You are on page 1of 1

პირები რომის სამართალში

რომაელი იურისტი ულპიანე ერთმანეთისგან განასხვავებს კერძო სამართალსა - ius


privatum და საჯარო სამართალს - ius publicum. ულპიანეს მიხედვით კერძო სამართალი
ცალკეულ პირთა ინტერესებს, ხოლო საჯარო სამართალი-რომის სახელმწიფოს . რომის
კერძო სამართალი იმ ნორმების ერთობლიობას წარმოადგენს რომელიც კერძო პირთა
ამუ ცალკეულ მოქალაქეთა ინტერესებს იცავს. საჯარო სამართალი იმ ნორმების
ერთობლიობაა, რომელიც იცავდა და არეგულირებდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს
ინტერესებს.საჯარო სამართლის რეგულირების სფერო ძველ რომში საკმაოდ ვიწრო
იყო.მაგ: ახ.წ. VI საუკუნემდე ქურდობა არ ითვლებოდა დანაშაულად და არ შედიოდა
საჯარო სამართლის რეგულირების სფეროში. საჯარო სამართლის რეგულირების
სფეროში შედიოდა რელიგიური წესების დაცვა,ქურუმთა უფლება-მოვალეობები და ა.შ.
რომის კერძო სამართალი კი არეგულირებს ცალკეულ რომაელ მოქალაქეთა უფლებებს .
ულპიანეს მითითებით რომის კერძო სამართალი სამი ნაწილისგან შედგება , რადგან იგი
ეყრდნობა ბუნებით სამართალს,ხალხთა სამართალს და ცივილურ სამართალს . თუმცა ,
რომში კერძო პირთა მოქალაქეთა შორის ურთიერთობებს არეგულირებდა
სამოქალაქო,ანუ ცივილური სამართალი - ius civilis. რომაელი იურისტები რომის
ცივილურ და სამოქალაქო სამართალს ერთმანეთთან არ აიგივებენ .სამოქალაქო
სამართალს ისინი უწოდებდნენ ნამდვილ რომაელ მოქალაქეთა, ანუ კვირიტების
უფლებების აღმნიშვნელ სამართალს და ამ უკანასკნელს უპირისპირებდნენ რომის
იმპერიაში შემავალი სხვა ხალხის უფლებების მომწესრიგებელ სამართალს - ius gentium.
დღეისთვის რომის კერძო და სამოქალაქო სამართალი იდენტურ ცნებებადაა მიჩნეული .

რატომ ვსწავლობთ რომის კერძო სამართალს?

რომაელმა იურისტებმა დაამუშავეს სამოქალაქო სამართლის ყველა ინსტიტუტი და მათ


უზარმაზარი გავლენა იქონიეს მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხის
სამართალგანვითარებაზე. განსაკუთრებით შეეხო ევროპის ქვეყნებს . რადგან რომის
სამართალი იყო კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული სრულყოფილი სამართალი .
რომაელ იურისტთა დებულებები იურიდიულ ენად ჩამოყალიბდა და დღსაც ფართოდ
გამოიყენება პრაქტიკაში. პერეტერსკი ამბობდა:“ რომში ბევრი რამ ახალი შეიქმნა
სამართლის დარგში და ძლიერი გავლენა იქონია სამართლის შმდგომ განვითარებაზე .
სწორედ ამით საბუთდება რომის სამართლის განსაკუთრებით კი რომის კერძო
სამართლის შესწავლის აუცილებლობა.

დღევანდელი იურიდიული პრაქტიკა და იურისპუდენცია იცნობს სამართლის


დაყოფას ორ ჯგუფად:

1. ფიზიკური პირები
2. იურიდიული პირები (საწარმოები,ორგანიზაციები)

ძველი რომაული სამართალი არ იცნობდა პირების ასეთ დაყოფას. რომაული


სამართლისთვის უცხოა „იურიდიული პირის“ სახელწოდება.

You might also like