You are on page 1of 11

1) XII დაფის კანონები (8 ქულა)

ჩვ. წ. აღ.-მდე V საუკუნეში,ძვ.წ 450 წლამდეა შედგენილი.იგი შეუდგენია დეციმვირთა ანუ 10


კაციან კომისიას. რომაელი იურისტი, პომპონიუსი, მოგვითხრობს, რომ რომიდან საბერძნეთში ,
კერძოდ ათენში გაემგზავრა 10 კაციანი კომისია, რათა სოლონის კანონმდებლობა შეესწავლათ
და 10 დაფა(ტაბულა) შეადგინეს. რომში ორიც დაამატეს სრულყოფისთვის. ამ კანონთა
ძირითადი წყაროა ადათი და ადათობრივი სამართალი. დედანი დაკარგულია. თუმცა
აღადგინეს ციცერონის,გაიუსის,ულპიანეს,პავლუსისა და სხვათა ნაშრომებში. ზოგს მიაჩნდა
რომ ისინი დაწერილი იყო ხის დაფებზე,ზოგი ცნობით სპილენძის დაფებზე,პომპონიუსის
აზრით-სპილოს ძვლის დაფებზე. მათ კოდექსს ვერ ვუწოდებთ, ის კრებულია სასამართლო
პრაქტიკისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და ძირითადად სამოქალაქო სამართლის
საკითხებს ეხება.
I დაფა-სამოქალაქო პროცესის საკითხები;
II დაფა-სამოქალაქო პროცესის საკითხები;
III დაფა-სამოქალაქო პროცესის საკითხები;
IV დაფა-საოჯახო სამართლის საკითხები
V დაფა- მემკვიდრეობითი სამართლის საკითხები;
VI დაფა-სანივთო სამართლის საკითხები
VII დაფა- ვალდებულებითი სამართლის საკითხები;
VIII-IX დაფები-სისხლის სამართლისა და სასჯელის სახეებს
X დაფა - საკრალური სამართლის საკითხები;
XI, XII დაფები- დამატებითი მუხლები ხარვეზების შესავსებად.

ტიტუს ლივიუსმა თქვა,რომ ეს კანონები არის როგორც საჯარო ისე კერძო სამართლის
წყარო.ციცერონმა მათი შესწავლა დაიწყო,როგორც ,,აუცილებელი საგალობელი“.

2)დანაშაულისა და სასჯელის სახეები რომის სამართალში (8ქულა)


დანაშაულები იყოფოდა 4 კატეგორიად:
1. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული(ჩადენილი) დანაშაული - აღსანიშნავია ღალატი,
შეიარაღებული აჯანყების მოწყობა,მეფის ხელისუფლებისათვის წინააღმდეგობის გაწევა,
ხაზინის გაქურდვა, არჩევნების გაყალბება, ყალბიფულის დამზადება და სხვა.
2. რელიგიის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები - აქ აღსანიშნავია რწმენისა და ეკლესიის
წინააღმდეგ მიმართული ქმედებები,საეკლესიო ქონების მოპარვა,ღვთის გმობა და სხვა.
3. ადათ-წესების,ჩვევებისა და მორალის დასარღვევად მიმართული დანაშაულები - აქ
აღსანიშნავია ღალატი ან სხვის ცოლთან ცხოვრება,გაუთხოვარქალთან დაუქორწინებლად
ცხოვრება, სისხლის აღრევა, მრავალქმრიანობა ან ჰომოსექსუალიზმი.
4. კერძო პირთა წინაამდეგ მიმართული დანაშაულები - აღსანიშნავია მკვლელობა, ცეცხლის
წაკიდება,იძულება,დამონება,სხვისი მონის იძლებით მისაკუთრება, ცრუმოწმეობა,პროცენტის
გადიდებული ოდენობით აღება,ქურდობა.
სასჯელის სახეებიდან გამოირჩეოდა სიკვდილით დასჯა. სიკვდილით ისჯებოდნენ
სახელწმიფოოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის ზოგჯერ კი სხვა სახის
დანაშაულებისთვისაც. სიკვდილით დასჯა ხორციელდებოდა სხვადასხვა ხერხით, ერთ-ერთი
მათგანი იყო მახვილით მკვლელობა. რომში მშობლების მკვლელ შვილებს აწამებდნენ სანამ
სისხლისგან არ დაიცლებოდნენ შემდეგ ჩააგდებდნენ ტომარაში ძაღლთან, მაიმუნთან,
გველთან და მამალთან ერთად მოუკრავდნენ თავს და ზღვაში გადააგდებდნენ. რომაელი
ქალის შეცდენისთვის როზგით სჯიდნენ. ასევე სიკვდილით დასჯის სხვა მეთოდები იყო
ჩამოხრჩობა, მაღალი კლდიდან უფსკრულში გადაგდება, ჯვარზე გაკვრა, ცეცხლზე დაწვა,
მხეცებისთვის მიგდება და ასე შემდეგ. სასკელის ცალკე სახეს წარმოადგენდა მოკვეთა და
გადასახლება.

3)ვალდებულების ცნება და ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები (8ქულა)


ვალდებულება-ობლიგაციო.იუსტინიანეს ინსტიტუციების თანახმად: ,,ვალდებულება
სამართლებრივი ბორკილებია,რომლებიც ჩვენ გვაიძულებენ შევასრულოთ რაიმე,ჩვენი
სახელმწიფოს კანონებისა მიხედვით“.
1)კრედიტორი-ითხოვს ვალდებულების შესრულებას
2)მოვალე-debitor-რომელმაც უნდა შეასრულოს ვალდებულება
ვალდებულების შინაარსი ნიშნავს:
ა)რაიმე ნივთის გადაცემას
ბ)რაიმეს გაკეთებას
გ) რაიმე მომსახურე-რომაულად ეს მოქმედებები გამოიხატებოდა ტერმინებით:dare-მიცემა,
გადაცემა; facere-გაკეთება; praestar-მომსახურების გაწევა,ვალდებულების აღება.
იურისტთა უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ ვალდებულების წარმოშობის მხოლოდ ორი გზა
არსებობდა: ხელშეკრულებიდან წარმოშობილი (contractus) და ზიანის მიყენებიდან
წარმოშობილი ვალდებულებები, იგივე დელიქტური ვალდებულებები (delictum)
რომაელი იურისტი გაიუსი ვალდებულებებს 3 ჯგუფად ყოფდა:
1) ვალდებულებები, წარმოშობილი ხელშეკრულებიდან
2) ვალდებულებები, წარმოშობილი ზიანის მიყენებიდან
3) ვალდებულებები, წარმოშობილი სხვა დანარჩენი მიზეზებიდან
გაიუსი სხვა ადგილზე უკვე ვალდებულების წარმოშობის ოთხ საფუძველს ასახელებს:
1) ვალდებულებები, წარმოშობილი ხელშეკრულებიდან
2) ვალდებულებები, წარმოშობილი თითქოს ხელშეკრულებიდან (კვაზი-ხელშეკრულებები)
3) ვალდებულებები, წარმოშობილი ზიანის მიყენებიდან
4) ვალდებულებები, წარმოშობილი თითქოს ზიანის მიყენებიდან. (კვაზი-დელიქტი) ასევე რომის
სამართალში გვხვდება ვალდებულებები, რომლებიც წარმოიშობა სარჩელის წარდგენის
შედეგად (ცივილური ვალდებულებები) და ვალდებულებები, რომლებშიც სარჩელი არ იყო
სახეზე, თუმცა მოვალეს მაინც ეკისრებოდა ვალდებულება, მაგალითად მშობლების
პასუხისმგებლობა შვილების ვალებზე (ნატურალური ვალდებულება)

4)იუსტინიანეს კოდიფიკაცია (Corpus Iuris Civilis) და მისი შემადგენელი ნაწილები (8 ქულა)


corpus iuris civilis
"კორპუს იურის ცივილის", ანუ სამოქალაქო კანონმდებლობის კრებული შედგენილია
იმპერატორ იუსტინიანეს დროს მისი უშუალო ზედამხედველობით. იუსტინიანეს კოდიფიკაცია
მიზნად ისახავდა შეეკრიბათ, შეენარჩუნებინათ ძველი რომაული სამართალი, ასევე სისტემაში
მოეყვანათ და შეედგინათ ახალი, მოქმედი სამართლის კოდექსი. კოდიფიკაციის გზით
იუსტინიანე ვარაუდობდა დასავლეთ რომის იმპერიაში მონათმფლობელური წყობილების
შენარჩუნებას, ხოლო აღმოსავლეთ რომის იმპერიაში მონათმფლობელობის განმტკიცებას.
1. ინსტიტუციები; (სამართლის სუბიექტები, სანივთო სამართალი, ვალდებულებითი, საოჯახო
და მემკვიდრეობითი.) - სამართლის ელემენტარული სახელმძღვანელო,რომელიც იურიდიულ
სასწავლებელში გამოიყენებოდა.
2. დიგესტები (პანდექტები);- რომაელების იურისტთა შრომებიდან ამოკრებული ფრაგმენტების
კრებული.
3. იუსტინიანეს კოდექსი; -იუსტინიანეს ანუ იმპერატორის მიერ გამოცემული ქცევის
ერთობლიობა
4. ნოველები- ახალი,გადამუშავებული მასალა,ამის მეშვეობით იუსტინიანემ მოახდინა
სამართლის მოდერნიზაცია.

5)მამის ხელისუფლების დახასიათება (8ქულა)


მამის ხელისუფლება წარმოიშობოდა შვილის დაბადების დღიდან ან შვილად აყვანის
დაკანონებით. მამის ხელისუფლებაში შედიოდა: 1)კანონიერი ქორწინების შედეგად
დაბადებული ყველა ბავშვი
2) კონკუბინის ან უკანონო ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვი, თუ მამა მას თავის
შვილად სცნობდა. 3) ნაყიდ ბავშვზე.
რომაულ ოჯახში შვილზე, იქნებოდა ის ცოლშვილილიანი თუ უცოლშვილო ვრცელდებოდა
მხოლოდ მამის ხელისუფლება. მამის ხელისუფლების ქვეშ მყოფ ვაჟს ჰქონდა კომერციის
უფლება, მაგრამ ყველა სახის შემოსავალი მამის ქონებაში გადადიოდა. მამის
ხელისუფლების ქვეშ მყოფ შვილს თავისი არაფერი არ უნდა ჰქონდეს. ასეთი მდგომარვობა
აფერხებდა საზოგადოების პროგრესს. ყველა ერიდებოდა მამის ხელისუფლების ქვეშ მყოფ
პირთან კომერციულ საქმიანობას. ამიტომაც ეს წესი თანდათან იცვლებოდა შვილების
სასარგებლოდ. მაგრამ ძალზე დიდი დრო დასჭირდა ამას. მხოლოდ იმპერატორ იუსტინიანეს
დროს გათავისუფლდა მამის ხელისუფლების ქვეშ მყოფი შვილი ასეთი მკაცრი რეჟიმისაგან.
იუსტინიანეს ეპოქაში დადგინდა, რომ შვილის მონაგები ეკუთვნის შვილს (ვაჟს ან ქალს).
რომაულ სამართალში მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობანი თანდათან
დემოკრატიულ ცვლილებებს განიცდიდა. მაგალითად, უძველესი რომაული სამართალი ნებას
რთავდა მამას ჰქონოდა განუსაზღვრელი უფლებები შვილზე, თვით ფიზიკურ განადგურებამდეც
კი. მაგრამ შემდგომში ეს წესი შეიცვალა. და დადგინდა, რომ მამას უფლება ჰქონდა დაესაჯა
შვილი ოჯახუი, აეძულებინა იგი პატივი ეცათ მშობლებისათვის. შვილები კი მოვალენი იყვნენ
მშობლების მითითება აესრულებინათ, ან დაქორწინებულიყვნენ მათი ნების გარეშე.
მამის ხელისუფლება წყდებოდა: 1) მამის გარდაცვალებით 2) ბავშვის გარდაცვალებით 3)
შვილის მიერ რაიმე საპატიო წოდების მიღებით 4) მამისთვის მამის ხელისუფლების
ჩამორთმევით 5) ემანსიპაციის გზით
6) )ნივთების კლასიფიკაცია (8 ქულა)
ნივთები-res.
1)მანციპირებადი- მიწები, ამ მიწებზე დასახლებული მონები,მიწის დასამუშავებლად
განკუთვნილი პირუტყვი,შენობები.
არამანციპირებადი-საოჯახო ნივთები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, წვრილფეხა
პირუტყვი, ფული და ა.შ. ნივთების ეს უკანასკნელი კატეგორია განიხილებოდა როგორც
pecunia,ანუ ქონება.
2) მოძრავი - გადაადგილება შეიძლება პირვანდელი სახის დაუზიანებლად (მაგ.: ხარი);
უძრავი - გადაადგილება შეუძლებელია პირვანდელი სახის დაუზიანებლად (მაგ.: მიწა).
3)ნივთები, რომლებიც ამოღებულია სამოქალაქო ბრუნვიდან, მაგალითად საწამლავი (res extra
commercium) და ნივთები, რომლებიც არ არის ამოღებული სამოქალაქო ბრუნვიდან, ანუ
კომერციიდან (res in commercium), მაგალითად, ურემი.
4) მარტივი - რომლებიც არ შედგებოდა სხვადასხვა შემადგენელი ნაწილისაგან (მაგ.: ქვა);
რთული - შედგებოდა სხვადასხვა ნაწილისაგან (მაგ.: შენობა);
ერთობლივი - შედგებოდა სხადასხვა ნივთისგან, მაგრამ არა როგორც ერთი ნივთი,არამედ
როგორც ნივთთა ერთობლიობა (მაგ.: ჯოგი)
5)ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრული-ერთადერთი ნივთები,რომლებსაც ანალოგია არ
აქ აქვთ.
გვაროვნული ნიშნით-ნივთი,რომელიც ექვემდებარება შეცვლას.
6)ძირითადი-ნივთი,რომელიც მთავარ ფუნქციას ასრულებს.
საკუთვნებელი-ძირითადის ნაწილი.
7)გამოყენებადი-ყოველდღიურად გამოყენებადი
გამოუყენებადი-რომელთაც აღარავინ იყენებს.
8) სხეულებრივია - რისი ფიზიკური შეხებაც შეიძლება ანუ ისეთი ნივთები, რომლებსაც
თავიანთი ბუნებრივი თვისებების გამო შეიძლება შეეხო. მაგალითად, ოქრო,
ტანსაცმელი, ადამიანი (მონა) და ა.შ.
უსხეულოა - ის ნივთები, რომელთა შეხებაც შეუძლებელია. ასეთ ნივთებად მიჩნეულია
უფლებები, მაგალითად მემკვიდრეობა, უზუფრუქტი, სერვიტუტები და ა.შ.

9) საერთო, ანუ ყველასთვის კუთვნილი ნივთები, ბუნებითი სამართლით, ასეთ ნივთებად


შეიძლება ჩაითვალოს: ჰაერი, გამდინარე წყალი, ზღვა და ამის გამო ზღვის ნაპირიც და
არავის კუთვნილი ნივთები, მაგალითად გადაგდებული, ან უპატრონოდ მიტოვებული
ნივთები.

10) საღმრთოა (საკრალურია) ის ნივთები, რომლებიც სათანადო რიტუალითა და უმაღლესი


საეკლესიო პირების მეშვეობით ღვთისთვის არის მიძღვნილი, მაგალითად, ტაძრები და
საჩუქრები, რომლებიც სათანადო რიტუალით ღვთისმსახურებისთვის არის მიძღვნილი
და მათი გასხვისება აკრძალულია გარდა იმ შემთხვევისა, როცა ტყვეების გამოსყიდვა იყო
საჭირო.
წმინდა ნივთებიც, მაგალითად ქალაქის გალავანი და კარები გარკვეულწილად საღმრთო
სამართალს მიეკუთვნებიან და ამიტომ არავის ქონებას შეადგენენ. გალავანი წმინდად
იმიტომ იყო მიჩნეული, რომ ვინც მას დააზიანებდა სიკვდილით სჯიდნენ. ამიტომ
სანქცია (sanction) ეწოდებოდა კანონების იმ ნაწილს, რომელშიც ამ კანონის
დამრღვევთათვის განსაზღვრული იყო სასჯელი.

11) სახელმწიფოს კუთვნილი, მაგალითად, ციხესიმაგრები, საპყრობილეები, გზები და


კორპორაციული ნივთები, რომლებიც ეკუთვნოდა არა ცალკეულ პირს, არამედ პირთა
გაერთიანებას. აქვე უნდა აღინიშნოს კერძო ნივთებიც, რომლებიც ეკუთვნოდა კერძო პირს,
მაგალითად კონკრეტული პირის საკუთრებაში მყოფი ცხენი

12) გაუყოფელი-შეუძლებელია მისი დაზიანების და ფუნქციის დაკარგვის გარეშე ან ზოგადად


ფიზიკურად შეუძლებელია მისი გაყოფა.მაგ ჰაერი,წყალი
გაყოფადი-დანაწილებით ცალკეულ დამოუკიდებელ ნივთებს იღებ.მაგ. ავტომანქანა და მისი
ნაწილები.

13)შეუცვლელი-ერთადერთი სამყაროში და მისი ჩანაცვლება შეუძლებელია.მაგ. ბაკინგემის


სასახლე
შეცვლადი-რომლის ანალოგიაც მოიპოვება სამყაროში. მაგ. შაქარი,მარილი.

7)პაქტები (8ქულა)
რომაული სამართლის მიხედვით, შეთანხმებები ანუ პაქტები ვალდებულებებს იმ შემთხვევაში
წარმოშობდა, თუ ისნი ხელშეკრულებად იქცეოდნენ ან თუ მათი შეუსრულებლობისათვის
გათვალისწინებული იყო სარჩელის წარდგენის უფლება. არსებობა ისეთი პაქტებიც,
რომლებიც არ განიხილებოდა ხელშეკრულებლად მაგრამ მაინც დაზღვეული იყო სასარჩელო
დაცვით, ამის მაგალითებია;
1) Pacta adiecta (პაქტა ადიექტა), ანუ ხელშეკრულების შემავსებელი შეთანხმება
2) Pacta praetoria (პაქტა პეტორია), პრეტორულური შეთანხმება ე,ი მათ იცავდა
პრეტორი.
3) Pacta legitima ( პაქტა ლეგიტიმა), კანონიერი, ანუ ლეგიტიმური შეთანხმება, იცავდა
იმპერატორი.
ხელშეკრულების შემავსებელი პაქტები, ისინი ავსებენდნენ ძირითად ხელშეკრულებას და
შეჰქონდათ ცვლილებები მთავარი ხელშეკრულებების იურიდიულ შედეგებში, კერძოდ
დაეკისრებინა მა თუ იმ მხარისთვის რაიმე დამატებითი ვალდებულება. ხელშეკრულების
შემავსებელ პაქტს არ უნდა დაემძიმებინა ხელშეკრულება, პირიქიტ მას უნდა შეემსუბუქებინა
მოვალის მდგომარეობა.
პრეტორული პაქტები, ანუ შეთანხმებები, ისეთი პაქტები იყო, რომელსაც პრეტორის
ედიქტები დაიცავდა. ასეთი პაქტები იყო ა) receptum (რეცეპტუმ), ე.ი თავის თავზე
ვალდებულების შესრულების აღება, მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ რაიმეს გაკეთების
ვალდებულებას კისრულობდა. ბ) receptum nautarum cauponum stabulariourum (რეცეპტუმ
ნავტარუმ, კავპონუმ, სტაბულარიორუმ) - გემის მეპატრონესთან, სასტუმროსა თუ სხვა
ადგილების მეპატრონეებთან შეთანხმება, რომ მათი ქონება დაცული იქნებოდა გამვლელთა
ხელყოფისგან.
ლეგიტიმური პაქტები, ანუ შეთანხმებები - Pacta legitima (პაქტა ლეგიტიმა). იმპერატორი
განკარგულებებით დაცული იყო, ამიტომაც მიიღო შემდგომში ლეგიტიმურის (კანონიერის)
სახელწოდობეა. ლეგიტიმური პაქტები იყო: ა) compromissus (კომპრომისსუს); ბ) pactum dotis
(პაქტუმ დოტის); გ) pactum donationis (პაქტუმ დონაციონის). Compromissum (კომპრომისსუმ) –
მოდეავე მხარეთა საქმე გადეცემოდა სამედიატორო სასამართლოს. კლასიკურ პერიოდში ამ
შეთანხმების ნამდვილობისათვის საჭირო იყო მხარისა და მედიატორთა ფიცი.
Pactum dotis (პაქტუმ დოტის) იყო სიტყვიერი შეთანხმება, - დაპირება მზითვების მიცემის
შესახებ. ეს შეთანხმება ჰქმინდა საფუძველს მზითვების აუიცლებლად გადასაცემად.
Pactum donationis (პაქტუმ დონაციონის) - ჰგავს Pactum dotis ის განსხვავევით, რომ აქ
ადგილი ჰქონდა ზოგადად საჩუქრის გადაცემის დაპირებას, რაც რეალურად უნდა
შესრულებულიყო.

8)საკუთრების უფლების შეძენა და დაკარგვა (8 ქულა)


საკუთრების უფლების შეძენის ხერხებიდან რომაელი იურისტები იცნობდნენ:
1. თავდაპირველ გზას საკუთრების უფლების შეძენისა;
2. ნაწარმოებ გზას საკუთრების უფლების შეძენისა.
საკუთრების უფლების შეძენის თავდაპირველ გზას ისინი განიხილავდნენ ისეთ გზად,რომლის
დროსაც თავდაპირველი მესაკუთრე არ არსებობდა ან რომაული სამართლით ასეთი
მესაკუთრე
მესაკუთრედ არ ითვლებოდა.საკუთრების უფლების შეძენის თავდაპირველი ხერხებიდან უნდა
აღინიშნოს occupatio ანუ არავის კუთვნილი, უპატრონო ქონების ხელში ჩაგდება. ასეთი ქონება
იმის კუთვნილება ხდებოდა ვინც მას პირველი დაეპატრონებოდა. ასეთივე გზით შეიძლებოდა
ხელში ჩაგდება და მესაკუთრედ გახდომა გარეულ ცხოველებზე, თევზებზე, მიტოვებულ ნივთზე
და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს განძის შესახებ. "ინსტიტუციებში" მითითებულია: თუ განძი პირმა
თავის მიწაში იპოვა ან რელიგიურ ადგილზე, მაშინ ეს განძი მთლიანად მისია. თუ პირმა განძი
სხვის მიწაში იპოვა, ან ცეზარის (იმპერატორს) მიწაში მაშინ ნახევარი მპოვნელს ეკუთვნის,
ნახევარი კი მიწის მესაკუთრეს. თუ პირმა განძი საჯარო მიწაში იპოვა, მაშინ ნახევარი მპოვნელს
ეკუთვნის, ნახევარი კი - სახელმწიფოს. საკუთრების უფლების შეძენა ნაწარმოები გზით ისეთი
გზა იყო როდესაც საკუთრება შეიძინებოდა ადრე არსებული მესაკუთრისაგან; მაგალითად
ნივთის შეძენა გარიგებით.გარიგებით საკუთრების უფლების შესაძენად საჭირო იყო ნივთის
გადაცემა (traditio) ანუ ახალი მესაკუთრესთვის ნივთის გადაცემა.ასევე არსებობდა საკუთრების
უფლების შეძენის გზა მემკვიდრეობით. ასევე საკუთრების უფლების შეძენის გზა იყო
ხანდაზმულობა - usucapio.იუსტინიანემ ხანდაზმულობის ვადა უძრავ ქონებაზე განსაზღვრა 10-
დან 20 წლამდე სხვა ნივთებზე 3 წელი.გარდა ამისა იუსტინიანემ ჩამოაყალიბა ხანდაზმულობის
კანონიერების აუცილებელი მოთხოვნები:
1. ნივთის (ქონების) მუდმივი ჭერა, ფლობა;
2. ნივთის კეთილსინდისიერი ფლობა
3. უნდა არსებულიყო ნივთის მფლობელობის კანონიერი საფუძველი.
საკუთრების უფლების შეწყვეტა
რომაელი იურისტების აზრით, საკუთრების უფლება წყდებოდა:
1. თუ ნივთი განადგურდებოდა ფიზიკურად;
2. თუ მესაკუთრე უარს განაცხადებდა საკუთრებაზე ( შეეძლო საკუთრება სხვისთვის გადაეცა ან
არ გადაეცა, მაგრამ უარი თქვა ნივთზე; მაგალითად გადაეგდო ნივთი);
3. თუ მესაკუთრეს ჩამოერთმეოდა საკუთრების უფლება მისი სურვილის საწინააღმდეგოდ,
მაგალითად, კონფისკაციის გამო.
9)სერვიუს ტულიუსის რეფორმები (8 ქულა)
სერვიუს ტულიუსი რომის მეექვსე რექსია. მისი რეფორმები მიზნად ისახავდა პატრიციებსა და
პლებეებს შორის წინააღმდეგობის შერბილებას. მან მთელი მოსახეობა ქონებრივი ცენზის
მიხედვით 6 ჯგუფად დაყო:
პირველ ჯგუფში შედიოდნენ ის მოქალაქეები, რომელთა ქონებაც შეადგენდა 100,000 ასსი და
მას უნდა გამოეყვანა 80 ცენტურია, ანუ ასეული.
მეორე ჯგუფში - 75 ათასი ასსი. 20 ცენტურია.
მესამე ჯგუფში - 50 ათასი ასსი. 20 ცენტურია.
მეოთხე ჯგუფში - 25 ათასი ასსი. 20 ცენტურია.
მეხუთე ჯგუფში - 11 ათასი ასსი. 30 ცენტურია.
მეექვსე ჯგუფში- ირიცხებოდნენ მხედრები, რომლებსაც 18 ცენტურია უნდა გამოეყვანა.
გარდა ამისა დაარსდა კიდევ 5 ცენტურია: 2 მუსიკოსების, 2 ხელოსნების და ერთი ცენტურია
უნდა გამოეყვანა ყველა იმ ხალხს, რომელთა ქონებაც 11 ათასი ასსაც არ შეადგენდა
(პროლეტარების ცენტურია).
შეიქმნა ცენტურიების სახალხო კრება („კომიცია ცენტურია“), რომელიც სახალხო კრების
ძირითადი სახე იყო რესპუბლიკის პერიოდში.
დამკვიდრდა ტერიტორიული დაყოფაც, დაარსდა 4 საქალაქო და 17 სასოფლო ტრიბა და
დაწესდა ტრიბის სახალხო კრება („კომიცია ტრიბიტა“). სერვიუს ტულიუსმა ამ რეფორმებით
ხელი შეუწყო გვაროვნულიდან სახელმწიფოებრივ წყობილებაზე გადასვლასაც.

10)უსახელო ხელშეკრულებების დახასიათება (8ქულა)


უსახელო ხელშეკრულება - contractus innominati (კონტრაქტუს ინნომინატი) იუსტინიანეს მიერ
შედგენილი კრებულის მიხედვით არსებობდა ოთხის სახის უსახელო ხელშეკრულება:
1. Do ut des (დო უტ დეს): მე გადმოგცემ შენ ნივთზე საკუთრების უფლებას იმ პირობით,რომ შენ
გადმომცემ სხვა ნივთზე საკუთრების უფლებას
2. Do ut facias (დუ უი ფაციას): მე გაძლევს შენ(გადმოგცემ) ნივთზე საკუთრების უფლებას იმ
პირობით,რომ შენ შეასრულებ რაიმე მოქმედებას,გასწევ გარკვეულმომსახურებას.
3. Facio ut des (ფაციო უტ დეს): მე ვასრულებ შენს სასარგებლოს გარკვეულ მოქმედებას,რათა
შენ გადმომცე მე საკუთრების უფლება გარკვეულ ნივთზე
4. Facio ut facias (ფაციო უტ ფაციას): მე ვასრულებ შენს სასარგებლოდ რაიმე მოქმედებას იმ
პირობით,რომ შენც შეასრულებ გარკვეულ მოქმედებას ჩემს სასარგებლოდ
უსახელო ხელშეკრულებებიდან უფრო ხშირად გვხვდება გაცვლის ხელშეკრულება -
permutatio
(პე რმუტაციო).ამ ხელშეკრულების ძალით ერთი პირი მეორეს გადასცემდა საკუთრებაში ნივთს
იმ პირობით,რომ ამ ნივთის სანაცვლოდ მიიღებდა სხვა ნივთს.გაცვლის ხელშეკრულება
რეალური ხელშეკრულება იყო,რადგან ნივთი სახეზეა.
უსახელო ხელშეკრულების მეორე სახეა ე.წ. შეფასებითი ხელშეკრულება - contractus
aestimatorius (კონტრაქტუს ესტიმატორიუს).შეფასებითი ხელშეკრულების ძალით ერთი მხარე
გადასცემდა მეორეს ნივთს გასაყიდად გარკვეულ ფასად იმ პირობით,რომ მეორე მხარეს
საქონლის გაყიდვის შემთხვევაში გადაეცა პირველი მხარისათვის ფული იმ
ოდენობით,როგორც იყო შეფასებული ეს ნივთი ან დაებრუნებინა გაუყიდავი ნივთი.
ნივთის უფრო მაღალ ფასში გაყიდვის შემთხვევაში მოგება რჩებოდა გამყიდველს,მასზე
პატრონს არ ჰქონდა პრეტენზიის უფლება.
11)ქმედუნარიანობა რომის სამართალში (8 ქულა)
რომის სამართალში ქმედუნარიანობას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.დიდი მნიშვნელობა
ენიჭებოდა ასაკსა და შერაცხადობის საკითხს.არაქმედუნარიანად ითვლებოდა 7წლამდე ასაკის
პირები-infantes-ინფანტეს.
7-14 წლამდე ასაკის პირებს ყიდვა-გაყიდვისა და ქონების შეძენის უფლება ჰქონდათ.
14-დან 25 წლამდე ასაკის პირები მიჩნეული იყვნენ სრული ქმედუნარიანობის მქონე პირებად.
არაქმედუნარიანად ითვლებოდნენ სულით ავადმყოფები და ჭკუასუსტები.ისინი თავის
უფლებებს ახორციელებდნენ მზრუნველთა მეშვეობით.
შეზღუდულ ქმედუნარიანებად ითვლებოდნენ გამფლანგველები,ანუ სუსტი ნებისყოფის
ადამიანები,რომლებიც თავიანთი ქცევით,ხასიათით ქმნიდნენ გარიგებათა შესრულების ჩაშლის
საშიშროებას.აღსანიშნავია ისიც,რომ ქალები მამაკაცებთან შედარებით შეზღუდულ
ქმედუნარიანობის მქონედ ითვლებოდნენ.
ძველ რომში ქმედუნარიანობის შეზღუდვის კიდევ ერთი პირობა იყო-სუბიექტის აღიარება
უსირცხვილოდ და უპატიოსნოდ. მაგალითად გარიგების დადების მოწმე ფაქტის შესახებ ჩვენების
მიცემის უარყოფის შემთხვევაში უღირს მოწმედ ცხადდებოდა.ვერ იღებდა გარიგების დადებისას
მონაწილეობას და ვერც მოიწვევდა სხვას მოწმედ. კარგავდა ius comerci-ს,ანუ იურიდიულ
მოქმედებათა უფლებას.
ზნედაცემულობით საზოგადოების პატივისცემა დაკარგული პირები სახელგატეხილებად-infamia
ცხადდებოდნენ.საჯარო და კერძო სამართლის სფეროში იყვნენ შეზღუდულნი.

12)ქორწინების წესი და პირობები (8ქულა)


რომაელი იურისტები ქორწინებას განმარტავდნენ როგორც ქალისა და მამაკაცის
თავისუფალ და თანასწორკავშირს სინამდვლეში კი ქალი არასოდეს ყოფილა მამაკაცის
თანასწორი რომში.
რომის სამართალი იცნობდა ორი სახის ქორწინებას:
1. კანონიერი რომაული ქორწინება, როცა ორივე მხარე რომაელია;
2. რომაელ მოქალაქეთა ქორწინება პერეგრინებზე. რომელთა უფლებრივი მდგომარეობა
განისაზღვრებოდა რომის სამოქალაქო სამართლით.
რომის სამართალი იცნობდა კანონიერი ქორწინების სახეებს,რომლის ძალითაც ქალი
მამაკაცის, ქმრის ძალაუფლებას ექვემდებარებოდა (cum manumariti) და ქორწინებას, რომლის
ძალითაც ქალი არ შედიოდა ქმრის ძალაუფლებაში და წინანდელ ოჯახში რჩებოდა, ანუ
ექვემდებარებოდა მამის ხელისუფლებას (sine manu mariti). რომაული სამართალი იცნობდა
ფაქტობრივ ქორწინებას(უკანონო, არაიურიდიული ქორწინება), რომელსაც ეწოდებოდა
კონკუბინატი. ეს იყო ქალისა და მამაკაცის ერთად ცხოვრება ხანგრძლივი დროის მანძილზე,
რომელთა ქორწინება იურიდიულად არ შეიძლებოდა გაფორმებულიყო მხარეთა სოციალური
განსხვავებების გამო.
ქორწინების პირობები:
1. საქმროსა და საცოლის თანხმობა; ზოგჯერ მშობლების თანხმობაც საჭირო გახლდათ;
2. საქორწინო ასაკი. ქალისათვის – 12 წელი; კაცისათვის – 14;
3. მექორწინენი არ უნდა ყოფილიყვნენ ქორწინებაში;
4. არ უნდა ჰქონოდათ ქორწინებისთვის დამაბრკოლებელი გარემოებანი;
5. არ უნდა არსებულიყო მექორწინეთა შორის ნათესაური კავშირი;ანუ აუცილებელი იყო ius
connubii
6. ქორწინებისათვის გარკვეული რიტუალების დაცვა იყო აუცილებელი.
ქორწინების შედეგად ქალი და მისი ბავშვები შედიოდნენ ქმრის დაქვემდებარებაში. ქმრის
ძალაუფლება აანუსაზღვრელი იყო. მას ცოლის მოკვლის უფლებაც ჰქონდა (ღალატის
შემთხვევაში). მას შემდეგ რაც ცოლი შევიდოდა ქმრის ოჯახში, იგი კარგავდა კავშირს მამის
ოჯახთან და ექვემდებარებოდა ქმრის ძალაუფლებას. ქალი მოკლებული იყო პირად
უფლებებს. ცოლის ქონება ქმრის ქონება ხდებოდა, ამიტომ მას არ შეეძლო დამოუკიდებლად
დაედო გარიგება, დამოუკიდებლად გამოსულიყო სასამართლოში. ამ წესს გამონაკლისი იმ
შემთხვევაში ჰქონდა თუ ქალი საკუთარი მამის ძალაუფლებაში რჩებოდა.
ქორწინების შეწყვეტა ხდებოდა შემდეგ შემთხვევებში:
1. ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალებით;
2. ერთ-ერთი მეუღლის დაპატიმრებით;
3. ერთ-ერთი მეუღლისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევით;
4. განქორწინებით.
განქორწინების ინიციატივის უფლება კლასიკურ პერიოდში ჰქონდა როგორც მამაკაცს ისე
ქალს. იმპერატორმა იუსტინიანემ აკრძალა თავისუფალი განქორწინება და დაადგინა რომ
განქორწინების უფლება ჰქონდა მეუღლეს, თუ მისი მეუღლე უღალატებდა, დაემუქრებოდა
სიკვდილით, ან ჩაიდენდა მკვლელობის მცდელობას, ან სხვა სახის დანაშაულს მეუღლის
წინააღმდეგ. განქორწინება დაიშვებოდა ასევე ქორწინებისათვის უვარგისობისა თუ მონაზვნად
აღკვეცის შემთხვევაში.

13)ჩამოთვალეთ და დაახასიათეთ პირების სტატუსი (8 ქულა)


Caput-უფლებაუნარიანობა-სამოქალაქო უფლებების ქონის უნარი. Status-სრული
უფლებამოსილება.
ეს სამი ელემენტი ერთმანეთისაგან განასხვავებდა რომში მცხოვრებ მოქალაქეებს.
1)status libertatis-თავისუფლების სტატუსი
2)status civitatis-მოქალაქეობის სტატუსი
3)status familae- საოჯახო სტატუსი
1) თავისუფლების სტატუსის: მიხედვით არსებობდნენ თავისუფალნი და არათავისუფალნი.
2) მოქალაქეობის სტატუსის: მიხედვით იყვნენ რომაელი მოქალაქეები და არარომაელები,
ანუ ლათინები და პერეგრინები.
3) საოჯახო სტატუსის: მიხედვით დგინდებოდა რომაელი მოქალაქე იყო ოჯახის
სრულუფლებიანი უფროსი, ოჯახის შეუზღუდავი გამგებელი თუ ხელქვეითი.
სრულუფლებაუნარიანობაში მოიაზრებოდა თავისუფალი მდგომარეობა, რომის მოქალაქეობა
და ოჯახში დამოუკიდებელი მდგომარეობა. ამ ყველა კომპონენტით კი ხასიათდებოდა ოჯახის
უფროსი (pater familias).
შესაძლებელი იყო პირის სტატუსის ცვლილებაც. მაგალითად, მონის გააზატება, მოქალაქეს
რომ მოქალაქეობა დაეკარგა თავისუფალს და სხვა. სტატუსში ცვლილებას ეწოდებოდა
კაპიტუსი (capitis deminutio). თავისუფლების სტატუსში ცვლილებას მაქსიმალური ცვლილება
ერქვა (capitis deminutio maxima), მოქალაქეობის სტატუსში ცვლილებას - საშუალო (capitis
deminutio media), საოჯახო სტატუსში ცვლილებას კი მინიმალური ცვლილება (capitis deminutio
minima).

14)ხელშეკრულების ზოგადი დახასიათება (8 ქულა)


რომაულ სამართალში ხელშეკრულებად (contractus) ითვლებოდა ის გარიგება, რომელსაც
მიცემული ჰქონდა გარკვეული სახე, იყო გაფორმებული წერილობით, გადასცემოდა გარიგების
საგანი და ა.შ. ხელშეკრულება მხარეთა შორის ისეთი შეთანხმება-გარიგება იყო,რომლის
შეუსრულებლობა უფლებას იძლეოდა სარჩელის წარსადგენად. ხელშეკრულების ნამდვილობის
პირობები:
1)რომაელი იურისტები მიუთითებდნენ,რომ ყოველი შეთანხმება არ იყო ხელშეკრულბეა.
გარიგება/შეთანხმება რომ გამხდარიყო ხელშეკრულება საჭირო იყო მას მისცემოდა
გარკვეული სახე. ხელშეკრულება ნამდვილი რომ ყოფილიყო, საჭირო იყო მთელი რიგი
მოთხოვნების დაცვა. ძირითადად, მოთხოვნას წარმოადგენდა ხელშეკრულების დამდებ
მხარეთა მორის შეთანხმება. შეთანხმება აუცილებელი იყო თვით ნივთის გადაცემისა და
სიტყვების ანუ სახელშეკრულებო რიტუალის შესრულების დროსაც.

2)ხელშეკრულების ნამდვილობის მეორე მოთხოვნას წარმოადგენდა ის, რომ იგი არ


ეწინააღმდეგებოდა სხვა სამართლის ნორმებს. მაგალითად თუ ხელშეკრულება იდებოდა
ბრუნვიდან ამოღებულ ნივთზვ, ის ნამდვილ ხელშეკრულებად არ ითვლებოდა. ასევე
ხელშეკრულება ზნეობის საწინააღმდეგო არ უნდა ყოფილიყო. ხელშეკრულების
ნამდვილობისათვის აუცილებელი იყო მისი შუსრულების შესაძლებლობა და არა ფანტაზია.
ხელშეკრულება არ მიიჩნეოდა ნამდვილად, თუ იგი დადებული იყო მოტყუებით. შიშის
ქვეშ (დამუქრება, იძულება), ძალადობით, შეცდომით.

1) რეალური ხელშეკრულება - ნივთის უშუალოდ გადაცემა


2) ლიტერარული ხელშეკრულება - მოითხოვდა წერილობით გაფორმებას
ლიტერარული ხელშეკრულების ნაირსახეობებია სინგრაფი (მე-3 პირში დაწერილი
ხელშეკრულება) და ხიროგრაფი (პირველ პირში დაწერილი ხელშეკრულება)
3) კონსესუალური ხელშეკრულება -ისეთი ხელშეკრულებაა, რომელთა ნამდვილობისთვის
საკმარისია მხარეთა შეთანხმება. ასეთი სახის ხელშეკრულებები ხელს უწყობდა აღებ-
მიცემობას რომში. კონსენსუალური ხელშეკრულებებიდან აღსანიშნავია: ყიდვა-გაყიდვის,
ქირავნობის, მინდობილობის, ამხანაგობის ხელშეკრულებები.
4) ვერბალური ხელშეკრულება - სიტყვიერად იდებოდა, თუმცა საჭირო იყო
განსაზღვრული სიტყვების წარმოთქმა. ვერბალური ხელშეკრულების დადების ერთ-ერთი სახეა
სტიპულაცია-ხელშეკრულება იდება სავარაუდო და მომავალი კრედიტორის შეკითხვისა და
მომავალი დებიტორის იმავე სიტყვების პასუხის ფორმით. (პასუხის ფორმირებისას
მეორდებოდა კითხვაში შემავალი სიტყვები) შინაარსის მიხედვით ხელშეკრულება შეიძლება
იყოს :
1) ცალმხრივი (ვალდებულება, უფლებები)
2) ორმხრივი (ორივეს აქვს მოვალეობები და უფლებები)

You might also like