You are on page 1of 4

ქართული სამართლის ისტორია

ქეთევან მხეიძე

ჯგუფი N2

1.ჩამოთვალეთ დანაშაულის აღმნიშვნელი ტერმინები

გარდასვლა-სჯულის,კანონისა და წესის დარღვევიდან ანუ გარდასვლიდან,რადგან


სჯულის, კანონისა და წესის დაცვა აუცილებელი და სავალდებულო იყო.

გარდახდომა-მავე შინაარსის გამომხატველია,როგორც „გარდასვლა“.

დათრგუნვა-ივანე ჯავახიშვილის მითითებით „სამართლის,შჯულისა,თუ კანონის


დარღვევის გამოსახატავად „დათრგუნვასაც“ იყენებდნენ ხოლმე. ამის
დასამტკიცებლად ივანე ჯავახიშვილს მოჰყავს ციტატა, დავით აღმაშენებლის
თხზულებიდან „გალობანი სინანულისანი“,სადაც აღნიშნულია:“სჯულნი დავთრგუნენ
წიგნისაი და ახალი ბუნებითიო“.

მიშვება-„მიმნებებლობა“.მიშვება ისეთი დანაშაული იყო,რომლის დროსაც


თანამდებობის პირი საშუალებას აძლევს ბოროტმოქმედს, დანაშაულის ჩამდენს-
თავისი უმოქმედობით, ხელშეუხებლობით საწადელს მიაღწიოს.

„წინაღდგომა და დარღვევა კანონისაი“-გამოიყენებოდა კანონის დარღვევის


გამოსახატად ანუ უკანონობის გამოსახატად. ეს ტერმინი გამოიყენება
გარდამავლობითი მოქმედების ანუ დანაშაულის აღმნიშვნელ ტერმინად .

ბრალი-ეს ტერმინიც დანაშაულის ცნების გამოსახატად გამოიყენებოდა . ბრალი


უახლოვდება ცოდვას.

ცოდვა-ეს ტერმინი სამართალდარღვევის ზნეობრივ-სარწმუნოებრივი სახეა . შეცოდება


კი დანაშაულებას ნიშნავს.

დანაშაული-სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, დანაშაული ყოფილა „შეცოდება ,


ესე იგი, არს შავად ქმნა საქმისა“. დაშავება ოიგივე ფიზიკური ან ზნეობრივი ზიანის
მიყენებას ნიშნავდა. თვით სულხან-საბა ორბელიანის აზრით, „დაშავება “ ხეიბრად
შექმნას ეწოდებოდა.

ბოროტისმოქმედი-ეწოდებოდა დამნაშავეს, ვინც სჯულის კანონს არ დაიცავდა ან


დაარღვევდა, ე.ი ბოროტმოქმედი საეკლესიო სამართლის ტერმინია და აქედან
შემოვიდა საერო სამართალში.

ძვირისმოქმედი-იმავე ცნება აქვს როგორც ბოროტისმოქმედს. ძველ ქართულში ამავე


შინაარსის ტერმინი იყო „ძვირისმოქმედიც“.

2.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები ძველ ქართულ სამართალში

დანაშაულის ჩადენისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად


ითვლებოდა თუ დანაშაული ჩადენილი იყო გამოუვალი მდგომარეობის ანუ იძულების
გამო.იგულისხმება:თუ დანაშაულის ჩამდენი მოქმედებდა თავისი უფროსის, მეფის ან
სხვა დიდი ხელისუფლების ბრძანების აღსასრულებლად და მათი ბრძანების
აღსრულების შიშით ჩაიდინა დანაშაული ან ომიანობისა თუ თავდასხმის დროს
იძულებული იყო თავი დაეცვა და თავდამსხმელი დაეჭირა. ასეთ მიზეზებს
იმდროინდელი ქართული იურიდიული ტერმინოლოგია უწოდებს „ჯეროვან მიზეზს“ ან
„საჭირო მიზეზს“.
3.განმარტეთ „ასაბია“

ძველ ქართულ სამართალში ასაბია ეწოდება თავდამსხმელის


დამხმარეს,კონკრეტული პიროვნების მიმართ ჩადენილი ძალადობის
თანამონაწილეს.“წამყვანი კაცისა“ ,ანუ მთავარი დამნაშავის და მისი ასაბიის
პასუხისმგებლობა თანაბარი იყო. მსხვერპლს, ანუ ვისაც თავს დაესხნენ ჰქონდა
მოგერიების უფლება,როგორც მთავარი დამნაშავის ასევე ასაბიის მიმართ და ის მათი
მოკვლისთვის ან დაჭრისთვის პასუხს არ აგებდა.ასაბიის სისხლის გადახდა
„წამყვანელ კაცს“ ეკისრებოდა.

4.ჩამოთვალეთ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები

პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები შემდეგნაირია :მეორედ ჩადენილი


დანაშაული. იგი უფრო მკაცტად ისჯებოდა როგორც საეკლესიო ისევე საერო
სამართლით.როდესაც დამნაშავე ცოდვისმოყვარე იყო ან უკრძალველობასა და
თავხედ კადნიერებას ამჟღავნებდა.ახლობელი ნათესავისადმი ჩადენილი დანაშაული ,
მკვლელობა, სისხლის აღრევა,მცირეწლოვანთა გახრწყნა.თანამდებობის პირთა
მოურიდებლობა, მათ მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედება უფრო მკკაცრად ისჯებოდა
ვიდრე სხვა მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაული.დამამძიმებელ გარემოებად
ითვლებოდა ასევე დანაშაულის ჩადენა „საშინელ ადგილას“ ანუ „საპატიჟო
ადგილებზე“.ბექასა და აღბუღას სამართლის წიგნიდან ჩანს,რომ საპატიჟო ადგილას
ჩადენილი ქურდობისთვის ორივე თვალის ამოთხრა და ხელ-ფეხის მოჭრა იყო
დაწესებული.საპატიჟო ადგილად იგულისხმება დიდი სალარო ან ეკლესია , ან ჯოგი და
მათი მითვისება ქურდობით.

5.დანაშაულის სუბიექტის ელემენტები ძველ ქართულ სამართალში

ძველ ქართულ სამართალში ზუსტად არ ჩანს, თუ რა ასაკიდან დგებოდა სისხლის


სამართლის პასუხისმგებლობა.ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნში, 187-ე მუხლში
მოცემულია დამნაშავის 10 წლის ასაკიდან პასუხისმგებლობის საკითხი. ამ მუხლის
მიხედვით ირკვევა, რომ 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობა არ დაიშვება, მათი მოქმედება გათანაბრებულია შემთხვევასთან ,ანუ
„ფათერაკთან“. 10წლიდან წესდებოდა სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობა.დანაშაულის სუბიექტის მეორე ელემენტი იყო შერაცხადობა .
შეურაცხადი პირი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებოდა .ამგვარად , ქართული
სამართლის მიხედვით, დანაშაულის ჩამდენი პირი შეიძლება იყოს გარკვეულ ასაკს
მიღწეული შერაცხადი პირი.დანაშაულის სუბიექტის მხარე სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი საფუძველია.

6.გეორგიევსკის ტრაქტატის შინაარსი და იურიდიული მნიშვნელობა

გეორგიევსკის ტრაქტატი 1783 წლის 24 ივლისს ციხესიმაგრე გეორგიევსკში დადებული


„სამეგობრო შეთანხმება“ რუსეთსა და გაერთიანებულ ქართლ-კახეთის სამეფოს
შორის,რომლის მიხედვით ქართლ-კახეთი რუსეთის მფარველობის ქვეშ
გადადიოდა.გეორგიევსკის ხელშეკრულება შედგებოდა 13ძირითადი და 4
სეპარატიული, (ცალკე გამოყოფილი ტექსტისგან,)მუხლისგან ანუ არტიკულიდან.
ტრაქტატს თან ერთვოდა ფიცის ტექსტი,რომელიც ერეკლე მეფეს უნდა დაედო
ერთგულების დასადასტურებლად.ტრაქტატის შინაარსი შემდეგნაირი იყო : ქართლ -
კახეთის მეფე უარს ამბობდა სხვა ქვეყნებთან დამოკიდებულებაზე , ვასალობაზე .
რუსეთის გარდა იგი არ აღიარებდა თავის თავზე არავის უმაღლესობას. ერეკლე მე -2
პირობას დებდა, რომ იქნებოდა რუსეთის ტახტის ერთგული და შემწე ყველა
ვითარებაში.რუსეთის იმპერატორი აღთქმას დებდა, რომ მოწყალებასა და
მფარველობას არ მოაკლებდა ქართლ-კახეთის სამეფოს,დაიცავდა მის ერთიანობას
და დაეხმარებოდა დაკარგული საზღვრების აღდგენაში.ქართლ-კახეთის მეფე
აღიარებდა რუსეტის იმპერატორის უმაღლეს ხელისუფლებას და კისრულობდა
ვალდებულებას, რომ ტახტზე ასვლა ეცნობებინა საიმპერატორო კარისათის, მისგან
მეფედ დამტკიცება ეთხოვა და სამეფო ნიშნებიც. საგარეო ურთიერთობები არ უნდა
განხორციელებულიყო ან წამოწყებულიყო რუსეთის იმპერატორთან
შეუთანხმებლობით.რუსეთის სამეფო კართან ერეკლე მეორეს უნდა ჰყოლოდა
რეზიდენტი და რუსეთსაც ასევე ქართლ-კახეთში.რუსეთი არ უნდა ჩარეულიყო ქართლ -
კახეთის საშინაო საქმეებში.ერეკლე მეორე ვალდებული იყო დახმარებოდა რუსეთს
თავისი ჯარით, დაეცვათ ისინი და განეხორციელებინათ სამხედრო
მოქმედებები.ქართლ-კახეთის კათალიკოსი რუსეთის სინოდის წევრი
ხდებოდა.ქართველ ტავადაზნაურობას უფლება ეძლეოდა გადასახლებულიყვნენ
რუსეთში.ქართველ ვაჭრებს ეძლეოდათ შერავათები რუსი ვაწრების
თანაბრად.სეპარატიული მუხლებში აისახა მხარეთა სამხედრო-პოლიტიკური
მიზნები.მაგალითად, რუსეთის იმპერატორი მეგობრულად ურჩევდა მეფეს,რომ კარგი
და მეგობრული განწყობა ჰქონოდა იმერეთის მეფე სოლომონთან.იმ შემთვევაში თუ
მათ შორის დავა წარმოიშობოდა რუსეთი არბიტრის პოზიციას
შეასრულებდა.იმპერატორს უნდა ჰყოლოდა ქართლ-კახეთში ფეხოსანი ორი სრული
ბატალიონი ოთხი ზარბაზნით.ტრაქტატის იურიდიული ბუნების შესახებ სხბვადასხვა
მოსაზრებებია გამოთქმული.მეცნიერთა გარკვეული ნაწილი ამ ხელშეკრულებას
მიიჩნევს არა როგორც მხარეთა თანასწორუფლებიან გარიგებას, არამედ რუსეთის
მიერ საქართველოზე „პროტექტორატის“ დამყარების დოკუმენტს. ზოგი მეცნიერი კი ამ
ტრაქტატს განიხილავდა, როგორც პროტექტორატისა და ვასალიტეტის
აქტს.ტრაქტატის იურიდიული ბუნების შესახებ სხვადასხვა და მრავალი თვალსაზრისის
გათვალისწინებით უნდა დავასკვნათ, რომ იგი იყო ფეოდალიზმის პერიოდის
საერთაშორისო სამართლისათვის ტიპური დოკუმენტი სიუზერენულ-ვასალური
დამოკიდებულების დასამყარებლად, იგი არ არის თანასწორუფლებიანობის
საფუძველზე დადებული ხელშეკრულება, მასში გამოხატულია როგორც სიუზერენის,
ისე ვასალის ინ ტერესი ურთიერთკონსენსუსის საფუძველზე. ამ დოკუმენტებით რუსეთი
ელტვოდა ამიერკავკასიაში თავისი ინტერესების განხორციელებას, ქართლ-კახეთი კი
მუსულმანთაგან თავის გადარჩენას, დაკარგული ტერიტორიების კვლავ დაბრუნებასა
და ერთიანი ქართული სახელმწიფოს აღდგენას.

You might also like