც მას პირველი
დაეპატრონებოდა. ასეთივე გზით შეიძლებოდა ხელში ჩაგდება და მესაკუთრედ
გახდომა გარეულ ცხოველებზე, თევზებზე, მიტოვებულ ნივთზე და სხვა.
აქვე უნდა აღინიშნოს განძის შესახებ. "ინსტიტუციებში" მითითებულია: თუ განძი
პირმა თავის
მიწაში იპოვა ან რელიგიურ ადგილზე, მაშინ ეს განძი მთლიანად მისია. თუ პირმა
განძი სხვის მიწაში იპოვა, ან ცეზარის (იმპერატორს) მიწაში მაშინ ნახევარი
მპოვნელს ეკუთვნის, ნახევარი კი მიწის მესაკუთრეს. თუპირმა განძი საჯარო
მიწაში იპოვა, მაშინ ნახევარი მპოვნელს ეკუთვნის, ნახევარი კი - სახელმწიფოს.
საკუთრების უფლების შეძენა ნაწარმოები გზით ისეთი გზა იყო როდესაც
საკუთრება შეიძინებოდა
ადრე არსებული მესაკუთრისაგან; მაგალითად ნივთის შეძენა
გარიგებით.გარიგებით საკუთრების უფლების შესაძენად საჭირო იყო ნივთის
გადაცემა (traditio) ანუ ახალი მესაკუთრესთვის ნივთის გადაცემა.ასევე არსებობდა
საკუთრების უფლების შეძენის გზა მემკვიდრეობით.
ასევე საკუთრების უფლების შეძენის გზა იყო ხანდაზმულობა -
usucapio.იუსტინიანემ ხანდაზმულობის ვადა უძრავ ქონებაზე განსაზღვრა 10-დან
20 წლამდე სხვა ნივთებზე 3 წელი.გარდა ამისა იუსტინიანემ ჩამოაყალიბა
ხანდაზმულობის კანონიერების აუცილებელი მოთხოვნები:
1. ნივთის (ქონების) მუდმივი ჭერა, ფლობა;
2. ნივთის კეთილსინდისიერი ფლობა
3. უნდა არსებულიყო ნივთის მფლობელობის კანონიერი საფუძველი.
საკუთრების უფლების შეწყვეტა
რომაელი იურისტების აზრით, საკუთრების უფლება წყდებოდა:
1. თუ ნივთი განადგურდებოდა ფიზიკურად;
2. თუ მესაკუთრე უარს განაცხადებდა საკუთრებაზე ( შეეძლო საკუთრება
სხვისთვის გადაეცა ან არ გადაეცა, მაგრამ უარი თქვა ნივთზე; მაგალითად
გადაეგდო ნივთი);
3. თუ მესაკუთრეს ჩამოერთმეოდა საკუთრების უფლება მისი სურვილის
საწინააღმდეგოდ, მაგალითად, კონფისკაციის გამო.

33. საღვთო ნივთების კლასიფიკაცია ინსტიტუციების მიხედვით

საღმრთოა (საკრალურია) ის ნივთები,რომლებიც სათანადო რიტუალითა და


უმაღლესი საეკლესიო პირების მეშვეობით ღვთისთვის არის მიძღვნილი:
მაგალითად, ტაძრები და საჩუქრები, რომლებიც სათანადო რიტუალით
ღვთისმსახურებისთვის არის მიძღვნილი და მათი გასხვისება აკრძალულია,
გარდა იმ შემთხვევისა, როცა ტყვეების გამოსყიდვა იყო საჭირო. ნებისმიერი პირი
გადააქცევს ადგილს რელიგიურად, როგორც კი მკვდარს თავის მიწაში დამარხავს.
საერთო თავისუფალ მიწაში ვერ დამარხავს თანამესაკუთრის თანხმობის გარეშე,
საერთო სასაფლაოზე კი - სხვების თანხმობის გარეშეც შეიძლება. სხვის მიწაში
დამარხვა შეიძლება მიწის პატრონის თანხმობით, თუნდაც ადამიანი უკვე
გარდაცვლილი იყოს. წმინდა (sancta) ნივთებიც, მაგალითად ქალაქის გალავანი
და კარები, გარკვეულწილად, საღმრთო სამართალს მიეკუთვნებიან და ამიტომ
არავის ქონებას შეადგენენ. გალავანი წმინდად იმიტომ იყო მიჩნეული, რომ ვინც
მას დააზიანებდა, სიკვდილით სჯიდნენ. ამიტომ სანქცია („sanctio“) ეწოდებოდა
კანონების იმ ნაწილს, რომელშიც ამ კანონის დამრღვევთათვის განსაზღვრული
იყო სასჯელი. საერთო, ანუ ყველასთვის კუთვნილი ნივთები - ბუნებითი
სამართლით, ასეთ ნივთებად შეიძლება ჩაითვალოს: ჰაერი, გამდინარე წყალი,
ზღვა და ამის გამო ზღვის ნაპირიც. არავის კუთვნილი ნივთები, მაგალითად
გადაგდებული, ან უპატრონოდ მიტოვებული ნივთები.

34. სახალხოკრების სახეები რომში. სენატი.

რესპუბლიკის პერიოდში რომში იყო სამი სახის კრება:


1. კურიის სახალხო კრება;
2. ცე ნტურიის სახალხო კრება;
3. ტრიბას სახალხო კრება.
რესპუბლიკის პერიოდში კურიათა სახალხო კრება კარგავს ადრინდელ გავლენას და
რაიმე
მნიშვნელოვან ფუნქციას აღარ ასრულებს. მათი ძირითადი ფუნქცია იყო არჩეული
თანამდებობის
პირებისათვის ხელისუფლების ფორმალურად მინიჭება, ანუ მათი დამტკიცება.
შემდგომში კურიის
სახალხო კრება შეცვლა 30 ლიქტორთა(საპატიო მცეველები,რომლებიც ახლდნენ
მაგისტრატებს) კრებამ.
ცე ნტურიის კრება ანუ კომიცია ცენტურია პირველად ჩამოყალიბდა სერვიუს ტულიუსის
რეფორმებით და რესპუბლიკის პერიოდში სახალხო კრების ძირითად სახეს
წარმოადგენდა. მის
კომპეტენციაში შედიოდა მნიშვნელოვანი სახელმწიფო საკითხების განხილვა. ასეთი
კრება ირჩევდა ტერიტორიული ოლქების კრებას. არსებობდა ორი სახის ტრიბის კრება:

1. კრება, რომელსაც ესწრებოდნენ პატრიციები და პლებეები ერთად;

2. კრება მხოლოდ პრებეებისათვის.

ტრიბას კრებაზე ირჩევნდნენ თანამდებობის პირებს, მაგალითად:ე დილებს, კვესტორებს,

ცე ნზორებსა და სხვა.ღებულობდნენ და ამტკიცებდნენ პრეტორის მიერ შეტნილ


კანონპროექტებს, მასვე ექვემდებარებოდა ზოგიერთი ქურუმის არჩევა.

რესპუბლიკის პერიოდში სახლხო კრებებს იწვევდნენ მაგისტრატების ინიციატივით.

სე ნატი - რესპუბლიკის პერიოდში ერთადერთი მუდმივმოქმედი კონსტიტუციური


ორგანო გახდა,რომელმაც უჩვეულოდ დიდი ხელისუფლება მოიხვეჭა და პატრიციების,
ხოლო მოგვიანებით ნობილიტეტის დასაყრდენად იქცა.სენატორთა დანიშვნა ხდებოდა
კონსულების მიერ,ხოლო მე - 4 ს-დან კი - ცენზორი ნიშნავდა.ყოველ 5 წელიწადში
სენატორთა სია გადაისინჯებოდა.სენატის სხდომებს მაგისტრატები
ხელმძღვანელობდნენ.

სენატის უფლებამოსილებაში შედიოდა ცენტურიისა და ტრიბის კრებების მიერ


მიღებული კანონების დამტკიცება.მე-4 საუკუნიდან სენატს დაევალა კანონების
წინასწარი განხილვა.სენატს ჰქონდა ვეტოს უფლება.

სენატი გამოსცემდა განკარგულებებს საზოგადებრივი უშიშროების, კეთილმოწყობისა


თუ სხვა საკითხებზე. სენატი ადგენდა ქვეყნის ბიუჯეტს 5 წლით სამხედრო ბიუჯეტს - 1
წლით.სენატი აწესებდა გადასახადებს. სენატი აქტიურად მონაწილეობდა საგარეო
პოლიტიკაში. სენატს შეეძლო დაენიშნა დიქტატორი ან მიენიჭებინა
მაგისტრატებისათვის შეუზღუდავი ძალაუფლება. სენატი განაგებდა რელიგიური
კულტის საკითხებსაც.

35. სერვიტუტები

სერვიტუტი სხვისი ნივთით სარგებლობის უფლების ძირითად სახეს


წარმოადგენდა. იგი ორ
კატეგორიად იყოფოდა:
 ნივთობრივი, ანუ საადგილმამულო სერვიტუტები (servitutes praediales) -
საადგილმამულო
სერვიტუტის ძალით, არამესაკუთრეს უფლება ეძლეოდა ესარგებლა სხვისი
მიწით.მაგალითად,
ევლო ფეხით,თუ ცხენით მეზობლის ნაკვეთზე,ესარგებლა მეზობლის ჭით და
ა.შ.(სასოფლო
სე რვიტუტი).რომის სამართალი იცნობდა ასევე სამოქალაქო
სერვიტუტსაც,რაც გულისხმობდა
ქალაქში მეზობლის მიწითა თუ ნაკვეთით სარგებლობას.მაგალითად,
მეზობელს შეეძლო
ესარგებლა მეზობლის კედლით,გაეყვანა მეზობლის ტერიტორიაზე წვიმის
წყლისათვის არხი და
ა.შ.
 პირადი სერვიტუტის უფლების ძალით კერძო პირის სასარგებლოდ
ხდებოდა სხვისი ნივთიდან
სარგებლობის მიღება.პირადი სერვიტუტის სახე იყო უზურფრუქტი.
 უზურფრუქტი არის სხვისი ნივთით სარგებლობისა და მისგან
შემოსავლის,ნაყოფის მიღების
უფლება ამ ნივთის არსის შეუცვლელად,მის დაუზიანებლად.
სე რვიტუტის უფლება დამოკიდებული იყო ნივთის მესაკუთრის ნება-
სურვილზე. მესაკუთრე
სერვიტუტს გადასცემდა სხვა პირს ან ანდერძით ან კიდევ
ხელშეკრულებით.სერვიტუტი აგრეთვე შეიძლებაწარმოშობილიყო,როგორც
სასამართლო გადაწყვეტილებით,ასევე ხანდაზმულობით.სერვიტუტის
უფლება წყ დებოდა ნივთის მოსპობით,ასევე სერვიტუტის სუბიექტის
სიკვდილითაც,ან მესაკუთრის მიერ სერვიტუტზე უარის თქმით.
36. სერვიუს ტულიუსის რეფორმები

სერვიუს ტულიუსი რომის მეექვსე რექსია. მისი რეფორმები მიზნად


ისახავდა პატირიციებსა და პლებეებს შორის წინააღმდეგობის შერბილებას.
მან მთელი მოსახეობა ქონებრივი ცენზის მიხედვით 6 ჯგუფად დაყო:
პირველ ჯგუფში შედიოდნენ ის მოქალაქეები, რომელთა ქონებაც
შეადგენდა 100,000 ასსი და მას უნდა გამოეყვანა 80 ცენტურია, ანუ ასეული.
მეორე ჯგუფში - 75 ათასი ასსი. 20 ცენტურია.
მესამე ჯგუფში - 50 ათასი ასსი. 20 ცენტურია.
მეოთხე ჯგუფში - 25 ათასი ასსი. 20 ცენტურია.
მეხუთე ჯგუფში - 11 ათასი ასსი. 30 ცენტურია.
მეექვსე ჯგუფში- ირიცხებოდნენ მხედრები, რომლებსაც 18 ცენტურია
უნდა გამოეყვანა.
გარდა ამისა დაარსდა კიდევ 5 ცენტურია: 2 მუსიკოსების, 2 ხელოსნების და
ერთი ცენტურია უნდა გამოეყვანა ყველა იმ ხალხს, რომელთა ქონებაც 11
ათასი ასსაც არ შეადგენდა (პროლეტარების ცენტურია).
შეიქმნა ცენტურიების სახალხო კრება („კომიცია ცენტურია“), რომელიც
სახალხო კრების ძირითადი სახე იყო რესპუბლიკის პერიოდში.

დამკვიდრდა ტერიტორიული დაყოფაც, დაარსდა 4 საქალაქო და 17 სასოფლო ტრიბა და


დაწესდა ტრიბის სახალხო კრება („კომიცია ტრიბიტა“). სერვიუს ტულიუსმა ამ
რეფორმებით ხელი შეუწყო გვაროვნულიდან სახელმწიფოებრივ წყობილებაზე
გადასვლასაც.

37. ვალდებულების შინაარსი

ვალდებულების შინაარსი ნიშნავს: 1) რამე ნივთის გაცემას Dare (დარე ) -


მიცემა,გადაცემა 2) რაიმეს გაკეთებას (როგორც მოქმედება ისე მოქმედებისგან თავის
შეკავება) Facere (ფაცერე) -გაკეთება 3) რაიმე მომსახურების გაწევა, სხვისი
ვალდებულების თავის თავზე აღება. Praestare (პრესტარე) - მომსახურეობის გაწევა,
ვალდებულების აღება.

38. ვალდებულების წარმოშობის სახეები


როამელ იურისტთა უმრავლესობა თვლიდა რომ ვალდებულების წარმოშობის ორი გზა
არსებობს: 1) ვალდებულებები რომლებიც წარმოიშობიან ხელშეკრულებიდან con tractus
(კონტრაქტუს) 2) რომლებიც წარმოიშობიან ზიანის მიყენებიდან ანუ დელიექტიდან
Delictum. რომაელი იურისტი გაიუსი ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს ჰყოფდა
სამ ჯგუფად
1) წარმოიშობიან ხელშეკრულებიდან 2) წარმოიშობიან ზიანის მიყენებიდან ან
უფლებების დარღვევიდან 3) წარმოიშობიან სხვა დანარჩენი მიზეზებიდან.
სხვა ადგილებზე გაიუსი უკვე ოთხ გზას ასახელებს.
1) წარმოიშობიან ხელშეკრულებებიდან 2) წარმოიშობიან თითქოს
ხელშეკრულებებიდან (კვაზი ხელშეკრულება) 3) წარმოიშობიან ზიანის მიყენებიდან 4)
წარმოიშობიან თითქოს ზიანის მიყენებიდან (კვაზი დელიქტი)
რომის სამართალი ვალდებულებების წარმოშობის გზებს ასევე ჰყოფდა
1) ნატურალურ ვალდებულებად რომელიც ისეთ ვალდებულებას გულისხმობდა, როცა
სარჩელი სახეზე არ იყო, მაგრამ მოვალე პასუხისმგებელი იყო ვალდებულების
შესრულებაზე.
2) ცივილურ ვალდებულებად, რომელიც წარმოიშობოდა სარჩელის წარდგენის შემდეგ.

39. ხელშეკრულებების კლასიფიკაცია

1) რეალური ხელშეკრულება - გულისხმობს ნივთის უშუალოდ გადაცემას


2) ლიტერალური ხელშეკრულება - ნამდვილობისთვის მოითხოვს დოკუმენტის
წერილობით შედგენას
3) კონსესუალური ხელშეკრულება - მისი ნამდვილობისთვის საკმარისია მხოლოდ
შეთანხმება, ფორმალობების გარეშე.
4) ვერბალური ხელშეკრულება - იდება სიტყვიერად და არ არის საჭირო წერილობითი
გაფორმება.
არსებობს ასევე ცალმხრივი ხელშეკრულებები როდესაც ვალდებულება მხოლოდ ერთ
მხარეს ეკისრება, ხოლო უფლებები აქვს მეორე მხარეს
და ორმხრივი ხელშეკრულებები - როდესაც მოვალეობებიც და უფლებებიც აქვს ორივე
მხარეს.
ასევე არსებობს სესხის ხელშეკრულება, თხოვების ხელშეკრულება, შენახვის
ხელშეკრულება, გირავნობის ხელშეკრულება.
40. ხელშეკრულების ნამდვილობის პირობები

ხელშკრულების ნამდვილობის პირობები: 1)ორივე მხარის თანხმობა 2)არ უნდა


ყოფილიყო კანონის საწინააღმდეგო 3) არუნდა ყოფილიყო ზნეობის საწინააღმდეგო
4)უნდა ყოფილიყო რეალური 5)შეცდომით, ძალადობით, მუქარით და მოტყუებით
დადებული ხელშეკრულებები არ ჩაითვლებოდა კანონიერად.

41. XII დაფისკანონები.(შედგენის დრო და შედგენილობა)

XII დაფის კანონები (შედგენის დრო და შედგენილობა)

ჩვ. წ. აღ.-მდე V საუკუნეში შეადგინა დეცემვორთა (10 კაციანმა) კომისიამ. რომაელი იურისტი,
პომპენიუსი, გადმოგვცემს, რომ რომიდან საბრძნეთში გაემგზავრა 10 კაციანი კომისია, რათა
სოლონის კანონმდებლობა შეესწავლათ. რომში ორიც დაამატეს. ამ კანონთა ძირითადი წყაროა
ადათი და ადათობრივი სამართალი. დედანი დაკარგულია. მათ კოდექსს ვერ ვუწოდებთ, ის
კრებულია სასამართლო პრაქტიკისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და ძირითადად
სამოქალაქო სამართლის საკითხებს ეხება.

I- სამოქალაქო პროცესის საკითხები;

II- სამოქალაქო პროცესის საკითხები;

III – სამოქალქო პროცესის საკითხები;

IV- საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლის საკითხები;

V – საოჯახო და მემკვიდრეობით სამართლის საკითხები;

VI- სანივთო და ვალდებულებითი სამართლის საკითხები;

VII - სანივთო და ვალდებულებითი სამართლის საკითხები;

VIII- სისხლის სამართლის საკითხები;

IX - სისხლის სამართლის საკითხები;

X - საკრალური სამართლის საკითხები;


XI, XII - დამატებითი მუხლები ხარვეზების შესავსებად.

42. ჩამოთვალეთ სამართლის დანაწერესები

სამართლის დანაწესებია: პატიოსნად ცხოვრება, სხვისსთვის ზიანის არ მიყენება და


თითოეულისათვის თავისის მიზღვა

You might also like