You are on page 1of 17

საპრეზენტაციო თემა:ხელშეკრულებიდან გასვლა

პრეზენტატორი:ქეთევან მხეიძე,მარადი ჯანაშია,ირინა ნახიანი


საგნის ლექტორი:დევი ხვედელიანი
ხელშეკრულებიდან გასვლის ცნება
და დახასიათება
 ხელშეკრულებიდან გასვლა ცალმხრივი ნების გამოვლენის
საშუალებით ხორციელდება და მისთვის არ არის აუცილებელი
მეორე მხარის თანხმობა. ცალმხრივი უარის თქმა ხელშეკრულებაზე
შესაძლებელია, თუ ეს დაშვებულია კანონით ან მხარის ასეთი
უფლება გათვალისწინებულა ხელშეკრულებით. ხელშეკრულებაზე
უარის თქმა მხარეთა შეთანხმებითაც არის შესაძლებელი
ხელშეკრულებიდან გასვლის
კანონისმიერი საფუძვლები
 კანონი ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას აძლევს ერთ-ერთ
მხარეს იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე არღვევს განსაზღვრულ
პირობებს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი განამტკიცებს ამ
პირობებსა და გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში
მხარეს შეუძლია გამოიყენოს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება
ესენია:
 ვალდებულების შესრულებაზე დამატებითი ვადების გასვლა
 ინტერესის დაკარგვა ვალდებულების დარჩენილი ნაწილის მიმართ
არსებობს შემთხვევები,როცა
დაუშვებელია ხელშეკრულებაზე უარის
თქმა
ხელშეკრულებაზე უარის
დაუშვებლობა
 ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ:
 ა. ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა;
 ბ. დარღვეულია 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები და, ამის
მიუხედავად, კრედიტორს შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების
ძალაში დატოვება;
 გ. ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან
უმთავრესად თვითონ არის პასუხისმგებელი;
 დ. მოთხოვნას უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც მოვალემ
უკვე წარადგინა ან დაუყოვნებლივ წარადგენს ხელშეკრულებაზე
უარის თქმის შემდეგ
კრედიტორი უფლებამოსილია
შესრულების ვადის დადგომამდეც
თქვას უარი ხელშეკრულებაზე, თუ
აშკარაა, რომ დადგება
ხელშეკრულებაზე უარის თქმის
საფუძვლები
ხელშეკრულებიდან გასვლა

 ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ ხელშეკრულებიდან გასვლა


არ დაუკავშირონ რაიმე კონკრეტულ პირობებს და მისი
განხორციელება თავიანთ ნებაზე დამოკიდებული გახადონ.
როგორც წესი, ეს ხდება მაშინ, როდესაც ხელშეკრულების
განხორციელებისას არ მართლდება ერთ-ერთი მხარის მოლოდინი.
ყველა შემთხვევაში, აუცილებელია, რომ მხარეები წინასწარ
შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გასვლის პირობებზე
გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლა (შემოკლებული ფორმით ხშირად
ცნობილი როგორც ბრექსიტი) — პოლიტიკური მიზანი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს
კავშირში შესვლის დღიდან, გარკვეული ადამიანების და პოლიტიკური პარტიების ინტერესებს
წარმოადგენდა. ევროკავშირის 50-ე მუხლის თანახმად, ევროკავშირიდან გასვლის
უფლება არის ევროკავშირის წევრი თითოეული ქვეყნის უფლება. 1975 წელს რეფერენდუმი
ჩატარდა ქვეყნის ევროპულ ეკონომიკურ თამაეგობრობაში წევრობის შესახებ. ევროპული
თანამეგობრობა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც ევროკავშირი. რეფერენდუმის
შედეგების თანახმად ქვეყანა განაგრძობდა ევროპული თანამეგობრობის წევრობას. 2016
წლის 23 ივნისს, ბრიტანელი ამომრჩევლები ამ კითხვის ქვეშ ისევ დიდი ბრიტანეთის
ევროკავშირის წევრობაზე გამართულ რეფერენდუმში აღმოჩდნენ. რეფერენდუმი
პარლამენტის მიერ იყო ორგანიზებული. მისი შედეგების თანახმად ბრიტანეთს უნდა
დაეტოვებინა ევროკავშირი, თუმცა შედეგები ისევ პარლამენტის მიერ უნდა იქნეს
რატიფიცირებული.
ხელშეკრულებიდან გასვლის
სამართლებრივი შედეგები
 თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით
გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის
ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი
მხარეებს უბრუნდებათ. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში,
კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება
ფულადი ანაზღაურების
ვალდებულება
 არის შემთხვევები, როცე ნატურით დაბრუნება არ არის
შესაძლებელი და მხარეებს ეკისრებათ ფულადი ანაზღაურების
ვალდებულება. მოვალეს ეკისრება ფულადი ანაზღაურება, თუ:
 ა. შეძენილის ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხულია მისი
დაბრუნება;
 ბ. მიღებულ საგანს მხარე გამოიყენებს, გაასხვისებს, უფლებრივად
დატვირთავს, გადაამუშავებს ან გადააკეთებს;
 გ. მიღებული საგანი გაფუჭდა ან დაიღუპა. სათანადო გამოყენებით
გამოწვეული ცვეთა მხედველობაში არ მიიღება
კანონი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ფულადი ანაზღაურების
ვალდებულება არ წარმოიშობა. ფულადი ანაზღაურების ვალდებულება არ
წარმოიშობა, თუ:
ა. საგნის ის ნაკლი, რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას იძლევა,
ამ საგნის გადამუშავების ან გარდაქმნის დროს აღმოჩნდა;
ბ. საგნის გაფუჭება ან დაღუპვა კრედიტორის ბრალით მოხდა;
გ. საგანი გაფუჭდა ან დაიღუპა უფლებამოსილ პირთან, მიუხედავად იმისა, რომ
იგი ისეთივე მზრუნველობით ექცეოდა მას, როგორც საკუთარ ნივთს, ხოლო ის,
რაც დარჩა, უკან უნდა დაბრუნდეს
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like