Professional Documents
Culture Documents
352 360 365
352 360 365
რესტიტუციული ურთიერთობა
ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით ნაკისრი
პირველადი ვალდებულებისაგან და გარდაიქმნებიან რესტიტუციის მოვალედ და
რესტიტუციის კრედიტორად. გასვლის მიზანი არის არა იმ ჰიპოთეზური მდგომარეობის
აღდგენა, რომელიც იარსებებდა ხელშეკრულების დადების გარეშე, არამედ ხელშეკრულების
დადების შემდეგ შესრულებების გაცვლამდე არსებული მდგომარეობის აღდგენაა.
ნატურით რესტიტუცია
გასვლის უფლების გამოყენებისას ხელშეკრულების მხარეებმა მიღებული უნდა დააბრუნონ
ნატურით – ნატურით რესტიტუცია. ნატურით დაბრუნების ვალდებულება არის
ვალდებულებითი ხასიათის მოვალეობა, რომლის შინაარსიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა
მიიღო მხარემ ხელშეკრულებით. ნატურით დაბრუნება გულისხმობს, მაგალითად, ნივთის
ორიგინალი შეფუთვით უკან დაბრუნებას. მხოლოდ ფულადი ვალდებულებისას ანაცვლებს
იმავე ფულის კუპიურების დაბრუნების ვალდებულებას ღირებულების დაბრუნების
ვალდებულება. თუ შესრულება, მისი ხასიათიდან გამომდინარე, არ შეიძლება დაბრუნდეს
ნატურით (შრომითი საქმიანობა, კონცერტის მოწყობა, მოგზაურობა), მაშინ რესტიტუციის
მოვალე ვალდებულია, აანაზღაუროს მისი ღირებულება. ნატურით დაბრუნება მოიცავს ასევე
მიღებული სარგებლის დაბრუნებასაც. სარგებლის ცნება, 154-ე მუხლის მიხედვით, მოიცავს
ნივთისა და უფლების შემოსავალს, ნამატს, ან უპირატესობას. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს
მეორე მხარის ფულადი შესრულებით დაფარული საკუთარი ვალის პროცენტები.
ამგვარად, შესრულების საგნის ობიექტური ღირებულება არის 352 II, III მუხლის მიხედვით
ასანაზღაურებელი ღირებულების ზედა ზღვარი.
352 III მუხლი მყიდველს ხელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც
ნივთში გადახდილი ფასი მის ობიექტურ ღირებულებას ჩამოუვარდება, მაგალითად, ის
ყიდულობს მანქანას, რომლის ღირებულებაც 12 000 ლარია, 10 000 ლარად.. თუ მანქანა
მოგვიანებით ავარიის შედეგად განადგურდება, რესტიტუციის მოვალე ვალდებულია, 352 III
მუხლის მიხედვით, ღირებულების ანაზღაურების სახით აანაზღაუროს მხოლოდ 10 000
ლარი. ეს გადაწყვეტა არ აყენებს გამყიდველს გაუმართლებლად არახელსაყრელ
მდგომარეობაში, რადგან მან უკვე ნასყიდობის დადებისას დააფიქსირა საკუთარი ნება, რომ
მანქანა არ უღირდა 10 000 ლარზე მეტი.
.
ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების გამორიცხვა, 352 IV
ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა 352 II მუხლის შესაბამისად შეიძლება გამორიცხული
იყოს, თუ სახეზეა 352 IV ა)-გ) მუხლის წინაპირობები. ამ შემთხვევაში ის, რაც დარჩა
მიღებული შესრულებიდან, ბრუნდება უსაფუძვლო გამდიდრების წესების შესაბამისად,45
რადგან თვითონ 352-ე მუხლი აღარ ითვალისწინებს ამ მონარჩენი საგნის დაბრუნების
სპეციალურ წესს.
მტკიცების ტვირთი
მუხლი 353. მოვალის ვალდებულება საგნის სათანადო გამოყენების წესების დარღვევის გამო
სარგებლის მიუღებლობისას
2. თუ მოვალე საგანს უკან აბრუნებს, ანაზღაურებს ფულით ან, თუ 352-ე მუხლის მე-4
ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დაუშვებელია ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნა, მაშინ მას უნდა აუნაზღაურდეს აუცილებელი დანახარჯები. სხვა დანახარჯები
უნდა ანაზღაურდეს მხოლოდ მაშინ, თუ კრედიტორმა მათ საფუძველზე სარგებელი მიიღო.
მიუღებელი სარგებელი
353 I მუხლის შესაბამისად, რესტიტუციის მოვალემ კრედიტორს უნდა აუნაზღაუროს იმ
სარგებლის ღირებულება, რომელსაც ის არ იღებს საგნის სათანადო გამოყენების წესების
დარღვევის გამო, მიუხედავად ამის შესაძლებლობისა.
ა. დანახარჯების ცნება
ბ. აუცილებელი დანახარჯები
აუცილებელია დანახარჯები, რომლებიც ემსახურება ნივთის შენარჩუნებას, აღდგენასა და
გაუმჯობესებას.გადამწყვეტია, ნივთის კონკრეტული მდგომარეობისა და სამეურნეო
დანიშნულების გათვალისწინებით, მოვალის მიერ ხარჯების გაწევით კრედიტორი ზოგავს
თუ არა საკუთარ სახსრებს. ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით, აუცილებელ ხარჯებად
ჩაითვლება ნივთის გარემონტების ხარჯები, შენახვის ხარჯები, ავტომანქანის შემთხვევაში –
გარაჟისა და პარკირების ხარჯები, ცხოველების შემთხვევაში – მათი კვების ხარჯები.არა აქვს
მნიშვნელობა, ჰქონდა თუ არა თვითონ კრედიტორს ამ დანახარჯების გაწევის სურვილი.
დანახარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მოვალეს აქვს მაშინ, როდესაც ის თვითონ
შეასრულებს თავის ვალდებულებას 352 I ან 352 II მუხლების შესაბამისად.
ა. არააუცილებელი დანახარჯები
გასვლის ადრესატი
წინაპირობები
შედეგები
სამრთლებრივი შედეგი
ბრალი
დავის აღმოფხვრა
გ. ორმხრივი დათმობა
. სამართლებრივი ბუნება
ნოვაცია
. სამართლებრივი შედეგები
ა. მატერიალურსამართლებრივი შედეგები
V. მორიგების არანამდვილობა
მორიგების საფუძველი
ა. კრედიტორის მიერ
ბ. მოვალის მიერ
ხანდაზმულობა
მტკიცების ტვირთი