You are on page 1of 2

ალტე უნივერსიტეტი

სამართლის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი:


ქეთევან მხეიძე
საგანი:ადამიანის ძირითადი უფლებები და
თავისუფლებები
საგნის ლექტორი:ნანა მჭედლიძე
29:12:2022
კაზუსი
კოკი ორმონია საფრანგეთის წინააღმდეგ

კოკი ორმონია მერიაში მუშაობს. ის განსახლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა.


2008 წლის 19 დეკემბერს, მერიის გაფართოებულ თათბირზე, რომელსაც პრესის და
პროფკავშირების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, განხილული იქნა კ.კ.-ის
კანდიდატურა, მერიის სისტემაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე დასაწინაურებლად.
კოკი ორმონიამ თათბირის დროს განაცხადა, რომ კ.კ.-მ უფლებამოსილება ბოროტად
გამოიყენა, რადგანაც 1998-99 წლებში დაბალჭერიანი ბინების ე.წ. დეგოლკების
კორპუსების უკანონო დანგრევის ბრძანება გასცა. შესაბამისად, ის არ შეიძლებოდა მაღალ
თანამდებობაზე დანიშნულიყო.

განსახლების დეპარტამენტის უფროსმა ორმონიას მოსთხოვა, რომ დაემტკიცებინა თავისი


განცხადება. ორმონიამ წერილობით წარადგინა განცხადება, სადაც კვლავ გაიმეორა, რომ
კ.კ.-ს უფლებამოსილება ბოროტად ჰქონდა გამოყენებული და დაამატა, რომ კ.კ.
უსინდისო იყო.

2009 წლის იანვარში, ორმონია სამსახურდან გაათავისუფლეს. ამის საფუძველი თათბირზე


გაკეთებული მისი განცხადებები იყო. ეროვნულმა სასამართლომ ძალაში დატოვა მერიის
გადაწყვეტილება.

კაზუსის ამოხსნა
კაზუსის ფაქტობროვი გარემოებებიდან ირკვევა რომ ევროპული კონევნციით
გარანტირებულ უფლებაში მოხდა ჩარევა. კერძოდ, ევროპული კონვენციის მეათე
მუხლში, რომელიც გამოხატვის თავისუფლებით არის აღნიშნული. კაზუსში ნათლად ჩანს
უფლებაში ჩარევის მიზეზი. ფაქტობრივად კოკი ორმონია გაათავისუფლეს სამსახურიდან
მას შემდეგ, რაც გამოაცხადა რომ ვინმე კ.კ-მ თავისი უფლებამოსილების ბოროტად
გამოყენების გამო არ იმსახურებდა მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას, რასაც ასევე
დაემატა ისიც რომ მას „უსინდისო“ უწოდა. ამის შემდეგ მოხდა მისი გათავისუფლება
სამსახურიდან. ამ გარემოებების საფუძველზე ვადგენ, რომ მოხდა ადამიანის
მნიშვნეელოვან და გარანტირებულ უფლებაში ჩარევა.

იმისათვის რომ შევაფასოთ მართლზომიერია თუ არა ორმონიას უფლებაში ჩარევა,


უნდა გამოვყოთ რამდენიმე კრიტერიუმი. გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას
აუცილებლად უნდა გააჩნდეს სამართლებრივი საფუძველი. კანონმდებლობა უნდა
ითვალისწინებდეს ამ უფლებაში ჩარევის საფუძველს. კანონმდებლობაში მკაფიოდ და
გასაგებად უნდა იყოს გადმოცემული, თუ რა შემთხვევაში მოხდება ამ უფლებაში ჩარევა.
იმდენად ნათლად უნდა იყოს აღწერილი რომ პირმა შეძლოს წინასწარგანჭვრეტა,
ამასთანავე იცოდეს თუ ვის შეუძლია ჩაერიოს მის უფლებაში და რატომ. ასევე
მნიშვნელოვანია პირმა იცოდეს შეუძლია თუ არა უფლების შეზღუდვის გამო, ანუ მასში
ჩარევის გამო, შეიძლება თუ არა გასაჩივრება და სად. მეორე მნიშვნელოვანი
კრიტერიუმია ლეგიტიმური მიზანი, რომელიც უფლებაში ჩარაევას უნდა ჰქონდეს.
ლეგიტიმური მიზანი ზემოთ აღვნიშნე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, გამომდინარე
იქიდან რომ უფლებაში ჩარევით მრავალი პრობლემური საკითხი იკვეთება. თუმცა
ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე რომ ლეგიტიმური მიზანი უნდა იყოს
თანხვედრაში ევროპულ კონვენციასთან. ლეგიტიმური მიზანი აუცილებლად უნდა იყოს
გათვალისწინებული კანონმდებლობით. აქვე აღვნიშნავ რომ დემოკრატიული
საზოგადოების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია-სწორედ უფლებაში სამართლიანად
ჩარევა. თუმცა ეს ჩარევა აუცილებლად უნდა იყოს დასაბუთებული შესაბამისად და თან
ახლდეს არგუმენტირებული მსჯელობა ფაქტებთან ერთად. უფლებაში ჩარევა ეს არის
ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ფაქტობრივად ადამიანისთვის კანონით მინიჭებულ
უფლებაში შეცილება და მისი არსებობის ეჭვქვეშ დაყენებაა, სწორედ ამიტომ ის უნდა
ეფუძნებოდეს მყარ და მტკიცე არგუმენტებს. უფლებაში ჩარევა უნდა მოხდეს
თანაზომიერად. ეს იმას ნიშნავს რომ არ არსებობს ზედმეტი პრივილეგია. ყველა მხარეს
მხოლოდ იმის უფლება აქვს რაც მიენიჭათ კანონით, არც გადამეტება და არც შეზღუდვა-
შემცირება ამ უფლებების არ შეიძლება. მესამე კრიტერიუმის მიხედვით ჩვენ მარტივად
შეგვიძლია ვიმსჯელოთ და დავასკვნათ, მეათე მუხლში მოხდა ჩარევა. კონვენციის მეათე
მუხლი გამოხატვის თავისუფლებაა და მესამე კრიტერიუმის შეფასებისას ვადგენთ
რამდენად თანაზომიერად მოხდა მასში ჩარევა.

როგორც უკვე აღვნიშნე გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი გარანტირებული


უფლებაა, ხოლო მისი საპირწონე ინტერესები არის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
და მისი დაცულობის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ პირს აქვს უფლება გამოხატოს
თავისი აზრი,დამოკიდებულება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ამ მომენტს
უპირისპირდება პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება. მოცემული კაზუსიდან
გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ რომ ორმონია სამსახურიდან დაითხოვეს იმის გამო
რომ მან უსინდისო უწოდა კ.კ-ს და მერიის თათბირზე, პრესისა და პროფკავშირის
წარმომადგენლების თანდასწრებით „ამხილა“ კ.კ. პირს აქვს კონვენციით
გარანტირებული, გამოხატვის თავისუფლება თუმცა მოცემულ შემთხვევაში ამ უფლების
გამოყენებით მოხდა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევა.

You might also like